გოგონა ვერის უბნიდან(სრულად)
–ციხიდან გამოდის!..–გულ ამოვარდნილი შევარდა სახლში ანა. –ვინ ?–მდივნიდან წამოდგა რუსა. –გიორგი ... ციხიდან გამოდის..! –კარგი დამშვიდდი.. ჯერ რატო უშვებენ?.. –არ ვიცი ამინისტია შეეხო ალბათ..არ ვიცი.. ვიიციი?! არ ვიცი!–ყვირილზე გადავიდა გეგეშიძე. –მისმინე.. დამშვიდდი ლიზას დავურეკავ და ეგ და მარი გამოვლენ..! –რას მიშველიან ეგენი ..დამიწყებს ლიზა ხომ გეუბნებოდიო! ესაო ისაო.! არ მაქვს კანდელაკის ნერვები.. –ანაა დამშვიდდი!ციხიდან გამოდის ბოლობოლო შენს მოსაკლავად ხომ არ მოდის.! –რათ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი რომ გამოვა პირდაპირ შუბლში დამახლის იმ ტყვიას და შებრუნდება უკან. –ანაა დაწყნარდიი! –ვერ ვწყნარდები რუსა.. ხომ ვიცი .. ვიცი მე ვარ დამნაშავე.. –დაწყნარდი პატარავ შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე..შენი რა ბრალია აფექტურ მდგომარეობაში .. –ჰო ჰო.. დაასრულე! დაასრულე!ხედავ სათქმელადაც გიჭირს.. –ანა დაწყნარდი მოდის ლიზა და მარი.. –მაინც დაურეკეე? –ეგენი თუ გიშველიან შენ.. –არ შემიძლია.. თავს მოვიკლავ .. არ მინდა..რათ მინდაა ასეთი სიცოცხლე!რად მინდა გეკითხები მინდაა? არ მინდა! –ანააა დაააწყნარდიიი!–მოთმინებიდან გამოვიდა რუსა ნუცუბიძე. გოგონას ტირილი აუვარდა.. მუხლებში ჩაიკეცა თავი კედელს მიადო, ხელები სახეზე აიფარა და ტირილი გააგრძელა.სამყაროს ცოდვით აღვსილი ცრემლები სდიოდა გეგეშიძეს. კარი მარი ნადირაძემ გააღო,უკან აფორიაქებული ლიზა კანდელაკი მოჰყვა. ამ უკანასკნელს ხელში გაზეთი ეკავა და საღეჭრეზინას გამაღიზიანებლად ამოძრავებდა. –ძმაკაცის მკვლელობისთვის დაჭერილი გიორგი აბაშიძე ციხიდან გამოდის!სკანდალი!5 წელიწადი უნდა ჰყოფნიდეს მეგობრის მკვლელეს?ვინ დაეხმარა აბაშიძეს ციხის საკნიდან ოთახის კარში გადასასვლელად? მისის გავლენიანი ბიძა? ნუთუ!–შესძახა ლიზამ გაზეთი მაგიდაზე დააგდო და გაბრაზებული მზერა მიაპყრო ატირებულ მეგობარს. –ლიზა გთხოვ..–არც დააცადა ანის. –რას მთხოვ! იცი რომ მთელი საქართველო დღეს ამაზე ლაპარაკობს? ის გადარეული პირველ რიგში შენ მოგადგება! არა რა გეგონა მითხარი! რაა გეგონაა! –ლიზა გთხოვ..–ჩუმი იყო მუდარის ხმა. –რა მთხოვ გავჩუმდე? ვინ გეტყვის ჩემ გარდა?ვინ მოგაძრობს მაგ დასაწვავ ვარდისფერ სათვაალეებს და ვინ დაგანახებს ამ დამპალ ცხოვრების ნაღდ არს? გეკითხები რომელიმე აპირებთ ამას?–გოგონები დუმდნენ.–ჰოდა მე მომისმინე!ის ვაჟბატონი ციხიდან რომ გამოვა აქ მოეთრევა!შენ კიდე შენი სულელური სიყვარულის გადამკიდე ისევ თანხმობას მისცემ ერთად ყოფნაზე და დაიწყება ისევ თავიდან.. ისევ უაზროო გაპარვები,უაზრო პაემნები!დედაშენის ნერვიულობა !ჩვენი აფეთქება! და საბოლოოდ იცი რას მიიღებ ანი გეგეშიძე! ისევ თავს დაიღუპავ ისევ გექნება გულის ტკივილი! ისევ გამოჩნდება ვიღაც იდიოტი გიორგის ცხოვრებაში.. ვიღააც რაა ყოფილი სიყვარულები! დ აისევ შენი ცრემლების ატანა! –ლიზააა გთხოოოვ!–შემზარავი,გულის გამგმირავი ხმა ამოუშვა ანიმ და ლიზას აწითლებული,ტირილისგან დასიებუილი შავი..თვალები შეანათა. –რას მთხოვ ანუკი მითხარი რას მთხოვ!? არ დაგანახო შენ ირგვლივ რა ხდება?–ანასთან ჩაიმუხლა ლიზაც. –არ მინდა.. არ მინდა ! იქნებ მინდა რომ დებილივით ვიცხვოვრო!ვარდისფერი სათვალეებით! იქნებ არ მინდა შენსავით უბედურმა ვიარო! იქნებ ამ ცხოვრებაში მინდა რაღაც კარგი დავინახო.. –ჩემსავით უბედურმა?.. ჰაჰ..! კარგი არ იცოხვრო ჩემსავით უბედურმა იცხოვრე ისე როგორც შენ გადაწყვეტ საჭიროდ..ამიერიდან შენს ცხოვრებაში მე ააღარ ჩავერევი!.. შენ ხომ ჩემი რჩევა და დარიგება ყოველთვის გეკიდა სად ლიზას კომუნისტური აზრები და სად ლიკას გენიალური იდეები თანამედროვეობის სიგჟეებთან დაკავშირებით..!როგორც შენ გინდა.. –ლიზა გთხოვ..–ცრემლები გადმოსცვივდა ანის. –მე ნურაფერს მთხოვ..!–ხელი უხეშად გააშვებინა დაქალს ჩანთა აიღო,გაზეთს დახედა და პირდაპირ მის ფეხებთან ისროლა.უკან მოტრიალდა და ანის ტირილნარევი თხოვნისთვის რომ დარჩენილიყო ყურადღება არ მიუქცევია. სახლის კარი გაიჯახუნა და გავიდა. ანიმ თვალი მოჰკრა მის ფეხებთან ნასროლ გაზეთს..“ძმაკაცის მკვლელი ციხიდან გამოუშვეს..“ ეს ბოლო წვეთი იყო.. გაზეთს ხელი მოკიდა და ნაკუწებად აქცია. –დამშვიდდი მოდი.. ჩემთან ..დამშვიდდი ხომ იცი რომ გადაუვლის.. დაწყნარდება და მაინც აქ მოვა.. ანი დამშვიდი...–მარიმ გულში ჩაიკრა ატირებული მეგობარი. –ლიკაც მოდის გზაშია.–კარებზე კაკუნი გაისმა რუსას ლიკა ეგონა და კარისკენ გაემართა,კარი რომ გააღო და კარის ზღურბლთან გიორგი შერჩა გაოგნდა. –რაგინდა?–უხეშად ჰკითხა ბიჭს. –ანი სად არის...–იმდენად შეცვლილი იყო მისი ხმა.ციხეს დაებოხებინა...