შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი (3)


17-06-2015, 17:42
ავტორი Linna
ნანახია 2 049

ცოტა გავისეირნე. მერე ჩემს ეზოში ჰამაკში ჩავჯექი და მსუბუქი ქანავი დავიწყე. თვალები დავხუჭე და თავს ფიქრის საშბალება მივეცი. სიმყუდროვე გიომ დამირღვია ირაკლი რეკავსო. თვალები გამიბრწყინდა და სიხარულით გავქანდი ტელეფონისკენ.
- იკაა როგორ ხარ?
- კარგად ლანა შენ როგორ მყავხარ?
- მეც არამიშავს - სიხარულის ცრემლები მომდიოდა. ყოველთვის საკუთარ თავში ის თვისება მძულდა რომ ზედმეტად ემოციური ვიყავი.
- კაი რა ნუ ტირი. გიოს ხო არ აბრაზებ?-ჩაიცინა. ღმერთო მომნატრებია მისი ხმა.
- დამცინი? დიდი ვარ უკვე - ჩავიცინე და გიოს მივაწოდე ტელეფონი. ერთ საათიანი საუბარი გააბეს ძმაკაცებდა. მე მათ ყურსაც არ ვუგდებდი, ჩემთვის ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი. ჩემი საყვარელი კულინარიული გადაცემა გადიოდა. მასში ჩაბმულს ისე მომიჯდა გიორგი ვერც კი გავიგე. მრავლისმეტყველი მზერა მომაპყრო დ ჩემი სახელი ჩუმად წარმოთქვა:
- ლანა..
- ჰო გიო
- ამმ, რაღაც მინდა გითხრა
- გისმენ
- ხო. ხვალ კოლეჯში მე წაგიყვან. - არაფერი უთქვია, უცებ ადგა და სხვა ოთახში გავიდა. დარწმუნებული ვიყავი რომ სულ სხვა რამის თქმა ჰქონდა გეგმებში, მაგრამ მისას ვერასდროს ვიგებდი. საღამოსთვის სიცხე აღარ მქონდა. სალომეს დავურეკე და კარგად მოვიოხე გული ლაპარაკში. შემდეგ კი გადავწყვიტე ჩემს საყვარელ ადგილას წავსულიყავი. მდელოზე. არც თუ ისე მოშორებით ჩემი სახლისგან. ჩემი საყვარელი „ქარწაღებულნი“ ავიღე, ჩემი ჟაკეტი და სახლიდან გავედი. პირდაპირ მდელოსკენ წავედი. უშიშრად შევაბიჯე დიდ ბალახებში. ყვავილების კრეფას მოვყევი, ხუთ წუთიანი ყვავილების კრეფის შემდეგ ხელი დამეღალა და იქვე მდელოზე ჩამოვჯექი. წიგნი მუხლებზე დავიდე და კითხვა დავიწყე. მაგრამ ფიქრები მეფანტებოდა. ხან ცას გავყურებდი. მზე უკვე დაისს მიახლოვებოდა და მთებში დამალვას ცდილობდა. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე როგორ მომიახლოვდა ვიღაც და ჩემს გვერდით დაჯდა.
- ლამაზია არა? - დაბალი ტონით ჩაილაპარაკა. მე მოულოდნელობისგან შევხტი და გვერძე გავიხედე. როდესაც აღვიქვი სხეული გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. ეს მწვანეთვალება ‘მკვლელი’ ბიჭი იყო. ახლა კი მწვანე ბალახის და სხვადასხვა ფერის ყვავილების ფონზე მისი თვალები ცისფერ ელფერს იძნდნენ.
- ჰო..- თვალი ვეღარ გავუსწორე და ლოყებშეფარკლულმა თავი ჩავხარე. მან ჩაიხითხითა. ამან უფრო ამახურა და დამძაბა. მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.
- რატომ არაფერს ამბობ? - მისი მზერა მარცხენა ლოყას საშინლად მიწვავდა. უცბად დავფრთხი და ფეხზე წამოვხტი. ისიც წამოდგა და ჩემი აცახცახებული ხელები თავისაში მოიქცია. ვცდილობდი მისი საბირინთებიდან ჩემი აკანკალებული, გაყინული ხელები დამეხსნა მაგრამ არ გამომდიოდა.
- მაგვიანდება
- სამაგიეროს მიხდი? - ცალყბად გაიცინა და ხელები მოადუნა. მე დრო ვიხელთე და მაშინვე დავსხლტი მისი თითებიდან
- უბრალოდ..
- მიზეზი მითხარი და თავისუფალი ხარ.
- არ ვარ ვალდებული მკვლელს განრიგი ვაბარო. - ვუთხარი და უკან მოუხედავად წამოვედი
- ახლა მეტკინა. - მისი ბოხი ხმა ყურებიდან აღარ ამომდიოდა და გულნატკენი მზერა მაინც მომხვდა თვალში. ნაბიჯებს ავუჩქარე და სახლში ისე შევვარდი თითქოს მანიაკი მომდევდა. ისე რა განსხვავებაა მკვლელსა და მანიაკს შორის? დიდი არც არაფერი. კარებს ავეკარი. გული გაფაციცებით მიძგერდა. გიორგის სათნო ხმამ გამომიყვანა მდგომარეობიდან:
- დაბრუნდი?
- ჰო.
- რა გჭირს? შეშინებულიხარ
- არაფერია უბრალოდ ვირბინე
- ჩემზე უკეთ იცი რომ ტყუილები არ გამოგდის. იცი რომ კალანდაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია მაგრამ თუ მან შგაშინა გეფიცები.. - სიტყვა გავაწყვეტინე
- ეი დაწყნარდი რა კალანდაძე, რის კალანდაძე. უბრალოდ ვირბინე თქო. - ისე დამაჯერებლად ვთქვი რამის საკუთარ თავს მეც კი დავუჯერე.
- კაიკაი მაგრამ არაფერი დამიმალო
- არა რას ამბობ.
- ჰო. - თავი დავხარე და შუბლზე მაკოცა. მე მაშინვე ოთახისკენ დავიძრი.
- დარლილი ვარ გიო, წამოვწვები. - მან როგორც ყოველთის სევდიანად გამიღიმა და თავი დამიქნია. ყოველთვის მაკვირვებდა მისი ასეთი გამოხედვა. მაგრამ მას შეეძლო მისი დამალვა. შეეძლო ყოფილიყო მუდამ მხიარული ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. 3 წლის წინ დედა დაეღუპა და მას მერე სულ უხასიათოდაა. არც მიკვირს და ვცდილობ რაიმე მის მიმართებაში ცუდად არ გამომივიდეს. ოთახში როგორცვე შევედი საწოლზე ზურგით დავეხეთქე. ჭერს მივაშტერდი და უცებ თავი წამოვწიე.
გავაცნობიერე რომ ჩემი საყვარელი წიგნი მდელოზე დამრჩენოდა, ჩემსავე საყვარელ ადგილას. მაგრამ იქ დაბრუნება არ მინდოდა ერთი პატარა მიზეზის გამო - „თორნიკე“


მაპატიეთ პატარა თავისთვის უბრალოდ გამოცდებიმაქვს და მეტი ვერ მოვახერხე :




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent