ეგოისტი ..28.. დასასრული
დილით ლიზი წყურვილის შეგრძნებამ გამოაღვიძა, ოდნავ შეფხიზლებულმა მწველი მზერა იგრძნოდა ამ სიცხეში კიდევ თბილში იყო გახვეული თუ თბილი იყო მასზე შემოხვეული ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ვერ გაარკვია. –დილა მშვიდობისა–მოესმა საოცრად ნაცნობი და საყვარელი ხმა. –დილა მშვიდობის–ძლივს დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და ნაზად გაუღიმა –როგორ ხარ?–შუბლზე კოცნამ ისევ ჟრუანტელი მოგვარა და ახლა შეამჩნია რომ ლუკას მკლავებში იყო გახვეული და სიცხე აქედან აწუხებდა. –მშვენივრად, მაგრამ საშინლად მწყურია და შენ როგორ ხარ? –მე ესეთი მშვენიერი დილა არასდროს არ მქონია, შენ მე სრულყოფილს მხდი, რაც კი რამ მაკლია ერთიანად მივსებ, და შენ ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა როდესაც დილით იღვიძებ და საყვარელ ადამიანს დაჰყურებ მძინარეს და ხვდები რომ ის შენია სამუდამოდ შენი, შენ მე მაბედნიერებ, ჩემი ხარ და რომც მოინდომო ვერსადაც ვერ წახვალ. –არც ვაპირებ წასვლას.–ახლა ლიზი წამოიწია და ლუკას თავად აკოცა, ლუკამ მაგრად შემოხვია ხელები და მაგრად დაეკონა, მისაღებში კი ლუკას ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. –უპასუხე მიდი და ავდგეთ, მთელი დღე საწოლში ხომ არ ვიქნებით–ძლივს მოიშორა ლიზიმ ლუკა ტუჩებიდან. –მე წინააღმდეგი არ ვარ. –მიდი უპასუხე იქნებ სამსახურიდან გირეკავენ, ან რამე სასწრაფოა–კიდევ ერთ ზარზე ძალით გადააგდო საწოლიდან ლუკა. სწრაფად ჩაიცვა ლუკამ, ლიზის მოწყვეტით აკოცა. –მიდი მოწესრიგდი და ვჭამოთ რა და წყალი მოგიტანო? –არა იყოს ავდგები, მიდი უპასუხე არ ჩერდება ტელეფონი. –ხო კარგი მივდივარ, მალე მოდი ხოომ? –კარგი წყალს გადავივლებ და გამოვალ. ლიზის ლუკას ხმამაღალი ლაპარაკი მოესმა *რატომ გინდა ჩემი წერა გახდეე? *კი , უკვე მერამდენედ გეუბნები, კი შემიშალე, მეძინა. მეტი აღარ მოუსმენია, მიხვდა რომ ბიჭები იქნებოდნენ, საწოლიდან ადგომა დააპირა და მუცელში მწველი ტკივილი იგრძნო, მაგრამ ტკივილისთვის ყურადღება არ მიუქცევია ანასტასიას ხალათი მოიცვა, წუხანდელი ღამის გახსენებაზე ლოყები შეეფაკლა და საწოლს ომ გადახედა, მთელი სახე აუხურდა, მაშინვე გადააძრო თეთრეული და მანქანაში, შეყარა, ახლის გადაკვრა არ დაუწყია იქვე პლედი გადააფარა და მოოგვიანებით გამოვცვლიო ახლა მხოლოდ ცხელი წყალი უშველიდა. წყლის ჭავლის ქვეშ, უფრო მხნედ იგრძნო თავი, ყველაზე ბედნიერი იყო, არც ერთი წამით არ ნანობდა ჩადენილს, თითოეული მომენტის გახსენებისას სიამოვნების და სირცხვილის ალები გადაუდიოდა სახეზე, ცხვენოდა ლუკასი, მაგრამ ახლა უკვე მას ეკუთნოდა, ახლა ეს ორნი ერთი მთლიანობა იყვნენ. წყლის ქვშ ვერც კი იგრძნო თუ როგორ გაიპარა დრო. –ლიზი კარგად ხაარ?–კარზე ლუკამ დააკაკუნა– 40 წუთია უკვე მანდ ხარ–შემდეგ კი ღიმილით დააყოლა–გინდა შემოგიერთდე? –არა იყოს გამოვდივარ. –არ იჩქარო გელოდები. ლიზიმ კი სწრაფად გადაკეტა ონკანი და ისევ ტასოს ხალათი მოიცვა. ლუკა კი საყვარელი ადამიანისთვის საუზმეს ამზადებდა. ,,როგორ გაუმართლა რომ ლიზი ყავს, როგორ გაუმართლა რომ მათი ბედი ანგელოზებმა ცაში დაწერეს. ბედნიერი ვარ ყველა ტკივილისა და მწუხარების მიუხედავად მაინც ერთად ვართ. ყველაფერი ხომ წარმავალია, თვით წარმავლობის გარდა, მაგრამ მე მაინც ამ სიყვარულის მარადიულობის მწამდა და გამიმართლა. გამიმართლა რომ მალე ის ჩემი ცოლის სტატუსით ივლის. “ –რაზე ჩაფიქრებულხარ?–მშვიდად შევიდა სამზარეულოში ლიზი და ფიქრი შეაწყვეტინა. –როგორ გავიპარო აქედან მას შემდეგ რაც წუხელ შემაცდინე–ღიმილით უთხრა ლუკამ და ტასოს ტანსაცმელში გამოწყობილ ლიზის, მოწონების ნიშნად თავი დაუქნია და წამსვე მკლავებში მოიმწყვდია და ტუჩებს დაეწაფა. –სულ ესეთი ველური როგორ უნდა იყო–ლიზიმ მრხებზე შემოაწყო ხელები. –ნუთუ შენ ეს ველური არ შეგიყვარდა? –შემიყვარდა?–ეგ საკითხავია, თუ მაიძულეს შემეყვარებინა.–გაუცინა ლიზიმ აკოცა და წამსა დაუსხლტა მკლავებიდან. –შენ არ გასწავლეს ქმარი როცა გკოცნის არ უნდა გააჩერო თორე სხვასთან წავაო–სერიოზულად კითხა ლუკამ და ისევ აიკრა სხეულზე. –მაპატიეთ რომ არ ვიცი–გაიცინა ლიზიმ და ისევ მოხვია ხელები–ჯერ ჩემ ქმარს არ უსწავლებია, ნუ ჯერ არც მყავს მაგრამ იმედია მეყოლება და მასწავლის.–გაუცინა ლიზიმ –მომწონს როდესაც იძახი ჩემ ქმარსო–ეჩურჩულებოდა ლუკა და თან ზურგზე ხელებს უმისამართოდ დააცოცებდა–მაგრამ ანუ ჯერ ქმარი არა ხოომ? ხოდა მალე გამოვასწორებთ–შეუბღვირა ლუკამ. –ქმარუკავ–გაუცინა ლიზიმ–ასე მგონია ჩემ წინ ზრდასრული ჩამოყალიბებული ადამიანი კი არ დგას, არამედ 16–17 წლის თინეიჯერი ბიჭი, რომელიც საყვარელ გოგოზე ეჭვიანობს რომელთვისაც სიყვარულიც კი არ აუხსნიაო. –აბა როგორ ამბობ ალბათ მეყოლება ქმარიო? გუშინ რაც მოხდა არაფერი იყო? –ლუკა–ხმა გაუმკაცრდა ლიზის და სიცილს ძლივს იკავებდა–ისე ნუ გამოგყავს თითქოს მე ძალა ვიხმარე შენზე. –რა ასე არ იყო?–გაეცინა ლუკასაც. –ოხ, ლუკა... ლუკაა... ნეტა გაიზრდები? ისევ ის ცანცარა ბიჭი ხარ შვიდი წლის უკან რომ გავიცანი. –რვა წლის უკან–სერიოზულად შეუსწორა ლუკამ. –მითუმეტეს–იცით როგორ გაუხარდა ლიზის, არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა მისთვის დღეებს და თვეებს, მაგრამ ლუკას ერთმა სიტყვამ მის გულში ათასჯერ დიდი სიყვარული ჩაღვარა.–და დილით ისევ გიო იყო? შენი ხმა გავიგონე. –ხო კიჭას და თეოს მივაგენით, წასვლა გვინდა და თუ წამოხვალთო? –რავი? გინდა წავიდეთ? –მე ის მინდა რაც მალე დაგერქმევა ოფიციალურა ჩემი ცოლის სტატუსი. –კარგი მაშინ წავიდეთ. –ჯერ ვისადილოთ და მერე დავურეკავ ტაქს–მაგიდას მიუსხდნენ თუ არა სიგნალის ხმა არ შწყვეტილა გარედან და თან ხმებიც უერთდებოდა. –არა მართლა შემომაკვდება– ფეხზე წამოდგა ლუკა და ლიზის დაავლო ხელი–წამო თუ რამე გამაჩერე.–წამოაყენა და ტუჩის კუთხეში აკოცა. გარეტ გასულებს კი ეკა და გიო დახვდნენ, ეკამ საცოდავი თვალებით შეხედა ,,მპატიეთ, ვერაფრით დავაკავეო“ –ერთი არ მაკლდა ახლა შეენ?–დაუღრინა გიოს ლუკამ –კი ახლა კარგია მაგრამ კიჭასაც ჩავაკითხოთ. –სად მოასწრო?–ლუკამ ეკას გახედა, გოო აშკარად ნასვამი იყო. –ყველგან, გოგოებთან წუხელ, ამ დილით კურსელებთან და სანდროს ბიძაშვილებთან, მერე გოგოები აბაზანაში შეყარა რომ ჩამოვალ მზად დამხვდით სვანეთში მივდივართო. მერე აქ წამომიყვანა, მართლა მძღოლად მაქცია–სიცილით დაამატა ეკამ ბოლო ფრაზა. –არ ინერვიულო მალე სხვა სტატუსი გექნება–ღიმილით ,,დაამშვიდა“ გიომ. მერე წყვილს მიუბრუნდა–ლუკა თვალებს ტყუილად მიქაჩავ უშენოდ არსად არ წავალ. მიდით მოემზადე გელოდებით. ლუკა სახლში შებრუნდა, ლიზიმ კი –ეკა ყავა მაქ მზად დალევ? –არა არ უნდა უკვე დალია–გიომ გასცა პასუხი–მიდი სწრაფად ხალხი გველოდება. მალე მიალაგა ლიზიმ, და ერთ სათში კი სვანეთის გზაზე ადგნენ, საჭესთან ამჯერად ლუკა დაჯდა, გვერდით ლიზი, უკან კი წყვილი, გიო მალე გადაეშვა, მორფეოსის სამყაროში, ეკა საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა, წინ წყვიი კი გაცისკროვნებული თვალებით გადახედავდა ერთმანეთს, აი რა არის ბედნიერე, უანგარო და წრფელი სიყვარული. შესანიშნავი იყო სვანეთი, დაუჯერებელი კიჭას გაცისკროვნებული სახე და თავდაჯერებულობა, სიდინჯე და მისი აკაშკაშებული თვალები. მერე იყო ლიზის ოფიციალური ნიშნობა, მერე ქორწილისთვის მზადება, ყველზე მშვიდად რა გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო და ახლაც, ყველაზე მშვიდად ლიზი იყო, რომელსაც მხოლოდ ის ედარდებოდა რომ მკერავს მისი ზომა არ შეშლოდა და კაბა წესიერად შეეკერა, დანარჩენს მნიშვნელობა არ ქონდა, მთავარია ჯინსით არ მისულიყო საკურთხეველთან. ყველაზე მეტად ლუკა ღელავდა, ვერ გაიგებდით ვინ სად დარბოდა, ბიჭები გადაირივნენ, ნინიზე უარეს გვიშვებიო. ნინი და დიტოც დაბრუნდნენ, ყველაზე მეტად ორი წყვილის დახვედრამ გაახარათ. ლუკა სულ გაიძახიდა –ისე რომ ლიზის მოეწონოს, –არა ეს ფერი ლიზის არ მოწონს –ეს მის კაბას არ მოუხდება –ეგ არ ვარგა –ლიზი ამას აირჩევდა. როგორც იქნა ლიზი, ხალხმრავლობა მოწყდა და ამდენი ხნის მანძილზე გაუვლელ გზას დაადგა, ყველას გაეპარა, არავინ დაანებებდა მარტო წასვლა და გაიპა. –სან მოვედი–ცივ ქვასთან ჩამოჯდა ლიზი–ოღონდ ამჯერად უზომოდ ბედნიერი და სიყვარულით აღსავსე, აღარ ვტირი სან, ახლა მხოლოდ ბედნიერებით ვტკბები, ჩვენი სამეგობრო უფრო გაძლიერდა და უფრო მეტი სიყვარული დავინახეთ. ორ დღეში ჩემი ქორწილია, იცი ანასტასია რა დღეშია? ტასო ჩემი მეჯვარეა, მგონი იცნობ აი ის გიოს ბიძაშვილი, ყველა ბედნიერები ვართ. ინგა რა დღეშია ნეტა იცოდე. სან შენ მე ფენიქსად მაქციე, შენი დამსახურებაა, რომ დღეს მე ადამიანი ვარ და მიხარია რომ დღემდე არსებობ ჩემს ცხოვრებში, დღეს აქ იმიტომ მოვედი რომ გითხრა, იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ოდესმე, იმიტომ რომ დღეს ჩემი ბედნიერება შენი დამსახურებაა, მიყვარხარ ნათლი და არასოდეს დაგივიწყევ, მე ისევ ახალ ცხოვრება ვიწყებ, ახლა უკვე ორნი ვიქნებით, სან მიყვარხარ და მეამაყები ისევ, ისევ და ისევ... არ დაგივიწყებ სანდრო ნათლი. ლიზი ადგა და რომ შემობრუნდა, უკან მაიკო დახვდა რომელიც უხმოდ ტიროდა, ცრემლებს დაეღარათ მისი ულამაზესი თვალები, რომელსაც სევდას დაეჩრდილა, მაგრამ ძველი სილამაზის კვალი მაინც ემჩნეოდა. –ჩემო ლამაზო გოგო–ტიროდა მაიკო–ნათლიაშენი იამაყებდა შენით. –მაიკო–ლიზი მასთან მივიდა და ჩაეხუტა -ჩემო ლამაზო–იმეორებდა მაიკო და ლიზის ზურგზე მონოტორულად დააცოცებდა ხელებს.–ახლა ნათლიაშენი რომ ცოცხალი იყოს იამაყებდა შენით. –მოდი ჩამოვსხდეთ–უთხრა ლიზიმ და იქვე ჩამოსხდნენ.–დაწყნარდი შენ ძლიერი ხარ და მას არ გაუხარდებოდა ესეთს რომ დაგინახავდა. შენ ძლიერი ხარ და მადლობა შენი სიტვებისთვის. –ჩემო გოგონა, იცი რა ბედნიერი ვარ? იცი რამხელა ძალა მომანიჭა შენმა სიტყვებმა? ბევრი კარგი რამე მსმენია მასზე მაგრამ შენმა სიტყვებმა, ორმაგად გამაძლიერა. მიდი წადი დიდი ხანია უკვე აქ ხარ, გელოდებიან და გეძებენ ალბათ კიდეც. ბედნიერებას გისურვებ ჩემო ფენიქსო, მე კიდე ცოტა ხანს დავრჩები და მაპატიე თუ ვერ მოვალ ხომ? –მადლობა მაიკო, გამიხარდება მაგრამ როგორც გადაწყვეტ.–ლიზი მაგრად ჩაეხუტა მაიკოს, მასაც ნათლიის სურნელი ასდიოდა და გულში მწავი ჩხვლეტა იგრძნო, ცრემლი მოაწვა, ,,არა არ ვიტირებ, დღეს არა“ გაიფიქრა და სახლის გზას დადგა. თითქმის ორი საათია გამოსულია სახლიდან და ლუკას ზარები და მესიჯები დახვდა. ტელეფონს ხმა ქონია გათიშული ამდენი ხანია არ შეუმჩნევია. მაშინვე დაურეკა. *** –ლუკა სად ხართ? ყველანი თქვენ გელოდებით–ტელეფონში გიოს გაბრაზებული ხმა ისმოდა. –მალე მოვალთ–იყო პასუხი –ქორწილში ჯვრისწერამდე წყვილი იპარებოდეს პირველი თქვენ ხართ.–ღიმილი გაეპარა გიოს ხმაში. –მალე მოვალთ. –დროზე უკვე ორი საათია აქ ვართ, ხალხიც გელოდებათ. –მოვდივართ–იყო პასუხი და გაუთიშა. –ლუკა სირცხვილია მართლა–ღიმილს ძლივს იკავებდა ლიზი.–ჩვენი ქორწილი და ყველანი ჩვენ გველოდებიან. –მერე რა რომ ჩემი ქორწილია, არა ჩვენი, დიდი რამე გველოდონ მერე. –შენც ახლა რომ მოგინდა გასეირნება და .... –შენ ჩემი ცოლი ხარ რით ვერ დაიმახსოვრე? და სადაც მიდა იქ წაგიყვან და წამოგიყვან, არავის ნებართვა არ მჭირდება. ქორწილი არაჩვეულებრივი გამოვიდა, მეგობრების და ახლობლების წრეში. ჯვარი მათმა საყვარელმა მამაომ დაწერათ. თბილი და ბედნიერი სახეები. დედა საბიანას თბილი მილოცვა და დალოცვა. ქორწილი ისეთი იყო ყველა რომ ერთობოდა, ცეკვავდა, მღეროდა, არავითარი ჩხუბი და აყალმყალი. ლამაზი და მშვიდი იყო ყველაფერი, სადა როგორიც ლიზის უნდოდა, გემოვნებიანი როგორიც ლუკას უნდოდა, მეჯვარეები ყველაზე გიჟები და გადარეულები, გიორგი და ანასტასია. მეჯვარეებმა წყვილს ლამაზი ცეკვა აჩუქეს, ასე დაარქვეს: ,,ყველაზე გიჟების გიჟური დღე“ . ბედნიერე, მას სახელი არ აქვს, ვერ გადმოცემ, ვერ აღწერ, შეიძლება ვერც დაინახო, მაგრამ მთავარია გულით იგრძნო და გწამდეს რომ ბნელ უკუნით ღამეს, ყოველთვის ოსდევს მზიანი დღე, ავდარს დარი, ჭირს ლხინი. –არ გავიპაროთ?–როგორც იქნა ხელში მოიგდო ლიზი ლუკამ–და ისე რა მორცხვი პატარძალი იყო დღეს პირველად ვნახე–ღიმილით უჩურჩულა ლუკამ და ყელში თითოეულ სიტყვაზე თითო კოცნას უტოვებდა –არა უხერხულია.–არც ლიზი ჩამორჩა და მანაც დაუკოცნა ყელი. –უხერხული ის იქნება აქ ის გავაკეთო რაზეც ცოლი მიწვევს–მაგრად შემოხვია ხელები წელზე და ტუჩებზე წაეტანა. –ლუკა აღარ მიდიხართ, ნახე აღარავინ გიყურებთ საკმაოდ დათვრა ხალხი და გაიპარეთ სანამ თითოეულს არ მოუნდომებია დედოფალთან ცეკვა.–ცეკვით მივიდა მადთან ანასტასია. –როგორ ვერ მოვესწრები რომ გათხოვდე და თუ ქმართან არა იმ უბედურთან, შენ რომ მოგიყვანს ბედნიერი როგორ იქნება, თუ რამე გაცადო ნახავ–ლიზის ტუჩებს მოწყდა ლუკა და ანასტასიას მკვლელი მზერით გახედა. –მე შენთვის გეუბნები თორე აქვე დაგიწყია ჩემი ნათლული. –წამო რაღაც უნდა გაჩვენო–უჩურჩულა ლუკამ და ლიზი ცეკვა–ცეკვით წაიყვანა გასასვლელისკენ. –ეს ჩვენი სახლის გზა არ არის–უთხრა ლიზიმ ლუკას რომელიც სახლის გზიდან გადაუხვია. –არა სახლში არ მივდივართ, სახლში ბიჭები და ჩემები ავლენ, მე კიდე შენთან ყოფნა მინდა. შენით ტკბობა. ლუკამ სასტუმროს წინ გააჩერა მანქანა, სწრაფად გადმოვიდა ლიზის თავად გაუღო კარი, კოცნით გადმოიყვნა, ლიფტით ავიდნენ, ლიზი ვერ გარკვეულიყო სად იყო, რომელ სართულზე, ლუკას არსებით იყო მოცული, ლუკამ თვალებზე ხელი ააფარა ლიფტიდან გასვლისას და კარი ცალი ხელით გააღო, ლიზის ცხვირში ვარდის სურნელი მოეღუტუნა, სურნელოვანი სანთლები და კიდევ რაღაც რაც საოცარ კონტრასტს ქმნიდა. –მოდი ჯერ მთავარით დავიწყოთ, ნუ არც ისე მთავარით მაგრამ მაინც.–ლიზი ფანჯარასთან მიიყვანა და ხელი მოაშორა, ზურგზე აეკრა და–მიდი გადაიხედეე, მოგწოონს? –აააააააააააააააააააა, ლუკა ჩეეემიიიიააააააააა......... ვაიმეეეეეეეეეეე როოოოოგოოოოოოოორ მიყვარხააააააარ.–ლიზი ვერ აცნობიერებდა რომ ბოლო ხმაზე ყვიროდა და სიხარულისგან დახტოდა. ქვემოთ წითელი ბანტით მისი საოცნებო მანქანა ეყენა. X6 სანომრე ნიშნით LI 184 LU. –ლუკა როგორ მიყვარხარ, ლილუც მიყვრს, უაზროდ მიყვარხარ, მხოლოდ შენ შეგეძლო რომ ესეთი ბედნიერი გაგეხადე, მანქანაზე მეტად მისი ნომერი მომეწონა. –ყველაზე მეტად შენი ბედნიერი და გაღიმებული სახე მიყვარს და იცი კიდე რაა? –რაა?–ეშმაკურად გაუღიმა ლიზიმ მივიდა და ყელზე შემოხვია ხელები. –მშვენიერი კაბა გაცვია მაგრამ მე მის გარეშე უფრო მომწონხარ–უთხრა და ერთი ხელის მოძრაობით ელვა შესაკრავი გაუხსნა და კაბა შრიალით დაეცა იატაგზე. ********** ყველაფერი თვალებში ჩახედვით იწყება, ზოგიერთი ცრემლით მთავრდება, ზოგიერთი კი ღიმილით. ქვეყნად ისე არაფერი იკარგება როგორც ჩუმი და უთქმელი ფიქრი. თუმცა რაღაც საიდუმლო მაინც უნდა დაიოვოს ადამიანმა, თუნდაც ლამაზი ოცნება... ლამაზი ამბავი სიყვარულზე... ზოგჯერ ღიმილს ცრემლები მოყვება, ზოგჯერ პირიქით, ცრემლების შემდეგ გულწრფელი ღიმილი, ბედნიერების, მაგრამ სევდა ნარევი ბედნიერების. ცხოვრება მარტივია, იმდენად მარტივი, როგორც ერთს მივუმატოთ ერთი. ცხოვრება გვასაჩუქრებს მისი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, შემდეგ მწარე გაკვეთილს გვარგუნებს წილად, ეს მისი საფასურია, ეს ბალანსია ცხოვრების ბალანსი. ტკივილს განგაცდევინებს რადგან ზღავრი იცოდე, ტკივილი უნდა იგრძნო რომ გაიგო როგორია ნამდვილი ბედნიერება. მათ ბევრი გამოიარეს, მათ ბევრი მწარე გაკვეთილი მიიღეს ცხოვრებისგან, მაგრამ დილით ერთი ზარი ცხოვრების დაღად დააჩნდათ, ეს სამყაროა სადაც ყველაფერს უნდა ელოდო. ლუკა და ლიზი დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა. –ლუკა–ეკას ნამტირალევი ხმა გაისმა ტელეფონში –რა მოხდა ეკა–წამში გამოფხიზლდა წყვილი და დაიძაბა. –ლუკა, ტასო და მისი ოჯახი–ტირილი აუვარდა ეკას და თავს ვერ იკავებდა. –რა მოხდაა დაწყნარდი და მითხარი –ტასოს დედ–მამა ჩამოვიდა, აეროპორტიდან მოდიოდნენ, მათი მანქანა ტრაილერს რომ შეეჯახა. –ახლა როგორ არიან? – დედა პალატაშია, მამა რეამინაციაში, ტასოს კი ოპერაციას უკეთებენ, ძალიან ცუდადაა. –კარგი მოვდივართ. ლოდინი აი რა კლავს ადამიანს, გაუგებრობაში ყოფნა, არ იცი რა უნდა იფიქრო, რომ გქონდეს იმედი თუ გამოიგლოვო შენი საუკეთესო მეგობარი. რამდენიმე საათში მისაღებში შეკრებილ ადამიანებს ექიმი მიუახლოვდათ შეშფოთებული სახით. –ანასტასია რატიანის ახლობლები თქვენ ხართ ხოომ?–იკითხა ექიმმა. ყველა უხმოდ დაეთანხმა და იმედიანი თვალებით შეაჩერდნენ ექიმს. –ოპერაცია ჩავატარეთ, მაგრამ იმედი არ გვაქვს, მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა, ვწუხვარ, დედა კარგადაა, მამას ხვალ გადაიყვანენ პალატაში, გოგონამ ძლიერი ტრავმა მიიღო თავში დარტყმის შედეგად, თავის ქალა დაზიანებულია, შეიძლება გონზე ვერ მოვიდეს და თუ მოვა ... ვწუხვარ. ყველა შოკში იყო, ვერც ერთმა ვერ ამოიღო ხმა, ვერ იჯერებდნენ მათი სიცოცხლით აღსავსე მეგობარი ხელიდან ეცლებოდათ და ვერ შველოდნენ. ლოცვა აი რა დარჩენოდათ. არც ერთი ცრემლი, არც ერთი ოხვრა ყველა თითქოს და ქვად იქცნენ. დრო ნელა გადიოდა, საავადმყოფოში დაათენდათ, არანაირი იმედი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ექიმი. –გონზე მოვიდა, ნახეთ მაგრამ ყველამ ერთად არა, არაფერი შეცვლილა. *** ,,თუ სიცოცხლეში შეასრულე შენი მისია, მაშინ სიკვდილის დასაწყისია“ –ლიზ არ ინერვიულო, ნინ მითუმეტეს შენ, თან შენში ახლა პატარა არსებაა, რომელსაც დედიკო ჯამრთელი ჭირდება. მერე რა თუ .... – ლიზი და ნინი ტასოსთან იყვნენ შესულები პალატაში საშნელება იყო ტასოს ასეთ მდგომარეობაში ნახვა. –იცოდე ეგ სიტყვა არც გაბედო და არ თქვა.–თვალები დაუქაჩჩა ლიზიმ –მე თქვენზე უკეთ ვიცი როგორ ვარ, არც ერთმა არ გაბედოთ ყურების ჩამოყრა, თქვენ ჩემი ნაპოვნი სასწაულები ხართ, ჩემი ცხოვრების ლამაზი ფერები. ისევ იმ გზას გავივლიდი რაც აქამდე გავირე. მხოლოდ ერთზე მწყდება გული რომ ჩემ ნათლულს ვერ ჩავიკრავ გულში და ნათლია ვერ გაპრანჭავს, ვერ ამ პატარა მაღვალაკს–ახლა ნინის მუცლისკენ გაიშვირა ხელი–მაგრამ თუ ნება მექნება მე მათი მფარველი ანგელოზი ვიქნები. –გოგოებო თემო ჩამოვიდა–ოთახში გიო ჩამოვიდა. –ჩემი თემო, ჩემი დიდი ძამიკო,– ამდენი ხნის მანძილზე, ტასომ გაღიმება სცადა, შეძლო კიდეც მაგრამ სახეზე ტკივილი გამოესახა. –ისევ შემოვალთ, –ლიზი წამოდგა და ბინტებით შეხვეულ შუბლზე აკოცა, ნინიმ კი თავი შეაბრუნა, ცრემლი რომ არ დაენახა ტასოს, უბრალოდ ხელი გადაუსვა და გავიდა. ძნელია გტკიოდეს და ამ ტკივილის გაყუჩება ვერ შეძლო, წამლით ვერ უშველი, ეს ტკივილია რომელიც შიგნიდან გჭამს და თითოეულ ამოსუნთქვა გულზე ნევსებად გერჭობა, უსაშველო ტკივილს გაყენებს მაგრამ არსებობას მაინც აგრძელებ, მაინც ჯიუტად ცდილობ გზის გაგრძელებას, ცდილობ არ დაეცე, მაგრამ მერე თითქოს და ივიწყებ, მერე იაზრებ, გაორმაგებულ ტკივილს გრძნობ, სინდისი გაწუხებს, მანამდე ერთ დღესაც კი ვერ ძლებდი უმისოდ, ახლა უკვე დღეები, თვეები გადის და წლებიც კი, ეგუები, ეჩვევი, გავიწყდება და ვინ იცის არსებობასაც კი გავიწყდება მისი, და ხანდახან წარსულის ლანდი თუ შეგახსენებს თავს რომ ის არსებობდა, მხოლოდ ტკივილი გახსენებს მის არსებობას, მერე გაორმაგებული ძალით ცდილობ სინდისის ჩახრჩობას და თავს იმით ინუგეშებ რომ ,,მას ესეთი არ მოეწონებოდი“ და ცდილობ ჩვეული ცხოვრება გააგრძელო. ძნელია გტკიოდეს და ეს ტითოეულ ამოსუნთქვად გიღირდეს, ძნელია გიყვარდეს და ეს სიყვარული უსაშველო ნაპრალად გედოს წინ. ანასტასია, მათი ,,ტასო“. ტასოს გარეშე ყოფნა, ზამთრის ცივ ღამეში მარტო ყოფნას უდრიდა, სითბოსა და სინათლის გარეშე. ყველა და ყველაფეი შეიცვალ, დაკარგეს ერთმანეთი, მაგრამ ახლა კიდევ ერთმა ზარმა ბედნიერება და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნათ. მათი გაერთიანება და გამხიარულება, კიდევ ერთი პატარა ანასტასიას გამოჩენას მოყვა, ტკიოდათ დიდი უფროსი ანასტასია მაგრამ მაგრამ მათ ახლა პატარა ანასტასია ყავდათ, პატარას გამოჩენამ დაუბრუნად სილაღე და ბედნიერება. დიტოსა და ნინის პატარა ანასტასია შეეძინა, უნდა გენახათ თემო როგორი გახარებული იყო. ,,ჩემი ნათლული და პატარა დაიკო დაიბადაო, ნათლიამ უნდა გაზარდოსო და ასრულებდა კიდეც” ისევ ტკიოდათ მაგრამ სამეგობროში კიდევ ერთი ანასტასიას გამოჩენას დიდი ხალისი მოყვა, ბედნიერება, სიხარული, სიცილი, სილაღე და ბევრი გაორმაგებული სიყვარული ერთმანეთისთვის. ყველანი ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ, ჩვეულებრივი ცხოვრება გააგრძელეს, ბედნიერები იყვნენ, კიდევ უფრო გადდაირია ,,წრე“ როდესაც სამეგობროში ერთ დროლად ორმა მშვენიერმა ქალბატონმა გამოაცხადა რომ კიდევ მატება იქნებოდა... ლიზი და თეო მალე დედები გახდებოდნენ... ლუკა სიხარულისგან გადაირია, სულ ლიზის ყურება უნდოდა, უარესად გადაირია და გააგიჟა გაორმაგებულმა სიყვარულმა, სამსახურიდან ორჯერ გამორბოდა და ლიზისთან მირბოდა, მუცელზეე საათობით ეფერებოდა, ეჩურჩულებოდა მის ჯერ არ დატყობილ მუცელს, ლიზის ცუდი ორსულობა ქონდა, ხშირად იბარებდა ექიმი, ლუკამ დამხმარეს მოგიყვანო მაგრამ ინგა გადაირია: –მე სახლში ვიჯდე და ჩემი შვილის და შვილიშვილის სიცოცხლე სხვას ვანდოვო? ინგამ და ლუკამ პირი შეკრეს ლიზის წინააღმდეგ, თუ ინგას არ დაუჯერებდა და წვენს რ დალევდა ლუკას ზარი საკმარისი იყო ერთი ამოსუნთვით გამოეცალა, მათთან ჭიდილი უაზრობა იყო. მარი გიჟივით დარბოდა, თეოსა და ლიზის შორის ბოლოს ნერვები რომ მოეშალა –ჩემს სახლში გადმოდით ერთად მაინც ავასრულო თქვენი ხუშტურებიო. ნინის არ აწუხებდნენ, პატარა ანასტასია დიდი ანასტასიას მსგავსად ისიც მოუსვენარი და ჭირვეული იყო, დედიკოს და მამიკოს ძილსაც კი არ აცდიდა, სხვა რამეები ხომ ზედმეტი იყო. –ნინი ძიძა ავიყვანოთ, მე ჩემი ცოლი ჩემს გვერდით მინდა და არა სხვა ოთახში. უკვე რამდენი ღამის ვალი დაგიგროვდა ვეღარც ვითვლიო–პრეტენზიებს გამოთქვამდა დიტო და გაბუტული მიდიოდა სამსახურში. გიოს და ეკას ურთიერთობა დაელაგებინათ აგრამ ჯერ არ ჩქარობდნენ, ნუ ეკა არ ჩქარობდა თავს იკავებდა, ცოტა მოვიცადოთ, ჯერ ოცდაორის ვარო, მანამ წუწუნებდა სანამ გიომ არ გაიტაცა და ძალით არ მოაწერეს ხელი კახეთში, მეჯვარეებად კი სრულიად უცხო ადამიანები ედგათ, ტელეფონის ნომრები გგამოართვეს, შეგეხმიანებითო. კიჭა და თეო, შესანიშნავი წყვილი... წყვილი პოზიტივი... წყვილი ენერგია... წყვილი ბედნიერება... ორივე ერთად სრულ ჰარმონიას ქმნიდა და მათი შემყურე ბედნიერება მოგვარდებოდა და თავად ჩაგეხუტებოდა, შენთან მინდაო... თეოს ლამაზი გამობურცული მუცულა.. ალექსანდრემ მამა გავხდებიო და მთელი სადარბაზო ცისფერი და ვადისფერი ბუშტებით მორთო. –არ ვიცი მე რომანტიკა, ფეხებზე ყველას აზრი, ბანალურობები და სისულეები, ჩემი გოგო იყოს ბედნიერი და თქვენ ჯანდაბაშიო... ლუკა გადაირია როცა ბავშვის სქესი გაიგეს და როცა ლიზიმ უთხრა, –პატარა ლილუ გვეყოლებაო მთელ კორპუს გააგებინა, იხტუნა, იყვირა, დარბოდა, პატარა ბავშვივით იქცეოდა, ლიზი კი მისი შემყურე სიცილს ვერ იკვებდა. ბედნიერება და სიყვარული... ყველაფრის დასაწყისი და დასრულია, ბედნიერება იმდენად განსაზღვრული და ზუსტი ცნება არაა. ბედნიერებაა როდესაც გარშემო ის ადამიანები გყავს რომლებიც გიყვარს.. ბედნიერებაა იმის კეთება რაც გიყვარს.. ბედნიერებაა ის თუნდაც წუთიერი მდგომარეობა როდესაც თავს საოცრად ამაღლებულად გრძნობ და გგონია ეს-ესაა ფრთები შეგესხმება და შორს აფრინდები.. ბედნიერება წვრილმანებშია,, აუცილებელი არაა რაღაც დიადი და მიუწვდომელი რამ იყოს.. შეიძლება სულ უბრალო რამ გაგაბედნიეროს.. უბრალო თბილმა სიტყვებმა, უბრალო მოფერებამ.. უბრალო დამოკიდებულებამ.. პატარა წარმატებამ.. დედამიწაზე შესაძლებელი ბედნიერება იმ აზრით ფერმკრთალდება, რომ ან ჩვენ მივატოვებთ მას, ან ის დაგვტოვებს. ჰოი, ნეტავ ადამიანებს შეეძლოთ, რომ ბედნიერება დამოკიდებული არაა გარეგნულ გარემოებებზე, არამედ გულის შინაგან მდგომარეობაზე. საოცარია არა ? ბედნიერების მოსაპოვებლად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას გადალახავენ ხოლმე, ის კი ჩვენშია, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არც ვიხედებით.. ბედნიერეს ტკივილიც ახლავს თან მაგრამ მან არ უნდა შეგვაშინოს და არ უნდა მივცეთ საშუალება რომ მიწასთან გაგვასწოროს. და რა არის სიყვარული? ზოგისთვის სიყვარული ძვირიანი საჩუქრებია ზოგისთვის ფანჯრის წინ შესრულებული სერენადა...მე კი ვთვლი რომ სიყვარული სწორედ ის შემთხვევაა სადაც ყველაფრის მიუხედავად უამრავ დაბრკოლებას გადალახავ და მაინც ის გეყვარება ერთელ და სამუდამოდ... და მაინც ვრჩები იმ აზრზე რომ სიყვარული ნიჭია რომელიც ყველას არ გააჩნია...ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მოდის ერთხელ და სამუდამოდ რჩება ჩვენს გულებში.... ....................................................................................... –დე... მაა... ეს ლამაზი გოგო ვიინ არიის? –ეს ჩვენი სამეგობროს დიდი ტკივილია დეე...–ლიზი ხუჭუჭთმებიან ხუთიოდე წლის გოგონასთან მივიდა რომელსაც ძველი ალბომი გადმოეღო ათვალიერებდა და ანასტასიას სურათი ეჭირა.–ჩემი და მარი ნათლიას ბავშვობის მეგობარი, ჩვენი დიდი ტკივილი, მოუშუშებელი ტკივილი. –დე მოუშუშებელი ტკივილი რა არის? პარკში ხელი რომ ვიტკინე ხომ მომირჩა მერე მალე? –ლული რომ გაიზრდები მერე გაიგებ ჩემო გოგონა, მაგრამ ვილოცოთ რომ იგივე ტკივილი არ იგრძნო შენ, არც ერთმა ჩვენგანმა, ეს უსაშველო ტკივილია–ბოლო სიტყვები ისე ჩაილაპარაკა ლიზიმ ბავშვებს რომ არ გაეგონათ, და ლუკას... მის სიყვარულით აღსავსე თვალებს რამე გამოეპარებოდათ მხედველობიდან? მასთან მივიდა, მხრებზე მოხვია ხელი და უჩურჩულა. –ეს უკვე წარსულია, ლამაზი და ტკივილიანი წარსული, ჩვენ კი ყველანი აქ ვართ და არავინ დავივიწყებთ მას. –დეე... ამ დეიდას რა დაემართა?–ისევ იკითხა მოუსვენარმა ლილუმ. –მოგვიანებით მოგიყვებით სხვა ისტორიებს–ლუკა ბავშვებთან მივიდა და ალბომი ააცალა, მერე კი ხმამაღლა მაგრამ ღიმილიანი სახით უთხრა, თბილი ხმით. –აბა, მამიკოს ბარტყებო, თქვენი ძილის დროა, დედიკოს და მამიკოს საქმე აქვს, – ლუკამ ლიზის მობრიალე თვალებს რომ შეხედა მაცდურად ჩაუკრა თვალი, ლიზიმ კი მზერით მიახვედრა, ,,ვერაფერსაც ვერ მიიღებო“ –მა, რა ცაქმე–ახლა პატარა სერიოზული სახის ბიწუნამ იკითხა რომელიც საოცრად გავდა ლუკას. –სანი, სახლი უნდა დავალაგოთ–არ დაიბნა ლუკა და პატარებს საძინებლისკენ გაუძღვა. ლიზი კი საძინებელში გაუჩინარდა მაცდური ღიმილით. .............................................................. ღამე მშვიდობისა.... ესეც დასასრული... მაპატიეთ რომ გალოდინებდით, იმედებს გიცრუებდით, არ იცი რამდენად მოგინდებათ გალიზება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი ეს რომ ახლა არ დამედო, ალბათ ვეღარასდროს ვერ დავწერდი. ეს ის თავი და ეს ის დასასრული არ არის რაც მინდოდა, რაც სინამდვილეში იყო და არის. ბოლო ათი დღის მოვლენებმა გარდატეხა მოახდინა ჩემში, ძნელია ერთ დროულად გიყვარდეს და გტკიოდეს, ძნელია როცა ღმერთს თავისთან მიყავს. მოკლედ ყველას ბედნიერებას გისურვებთ, დატკბიტ ყოველი წამით, ეს დღე ისე გაატარე თითქოსდა უკანასკნელია, პირობები აუცილებლად შეასრულეთ, ტკივილს არ მიცეთ უფლება გაჯობოთ, გადაგიაროთ. დრო ვერ გაგიყუებთ მაგრამ იცხოვრებთ. მხოლოდ ერთი რამ მაძლევს ძალას და იმედს.. არ ვიცი რატომ? საიდან ? როგორ ? მაგრამ ოცნება ყოველთვის ახდება!! თუ გულით გინდა! თუ დროს იქ დახვდები სადაც შენი ოცნება გელოდება!! -თუ ეს მოხდება ბედნირებაც მუდმივად ჩვენთან იქნება... გწამდეთ ღმერთის და სასწაულების. რაც მთავარია გვიყვრდეს ერთმანეთი. და დასასრულს მინდა ყველამ თქვენი აზრი მითხრათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.