შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანატრი ხერხით დაყენებული პრესი - სრულად


13-06-2015, 23:17
ავტორი D-roni
ნანახია 16 039

-ლილე ჩანთაში პირსახოცი ჩადე ? - გაჰკიოდა ოთახიდან ნატა
როგორ არ უყვარს ერთი და იგივეს ათასჯერ რომ უმეორებენ , მაგრამ ნატას გაძლება უწევს , რადგან ის ეგეთია სანამ თავის თვალით არ ნახავს ვერ დაარწმუნებ .
-ქალოო მოეთრიე აქ და ნახე რომ დევს შენ როგორ გიძლებს დედა შენი ? მუცელში როგორ გაჩერდი 9 თვე ? - დაეჭვებულმა გადახედა დაქალს - თუ წერომ მოგიყვანა ? - გადაიკისკისა "დედების ხუმრობით"
-არა კომპოსტოში ამოვედი - აყვა ხუმრობაში და პირსახოცს ჩახედა - ბიკინი ?
-ვაიმე ბიკინი მრჩებოდა ? - ქვედა ტუჩს სიცილით მოსდო კბილები და ბიკინა ჩააგდო ჩანთაში - ი ტოჩკა ?
-ი ვსო !
ნივთებს ხელი დაავლეს და მანქანაში ჩასკუპდნენ , ლილემ მუსიკებს აუწია და საზურგეს მიადო თავი .
-მოვედით გაიღვიძა - სიცილით აუქნია თვალწინ ხელები დაქალს და მიანიშნა გადმოდიო .
ფიტნეს კლუბის კართან გაჩერდნენ და ამაყი ნაბიჯებით შევიდნენ დარბაზში , გასახდელისკენ წავიდნენ და იქ შესულებმა სპორტულად ჩაიცვეს .
-მაგ ელასტიკებში ამოიხრუკები - გაააფრთხილა დაქალი ნატამ .
-მაგ შორტს ისევ ეს მირჩევნია - ენა გამოუყო და სიცილით ჩაიცვა შავი შემოტკეცილი კოჭს ზემოთ ელასტიკები , შავი ტოპი მოირგო , თმა ზემოთ აიწია კოსად და სარკეში ჩაიხედა - მგონი მზად ვარ - სარკის წინ დატრიალდა და გაიღიმა . -გოგო უკან მგონი ზედმეტად შემოტკეცილია - უკმაყოფილომ აიბზუა ცხვირი .
-გითხარი და მაინც ეგ წამოიღე და რა გიყო ? - ირონიულად ჩაიცინა დაქალმა თავისი თავით კმაყოფილმა .
-აუ რა ვქნა ეხლა მე ? - დაიწყო წუწუნი .
-შენი ხმა არ გავიგო ახლა ! გადი დროზე და ივარჯიშე რა უნდა ქნა დადექი და იყავი კომპლექსიანივით იქნიე აქეთ იქით ხელები და იცეკვე ინდური .
-კარგი რა ნატა - სცადა შეწინააღმედეგება
-პირველად ხომ არ ვარჯიშობ მაგ ელასტიკით ?
-არა , მაგრამ ხომ გახსოვს რა ხდება ხოლმე .
-მერე რატოღა წამოიღე? - რამდენჯერაც ეს ელასტიკი ჩაიცვა იმდენჯერ თვალებით ჭამდნენ მამარებიც და მდედრებიც , ზემდეტად შემოტკეცილია ნამდვილად ამშვენებს მის ლამაზ და უნაკლო სხეულს .
-აუ რა ვიცი მე რაა - წაიწუწუნა ისევ
-კარგი ახლა გამო ამ ერთხელაც - ჩაიცინა და დაქალი ინერციით და მსუბუქი ბიძგით გააგდო სავარჯიშო დარბაზში .
ნატა ფეხების ვარჯიშს აკეთებდა და გადაწოლილი იყო საზურგეზე , ყურებში ნაუშნიკები ეკეთა და კაცი შვილს არ უსმენდა ასე განაცხადა "ამათ ბანძი სიმღერები აქვთ ისევ ჩემი ფლეილისთი მინდაო" ხო და კი გაიჩხირა ყურებში .
-აუ რა ჯანდაბაა რომლით დავიყენო ახლა მე პრესი - წუწუნით ამოიფრუტუნა და ბევრი სახის სავარჯიშო მოწყობილობას თვალი მოავლო .
-პრესისთვის სექსია უებარი - მოესმა ზურგს უკან ბოხი და ამავ დროულად სასიავმონო ბარიტონი , როგოც კი გაიაზრა რა უთხრა უცნობმა დაფეთებული შეტრიალდა მისკენ და ნეწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში "უუუუუ"სიმპატიურესი "უუუ"სექსუალურესი ბიჭი რომ დაინახა ...
რაც 23 წლის ასაკში ნერწყვები არ უყლაპვია ერთიანად გადაყლაბა , მაგრამ სახეზე სიბრაზეს რომ ასხივებდნენ იმ გახურებულმა ადგილებმა ზანტად მაგრამ მაინც ეფექტურად გამოიყვანეს ფიქრებიდან .
-უკაცრავად ? - თვალებ დაწვრილებულმა გაუსწორა თვალებში მზერა და კინაღამ იქვე ჩადნა .
-ხომ გაინტერესებდა პრესი როგორ დაგეყენებინა ? - ცინიკური ღიმილით აათვალიერა ამჯერად წინა ხედიდან გოგონა მზერა კი მკერდთან შეაჩერა და ირონიულად ჩახედა თვალებში - მგონი პრესი არც ახლა გაქვს ცუდი - მხრები აიჩეჩა ბიჭმა .
-მე მაინტერესებდა როგორ დამეყენებინა პრესი და არა ის სექსი რისთვისაა უებარი და რისთვის არა - ტუჩებ მოკუმულმა ჩაილაპარაკა და მუშტები შეკრა , ქვედა ტუჩს ინსტიქტურად მოსდო კბილები და საკუთარი თავი დაწყევლა ასეთი ცუდი ჩვევების გამო , როცა გაბრაზებულია , ნერვიულობს , უხარია ან უბრალოდ ლაპარაკობს შანსი არაა ქვედა ტუჩს კბილებით არ წაეთამაშოს . ამის გამოა ყველა მამრს რომ ჰქონია ამან ჩემზე ნეწყვები ყლაპააო , არადა რეალურად ის უბრალოდ ამით თავის ემოციებს გამოხატავს ...

