ბედნიერია გოგონა?! (4)
წარმოიდგინეთ როგორია: სრულიად უცხო ბიჭი მოდის შენთან, გიბრძანებს მასთან ერთად დაჯდე კაფეში და ბოლოს სრული სიმშვიდით გეკითხებათ: ცოლად გამომყვები? ამ სიტყვების გაგონებისას თავი ფარულ კამერაში მეგონა. - კამერები სად არის? - ვთქვი და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე. - მშვიდად, ეს ფარული კამერა არ არის და არც შენ გეღადავები. არ მსიამოვნებს შენისთანა გოგონებთან საუბარი. - რაო? მართლა? და მაშინ ცოლობა რატომ მთხოვე? - ტვინში "ამასხა". - გოგონი, ეგ უკვე შენი საქმე აღარაა, მამაშენმა გადაწყვიტა უკვე ყველაფერი. - რაა? ჩემი საქმე აღარაა? იცი რა ბიჭო საერთოდ? არ მოგყვები ცოლად! - ვუთხარი და ადგომა დავაპირე მაგრამ... - ვერსად ვერ წახვალ, გარეთ დაცვაა და თუ არ დამიჯერებ დაისჯები! გავშეშდი. - მაშინებ? - ირონიულად ვკითხე. - ეს უფრო მუქარაა, გოგონი! შეგიძლია დაჯდე. მეც მოწყვეტით დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. - რაც შეეხება შენს უარს ჩემს ცოლობაზე - განაგრძო ისევ საუბარი - უკვე აზრი აღარ აქვს, ეს კითხვა ფორმალურად დაგისვი. - ირონიულად გამიღიმა. - არ გიცნობ, არ მიცნობ, ჩემგან რა გინდა?! - აქ სწორედ ამისთვის ვართ, ერთმანეთის გასაცნობად. აქ პაუზა... - არ აპირებ გამეცნო? - გაღიზიანება დაეტყო. - დარწმუნებული ვარ ჩემს შესახებ ყველაფერი იცი! - ვუთხარი. - არა, ძალიან ცდები, არაფერი არ ვიცი, მხოლოდ შენი სახელი ვიცი... ლ... ლ... - ვერ იხსენებდა - ლ... ლერი ხო? - ბოროტულად ჩაეცინა. - ლორა! - შევუღრინე. - რანაირი სახელია ლორა! - ამრეზით თქვა. - შენი სახელი მითხარი ერთი! - აგდებულად ვუთხარი. - სებასტიანი. - სრულიად მშვიდად მომიგო. ლორა რაღაცნაირია და სებასტიანი არა ხო? დაინახავს! - სებასტიანი ნამდვილი ქართულია რას ამბობ! - დავცინე. - ლორას ნამდვილად ჯობია. - დამგესლა. ისეთი სახით შევხედე, თითქოს შემეცოდა. - კარგი, მოდი პირველი მე გაგეცნობი - თქვა და დაიწყო: - მე სებასტიან ბაგრატიონი ვარ, 25 წლის, ერთ-ერთი კომპანიის მეპატრონის დიმიტრი ბაგრატიონის ვაჟიშვილი. - ვაჟიშვილი როგორ არა! - გავიფიქრე ჩემთვის - ნამდვილი ბაბნიკი იქნება. ამ ფიქრებში მყოფს ჩემდაუნებურად გამეღიმა. - რამე სასაცილოს ვამბობ? - ჩაახველასავით სებასტიანმა. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. - შენი ჯერია გოგონი, გამეცანი. - მე ლორა ობოლაძე ვარ, 18 წლის, ვსწავლობ უნივერსიტეტში და ბლა, ბლააა, ბლააა! - ვამბობ, რომ შენნაირ გოგონებს ვერ ვეწყობი. ამპარტავნები და ამაყები ხართ. - მართლა? მოდი ყველამ ჩვენს ნაკლს მივხედოთ! ჩაიცინა. - ჩვენი წასვლის დროა! - მითხრა და ფეხზე ადგა - მოდიხარ?! - შენთან ერთად? - ავიმრიზე. - დარწმუნებული იყავი, რომ არც მე მსიამოვნებს შენთან ერთად სიარული. - ასე თუ გეზიზღები თავი დამანებე რა საერთოდ! - აბა რა გინდა, შეგიყვარო და მზრუნველი ქმარი გავხდე? - დამცინა. - შენნაირი ქმარი არ მჭირდება არაფრად! - წამოვიძახე. მიმტანმა გოგომ ამოიკვნესა, ეტობა სებასტიანს თვალი დაადგა. სებასტიანს ჩაეცინა. - შენ არა, მაგრამ სხვებს კიი! - ეს მითხრა, მაგიდაზე ას ლარიანი დადო და წავიდა. მერე ისევ მოტრიალდა და მითხრა: - ცნობისთვის, ზეგ ქორწილი გვაქვს! - შემდეგ ისევ წავიდა. ზეგო?! ახლავე უნდა დავეწიო და ყველაფერი გამოვკითხო. - ეეეი, ბიჭოო! ბიჭო! - ვერაფრით გავაგონე - სებასტიან! - ვუყვირე ბოლოს. - ჩაჯექი! - მითხრა როცა ფანჯრის მინა ჩამოწია. მეც უკან ჩავუჯექი. - ზეგ ქორწილი გვაქვს? - ვკითხე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. - მეტიც, ხვალ ნიშნობა გვაქვს. - თქვა. თავი ხელებში ჩავრგე. - ხვალ დილით მე თუ ვერ მოვახერხე, ჩემი მძღოლი გამოგივლის, ის ჩარლი ჩაპლინი რო გახლდა გუშინ... გავაწყვეტინე. - ჩარლი ჩაპლინი კი არა ჩემი დაქალია გასაგებია?! - წაიყოლე - ჩემს სიტყვებს წაუყრუა - და კაბა იყიდე საღამოსთვის და საქორწინო კაბაც მოაყოლე, გამიგე თუ გაგიმეორო? - დამცინავად შემომხედა. - ყრუ არ ვარ, მესმის, მაგრამ არა მგონია ეს ქორწილი შედგეს! - ირონიულად ვუთხარი. - ცრუ იმედები არ გქონდეს გოგონი! - მითხრა და როგორც იქნა მოკეტა. *** ჩემს სახლთან მანქანა გააჩერა. არც დავმშვიდობებივარ ისე გამოვგლიჯე მანქანას კარები და სახლში შევვარდი. კარზე ზარი დავრეკე. შემთხვევით უკან გავიხედე და დავინახე, რომ სებასტიანიც მოდიოდა. კარი ლენამ გააღო. - აი თურმე რა ხდებოდა! აი თურმე! ყოჩაღ! ყოჩაღ ყველას! მამა შენ განსაკუთრებული მადლობა! ბედნიერი ვარ ძალიან! - დავიწყე ყვირილი ჰოლში და სასტუმრო ოთახში შევვარდი. - ლორა დამშვიდდი! - დამიყვირა მამაჩემმა. ოთახში შესულს ასეთი სანახაობა გადამეშალა: მთელი ჩემი სანათესაო აქ იყო. ლენა, საბა, ნიკა, ქეთა მამიდა, დიმა (ქეთას ქმარი) მათი ორი შვილი: უფროსი ანკა 17 წლის და უმცროსი 1 წლის თეკო. ნოდო და გოგა (ნიკას ძმაკაცები). ჯემოს გარდა ყველა იქ იყო. არადა, როგორ მჭირდებოდა ჯემო... - მამა, ეს როგორ გამიკეთე, მამი? მე ხო შენი ლორა ვარ? მამა? ჯერ ბავშვი ვარ! - ცრემლები ჩამომიგორდა. - ლორა, მეც არ მინდოდა... გთხოვ დამშვიდდი და მაპატიე! - შეევედრა ნიკა. - რა არ გინდოდა მამა, რაა? შენ შეგიძლია მე არ გამათხოვო, გესმის, შეგიძლია! - უკვე ვბღაოდი. მამამ ამოიხვნეშა. - არა ლორა, არ შემიძლია, უნდა გათოვდე. - გამარჯობათ! - ახლად გაცნობილი ბარიტონი მომესმა. მამამ სევდიანად გახედა, ბებიას სახე აემღვრა, ბაბუას ძარღვები დაებერა, ქეთას კი ცრემლი გადმოუგორდა. მეც გავიხედე მისკენ. სებასტიანი მშვიდი სახით იდგა, არავითარი ემოცია არ დასთამაშებდა. - ლორა დამშვიდდი! - მითხრა. წარბი ავწიე და დამცინავი სახით შევხედე. - დავმშვიდდე?! შენ მშვიდად ხარ? - სრულიად! - მითხრა. - თუმცა რაა, შენ კი არ გათხოვებენ! - მწარედ ჩავიცინე. - ნიკა, თქვენთან დალაპარაკება მინდა! - მიმართა ნიკას - ოღონდ ცალკე! ნიკამ ხელი კაბინეტისკენ გაწია. - მეც მოვდივარ! - ვუთხარი და დავიძარი. - შენ არა! - მითხრა სებასტიანმა. - აჰ, რატომ? ბოლო-ბოლო ჩემს ქორწინებას ეხება ეს საქმე! - აგდებულად ვთქვი. - ლორა აქ დარჩი! - თქვა მამამ. - არა მე მოვდივარ! - გავჯიუტდი. - ლორა დარჩი! - მიყვირა. ნიკას ჩემთვის არასოდეს უყვირია, ამიტომ საბრალო სახე გამიქვავდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა. ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. საღამო იყო, მაგრამ ტანსაცმელი უცებ გავიხადე და ლოგინში ჩავწექი. აღარავინ მყავდა... აღარავინ ჯემოს გარდა... *** დილას თავი ძალიან მტკიოდა. ბუნებრივიცაა იმდენი ვიტირე. ლოგინზე ჩამოვჯექი. ბოლოს ავდექი. სარკეში ჩავიხედე. თვალები ჩაშავებული მქონდა, ნამდვილი ზომბი ვიყავი - ვერც ვაზროვნებდი, ვერც ვინძრეოდი... მხოლოდ ახლაღა გამახსენდა, რომ მშიოდა. დაბლა ჩავედი და პირდაპირ მაცივარს ვეტაკე. როგორღაც "ცოცხალი სალათი" გამოვიღე და ჭამა დავიწყე. მხოლოდ ახლაღა გავიაზრე, რაც გუშინ მოხდა. დღეს ნიშნობა მაქვს! *** ტელეფონმა დამირეკა. უცხო ნომერი იყო. - ალო. - ლორა დაბლა ჩამოდი, საყიდლებზე მივდივართ! - მითხრა ნაცნობმა ბარიტონმა. ტელეფონი გავთიშე, მოსაცმელი მოვიცვი და დაბლა ჩავედი. მამას კუშტად გავხედე. - ლორა არსად არ წახვიდე! - მითხრა მამამ. მექანიკურად შემოვტრიალდი. - ჩემს საქმროსთან მივდივარ, არ შეიძლება?! ეტყობა მიხვდა სადაც მივდიოდი. *** დაბლა ჩასულს სესი უკვე სებასტიანის მანქანაში იჯდა. - სხვათაშორის მე და სესიმ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. - მითხრა სხვათაშორის საქმრომ. - მმმ... კარგია... ბარემ ეს მოგეყვანა ცოლად? მე ხომ ვერ გამიგე?! - საქმის ბრალი რომ არ იყოს, დარწმუნებული იყავი, რომ არც შენ არ მოგიყვანდი ცოლად. - ჰაჰ... ქორწილი ხვალაა ხომ? - ვიკითხე. - კი, და კაბას ახლა შეარჩევ. - იეეეეს! - სესილი აყვირდა - ლორა თეთრ კაბაში გნახავ! - გაეღიმა. - ნეტა ამ დღეს არ მოვსწრებოდი... - ამოვიოხრე. სებასტიანმა სარკიდან შემომხედა და მანაც ამოიოხრა. *** - აი, ეს კაბა იყიდე! მაგრად მოგიხდება! - ყვიროდა სესი. - სესი შეიგნე, რომ ასეთ ძვირიან კაბას მე არ ჩავიცმევ! სებასტიანი თავისი შარვალ-კოსტუმის საყიდლად იყო გასული. - მაშინ ეს! - არც ეს! - დაავუწუნე არჩევანი. - კარგი რაა ჩაიცვი! - სესის ყელში ამოუვიდა ჩემი ხვეწნა. - შეიგნე, რომ ძვირიანს არ ჩავიცმევ! ვააა! - რაო რაო?! ძვირიანს არ ჩავიცმევო? ლორა ახლავე იყიდე კაბა! - საიდანღაც გამოტყვრა სებასტიანი. - არა და არა! ასეთი არ მინდა! და საერთოდ დამანებეთ თავი! მე თვითონ მოვძებნი კაბას! - გავბრაზდი და მაღაზიის სიღრმეში შევედი. მართლაც, ბევრი ძებნა არ დამჭირდა. ისეთი კაბა ვნახე, როგორსაც ვეძებდი. თეთრი, გრძელი, მოტკეცილი კაბა იყო და უფერო სახელოები ჰქონდა. პირდაპირ დავტაცე ხელი და სალაროსთან მივიტანე. სებასტიანი შეშფოთევული მომვარდა: - ამას ყიდულობ?! - ხო რამე პრობლემაა?! - გაგიჟდი? უკეთესი იყიდე. - ან ამას ვიყიდი, ან ქორწილს ჩავშილი! - ჩავისისინე. თავი გადააქნია და მომშორდა. *** სახლში ყველა ფუსფუსებდა. სიძე მოსდიოდათ სახლში და აბა... მამას მუშები დაექირავებინა. მე სესისთან ერთად ოთახში ვიყავი, უკვე მომზადებული. და აი დადგა 7 საათი. ჩამოკრა უბედურების ზარმა და ამ დროს დარეკა ჩვენი სახლის ზარმა. დაბლა ჩავედით. როგორც ბებემ მომისიყვარულა და დამარიგა, ზუსტად ისე უნდა მოვქცეულიყავი. სახეზე ღიმილი მივიწებე და დედამთილ-მამამთილს ასე დავხვდი. სადედამთილომ კარგად მიმიღო, არაფერი იცოდა, მამამთილი კი საცოდავი სახით მიყურებდა. კიდევ ვიღაც კაცი ახლდათ... ვიღაც კაცი კი არა... ის კაცი, გუშინ წინ კინაღამ რომ დავეჯახე. ჰაჰ... სებასტიანი არსად ჩანდა. სტუმრებს სასტუმრო ოთახში შევუძეხი. ამ დროს ზარიც დაირეკა. კარები მე გავაღე. ჩემს წინ სებასტიანი იდგა ერთი ცალი ვარდით ხელში. - უფრო მეტი დაენანა?! - გავიფიქრე ჩემთვის. - ლორა, - წაიჩურჩულა სებასტიანმა - ახლა უნდა მომეხვიო! და შეგიძლია იკივლო! ბოროტი სახით შევხედე. - მიდი რაღას უცდი? - სებასტიან! - დავიკივლე და ნამდვილი შეყვარებულივით მოვეხვიე. - ჩემი ცხოვრება! - მითხრა. - ახლა ისეთს დაგარტყამ ზურგში ცხოვრება მერე გექნება! - ვუჩურჩულე ყურში. - მოკეტე და ნუ შვარცნეგერობ! - მითხრა და მომიშორა. თავით მანიშნა რომ სასტუმრო ოთახში გავსულიყავით. ჰოლში ხელიც მომკიდა. - სებასტიან მოხვედი შვილო? - უთხრა დედამისმა. ასე მსახიობურად გავაგრძელეთ. სტუმრებმა ყავა დალიეს. - ახლა, დროა მთავარზე გადავიდეთ! - თქვა სებასტიანმა. - ბატონო ნიკა, მინდა ლორას ხელი გთხოვოთ! - ეს ისეთმა ბედნიერმა თქვა რო... - ლორა, თანახმა ხარ?! - მკითხა მამამ. სახე მომეღრუბლა. სესილის მუჯლუგუნი ვიგრძენი. კიდევ კარგი ეს მაინც მყავდა გამღვიძებელი... - რათქმაუნდა! - გაოცებულმა შევყვირე. სებასტიანმა წითელი პატარა "ყუთი" გახსნა და ბეჭედი ამოიღო. ეეე! ჩემი ბეჭედი! ღმერთო ჩემო! ეს ის ბეჭედია, მე რომ საიუველიროში ვიყიდე და ჯიბეში ჩავიგდე! ნუთუ დამივარდა? მაგრამ ამან საიდან იშოვა? ამასაც გავარკვევ. - დღეიდან ჩემი საცოლე ხარ! - მითხრა სებასტიანმა და მომეხვია. -------------------- მეგობრებო გავაგრძელო? ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ! თქვენი coco girl |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.