კაცურობა შეემატა მისთვის..რაღაც სხვა იყო გიორგიში..ჰო ჰო რას გეუბნებით თავისებური ტიპი იყო..უაზროდ პრინციპული,თავისებურად მესაკუთრე და ამავდროულად ეგოისტი..თუმცა ყველა ეს ცუდი თვისება იმდენად იდეალურად იყო ამ ადამიანში შერწყმული...სიტყვები არ მყოფნის და ამას ჩემს უწიგნურებას ვერ დავაბრალებ..გიორგი აბაშიძე–ჰმ! გაგიჟდებოდა კაცი...მაღალი შავი კუპრივით თმები და მწვანე თვალებით..ლამაზი სახის ნაკვთებით და ტუჩის ხაზის მოხატულობით ჩაგრჩებოდა მხოლოდ გულში.ყველა ამა სიკეთესთან ერთად მექალთანე იყო...ვგულისხმობ ერთი გოგო თუნდაც მისი ცხოვრების სიყვარული ყოფილიყო არ აკმაყოფილებდა,ყოველთვის იყო მეორეს ძიებაში,აი მეორეს რომ იპვნიდა მესამეზე და ასე ამ თანმიმდევრობით..რატომ დაიჭირეს და რა ხდება საერთოდ? აგიხსნით.. გოგო რომლსაც უყვარდა,იყო ამავდროულად გოგო რომელიც უყვარდა როგორც საკუთარი და.ამ არაბიოლოგიური დის „ცუდ..ჯანდაბურ“სიყვარულის გამო რომელსაც განიცდიდა თუ არა თვითონაც არ იცოდა..ერთ–ერთი კამათის დროს შეამკვდა მისი ძმკაცი ... როგორც ვიცი ამას საქმიან გარჩევას უწოდებენ თანამედროვეობაში ჩემ დროს კი გოგოს გამო ჩხუბბი ერქქვა..სიტყვიერი შეურაწყოფა ფიზიკურში გადაუვიდათ..აბაშიძემ ვერ მოზომა და შემოაკვდაო ასე ამბობდა ხალხი... კარგი კარგი!... გავაგრძელოთ.. –აქ არაფერი გესაქმება ...გიორგი გთხოვ!..–შეევედრა რუსამ რომელიც ხელის მარტივი მოძრაობით გიორგის გვერდით აღმოჩნდა.ოთახში შეიჭრა და იატაკზე მჯდომარე,ხელებაფარებული გოგონა რომ დაინახა თანაც მომტირალი გული შეეკუმშა. –ანი..–ჩუმი,ნაზი და ამავედროს მკაცრი..ხავერდოვანი ხმა აღმოხდა ბიჭს.ხელი გოგონასკენ წაიღო და ჰაერშივე გაეყინა. –რატომ მოხვედი...? –ანი რეებს მეკითხები.რასქვია რატომ მოვედი..? –რაგინდა ჩემგან?.. –მისმინე არ ვიცი შენმა ფენიმისტმა დაქალმა რა გითხრა და როგორ დაგარიგა მაგრამ ყურადღებით მომისმინე.! შენს გამო...5 წელი ციხეში გავატარე..მიყვარხარ მიყვარდი კიდევ მეყვარები..ანი შენს გამო.. –გაჩუმდი!!!გთხოვ გაჩუმდი..არ მითხრა რომ ჩემს გამო ჩაჯექი..არ მითხრა რომ ჩემს გამო მოკალი არ მითხრა დამაჯერე..გიორგი დამაჯერე ისევ რაიმე ტყუილი მოიფიქრე ოღონდ სიმართლე არა..არა გიო.. მწარეა ზედმეტად მწარეა ..ჩემთვის ამხელა დოზა არ შეიძლება.. ცოდო ვარ გესმის?ცოდო! არ შემიძლია მთელი ცხოვრება ლუკას სიკვდილში ვგრძნობდე თავს დამნაშავედ.. –ჩუ ჩუ.. ნუ ტირი პატარავ.. ჩუ.. მაპატიე..! შენ არაფერ შუაში ხარ..ყველაფერი ჩემი ბრალია ოღონდ ნუ ტირი.. –წადი რა..არ მინდა კიდევ რაიმე საერთო მქონდეს შენთან.. –წავიდე?–გაეღიმა გიორგის.–ანი 10 წლიდან გიყვარვარ..ჩემს გამო რამდენთან გიჩხუბია და ასე მთმობ..ასე თმობ შენ გრძნობებს?ანი დაფიქრდი..შეგვიძლია უბრალოდ ავიხდინოთ ჩვენი ოცნებები წავიდეთ ამ დამპალი ქვეყნიდან..სხვაგან წავიდეთ ანი...ამერიკაში..ან ინგლიში ან საფრანგეთში სადაც გინდა ან.. იქ სადაც არავინ გვიცნობს და არავის ვაინტერესებთ!–თბილ ხელებში მოიქცია გოგონას სახე.აცრემლებული თვალები შეანათა ანის.სულ აიჭრა ამაზე გეგეშიძე..სასწაულები დამერთა..გიორგის თვალებზე ცრემლი? არ იყო პატარა საქმე. –თუ დაბრუნდები..მაშინ წადი..!–ვერ გაწირა ბავშვობის სიყვარული გეგეშიძემ. –დავბრუნდები...შენ იფიქრე..და არავის.. არავის არ დაუჯერო..!ერთხელ შენითაც გადაწყვიტე..–შუბლზე აკოცა და იგრძნო ანიმ ცხელი ცრემლი ლოყაზე..ეს ცრემლი ანის არ იყო.თუმცა მისით იყო გამოწვეული.. ბიჭი ნელა ადგა.ოთახი მოათვალიერა და კედელთან ატუზული გოგონები რომ დაინახა გაეღიმა.. –პრივეტ გოგონებო..–ისევ ის მისალმება..ისევ გიორგი აბაშიძე..უსასრულობიდან უსასრულობამდე... *** გახსენება...10წლის წინ.. *** –მოკლედ შატალოზე მივდივართ!–გამოაცხადა ლიკა ბუნტურმა და მერხიდან ჩამოხტა. –შენ სულ გააფრინე გოგო? რა გინდა ნარგიზამ სიცოცხლე გაგიმწაროს?–არ დათმო პოზიციები ლიზა კანდელაკმა. –ახლა კარგად მომისმინე აქ სამი მუშკეტერის პრინცპია ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის გასაგებია და ამბავი?–ჩანთას ხელი დაავლო რუსამ. –ანუ მივდივართ..?–სახე გაებადრა ანიუტას. –არა!–მკაცრი იყო ლიზა. –ლიზაა დამშვიდდიი რაა!დარჩი აქ აბა გეოგრაფიაზე წავედით ჩვენ! –გაგიჟდიი გოგოო? ეს რო აქ დავტოვო ისეთი კომუნისტია ამხაგან ნარგოს ჩამოუჭიკჭიკებს სად ვართ და რას ვაკეთებთ კარგი რა! ლიზა კარგი რა! ბარემ წითელი ბაფთაც გაიკეთე! –ხომ იცი არ გაუჭირდება სტალინკას მაგის გაკეთება–გაიცინა მარიმ და ბიჭების გუნდს გამოეყო. –აუ ავირბენ გიორგის ვეტყვი და ეგ და ვახოც წამოვლენ კარგი?–ანი კარებისკენ წავიდა. –ის ბიჭიც კარგი დებილია ეტყობა რა!–უღიმღამოდ ჩაილაპარაკა ლიზამ. –დებილი შენ ხარ !–გაბრაზდა ანი. –მიდი ხო მალე აირბინე!და ვახტანგიი არ დაავიწყდეს!–გაჰკივლა ლიკამ და კაბა გაისწორა. ანიმ მეორე სართულზე აირბინა და გიორგის კლას მიადგა. –გიო! –ერთიწამით ბიჭო შენ მაგას ხო იცი..!ჰო რა იყო ანიუტა?–გაეღიმა გიორგის. –მისმინე შენ და ვახო წამოხვალთ შატალოზე? –ვაა ვინები მიდიხართ სვაბოდაზე?–გაეცინა გიორგის. –გოგონები.. –მაშინ წამოვალთ!ვახტანგ წავედით ბიჭო! –სად?–დიალოგს ვახოც შემოუერთდა. –შატალოზე!–მხიარულად წარმოთქვა ანიმ. –ის ხომ არ მოდის? –ლიკა?–ისევ იცინის ანი. –ჰო ლიკა ლიკა.. –მოდი მოდის! –ეუჰ! კააი ჯანდაბას გავრისკოთ წამო ლუკა! –ეს ვინაა?–გაიკვირვა ანიმ. –ახალია რა ..დაიკიდე წამო წამო!–ხელი გადახვია გიორგიმ ანის და დაუყვნენ კიბეებს. –აბაშიძე გაკვეთილზე !–ეთერი მასწავლებელი შეხვდათ კიბეზე. –აუ ეთერი მას ფეხი მტკივა და ბავშვები მაცილებენ ქვემოთ მშობელი მიცდის! –კარგი ჩადი.. –მადლობა მასსს! –ეს რა შატალო გამოვიდა ?–ახალმაც გაიცინა და ანის ყურადღებაც მიიქცია. –აბა რა მექნა მგლისხახაში შემეყო თავი და იქიდან მეყვირა დაკეტე პირითქო? –ნუ ჰო რავი აბა.. –ჰო კაიც შენ რო შემოგვხდება შენ უპასუხე შატალოზე მივდივართქო! ვახუშტი აგერ ააჰ! შენი სატრფო მორბის. –ვაიმე...–ჩაილაპარაკა ვახომ. –რა ჭირს შენი შესახვეწნი მაგარი გოგოა!–ლიკა აათვალიერა გიორგიმ,რომ უცებ ანიმ ხელზე უჩქმიტა. –შენ ჩემი გაზაფხული ხარ!–თავზე აკოცა ანის და კიბეც ჩაამთავრეს.უკან რომ გაიხედა გიორგიმ ბიჭები იცინოდნენ.საჩვენებელი თითი დაუქნია ბიჭებს და თვითონაც გაეღიმა. –მოკლედ ჯერ ჩვენ გადავძვრებით მერე თქვენ მოსულა?–დაგეგმა ვახომ. –მოსულა!–წამოიყვირა ლიკამ და ფანჯარა გააღო. –რა გაკვეთილი გაქვთ?–გაეღიმა ლუკას. –ფისკულტურა.–მოკლედ უპასუხა მარიმ და ანის გვერდით მაოუდგა.პირველი გიორგი გადაძვრა.. მერე ვახო მიჰყვა და მერე ლუკა. –ნელა მომეცი ხელი..–ანის ანიშნა გადმოდიო.. –ის.. კაბა მაცვია..–დაირცხვინა ანიმ. –ეგოგო არ გიყურებთ მოდი!–შეუყვირა ვახომ. –ნუ მეჩხუბებით მოვიდვარ!–ფეხი კედელს ვერ დაადო და პირდაპირ გიორგის ხელებში მოხვდა როგორც ხდება ხოლმე. ანის მარი მიჰყვა და მარის რუსა ბოლოს ლიკა გადმოვიდა.. –ლიზა?–გაიოცა ვახომ. –არ მოდის!–მკაცრი იყო ლიკა. –მართლა სტალინკაა ეგ გოგო რა!–გაეღიმა მარის და ჭიშკრისკენ გაიქცნენ. სკოლას თავი დააღწიეს. –სად წავიდეთ?–ანი. –სადაც შენ გინდა?.. –მე შენთან მინდა.. –ჩემთან ხარ! –თქვენ ერთად ხართ?–გაეღიმა ლუკას. –არა ცუდი გაგებით არა ჩემი დაიკოა.–თავზე აკოცა,ლუკას კი არ გამოჰპარვია ცრემლები ანის სახეზე რომელიც ანის ეკუთვნოდა და გიორგი იყო მიზეზი ცხელი სითხისა. ყველა გაჩუმდა.. ვერავინ მიახვედრა აბაშიძეს რომ ეს .. ეს ზედმეტი იყო ანისთვის... –კარგი.! წავედით!–უჩუმრად მოიწმინდა ორი წვეთი სახიდან და გიორგის ხელი საკმაოდ უხეშად გააშვებინა. –რა არ მოეწონა მითხარით?–გაუკვირდა გიორგის. –შენი პასუხი ალბათ..–ჩაფიქრდა ვახო. –ულმაზესი ბავშვია.. და .. –და? –არაფერი გიო არაფერი..! –უნდოდა ეთქვა მაგარი ბატიფეხი ბიჭი ხარო!–გაბრაზდა ვახო და წინ წავიდა.. ბევრი ისეირნეს ქალაქში. –თითქოს რაღაც მაკლია–დაიფქრდა ანი. –რაღაც არა კანდელაკი გვაკლია!–მიხვდა ლიკა. –კანდელაკი გაკვეთილზე ზის და ისტორიას უყვება ნათიას. –აბა!ეჰ ლიზა ლიზა..!–ხელი აიქნია მარიმ. მეორე დღეს მშობლები დაიბარეს.. ტვინი უდუღდათ გოგონებს აბა ბიჭების მშობლებისთვის უჩვეულო არაფერი გახლდათ. –ჰო გეუბნებოდით! არ წახვიდეთქო! იყავით ახლა და ინერვიულეთ!–გაბრაზებული იყო ლიზა. –აუ კაი რა!–დაიწუწუნა მარიმ. *** გოგონები ქუჩის მოსახვევში შედიოდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. –არა რა სახე ჰქონდა დააკვრიდი?–ხელით დაეყრდნო ხელზე ლიკა მარის. –არ მკითხო ტიპს პირი ღია დარჩა–დაამატა ლიზამ.წინ რომ გაიხედა სწრაფი მოძრაობით ანის გადაეფარა.–უკან გავბრუნდეთ მერე წავიღებ მუსიკის ნოტებს! –რახდება?აუ ტყუილად გვატარე ამდენი?–გაბრაზდა ანი. –მლანძღე რაც გინდა ის ქენი ოღონდ უკან გაბრუნდი! –არა !რახდება?–ანიმ ძალით გასწია ლიზა,წინ კი ისეთი სურათი გადაეშალა ცრემლები ვერ შეიკავა.გიორგი მის ახლო მეგობარს ეფერებოდა.. პირდაპირ.. იქ მის წინ ხდებოდა ყველაფერი.. სიყვარულს ანი არ დაუნდვია.. გიორგის ანიუტა გაშეშებული იდგა და უყურებდა ამ მისთვისშემზარავ სცენას.. –ანი.!წავედით!–უკან მოაბრუნა ლიზამ. –არა არა!დაიცადე!ამას ასე არ დავტოვებ..–ლიკამ ჩანთიდან წყლით სავსე ბოთლი ამოიღო. –ლიკა შეეშვი!–მარიმ სცადა შეეჩერებინა მაგრამ ლიკა რისი ექსკლუზივი ლიკა იყო .წყვილთან მივიდა და წყალი თავზე გადაასხა.გოგონამ ყვირილი ატეხა.გიორგი გამწარებული სახით მობრუნდა უკან და ხელში ლიკა რომ შერჩა გაშრა. –რას აკეთებ?–გაუკვირდა გიორგის. –რას ვაკეთებ კიარა..!თავშეყრის ადგილებში მოერიდეთ რა!მაგისთვის ათასი მცენარე და თუნდაც ადგილია!–ლიკა უკან შემობრუნდა,გიორგიმ თვალი გააყოლა და ანის ნამტირალევ მზერას რომ წააწყდა გული შეეკუმშა. –ამას კიდე უყვარხარ?–უკადრისი მზერით გახედა გოგონამ ანის. –ეგ რაშუაშია?.. –არ იცოდი?–გაეცინა გოგოს. –რა უნდა მცოდნოდა? –რომ უყვარხარ... –შენ საიდან იცი ეგ ? –კარგი რა მთელმა სკოლამ იცის და შენ არ იცი ? –ხვდები მაინც ნია რას ამბობ? –დებილის რა შემატყვე?ვიცი ეტყობა რასაც ვამბობ!და გამატარე ახლა!–ბიჭი უხეშად მოიშორა და გზა გააგრძელა.. მეორე დილით ანის სახლთან დახვდა გიორგი. –რა გინდა?–უხეშად მოუვიდა ანის. –ანი.. საქმე მაქვს.. –გისმენ.. –ასე უხეშად ნუ მელაპარაკები.. –გისმენ გიორგი..–რაც შეეძლო ირონია ჩააქსოვა მის მკრთალ ღიმილში. –ანი .. რაც გავიგე მართალია? –არ ვიცი რა გაიგე! –რომ.. –რომ რა.. –რომ .. –მიყვარხარ? –აჰ..? ჰო.!–დაბნეულმა ახედა გოგოს.ანიმ გულიანად გაიცინა და გიორგის გამწარებული მზერა მიაპყრო. –რამდენი წელია რაც მიცნობ? –ნაბშვობიდან. –ეჭვი გეპარება ჩემს სიტყვებში? ოდესმე მომიტყუილებიხარ? –არა.. –ჰოდა კარგად მოსმინოს შენმა ყურებმა რომ არა არ მიყვარხარ!რომ ძმასავით გიყურებ და რომ ჩვენი მეგობრობა.. –გთხოვ არ დაასრულო.. მაპატიე.. ვიცი რომ შევცდი რომ ემოციებს ავყევი. ჩუ გთხოვ! –გამატარე! –ანი გთხოვ.. –გიორგი გამატარე.!–თვალები ცრემლებით აევსო ანის. –არა.. ჩუ ჩუ არა..! ვიცი რომ არ გინდა მეგობრობის გაწყვეტა.. –შენ იმდენად სულელი ხარ რომ 2ჯერ2იც არ იცი რამდენია! –ოთხია და ჩუ! –ბრავო გცოდნია! –ანი შენ კომუნისტ დაქალს ემსგავსები შენთავსგეფიცები! –ლიზას შეურაცხოფას ნუ აყენებ! –ანი გთხოვ! –რას მთხოვ? –ერთად მივიდეთ სკოლაში და 9 წლიან ტრადიციას ლიზას ლექციის გამო ნუ დაანგრევ! –ლიზა რაშუაშია? –დარწმუნებული ვარ ტვინს გამოგირეცხავდა ჩემზე ლაპარაკით! –კარგი რაა. –ბამბის ნაყინს გიყიდი და შემირგდი! –სულ ნუ ქრთამობ! –არც შენ ხარ პატიოსანი მიმღები! –კარგი ხო! ანის სხვა გზა არ ჰქონდა.. რას ეტყოდა გიორგის არ გირიგდები შენი საქციელის გამოო?არა ასე მის საიდუმლოსაც ახდიდა ფარდას.. უბრალოდ უნდა ეთამაშა ან ის შემზარავი კადრები მისი გონებიდან უნდა ამოეშალა... მაგრამ იყო კი ასეთი იოლი ყველაფერი ამის ამოშლა გონებიდან?.. გულიდან?? მეხსიერებიდან?..სიყვარულიდან..? არა! არ იყო.. ანის უყვარდა გიორგი.. დაქალს უყვარდა ძმაკაცი.. და ეს იყო ერთი თბილისური ისტორია.. რომელსაც ტრაგიკულსაც ვერ ვუწოდებთ.. თქვენ იტყვით ასე ხომ ნებისმიერ მეგობრებს ემართებათ! დიახ!ასეა ესენიც მეგობრები იყვნენ.. ეს ქალაქიც თბილისი იყო.. არავის არაფერი გეშლებათ.. მეც ლიზა ვარ .. ის ლიზა ის კანდელაკი.. რომელიც უბედური შავ–თეთრ სათვალეებში კომუნისტურად აფასებს ყველაფერს.. თქვენ კითხულობთ ჩემს მოგონებებს.. ალბათ გეღიმებათ რას სულელობსო ეს გოგო.. თბილისისთვის კი ეს ისტორია..აი როგორ ვთქვა ერთფეროვნებასთან კავშირშია.. ამ ქალაქს ახსოვს მრავალი ასეთი.. ამ ქალაქს არაფერი უკვირს.. ამ ქალაქს უდიდესი ისტორია აქვს.. აქ ხომ შოთამ თამარ მეფე შეიყვარა .. აქ ხომ თამარისთვის აზრი არავის უკითხავს გიორგი რუსიო თუ დავით სოსლანი.. აქ ხომ არც დავითს აძლევდნენ დედისიმედის სიყვარულის საშუალებას.. ეს ხომ თბილისა.. ეს ხომ თბილისი იყო.. თბილის ხომ არ უკვირდა ანი და გიორგი.. არც ანის სიყვარული ჰკვირვებია თბილისს.. მან უბრალოდ იცოდა.. მას უბრალოდ ახსოვდა.. ახსოვდა ანი გეგეშიძე.. პატარა გოგონა ვერის უბნიდან.. *** სკოლას ამთავრებდნენ.. ალბათ ის დროა ყველა მოსწავლეს ბავშვობის ოცნება რომ უსრულდება... სკოლის კარს ხურავს და იმედოვნებს რომ ამ კარს ისევ მხოლოდ მაშინ შემოაღებს როცა მისი შვილი გარკვეულ ასაკს მიაღწევს.. გიორგის,ლუკას და ვახოს სკოლა კარგა ხნის დამთავრებული ჰქონდათ.. ნუ მხედველობაში ერთი წელი მაქვს.. საოცარი შეგრძნებაა როცა მეორედან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მარკერები რათა თეთრ“საროჩკაზე“ ან მაისურზე რაიმე სამახსოვრო მიგიწერონ. გოგოები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით.. მაგალითად მე და მარის გრძელი კიკინები გვეკეთა აი ისეთი პეპის რომ ქონდა.. ლიკას,ანის და რუსას გრძელი თმები გაეშალათ და თმებში ვიღაცას მათვთვის გვირილები ჩაემაგრებინა.სკოლაში რომ მოვიდნენ მაშინვე მივხვდი აბაშიძის ხელწერა იყო გეგეშიძეს თავზე. მასწავლებლები დიდი სინანულით გვაცილებდნენ მე და კიდევ ოთხ მოსწავლეს.. რომლებიც იმდენად ხშირად ვერ ვბედავდით შატალოზე „სირბილს“ და მასწავლებლების ნერვების“მარტივ მამრავლებად ქცევას“. აი მაგალითად ლიკა ყველაზე სახალისო მოსწავლე იყო.. ნებისმიერ წინადადებას რა კონტექსტშიც არ უნდა ეთქვა სასაცილო იერს სძენდა,მიუხედავად იმისა რომ მასწავლებლები გამუდმებით ეჩხუბებოდნენ ლაპარაკის გამო მაინც სინანულით გააცილეს სკოლიდან. მარის ნუ მკითხავთ რუსას მსგავსად არც წყალი იყო და არც ღვინო.. შატალოზე თუ მთელი კლასი მიდოდა ესენიც მიდოდნენ ხუთიბავშვის თაობაზე არ დარჩებოდნენ კლაში თუ ნაწილი მიდიოდა ნაწილი რჩებოდა მაინც მიდოდნენ.. ხოლო თუ ცოტა მიდიოდა თავს იკავებდნენ ან უფრო სამართლიანად და მოხერხებულად იძვრენდნენ ორი გაიძვერა თავს სკოლიდან.. სხვადასხვა მიზეზებით ეს იყო მუცელი მტკივა,სიცხე მაქვს,დედაჩემის მამიდა ცუდად გახდა საოპარაციოშია და დედას გვერდით უნდა დავუდგე ხომ გესმით მას და ასე შემდეგ.. მარის და რუსას წასვლამ განსაკუთრებით მათემატიკის მალვინას და ფიზიკის ჟუჟუნას დასწყვიტა გული მაგრამ რას ვიზამთ ჟუჟუ მასწ ხდება ხოლმე... ანი? ანის რაცშეეხება მისმა წასვლამ ზოგადად სკოლას დასწყვიტა გული.. დირექტორიც კი ჩამოვიდა ჩვენი კლასის გასაცილებლად.. მაინც მაგრები ვიყავით მე12 „ბ“ კლასი.. ყველაზე დიდი სიყვარულით ვეპყრობოდით მასწავლებლებს და სწორედ ამ სიყვარულში ვუთხრდით სამარეს ჩვენი დამრიგებლის პიირად საქმეს. ჭირი იქა ლხინი აქა ფქვილი აქა სკოლა იქა... ასე და ამგვარად მივხურეთ სკოლის კარები.. ორი კვირის შემდეგ... დამაგვირგვინებელი გამოსასვლელი საღამო ჰქონდა კლასს.. სკოლის კიბესთან სამი მუშკეტერი ადგილზე იყო.. ყველანი გიორგის მანქანაში ჩავსხედით და იქ დაიწყო აბაშიძის ნერვების წეწვა. „გიორგი ჩქარა ნუ ატარებ!“ „მიდი გიო მიაწექი“ და სხვადასხვა ფრაზებით ამხნევებდნენ ბავშვები მძღოლს.. წინ ანი იჯდა... სისწრაფეს უმატა თუ არა გიორგიმ ანიც ფეხზე წამოიჭრა.. ხელები მაღლა ასწია და მანქანის სახურავში მოთავსებულ პატარა ფანჯრიდან მთელი ხმით დაიყვირა.. „FREADOM“ ამაზე ყველამ გავიცინეთ.. მერე იყო ყველაზე ამაღელვებელი მომენტი.. ვის რა კაბა ეცვა და ვინ რომელ სალონში გაიკეთა მაკიაჟი.. მიმდინარეობდა ბავშვების ლანძვღვაა ან იშვიათ შემთხვევაში ქებაც კი.. ბევრს ჭორაობდნენ რათ გვინდოდა რესტორანში ეს უცხო ბავშვებიო მაგრამმ.. მხოლოდ მოსაჩვენებლად ჩვენ ხუთის გადამკიდე ყველამ იცოდა ვინ იყო გიორგი აბაშიძე,ლუკა ამაღლობელი და ვახო(ვახუშტი)მგალობლიშვილი. ხანგრძლივ ზაფხულში საინტერესო მხოლოდ ზღვა იყო.. ბავშვები დასასვენებლად ბათუმში წავედით.. იქ მოხდა საინტერესო ფაქტები.. აი მაგალითად გაირკვა რომ ლუკას ანი ჰყვარებია.. გიორგის ახალი და მორიგი სატრფო გავიცანით და ვიტანდით 10 დღე ანის მობეზრებულ და იმ გოგოს ამბიციურ სახეებს..გიორგის და ლუკას ხშირ შეკამათებებს.. ვერ ეგუებოდა იმ აზრს რომ ლუკას ანისთან შანსები ჰქონდა ურთიერთობის.. იცით? 10დღის განმავლობაში ამ ბიჭს ვაკვირდებოდი და მხოლოდ ის დასკვნა გამოვიტანე რომ უაღრესად ეგოისტი ადამიანი გახლდათ.. უნდოდა სალომეც(მოროგი სატრფო) უნდოდა ანიც...უნდა პეტრეც უნდოდა პავლეც..ასე კიდე არაა ჩემო კარგო! არადა რომ ვაკვირდები ეგოისტებს რომ შეუძლიათ ისეთ სიყვარულს სხვა ვერ მოგიტანთ! ანიც მაგიტომ იყო ჩაციკლული გიორგიზე.. ბუნების კანონი იყო..! გიყვარდეს ის ვისაც არ უყვარხარ შენ! ეჭვიანობის მიზნით ხშირად ატარებდა დროს ლუკასთან.. ხან ბულვარში სეირნობდნენ.. ხან რა და ხან რა.. ვახო სხვა გოგოების მოხიბვლით იყო დაკავებული... და ყველაფერი მოძრაობდა სინქრონში... გიორგი სალომე ზღვა.. ანი ლუკა ზღვა.. ლიზა–ზღვა.. ლიკა–ზღვა. მარი–ზღვა.. რუსა–ზღვა. ვახო გოგონები და ზღვა.. ბედნიერი მათგან?.. მხოლოდ ზღვა.. ალბათ რა მაგრად იცინოდა ანის და გიორგის დამძიმებულ სახეებს რომ უყურებდა არასასურველ მეწყვილეებთან.. სად ანი და სად სალომე?..აფსურდული შედარებაა ჩემო კარგო! ან შენ რამ აგაკვიატა ეს ლუკა?.. არც შენ ხარ ბოლომდე დალაგებული..! სწორედ ამიტომ უხდებოდით სულ.. ანი და გიორგი და ზღვა იდეალური ტრიო.. თუმცა ვინ გაცდით.. ბედნიერებას..! *** საღამო იყო.. ყველანი კაფეში ვისხედით და ძველი სკოლის ამბებს ვიხსენებდით! –საერთოდ ლამაზო ერთი ბრძენის ნათქვამია რაა..“სჯობს ორიანსა ნაძრახსა,შატალო სახელოვანი! გამიგე?–თვალები მოჭუტა ვახომ და უცნობ გოგონას ჩააშტერდა. –მგონი ჩემი წასვლის დროა..!–გოგონა სწრაფად დგება და გადის.. ამ სიცარიელეს კი ჩვენი გოგოების სიცილი ფარავს. –ნუ ვახუსტი შენ რომ ცნობილი მგოსანი ხარ რად უნდა მაგას ზედმეტი ლაპარაკი –წვენი მოსვსვი და ვახოს დაგესვლა გავაგრძელე.! –შენგან განსხვავებით სტალინს ლექსებს არ ვუწერდი! –აი თქვით პროსტა ჩემი რომელი ლექსი გაქსვ წაკითხული!–გავიოცე მე. –არცერთი! –გამარჯობა! მე ლექსი დამეწერა და არ წაიკითხავდი? არ წაიკითხავდი კიარა სულ ფრენით მიხვიდოდი! –თვალებს რომ დაქაჩავ კანდელაკო მე კიარა ჰიტლერს ათქმევინებ დიდება ბელადსო! –გეყო!–თვალები გავაფართოვე და ვახოს მწარე მზერა ვესროლე, ამაზე ლიკა და მარი აყიყინდნენ. –ჰეჰე! კანდელაკი გაჩუმებს მგალობლიშვილი ხმა აღარ ამოიღო პრისტუპნიკობაზე! –ვიინ? პროსტა გოგოა ხელს ხო ვერ დავარტყამ!–ამის თქმა და ლუკას მაგიდაზე ხელის დარტყმა ერთი იყო.შიშისგან მაგიდასთან მჯომები ჰაერში ავხტით. –რაიყო ამაღლობელი წამოგიარა?–ლიკამ ხელი ჰკრა ლუკას რომელიც აშკარა იყო სიტყვით აპირებდა გამოსვლას. –ანისთან მაქვს სათქმელი.–დაიწყო მშვიდად. –გისმენთ დიდი ყურადღებით მე და ჩემი ოროსანებისგან სავსე აუდიტორია!–დასძინა ვახომ და მოსასმენად მოემზადა. –მინდა იცოდე რომ მიყვარხარ!რაც გადმოვედი თქვენს სკოლაში იმ დღიდან მოყოლებული სიგიჟემდე მიყვარხარ !ვიცი ვინც გიყვარს მაგრამ გადაიყვარებ! ვერ უყურებ ანუკი? სხვებს დასდევს შენ კიდე აქ.. გლოვობ!–თქვა თუ არა გიორგის გახედა რომელიც სიმწარისგან აწითელბული იყო ვიგრძენი რომ არაწმინდა მონასტერი აქ სულ მალე აირეოდა და ვახოს ხელით ვანიშნე ლუკა გაეჩუმებინა.–იცი რამდენჯერ მიგრძვნია უშენობა?.. შენი ღიმილის დანახვა მაკრთობს.. მთელ სულში მარყევს და დღე რომელიც ისე გავა სადაც შენი თბილი სახე არ გაანათებს ის დღე ჩემთვის ფუჭად წასულია.. იცი თუ მომენატრები ხოლმე მე ვწვები და ღრმად ვხუჭავ თვალებს!–ეს ერთადერთი გზაა ღრმა სიბნელეში შენი თეთრი თოვლივით სუფთა სახის დანახვის...იცი? –ღრმა ამოსუნთქვით პაუზას აკეთებს და ნაღვლიანი ხმით განაგრძობს.–იცი ადრე სასწაულების არ მჯეროდა.. მერე ვიფიქრე და მივხვდი მთელი სამყარო სასწაულია.. ბოლოს იმას მივხვდი რომ შენ ჩემი სასწაული ხარ!აქედან გამომდინარე ჩემი ყველაფერი ხარ!ადამიანებზე ნდობა არ ვიცოდი უბრალოდ რა ხილი იყო.. შენ მასწავლე როგორ გენდო..! მასწავლე სიცილის ფასი.. მასწავლე სიყვარული და მასწავლე ყველაფერი რაც კი ვიცი..მიუხედავდ იმისა რომ ყოველთვის სხვა გიყვარდა და ის სხვა იმდენად უაზროა სხვებს დასდევს და ... და შენ უბრალოდ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობდი.. მაინც იმდენად თბილი იყავი.. იმდენად ცდილობდი ჩემთვის არ გეტკინა.. გრძნობდი რომ მეც გული მქონდა..არასდროს უხეშად არ მომქცევიხარ ..პირველ რიგში როგორც ადამიანს ისე გაფასებ.. ანუკი...ზედმეტად მიყვარხარ! სიტყვა რომ დაამთავრა ამაღლობელმა ყველა გასუსულები ვიჯექით და აცრემლებული ანის პასუხს ველოდით რომ უცებ სიმშვიდე გიორგიმ დაარღვია. –რა იცი რომ ის უაზრო ვერ ამჩნევს ანიუტას?–და ეს იყო 180 გრადუსით ტრიალი.. ტრიალი უსასრულობაში.. ანისთვის ეს სიტყვები .. ან ეს წინადადება რამნიშვნელობა აქვს ეს თხრობით იყო კითხვითი თუ მბრძანებლური!.. ამ წინადადებამ შეცვალა ანი.. შეცვალა ანის მომავალი.. –ვფიქრობ ანიმ ის უნდა აირჩიოს ვისაც უყვარს!... იქიდან გამომდინარე რომ მისი სიყვარულის ობიექტი ზედმეტად ბოროტი და ეგოისტია ანიუტასთვის..!–მწარე ნაღველმა რომელიც გულში მქონდა გაჩერება ვერ შეძლო და ერთიანად ამოფეთქა.. იცით არ იყო იოლი გეყურებინა საყვარელი მეგობრის ცრემლებისთვის.. რომელსაც ყოველ შაბათ–კვირას შენს ოთახში ღვრიდა ერთი იდიოტის გამო..რომელსაც თავი ანის მეგობროად მოჰქონდა და ამით ამაყობდა კიდეც.. ეს ანისტვის გამანადგურებელი იყო.! ბიჭი რომელიც მთელი არსებთ უყვარდა გამუდმებით უტრიალებდა სიტყვებს „ ჩემი დაიკოხარ“! იცით შენ უკვე როგორცხ მეგობარი ცდილობ რომ შენი მეგობარიიყოს ისეთ ადამიანთან რომელსაც მისი სულელი გული არიჩევს კიარა! ისეთთან ვისთანაც რეალურად ბედნიერი იქნება..! სულელი ვახსენე?> ჰოდა ეგ ჭირდა ანიუტასაც...გული ვერ უშვებდა.. გონებას ჯანდაბაში უშვებდა.. მე თუ მკითხავთ სავალალო შეცდომა დაუშვა როცა მაგიდიდან წამოდგა და უკან მოუხედავად წავიდა.. წავიდა სიბნელეში.. ლუკასთვის უსასრულობაში..რამნიშველობა ჰქონდა ლუკასთვის სად წავიდა ანი? მთავრი ის ხომ იყო რომ ანი წავიდა..! წასულს უკან ვინღა მოაბრუნებდა.. ისევ აბაშიძე.. ისევ ბამბის ნაყინი.. ისევ ზღვა.. ანი გიორგი და ზღვა..! საუკეთესო ტრიო.. ანისთვის..! ბედნიერებამ როდემდე გაძლო? ვერ გეტყვით იცი?.. დიდხასნ რომ არა ეგ ფაქტია.. თითქოს ახლოს იყვნენ.. თითქოსერთადაც იყვნენ.. ვისღა ახსოვდა საწყალი სალომე რომელიც ბათუმელ ბიჭთან გათხოვდა.. ყველაფერმა მალევე მიიღო სერიოზლი ფორმა. *** არც ჩემმა ლექციებმა გაჭრა და არც ანის დედის ლაპარაკებმა.. მაინც ერთად იყვნენ.. თუმცა ანიმ მუდამ იცოდა რომ გიორგის ჰყავდა იქ სადღაც მიკარგულში ეღტი დამატებითი.. რათ უნდოდა მაგას ბევრი ლაპარაკი გიორგი გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ანი კი ამას გაგებით ეკიდებოდა და არანაირი რეაქცია არ ჰქონდა ამაზე.. ჩემს მეგობარში ყოველივე ეს მაცოფებდა.. ვერ ვუშვებდი ამას ჩემს მდგომარეობაში.. ნუთუ შევძლებდი მეც იმდენი მომეთმინა რასაც ეს პატარა გოგონა აკეთებდა? ვერა ვერ შევძლებდი! ამიტომაც არ მყავდა არავინ..! ამავდროულად ლუკა ანის არ ეშვებოდა.. იყო გულისგამგირავი უკვე მოსაბეზრებელი წერილები .. მერე გიორგის საქმის გარჩევები .. ლუკა თავის პოზიციაზე ურხევად იდგა და წარბის შეუხვრელად გაიძახოდა“მე მიყვარს ანიო“ .. როდემდე მოუთმენდა ამას აბაშიძე? ეგ არავინ იცოდა.. მაგიტომაც იყო ანი სულ დაშინებული დადიოდა უეჭველად მოკლავენ ერთ დღეს ერთმანეთსო... გიორგის დაბადების დღე იყო.. 20ის ხდებოდა.. დაბადებსდღე რომ მიმდინარეობდა... ვგულისხმობ ლხინი შუა ფაზაში რომ იყო.. ტრადიციულად სიყვარულის სადღეგრძელო შესვეს.. და როგორც იუბილარის შეყვარებული ანიც ადღეგრძელეს. გიორგის მამამ დიდხანს ერთად ყოფნა უსურვა წყვილს და ეს მომაბეზრებელი დალოვები რომ დამთავრდა რიგი გიორგიზე მიდგა.. –იცით ..? ანი ისეთი თბილია..ისეთიი ცანცარა.. მხიარული თან ბრაზიანი, ჩემი გოგონაა.. სახელად გაზაფხული..! ჩემი ჰაერია,ცხოვრება ანის გარეშე უაზროა.. 19ისაა და მაინც ბავშვია..–იცინის..–განსხვავდება სხვებისგან.. უბრალოა და გულწრფელი.. არასდროს უნდა გული მატკინოს... ყოველთვის ისე იქცევა როგორც მე მომწონს..! არ ვიცი მანამდე რატომ არ ვიყავით ერთად..? ალბათ ისევ ჩემი ბრალია..! მას ვერაფერში ცილს ვერ დავწამებ..! როგორ გითხრათ სუფთაა ყველანაირად..! ჩემი პატარა გოგოა.. ჩემი ნარკოტიკია..! რომ დავიწყე მისი სიყვარული .. ვეღარ ვეშვები.!ანიუტა.. მიყვარხარ!–მთელი დარბაზი ტაშის ხმამ გააპო..პირველად ვიგრძენი გიორგისგან ამხელა სიყვარული ანის მიმართ.. ვიგრძენი ჩემი სულელი მეგობრის ბედნიერი ცრემლები და მეც ლიკაც მარიც და რუსაც ერთდროულად ავტირდით..ოთხივე ვტიროდით.. იმიტომ რომ ანიც ტიროდა... ოთხოვეს გვიყვარდა იმიტომ რომ ანისაც უყვარდა!იმ დღეს ალბათ დავრწმუნდი რომ მე ვცდებოდი! რომ გიორგი ისეთი ცუდიც არ იყო..რომ გიორგიშიც იყო რაღაც რაც ასე ძალიან უყვარდა მის ანიუტას.! იყო ცრემლებიც.. ანიუტას ცრემლები მის წითელ ლოყებზე რომლებიც გიორგის სიყვარულს ამოწმებდნენ! ** თქვენ წარმოიდგინეთ მის შემდეგ არაფერი ისეთი არ მომხდარა.. ჩვეულ რითმში ცხოვრება.. ისევ სწავლა და გადახურებული ტვინები.. ისევ ცივი ყავით გონების განტვირთვა.. ისევ ნაპოლეონი.. იევ ბონაპარტე.. ისევ გამოცდები.. გამოცდები რომ დავამთავრეთ.. ანის დაბადებისდღე იყო.. არ გაგეცინოთ.. ახლა ალბათ ამბობთ ამან დაბადებისდღის მეტი არაფერი იცისო? მაგრამ.. ამ დაბადებისდღის ამბავი .. სხვა იყო განსხვავებული.. შემზარავი.. 13 აგვისტო თენდებოდა.. ტელევიზიები ერთსადაიმავეს გადმოსცემდნენ. –როგორც ირკვევა გიორგი აბაშიძემ დეპუტატი ზურაბ აბაშიძის ძმისშვილმა მისი მეგობარი ლუკა ამაღლობელი დანით რამდენჯერმე დაჭრა.. სამართალდამცავები ადგენენ დეტალებს. შემთხვევის ადგილას აღმოჩენილია ცივი იარაღი. არ ვიცი რატომ მაგრამ არავის იმ დილით ტელევიზრისთვის ყური არ დაუგდია.. მხოლოდ შუადღის 17 საათზე გახდა ცნობილი რომ.. გიორგი უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო გადაყვანილი.. შემძრა ანის ხმამაღალმა ყვირლმა.. ითხოვდა სამართლას.. კითხვებზე პასუხს.. რატომ მოკლა..? მკვლელი? მკვლელი ხომ .. ეს ხომ .. ეს წარმოუდგენელი იყო.. მაგრამ ესეც მოხდა.. დაკავების იზოლატორში ლიკას მანქანით მივედით.. თუმცა გიორგის ნახვის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრებს ჰქონდათ.. მისი ადვოკატი დასაიმედებელს ვერაფერს ლაპარაკობდა.. სასამართლო პროცესია კარგა ხანს გაჭიანურდა.. 15 წელი მიუსაჯეს.. დაღუპულის ოჯახისთვის სასაცილო ციფრი იყო.. ვიჯექით სასამრთლოზე და მოსამართლის ჩაქუჩის ხმის გარდა არავის არაფერი გვესმოდა.. მეც კი ყურები დაბუგული მქონდა და ვცდილობდი გონებასთან ახლოს არ მიმეშვა გიორგის პატიმრობის ამბავი.. რის ნიადაგზე მოკალიო რომ ჰკითხეს პირადი ანგარიშსწორების ხარჯზეო.. სხვა მეტი არაფერი დასცდენია გიორგის.. მის მერე შეიცვალა სამყარო.. ფერებმა ფერიც დაკარგეს.. ცამ ღრუბლები შეიძინა მუდმივი.. ანისთვის ყველაფერი იყო ნაცრისფერი.. მის მერე აღარც ვახო გვინახავს რომელიმეს.. რუსეთში წასულა თურმე.. 1 წლის შემდეგ ყველაფერი ისე გრძელდებოდა როგორც ადრე.. ანის ისევ გიორგის ფოტო ედო ლოგინის თავთან.. მეორე წელს ვიღაც გოგონა გამოჩნდა რომელიც გიორგისგან თურმე შვილს ელოდებოდა.. თუმცა რათქმაუნდა ტყუილი იყო დენემს ანალიზით გიორგის ეს ბავშვი არ ეკუთვნოდა. ანისთვის ეს დამატებითი წვეთი იყო და ვულკანმაც ამოფეთქა.. გაზაფხული ზამთარმა შეცვალა მასში.. მუდმივად ჩაფიქრიანებულ და გულნატკენი დადიოდა ერთდროს გაზაფხულად წოდებული მხიარული გოგონა.. და ყველაზე მეტად ამას ჩვენ განვიცდიდით.. მუდმივი იმედ გაცრუება ჰოქნდა ამ გოგოს გიორგისგანნ.. მცირე იყო ბედნიერი დღეა ანის ცხოვრებაში.. დღე რომელიც გიორგის უკავშირდებოდა.. სამი წლისთავზე ანისთვის ყველაფერი უაზრო იყო.. მეოთხე წელს თითქოს ამოისუნთქა იმდენად აღარ განიცდიდა და მივიწყებულ ტკივილსაც არავინ ახსენებდა. მეხუთე წელს სასწაულებრივად გიორგი ციხიდან გამოვიდა.. მე და ანიმ ვიჩხუბეთ.. *** აწმყო.. *** –„ორი კვირა გავიდა არ აპირებ შეხვედრას?...მინდა რომ ყველაფერი აგიხსნა..“–ტექსტური შეტყობინება მისწერა გიორგიმ ანის.. შეხვედრა ბარში დათქვეს.. კარის ზღურბლს ფეხი რომ გადააბიჯა ცრემლები წასკდა.. უცებ მოიწმინდა და მაგიდას მიუახლოვდა.. გიორგიმ ადგა სკამი გამოუწია და დასვა.. –როგორ ხარ? –საქმეზე გადავიდეთ.! –ანი.. –გისმენ. –ვიცი რომ ჩემზე არასწორი წარმოდგენა გაქვს.. –ასე ადრე ასე იოლად ვინ გამოგიშვა.. –დამამთავრებინებ? –გისმენ.! –ხუთი წლის წინ..შენთვის დაბადებისდღეზე ეს ბეჭედი ვიყიდე..–მაგიდაზე ბეჭედი დადო.ანი კანკალმა აიტანა– საიუველირო მაღაზიიდან გამოვედი თუ არა ლუკა და მისი სამი ძმაკაცი დამხვდა.. ბაღისკენ წამიყვანეს სალაპარაკო გვაქვსო და ჩხუბი დაიწყეს..არც მე ჩამომიტოვებია რომელიმე.. ის სამი იოლად მოვიგერიე ლუკამ კიდე ზურგში და ფეხში დამჭრა.. ციხიდან იოლად იმიტომ გამომიშვეს რომ ბიძაჩემა მოითხოვა საქმე თავიდან გადაეხედათ..5 წლის წინ ვფიქრობდი რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.. მაგრამ იქ ფიქრსითვის დიდი დრო მქონდა.. მივხვდი უაზრო ცილისწამების გამო მთელი ცხოვრება იქ არ უნდა გამოვიკეტო.. ბიძაჩემმა საუკეთესო ადვოკატი დამიქირავა და მანაც მოახერხა მოსამართლესთან საქმის მოგავრება.. უამრავი გამოკვლევა ჩამიტარეს და მეც ჩვენება შევცვალე.. ლუკა ჩხუბის დროს.. აფექტურ მდგომარეობაში შემომაკვდა ანი.. არც კი გესმის რეებს მელაპარაკებოდა. მეუბნებოდა რომ იქვე მომკლავდა მის ძმაკაცებთან ერთად და შემდეგ შენზე.. –დაამთავრე .! –შენზე ძალას იხმარდა.. ჩემთვის პიკს მიუახლოვდა ეს ყველაფერი..! წარმოიდგინე ჩემს ადგილზე თავი.! –რატომ არ მითხარი? –მაშინ ჩავთვალე რომ აზრი არ ჰქონდა ..შეგიძლია ჩემი საქმე გადაამოწმო,თუ ჩემი არ გჯერა.! –ახლა რაგინდა? –რა მინდა?.. –ჰო აქ რომ მოდი და დამიბარე რის მიღწევას ცდილობ? –ჰმ..!–ტუჩის კუთხეში ნაზად იღიმის. – არ მოგენატრე?.. –იცი.. შენ არ ხარ საკამრისი იმისთვის რომ ამაღელვო! შენ ეს არ შეგიძლია.. –ცდები ხომ იცი რომ შემიძლია.. –გიორგი! ამდენი ხნის განმავლობაში..მაშინ როცა საუკეთესო დრო უნდა გამეტარბინა შენზე ტირილში ვაღამებდი!და ამ ბოლო პერიოდში აღარ მიგრძვნია უშენობა.. აღარ დავინტერესებულვარ როგორ ხარ..! და იცი..? ეს მეტკინა..! მეტკინა ის რომ შენი დავიწყება იმ ტანჯულმა 5 წელმა შეძლო.!შეიძლება კიდეც გვიყვარდეს ერთმანეთი მაგრამ ერთმანეთს აღარ დავუბრუნდებით..! ჩვენს შორის კედელია!.. რასაც ჩემი სიამაყე და შენი წარსული ჰქვია.. –რიდდან გახდი ამაყი? –შენ გამხადე ამაყი! არც კი იცი რამდენი მაწუხებდა ამ ყველაფრის შემდეგ .. ზოგი რატომ და ზოგიც რატომ. –რას გულიხსმობ! –იციი რასაც ვგულისხმობ!უბრალოდ ერთს გთხოვ შემეშვი.. –ანიუტა.. –გიორგი გთხოვ! –ნუ მთხოვ რომ გაგიშვა..? როგორ გაგიშვა 5 წელი შენს გამო ვითვლიდი დღეებს! მითხარი რა ძალით გაგიშვა? –უნდა გამიშვა გიორგი! –როდის დავყოლილვარ შენს ნებას ახლაც რომ დავყვე! შენ თუ ამაყი ხარ მე პატიმარი ვიყავი! არც კი იცი რა ცხოვრება გამოვიარე ეს 5 წელი 50 უდრიდა ჩემთვის ..შენთვის ვათენდებდი ყოველ დღეს და ახლა მეუბნები რომ გაგიშვა?..ანიუტა ასეთი სულელი გგონივარ? შენ არ მეუბნებოდი შენი ოცნება არსად გაუშვაო? –უნდა გაუშვა..!–გოგონა დგება ნელი ნაბიჯებით კაფეს ტოვებს.. ეს ის პატარა გოგონაა ბინის კუთხიდან.. ეს ის გოგონაა გიოს გაზაფხული.. ეს თბილი გოგონა იყო ადრე რომ ვიცნობდი.. ეს იყო ვერის უბნის პატარა გოგონა..! მორიგი დრამა! ჰუჰ!ორ დღეში დაწერილი პატარა მოთხრობააა)) გთხოვთ რომ შეაფასოთ ერთ გოგონას ეს ძალიან სჭირდება.. არა ლიზას არა! სხვას..! დამიჯერე ჩემო პატარავ შენი სიყვარულიც ოდესღაც გაახელს თვალს და იმ სხვის მაგივრად შენ დაგინახავს...შენს საყვარელ თბილს სახეს და შენ გაზაფხულის ღიმილს.. შენი ჭორიკანა ლიზა კანდელაკი.. მარტო მე კიარა ამ პატარასაც სჭირდება გამხნევება..! ისტორია დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე! პ.ს. ვუსამძიმრებ ყველა თბილისელს და საერთოდ ყველა ქართველს საქართველოს ასეთ ტრაგედიას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.