-ხო და მე გეუბნები რომ პრეს სექსი აყენებს - მხრები აიჩეჩა უდარდელად .
-ეგეთი ტრენაჟორი არსებობს ? - წარბი მაღლა აზიდა , შეეცადა არ შეემჩნია რომ ზუსტ ქვეტექსტს ჩაწვდა რადგან თუ ამას შეიმჩნევდა იძულებული გახდებოდა მის სახეზეც დაემჩნია 5 წითელი თითი ერთ ღაწვზე , მეორე კი მეორეზე .
-კი არსებობს და შენს წინ დგას - ირონიულად ჩაიცინა და ქვედა ტუჩს ენის წვერი გადაუსვა - დემეტრე ვიბლიანი - მის გამოწვდილ ხელს რომ დახედა თვალში მოვლილი თლილი გრძელი ლამაზი თითები მოხვდა .
-ლილე ბუაძე - ჩაილაპარაკა დარცხვენილმა და ხელი მის ხელს შეაგება

-ლილე იცი რა გამახსენდა ? - გაკრეჭილი წამოჯდა ტრენაჟორზე ნატა და დემეტრე და მის გვერდით ამ წამს ამომდგარი მეორე მამრი არც კი შეიმჩნია
-აბა რა ? - გაიკრიჭა წამსვე , შანსი არ არის , უბრალოდ გამორიცხეთ რომ ნატა გაიკრიჭოს და ლილემ სახის ნაკვთები არ შეარხიოს ნუ ახლა ეცინება გოგონას გაკრეჭილ სახეზე და რა მისი ბრალია ? .
-რა და , ჰაჰაჰა აუ მეცინება , აი ის აუზზე რომ ვიყავით და ფეხი რომ აგისრიალდა , ვიღაც ბიჭს როომ დაეცი ზურგზე და წყალში ეგეთ პოზაში რომ მოადინეთ ზღართანი - იცინოდა ხელების ქნევით და სულს ვერ ითქვამდა . ლილე სახეზე ისეთი წითელი იყო , ინატრა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა ნატა ! ხო აბა თავის თავს ამისთვის არც გაიმეტებს !
-ვერ ხარ შენ - ნერვიული სიცილით ჩაიქნია ხელი და უკანალის კუნთების ვარჯიში დაიწყო , იმ ტრენაჟორთან იდგა და რა მისი ბრალია ?

ხელები ერთმანეთს მიაწება და კოჭებამდე ისე მიიტანა მუხლები არც კი მოუხრია .
უხერხული ღიმილით ასწია ზემოთ თავი და წელში გასწორდა
არ იცის როგორ გამორჩა ან როგორ ვერ გაიგო მაგრამ , აშკარად ნატა იმ ახლად მოსულ მამაკაცს და დემეტრეს ესაუბრებოდა და თან მათთან ერთად იცინოდა . ნუ ის ბიჭი იკრიჭებოდა მის დაქალთან ერთად დემეტრე კი , უბრალოდ ღიმილით იფარგლებოდა , რომელიც ეშმაკურად აპარებდა მისკენ თვალს .
-ძალიან დამცხა აუზში არ ჩავიდეთ ? - ჩაილაპარაკა ნატასთვის გასაგებად და თან მინერალური წყლით სავსე პატარა ბოთლი მოიყუდა აწითლებულმა.
-ჩავიდეთ , ჩავიდეთ - ჩაიცინა და ტრენაჟორიდან ჩამოხდა - წამოხვალთ ? -ჰკითხა ბიჭებს .
მათთვის ყურადღება აღარ მიუქცევია თვალი უნებურად კარისკენ გაექცა საიდანაც 7 ადამიანი შემოვიდა , 2 ბიჭი და 5 გოგო ... ისეთები იყვნენ პირ დაღებული მიაშტერდა თითოეულ მათგანს , იქიდან ორი ერთმანეთზე აწეპებული სილუეტი თვალში შეეჩეხა სასიამოვნოდ ... თვალებით რომ ამჟღავნებდნენ ერთმანეთისადმი სიყვარულს .
დანარჩენები კი სიცილ კისკის ხარხარით იკლებნენ იქაურობას ... თვალი გააყოლა და დაინახა როგორ წავიდნენ ნატასკენ , დემეტრესკენ და იმ ბიჭისკენ . ერთმანეთს სიცილით მიესალმნენ . დაინახა როგორ ჩაეხუტა ერთ-ერთი ულამაზესი გოგონა დემეტრეს , ცხვირი აიბზუა და აუზისკენ წავიდა .
აუზს ცალკე გასახდელები ჰქონდა შევიდა და გამოიცვალა , შავი მთლიანი კუპალნიკი ჩაიცვა თეძოებზე ამოჭრილი ... ზემოდან მკერდი ლამაზად "რომ იკრიჭებოდა " ქვემოდან კი უკანალი ...

გასახდელში შემოსულ 6 გოგოს თვალი შეავლო იმ ექვისად წეღანდელი 5 იკრიჭებოდნენ გვერდით ნატა ამოდგომოდათ და რიგრიგობით უსვამდნენ კითხვებს ესეც ღიმილით პასუხობდა ...
ნატა სიცილით გამოექანა გოგონებთან ერთად უკვე მომზადებბული ლილესკენ და გვერდით გაკრეჭილი ამოუდგა .
-გოგოებო გაიცანით ეს ჩემი დაქალია ლილე - ღიმილით მიუთითა გოგონებს ლილეზე და ახლა მათ გაცნობას შეუდგა . - ესეიგი ლილე ეს აის ანასტასია , ეს თეკლა , ეს ელენე , ეს ქეთა (ქეთაში ის გოგონა ამოიცნო მეორე ბიჭთან ერთად რომ მოდიოდა სიყვარულით სავსე თვალებით რომ უმზერდა ) ეს კიდე ტაისია ( ტაისიაში კი ის ამოიცნო , რომელიც დემეტრეს ეხუტებოდა )
-სასიამოვნოა - ყველამ ერთხმად შესძახა , რატომღაც ძალიან მოეწონა ეს "სასტავი" , ძალიან შეკრულები და ერთმანეთის გულებთან ახლოს მდებარე ხალხად მოეჩვენა ყველა .
აუზზე გადიოდნენ ტაისია გვერდით რომ ამოუდგა ლილეს და ლაპარაკი დაიწყო , უნდა აღიაროს რომ ძალიან ლამაზი და საოცარი გოგონაა .
-შენ აქ დიდი ხანია ვარჯიშობ ? - ისე თბილად ესაუბებოდა , უნებურად ათბობდა მის სხეულს და პოზიტივით ავსებდა მას .
-იცი სისტემატიუად არ დავდივარ აქ მუდმივი სტუმარი ვართქო რომ გითხრა მოგატყუებ როცა მინდა და მცალია მაშინ მოვდივარ თვეში ასე ორ კვირა ნახევარი რა - თითებით ცოტა ანიშნა და გაიცინა
-ძალიან ლამაზი ხარ - გაცისკროვნეული სახით აღნიშნა ტაისიამ და ხელით თმა გაისწორა .
-ვაიმე დიდი მადლობა - გაიცინა ლილემაც - შენც ძალიან ლამაზი ხარ - თვალი ჩაუკრა და აუზზე გასვლისთანავე დემეტრეს შეხედა .
-მადლობა , ისე გეტყობა რომ ვარჯიშობ , კარგ ტანზე ხარ - გაიღიმა გოგონამ .
-ნუ მაწითლებ - ჩაიცინა და ცალი ფეხით წყლის ტემპერატურა მოსინჯა , რომ მიხვდა რომ სასიამოვნო ტემპერატურის იიყო უკან გავიდა გოგონას გაუღიმა ხელები წინ გაიშვირა , ელვის სისწრაფით გაირბინა რამდენიმე ნაბიჯი და პირდაპირ წყალში მოადინა ზღართანი .
ყოველთვის ეშინოდა ქლორიან წყალში თვალების გახელა , მხოლოდ ქლორიან წყალში ? არა ! ზღავაში ხომ თვალებ დაჭყეტილი ცურავს რა ...
რამდენიმე წამიანი ინტერვალის შემდეგ როდესაც მიხვდა რომ სუნთქვა უჭირდა ამოყვინთა , იგრძნო როგორ შეეჯახა რაღაც მკვრივს , ხელებით სველი თმა სწრაფად გადაიწია უკან და თვალები შეიმშრალა , როცა დარწმუნდა რომ საშიშროება აღარ იყო გაახილა და ხელის ზელვით შეხედა მის წინ მომღიმარ მოცურავე მდგომარეობაში მყოფ ვიბლიანს .
Nuca Javelidze
18:05
Nuca Javelidze
-გაინტერესებს პრესი როგორ უნდა დაიყენო წყალში ? - ეშმაკურად აათამაშა წარბები ბიჭმა ...
-ალხა თუ იგივე უნდა მითხრა ოღონდ წყლის პირობებშიო იცოდე ცოცხალი ვერ გადამირჩები - სიცილით გააფრთხილა სვანი და უკან დაიხია ოდნავ .
-არა ეგ საწოლში - ჩაიცინა და თვალი წამიერად გოგონას ორ სიამაყეს შეავლო ... - გასწორდი ! - თქვა და მკაცრი სახე მიიღო .
-რა ? - ვერ მიხვდა რა უთხრა ბიჭმა
-წელში გასწორდით თქო - გაუმეორე ხელთავიდან .
-აჰა - გაიცინა მანაც
-არა ეგრე არა - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და გოგონას მიუახლოვდა .
წელზე ერთი ხელი შემოხვია მეორე კი მუცელზე დაადო და ისე გაასწორა წყალში ...
ბუაძისთის ისე გათბა წამიერად ეს ყინულივით წყალი კინაღამ ჩაიხრუკა შიგნით , ის ადგილები ეწვოდა სადაც ვიბლიანი ეხებოდა და "წელში ასწორებდა"
-რა ცხელი ხარ - ცინიკურად ჩაიცინა ბიჭმა და მიახვედრა "მიგიხვდი ტემპერატურის ცვლის მიზეზსო"
-მე ? რა ვიცი ვერ ვამჩნევ - მხრები აიჩეჩა უდარდელად და შეეცადა ემოციები დაეოკებინა .
ახლა ხელები ასე გააკეთე - ოდნავ მოსორდა ქალის სხეულს და ანახა ხელით როგორ ექნა წყალში .
-ასე ? - დაიწყო მასთან დაშორებით დაბნეულმა ლუღლუღი და ხელების ქნევა ...
-არა არა ეგრე არა - გაიცინა სვანმა და ხელებზე ხელები მოკიდა - აი ასე - თვითონ აამოძრავებინა ხელები მკერდიდან მუცლის ბოლომდე - გრძნობ როგორ გეჭიმება მუცლის კუნთები ? - ჰკითხა ისე რომ მისი ხელების აწ უკვე მოხერხებულად ქნევა არ შეუჩერებია .
-კი ... ვხვდები ... ხო ... აჰამ ! - ალუღლუღდა ახლა უკვე მისი სიახლოვით დაბნეული და კისერი მარჯვნივ გაადაკონწიალა განაბულმა .
ვიბლიანს ჩაეცინა და თეძოებზე ხელებ მაგრად მოჭერილი თავისკენ მიიზიდა ... ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა და ისევ ჩაიცინა .
სწრაფად თვალებ დაჭყეტილმა ბუაძემ ხმა დაბლა ამოილუღლუღა "არადა ეგონა რომ ბოლო ხმაზე გაჰკიოდა"
-რას აკეთებ ? - თავის დახსნა სცადა მამაკაცის სხეულიდან ...
ნუ ახლა არ იყო მიჩვეული ასეთ სიახლოვეს მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან და რა ექნა ?
Nuca Javelidze
18:09
Nuca Javelidze
-გიჭერ - ცინიკური ღიმილი შეანათა ბიჭმა გოგოს
-არ არის საჭირო ცურვა ვიცი ! - წარბები შეკრა შუბლთან ერთად ბუაძემ .
-დარწმუნებული ხარ ? - ჰკითხა მოჭუტული თვალებით .
-კი - განაცხადა ჯიუტად და წარბები უფრო შეჰკრა - კი არ იცოდა ახლა თუ ხელებს გაუშვებდა უცებ რომ ჩაყვინთავდა წყალში .
-კარგი - მხრები აიჩეჩა უდარდელად ბიჭმა და ხელები სწრაფად უშვა მადის ამღვძრელ სხეულს , რომელიც წამის მეასედში აღმოჩნდა 2 მეტრიანი აუზის ძირში ...
ბიჭმა უბრალოდ ჩაიცინა და ჯერ ვერ კიდევ მოსული სხეული წყლიდან ამოიყვანა სწრაფაფ და ისევ აიკრა სხეულზე , დაფეთებულმა დაჭყიტა თვალები და შეშინებულმა სვანის მკერდს მიადო თავი ...
სულ კანკალებდა და ემოციურად დაშოკილი ვერ ახელდა თვალებს , ჯერ კიდევ თავი წყალში ეგონა .

-ეი შეგიძლია თვალები გაახილო - გაიცინა დემეტრემ და თავი ააწევინა მისი მკერდიდან მოცახცახე სხეულს .
-მეშინია - ჩაიბურტყუნა შეშინებულმა და უფრო მაგრად შემოჰხვია დაკუნთულ ზურგზე ხელები ...
-რისი ? - გაოცებულმა წამოსწია ოდნავ თავი .
-წყალში თვალებს ვერ ვახელ - ტუჩებს წაავლო კბილები და ისევ თვალებ დახუჭუმა გამოწია თავი უკან ...
ეს უკვე პიკი იყო ვიბლიანისთვის , რამდენჯერ სცადა თავის გაკონტროლება ამ სექსუალური ქალის სექსუალური გამოხტომებისთვის გვერდი აუარა ერთხელ , ორჯერ , სამჯერ მაგრამ მეოთხეჯერ უკვე ვეღარ გაქაჩა .
თვალებ აგიზგიზებულმა დაბნეული სხეული ხელში ატაცებული აიყვანა ზემოთ და ამავე ფორმით სწრაფად შევარდა ბიჭების გასახდელში სადაც საბედნიეროდ არავინ იყო .
შეშინებული ბუაძე გახურებული ტუჩებით ეკვროდა მის მხრებს და იმდენს ვერ იაზრებდა რომ წყლიდან ამოსული იყო უკვე უფრო სწორი ფორმა ალბათ "ამოტანილი" იქნება ...
-თვალები გაახილე - უცვლელი მკაცრი ხმით გააფრთხილა გოგონა და კედელზე ააკრა , სცადა მისი ხელების მოშორება მაგრამ ის მაინც ჯიუტად არ აშორებდა ხელებს ... თავის გაკონტროლება მოახერხა და ოდნავ დამშვიდებულმა და ვნება ჩამხვრალმა მოახერხა კონტროლი ემოციების , მაგრამ პიკი ის იყო დაბნეულმა და შეშინებულმა ლილემ თავი კედელს რომ მიაყრდნო და ქვედა ტუჩი ისევ კბილებს შორის რომ მოიქცია .
დემეტრემ გაცეცხლებულმ შეხედა თვალებში ჭინკებ ათამაშებულმა და ვერ ჩამცხრალი ვნებების მქონე დააცხრა თვალებ დახუჭულს , კოცნიდა ვნებიანად და ველურულად .
"პირველი კოცნაც ამას ქვია" - გაიფიქრა გუნებაში და ხელი ინსტიქტურად შუეცურა თმაში , შეძლების და გვარად აჰყვა კოცნაში და ზურგი ოდნავ დააშორა კედელს , მთელი სხეულით ზედ აეკრო სასურველს და იგრძნო როგორ დაეჭიმა იქ სადღაც მუცელში კუნთი

ძლივს აზრზე მოსულმა როდესაც ჰაერი აღარ ეყო თვალები დაჭყიტა და გაცეცხლებული სახით შეხედა სიამოვნებისგან თვალებ აბჭყვიალებულ ბიჭს .
-შენ სექსის დროს უნდა ნახო როგორ იცის კუნთებმა თამაში - წარბები აათამაშა ეშმაკურად სვანმა .
-შენ ... შენ თავი ვინ გგონია ! - ალუღლუღდა გაცეცხლებული , რომელიც მაინც ვერ მოდიოდა საღ გონებაზე ...
ძალიანაც ნუ გაკიცხავთ რა ქნას ახლა ამან ასეთი ფობიით თუა დაავადებული ? ვერ ახელს ამ წყალში თვალებს და თუ გაახილა კიდე დაფეთებული და შეშინებული საათი ვერ მოდის გონს ნომრალურად ახლა ესეც რომ დაემატა , რას თხოვთ ? რას მოითხოვთ მისგან ? მე პირადად ვერაფერს ვერ მოვთხოვ , ისედაც ხომ ძალიან დაბნეული და ეს ორი ფაქტორი რომ ემატება ამ დაბეულობას ნამდვილად ვამართლებ !
რომ გითხრათ პირველი კოცნის მოპარვაზე ბევრი ინერვიულათქო ნამდვილად მოგატყუებთ , რამდენჯერ უფიქრია ნეტავ პირველად ვინ მაკოცებსო , როგორ არ წარმოუდგენია მაგრამ , აშკარად , ნამდვილად გაადააჭარბა რელობამ მოლოდინს !

-იცი რას ვერ ვიგებ ? - თვალებ მოჭუტული მიაყუდა კაბინის კარს და ძალიანაც არ გადაპარსული თმა ხელით აიჩეჩა . - კოცნის დროს რომ ყვებით მთელი ვნებით და რომ მორჩებით ლანძღვას რომ იწყებთ - როგორ გაბედე ეს შენ მე ვინ გგონივარ ? - შეიცხადა ქალივით და ხელების აქეთ იქით ემოციურად ქნევა დაიწყო .
-ვის გავხარ ასეთი უტაქტო ? - წარბები შეკრა სიმართლით გაბრაზებულმა ბუაძემ .
-მამა ჩემს - გაიღიმა ბიჭმა მამის გახსენებისას ... - შენ რომ იცოდე დედა ჩემს როგორ აწამებდა შენი ახლანდელი მდგომარეობა იმასთან შედარებით ზღაპარია - გაიცინა ბედნიერი სიცილით .
-ვუზიარებ - ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა .
-რისი თქმა გინდა რომ არ მოგეწონა ? - თვალებ მოჭუტულა ჩაილაპარაკა და გოგონას ისე მიუახლოვდა კედელზე აყუდებულს ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა და ცხელი ჰაერი სახეზე მიაფრქვია .
-ნწ - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად დაბნეულმა და თვალები მინაბა სიამოვნებისგან ...
-არა ? - ჩახშული ხმი იჩურჩულა ბიჭმა და ხელები თეძოებზე მოუჭირა , ერთი ხელი კი ფეხზე აასრიალა .
-არა ! - თავის პასუხზე იყო ისევ სიამოვნებისგან განაბული ლილე.
-გამოვასწოროთ მერე მაგას რა უდგას წინ - ჩაიცინა ბიჭმა და თვალებ დაჭყეტილს სიტყვის თქმა არ დააცადა ისე დაეტაკა ახლა უკვე მეორედ და უფრო ველურულად ნაცნობ ტუჩებზე .
კოცნიდა ? ამას კოცნა აღარ ერქვა ! ნაცნობი სიველურით უკოცნიდა ჯერ ზედა ტუჩს მერე ქვედას მერე კი ორივეს ერთად , ოდნავ მოშორდა და ტუჩები ყელში ჩააცოცა , ფეხზე კი ხელი მთელი ძალით მოუჭირა . სიამოვნების წამოძახილი ვერ შეიკავა ბუაძემ და გაპობილი ბაგეებიდან კვნესის ჰანგები ამოუშვა .
მისმა კრუსუნმა აშკარად გაახელა და გაათამამა სუნთქვა გახშირებული ვიბლიანი და მთელი სიველურით დაეტაკა გავარვარებული ტუჩებით მარწყვივით ტუჩებს .

გონზე მოსულმა დაფეთებულმ ჰკრა ხელი ჯერ ვერ გამორკვეულ ბიჭს და გასახდელიდან გაავებული გამოხტა , კარში შემომავალი მისი მეგობარი ბიჭები არც კი შეიმჩნია ისე გავარდა გიჟივით და ნატას ანიშნა შემოდი გასახდელშიო ...
იდიოტი ! კრეტინი ! დეგენერატი ! როგორ გაბედა ? ჰაა? ეს რა ქნა ! შეყვარებული ყავს მგონი იმ გოგოს ისე ეხუტებოდა , მას კი ! მას ტვინი არ აქვს ! როგორ შეხედოს ახლა ტაისიას ? ისეთი გაავებული იყო იქაურობას ლეწავდა , გასახდელში ნატა და გოგონები რომ შენიშნა დამნაშავედ ჩახარა თავი რომ ტაისთვის თვალი არ გაესწორებინა .
-სახლში სწრაფად ! -უკვე მომზადებულმა დაბნეულმა ანიშნა დროზე გამოდიო .
-ჩემთან წამოდი რა გოგოები მოდიან - საყვარელი ღიმილით სთხოვა დაქალს ნატამ .
-კარგი - შემოიფარგლა მოკლე პასუხით და სწრაფად გავიდა გარეთ ... მანქანის კარი გააღო და გოგონებს ანიშნა ჩასხედითო ...
ამჯერად საჭესთან თვითონ მოკალათდა გვერდით ნატა უკან კი გოგონები .
ნატას სახლთან გააჩერა მანქანა , როგორ ესიკვდილებოდა ტაისთან ერთად ყოფნა , სირცხვილისგან სახეზე ალმური ასდიოდა .
-რა გჭირს შენ ? - ჰკითხა გაოცებულმა ნატამ და მზერა საჭეზე რომელსაც ისე უჭერდა ბუაძე თითებს ლამის ამოეძრო ადგილიდან .
-არაფერი - აიჩეჩა მხრები და სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებია .

ნატამ ანიშნა სახლში ავალთ და მოგხვდებაო , სახე დააიგნორა და გზა განაგრძო . ნატასთან მისულები საწოლზე მოკალათდნენ ტკბილეული დაყარეს ლოგინდე და ყველა დაწვა დიდ საწოლზე ...
1 საათის განმავლობაში გოგონები გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ , მხოლოდ ბუაძე იჯდა ჩუმად .
-გოგო რა გჭირდა დემეტრემ რომ აგიყვანა აუზიდან ? - იკითხა ელენემ , რის შემდეგაც ყველას ყურადღება მიიპყრო .
-ვინ აიყვანა ? - წარბი ზემოთ აწია ტაისიამ , რის შემდეგად სიკვდილი ინატრა თვალებ დახუჭულმა ლილემ - რა გჭირდა ქალო ? - ჩვეული მხიარული ტონით იკითხა რამაც ცოტა გააკვირვა .
-არაფერი ისეთი რა იყოთ - მხრები აიჩეჩა და ტუჩს კბილები მოსდო .
-ალხა ! დემეტრე ისე არ აგიყვანდა შენ ცუდად იყავი ? - ტაისია ისევ არ ეშვებოდა დაკითხვას .
-მზრუნველი ლოვე გყავს - ცინიკურად ჩაიცინა და თავი დახარა აწითლებულმა .
-რაო ? - სიცილი ატეხა ყველამ ერთად მათ შორის ნატამაც .
-შენ დემეტრე ამის ლოვე გგონია ? - მუცელზე ხელებს იჭერდა გაოგნებული ნატა , რომელიც მიხვდა რატომ იყო უხასიათოდ მისი დაქალი .
-რა ქნა იმ ვირმა ახლა იტყვი ? - სიცილით იკითხა ტაიმ - ჩემი ძმაა ეგ და ნუ გრცხვენია ჩემი აწი თავი ჭარხალ - გააჯავრა გაოგნებული ბუაძე .
-ოოო - ხელი იქნია დებილივით გაბადრულმა .
-მეც მიხარია ჩემი ძმა რომაა - ჩაიფხუკუნა უმცროსმა ვიბლიანმა
-ტაისია ! - სიცილით გაუჯავრდა გოგონას .
-კარგი რა ! არ ტეხავს ჩვენთან ასეთები დამიჯერე ! აგერ ქეთა ჩემი ძმის ცოლია მაგრამ ჰა მერე რა ჩვენი ბავშვობის დაქალია ქეთაც და ბავშვობიდან განსაკტრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს ძმასთანაც.
-რააო ? დემეტრეს ცოლი ხარ ? - თვალები გააფართხოვა ბუაძემ , რითაც ისევ მათი სიცილი მიიღო ,
-არა ანდრეასი - გაიკრიჭა ქეთაც .
-ტაისია ჩემომაკვდები ! - მიუხვდა ჩანაფიქრს მეგობარს და სიცილით გაუბრაზდა .
-მიყვარს ხალხის წამება - გაიკრიჭა ისიც - შენ მოგეწონა ხომ რატი?
შეხედა უმალ აწითლებულ ნატას რომელმაც აღარ იცოდა თავისთვის რა ექნა .

-რატი რომელი ? - იკითხა გაოცებულმა ლილემ
-ის დემეტრესთან ერთად რომ იყო თავიდანვე .
-ჩვენი ჯამბაზი - გაიცინა ტაიმ და ამის ძმა - ხელი ელენესკენ გაიშვირა .
-გაიცნობ და ჩემსას გაიზიარებ - გაიცინა ელენემაც და ანასტასიას მიეყრდნო უკნიდან .
-ხო არ გაწუხებ ? - სიცილით ჩაეიკითხა ანასტასია .
-არა არ აწუხებ - ჩაერთო სიცილით თეკლაც .
-მაგარი ვირი ძმა გყავს ჩვენში რომ დარჩეს - ჩაილაპარაკა ლილემ ტაის მისამართით .
-აჰამ - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა ნატამაც ამჯრად ელენეს მიმართულებით .
გოგონებმა სიცილი ატეხეს და თავიდან ბოლომდე მოაყოლეს ყველაფერი რა როგორ იყო .
-ეგრე აწვალებდა დედას მამა - ჩაილაპარაკა ბედნიერი ღიმილით და ისეთივე გაცისკროვნებული სახე მიიღო როგორიც დემეტრემ იგივე თემაზე საუბრისას .

ბევრი ისაუბრეს მერე კი დაიშალნენ .
შეთანხმდნენ რომ ერთამანეთს არ დაკარგავდნენ და ხშირად შეხვდებოდნენ .
მთელი ღამე არ ეძინა ბუაძეს , ანდა რა დააძინებდა ასეთ ზმანებას ხედავდა მთელი ღამე .
ასეთი რაღაცეები მოხდა ერთ დღეში და მისი გრძნობების ეჭვ ქვეშ დადგა ,
მეორე დღეს ნატა და ლილე გოგონებს კაფეში დახვდნენ ბევრი იჭორავეს და საღამოს დაშლა გადაწყვიტეს .
-ჰო ძმა - უპასუხა სიცილით ტაისიამ ტელეფონს , მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა და უმალვე იწყეს ცრემლებმა თვალებიდან გამოჟონვა - რა ? როდის ? სად ხართ ? - დაიწყო ფეთიანივით მოძრაობა და სკამი ისეთი ძალით გაწია იატაკზე დავარდა ხმამ ყველა შეაკრთო და უფრო აანევრიულა - მოვდივართ - ჩაილაპარაკა და მობილური გათიშა .
-რა ხდება ? - იკითხა ქეთამ
-ანდრეა იყო . - ამოთქვა სლუკუნით .
-რაო ? - მოუთმენლობა დაეტყო სახეზე .
-დემეტრეს მანქანას ვიღაც მთვრალი დაჯახებია უკნიდან და საავადმყოფოში წევს ახლა - ამოთქვა სლუკუნით და ყველას ცრემლებიც გამოიწვია - რატიც შიგნით ეჯდა და ორივე გათიშულები წვანან საავადმყოფოში .
ამის თქმა და ნატას გაშეშება ერთი იყო .
ის და ლილე იჟდნენ და სივრცეს უყურებდნენ .
გაუაზრებლად გამოჟონა ცრემლებმა და გაუბედავად დაიწყეს დენა მათი თვალებიდანაც .
ნატა მანქანაზე დაჯდა და გოგონები საავადმყოფოში წაიყვანა , მათთან ერთად შევიდნენ ჰოლში და პალა იკითხეს ,
იქ მისულებს 10 წყვილი დახვდათ ...
ზოგი სად იჯდა თავში წელ წავლებული , ზოგი სად .
ყველას თვალები ცრემლებს იტევდა და ცდილობდნენ ემოციები და თავი გაეკონტროლებინათ .
-თავბრუ მეხვის - ამოთქვა გაბრუებულმა და განერვიულებულმა ლილემ და ხელით გაუაზრებლად დაეკიდა იქვე დაყუდებულ მამაკაცს , რომლის სახეც დემეტრესას ძალიან ჰგავდა .
-ლილე კარგად ხარ ? - ყველა კითხვებით მივარდა გოგონასთან , ტაისია და ნატა გაოცებულები უყურებდნენ თვალებ ჩასიასხლიანებულ მეგობარს , მამაკაცმა ძლიერად შემოჰხვია ხელები და სკამზე დასვა .
-კარგად ხარ შვილო ? - ჰკითხა და მასთან ჩაიცუცქა
-ალექსანდრე წყალი მოუტანე - ყურს ნარნარა და ნაზი ხმა მისწვდა , ქალს შეხედა და გაოცება სახეზე შეეტყო , ტაისიას ისე ჰგავდა ორი გაჭრილი ვაშლის ნახევარს რომ შეატყუპებ და ერთ მთლიანობას რომ ჰქმიან აი მასე ...

-კარგად ვარ მადლობ - გაუღიმა ყველას და საზურგეს მიეყრდნო .
-დე როგორ არიან ? - იკითხა ცრემლიანმა ტაისიამ და დედის გულს მიეხუტა .
-კარგად იქნებიან ჩემო ლამაზო , არ ინევრიულო დე შენ ხო ? - გაუღიმა შვილს .
ალექსანდრემ წყალი მოუტანა ლილეს და ოდნავ შეანჯღრია , წყალი სულ მოუთქმელად დალია და ცრემლიანი თვალები შეანათა სავარაუდოდ უფროს ვიბლიანს .
-ხომ კარგად იქნებიან ? - ამოისლუკუნა და მუჭით ცრემლები განდევნა
-კარგად იქნებიან - დამაიმედებლად გაუღიმა შვილის ტოლა გოგონას და გულში ჩაეღიმა .
-ნუ გეშინია დემეტრე ძლიერია ! - გაიგონა ნატას ნათქვამი და ლოყებ აფარკლულმა გადახედა მის მშბლებს , რომლებიც თვალებ დაჭყეტილი უყურებდნენ გოგონას .
-რატიც - გაუღიმა და ფეხზე წამომდგარი დაქალს მძლავრად ჩაეხუტა .

ექიმი როგორც კი გამოვიდა ყველა შეცვივდა პაალატაში ერთად , ნატა რატის უყურებდა და იღიმოდა , ისიც გაკრეჭილი სახით ამშვიდებდა .
ლილე ისევ ჰოლში იჯდა მარტო და იმაზე ფიქრით გახარებული რომ ბიჭები კარგად იყვნენ გაბადრული ცქმუტავდა ადგილზე , ყველა გამოვიდა პალატიდან .
-დემეტრეს შენი ნახვა უნდა - მიუახლოვდა ღიმილით ტაისია და დაბენულ გოგონას მხარზე მიეფერა .
-კი მაგრამ - დაიწყო გასამართლებელი მიზეზების მოძებნა იმისთის რომ ვერ შევიდოდა , ეშინოდა , ცხვენოდა , ვერ შეხედავდა თვალებში !
-შედი დამიჯერე თუ არ გნახავს თვითონ გამოვა ექიმის წინააღმედეგობის მიუხედაავად - სსიტყვით გამოვიდა ერეკლე .
-ხო შედი დაუჯერე - გაუღიმა ანდრეამაც .
-კარგი - თავ ჩახრილი გაემართა პალატისკენ და შიგ შესული საწოლზე ჩამოუჯდა თვალებ დახუჭულ ბიჭს .
-ახლა დემეტრე გაახელს თვალებს და გკითხავს თბილი ხმით "მოხვედი საყვარელო?" - როგორც მიხვდა ეს რატი იყო მისი გაწითლების მიზეზი .
ნამდვილად სწორად თქვეს ეს ბიჭი ჯამბაზია ! მოცემული მომენტი რომ არა ახლა გაიცინებდა !
-ფეხი რომ არ მტკიოდეს ავდგებოდი და გაგიგდებდი წიხლ ქვეშ ! - დაემუქრა თვალებ დაჭყეტილი ძმაკაცს .
ისიც სიცილით გაჩუმდა და ბალიშზე თავი დადო .
-ჩემი ნახვა გინდოდა? - ჰკიტხა სასვათაშორისოდ .
-კი ! - უთხრა და გაჩუმდა
-რატომ ? -იკითხა დაბნეულმა .
-მოდი - ჩაიჩურჩულა და ანიშნა ჩემსკენ ჩამოიწიეო . დაბნეული ლილე მისკენ გაიწია და ყური მის პირს მიუტანა ახლოს .
-ძალიან სექსუალური ხარ - უჩურჩულა ჩახშული ხმით და გახურებული ტუჩები მის ნიჟარად მიადო ...


დაფეთებული და სახეზე წამოწითლებული გახტა უკან ისე , რომ საწოლს ორი წამითაც არ მოშორებია .
-სუფთა მამა შენი ხარ შეჩ*ემა - ჩაიფხუკუნა რატიმ , რაზეც დეემეტრესაც გაეცინა . - კარგი გავედი მე რა თორე თქვენი საცოდაობით მოვკვდები და არა ამ დაჟეჟილობებით - ჩაიცინა და უკვე მომზადებული გავიდა პალატიდან და კარი სიცილით გაიკეტა .
დემეტრემ თავი გააკანტურა ღიმილით და ისევ სახე აჭარხლებულ გოგონას მიუტრიალდა .
-ცოტა უნდა მოჯანდე თორემ ჩემს ხელში შენ მართლა ბოსტანში ახლად ამოული ჭარხალი გახდებბი - ჩაიფხუკუნა და ლამაზი თითები ლილეს თითებში ახლართა - მთლად მამაჩემი ვერა მაგრამ როგორც ისინი იტყვიან - თავის მსუბუქი მოძრაობით პალატის გარეთ მდგომ ხალხზე მიანიშნა - მასზე ბევრად უარესი ვარ - ჩაიცინა და ბალიშზე თავი უფრო კომფორტულად მოაკალათა .
-ჩემგან რა გინდა ? - ჩაილაპარაკა ჩუმად .
გაურკვევლობა ბოლოს უღებდა და ტვინს უღრღნიდა მასზე ფიქრებით , ეს პირველ დღეს როგორ იყო და მერე როგორღა გახდებოდა წარმოგიდგენიათ ? ძნელია გოგონასთვის ასეთი რაღაცის აღთქმა , ძალიან ძნელი . მხოლოდ ეერთხელ , რომ ეკოცნა და ისიც უბრალოდ კიდევ ხო მაგრამ , ასე რომ დაგეტაკება ადამიანი ვირულად და ისეთ სიამოვნებას განგაცდევინებს სრულიად უცხო რაზეც ცხოვრებაში ვერ იფიქრებდი , როგორ უნდა მოიშორო მასზე წამიერად მაინც ფიქრები ?
იცით როგორი შეგრძნებაა ? აი ისეთი შოკოლადს რომ აღმოაჩენ სახლში სრულიად შემთხვევით და მთელი ორი საათი გაბადრული , რომ დაქრიალებ ყოველ კუნჭულში . შოკოლადი ხომ ენერგიას გვმატებს ? სიყვარულის და ბედნიერების ჰორმონებს ხომ აღვიძებს ? ხო და ასეთი პატარა ერთი ფილა როგორ აღგაგრძნებს , ბედნიერებისკენ როგორ ძლიერად მიგითითებს და ახლა წარმოიდგინეთ ამას როგორი მდგომარეობა ექნება ? წამიერად წარმოიდგინეთ ყოვეილვე ეს თქვენს თავებზე , თქვენ რომ გადაგხდენოდათ ? მოიშორებდით ასეთ მამაკაცზე ფიქრებს ? ბოლოს და ბოლოს უკვე ჩამოყალიბებული ქალია და უნდა აღიაროს რომ ძალიან მოეწონა ძლივს ნაგემი ამბორი , კიდევ კარგი მალე გამოფხიზლდა თორემ პირველად ნაგემი სექსი საცურაო აუზის ტუალეტში ? არაა ! ...
-რა მინდა და პრესის დაყენება ხომ გინდა ? მე შენი დახმარება მინდა - ეშმაკურად აათამაშა წარბები ვიბლიანმა და ჩაიცინა .
ისე წამოხურდა სახეზე მიმიქარავს ჭარხალი და მიჩურინის ვაშლი ,
ხელი გამოგლიჯა და ადგომა სცადა გაცეცხლებულმა , მაგრამ წამის მეასედში ჩაავლო წვრილ წელზე ხელები დემეტრემ და თავისკენ დაქაჩა უკვე სამყაროსგან გამოთიშული .
რამდენი ბიჭი ცდილობდა მის შებმას , რამდენს დაუპირებია ძალით კოცნა , მაგრამ ვერც ეთმა რომ ვერ დააბნია ასე ? ეს რას უშვება ? საკმარისია უბრალოდ დაინახოს და სამყაროსგან გამოთიშვა კი არა საკუთარი სახელი აღარ ახსოვს .

სახეზე წინ ჩამოვარდნილი თმა უკან გადაუწია და ბაგეებზე ისეთი სიველურით დაეტაკა როგორითაც ჩვევია .
ამჯერად აღარც შეწინააღმდეგებია , უბრალოდ მთელი მონდომებით კოცნაში გართულს თმაში წაავლო თითები და თავი ოდნავ ააწევინა , ისევ იგრძნო როგორ დაეჭიმა მუცლის აეში რაღაც მძლავრად , იგრძნო კანით . როგორ ჩაეღიმა მისი ინიციატივით გაღიმებულ ბიჭს .
რომ მიხვდა რას აკეთებდა უკვე გვიანი იყო , მოშორებას აპირებდა ვიბლიანმა რომ ჩააცოცა ტუჩები ყელის მიდამოებში , ხმას ვერ აკონტროლებს და კრუსუნებს ! რა მისი ბრალია თუ ძალიან გამოუცდელია და სიამოვნებს ამ ბიჭთან ურერთობა ?! არაფერიც არაა მისი ბრალი !
არ უნდა იმაზე ფიქრი რომ ახლა ის ტრადიციების მიმდევარი გოგონების რიცხვს სამუდამოდ გამოეყო , არ უნდა იმაზე ფიქრი რომ მისი ცხოვრება ამ მესამე კოცნამ მთლიანად შეცვალა , უბრალოდ უნდა ცხოვრებაში ერთხელ საკუთარი სიამოვნების გამო რამე გააკეთოს ! ხო და აკეთებს კაცო !



-მაგიჟებ - ჩაილაპარაკა უკვე აღგზნებულმა და გოგონას სველი კოცნა დაუტოვა ყელში , რაზეც ლილეს ისე გააცახახა სიამოვნებისგან კინაღამ მკლავებში ჩაადნა სვანს .
-ძალიან გთხოვ - ჩაილაპარაკა ბლუყუნით და კისერი ისე გაადაკონწიალა ბიჭს მიანიშნა "არ შეწყვიტოო" - კონტროლს ნუ მაკარგვინებს - ჩამწყდარი ხმით თქვა და მის ხელებს მთლიანად მიენდო .
-ჩშ - ტუჩებზე თითი მიადო და კოცნით გააჩუმა , ღიმილით მოცილდა მის სურნელოვან სხეულსა და ბაგეებს , თავი ხელებში მოიქცია და ცრემლიან თვალებზე კოცნით შეუმშრულაა მლაშე სითხე , შემდეგ კი მისი თავი , თავის გულ მკერდზე მოაკალათა . - არასდროს იტირო ! - მისი ხმა იმაზე მკაცრი იყო ვიდრე ოდესმე .
-კი მაგრამ ... ჩვენ , ვერ გავარკვიე რა ხდება , ეს არ არის ნურმოლური მეორე გხედავ და მეოთხედ მკოცნი - სლუკუნებდა და თან ლაპარაკობდა - მე არ ვარ მიჩვეული ასე .
-შენ რა კოცნებს ითვლი ? - გულრწფელად გაიოცა სიცილით სვანმა და თავზე აკოცა სასურველს .
-ნუ დამცინი - მობუშტული ტუჩებით წამოწია თავი და ხერხემალში გასწორდა - მეტკინა წელი - ამოიზმუვლა და ქვედა ტუჩს კბილები მოსდო .
-ასე ნუ აკეთებ თორემ მეხუთედაც გაკოცებ - თითი დაუქნია და სიცილს უფრო უმატა დანახულზე .
ლილე იჟდა და ქვედა ტუჩს კბილებით მთელი მონდომებით ეთამაშებოდა ...
არა არც იფიქროთ , რომ ეს იმის გამო გააკეთა , არიქა ახლა მოვა და დამეტაკება ისევო , ხომ იცით რომ ჩვევა აქვს ასეთი ? რა მისი ბრალია !
-დემეტრე დე ექიმმა გავწერ დღესვე რატისთან ერთადო და არ მოემზადები ? - ოთახში ტაისია 2 შემოვიდა და შვილს მოუახლოვდა .
-დე გაიცანი ეს ლილეა ჩემი ახლო - ხაზგასმით წარმოთქვა "ჩემი ახლო" - ძალიან ძალიან ახლო მეგობარი - წარბების თამაშით გადახედა ნერვიულად მცქმუტავ ლილეს - ეს დედა ჩემია მარიამი - ჩაიცინა და დედას ღიმილით ახედა .
-ეჰ არაუშავს ლილე მეც მაქვს ეგ პერიოდი გამოვლილი - უთანაგრძნო ბედნიერი ღიმილით შვილის "ახლო მეგობარს" .
-მე ... მე უნდა წავიდე - ფეხზე წამოდგა ლილე და იმ წამსვე ინერციით დაეცა უკანალით საწოლზე როცა თავის ხელზე დემეტრემ დაქაჩა ...
-პრესზე შემოთავაზება ძალაშია - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და სიცილით მოშორა ხელი .
-რა პრესზე ? - შვილის ნათქვამს ოდნავ ჩაწვდა მარიამი და გაეცინა , გონება უკვე ალექსანდრეს წარმოსახვებზე აქვს აწყობილი . რა ქნას დღემდე უწევს უტაქტო სექსუალური საუბის მქონე ქმრის გაძლება .
-პრესის დაყენებაში უნდა დავეხმარო - ჩაიცინა დემეტრემ და აწითლებულ გოგონას შეხედა .
-ვაიმე დედა ცუდად ვარ - მუცელზე ხელებ მოკეცილი სიცილით გავარდა პალატიდან მარიამი და სიცილით შეჩერდა ძგიდესთან - ისა და მოემზადე და მერე მიეხმარე რა - გაიცინა და პალატიდან სიცილით გავარდა .
-რა მაგარი ქალია - ჩაილაპარაკა გაოცებულმა ლილემ .
-აჰაჰაჰ ხო , ჩვენ ხელაა ჩაათვალე - ჩაიცინა დემეტრემაც .
-20 წლისას გავს - პირ დაღებული საუბრობდა ბუაძე .
-თავს უვლის , კი არადა მამა ავლევინებს - ჩაიცინა წარბების თამაშით .
^^^
ორი თვე , ორი თვე ზუსტად ისე გავიდა რომ ყოველ დღე უწევდა ბუაძეს სვანის უტაქტო ხუმრობების ატანა , რაღაც დონეზე უკვე შეეჩვიია კიდეც
გონია რომ და მგონი ასეცაა , სვანის ხუმრობების გარეშე ერთი დღეც ვეღარ გაძლებს . აი რასაც რატის იუმორზე ვერ იტყვის !
ისე იხუმრებს ბიჭი სულ ააბრდღვიალებს ბუაძეს .
უკვე ყველასთან ძალიან დამეგობრდა , მშობლებიც გაიცნო ყველასი ,
ხალხი ? შოკი ! უბერებელი სასტავი !
სულ რომ იიცინიან აი ისეთები ...
პრობლემები ვერაფერს რომ ვერ უშვებათ ისეთები , მეგობრობა და სიყვარული ყველაფერს რომ გადააგოებინებს ისეთი !



