შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - (20) - მეორე ნაწილი


14-06-2015, 11:42
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 660

ერთი კვირა ისე გავიდა არავის არ „შევუწუხებივარ“, ჩვეულებრივად დავდიოდი სკოლაში. ძველი ნაცნობები სიგარეტით ხელში რომ დამინახავდნენ ყველას მხოლოდ ერთი რამ ეკერა პირზე - „სულ გაფუჭდა ეს გოგო“, მეცინებოდა ამ სიტყვებზე, მაგრამ ყურდღებას არ ვაქცევდი, თვითონ ხომ მყვანან უფრთო ანგელოზები. კვირა დღე იყო სახლში, გამათბობელის გვერდით ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, მაგრამ ვერც ერთი სიტყვა ვერ გამეგო რასაც ამბობდნენ, იმდენად ვიყავი ფიქრებში გართული. ფიქრებიდან ტელეფონის ვიბრაციამ გამომარკვია. ნომერი დაფარული იყო, აზრადაც არ მომსვლია ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.
- ალო
- როგორ ხარ?
- გიგიი? რა იყო რა გეტაკა რომ მირეკავ?
- არაფერი უბრალოდ შენი ნახვა მინდა?
- რა გინდა? ნახვა? და რატომ?
- ისე უბრალოდ სადმე დავჯდეთ და ვილაპარაკოთ
- გიგი პირდაპირ მითხარი რა გინდა
- უკვე გითხარი. შენი ნახვა. დღეს გცალია? გამოგივლი და სადმე გავიდეთ.
- არა არ მცალია!
- კვირაა და რა საქმე გაქ? აუ კაი რა გთხოოვ... სად მოვიდე?
- ჰო კაი ჯანდაბას. სად და სპორტის სასახლესთან. 7ისთვის.
- მანდ ცხოვრობ?
- არა. კაი წავედი. - არაფრის თქმა არ დავაცადე მაშინვე გავთიშე ტელეფონი. „რა ჯანდაბამ გაახსენა ნეტა ჩემი თავი? უკვე თითქმის 5წელია ერთმანეთისთვის არც მიგვიწერია და არც არაფერი. მოვენატრე? ჰაჰ, არა გამორიცხულია.“ - უაზრო ფიქრები.
უკვე 5 საათი იყო. ორი საათი კი მოვანდომებდი მომზადებას და სპორტის სასახლემდე ჩასვლას. გიგის შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი რომ გამერკვია ბოლოს და ბოლოს რა უნდოდა, ან რა იყო მიზეზი რომ გავახსენდი. მოკლედ, 1საათი ვბანაობდი, მერე ჩავიცვი და სპორტის სასახლესთან ჩავედი, უკვე მოსული იყო. მანქანიდან გადმოვიდა, გადამკოცნა და კარები გამიღო, ჩაჯექიო მანიშნა. მეც უსიტყვოდ დავემორჩილე, ვინმე უცხო არ იყო რომ მეთქვა „უცხოებს მანქანაში არ ვუჯდებითქო“ თორე რათქმაუნდა ვეტყოდი და გავჯიუტდებოდი. ისე გამოვიდა რომ სანდროს ბარში მიიყვანა, გამიკვირდა, იქ არცერთხელ არ მინახავს შემოსული და საიდან იცოდა ეს ბარი. რომ შევედით ბარმენს და მიმტანებს მივესალმე, გიგი გაკვირვებული მიყურებდა, მარა მე არაფერს ვეუბნებოდი. დავჯექით და კოკაკოლა და კრუასანები შეუკვეთა, მაგარია არა კოკა და კრუასანები? ჰაჰ. მარტო კოკა ვუთხარი მარა ეტყობა თვითონ უნდოდა, ან ეგონა რომ მერიდებოდა.
- აბა, ეხლა მითხარი რა გეტაკა და ჩემი თავი რა ჯანდაბამ გაგახსენა?
- რა იყო არ შეიძლებოდა როგორც ძველი მეგობრები ისე გაგვესეირნა სადმე? – „ძველი მეგობრები“, ამაზე გამეცინა. მაგარი მეგობრები ვართ არა გამარჯობასაც არ მეუბნებოდა.
- ააჰ ხოო ჩვენ ხომ „ძველი მეგობრები“ ვართ.
- იმ დღეს რა გჭირდა რობომ და იომ თავი რომ გაიგიჟეს სახლში არ აიყვანოო?
- რაში გაინტერესებს? და ამის გასაგებად მომიყვანე აქ?
