უჩვეულო ცისფერი თვალების მქონე ბაბნიკი (1)
ცხოვრება ათასგვარი სურპრიზებითაა დახუნძლული... შეიძლება ისეთ სიტუაციაში ჩავარდე, რომელზეც ვერც კი იოცნებებდი ან პირიქით... აზრადაც ვერ გაივლებდი, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო..... ჩემ მდგომარეობაშიც ეგრეა... ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ მე, ანის ვინმე შემიყვარდებოდა და ისე, რომ არც კი ვიცნობდე... ------------- 25. 08 25 აგვისტო.. შუა ზაფხული... როგორც ყოველთვის თბილისში ვარ და ვიხრჩვები ამ სიცხეში, რადგან ჩემი სულსწრაფობიდან გამომდინარე ზღვაზე ადრიანად წავაყვანიე თავი ჩემებს... ეხლა კი იძულებული ვარ თბილისში დავიხრჩო... თან როგორი სიცხე იცის ხოლმე... ეხლაც საწოლზე ვაგდივარ, კონდინციონერი ჩართული... გათანგული სიფათი და "Sam Smith -Stay With Me..." არაფრია გაგონება არ მინდა გარდა სიგრილის... აწრიალდა ჩემი ტელეფონი და იძულებული გავხდი სიმღერა გამომერთო... ტელეფონს დავხედე და ნატა იყო... (ჩემი არაბიოლოგიური და) -ხო ნატაშკა..... -ჯერ ერთი ნატა და არა ნატაშკა.. მერე მეორე აეგდე ეხლა მაგ ლოგინიდან, გამორთე სიმღერა და კონდინციონერი და ჩაიცვი.... -ხომ ვამბობ ხუთი თითივით მიცნობ თქო... -მოკეტე და აეგდე... -კაი ხო არ გამოძვრე ყურმილში... მე ანი ქორიძე ვარ... 16 წლის... 11 კლასში გადავედი... დედისერთა ვარ.. თუმცა არასდროს მიგრძვნია ეს ნატადან გამომდინარე... ჩემი ოჯახი შეძლებულია თუმცა არა "ზე".... არც ფული მაკლია და არაფერი... თუმცა ზედმეტის უფლებას ვერ ვალევ ჩემ თავს.... უფლის წყალობით ორივე მშობელი მყავს.... მამა - ზაზა და დედა - ნინო... ვარ საშუალო.სიმაღლის წაბლისფერი გრძელი, სწორი თმით, მწვანე თვალებით და პატარა კურნოსა ცხვირით..... სანამ წყალი გადავივლე, ნატამ კიდე თხუთმეტჯერ დარეკა... -სად აგდიხარ ანი? -ეხლა გამოვედი აბაზანიდან რა იყო? -რა იყო კი არა ნახევარი საათია გელოდები.. -კაი ვიცვამ და მოვდივარ... მოკლე ჯინსის შორტი, თეთრი მაისური და კედები ჩავიცვიმ.. სველი თმა გავიშალე სათვალე გავიკეთე ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი.. -დე მივდივარ... სამზარეულოში თავი შევყავი და დედაჩემს "დავუყვირე" რომელიც შიშისგან შეხტა და სუნთქვის დასარეგულირებლად გულზე ხელი მიიდო... -ვერ ხარ ანი რა... მალე მოდი... -კაი დედუცი ოღონდ... ხელი გავუწოდე და გაბრწყინებული თვალებით გავხედე... -საფულეში დევს... მარტო 50 ანი იცოდე.. -ოკ... უკვე ოთახიდან გამოვძახე და ამჯერად გეზი მამაჩემისკენ ავიღე.. -მამიკუნა.. -რამდენი?! ეგრევე მიხვდა რაც მინდოდა და ბევრი ლაპარაკი არ დამჭირვებია.. -რავი -დედაშენმა რამდენი მოგცა? -რაა? შენ საიდან გაიგე დედამ რო ფული მომცა? -კაი რა ანი... 4 წელია ერთსა და იმავეს აკეთებ და ვიცი... თავზე ხელი გადამისვა და მე რომ მიყვარს ისე გამიღიმა... -ორმოცდაათი დაბღვერილმა გავხედე და დაველოდე თანხას.... -აჰა ეს ორმოცდაათი და იმყოფინე... ფული ხელიდან გამოვგლიჯე და გახარებულნა ლოყაზე ვაკოცე... კიდევ ერთხელ დავჭექე გასვლის შესახებ და ოთხი სართული ჩავირბინე... -ოჰ გვეღირსა? დაეგდე მანქანაში... -რაა? შენ გაგიჟდი? საჭესთან შენ? შანსი არააა. ჯერ არ მომბეზრებია სიცოცხლე... არ მინდა სიკვდილი... ფეხით წამოვალ... -მორჩი ტლიკინს და დაეგდე ირაკლის მივყავართ.. (ირაკლი ნატას ძმაა) -კიდე კაი... თორე მეც არ ვთქვი მოვკვდი და ეგაათქო... კარები გამოვაღე და უკან დავეხეთქე... -პრივეტ იკააკო როგორ ხარ? -კარგად ანიკო შენ? -ნუ მეძახი ანიკოს... -მაშინ შენ ნუ მეძახი იკაკოს... -მე... -მოეჩით ეხლ... ჩხუბი ნატამ შეგვაწყვეტი და გაბრაზებული თვალებით შემოგვხედა... -ჩუმად ვარ... ერთხმად წამოვიძახეთ და გზას გავხედეთ... ნახევარ საათში დანიშნულების ადგილას ვიყავით... გაკვირვებული ვათვალიერებდი იქაურობას... აშკარად არ ვიყავი თბილისში... -ნატა სად ვართ? -რუსთავში მართვის მოწმობის გამოცდაზე უნდა გავიდე.... თავმომწონედ ჩაილაპარაკა და საჯდომის ქნევით წავიდა საგამოცდო მანქანისკენ... -რაა ირაკლი კაი რა არ უნდა გეთქვა სად მოვდიოდით... შეგვარცხვენს ეს და სირცხვილით თავს ვეღარ გავყოფთ გარეთ.. გეხვეწები წავიდეთ და ჩვენი მანიკენები დავდგათ აქ.. გთხოოვ.. ლამისაა მუხლებზე ხოხვით მივედი ირაკლისთან და მთელი სერიოზულობით ვთხოვდი აქედან წაყვანას... -მესმის... შორიდან მოგვაძახა ნატამ და ენა გამომიყო... -კაი დაწყნარდი ანი... მოდი დაჯექო მე წყალს მოვიტან... იქვე მდგომ სკამზე დამაჯინა თვითონ კი წყლის მოსატანად წავიდა და დამტოვა მარტო... პირდაპირ გავიხედე და ნეტა არ გამეხედა... ისეთი სიმპატიური ბიჭი მიყურებდა.. ზურგით კედელს მიყრდნობოდა და სიგარეტს აბოლებდა.... ძალიან სიმპატიური იყო... მაღალი ოდნავი წვერით და მოკლედ შეჭრილი თმით.. თვალისფერი, ცხვირი და ტუჩები არ ვიცი შორს იდგა.. მაგრამ მაინც საშინლად სიმპატიური იყო... სასწრაფოდ მოვარიდე მზერა და ირაკლის გავხედე რომელსაც წყალი მოქონდა... ეხლა წყალი ისე მჭირდებოდა როგორც არაფერი... მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც იქ ვიყავით მარჯვენა მხარე მეწვოდა საშინლად... რამდენჯერმე გავაპარე თვალი თუმცა მისი მზერა სულ სხვაგან იყო მიმართული... -ხო მშვიდობაა ანი? -კი კი... სწრაფი რეაგირება მოვახდინე ირაკლის კითხვაზე და მოხტუნავე ნატას გავხედე, რომელიც ბოლო ხმაზე გაკიოდა -ჩავაბარეე ჩავაბარე... ანი ქორიძე შენ ჯინაზე ჩავაბარე.. ხტუნვა ხტუნვით მოაღწია ჩვენმდე და მანქანაში ჩახტა... მთელი გზა პირი არ გაუჩერებია... გვიყვებოდა როგორ ნერვიულობდა... როგორ დაამშვიდა გამომცდელმა და ასე შემდეგ და ასე შემდგე... -მე პარკში დამტოვე ირაკლი რა... თხოვნის თვალებით გავხედე და სიმწრით გავუღიმე... -მაშინ მეც დავრჩები.... -არა ნატა... წადი მოუყევი შენებს როგორ ჩააბარე... -მართალია ანი.. დედას და მამას ხო უნდა მოუყვე როგორ ჩააბარე 16 წლისამ მართვის მოწმობის გამოცდა.... მხარი ამიბა ირაკლიმაც და "დახმარება მოგწევს მერე შენც" სიფათით გადმომხედა... იქვე პარკღან გამიჩერა და მანქანიდან გადმოსვლის მაგივრად გადმოვხტი... მე და ნატა ბავშვობიდან ვმეგობრობთ მაგრამ ყოველთვის ზედმეტად ემოციური იყო, რაც ნერვებს მიძიძგნიდა... ეხლაც განა არ გამიხარდა რომ აიღო "პრავა" მაგრამ ზედმეტად ემოციურად მიიღო ეს ყველაფერი... ექვსი საათი იყო პარკში რომ მივედი და დროის გასვლა საერთოდ არ გამიგია... რომ არა ტელეფონზე გაბმული ზარი კიდე დიდხანს ვიქნებოდი გარეთ...... -შვილო სახლი არ გაქ? ათი საათია... -აუ დე არც გამიგია დრო როგორ გავიდა... 15 წუთში მოვალ... ტელეფონი გავთიშე და ასადგომად მოვემზადე... მხოლოდ ეხლა შევნიშნე ჩემ წინ მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი რომელიც პირდაპირ თვალებში მიყურებდა... სიბნელე იყო და კარგად ვერ გავარჩიე სახეზე ვინ იყო... მაგრამ მისი ცისფერი თვალები თავიდან არ ამომდის.... სიბნელეშიც კი ანათებდა.. ცისფერი.... თან უჩვეულოდ... უჩვეულოდ ცისფერი თვალები.... ქუჩას მივუყვებოდი და თან ვფიქრობდი მის ცისფერ თვალებზე... რამდენჯერ მიოცნებია მე მქონოდა ეგეთი თვალები ან ჩემ ქმარს.. მგონი ძაან გავიჭერი ოცნებებში... მეოცნებე ვარ... ძალიან მეოცნებე... ერთ უჩვეულო მოლენაზე შემიძლია ათასგვარი ოცნება და ზღაპარი ავაგო... და ვიცხოვრო ამით. მაგრამ მალევე ვბრუნებდი რეალობაში და ვასკვნი რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს და კვლავ შემიძლია ვიოცნებო რამდენიც მინდა და როგორც მინდა...... ფიქრებით ავაღწიე სახლამდე... უაზროდ ვილაპარაკე და აბაზანას მივაშურე... ნახევარი საათი ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ განუძრევლად.. ბოლოს ესეც მომბეზრდა და ცივ ლოგინში შევწექი.. ვიწრიალე, ძილი კი წამითაც არ მეკარებოდა... პიჟამოების ამარა, ჩემ საყვარელ ადგილას, ფანჯრის რაფაზე მოვკალათდი... ყურსასმენებუ გავიკეთე და მთვარეს გავხედე რომელსაც ამ ქვეყნად არაფერი ანაღვლებდა... ირაკლი დამცინოდა ხოლმე, როგორ შეუძლია ესეთ მხიარულ ადამიანს ცუდ ხასიათზე ყოფნაო.... მაგრამ ყოველთვის იმას არ გამოვხატავ რასაც შიგნიდან ვგრძნობ... რასაც გული განიცდის და გონება ეწინააღმდეგება... ანი ქორიძეს ორი სახე აქვს.. რომელიც ყველას ძალიან უყვარს მაგრამ ყველას პირველი ანი უფრო უყვარს, რომელიც სულ იღიმის და რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია... მაგრამ მე ხომ ვიცი ვინც ვარ... მთვარედან მზერა ეზოში გადავიტანე საიდანაც ისევ ის ცისფერი თვალები მიყურებდა... უჩვეულოდ ცისფერი... --------------- ახალი ისტორიით დავბრუნდი.... წინა მოთხრობას გამოხმაურება არ მოყვა და მაგიტომ არ გავაგრძელე... იმედია ეს მაინც მოგეწონებათ... გავაგრძელო? <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.