^^^

ერთ დღეს ღამე იჟდნენ ნატასთან სახლში ,ყველა იცინოდა , დემეტრე იჯდა და მომცინარ ლილეს თვალს არ აშორებდა . კარში უკვე დაწყვილებული რატი და ნატა რომ შემოვიდნენ ყველამ მათ შეხედა .
ყველა მიხვდა რაშიც იყო საქმე და უბრალოდ ჩაეღიმათ ...
-ანუ ლოვეები ხართ ? - იკითხა ტაისიამ სიცილით .
-კი ლოვეები ვართ - თავი დაუქნია სიცილით რატიმ და შეყვარებულს თმაზე აკოცა .
-აჰამ - დააუქნია ბედნიერმა ნატამ ყველას თავი და რატის გულ მკერდს მიეხუტა .
-ეე ამათმაც დაგვასწრეს ტოო - შეკრა წარბები და შუბლი კუშტად დემეტრემ .
-გაანძრიე ბიჭო ტ*აკი და ქენი რამე თორემ გათხოვდა ესეც და ეგაა - დასცინა ერეკლემ ძმაკაცს .
-ხო და მერე დადექი მოსამართლეთ იქ - დაიფხუკუნა ანდრეამ და ძმას გაუცინა .
-ხო იცი რო მოძალება ხოლმე - ანიშნა თავით ელენემ ანდრეაზე
-კაით ეხლა რა , მიდი ძმურად წადი რამე ქენი - ჩაუკრა თვალი ქეთამ .
-მე გეტყვვიი - წამოიყვირა ანასტაიამ
-აბა უთხარი - გაიცინა თეკლამ
-აუუუ დაანებეთ თავი ! ჩემი ძმა ჭკვიანია და რამეს მოიფიქრებს ! - განაცხადა ტაისიამ და სიამაყით მომღიმარ ძმას ლოყაზე აკოცა .
საშინელ დისკომფორტს გრძნობს როდესაც რამდენიმე კაცში მასზე ლაპარაკობენ და ახლა როგორაა წარმოიდგინეთ .
-ცოლად მომყავხარ ! - ჩაიცინა დემეტრემ და ფეხზე წამოხტა , მარჯევან ხელი კი პუფში გაოცებული სახით მჯდარ ლილეს გაუწოდა .
-ვერ ხარ ხომ შენ ? - გაიცინა ლილემ ნერვიული სიცილით .
-აჰამ - დააქნია თავი და მხარზე გადაიკიდა სასურველი .
-კარგი რა დემეტრე ნახე რა მაცვია - მიუთითა გაოცებულ ხალხს და პირ დაღებულ დემეტრეს შორტებზე კედებზე და ტოპზე .
-მოიცა ისე თანახმა ხარ ? - დასვა უცებ გოგონა გაოცებულმა სვანმა
-აჰამ -თავი დაქნია და გათამამებულმა მიაწება ბაგეები სვანის ბაგეებს .
-ჩემი პატაარა ქალი ! - შეჰყვირა დემეტრემ და სიცილით აუჩეჩა თმა
-კარგი იყოს ახლავე დავქორწინდეთ - თავი დააქნია და სიცილით ჩაეხუტა "საქმროს"
-ახლა ჩემი და ანდრეას ქორწილი გამახსენდა , ანდეამაც ასე გამიკეთა - გაიღიმა და სასურველის მკერდს მიეყრდნო .
-ბაზარი არაა ჩვენც ეხლა დავიწერთ და წამო - ჩაიცინა რატიმ და გაოცებულ ნატას ხელი მაგრად ჩაჭიდა ...
^^^
-ცოლ ქმრად გაცხადებთ !
ზარის დარეკვასავით ჩაესმათ ყურებში და გაბედულად აკოცეს ერთმანეთს ეკლესიაში , ღვთისგან დალოცვილებმა ! ...
ბედნიერების პიკი ?
ორივე დაქალს ერთად რომ დაეწყო მშობიარობა აი ეგ იყო ბედნიერების პიკი !
კივილით რომ გავარდნენ ჰოლში დემეტრე და რატი და ყველას სათითაოდ ჩაეხუტნენ ...
იმის ძახილით რომ
დემეტრეს ბიჭი გაუჩნდა "ალექსანდრე"
რატისსაც ბიჭი გაუჩნდა "თოკა"
-ეს ცემია ! - თქვა ალექსანდრემ - სენი იკოს - ლუღლუღებდა ენა ჩლიფინით .
-ეს კიდე სენი იყოს ცემი იკო მაგლამ ალაუსავს - თქვა და ღიმილით გადააწოდა სათამაშო მანქანა "ძმაკაცს"
-მიყვარხარ მე შენ ! - ჩაშჩურჩულა ცოლს დემეტრემ .
-მე შენ ! სხვათა შორის უკვე ორი კუბიკი მეტყობა - კმაყოფილი ღიმილით მოიღერა ყელი ბუაძემ და სიცილით აკოცა ქმარს .
-ოთხიც დაგეტყობა თუ მოინომებ პატარავ - მოწყვეტით აკოცა ცოლს ბააგეებზე და გულზე მიიხუტა .


ესეც მორიგი სრულად დაწერილი ისტორია ...
ალბათ ბევრი მიხვდება რომ ეს ერთ-ერთ მთავარი გმირზე "დემეტრე ვიბლიანზე" დაწერილი ისტორია შეიძლება ითქვას გაგრძელებაა ჩემი პირველი ისტორიის "მანდატური"-ს , რაღაცნაიარად მომინდა და შემომტია რომ ასე დამეწერა . ბევრის თხოვნა იყო დემეტრეზეც დამეწერა რამე და ასე ექსპრონტად მიღებული გადაწყვეტილების შედეგი თქვენამდე მოვიტანე , გამიხარდება თუ მოგეწონებათ და თქვენს აზრებს კომენტარების სახით გადმომცემთ , მიყვარხართ გაუსაძლისად ისინი ვინებიც გვერდში მიდგახართ ან უბრალოდ კითხულობთ ! ჩემთის უდიდესი სტიმული ხართ თქვენ !



№1  offline წევრი monika.niqo

მმმ სააყვარელეები <3 მეევასაა მაგარიი ისტორიიაა :D :**

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ra kargi iyooo ❤️❤️

 


№3  offline წევრი lamazmani

აუ ძაან საყვარლობა იყო მომწონს კაია მაგარია ველ ახალ ისტორიას love

 


№4  offline წევრი Annee

რა მაგარი იყოო.. ^_^

 


№5  offline წევრი Mariami❤️

Umagresiii iyoo,dzalian momewona

 


№6  offline წევრი tatiko.1995

Davtkbiii ra kargi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent