მკვლელი
არცერთ ადამიანს არ შესწევს იმის ძალა რომ გაერკვიოს მომავალში. არცერთს. და სწორედ მეც ამის წინაშე დავდექი. *** ერთი ორი სიტყვით ვიტყვი. ვარ ლანა აბრამიშვილი. მიყვარს სწავლა, წიგნები და კოლეჯი. დედაჩემი გადაყოლილია ჩემზე. ასევე მამაჩემი. ჩემი ძმის შემდეგ ერთადერთი გოგო რომ გავჩნდი დაბადებიდან ფუფუნებაში მაცხოვრებენ. მამაჩემს პირველი გოგო უნდოდა ყოლოდა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. ჩემს ძმას ირაკლი ჰქვია, 21წლისაა, ბოლო 2წელიწადია რაც და-ძმური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა თორემ, აქამდე სულ მჩაგრავდა. მეუბნებოდა ბავშვიხარ და ვერაფერს ხვდებიო, თვითონაც მთელი დღე ქუჩაში იყო. პრინციპში ალბათ ჰქონდა ჩემდამი დამოკიდებულების ასეთი მიზეზი. მშობლები ჩემზე იყვნენ გადმოყოლილნი და სულ არ ეცალათ იკასთვის. ახლა 19 წლის ვარ, პირველ კურსზე, მაგრამ პრინციპში უკვე მეორეზე გადავდივარ. კოლეჯში წასვლისას ყოველთვის მიწევს ჩემი უბნის ‘ბირჟას’ ჩავუარო, ისინიც ცინიკურად მაყოლებენ თვალს. მართალია მე ეს არ მაღელებს მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო. იმ დღეს როდესაც უბანში დიდი ჩოჩქოლი იყო, სწორედ მაშინ ვბრუნდებოდი სახლში. ირაკლის იქვე მოვკარი თვალი. დიდი ინტერესი მკლავდა მაგრამ ვიცოდი რომ იკა ყველაფერს მეყოდა. ამიტომ არ გავჩერებულვარ ისე ავუარე ბრბოს გვერდი და სახლში შევედი. მაშინვე საყვარელ წიგნს ვეტაკე. „ქარწაღებულნი“ - ალბათ უკვე მეასედ ვკითხულობდი მაგრამ არადა არ მბეზრდებოდა. 10 წუთიც არ იყო გასული რომ კარის ძლიერი მიჯახუნება გავიგე. კიბეები მსუბუქად ჩავირბინე და აწითლებულ გავარვარებულ ჩემ ძმას შევეჩეხე. - რა ხდება იკა? - უბნელი დაგვიბრუნდა - რას ნიშნავს დაგვიბრუნდა - შენ არ გეცოდინება, ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. ციხეში იჯდა 2 წელი რაღაც ჩეპეს გამო და გამოუშვეს რა. - და შენ რატო ხარ ანერვიულებული? - არაფერია ისეთი, უბრალოდ მაგ პიტს არც კი გაეკარო. - წამოიწია, შუბლზე მაკოცა და თავის ოთახში ჩაიკეტა. უამრავი კითხვით დამტოვა, მაგრამ ვიცოდი მისი ხასიათი და თუ არ უნდოდა მისგან ვერც ვერაფერს გაიგებდა კაცი. *** მეორე დღეს კოლეჯში ნახევრად მძინარე წავედი, რაღაც პრეზენტაციისთვის გვქონდა მზადება და თითქმის არც კი მიძინია წუხელ. ჩემდა გასაკვირად უბნის ბირჟა იქ არ დამხვედრია. გამიკვირდა მაგრამ რათქმაუნდა მათი ძებნა არ დამიწყია. კოლეჯის ეზოში უამრავ ხალხს მოეყარა თავი, როგორც ყოველთვის ასე იყო მაგრამ დღეს ზედმეტი ხალხმრავლობა მეჩვენა. მათში ძლივს გავიკვლიე გზა და კუთვნილ ოთახში შევედი. ჩემი ერთადერთი მეგობარი, სალომე სწორედ აქ მეგულებოდა და მაშინვე გვერძ მივუსკუპდი. - გარეთ რა ხდება ხოარ იცი? - მესამე კურსელი დაგვიბრუნდა. თუმცა, 2 წელი ჩარჩენააქ, ასერომ ალბათ პირველზე დასვამენ. - წარბები აათამაშა და წიგნები ამოალაგა. ვიცოდი მის ამ ჟესტში კარგი არაფერი იმალებოდა ამიტომუფრო ჩავეძიე - ეგ როგორ? - ციხეში იყო რა. - აქ გავშრი. ეხლა მივხდი რატომ მაფრთხილებდა ჩემი ძმა. მაინტერესებდა ასეთი რა ჰქონდა ჩადენილი მაგრამ ამაზე პასუხი არავის ჰქონდა. ამასობაში ფილოსოფიის ლექციაც დამეწყო. სულ რაღაც 5 წუთის დაწყებულზე კარი უხეშად შემოაღო საკმაოდ მაღალმა ბიჭმა. თმები არეული ჰქონდა და ეტყობა მორბოდა კიდეც. ხვნეშიდა. - ამმ, მე აქ გამომიშვეს პირველი კურსის ‘ბ’ კაბინეტი ესაა ხო? - ბიჭი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. კაციშვილს არ უყურებდა ზედ ლექტორის გარდა. - ვინ ბრძანდებით? - გაიკვირვა ლექტორმა და ცხვირზე ჩამოფხატული სათვალი საჩვენებელი თითით აიწია.ბიჭმა რაღაც ფაილი გაუწოდა, ქალმაც არ დააყოვნა და ხელიდან უხეშად გამოგლიჯა. გადაიკითხა და ამოიხვნეშა. - გასაგებია თორნიკე. - მერე კი ჩვენ მოგვიბრუნდა - გაიცანით ბავშვებო თორნიკე კალანდაძე, იმედია დამეგობრდებით. - ეს არის - ჩურჩულით უკნიდან გადმომძახა სალომემ, არვიცი ამ ბიჭმა სალომეს ნათქვამი გაიგო თუ არა მაგრამ მააშინვე მე შემომხედა, სახეზე ვიგრძენი ალმური როგორ მომედო, გავარვარებული მწვანე თვალებით მომჩერებოდა და გვერდულად მიღიმოდა. ოთახში სულ ორი ცარიელი ადგილი იყო, ჩემს გვერდით და ბოლოში ბიჭებთან, მეგონა ბიჭებთან დაჯდებოდა მაგრამ იმედები გამიცრუვდა. უხერხულობაში ჩავვარდი. სკამის კიდეზე ავიტუზე და რამის კედელს მივეწებე. მალევე ჩამთავრდა ეს ლექციაც, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ეს ლამაზ თვალება ბიჭი ადგილს არ იცვლიდა. როდესაც ყველა ლექცია დასრულდა სალომეს დავემშვიდობე და ნელი ნაბიჯებით გავუყევი სახლისკენ გზას. უკნიდან ვიგრძნი რომ რაღაც მომყვებოდა. მივტრიალდი და კალანდაძე შემრჩა ხელში. აცლა რომ შეგეხედათ ძალიან საყვარელი და სიმაპტიური იყო. ვერც კი იფიქრებდა ადამიანი რომ 2 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. - შ..შენ.. - ძლივს ამოვილუღლუღე. - ჰო რაიყო? - ნაგლად იმწამსვე მიპასუხა. უარის ნიშნად თავი გავიქნიე და გზა გავაგრძელე, ფეხი ამიბა და გულიც საშინლად ამიჩქარდა. - შენი უბნელი ვარ. არ იფიქრო რომ სახლამდე გაცილებ - ამ ირონიას სიცილიც დააყოლა. არ ვიცი რატომ მაგრამ გულში რაღაც ჩამწყდა და ნერვები მომეშალა. ხმა არ ამომიღია. უბანში ერთად შევედით, ყველა საქმეს მოწყდა და ჩვენ შემოგვხედა. ირაკლიც გარეთ იყო. ვიცოდი ამის გამო რაც დამემართებოდა. სიმწრისგან მოკუმულ პირს ძლივს აჩერებდა ეტყობოდა. კალანდაძე ჩამოვიშურე თუარა, მკლავში მწვდა და სახლში შემათრია. - შენ სულ გააფრინე? - მაშინვე ყვირილი დამიწყო - რა გინდა! - რა რა მინდა ვისთან გაქ საქმე თუ იცი! - ვიცი! ირაკლიმ ხელი აიქნია და გამერიდა. ორივე ერთი მეორეზე უტეხები და ჯიუტები ვიყავით, ჩვენი ჩხუბი ყოველთის მისი გამარჯვებით მთავრდებოდა, მაგრამ ამ ბოლო ორ წელიწადში ვერცართი ვახერხებდით გამარჯვებას, ანუ ფრედ მთავრდებოდა ყველაფერი. - მაპატიე რომ გიყვირე. - ხმადაბლა მითხრა და გარეთ გავიდა. იქვე ჩამოვჯექი და ტელევიზორი ჩავრთე. ვერ ვხდებოდი რასაჭირო იყო ამდნეი ჩხუბი უაზრო კალანდაძის გამო. ფანჯრიდან იკას ყვირილის ხმა მომესმა. გავიხედე და კალანდაძს ხელებით ურჩევდა საქმეებს. ვეცადე მოვშორებოდი იქაურობას და წიგნი ამეღო ხელში მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი და ისევ ფანჯარას მივაწდი... *** სახლიდან გავედი თუ არა, მხარი მაშინვე კალანდაძემ ამიბა, ახალგაღვიძბულზე მისი ნახვა ცოტა არიყოს შიშს მინერგავდა. ვცდილობდი ურეაქციო ვყოფილიყავი. - როგორ ხარ ლანა? - ნორმალურად. - მეც ეგრე. - მე არ მიკითხავს მისთვის როგორ იყო მაგრამ სახეზე რომ შევხედე ნერვიულობდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არცერთს ხმა არ ამოგვიღია ისე შევედთ კოლეჯში. თორნიკეს ვაკვირდებოდი. ახალ ახალ მეგობრებს იძენდა შუალედებში. არც გოგონების ყურადღება ეკლდა. მასზე დიდი ხანი აღარ მიფიქრია, სალომესთან ლაპარაკში გამყავდა დრო. მართალია სწავლა მიყვარდა მაგრამ მუდო არასდროს ვყოფილვარ. სულ ვკონტაქტობდი ხალხთან და ურთიერთობები არასროს მიჭირდა. იმასაც ვიტყვი ბარემ რახან ურთიერთობებს შევეხე რომ შეყვარებული არასდროს მყოლია. არვიცი მაგრამ სიყვარული ზედმეტ ტვირთად მიმაჩნია. სალომეს შყვარებული ყავს, ნიკა ჰქვია. მიყვება როგორ უყვართ ერთმანეთი და რა ბედნიერებაა. მაგრამ მე გამოუცდელი ვარ. არ მესმის ამ გრძნობის და რავქნა! - ლექციების ბოლოს ვიცოდი მე და თორნიკეს ერთი გზა გვექნებოდა გასავლელი ამიტომ ადრე გავედი რომ გამესწრო. არ მინდოდა უაზრო ერთად სიარულის გამო ჩემს ძმას და მას შორის პრობლემები ყოფილიყო. ან ჩემს ძმას რამე საქმე დაეჭირა ციხეში ნაჯდომ ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობთან.ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ რომ თორნიკეს სახელი და გვარი ვიცი. კიდევ ის რომ ჩემ კურსელია და გვერძ მიზის სულ.. მეტი არაფერი.. კიდე იმას ვამჩნევდი რომ ცუდი ხასიათის პატრონი არ იყო და მენანებოდა შეძულებისთვის. ამასობაში კოლეჯის ეზოსაც გავცდი და დავინახე როგორ მიდიოდა კალანდაძე წინ მარტო. ხმა არ ამომიღია და ნელა მივყვებოდი რომ ჩვენს შორის დისტანცია დამეცვა. ის არც ისედებოდა არც ინძრეოდა. მარტო მიდი ფეხები მოძრაობდნენ. ნერვები მომეშალა და დავიწიე. - ეი დაიცადე. - მან სვლა შეანელა და ჩემკენ არც კი გამოუხედავს - მისმინე, ვიცი ჩემმა ძმამ რა.. -გამაწყვეტინა და ახლა თვითონ დაიწყო. - დაიკიდე უბრალოდ კაი? - არა მისმინე, მინდა მის მაგივრად ბოდიში მოგიხადო ვიცი რამეს ცუდად გეტყოდა - ეს არ უნდა განაღვლებდეს. - რატო არა? - იცი ეხლა ვის ელაპარაკები? - ხმა და ინტონაცია შეცვალა, უფრო დაიბოხა და გაბრაზებაც სახეზე გადაშლილი წიგნივით ეწერა. - მკვლელს ლანა. გესმის? - ორივე მხარზე ხელი მომკიდა და შემანჯღრია. იმ მომენტში გავითიშე. ვიაზრებდი მის სიტყვებს. ამდენი ხანი ამის გაგება მინდოდა და არ მეგობა რომ ამას მისგან მოვისმენდი. თანაც ჩემთან მომართებაში მხოლოდ. ამას ვატყობდი! იმას ვერ დავიჯერობდი რომ ჩემმა ძმამ მკვლელი ისე დააშინა რომ ასეთი შედეგი გამოიღო თქო.. რაღაც ხდებოდა.. მე კი ინტერესი მკლავდა! მოკლედ მეგობრებო, ეს ისტორია ადრეც მქონდა დადებული სხვა ნიკით. ხოდა რაღაც რაღაცეები შევცვალე, იმედია მკითხველი ეყოლება. გელოდებით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.