- მაინტერესებს მარი ჩემი ძმაკაცის და ხარ და შენთვის ცუდი ნამდვილად არ მინდა. ამისთვის არ მომიყვანიხარ, მაინტერესებს დიდუბეში რატომ აღარ ხარ და საერთოდ ვისთან ერთად ცხოვრობ?
- მარტო.
- მარტო? კიმაგრამ მარი რამდენი წლის ხარ? ან სჰენებმა საერთოდ როგორ გამოგიშვეს? ეგ კი არა ეზოში 9საათამდე ძლივს გიშვებდნენ ხოლმე.
- 16ის ვარ და შენ რა იცი მე რომელ საათამდე ვიყავი გარეთ?
- როგორც მახსოვს 18 იანვარს გაქ დაბადებისდღე ხო? მარა მანამდე შენს ძმას ეხლა მალე. ხომ იქნები?
- არა. გიგი თუ ამაზე სალაპარაკოდ მომიყვანე ამისთვის არ მცალია ისედაც ბევრი საქმე მაქ? - ამ დროს სიგარეტი ამოვიღე და სანამ მოვუკიდებდი გიგიმ დამასწრო
- შენ რა ეწევი? ხო არ გაგიჟდი გოგო? - დაჟყეტილი თვალებით მიყურებდა - ახლავე გადააგდე. - წინ წამოიწია და უნდა წაერთმია მარა ვერ მივართვი.
- რა იყო არ მოგწონს გოგო რომ ეწევა?
- მეზიზღბა!!!
- ოო, რას ვიზავთ. - მოვუკიდე, ღრმა ნაპასი დავარტყი და პირდაპირ სახეში შევაბოლე.
- მარი ნერვებზე მოქმედებ. როგორ შეიცვალე რა არის ეს რას დაემსგავსე? სად წავიდა ის საყვარელი მარიამი სულ რომ იღიმოდა?
- ოჰ ეხლა გულის ამაჩუყებელი სცენები არ გვინდა რაა.
- რატომ გახდი ასეთი ცივი?
- მაგას შენ ვერ მიხვდები და საერთოდ ეგ შენი საქმე არაა. - წამოვდექი, უკვე ისე მქონდა ნერვები მოშლილი წასვლა დავაპირე.
- კაი გთხოვ დარჩი... ბოდიში რა... - თავი ჩაღუნა - აღარ გიყვარვარ?
- ეს რა იყო ეხლა?
- ადრე ხომ გიყვარდი? თუ უბრალოდ მოგწონდი? - მოურიდებლად მეკითხებოდა. ამაზე ვირეოდი საერთო არ რცხვენოდა? - რა იყო, ხომ იცი ვიცოდი რომ გიყვარდი?
- კი ვიცი. როგორც კი მითხრა ჩემმა ძმამ გიგიმ გაიგო რომ გიყვარსო თვალებში ვეღარ გიყურებდი და სულ გემალებოდი. - გაეცინა - რა გაცინებს მართლა შენი დანახვა იცი როგორ მიხაროდა ხოლმე?
- აუ გახსოვს დახუჭობანას რომ ვთამაშბდით? შენ ბავშვების ძებნა გეზარებოდა და არ თამაშობდი ხოლმე, მე კიდე შენს უკან ვიმალებოდი - გაკრეჭილი იხსენებდა ძველ ჩემთვის ნაწილობრივ ტკბილ ამბებს - აუ და ისს? მე ჩემი ძმა და შენი ძმა ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, მე სულ მარტო ვიყავი და ისინო ერთან. შენ იქვე იჯექი და გვიყურებდი ხოლმე. მე რომ გკითხავდი ვისკენ ხარო, ჰაჰ დაუფიქრებლად მეუბნებოდი შენსკენო. აუ იცი რა მისწორდებოდა?
- მაგას რა დამავიწყებს. ბავშვობის ტკბილი მოგონებებია, რაღაც კარგი მაინც დარჩა ჩემი ცუდი ბავშვობიდან.
- მართლა გიყვარდი? - ისევ გამიმეორა. ვიცოდი რომ ოდესმე ამის თქმა მომიწევდა, ამიტომ ვარჩიე დღეს მეთქვა და საბოლოოდ მორჩენილიყო ყველაფერი. ცოტა ხანი ვდუმდი და თავჩაღუნული ვფიქრობდი როგორ მეთქვა. ბოლოს თვალებში შევხედე და ვუთხარი:
- იცი ზუსტად ერთი წლის წინ ან შეიძლება მეტი ხნის წინ მეგონა რომ პირველი სიყვარული შენ იყავი. ანუ პირველად შენ შემიყვარდი. რადგან ბავშვობიდან მოყოლებული სულ შენ „მიყვარი“, თან ხომ იცი პირველი სიყვარული სამუდამოა... - გაეღიმა და მითხრა:
- ანუ ეხლაც გიყვარვარ?
- ხომ გითხარი 1წლის წინ მეგონა რომ შენ იყავი პირველი სიყვარულითქო... მაგრამ მხოლოდ მეგონა. - უცებ გაუქრა ღიმილი სახიდან. რათქმაუნდა შეუმჩნევლად არ დამიტოვებია ეს და ვკითხე - რა იყო გეწყინა რომ არ მიყვარხარ? აბა რა გეგონა კისერზე ჩამოგეკიდებოდი და გეტყოდი ერთად ვიყოთთქო?
- ეგ არ მიფიქრია. უბრალოდ რომ დავფიქრდი შენზე ახლო მეგობარი გოგო ნამდვილად არ მყავს. თან შენზე დიდი ხანი მართლა არავის არ ვიცნობ ... იცი რომ მეც მომწონდი? ოღონდ ძალიან ცოტათი.
- კი ეგ ვიცოდი ვიღაცამ მითხრა, მაგრამ ტყუილი მეგონა.
- და რამ მიგახვედრა რომ არ ვყოფილვარ შენი პირველი სიყვარული? - ირონიით მკითხა.
- ოომ, რამ და დრომ. გამოჩნდა ერთი ადამიანი - ამის თქმაზე უცებ თვალებშ შემომხედა და მოუთმენლად მისმენდა - და მივხვდი რომ შენ იმასთან შედარებით თთქმის უბრალო გატაცება იყავი, უბრალოდ ამდენი ხანი იმიტომ მომწონდი რომ შენს მეტ კარგ ბიჭს არ ვიცნობდი.
- ანუ შეყვარებული გყავს?
- მყავდა.
- დაშორდი?
- არა. არ მინდა ეხლა ამაზე ლაპარაკი რაა და საერთდ აქ ჩემი პირადულის მოსაყოლად არ მოვსულვართ როგორც ვიცი.
- მარი ხომ იცი რომ შეგიძლია მენდო და როგორ ძმას შეგიძლია ისე მომიყვე ყველაფერი, ხომ იცი რომ არავის ვეტყვი?
- „ძმას“? ჰა ჰა ჰა. როდიდან ხარ ჩემი ძმა? ან შენი ნდობა როგორ უნდა მქონდეს. რასაც გწერდი ხოლმე ყველაფერს ჩემს ძმას უკოპირებდი და მერე ის იდიოტი დედაჩემს აკითხებდა. სიმართლე გითხრა შენზე იდიოტი ადამიანი ჯერ არ მინახავს. ვერ ვხვდები როგორ შემიყვარდი ან საერთოდ როგორ მომეწონა შენნაირი ადამიანი? - ნელ-ნელა სიმწრისგან ტონს ვუწევდი.
- ხო, მაგაზე ბოდიში მინდა მოგიხადო. მართლა იდიოტი ვარ.... და გთხოვ რომ მ...მ...მაპატიო.
- ასე გიჭირს პატიების თხოვნა? - ირონიულად გავუცინე.
- როცა მართლა დამნაშავე ვარ კი... - თვალებშ ვეღარ მიყურებდა ეტყობა იგრძნო დანაშაული - და გთხოვ... გთხოვ რა მომიყევი „მასზე“.
- რატომ გაინტერესებს?
- იმიტომ რომ.... მომწონხარ. - ისევ ჩემი ირონიული სიცილი.
- კარგი უბრალოდ გეტყვი რომ სანდრო ერქვა, 22წლის და ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა. საკუთარ თავზე მეტადაც კი.
- და მერე? რატომ აღარ ხართ ერთად? დაგადო? ტუ დაადე? - ოოო ეს უკვე ზედმეტი იყოო. თვალები ამემღვრა. მაგრამ თავი შევიკავე, გამწარებულმა მისკენ მივიწიე და მკაცრი ტონით ვუთხარი:
- მოკვდა! - ავდექი და სასწრაფოდ გამოვვარდი. ვეღარ ვიკავებდი თავს უკვე, სადღაც კუთხეში ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. ვტიროდი ისე რომ მთელი სიბრაზე, მთელი ტკივილი რაც რომ ოდესმე გამაჩნდა სულ ამოვანთხიე. უკვე აზროვნება აღარ შემეძლო. ვიგრძენი როგორ ამიტაცა ვიღაცამ ხელში, თნ მამშვიდებდა და ბოდიშს მიხდიდა და თან მანქანაში ჩამსვა. აშკარაა რომ გიგი იყო.
