შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი. (2)


16-06-2015, 15:13
ავტორი Linna
ნანახია 2 518

ნამდვილად შემეცვალა შთაბეჭდილება მასზე! თვითონმე პირში მორიდების გარეშ მომახალა რომ მკვლელია. ვერ ვიჯერებდი. ამ ფიქრებში გართული სახლშიც შევედი. ირაკლი მისაღებში იყო და ტელევიზორს უყურებდა
- მოხვედი ლანა?
- ხო
- მისმინე, შენ ხომ ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ. ხოდა 2 კვირით შენი ძამიკო მშობლებთან მიდის. მარტო უნდა დარჩე.
- აუ იკა არა რა! მეც წამოვალ. ხო იცი არმიყვარს მარტო დარჩენა
- ეგ ვუთხარი ჩვენებსაც მაგრამ შენ სასწავლო წელს ეხლა ამთავრებ და ვერ გააცდენ. დამერწმუნე შენზე მეტად მინდა რომ კალანდაძის უბანში მარტო არ გტოვებდე, მაგრამ მე მჯერა რომ ჭკვიანად მოიქცევი.
- კაიკაი.. როდის მიდიხარ?
- დღეს გვიან ღამით. შენ დაწექი არ დამელოდო. მე ჩმით წავალ.
- კაი.. - თვალები ამემთვრა. ირაკლიმ მიმიხუტა. ასე ვიდექით ალბათ 10 წუთი. შმდეგ თავის ოთახში გავიდა და ჩანთის ჩალაგება დაიწყო. მეც ჩემსაში ავედი. ვაანალიზებდი რომ აღარაფერი მრჩებოდა. ისევ და ისევ „ქარწაღებულნი“.. ოხ სკარლეტ ლსკარლეტ. რა შარში ეხვევი შე ცელქო გოგო.. ვკითხულობ და მეცინება მის საქციელებზე. როგორი თამამია.. დროა ოცნებებიდან ჩამოვფრინდე და დავუბრუნდე რეალობას რომელიც უამრავი მკვლელითაა გატენილი.
ღამეა. იკას ჰგონია რომ მძინავს, მაგრამ რა დამაძინებს. და აი კარების ხმაც გავიგე იკა კარებში შემოვიდა.
- ლანა გაიღვიძე რა..
- არ მძინავს.
- მალე გავალ, მისმინე ბევრი ვიფიქრე და გიო ხოიცი? ჩემი ძმაკაცი რა ბერიძ.
- ჰოჰო მერე?
- ჰოდა მაგას ვტოვებ ჩვენს სახლში რა. შნც მოგხედავს, სახლსაც და დარდიც არ მექნება შენზე.
- რა კარგი ხარ.. - გამიხარდა მარტო რო აღარ ვრჩებოდი და მოვეხვიე.
- ჰო თან შენ და გიო კარგად ხართ ერთმანეთთან.
გამეღიმა და მანაც იგივე გაიმეორა. შავი გიშრის თვალებით სათნოდ შემომცქეროდა. მიყვარდა მისი თვალები, ჩმი ძმის თვალები, მაგრამ მათში დიდ სევდას ვხედავდი. მე კი ვერასდროს ვბედავდი ამაზე მეკითხა.

***
- აბა ადექი ეხლა მალე ჩემი გოგო - ისმის გიორგის გაუთავებელი ყვირილი, თან კარებზე მიბრახუნებს ხელებს. ბალიში წამოვიფარე თავზე.
- აუ დამაძინე რა დღეს არ მივდივარ - კარები შემოაღო და გაკვირვებული სახით შემოვიდა - რატო რა მოხდა?
- აუ გიო სიცხე მაქ მგონი..
- კაი დარჩი დღეს, რამე ხო არ მოგიტანო? დღეს მთელი დღე სახლში ვარ და თქვენს გვერდით მიგულეთ პრინცესა სკარლეტტ - გაიცინა და აცანცარდა. მეც გამეცინა მის დანახვაზე
- ეი მოიცა სკარლეტი? შენ საიდან?
- შენი ბიბლიოთეკით დავინტერესდი - ისევ მისი საყვარელი სიცილი. მეც ვყვები ყოველთვის და მასთან ერთად მიხარია.
- კაი ეხლა გავედი და თუ რამეა დამიძახე. - ლოყაზე უცებ მაკოცა და გავარდა. მიუხედავად იმისა რომ სიცხეს აშკარად ვგრძნობდი და თავბრუ მესხმოდა, თავს ძალა დავატანე და წამოვიწიე. ამ დროს მობილურმაც უაზროდ გაიწკარუნა. უცხო ნომრისგან შეტყობინება ‘ დღეს არ მოდიხარ?’ - რათქმაუნდა მაშინვე მივხვდი ვინც უნდა ყოფილიყო. მესიჯის წაშლა დავაპირე მაგრამ მეორე შეტყობინებამ არც დააყოვნა: ‘ფანჯრიდან გადმოიხედე’. მაშინვე წამოვხდი ლოგინიდან. განჯარას მივაწდი და მთელი ძალით გამოვგლიჯე. შემოდგომის ნესტიანი ჰაერი ჩემზე დადებითად მოქმედებდა ყოველთვის და ახლაც საამოდ მომელამურა სახეზე. მზე თვალებში იმანათებდა და ხელი ავიფარე. თორნიკეც ქვევით დავინახე.
- აქ რას აკეთებ გაგიჟდი? ვინმემ რო დაგინახოს? - გამაწყვეტინა
- შენი ძმა აქ არაა. მინდა ბოდიში მოგიხადო გუშინ რომ გეუხეშე, ზედმეტი მომივიდა - რა ჯანდაბაა.. მისი ცვალებადი ხასიათი მაგიჟებდა.
- არაფერი დაივიწყე. - ფანჯრის მიხურვა დავაპირე რომ მისმა ხმამ გამაჩერა
- რას იტყვი მკვლელთან ერთად გასეირნებაზე? - მაცდურად ჩიღიმა
- ეს როგორ მივიღო?
- როგორც გაგისწორდება
- სიცხე მაქ
- კაი რა. ცოტახანი და დმაიჯერე სიცხე დაგიწევს კიდეც
- არ ვარ მარტო.
- მიზეზებს ნუ ეძებ. ვიცი რომ მარტო არ ხარ და ისიც ვიცი რომ გიორგი ბერიძეა შენს სახლში ‘ ძიძად’
- მასზე ასე ნუ ლაპარაკობ!
- ჰე ეხლა რამდენი ხანი გელოდო?
- კაი დამელოდე - რამდენიმე წუთში მზად ვიყავი, გიოს ვუთხარი სასეირნოდ გავალ თქო და არც შემწინააღმდეგებია. სალხს გავცდი თუ არა ვიღაცამ ბუჩქებიდან ხელი მტაცა და გადამითრია. ძალაუნებურად ისე მოხდა რომ ჩვენი სხეულები ერთმანეტს აეკრო. სუნთქვა აღარ შემეძლო. თორნიკე მომშორდა..
- მაპატიე, უბრალოდ არ მინდოდა ვინმეს დაენახე
- არაუშავს. ამიხსნი შენს ასეთ ცვალებადობას?
- რა ცვალებადობას?
- გუშინ მიყვირე, ეხლა სასეირნოდ მეპატიჟები.
- მერედა იმაზე არ გიფიქრია რომ ეხლა შემიძლია დანა ამოვიღო ჯიბიდან და მოგკლა? - ირონიით გადაიხარხარა თუმცა სასაცილოდ ნამდვილად არ მიმაჩნდა ეს. პირიქით დამბურძგლა კიდეც.
- კარგად ხუმრობ.
- ხო ვიცი. - საათს კოპებშეკრულმა დახედა. ისევ შეიცვალა.
- რამე ხდება?
- არაფერი უნდა წავიდე, კოლეჯში დავაგვიანებ - უცებ მომშორდა და ფეხს აუჩქარა
- თორნიკე ამიხსენი! - როგორც შემეძლო ისე დავუყვირე, ის კი ნელა მოტრიალდა დაწარბების აწევით მიპასუხა:
- მკვლელი ლანა, მკვლელი. დაიმახსოვრე. - აღარაფერი მითქვია და კორპუსებსაც მიეფარა. აბა უნდა გავისეირნოთო? მეც მაგარი ვარ! მიყენებს და ვერ ვხვდები! მკვლელისგან სხვას რას უნდა ველოდო მითუმეტეს ყოველ შეხვედრაზე ამას მიმეორებს. უნდა მისი მეშინოდეს? ჯანდაბას. მაგრამ ეს ბიჭი დიდ საუდუმლოს მალავს. თანაც არამგონია კალანდაძეს სწავლა დიდად ადარდებდეს ასე უცებ რომ გაიქცა.



№1  offline წევრი nukiiiiii

me momwons dzalian da rac mtavaria mainteresebs gaagrdzele chventvis mainc<3

 


№2  offline წევრი Linna

nukiiiiii
me momwons dzalian da rac mtavaria mainteresebs gaagrdzele chventvis mainc<3

მადლობა, გავაგრძელებ <3

 


№3  offline წევრი bar bare

Momwons gaagrdzele, es cota patara tavi iyo. Warmatebebs gisurveb

 


№4  offline წევრი tamna^^

ara mesame sxvisi dadebulia araa?zalian magaria gaagrzele ra gtxov. umagresia aucileblad gaagrzelee

 


№5  offline მოდერი desktop

ეს სათაურში წერტილი რაღა უბედურებაა what
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent