შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გპირდები" - დ ა ს ა ს რ უ ლ ი


15-06-2015, 16:58
ავტორი TroUbleMaKeR.
ნანახია 2 392

18 მარტი. დიახ ეს სწორედ ის დღეა, ამჯერად ოთხშაბათი. დილა როგორც ყოველთვის ისე დაიწყო, ადრე გავიღვიძე, მაგრამ სკოლაში წასვლას არ ვაპირებდი, ჯერ სანდროს ძველ „სახლში“ უნდა გამევლო, ხოლო შემდეგ რა თქმა უნდა მთაწმინდაზე. საწოლში ცოტა ხანი ვიგორავე, გონებაში დავაწყვე დღე რა უნდა მექნა, ან ვცდილობდი წარმომედგინა რა მოხდებოდა, ეს ხომ „ის“ დღე იყო. 2 საათის მერე წამოვდექი, აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი, შემდეგ ყავა დავლიე და სახლიდანაც გავედი. გზას მშვიდად და აუღელვებლად მივყვებოდი, მაგრამ ეს მხოლოდ გარედან მემჩნეოდა, სინამდვილეში კი გული საგულეში ვეღარ ეტეოდა და გამალებით ცდილობდა იქიდან გამოძვრომას. მიყრუებულ ქუჩას ჩავუყევი და სახლსაც მივადექი. არ დავმდგარვარ გარედან და არ მიყურებია საათობით, როგორც ადრე ვიცოდი, ახლა პირდაპირ შევაბიჯე ფეხი ეზოში და სადაც აქამდე მხოლოდ ერთხელ ვყოფილვარ, უკანა ეზოში გავედი. გავედი თუ არა მაშინვე ღმილი მომეფინა სახეზე, იქ წითელი ვარდები ამოსულიყო, თანაც ძალიან ბევრი. სანდრომ მშვენივრად იცოდა რომ წითელ ვარდებზე ვგიჟდებოდი და ყველა ვარდებს მერჩვნა, ალბათ სწორედ მან დათესა, ნუ რა თქმა უნდა აბა სხვა ვინ. ისეთი ლამაზები იყო დამენანა თუნდაც ერთის მოწყეტა, თან ძალიან მიკვირდა მარტში როგორ გაძლო და ამოვიდა. უკანა ეზო, პირველი და მეორე სართული საგულდაგულოდ მოვიარე და ყველა დეტალი დიდი ხნის სამშობლოზე მონატრებულისავით მოვათვალიერე. არა რაა, რას ვიფიქრებდი ესე გაგიჟებით თუ ვინმე ოდესმე შემიყვარდებოდა, ან თუ ვინმეს საერთოდ ვეტყოდი „მიყვარხარ“_ს. იქიდან წამოსვლის დროს ერთი-ორჯერ რაღაც ხმაური მომესმა, თითქოს რაღაც ან ვიღაც მომყვებოდა, უკანაც მივიხედე, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ დავინახე, გავიფიქრე კატა ან ძაღლი იქნებათქო და თავი დავანებე.
მთაწმნდისკენ გზას ფეხით მივუყვებოდი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ იქ დაღამებამდე ვერ მივაღწევდი, გადავწყვიტე ავტობუსით წავსულიყავი. სიგიჟემდე მიყვარდა ეს ადგილი, მიუხედავად იმისა რომ დიდ ტკივილს მახსენებდა ჩემი განტვირთვის ადგილი იყო. მივედი თუ არა იმ ადგილას, ხარბად შევისუნთქე იქური ჰაერი და ქალაქს გადმოვხედე, ისეთი ლამაზიი იყო, ვტკბებოდი მისი ყურებით. არასოდეს მესმოდა რა მოსწონდათ ამ თბილისის ხედში, აი ახლა კი ვხვდებოდი, ის ხომ ასეთი ლამაზი იყო, წარმომედგინა ღამით რა საოცრება იქნებოდა. ასე ვიდექი, სიგარეტს ვაბოლებდი და ვფიქრობდი როგორ გავძლებდი მის გარეშე დარჩენილი ცხოვრება. ასე ვიდექი და ვფიქრობდი, როდესაც უკნიდან ისევ ნაბიჯების ხმა მომესმა. არ მივბრუნებულვარ, რადგან მალევე გაჩერდა. ვგრძნობდი რომ ჩემს უკან იდგა, გული ამოვარდნას მქონდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემეჩნია და მშვიდად ვაგრძელებდი მოწევას. 15წუთი ასე ვიდექი(თ) , უკვე 3ღერი ზედიზედ ჩავწვი. როგორ მეშლებოდა ნერვები, რომ „ის“ ვიღაც ჩემს უკან იდგა და ხმას არ იღებდა. ბოლოს როგორც იქნა გაიჟღერა მისმა ნანატრმა ხმამ:
- გაზრდილხარ... - დიახ ეს სწორედ ის იყო, ვისაც სამი წელი მოუთმენლად ველოდებოდი. აი ახლა კი ნამდვილად გუული სად მქონდა აღარ ვიცოდი, მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, არც ახლა მოვტრიალეულვარ, მშვიდად ვუთხარი:
- ორი წელი გავიდა...