დილას ჩემს ოთახში გამომეღვიძა, რაც ძალიან გამიკვირდა. სასტუმრო ოთახში გავედი და რას ვხედავ - გიგი ზის დივანზე, თავი ხელებში აქვს ჩარგული და ძინავს.
- გიგი - დავიძახე ბოლო ხმაზე. მოულოდნელობისაგან წამოხტა ისე შეეშინდა და კინაღამ დივანის წინ მდგარ მაგიდას ხეთქა თავი.
- აჰა, რა, ხო, ა მარი გაიღვიძე? როგორ ხარ?
- აქ რა გინდა?
- გუშინ გაითიშე და სახლშ წამოგიყვანე. ნუ გაგიკვირდება იმ დღეს ტაქსით რომ წახვედი გამოგყევი და ისე გავიგე შენი სახლის ადგილმდებარეობა, გასაღები კი შენს ჩანთაში ვიპოვე და თავს უფლება მივეცი რომ სახლში მომეყვანე და აქ დავრჩენილიყავი, რომ რამე არ მოგსვლოდა. - გავბრაზდი რომ გავიგე თურმე კუდში დამყვებოდა, მაგრამ მშვიდად ვუთხარი მაინც:
- მადლობა რომ სახლშ მომიყვანე, მაგრამ ახლა გთხოვ წადი.... და არავის უთხრა ჩემი მისამართი, მხოლოდ ამას გთხოვ... ხო და კიდე, აღარ დამირეკო, საერთოდ. - სახე მოეღუშა - მართალია მითხარი მომწონხარო, მაგრამ მინდა იცოდე რომ ჩვენ ერთად ვერასოდეს ვერ ვიქნებით, მე სანდროს ველოდები, ყველაფერი წინაა ჯერ.
- რაა? რა სანდროს ელოდები? გაგიჟდი? აბა მოკვდაო?
- გთხოვ წადი რა. და რაც გითხარი გაითვალისწინე, შენ ვერ გაიგებ. - ძალით „გავაგდე“ და კარი უცებ დავკეტე.



***
სამი წელი გავიდა სანდროს დაპირებიდან. აღარ ვარ პატარა, უკვე 18ის ვარ, მაგრამ ჩემში ისევ ის საყვარელი პატარა ბავშვი ცოცხლობს, რომელსაც ბოლომდე ჯერა, რომ მისი ზღაპრული პრიცი გამოჩნდება, სჯერა რომ ის არ გაწირავს და არ გაიმეტებს მთელი ცხოვრება მარტო დატოვოს ტკივილით სავსემ. მიუხედავათ იმისა რომ უკვე დიდი დრო გავიდა მე მაინც მისი ერთგული დავრჩი. აღარ ვიცი რა გავაკეთო, რომ მასთან ოდნავ მაინც ახლოს ვიყო, მის სულთან ახლოს. არცერთი 18მარტი არ გამომიტოვებია ისე, რომ მთაწმინდაზე არ ავსულიყავი, სწორედ იმ ადგილას სადაც ის დამპირდა რომ ცოლად მომიყვანა. არა მართალია გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ, მაგრამ ვიცი რომ სიკვდილამდე ლოდინიც რომ მომიწიოს მაინც დაველოდები და არ ვუღალატებ. სიმართლე გითხრათ უკვე მოლანდებები დამეწყო, სანდრო მომელანდა ერთი-ორჯერ, მეგონა მართლა ვხედავდი და თავკუდმოგლეჯილი მისკენ მივრბოდი, მაგრამ ამაოდ.
დღესაც იდიოტივით მივუყვები გზას სკოლისკენ. ნაუშნიკები ყურებში და ბოლო ხმაზე ვუსმენ სიმღერებს. დიდი ხანია ბევრის დამცინავ მზერას ვაწყდები, ბევრი ნაცნობის ნათქვამის გამიგონია - „რას დაემგვანაო“ - მაგრამ სხვა რა საქმე მაქვს თუ არა რომ დავიკიდო ყველა და ყველაფერი. ბევრს უგულო და ზომბი ვგონივარ, მაგრამ რა იციან მათ რას ვგრძნობ მე, ან როგორ მტკივა გული, რას განვიცდი... მალე 18 მარტია, დიახ, სწორედ ის 18 მარტი . სკოლას მივადექი, როგორ ვერასოდეს ვერ ვიტანდი ამ შენობას, როგორც ყიველთვის ახლაც ზიზღით შევადგი ფეხი კლასში და ჩემს მერხზე მოვთავსდი. რადგან აბიტურიენტი სწორედ ახლა მჭირდებოდა ყველაზე მეტი სწავლა, მეც სხვა გზა არ მქონდა და ვსწავლობდი, როგორც შემეძლო. როგორც იქნდა დადგა ის სანატრელი მომენტი და დამთავრდა გაკვეთილები. სკოლის ეზოში ვიდექი ნიკამ რომ დამირეკა, დღეს ლიკუნას დაბადების დღეა და უეჭველი უნდა მოხვიდე მე გამოგივლიო, ხოდა მეც ველოდებოდი აქ უნდა მოსულიყო. ჭიშკართან ვიდექი და თვალებით თან ვეძებდი და თან ველოდებოდი ნიკას. ხალხმრავლობა იყო და მიჭირდა დანახვა, მაგრამ ამ ხალხისგან მოშორებით ერთი ადამიანის სილუეტი დავინახე, ნანატრი სახე - სანდრო - თვალები გამიფართოვდა, ლამის იქვე ავყირავდი. მაშინვე მისკენ გავემართე, მაგრამ იქ რომ მივედი არავინ იყო, არ ვიცოდი რა მემართებოდა, მგონი მართლა ვგიჟდებოდი. საშინლად გავმწარდი, გავცოფდი, ბოლო ხმაზე დავიწყე ღრიალი, რომელიც ტირილში და ბოდვაშ გადამდიოდა. ნიკა უკვე მოსულიყო, მომვარდა და ხელები შემომხვია, დამშვიდდიო, მაგრამ ვერა, არ შემეძლო.
- ნიკა, მე ის დავინახე, მართლა დავინახე აქ იყო. ხო.. ხო სანდრო დავინახე, არ მომლანდებია...
- მარი.. - ხელებს უფრო მაგრად მიჭერდა რომ გავეჩერებინე რადგან ვფართხალებდი და გაჩერება აღარ შემეძლო - მარი დამშვიდდი, ის არ ყოფლა უბრალოდ მოგეჩვენა.
- არა დავინახე, მართლა დავინახე, ის აქ იყო, აი აქ, არ მომლანდებია... არა, არა, არაა.
- მარი, გაჩერდი, უნდა შეეგუო რომ ის აღარ არის, ვერ ხვდები რომ უკვე გიჟდები?
- შენც გჯერა მაგის ხომ, უკვე შენც ფიქრობ რომ გავგიჟდი... არავის არ ჯერა ჩემი.. მე ხომ ის მართლა დავინახე, მართლაა... - ფართხალს მოვრჩი, მაგრამ ტირილს არა. ვტიროდი რაც ძალი და ღონე მქონდა, აღარ შემეძლო ამ ტკივილს გავმკლავებოდი. მეთვითონაც არ მჯეროდა, ასე როგორ შემიყვარდა, ან ასეთი ტკივილი როგორღა მივიღე ჯერ ხომ მხოლოდ 18ის ვიყავი. ჩავიკეცე და ტირილს არ ვწყვეტდი.
- ჩუ, ჩუ დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. არ იტირო. - ისევ განაგრძობდა ნიკა ჩემს დამშვიდებას, მაგრან უშედეგოდ. მანქანაში ჩამსვა და თავისთან წამიყვანა. ცალკე რომელიღაც საძინებელში შემიყვანა, დაისვენე, დამშვიდდი და რომ გაიღვიძებ მერე ჩამოდი ქვემოთ რამე ჭამეო. მერიდებოდა ლიკასი, დაბადების დღეს ვუშხამებდი, მაგრამ ცოტა ხანი დავიძინე და მერე ქვემოთ ჩავედი. არაფრისთვის პირი არ დამიკარებია, ან ახლა როგორ უნდა მეჭამა რამე? სახლში წამოვედი. მარტო არ მიშვებდა ნიკა რამე არ მოგივიდეს გზაშიო, ამიტომ თვითონ წამიყვანა.



№1  offline წევრი maxara

კარგია მალე დადე

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

ძაან ძველი გოგო სროლს თამაშობს და სასაცილოა:დ დაასერიოზულე ცოტა:დ
--------------------
:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent