შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (13 ნაწილი)


15-06-2015, 19:06
ავტორი ანკა
ნანახია 4 451

ესღა მაკლდა რა!!! რა ჯანდაბა გავაკეთო ახლა მეე... ფიქრით თავს ვიმტვრევდი და არ ვიცოდი რა მექნა. გაქცევას აზრი არ აქვს, ბათუმიდან თბილისამდე აუცილებლად სადმე დამიჭერენ. ოოო ლიზა რა!!! ტელეფონი მაინც მქონდეს...
საწოლიდან ავდექი და ფანჯარას მივუახლოვდი. ხედს გადავყურებდი და ისევ ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ცხოვრებაზე რა, შაკოზე. ღმერთო როგორ მენატრებოდა. ყველაფერს დავთმობდი ახლა ის რომ გვერდით მყავდეს. ჩამეხუტებოდა, დამამშვიდებდა და ყველაფერს მოაგვარებდა. ობოლი ცრემლი მაინც გადმომიგორდა თვალიდან. რა გავაკეთო ასეთი მგრძნობიარე რომ ვარ. ჩემი ბრალი ნამდვილად არაა... შაკოო!!! თავი ჩავხარე და ტირილი გავაგრძელე. უკნიდან ხმა მომესმა
-შენ რა, ტირი? - მკითხა რომელიღაცამ, მგონი მეორე ტიპი იყო. ხმა არ გამიცია, არც გამიხედავს მისკენ - ასე ნერვიულობა არ ღირს - მომიახლოვნა და ჩემს წინ დადგა. თბილად მიყურებდა და თან მათვალიერებდა.
-ვინ ხარ?
-მე ვატო მქვია
-მეორეს? - ცნობისმოყვარეობამ მძლია. თან ყურადღების გადატანაც მინდოდა სხვა რამეზე, ვინმესთან ლაპარაკი კი ამწამს საუკეთესო გამოსვლად მიმაჩნდა.
-მეორეს ზურა - ისევ წყნარად მპასუხობდა.
-დიდხანს მომიწევს აქ ყოფნა? - ვკითხე მობერებულად
-ვაა... - გაუკვირდა - პირველი გოგო ხარ ვინც ამ სიტუაციაში შოკშიარ ვარდება და გაქცევას არ ცდილობს - მითხრა გაოცებულმა
-აზრი აქვს რო? - ვკითხე ირონიულად
-ჭკვიანი გოგო ხარ - მითხრა ღიმილით - ნამდვილად არ ააქვს. - მის მზერას თვალი ავარიდე და ისევ ფანჯარაში გავიხედე. - თუ შენს ძმას მალე ვიპოვით და იმასაც მივიღებთ რაც გვინდა აქედან მალე გაგიშვებთ. კაი წავედი მე და დაისვენე შენ - მითხრა და ოთახიდან გავიდა.
საწოლზე ჩამოვჯექი. თავში ისევ შაკო ამომიტივტივდა...


......შაკოს მონაყოლი..........
-ვსიო მე მეტ ლოდინს აღარ ვაპირებ. ახლავე მივდივარ ლიზას მოსაძებნად - გამწარებული წამოვხტი ტახტიდან თხუთმეტწუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ.
-ჯერ თოკოს დავურეკოთ(თემო)
-მე დავრეკავ(ლექსო) - ტელეფონი აიღო და დაელოდა.. - ალო თოკო რას შვები
-....
-ბიჭო ცუდი ამბავი მაქვს
-.....
-დამშვიდდი, ლიზას ეხება ხო
-...
-შ***** მაცადე თქმა და გეტყვი ამის დ****!! მოკლედ შაკო მოვიდა სახლში და არ დაგვხვდა, ცოტა ხანი ველოდეთ და ისევ არ ჩანს. არ ვიცით სად შეიძლება იყოს.... ხოო, მეც მაგას ვფიქრობ.... ბიჭო რა ვქნათ?.... კაი კაი მიდი - გაუთიშა და ჩვენ მოგვიბრუნდა
-იმ ა*****ს ნომერი აქვს ვინმეს?(მე)
-თოკო მომწერს ეხლა(ლექსო) - ტელეფონზე მესიჯი მოვიდა თუ არა მაშინვე ხელი ვტაცე და მეთვითონ ავკრიფე დემეს ნომერი. არავინ არ პასუხობდა.. - ამის დ***ც!!!! - დავიღრიალე გამწარებულმა და თავი შევიკაცე ტელეფონი კედელზე რომ არ მიმეფშვნა.
-ბათუმში მივდივართ(თემო) - წამოდგა და კარისკენ გაემართა
-ხოო წავედით(მე) - სახლი დავკეტეთ და გზას გავუდექით. ისე სწრაფად ვატარებდი 4 საათიანი გზა 2 საათში გავიარეთ. გული თანდათან უფრო სწრაფად მიცემდა. იმედს ვიტოვებდი, რომ ლიზა კარგად იქნებოდა და უვნებელს დავიბრუნებდი.
-ბიჭო თოკომ რაო(მე)
-რავი კაროჩე სხვა გზა არ გვაქვს რა, ფული უნდა და მიიღებს(ლექსო)
-ხოდა მივცეთ მაგისი დ**** !!!(თემო) - ნერვებმოშლილმა მუშტი დაარტყა კარს.
-მოგვიწევს(მე) მაგრამ ჯერ ლიზა უნდა ვიპოვოთ
-მიდი აბა დარეკე კიდევ იქნებ აიღოს ვინმემ(ლექსო)
ტელეფონი ამოვიღე და ისევ ავკრიფე ნომერი.
-არ პასუხობს ამის დ****!!!! სახლი გახსოვთ ვინმეს?!(მე)
-მე ვიცი(ლექსო)
სახლთან მივედით და მოშორებით გავაჩერე. ოთახებში სინათლეები ენთო. ნეტა ჩემი პატარაც იქაა? ეს კითხვა გულ მიღრღნიდა და ამას მალე გავარკვევდი. მანქანიდან დაგმოვედი და თოფი ჯიბეში ჩავიდე.
-ეეე, მოიცა შე**მა!! რო მირბიხარ პირველი ჯერ დაგვაცადე. რამე მოვიფიქროთ!(თემო)
-რა ჯანდაბა უნდა მოიფიქრო რა!!!(მე) - მივუბრუნდი გაღიზიანებული
-პირდაპირ თოფით ნუ შევარდები, ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდება(ლექსო)
-კარგი წამოდით(მე)
თოფი დავმალე და ისე გავაგრძელე გზა. კარზე დავაკაკუნე და როცა გაღება დაიგვიანეს ისე დავიწყე ბრახუნი ლამის კარი ჩამოვიღე. როგორც იქნა კარის გაღებაც იკადრეს. ვიღაც ტიპი იყო, დემე ნამდვილად არა
-ლიზა სად არის(მე) - შევვარდი ოთახში და მაშინვე ლიზას მოძებნა დავიწყე
-ეეე!!! სად მიდიხარ ძმაო, მოიცა ჯერ...(ზურა)
-ლიზასთან რა საქმე გაქვთ თქვე ა*****ო! ბავშვი რომ არ ჩაგერიათ ისე ვერ მოაგვარებდით?! დროზე ლიზა მანახეთ სად არის. ის არაფერ შუაშია. თუ რამე გინდათ თქვენვე მოაგვარეთ!!! - ვღრიალებდი გამწარებული და თან იქაურობას ვაკვირდებოდი. თვალებით ლიზას ვეძებდი, თუმცა უშედეგოდ. იქ არ იყო...
-გამარჯობათ(დემე) - შემოვიდა წყნარად ოთახში - ასეთი სტუმრობა ვის გაუგია
-ბიჭო აგახევ მაგ როჟას(თემო)
-დროზე ეხლა გააკეთეთ რაც ვთქვით!!!(ლექსო)
-იქნებ მე არ მინდა გაგატანოთ?(დემე)
-მაგას არავინ გეკითხება!! ბავშვია... ბავშვი გესმის?? ის არაფერ შუაშია(მე) - ვლაპარაკობდი უაზროდ და უმისამართოდ უკვე იმაზე ფიქრში სად იქნებოდა ლიზა რომ ავვარდნილიყავი და გამომეყვანა.
-ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ ააქვს. როდესაც მივიღებ იმას, რაც მეკუთვნის, მაშინ გაგატანთ(დემე)
-შენი დ****!!!! (მე) - ვიღრიალე და მეორე სართულზე ავვარდი. კიბესთან ვიღაც ტიპი მომვარდა, მგონი ვატო... მოულოდნელად გავუქანე მუშტი სახეში და გზიდან ჩამოვიშორე. ბიჭები დემეს და ზურას ეცნენ და ჩხუბი დაიწყეს.

........ლიზას მონაყოლი.........
მეძინა... ხმაური შემომესმა და გამეღვიძა. საწოლზე წამოვჯექი და ყური დავუგდე. ჩხუბი იყო. ყველაზე მკვეთრად საოცრად ნაცნობი ხმა მომესმა. შაკო იყო!!! სული ამიჩქარდა და ხელები გამიოფლიანდა. იმხელაზე ღრიალებდა, აქ, ოთახშიც კი გამაყრუებლად ისმოდა მისი ხმა. მერე მგონი ჩხუბი დაიწყეს. შეშინებული საწოლიდან წამოვხტი და კარს დავუჯაჯგურე. ჩაკეტილი იყო. გარედან კარზე ბრახუნი მომესმა
-ლიზა!! ლიზააა!!! მანდ ხარ??(შაკო)
-შაკო!! - ამოვიკნავლე გულგახეთქილმა და უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე, რომ არ წავქცეულიყავი
-გაიწიე, კარს შემოვამტვრეც!!! - შემომძახა და იმწამსვე კარს ეცა.
კარის შემონგრევა არ გასჭირვებია, ანდა ამას რა გაუჭირდება რამხელაა (დედაა ლიზა რეებზე ფიქრობ გოგო!!...).
-შაკო.. - წამილუღლუღე და მთელი ძალით ჩავეხუტე. მანაც შემომაჭდო თავისი ძლიერი ხელები და მაგრად ჩამიხუტა. - შაკო წამიყვანე აქედან.. - ცრემლები წამომივიდა და ტირილი დავიწყე პატარა ბავშვივით
-ახლავე ჩემო პატარა. წამოდი მივდივართ, მორჩა, ამის მერე ერთი წამითაც არ დაგტოვებ მარტოს - შუბლზე მაკოცა და მიჩურჩულა. ხელი წელზე მომხვია და ოთახიდან ისე გავედით. - ჩემს ზურგს უკან იყავი - გამაფრთხილა და თვითონ წინ ამესვეტა. სულ კანკალით ჩავედი კიბეებზე. მეც მიკვირს საიდან მქონდა ამდენი ძალა, რომ კიდევ ფეხზე ვიდექი და არ ვიქცეოდი. ქვემოთ რომ ჩავედით ბიჭები იარაღებით იდგნენ. გული გამისკდა შიშისგან. გაუცნობიერებლად შევკივლე და შაკოს ავეკარი.
-დროზე გოგოს ხელი გაუშვი!(ვატო)
-არსადაც არ გავუშვებ(შაკო) - იყვირა და თვითონაც თოფი ამოიღო
-ბიჭო გაუშვი ხელი თორემ ორივეს ერთმანეთზე მიგაყოლებთ(ზურა)
-გაჩერდით!!!(თოკო) - სახლში თოკო შემოვარდა.
-თოკო?!(თემო) - შესძახა გაკვირვებულმა
-შენ აქ რაგინდა?!(ლექსო) - ემოციებს ვერ მალავდნენ
-ფული მოვიტანე(თოკო) თქვა და დემეს გახედა. დემემ ბიჭებს ანიშნა იარაღები ჩაიდეთო. ბიჭებმაც შეინახეს. სიტუაცია ცოტათი განიმუხტა.
-ფული კარგია(დემე) - მიუბრუნდა თოკოს - მაგრამ ფულის გარდა კიდევ ერთი რამ გაქვს დასაბრუნებელი, უფროსწორედ, ვიღაც!!! - დაუკონკრეტა და ცბიერად შეხედა.
-აიღე ფული და თავი დაგვანებე. ელენე მიყვარს და მას არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ!!!(თოკო) - ამ სიტყვების გაგონებაზე დემე ცოტა გაოცდა.
-სად არის ჩემი და? (დემე) - დამარცვლით მიმართა
-მანქანაში(თოკო) თქვა და კარისკენ გაიხედა, საიდანაც მორიდებულად იყურებოდა ვიღაც გოგო. უნდა ვაღიარო, მართლაც ლამაზი გოგო იყო. ქერა, ცისფერთვალება, სუფთა ჩემი ძმის სტილი იყო რააა!!
-დემე მე თოკო მიყვარს და უიმისოდ ცხოვრებას არ ვაპირებ!(ელენე) - განაცხადა მტკიცედ და თოკოს გვერდით ამოუდგა
-შენ გოგო თავი ვინ გგონია! ზედმეტები მოგდის უკვე!!(დემე) - უღრიალა დას.
-ვერ გიტან!(ელენე) - იყვირა და გარეთ გავარდა.
შაკომ მიბიძგა. სახლიდან მალე გამიყვანა და მანქანაში ჩავჯექით.
-ბიჭები? - ვკითხე შეშინებულმა
-მთავარია შენ ხარ კარგად, ისინი წამოვლენ - მიპასუხა დაძაბულმა, მანქანა დაქოქა და ძალიან დიდი სისწრაფით მოწყდა იქაურობას.

.............
დაგიბრუნდიიით
ამიერიდან უფრო ხშირად დავდებ მოთხრობის შემდეგ თავებს. ძალიან მჭირდება თქვენი აქტიურობა და ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება 1 წუთი გაიმეტოთ და 1 სიტყვით მაინც შემიფასოთ
პ.ს. მიყვარხართ ყველა ველი კომენტარებს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent