როცა გულით გსურს (სრულად)
მეგობრის დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ. როგორც ყოველთვის, ახლაც მომავალი შვილის სახელზე კამათობდნენ. არა, ზოგადად თითქმის ყველაფერს კამათობდნენ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გიო უამრავი თხოვნის მიუხედავად მაინც არ თმობდა თავისას და მომავალი შვილისთვის სახელის დარქმევა თვითონ უნდოდა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა ნიცა მაინც თავისას გაიტანდა. რატომღაც მაინც ძალიან ჯიუტობდა... სხვა დროს 5 წუთში უთმობდა ხოლმე ყველაფერს, ოღონდ ნიცა არ გაბრაზებულიყო და არ ენერვიულა. ხოლო ბავშვის სქესის გაგების შემდეგ კი ვერაფრით თმობს თავის პოზიციას და თავის ვაჟკაცს უნდა დემეტრე დაარქვას. ნიცა რა ნიცა იქნებოდა თავისი სიჯიუტე აქაც არ გამოეჩინა და ქმრისთვის არ დაეთმო. პირველი შვილია და ბუნებრივია ვერ თანხმდებოდნენ.. რა ქნან? ორივე აღფრთოვანებულია ამ ამბით და ერთი სული აქვთ პატარას როდის ჩაიკრავენ გულში. ხო, კამათს რაც შეეხება ნიცას მდგომარეობის გამო ყოველთვის მალე სრულდება, მისთვის ზედმეტი ნერვიულობა არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვერ თანხმდებიან სახელზე. ხან ერთი თმობს ხან მეორე, ბოლოს მაინც არცერთს ეთმობა და ისევ თავიდან იწყებენ... ნიცა ისევ თავის „სტიქიაში“ იყო, საშინელმა, გამაყრუებელმა ხმამ და სინათლემ გონება რომ დაუბინდა... გონს საავადმყოფოში მოვიდა... თვალები ნელა გაახილა. იქაურობა ვერ იცნო. საშინლად გაბრუებული იყო და თითქმის ვერ მოძრაობდა. ფრთხილად წამოიწია საწოლზე და გიო იკითხა. ახლად შემოსულმა ექთანმა ისევ საწოლზე დააბრუნა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. –სად არის ჩემი ქმარი? გიო სადაა? –მაინც ვერ მშვიდდებოდა და თვალებით მეუღლეს ეძებდა. –დამშვიდდით, თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ახლა უნდა დაისვენოთ! –მის დამშვიდებას ცდილობდა ექთანი, მაგრამ როგორ დაამშვიდებდა? მის საყვარელ ადამიანზე არაფერი იცის. მომხდარი ავარია გაახსენდა და ისევ წამოდგომა სცადა –უნდა ვნახო, სად არის ჩემი ქმარი? დაუძახეთ, მე ის მჭირდება! სწრაფად! მოვიდეს უთხარით! –დამშვიდდით! –ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას. გამაყუჩებელსაც ვერ უკეთებდნენ. ორსულისთვისარ შეიძლებოდა. –ნიცა! –ოთახში დედამისი შემოვიდა –დედიკო, ჩემო საყვარელო, როგორ ხარ დე? –მე კარგად ვარ. გიოს დაუძახე –მუდარით სავსე თვალებით შეხედა დედას –დაწყნარდი დე, დაწექი და დაისვენე, ხომ იცი არ შეიძება შენთვის ნერვიულობა. ნაადრევი მშობიარობა არ დაგეწყოს დეე –დედა! –ხმა გაიმკაცრა ნიცამ –სად არის გიო?! –მომთხოვნი გაუხდა ხმა. უკვე მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. –დამშვიდდი დედი, ოპერაციას უკეთებენ –უკვე აღარ ქონდა აზრი დამალვას. –რა ოპერაციას? რათ უნდა ოპერაცია? რა დაემართა? ღმერთო ჩემო! –ცრემლები ინსტინქტურად ჩამოუგორდა სახეზე. –წამიყვანე უნდა ვნახო! –ნიცა დე.. დაწყნარდი, ხომ იცი რა მდგომარეობაში ხარ? დამამშვიდებელი არ შეიძლება რომ გაგიკეთონ, ამიტომ შენ თავს უნდა მიხედო. –მე კარგად ვარ! –უხეშად გააწევინა ხელი –გიოსთან წამიყვანეთ! –რამეს რომ აიჩემებდა ვინ გადაათქმევინეებდა. მითუმეტეს ახლა, როცა არც კი იცის მისი მეუღლე სად არის და როგორაა? უნდა ნახოს რომ გაიგოს. თვითონ თუ არ ნახა სხვას ვერ დაუჯერებს. ეტლი მოუტანეს და მისი დახმარებით აიყვანეს საოპერაციოსთან. ყველა იქ იყვნენ, მისი მეგობრები, მშობლები, ახლობლები. ყველა ვინც მათთვის მნიშვნელოვანი იყო. –რამდენი ხანია შეიყვანეს? –ისეთი ხმით იკითხა ზედმეტ პასუხებს რომ არ საჭიროებდა. –3 საათია -კარგად იქნება! –მიმართა დედამთილს და ანიშნა ტირილი შეეწყვიტა კიდევ 5 საათი ელოდნენ საოპრაციოდან გამოსვლას. ნერვიულობა უკვე პიკში იყო, მაგრამ მაინც მედგრად იდგა ნიცა და ექიმის გამოსვლას ელოდებოდა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ გიოს არაფერი დაემართბოდა. ან რა უნდა დამართნოდა, ისინი ხომ მალე მშობლები გახდებოდნენ? ისე როგორ წავიდოდა ამ ქვეყნიდან თავისი შვილი ერთხელ მაინც არ აეყვანა ხელში და არ ეკოცნა? ამიტომ ყველა ცუდი ფიქრები გონებიდან გააქრო და მხოლოდ კარგი ამბის მოლოდინში თვალს არ აშორებდა საოპერაციოდან გამოსულ ექიმს. –როგორ არის? –რამდენიმე წამიანმა დუმილმა სული გაუყინა –რეანიმაციაში უნდა გადავიყვანოთ... ვერაფერს შეგპირდებით... ძლიერი ბიჭია და იმედი მაქვს გაუძლებს... –გაუძლებს!!! –ასეთ სიმკაცრეს და სიმტკიცეს ნიცასგან არავინ მოელოდა, მაგრამ სხვა რა გზა ქონდა? მისი შვილისთვის უნდა მოქცეულიყო ასე! შვილი, რომელსაც მამა აუცილებლად უნდა ჰყოლოდა. –მანახეთ!!! ექიმმა მისი მდგომარეობის დანახვისას შეწინააღმდეგება ვერ გაბედა –როგორც კი რეანიმაციაში გადავიყვანთ თქვენ შებრძანდით. ახლა საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა ძალიან სჭირდება. –თავი დაუკრა და ოჯახი მარტო დატოვა. მიუხედავად ექიმის სიტყვებისა ერთი წამითაც არ დაუშვია, რომ გიოს რამე დაემართბოდა! ადამიანს, რომელსაც აღმერთებდა, რომელთანაც მზად იყო მთელი ცხოვრება გაეტარებინა, რომელსაც მალე შვილს აჩუქებდა, ახლა, მათი გაცნობიდან ზუსტად 5 წლის თავზე?! არა!! 5 წელი!! ეს ხომ ძალიან ცოტაა დროა! გაახსენდა როგორ გაიცნეს ერთმანეთის, ზუსტად ამ დღეს, იმ მეგობრის დაბადების დღეზე, ვისგანაც ამ ავარიის დროს ბრუნდებოდნენ. რამდენი ხანი „აწვალებდა“ გიოს. „გადი, დამანებე თავი, არ მომწონხარ და რა გავაკეთოვო?“ მამაკაცის ყურადღება კი საოცრად სიამოვნებდა. რა სიტყვებს არ ეუბნებოდა, მაგრამ მეორე დღეს მაინც სადარბაზოსთან ელოდებოდა ხან ყვავილებით, ხან შოკოლადებით და ხან რა საჩუქრით ხელში. ბოლოს ვეღარ გაუძლო და მაინც გრძნობებმა სძლია. ერთი წლის წინ კიდეც იქორწინეს. საუკეთსო წყვილი იყო. სწორედ მათზე იყო ნათქვამი „ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო“. ქუჩაში, რომ გამოდიოდნენ გულგრილს ვერავის ტოვებდნენ. საუკეთესო წყვილად აღიარებდნენ. არავის გამორჩებოდა მათი სიყვარულით სავსე მზერა. ორივეს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ, მაგრამ მათ ერთმანეთის გარდა არავინ უნდოდათ. უამრავი რამ გადაიტანეს ერთად ყოფნისთვის, უამრავ გამოცდას გაუძლეს და ბოლოს საოცარი ქორწილით დააგვირგვინეს. ყველას ეგონა, რომ ასეთი სიყვარული მხოლოდ ზღაპრებში იყო, მაგრამ ამ ქვეყნადაც ხდებოდა სასწაულები. მათი შეხვედრაც სასწაული იყო., მათი სიყვარულიც და საერთოდ ყველაფერი სასწაულად იქცეოდა, როდესაც ისინი ერთად იყვნენ. ძლივს „მიგორდა“ მის საწოლთან. აპარატზე შეერთბული ქმარი, რომ დაინახა, სული გაეყინა, მაგრამ მხოლოდ ერთი წამით. ახლა ამის დრო არ იყო. ძლიერი უნდა ყოფილიყო თავისი შვილისთვის და მეუღლესთვის. თვალებს რომ გაახელდა, ისევ ისეთი ძლიერი უნდა ყოფილიყო. ფრთხილად მიუახლოვდა და ხელზე ხელი დაადო. ამდენი ხნის შემდეგაც მის თითოეულ შეხებაზე ისევ ისე უვლიდა ტანში ჟრუანტელი, როგორც პირველ დღეს. –ყველა აქაა!!! შენ გელოდებით!!! იცოდე შენს გარეშე აქედან არ წავალთ!!! არ შეგეშინდეს, ჩვენ კარგად ვართ და მამიკოს გაღვიძებას ველოდებით... ნახე, ნახე მირტყააავს –მისი ხელი მუცელზე მიიდო –ძალიან მოუსვენარია, უკვე ეტყობა! –ცრემლებმა მაინც თავისით გაიკვლიეს გზა. –გაიღვიძე, რაა ჯერ ხომ სახელიც არ შეგვირჩვია! შენს გარეშე სახელსახ ვერ ვარჩევ! ხო გრძნობ როგორ მირტყავს? ისიც მამიკოს გაღვიძებას ითხოვს... ხომ იცი, რომ ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება და გაიღვიძე რაა!! –პალატაში ექიმები შემოცვივდნენ. ნიცა სასწრაფოდ გაიყვანეს. ვერ გაიგო რა მოხდა. რას ნიშნავდა იმ აპარატზე გაბმული სწორი ხაზები. მიხვდა რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, ძალიან ცუდი და ახლა ქმრის გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ იქ აღარავინ უშვებდა. ამაოდ ითხოვდა, კიოდა, ტიროდა, მაგრამ პალატაში მაინც აღარ შეიყვანეს. ხედავდა როგორ შერბოდნენ და გამორბოდნენ თეთრხალათიანი ექიმები მისი ქმრის პალატაში და თვითონ ვერაფერს აკეთებდა. უცბად გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო მუცელში... სასწრაფოდ სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს. მაინც ითხოვდა ქმართან შესვლას. ჩვენ არაფერი მოგვივა ახლა გიოს ვჭირდებითო, მაგრამ მშობიარობა უკვე დაწყილი იყო. მალე მისი ვაჟკაცი ქვეყანას მოევლინებოდა. ქვეყანას, რომელსაც არავინ იცის, მამამისი კვლავ შეხედავდა თუ არა. ყველა დედამ იცის რას ნიშნავს მშობიარობის დროს გამოწვეული ტკივილი, მაგრამ ასჯერ უფრო მეტად ტკიოდა გიო! მხოლოდ მის სახელს იმეორებდა! ბიჭი ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ რადგან შვიდ თვიანი იყო ინკუპატორში მოათავსეს ცოტა ხნით. ხომ გითხარით, რომ სასწაულები ხდება?! როცა ამას მთელი გულით ვითხოვთ ღმერთი არ გვწირავს! მათი ურთიერთობაც ხომ თავიდანვე სასწაულზე იყო დაფუძნებული? ექიმებმა ვერ ახსნეს რა მოხდა, მაგრამ რამდენიმე წუთით გაჩერებული გული ისევ აძგერდა... ________________________ დაახლოებით ერთ საათში "დაჯღაბნილი".... ემოციები ვერ დავიტიე და გადმოვიტანე... ალბათ ვერავინ დარჩბოდა გულგრილი იმ სიტოაციის გამო, რაც დღეს ჩვენს დედაქალაქში ხდება. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახს და მთლი გულით მჯერა, რომ სასწაულები რეალობაშიც ხდება! მჯერა, რომ ჩვენ ვიხილავთ ამ სასწაულს და ცოცხლებს ვიპოვით დაკარგულ ადამიანებს! იმასა, რასაც მთელი გულით ვინატრებთ აუცილებლად აგვისრულდება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.