- ხო... ვიცი, მაგრამ შენგან სხვა პასუხს ველოდი...
- ჩემი აზრით ისიც საკმარისია ახლა აქ რომ ვდგავარ!
- რისთვის?
- რომ... - თვალები ამემღვრა, ყელში რაღაც ბურთი მომაწვა და ლაპარაკში ხელს მიშლიდა, მაგრამ როგორღაც თავი მოვაბი და ვუთხარი - რომ უზომოდ მომენატრე...
- ყველაფერს აგიხსნი...
- და გგონია გაპატიებ?
- რათქმაუნდა. შენ ხომ ჩემი მარიამი ხარ. ყველასგან გამორჩეული.
- მე შევიცვალე! - მკაცრად ვუთხარი. ისევ არ ვჩქარობდი შებრუნებას.
- არა მარიამ, არ შეცვლილხარ! ვიცი ყველაფრის მიუხედავად ისევ ის პატარა ბავშვი ხარ, რომელიც თავისი სიჭკვიანით გამოირჩევა. ვიცი ისევ იმ აზრზე ხარ, რომ ადამიანები არ იცვლებიან, რომ ადამიანებს ყველაფრის პატიება უნდა შეეძლოს...
- მერე, ბავშვი რომ ვარ არ შეგეცოდე ამდენი ტკივილისთვის?
- ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ახსნა მოიძებნება ჩემს საქციელში. უბრალოდ მითხარი... მითხარი ის ნანატრი სიტყვები - მის მშვიდი და გაწონასწორებული ტონი მუდარით იცვლებოდა.
- არ შემიძლია... - უკვე ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა და აღარც ვმალავდი - იმის მაგივრად რომ აას შენ მეუბნებოდე მე მთხოვ მითხარიო. ამდენი ხანი გელოდებოდი, ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვიტანჯებოდი. ვერ ვხვდები, რაში გჭირდებოდა სამი წელი გადაკარგვა. რა ჯანდაბა უნდა მითრა რომ გაპატიო?
- მარი ყველაფერს აგიხსნი..
- უნდა წავიდე! - არ დავაცადე დასრულება, ვუთხარი და მხოლოდ ახლაღა მივბრუნდი მისკენ. ჩემს წინ, ორიოდე მეტრში სწორედ ის ადამიანი იდგა, რომლის დანახვაზეც ამდენი ხანი ვოცნებობდი. როგორ მინდოდა ახლა მივსულიყავი და მთელი ძალით ჩავხუტებოდი, მაგრამ არ შემეძლო, უბრალოდ გვერდით ჩავუარე. მეთვითონაც არ ვიცოდი ამას რატომ ან როგორ ვაკეთებდი, მაგრამ გონება მკარნახობდა, რომ არა, არ უნდა მივსულიყავი.
- ასე უბრალოდ წახვალ? - კითხვა დამადევნა
- შენც ხომ ასე უბრალოდ წახვედი? - კითხვითვე ვუპასუხე.
- აღარ მინდა იმის გამეორება, რომ ცუდათ მოვიქეცი. გთხოვ უბრალოდ ჩაგეხუტებიი...
- არ შემიძლია... - ძლივს ამოვილუღლუღე - უნდა წავიდე.
- მე კი არ შემიძია რომ ისევ გაგიშვა - დამეწია, მკლავში მაგრად ჩამჭიდა ხელი , როგორც ჩვევია, თავისკენ მიმაბრუნა და გულში ჩამიკრა, მთელი ძალით. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ვერ ვიტყვი როგორი სითბო ჩაიღვარა ჩემს გულში და ამდენი ხნის გაყინული გული სულ გაალღო. უკვე ემოციების მოთოკვა აღარ შემეძლო, მთელი ძალით მოვხვიე მეც ხელები და ავქვითინდი. კაი ხანი ასე გაუნძრევლად ვიდექით და ერთმანეთს ვეხუტებოდით, უცებ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სამი წლის ის ნანატრი კოცნა მაჩუქა. მთელ სახეს მიკოცნიდა, მისი მორცხვი ცრემლები ლოყაზე მეცემოდა და უფრო და უფრო მათბობდა.
- მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ - ყოველი ამოსუნთქვისას ამბობდა. ბოლოს კი თვალებშ ჩამხედა და მითხრა:
- მე ხომ დაგპირდი - ამაზე ორივეს გაგვეცინა. ამდენი ხის შემდეგ პირველად გავიღიმე გულწრფელად.
- მიყვარხარ - როგორც იქნა ვთქვი.
- კარგი გვეყო ეს გულის ამაჩუყებელი სცენები, უბრალოდ მითხარი კი ან არა - ქურთუკის ჯიბიდან პატარა ყუთი ამოაძვრინა. გაკრეჭილი სახით წინ დამიჩოქა და მითხრა - მარიამ, ხომ გამომყვები ცოლად? - სახიდან ღიმილი არ მოუშორებია ისევ გაკრეჭილი სახით მოუთმენლად ელოდა ჩემს პასუხს.
- არაა
- რააა? - სახეზე ღიმილი იმედგაცრუებამ და დაბნეულობამ შეცვალა. მის ამ სახეზე სიცილი ავტეხე, მივვარდი და ჩავეხუტე.
- რა თქმა უნდა სულელო. - ამოისუნთქა, ეგონა რომ მართლა უარს ვეტყოდი და მასაც გაეცინა.
- მიყვარხარ - მითხრა და მოუთმენლად დაეწაფა ჩემს ბაგეებს, მაგრამ უცბადვე მოვიშორე და ვუთხარი.
- შენზე ისევ გაბრაზებული ვარ, სანამ არ მეტყვი სად ჯანდაბაში დაეთრეოდი მთელი ეს ორი წელი, ვერც ჩემს კოცნას ეღირსები და ცოლობაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. - დაბღვერილმა ვუთხარი. ამ სიტყვებზე გაეცინა, ალბათ იცოდა რომ მაინც გავყვებოდი ცოლად და კოცნასაც კიდევ ბევრჯერ ეღირსებოდა, გულში მეც მეცინებოდა, მაგრამ ვცდილობდი სახეზე არ გამომეხატა.
- რა თქმა უნდა ყველაფერს აგიხსნი სიცოცხლევ - გამიღიმა დატუჩზე გვერდულად იკბინა - მაგრამ ჯერ მაცა - და ისევ გააგრძელა კოცნა.
- სანდროოო - უკვე ხმამაღლა ვუთხარი.
- ჰო კაი კაი ხოო. ოღონდ აქ არა ჩემთან წავიდეთ და იქ. - მანქანაში ჩავჯექით, ახალი BMW ეყიდა, ამ მანქანას ვერ მოშორდა რაა RANGE ROVERი აბა რისთვის ყავდა მაცოდინა ერთი რაა. - ახლა კი მომიყევი, რა ხდება ახალი, მიღალატე? და საერთოდ არ ვიცი რას გიზავ, ხომ არ გაგიჟდი? ეწევი?
- ხომ, ვეწევი და ამ წლების განმავლობაში ბევრი ცუდი რამ მაქვს გაკეთებული, მაგრამ არ გვინდა ახლა ამაზე ლაპარაკი და რაც მთავარია შენთვის არ მიღალატია!!!
- აბა ერთი გაგებედა - გაეცინა - სულს ამოვხდიდი. ოღონდ ეხლა შენ უნდა დამპირდე, რომ სიგარეტს აღარასოდეს გაეკარები! ხო და სულ ჩემი იქნები - ბოლო სიტყვებზე გაიკრიჭა.
- გპირდები!!! - ვთქვი და ორივეს გაგვეცინა. - მოკლედ თავისთან მიმიყვანა, ჯერ მაჭამა, რადგან ძალიან გახდიო, მე ისეთი მირჩევნიხარ როგორიც ადრე იყავიო და უნდა გაგასუქოო.
- ჰა მოყევი ეხლა, აღარ მინდა მეტიი - ბოლო ლუკმა გადავყლაპე და დავიჭყანე, ძლივს გადამდიოდა ყელში.
- მოკლედ მოგიყვები... - მომიბრუნდა და მოსაყოლად მოემზადა - იმ დღეს, როცა ავარია მოხდა, ძალიან ცუდათ დავიმტვერი, მანქანა სანამ აფეთქდებოდა როგორღაც მოვასწარი გადმოძვრომა და თავის გადარჩენა, მერე კი ნიკას დავურეკე და ვთხოვე წავეყვანე, რადგან ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი და სწორედ ესაა ყველაფრის მიზეზიც...
- კი მაგრამ.. - გავაწყვეტინე - თუ სიარული აღარ შეგეძლო როგორღა გაშორდი მანქანას?
- კუნთები და მისი ჯანი - გაიკრიჭა და ხელის კუნთები დაჭიმა - მოკლედ მერე ნიკამ თავის სოფელში წამიყვანა, აუფ მაგის სახელი ეხლაც ვერ დავიმახსოვრე სად ღაც გადაკარგულშია და კაკრას მაწყობდა, ხოდა იქ ვიყავი ამდენ ხანს. თვიდან ექიმმა მითხრა, რომ ისევ გავლის შანსი მხოლოდ 10% იყო, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებდი, ღმერთის წყალობით ახლა ყველაფერი კარგადაა.
- ხო მაგრამ მე რატომ არ მითხარი ეს ყველაფერი.
- არ მინდოდა გენახა როგორ ვიტანჯებოდი და ჩემი ყურებით შენც დატანჯულიყავი. ვარჩიე გგონებოდა რომ მკვდარი ვიყავი, და მერე, როცა ყველაფერი კარგად იქნებოდა ანუ ახლა გამოვჩენილიყავი, ისევ, შენს ცხოვრებაში. დიდი იმედები არ მქონდა რომ გავივლიდი, მაგრამ ყველაფრის ძალას და სტიმულსაც შენ მაძლევდი... - სახეზე ახლა სერიოზულობა გამოხატვოდა.
- მაინც ვერ ვხვდები ასე რატომ გააკეთე... მე შენ ისეთი მიყვარხარ და ისეთი მეყვარები როგორიც ხარ და არასოდეს არ მოგთხოვ შეცვლას.
- დამიჯერე ასე ჯობდა. შენ ვერ მიხვდები ამას, ჯერ პატარა ხარ - გაიცინა და ჩამიხუტა, მე კიდე ამის გაგონებისას წიკვინი დავიწყე.
- ეეეე 18ის ვარ ბიჭო, რაღა პატარაა?
- მაინც პატარა ხარ. ცემი პატალა - გაბუტული ვუყურებდი, ის კიდე დამცინოდა.

*********
ალბათ გაგიკვირდებათ, როგორ ვპატიე ასე უცებ ყველაფერი... პასუხი მარტივია - ეს ხომ მე ვარ - ხო და კიდევ ერთი - მე ის მიყვარს, არაამქვეყნიურად - დიახ, ეს სიმართლეა და ტრილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ ვუყვარვარ და რა თქმა უნდა მეც რომ მიყვარს. მართალია ისტორიების 70% HAPPY ENDით არ მთავრდება სინამდვილეში, მაგრამ ეს ისტორია იმ 30%ს მიეკუთვნება რომელსაც კარგი დასასრული აქვს. დიახ, სწორედ ამიტომ ვდგავარ ახლა სვეტიცხოველში საყვარელი ადამიანის წინ. მღვდლის ნათქვამიდან 99%ს ვერ ვიგებ რადგან საყვარელი ადამიანის სილამაზით ვარ დაყრუებული, დაბრმავებული, დამუნჯებული და მის გარდა ვერავის ვხედავ.
- ალექსანდრე დანელია მზად ხართ მოიყვანოთ ცოლად მარიამ მელაძე და იყოთ ერთად ლხინში თუ ჭირში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ?
- რა თქმა უნდა. - თვალებში მიყურებდა და ჩუმად მეუბნებოდა მიყვარხარო. ორივე უზომოდ ბედნიერები ვიყავით და ცხოვრება, ერთად ცხოვრება გვიხაროდა
- მარიამ, და თქვენ? მზად ხართ გაყვეთ ცოლად ალექსანდრე დანელიას და იყოთ ერთად ლხინში თუ ჭირში სიცოცხლის ბოლომდე, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ? - ჩემმა პასუხმა დააგვიანა, აღარ ვიღიმოდი. სანდრომ რომ დამინახა ლამის იქვე აყირავდა, სახე აელეწა და მოუთმენლად ელოდა პასუხს და თან მიმიკებით მეუბნებოდა მარი მალე თქვიო. ხომ გითხარით დამუნჯებული ვიყავითქო, მაგრამ ახლა რაღაც ცუდაღ ვგრძნობდი თავს, უფრო სწორედ კი დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეთქვა ან როგორ მეთქვა. სანდროს გამწარებულ სახეს ვხედავდი მხოლოდ და მისი მიმიკებით ვხვდებოდი რომ რაღაც უნდა მეთქვა. ვუყურებდი მას და ვგრძნობდი, მთელი სხეულით და სულით ვგრძნობდი რომ მიყვარდა, გაგიჟებით, არაამქვეყნიურად, მასზე ჭკუას ვკარგავდი და მე მზად ვიყავი მასთან ერთად გამეტარებინა ჩემი დარჩენილი ცხოვრება, მეც მინდოდა HAPPY ENDი და სწორედ ამიტომ ვთქვი:
- მე თანახმა ვარ...


____________________

P.S. - ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც აქამდე იყავით ჩემემთან ერთად და "იზიარებდით მარიამის მწუხარებას". მალე ისევ შემოგიერთდებით შემდეგი ნაცნობი ისტორიით. კიდევ ერთხელ დდი მადლობა, ყველანი ძალიან მიყვარხართ.



№1  offline მოდერი ^paradise^

Mogklaaav shen :D damburdzgla da amacrenliane isedac acremlianebuli qali <3 kargi iyo:* gelodebi axali istoriit <3 sandro mec shemiyvarda ^^ magram ase ro wavida da ori weli daikarga dzaan cudi bichiaa !! Mara mainc miyvars ;*

 


№2  offline მოდერი TroUbleMaKeR.

^paradise^
Mogklaaav shen :D damburdzgla da amacrenliane isedac acremlianebuli qali <3 kargi iyo:* gelodebi axali istoriit <3 sandro mec shemiyvarda ^^ magram ase ro wavida da ori weli daikarga dzaan cudi bichiaa !! Mara mainc miyvars ;*

ძალიან დიდი მადლობა ^_^
--------------------
მ ა რ ი ა მ

 


№3  offline წევრი maxara

ვაიმეე რამაგარი იყოო <3

 


№4  offline წევრი Margvelashvili

აუუუ გავგიჟდი ეე...ძაან ძაან ძაან მაგარი ისტორია იყო და შენ ხარ SUPER სრული არ მიტყვის მნიშვნელობით

 


№5  offline წევრი Ninuca)

მე ეხლა წავიკითხე ყველა თავი..ძააან მომეწონაააა <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent