ჩემი "ჰოლივუდური"ამბავი.7
ნათიას სახე აუწითლდა, სანდროს დანახვაზე და საწყალი თვალებით გამომხედა. -ვერ მითხარი აქ თუ იყო? -მაცადე ხმის ამოღება? შევუბღვირე მეც და მისაღებისკენ წავედით. -კარგი მე დაგტოვებთ გოგოებო და აბა შენ იცი ანანო დეტალებში მოუყევი ჩვენი ვნებიანი და სიყვარულით სავსე ღამეზე. დაიბრუნა ვაჟბატონმა ირონია ხმაში და სხეულის ნელი რხევით გავიდა და დაგვტოვა ორივე პირდაღებული და აწითლებული. კარები, რომ გაიხურა ნათია გიჟივით მეცა. -რაოო? რა ვნებიანი ღამეო? ანანო ამოიღე ხმა თორემ გადავხტები ეხლა ფანჯრიდან. -ნათია სულელია ეგ ბიჭი, ვნებიანი ღამე არა ის. და მოვუყევი ჩემი გუშინდელი ისტორია, დაწყებული იმ საზიზღარი ინციდენტით და დამთავრებული სანდროს გამხელილი გრძნობებით. ნათია პატარა ბავშვივით ცქმუტავდა სავარძელზე და გაოცებისაგან უცნაურ ხმებს გამოსცემდა. -არ მჯეერა. თავი სერიალში მგონია ანანო. ასე უცებ რამ მოალბო ეს ქვასავით ბიჭი. ჩემი ყოჩაღი გოგო, მარტო შენ თუ მოახერხებდი მაგის მორჯულებას. მხიარულად შემოკრა ტაში ნათიამ. -არ ვიცი ნათ, გულწრფელი კი მომეჩვენა, მაგრამ შენი თქმის არ იყოს, ასე უცებ მაგის სხვა ადამიანად გარდასახვა ცოტა მაბნევს და მაშინებს კიდეც. იქნებ უბრალოდ ჩემთან დაწოლა უნდა და მაგიტომაც მთაფლავს? -არამგონია გოგო, მაგას სექსი და ქალები რო არ აკლია არ ეტყობა? შენში კიდევ რაღაც განსხვავებული დაინახა და იმიტომაც გადაგეკიდა ეხლა. -რა ვიცი ერთი.. გამისკდება ეს თავი ამდენი ფიქრით. რაც იქნება იყოს. მეც ხომ მაქვს უფლება დავტკბე სასიამოვნო წუთებით. არაუშავს თუ ხანმოკლე აღმოჩნდება.ეხლა წამო ვჭამოთ რამე. მე და ნათიამ გემრიელად ვივახშმეთ, ცოტა ხანს კიდევ ვიჭორავეთ და დასაძინებლად წავედით. მეორე დღეს ისევ სამსახურში გავდიოდი, ამიტომ ადრე წავედი დასაწოლად. სანდრო აღარ გადმოსულა. მისი ნომერი არ მქონდა და არც მას ჩემი. ასე რომ იმ ღამეს ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ. დილით, კარგ ხასიათზე გმომეღვიძა. მართალია გარეთ ისე ბნელოდა, ჯერ კიდევ ღამე გეგონებოდა, მაგრამ მაინც ხალისიანად წამოვხტი, აბაზანაში შევფრინდი და შხაპი სულ ღიღინ-ღიღინში გადავივლე. იქედან გამოსულს ნათია ლოგინზე წამოსკუპული დამხვდა და იცინოდა. -ასეთი ხალისიანი ანანო დიდი ხანია მე არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტანდი მაგ სანდროს ახლა რაღაცნაირად მგონი, მისი მადლობელიც ვარ, რომ შენ ესე ჟღურტულებ. ნათიას ხუმრობებს ყურადღება არ მივაქციე დ სამზარეულოში გავედი ყავის მოსამზადებლად. ჯერ ისევ პირსახოც შემოხვეული დავტანტალებდი, კარებზე ზარის ხმა, რომ გაისმა. მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი. ვინ უნდა იყოს ამ დილაუთენია მეთქი და სანამ გააზრებას მოვასწრებდი, ნათიამ კარი გააღო და სანდრო ღიმილით შემოუშვა. პირდაპირ სამზარეულოსკენ წამოვიდა და ჩემს დანახვაზე შედგა. ვნებიანი მზერით ამათვალიერა პირსახოცში გახვეული და ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ის პირსახოცი თვალებით გამაძრო. შემრცხვა, მაგრამ თან მისი აღგზნებული მზერის დანახვაზე, სასიამოვნო გრძნობებმა დამიარა სხეულში. თითქოს მუცელზე ნაზად მომოიღიტინესო. -სანდრო აქ რას აკეთებ? ძლივს ამოვილუღლუღე. -ცხელი ფუნთუშები მოგიტანეთ ყავაზე. თუ რა თქმა უნდა მეც გამიკეთებთ ერთ ჭიქას, მერე კი სამსახურში გაგიყვან. არა ეს ბიჭი ნამდვილად რაღაცას მეთამაშებათქო გავიფიქრე და ეჭვის თვალით შევათვალიერე. -ანანო კარგად ხარ? რატომ მიყურებ ეგრე უნდობლად? ისე ახლოს მოვიდა, მისი სუნთქვა ჩემს მოშიშვლებულ მხრებზე ვიგრძენი და მთელი სხეული ამითრთოლდა. ამას ვეღარ გავუძლებდი, გვერდზე გავხტი და ვუთხარი ჩავიცმევ და ეხლავე დავბრუნდებითქო. -ხო გეუბნები ჯერი ხართქო რაა. შენი დამფრთხალი სახე დაგანახა ნეტა ეხლა. ღიმილით მითხრა და ჩემი ყავა მოსვა. ოთახში ელვასავით შევფრინდი,ნათია საწოლს ასწორებდ და გაოცებულმა შემომხედა. -რა დაგემართა? -არაფერი ნათია, ეს ბიჭი მე ჭკუიდან გადამიყვანს. ჯერ ამ დილაუთენია ისე, დამადგა, თითქოს დაბარებული მყავდა, მერე სამსახურშიც უნდა გაგიყვანოო. არ ვიცი რა ხდება, რაღაც ყველაფერი ძალიან კარგად არის. თან მისი სუნთქვა.. თვალები მივნაბე და ლოგინზე მოწყვეტით დავეშვი. ნათია, გაღიმებული მიყურებდა და თან თავს აქეთ იქეთ აქნევდა. -ადექი ეხლა ჩაიცვი, უსასრულოდ არ დაგელოდება და დარჩები ესე გაღიმებული. სწრაფად გამომიყვანა ეიფორიიდან. მეც სწრაფად გამოვაღე კარადა და რაც მომხვდა ხელში ჩავიცვი.ოთახიდან გამოსულს ნათია და სანდრო, მისაღებში დამხვდნენ. ყავას მიირთმევდნენ და ისე ჭუკჭუკებდნენ თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. -ჩემი ყავა? დავიწუწუნე მე და თან თმა ავიწიე. ჩემი საყვარელი სტილი იყო, თავზე წამოსკუპული გრძელი კიკინა. მიყვარდა თმას ცხენის კუდივით, რომ ვიქნევდი ხოლმე. -სამზარეულოშია, შენი მე დავლიე და ახალი გაგიკეთე. მადლობა გადავუხადე და ჩემი ჭიქით მათ შევუერთდი. ყავა დავლიეთ და წასასვლელად გავემზადეთ. -ნათ შენ საით მიდიხარ გაგიყვან. შესთავაზა სანდრომ. -მადლობა სანდრო მანქანით ვარ მეც. -კარგი მაშინ. შენ მზად ხარ ქალბატონო? -კი მზად ვარ. ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან ყველა ერთად გავედით. გზაში თითქმის ხმა არ ამოგვიღია. მანქანა გააჩერა და გადასასვლელად მოევმზადე. -შენი ნომერი მითხარი, რო მორჩები გამოგივლი და სახლში წაგიყვან. -იყოს არ მინდა. სახლში მეთვითონ წავალ. -ანანოო..ანანოო. ამოიოხრა უკმაყოფილოდ და სერიოზული სახით გადმომხედა. -მგონი უკვე შევთანხმდით, რომ ამ უაზრო მორიდებებს თავს დაანებებდი და რაღატო ართულებ? -არაფერს არ ვართულებ, კარგი როგორც გინდა. ნომერი ჩავაწერინე და მანქანიდან გადმოვედი. გოგოებს მივესალმე, მივხვდი რომ ამ დღეებში ძალიან მომნატრებიან ჩემი ჭორიკანა თანამშრომლები. მათაც თბილად მომიკითხეს. დღე საშინლად გაიწელა, ალბათ იმიტომ რომ სანდროსთან შეხვედრას ვჩქარობდი. ახლაც გაურკვეველი იყო რატომ მიზიდავდა ეს მამაკაცი ასე, ბოლომდე ვერ ვენდობოდი, მაგრამ გული მაინც მისკენ მიმიწევდა. 5 საათი ხდებოდა, რომ დამირეკა. -რას შვები ანანო? -ვმუშაობ, შენ რას შვები? -მეც სამსახურში ვარ, ცოტა ხანში მოვრჩები და გამოგივლი. ტელეფონი გავუთიშე და გავიფიქრე, რატომ არ გამიჩნდა მასთან კითხვები. არ მიკითხავს სად მუშაობდა, მისი მშობლები სად იყვნენ ან საერთოდ როგორ ცხოვრობდა. არაუშავს დღეს დავკითხავთქო თავი დავიმშვიდე. ზუსტად 6ზე დამირეკა გარეთ გელოდებიო. მეც დავემშვიდობე თანამშრომლებს და გარეთ გავედი. მანქანაზე იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა. ჩემს დანახვაზე, ნამწვავი გადააგდო და კარები გამომიღო. თვითონ მძღოლის მხარეს მოკალათდა. ნახევარი გზა ხმა არ ამოუღია. ეტყობოდა ვერ იყო ხასიათზე, არც მე შემიწუხებია. სიჩუმე ჩემმა ტელეფონმა დაარღვია. ეკრანზე თაზოს ნომერი რომ დავინახე უნებურად გამეცინა და ვუპასუხე. -თაზო როგორ ხარ? მისი სახელი გარკვევით წარმოვთქვი, რაზეც სანდრომ წარბაწეულმა გადმომხედა. თვალებში ისეთი მრისხანება ქონდა, ხელი ამიკანკალდა. ისიც კი გავიფიქრე ტელეფონი ხელიდან არ გამომგლიჯოსთქო. -ანანო როგორ მომენატრე, რამდენი ხანია არ შევხმიანებივართ. ხოდა დღეს გადავწყვიტეთ გოგოებთან ერთად მე და ვანიკო დაგადგეთ. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? გოგოებსაც მოველაპარაკე უკვე და ცხრისთვის შენთან ვიქნებით. თაზოს ისე ქონდა უკვე ყველაფერი დაგეგმილი და გადაწყვეტილი თითქოს თავის სახლში მეაპატიჟებოდა. ამან ცოტა გამაღიზიანა, მაგრამ არაფერი მითქვამს. -კარგი მაშინ გელოდებითთქო, ისე ამოვიჩურჩულე, მგონი ვერც გაიგო თაზომ და ტელეფონი გავთიშე. სანდროსკენ გავაპარე თვალი, ისე ქონდა თითები მოჭერილი საჭეზე, გეგონება მოგლეჯვას უპირებსო, სახე კი გამკაცრებული. ხმის ამოღებას, როგორ გავბედავდი, თავი ფანჯრისკენ გავატრიალე და ქუჩაში, სიცივისგან მობუზულ ხალხს თვალს ვაყოლებდი. -რაო შენმა სულიერმა ძამიკომ? დამცინავი ტონით იკითხა. მისმა ხმამ შემაკრთო, ფიქრებში წასული. -დღეს ჩემი კურსელები მოდიან ჩემთან. -აჰა..გასაგებია. რომელ საათზე? -9ისთვის. აღარაფერი უთქვამს. სახლთან ჩამომსვა და დამემშვიდობა. მინდოდა შემეთავაზებინა თუ გინდა ამოდი ჩემთანთქო, მაგრამ მის გაყინულ მზერას, რომ წავაწყდი, ხმა ვეღარ ამოვიღე და სახლში ამოვიბუზე. სახლი ცოტა მივალაგე, მაღაზიიდან წვენები და ტკბილეული ამოვიტანე. ნათიას დავურეკე თუ გამოვიდოდა, მაგრამ სამსახურს გვიან დავამთავრებ და ისე ვარ დაღლილი პირდაპირ სახლში წავალო. ათის წუთები იყო კარებზე ზარი, რომ დარეკეს. კარებში თაზო, ვანიკო და ჩემი ორი კურსელი გოგონა იდგა. მათი დანახვა გულწრფელად გამიხარდა. გოგოები ჭყლოპინით შემოცვივდნენ და ერთმანეთს დიდხანს ვეხუტეთ. შემდეგ თაზო და ვანიკო გადავკოცნე. შევამჩნიე თაზოს უკვე ასდიოდა ალკოჰოლის სუნი და თან რაღაცნაირად გამომწვევად შემომავლო ხელები წელზე. მე გავატარე მისი საქციელი, პარკები გამოვართვი და გოგონებთან ერთად სამზარეულოში გავედი. ცოტა ხანში სუფრა გაშლილი გვქონდა და ერთმანეთს ღვინით სავსე ჭიქებს ვუჭახუნებდით. თაზო ჩემს გვერდით იჯდა და დრო და დრო ლოყაზე მჩქმეტდა ხოლმე, თითქოს იმის დასტურად, როგორ მომენატრეო. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. აი მაშინ კი დამცხა. მივხვდი, რომ სანდრო იქნებოდა და გასაღებად წასულს მუხლები ამიკანკალდა. არც შემვცდარვარ. კარებში სანდრო იდგა და მანქანის გასაღებს ხელში ათამაშებდა. -შემოდი სანდრო, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ. გავუღიმე და სახლში შემოვიპატიჟე. ოთახში შემოსულმა სუფრაზე მსხდომთ ზრდილობიანად გაუღიმა და თავი წარუდგინა. მათაც თბილად მიიღეს და მაგიდასთან მიიპატიჟეს. ჩემს პირდაპირ სკამზე დაჯდა. თუმცა დავინახე, როგორ აემღვრა თვალები, თაზო ჩემს გვერდით მოკალათებული, რომ დაინახა. -რა გასაგიჟებელი მეზობელი გყოლია ანანო, ამას გვიმალავდი? ყურში ჩამჩრუჩულა სოფომ და თან ჩაიკისკისა. ისეთი ვუჩქმიტე კინაღამ ხორცი ამოვაძრე. ვანიკომ და თაზომ სადღეგრძელოების თქმა წამოიწყეს და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო ლამაზად და გრძლად იტყოდა. თაზოს გაწელილ სადღეგრძელოზე, უკაყოფილოდ ამოვიფრუტუნე, დიდად არ მხიბლავს ეს ტრადიცია. თაზომ უკმაყოფილოდ გადმომხედა. -ანანო ამ სადღეგრძელოს შენ მოგიძღვნი. სიყვარულზეა. იმ დაუშრეტელ გრძნობაზე, ჭკუას რომ გვაკარგინებს და გულს სითბოთი გვივსებს.საყვარელი ქალის მკლავზე სიკვდილს, რომ განატრებინებს. თვალი მაგიდას მოვავლე, ყველა გაოცებული სახით უყურებდა თაზოს, სანდროს კი თავი ჩაღუნული ქონდა და ოდნავ გაღიმებული თეფშს დაშტერებოდა. მე საერთოდ დავიბენი. თაზოს ამ მაღალფერდოვანმა სიტყვებმა ძალიან გამაღიზიანა, თუმცა არ მინდოდა სხვებსაც ეგრძნოთ და სიტუაცია დამეძაბა. თაზომ ღრმად ამოისუნთქა და ხმამაღლა გამოაცხადა. -ანანო მე ისევ ისე სიგიჟემდე მიყვარხარ და დარწმუნებული ვარ არც შენ იქნები გულგრილი. მის სიტყვებზე გავშრი, მზერა პირდაპირ სანდროზე გადავიტანე, რომელსაც ახლა თავი მაღლა აეწია და გამომწვევი ღიმილით მომჩერებოდა თითქოს უხმოდ მეუბნებოდა "ხომ გეუბნებოდიო". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.