შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლიზა ჯაფარიძე (ნაწილი 20)


19-06-2015, 18:45
ავტორი liziglonti
ნანახია 2 558

ანდრიაც შეშინდა ასეთი სასოწარკვეთილი და რომ დაინახა და ისიც თბილად მიეხუტა.... შემდეგ ხელები ჩამოიღო და ლიზას სახეზე გადაუსვა...
-შეიძლება ასე არ ჩანს, მაგრამ ძალიან მიყვარხარ მეც და დაიკოს შუბლზე აკოცა და ხელები სახეზე შემოჰხვია.. ლიზა მას უყურებდა...დიდი, მწვანე თვალებით...

-მეც ძალიან მიყვარხარ ანდრია... და ისევ მიეხუტა....
-რატომ ცახცახებ? რამე დაინახე...
-არა , მგონი არაფერი და ძალიან მეშინია.. გთხოვ ჩემთან დარჩი თორემ ტირილს დავიწყებ და რამდენიმე ცრემლი ჩამოსცვივდა....
ანდრია ლიზას გვერდით დაწვა... ლიზა მიეხუტა და თვალები დახუჭა.....
ანდრია გაურკვევლობაში აღმოჩნდა... ლიზას ახლა ვერაფერს ეტყოდა.. ერჩივნა დილაზე ეკითხა ყველაფერი რისი კითხვაც ასე ძალიან უნდოდა.. და თუ ეს სიმართლეა და ლიზა შეშინებულია, მაშინ ეს ყველაფერი სანდროს ბრალია და ეს რომ გაიფიქრა ათასი მიზეზი დაუტრიალდა თავში რატომ შიძლება ღამით ასე მოიქცეს გოგონა და ასე იყოს შეშინებული.
ნაბი... რი და მუშტი საბანზე დაარტყა.. ლიზამ თვალები ისევ გაახილადა ძმას გახედა, რომელიც დაღიზიანებული აქეთ-იქით იყურებოდა....
-ხედავ ყველაფერი შენი ბრალია? სკოლიდან რატომ გამოხვედი.. გიქროდნენ თან მაგრად... რა ჯიუტი რაღაცა ხარ.. ასე რატომ მოიქეცი ამიხსენი?
და ლიზას მკლავში ხელი ჩაავლო...
ლიზას ისევ ცრემლები ჩამოსცვივდა...
-ამიხსენი დაიწყე ყველაფრის მოყოლა.. მთელი ღამეა წინ.. დროზე და დას მეორე მკლავშიც ხელი ჩაავლო..
-ანდრია რანაირად იქცევი წეღან მეფერებოდი და ახლა რაღა გჭირს...

-არაფერი წამომიარეს მიდი დაიწყე...
-რა დავიწყო....?
-გამაგიჟებ შენ.... მითხარი იმ დღეს რა მოხდა სკოლიდან რომ გამოხვედი... იქიდან დაიწყე...
-არა.. არ გეტყვი.. არც ცოტნეს ვუთხარიი... არ დამიჯერებთ....
-რას არ დაგიჯერებთ?
-იმას, რომ....
და ამ დროს ლიზას ოთახის ფანჯარა ჩაიმტვრა...ლიზამ რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიწივლა და ისტერიული ტირილი აუტყდა... ანდრია ჯერ ვერ გაეაზრებინა რა მოხდა... მარტო ლიზას უყურებდა.....
სახლში ყველას გაეღვიძა.....
-რა მოხდა შვილო? გიორგი ლიზას ოთახში შემოვარდა...იქ ანდრიას არ ელოდა... ლიზასთან მიუახლოვდა..
-არ მომეკაროთ და ლიზა საწოლის კიდეს მიეხუტა...- ხელი არავინ შემახოს თორემ მოვკლავ და საბანი სახეზე მიუხუტა და ტირილი გააგრძელა... მარტო თვალები უჩანდა და მამას დაწითლებული თვალებით უყურებდა...

ოთახში ცოტნეც შემოვიდა...
-რა მოხდა მამა და მაშინვე ლიზას შეხედა..-ლიზიკო რატომ ტირის? რა დაემართა? და ხელით თმები შეისწორა და ისევ ლიზას გახედა....
ანდრიამაც გვერდზე გაიხედა...
-ფანჯარა როგორ ჩაიმტვრა ან ვინ ჩაამტვრია? აქეთ-იქით მიიხედა. მაგრამ რაიმე ქვის მსგავსი არ დაუნახავს... შემდეგ გარეთ გავიდა...
ცოტნე ლიზას მიუახლოვდა.. ის კი ისევ ტიროდა და საბანს იფარებდა...
-ლიზო გეყო რა.. ახლა ტირილს მეც დავიწყებ და დის გვერდზე დაჯდა...არიცოდა რა ექნა... საბანზე ხელი დაადო.. შემდეგ თმებზე გადაიტანა და თავისკენ მისწია.. ლიზა საშინლად მოთენთილი იყო... ცოტნემ ხელი შემოჰხვია და მიიხუტა... ანდრია კი მათ უყურებდა .. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა... ვერცკი გაიაზრა...
-კარგით რა.. და ფეხზე ადგა.. ფანჯარასთან მივიდა და გადაიხედა... გიორგი დაბლა იდგა და ბალახს უყურებდა....
ანდრიამაც დაიხედა... დაბლა შუშის ნამტვრევები ეყარა... გიორგი კი ცდილობდა რამე საეჭვო ეპოვა. მაგრამ ვერა და ვერ ქნა ...
-ეს სანდრ უნდა მოვიშოროთ.. დარწმუნებული ვარ მან მოაწყო... უნდა ვიპოვო.. თბილისი , რომც გადავაბრუნო.... იცი რას ვუზამ....და ანდრიამ მუშტი მოიღერა... და გარეთ გავარდა...
ამ დროს პიჟამაში გამოწყობილი დეიდა შემოვიდა ოთახში..
-რა მოხდა ცოტნე შვილო? ლიზა რა გჭირს...

და ფანჯარას შეხედა...
არავის არაფერი არ უთქვამს.. ცოტნე ლიზას ეხუტებოდა.. ის კი სლუკუნებდა.. ერთი ხანი იდგა ასე შემდეგ კი ოთახიდან გავიდა...
-ეს ქალი ვერ ხვდება რომ უნდა წავიდეს აქედან.. თიტქოს ძალიან ადარდებდეს...ლიზა დაწყნარდი ასე როგორ შეიძლება.. მამა ყველაფრს გაარკვევს გპირდები, თუ საჭიროა მცველებს დააყენებს.. ნუ გეშინია.. საშიში არაფერია.. დაწყნარდი და დას თვალებზე ხელი გადაუსვა.. ძალიან დიდ სითბოს აფრქვევდა ცოტნე.. ლიზა მიხვდა რომ თავის ძმებს ძალიან უყვარდათ... პატარაობიდანვე ანებივრებდნენ... ჯერ მამა შემდეგ ესენე და ძმას ჩაეხუტა... --ძალიან მიყავარხარ.. ცოტნე.... როგორი თბილი ხარ და მკლავები უფრო მოუჭირა...
-მეც მიყვარხარ ძალიან.. ჩემო დაიკუნა და ისიც მიეხუტა და თმებზე ხელი გადაუსვა...
-ეე ცოტნე.. შენ რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა თუ რა არის.. ლიზა დაწყნარდა უკვე.. დავაი ჩაიცვი და მამას მიეხმარე დროზე.... გამაგიჟებ რა... კარებიდან დაიძახა ანდრიამ და თავის ოთახში წავიდა...
ცოტნე ადგა და გარეთ გავიდა.. ჩაცმა დაიწყო.. ელენე მაღლა ამოვიდა და ლიზასთან
-ლი ... კარგი რა გოგო შენ სულ როგორ უნდა იტირო.. დაწყნარდი... ნინიმაც გაიღვიძა და ჩაის გაგიკეთებ დაწყნარდები....
და ლიზას ტანსაცმელი მიაწოდა.. ანიშნა ჩაიცვიო...
-ნიაკოსაც კი გაეღვიძა... ეგ კი, რომ იღვიძებს დააძინე მერე კიდევ... ცუდ ხასიათზეა.... და ტირის შენსავით...


ლიზას არაფერი არ უთქვამს... ხვდებოდა, რომ რაც მოხდა ესეც თოჯინის ნამოქმედარი იქნებოდა.. აბა სხვა ვინ? გაიფიქრა... მან ქნა და უნდა , რომ მომკლას და ცრემლები მოიწმინდა... მარტო აღარ დავიძინებ არასდროს.....
და ფეხზე წამოდგა.. ელენეს გაჰყვა.... დაბლა, რომ ჩავიდნენ ნინის უკვე გაეკეთებინა ჩაი და ლიზას უცდიდა...

-ელენე პატარა ბავშვი კი არ ვარ... ჩაი როგორ დამაწყნარებს...
ელენე გაეცინა
-შენ რა შენი თავი დიდი გოგონა გგონია... დიდი მაშინ იქნები, როდესაც ასე არ დაიწყებ ტირილს....
-მშიშარა ვარ .. ვითომ არ იცოდე....და ჩაი თავისკენ გადმოდგა...ნინი მის გვერდზე დაჯდა და ყურება დაუწყო...
ამ დროს მამამისი შემოვიდა....
-არ ვიცი რამ ჩაამტვრია.. მაგრამ ხვალ გავიგებ... კამერებს ვნახავ... ისე უკვე აუცილებელია აქაც დავაყენო...
ლიზა თავი წამოსწია....და მამამის შეხედა...
-დარწმუნებული ვარ თოჯინა იყო.. ხომ გეუბნებოდი მამა ეზოშია- მეთქი რატომ არ მიჯერებ.. მე მარტო ვეღარ დავიძინებ და ცოტნეს შეხედა...
-რა თოჯინა ლიზა.. თოჯინები დაივიწყე კაცო.. რას აიტეხე...
-ჰო მამა მართალს ამბობ .. თოჯინა რა შუაშია..
-არა... ის თოჯინა იყო მე და რატიმ რომ ვნახე.. თუ არ გჯერათ მას ჰკითხეთ.. ის თოჯინა დადის და უკან დამყვება.... მართალია ეს.... და ლიზას ისევ თვალები აუცრემლდა...

-აღარ იტირო ძვირფასო.აუ თუ თოჯინაა დავსჯი.. იმ საძაგელ თოჯინას....
თქვა გიორგიმ ნინის გაეღიმა... და თავი შეიკავა არ გასცინებოდა... ლიზამ ეს დაინახა და ჩაი ნინის გადაასხა... ნინი წამოიჭრა...ლიზაც ადგა...
-შვილო ეს რა ქენი...
-რა ვქენი? ჩემი არავის გესმით.. რატომ გაიღიმე ამიხსენი.. არ გჯერათ და გიჟი გგონივართ.. ეს კი სიმართლეა... ისტერიულ ყვირილში გადაუვიდა ლიზას ეს საქციელი.. და ხელებს გიჟივით იქნევდა..
-დაწყნარდი შვილო.... გიორგი მივარდა და ხელებში ხელი ჩაჰკიდა....-თავს რა ყველაფრის უფლებას აძლევ.. გონზე მოდი....
-აარა.. ხელი გამიშვი.... გამიშვი.. მეტკინა.....
ლიზას დაწყნარებ შეუძლებელი გახდა.... და გიორგიმ ხელები გაუშვა....
-როგორ მატკინე.. თავი დამანებეთ რა იმ თოჯინას მე თვითონ ვიპოვი და ხეზე ჩამოვკიდებ.. ფეხი სკამს მიარტყა სისწრაფეში და ეტკინა.. ამაზე უფრო გაღიზიანდა და კოჭლობით აირბინა კიბე...
-რა გეშველება რა.... დაიწყო ცოტნემ- ეს მართლა გაგიჟდა.. შეიძლება ის თოჯინა მართლა არსებობს მამა... დავუჯეროთ... ხომ არ მოგვატყუებს...
-შემეშვი რა .. მაგრად დავიღალე.. და გიორგი თავის ოთახში წავიდა..---------------------------------------------------------------როგორია? ღირს გაგრძელება...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent