შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ მეყვარები ( სრულად)


17-06-2015, 23:42
ავტორი BvBArMy
ნანახია 6 023

ხსე_ თავი დამანებე! მივდივარ. დამთავრდა ყველაფერი, მორჩა. გაჰყვიროდა გოგონდა და უპრაგონოდ ისვრიდა ხელებს. ყურადღებას არ აქცევდა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მათ გაკვირვებულები შეჰყურებდნენ.

_ თუ წასვლა გინდაა არ გაგაჩერებ, წადი. მშვიდად უთხრა ბიჭმა, მაგრამ შეატყობდით, რომ ძლივს ინარჩუნებდა ამ სიმშვიდეს.

_ ჰო. რატომ გამაჩერებ შენ ჰომ ასეთი სიმპატიური ხარ, მალევე ააგდებ ვინმე ახალ გოგოს. აგრძელებდა ყვირილს გოგო.

_ კარგად მიცნობ და იცი, რომ სხვანაირი ვარ, მე არ გაგაჩერებ, არ გამოგეკიდები. მითუმეტეს, რომ ეს უაზრო ჩხუბი შენი წამოწყებულია და ხედავ სადამდე მიხვედი? ჩემგან წასვლა გინდა? კი ბატონო წადი არ შეგაჩერებ. მაგრამ იმას ნუ იტყვი, რომ არ მყვარებიხარ მე სულ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. კვლავ ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდე.

_ ვერ გიტაან დაუყვირა და ისე გაბრუნდა, რომ ბიჭისთვის არც შეუხედავს. ბიჭი კარგა ხანს იდგა გაშტერებული და უყურებდა თბილისს, მერე სწრაფად წავიდა მანქანისკენ და ადგილს სწრაფად მოსწყდა.

____________________________________________________________

ანი გამწარებული შევარდა მეგობართან, ვერ იჯერებდა, რომ ასე ადვილად გამოუშვა. მაგრამ ხომ იცოდა ბექა სხვანაირი იყო და არ გამოეკიდებოდა მითუმეტეს მაშინ როცა რაღაც უაზრობის გამო დაიწყო ჩხუბი. ბექა? ბექა ძალიან სიმპატიური ტიპი იყო. დასტოინი მომენტებში კი ძალიან მხიარული არა ცანცარა. ბევრ გოგოს მოსწონდა ამიტომაც იჩხუბეს. ანი ძალიან ლამაზი და უბრალო გოგო იყო, მაგრამ საშინლად ეჭვიანი და ხედავთ სადამდე მიიყვანა ამ ეჭვიანობაამ? თითქმის 2 წლის ურთიერთობა ასე უბრალოდ წყალს გაატანა, მაგრამ თავს მაინც არ უტყდებოდა, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო.

_ რა მოხდა? გაოგნებულმა კითხა ქეთამ მეგობარს.

_ ასე უბრალოდ გამომიშვა, არც კი გამაჩერა გესმის? თვალები ერთი ადგილისთვის გაეშტერებინა და ცოცხალი თავით არ ტრიალდებოდა ქეთასკენ. გოგონამ ერთი ღრმად ამოისუნთქა.

_ რატომ იჩხუბეთ?

_ შენი აზრით? თავი ასწია ანიმ და თვალებში ჩახედა მეგობარს.

_ ანი იმის გამო ეჩხუბე, რომ ფეისბუქზე მისი და ეკას ფოტო დააყენა? გაოცებას ვერ მალავდა ქეთი. _ შენ ხომ იცი,რომ ბავშვობიდან ერთად მოდიან? ერთად არიან გაზრდილები, როდესმე მასზე ეჭვიანობის საბაბი მოუცია? ეკასთვის ბექას სხვანაირი თვალით ოდესმე შეუხედავს? მითხარი? საშინლად გაბრაზდა გოგო.

_ ქეთა შენც ხომ იცი, რომ ეკას ბექა უყვარს? მაგას თავი დავანებოთ არც კი გამაჩერა.

_ ბექას კარგად ცნობ და იცი, რომ არ გაგაჩერებდა, გაგიშვებდა. ის სხვანაირია ანი რით ვერ მიხვდი? რამდენჯერ დაგიმტკიცა, რომ უყვარდი? რამდენჯერ აიტანა შენი უაზრო ეჭვიანობა? 2 წლის განმავლობაში რამდენი ლამაზი დღე გაჩუქა? და ახლა მას აბრალებ, რომ არ გაგაჩერა? ხომ იცი, რომ ყველაფერი შენი ბრალია? ყვიროდა ქეთი.

_ თავი დამანებე დაუყვირა ანიმაც და სახლიდან გამოვარდა.
_________________________________________________________
ბარში შევიდა თუ არა მისი ნაცნობი სახეები დაინახა და მათკენ წავიდა.

_ რა მოხდა , რა სახე გაქვს? თავზე წამოადგა აკო ძმაკაცს.

_ დავშორდით. მაგიდაზე დადებული ვისკის ბოთლი აიღო და სწრაფად მოიყუდა.

_ რატო? საუბარში ჩაერთო ლაშა.

_ ვიცოდი, რომ მისი ეს უაზრო ეჭვიანობა ორივეს ბოლოს მოგვიღებდა, ჩაილაპარაკა და ისევ ვისკის ბოთლი მოიყუდა.

_ ვიზე იეჭვიანა? შეეკითხა აკო.

_ ეკაზე ამოიხვნეშა ბექამ. _ იცოდა, რომ არ გავაჩერებდი და მაინც წავიდა. დავიღალე. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ხმა არცერთს აღარ ამოუღიათ იჯდნენ და სვავდნენ მთელი ღამე. ბოლოს ბექა ფეხზე წამოდგა, ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას. ბიჭებს ისე მოკიდებოდათ სასმელი ვერც შეამჩნიეს ისე წავიდა ბექა. მანქანა დაქოქა და სწრაფად წავიდაა, წინ ანის სახე წარმოუდგებოდა ხოლმეე. 3 წელია უყვარს და ასე უცბათ დამთავრდა ყველაფერი, თვალთ დაუბნელდა, ბოლოს მხოლოდ თეთრი შუქი დაინახა და გაითიშა.
_______________________________________________________________
ტელევიზორთან იჯდა და ჩართულ ტელევიზორს უაზროდ მისჩერებოდა. წამში მოვიდა გონს და გამომეტყვეება შეეცვალა როცა ტელევიზორში ბექას დამტვრეულ მანქანას მოკრა თვალი, გადამრთველი უცბათ მოძებნა და ხმას აუწია.

_ დღეს ავარია მოხდა ხილიანთან. მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, მისი მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი სავადმყოფოში. აცხადებდა წამყვანი. ანიმ ვერაფერი გაიაზრა, იჯდა გაშეშებული და ვერ იჯერებდა. მერე გონს მოეგო ტელეფონი სწრაფად აიღო და აკოს დაურეკა. გავიდა 1, 2, 3, 4, 5 ზარი მაგრამ ტელეფონს არავინ იღებდა დაკიდება დააპირა აკოსს საშინელი ხმა, რომ მოესმა. ტანში გასცრა იმის წარმოდგენაზე, რომ ბექას შეიძლებოდა ეს დამართნოდა და შეიძლება ვერც გადაეტანა ეს ავარია ცუდად ხდიდა.

_ აკო... აქვითინებულმა წარმოთქვა სახელი. _ მართალია? ძლივს მოაბა თავი, რომ ეს ერთი სიტყვა ეთქვა.

_ კი ანი გაბრაზება და სევდა ერთად ეტყობოდა აკოს ხმაში. ანი მოხვდა, რომ ეს გაბრაზება ზუსტადაც, რომ მის მიმართ იყო მიმართული და გული უფრო დაუმძიმდა. სწრაფად ჰკითხა აკოს მისამართი და მალევე წავიდა იქ სადაც ახლა უნდა ყოფილიყო. 1 დრე, 2, 3, 4 გადიოდა დღეები, მაგრამ დამაიმედებელი არაფერი იყო. ანი დღე და რამე ბექას პალატაში იყო და ფეხს არ იცვლიდა. იქნებ, მართლაც ასეა როცა დიდია შანში, რომ დაკარგო მაშინ იგებ მის ფასს და მაშინ ხვდები თუ რამდენს ნიშნავს ის შენთვის.
ნექას საწოლის გევრდით სკამზე იჯდა, მისი ხელი თავის ხელში ქონდა მოქცეული და თავიდან სწავლობდა მისთვის საყვარელ თითოეულ ნაკვთს. მოენატრა ღიმილი, რომელიც ყველაფერს ერჩივნა.

_ ბექა დამიბრუნდი რაა. მაპატიე გეხვეწები მაპატიე ყოველი წუთი და წამი მაპატიე. ვიცი, რომ საშინლად ვიქცეოდი. ისიც მაპატიე, რომ არ გენდე. რამდენჯერ დამიმტკიცე, რომ მართლა გიყვარდი, რამდენი ლამაზი წუთი მაჩუქე. იცი როგორ მიყვარხარ? ვწყევლი იმ დღეს შენ რომ გეჩხუბე ასე უბრალოდ გაგიშვი შენ კი არა მე გაგიშვი. ახლა აქ, რომ წევხარ ცემი ბრალია. გთხოვ გაახილე თვალები. ისევ ჩამეხუტე და მითხარი, რომ სულაც არ ვარ ცუდი, რომ შენი ასეთი გიყვარვარ. ან უბრალოდ თვალები გაახილე, შენ კარგად იყავი და თუ მეტყვი წადიო, წავალ. გაახილე თვალები გთხოვ. ტიროდა და ვეღარ ჩერდებოდა ანი, რომ დაეკარგა წამით გაიფიქრებდა თუ არა თავის მოკვლის სურვილი უჩნდებოდა. იმედს არ კარგავდა ამდენი ხანი და მაინც ელოდა, რომ გაიღვიძებდა. ისევ ბექას ხელი ეჭირა და თავი საწოლზე ედო. სხეული შეირხა, ძლივს გაიგო ანიმ ლუღლუღით ნათქვამი

_ მიყვარხარ . ვერ იჯერებდა სანამ მომღიმარი სხეული არ დაინახა. და თქვენ ამის მერე გინდათ მითხრათ, რომ სიყვარულს ძალა არ აქვს?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent