შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ცეცხლის ალში (4 ნაწილი)


19-06-2015, 19:00
ავტორი magdagoderidze
ნანახია 1 999

დანარჩენი გზა შეშინებული გულის დამშვიდებას მოვუნდი.დედაც შეშინებული აცეცებდა თვალებს,გულში ისე ვლანძღავდი მძღოლს.ექსკურსიაზე ვარ ნამყოფი სვანეთში მაგრამ მშობლებთან ერთად სხვაა.ყველაფერს სხვაგვარად ხედავ და აღიქვამ.როგორც მამამ თქვა ერთი კვირა მესტიაში ვიქნებით,შემდეგ სხვადასხვა სოფლებსა და ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად გავეშურებით.ძალიან ლამაზი არის მესტია,მისი ღირშესანიშნაობების დათვალიერებას ხვალიდან შევუდგებით.დღეს ძალიან დაღლილები და ძალა გამოცლილები ვართ .როგორც კი შევედი და საწოლი დავინახე დაპროგრამებულივით წავედი მისკენ და ვარსკვლავის ფორმაში გავწექი.ისე მალე ჩამეძინა ვერც ვერაფერი ვერ გავიგე.დილას დედის კაკუნმა გამაღიძა,მეც ნახევრად მძინარემ გავეცი პასუხები და ისევ ძილი შევიბრუნე.კარგად რომ გამოვიძინე და საწოლში ყოფნა მომბეზრდა დედასთან და მამასთან ერთად ქალაქის დასათვარიელებლად წავედი.ძალიან ლამაზია მესტია,ცხელა და თან გრილი ნიავი უბერავს ხოლმე.ის დღეც ძალიან დამღლელი გამოდგა,ჩემთვის ყოველ შემთხვევაში კი.კი ვარ მიჩვეული სირბილსა და სიარულს მაგრამ მაინც საშინლად დავიღალე.იმ დღესაც ისე დამეძინა ბომბი რომ აგეფეთქებინათ ვერ გავიგებდი.

დილას ვარჯიშს ვაპირებდი მაგრამ საშინლად შემეზარა და სეირნობა ვარჩიე,დილის მესტია კიდევ უფრო ლამაზი და განსხვავებულია.მზის სხივები ყველგან რომ ცდილობს მიხწევას და ყველას გაღვიძებას,ქალაქს აღვიძებს და დილას მოსვლას ატყობინებს.დილის ცივი ნიავი სასიამოვნოდ გაგრილებს და გაგრძნობინებს თუ სად ხარ.ცარიელი ქუჩები ,სიმშვიდე და ესეთი ბუნება.მეტი რა უნდა ინატროს ადამინმა,რამოდენიმე ადამინს თუ დაინახავ ქუჩაში გამოსულს,რომელიც ამ სიმშვიდითა და სილამაზით ტკბება.დღეს ქალაქის დათვარიერება არ ღირს,გუშინ ძალიან დავიღალეთ და სჯობს დავისვენოთ.დედას და მამას დათვალიერება სურდა და წავიდნენ,მე სასტუმროში დავრჩი.სანამ დაბრუნდებიან აუზე ჩავალ.ბევრი ხალხი რომ არ იყო აუზე გამიხარდა,ვერ ვიტან იდიოტებს,რომ მოგაშტერდებიან და არ იცი სად უნდა წახვიდე.ცოტახანი იქ დავყავი დრო,მომაბეზრებელი რომ გახდა აუზე ყოფნაც და ოთახში ბოდიალი გასეირნება გადავწყვიტე.გრლი ნიავი უბერავს მაგრამ მაინც საშინლად ცხელა.
ხალხს თვალი მოვავლე და ჩემები რომ ვერ დავინახე იმედები გამიცრუვდა.იქვე რამოდენიმე ბაიკერს მოვკარი თვალი,მეც მსურდა ბაიკერობა მაგრამ მერე მივხვდი რა რისკთან არის დაკავშირებული და გადავიფიქრე.ღიმილით ჩავიარე მოპირდაპირე მხარეს და უკან რომ მოვიხედე ერთერთი მიყურებდა.მეტი აღარ გამიხედავს გზა განვაგრძე.მალევე გავიგე მოტოციკლის ხმა და გვერდით რომ ამომიდგა მაშინ დავინახე კიდეც.რადგანაც ჩაფხუტი არ ეფარა კარგად დავინახე მისი გაღიმებული სახე.

–როგორ ხარ?_პირდაპირმა ფორმამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა,ირონიულად გავუღიმე და პასუხის გასაცემად მოვემზადე

–კარგად

–კითხის დასმა იცი?_თვალებ მოჭუტულამ მკითხა,დაბნეულმა ძვლივს გავეცი პასუხი

–კი...როგორ არა_გავიკვირე მე აზრს რომ ჩავწვდი.

–მერე და მკითხე,მე როგორ ვარ_თვალი ჩამიკრა და გააჩერა.სხლა არც შემინელებია და არც გავჩერებულვარ.

–რომ არ მაინტერესებს?_ვკითხე სანამ გავცილდებოდი

–სჯობდა გეკითხა,ეხლა სულ დაგაინტერესებს ეგ _ეშმაკური სიცილით ამომიდგა გვერდით

–მეჭვება მაგით დავინტერესდე როდესმე _ხმით ჩამეცინა მის ესეთ განცხადებაზე.კიდევ დიდი ხნის მანძილზე მომყვებოდა,სიარული რომ მომბეზრდა იქვე ჩამოვჯექი და იდიოტივით მომღიმარს გავხედე.

–რა გაცინებს?

–როგორი მალე დაიღალე,არ ვარჯიშობ ხოლმე?_დამცინოდა როგორც მან თქვა თორნიკე

–დიდი ხანია დავდივარ,ვარჯიშობ_მეც მომეშალა ნერვები მის ესეთ საქციელზე
–რავი არაფერი არ გეტყობა_ჩემი თვალიერება დაიწყო თორნიკემ
–მამაკაცებივით კუნთები ხომ არ მექნება აბა_გავიკვირვე მე
–რატომაც არა,მოგიხდებოდა ხომ იცი_სიცილით შემათვალიერა კიდევ
–ღმერთო შენ მიშველე_გაოცებულმა ავიხედე ცისკენ და წამოვედი,თორნიკეც უკან მომყვებოდა და დამცინოდა.საშინლად მიშლიდა ნერვებს მისი ესეთი საქციელი.
–რა იბღვირები ერთი,მაშინებ ეხლა მაგით?_ირონიული |ღიმილით ამომიდგა გვერდით
–შენი შეშინება რომ მინდოდეს ეგრე არ მოვიქცეოდი
–ხოდა მაშინ ნორმალურად ვისაუბროთ,კი არ შეგჭამ_თან გზას უყურებდა და თან მე მიღიმოდა
–ნორმალურად,კარგი_ნერვებ მოშლილმა გავჩერდი და დაველოდე როდის მოვიდოდა
–ყავაზე დაგპატიჟებ,დაჯექი_მანიშნა მოტოზე და ყოყმანის შემდეგ მეც დავყევი მის ნებას.ყავა გემრიელი იყო,არც თორნიკე აღმოჩნდა ისეთი როგორი წარმოდგენაც შემიქმნა მაშინ.იუმორის გრძნობა აქვს კარგი და ისეც არ არის ცუდი ბიჭი.სასტუმრობდე მიმაცილა და ხვალ პირობა დამადებინა რომ ვნახავდი.
მეორე დღეს მისმა ზარმა გამაღვიძა,საშინლად არ მესიამოვნა ესეთი გაღვიძება და გემრიელად შემომელანძღა.მერე შეხვედრა გამახსენდა და მომზადება დავიწყე.საათს რომ შევხედე რაღა დილა პირველი იყო უკვე დაწყებული.მეც სწრაფად მოვემზადე და მშობლები გავაფრთხილე.ისე სწარაფად გამოვარდი რომ ტელეფონი სასტუმროში დამრჩა.ჩემი დებილი თავი გავლანძღე და თორნიკეც.მთელი ქალაქი მომატარა და ყველა კუთხე მანახა.თავს ვერ მოიწყენდი მის გვერდით ხან რით გაგართობდა ხან რით.ნაყინებიც ბევრი ვჭამეთ,ვჭამეთ ნაკლებად.სულ გაწეპილი ვიყავი ამდენი ნაყინის ჩემს სხეულზე მოხბედრით.არც თორნიკე იყო კარგ დღეში,მერე ერთმანეთს დავცინოდით ამ მდომარეობაზე . დედაჩემა გაკვირვებულმა შემათვალიერა და მაშინვე ოთახში გამიშვა.სიცილით ავედი ზემოთ და დგევანდელი დღე გავიხსენე.მართლაც კარგი ბიჭი აღმოჩნდა თორნიკე.ჩვენთან დავპატიჟე სავახშმოდ.დედას ეს რომ ვუთხარი ჯერ გაუკვირდა შემდეგ ძალიან ესიამოვნა და გაუხარდა ახალი მეგობარი რომ შევიძინე.
ღიმილით შევხვდი მომღიმარ თორნიკეს და ჩემებისკე წავიყვანე.
–რა სუფთა ხარ,კიდევ ხომ არ გინდა ნაყინი_მკითხა და ორი ნაყინი მომაწოდა
–საჭმელად მხოლოდ_ერთი ავაცალე და მომღიმარი მშობლებს მივუახლოვდი.ორივეს გავაცანი თორნიკე,თანდათან უფრო გაუგეს ერთმანეთს.მამასთან საერთო ენაც კი გამონახა და ბევრი ისაუბრეს.სულ არ მეგონა თუ თორნიკეს რაიმე ექნებოდა შეხედა ბიზნესთან.გაკვირვებული ვუყურებდი და შემდეგ ჩემს გაკვირვებაზე გულში ვიცინოდი.ის საღამოც ძალიან კარგი აღმოჩნდა.

–დედა წამოდით რა ბოლო დღეა აქ ყოფნის_თხოვნით მივმართე დედას,მთელი კვირა აქ არიან და მესტიას ნახულობენ და მე არ მომყვებიან ეხლა
–თორნიკეს სთხოვე_გადაწყვიტა დედამ.გაბრაზებული გამოვედი სასტუმროდან და თორნიკეს გადავურეკე.მე რო მჭირდება ეს ბიჭიც მაშინ იკარგება.მეორედ რომ დავრეკე მხოლოდ მაშინ მიპასუხა
–სად ხარ?_გაბრაზებულმა ჩავსძახე და გარემო მოვათვალიერე.
–რა გჭირს?
–ქალაქის ნახვა მინდოდა კიდევ ერთხელ და ვერ დავითანხმე ჩემები,ხომ მოხვალ_ხმა გავინაზე და გავიპრანჭე ვითომ ხედავდა.
–არსად წახვიდე დამელოდე_სიცილით დამარიგა და გამითიშა.მეც სიარული დავიწყე ლოდინში.სულ რაღაც 10 წუთში უკვე მოსული იყო.წვიმას აპირებდა და საშინლად მომეშალა ნერვები.ცოტათი ხასიათზე თორნიკეს ხუმრობებმა მომიყვანა.
გზაში გაგვიწვიმდა,თორნიკე ხასიათზე მოყვანას ცდილობდა მაგრამ არაფერი გამოდიოდა.მოსახვევში შენელება ვერ მოასწრო.წამებში მოხდა ყველაფერი,წამებში ასრიალდა მოტოციკლი,წამებში ჩავეხუტე თორნიკეს და მაშინვე ტრასაზე აღმოვჩნდით ორივე.
თვალებს ვერ ვახელდი ისე მქონდა ქუთუთოები დამძიმებული და იმ წამს მხოლოდ ჩემი მშობლები მედარდებოდნენ და თორნიკე.თვალწინ გამირბინა ჩემა ცხოვრებამ და კადრი,იმ ჯადოსნურ ადგილას შეჩერდა სადაც მე და ლევანი ვიყავით.კიდევ ერთხელ გავიარე მასთან ერთად ხელჩაკიდებულმა თაღი და ყველაფერი შავმა ბურუსმა დამალა.ყველაფერი დამიმალა და გამიქრო.მხოლოდ სიბნელე იყო რომლისაც მე ესე ძალიან მეშინოდა და ვნატრულობდი რაიმე ნათელი წერტილი დამენახა.თეთრმა სინათლემ თვალი რომ მომჭრა გავიქეცი მისკენ ამ სიბნელისთვის თავი რომ დამეხწია.თვალები რომ გავახილე შავი ფონის გარდა ვერაფერი ვერ დავინახე,სანამ ჩემი თვალები ამ ნათებას შეეჩვეოდა და კარგად დაინახავდა მანამ სავადმყოფოს სუნმა ცხვირი ამწვა.ერთმანეთში არეულიყო უამრავი სურნელი და საშინელ ნაზავს ქმნიდა.ვგრძნობდი როგორ მივდიოდი დერეფანში და დერეფნის ბრჭყვიალა სინათლე თვალს მტკენდა.ყველაფერი მტკიოდა ამასთანავე,როგორც კი შევეცდებოდი განვძრეულიყავი ჩემი ნეკნების ტკაცუნი მესმოდა და ვეჭვობდი არცერთი არ იყო საღ მდგომარეობაში.
მერე უკვე აღარაფერი აღარ მახსოვს,აღარც ტკაცუნი არ მტკიოდა და არც არაფერი.შავი სიბნელე ისევ იმ სიყვარულის ადგილმა შთანთქა და ისევ დავინახე თაღში გამავალი წყვილი.წყვილი რომელშიც ჩემი და ლევანის თავი ამოვიცანი.


ბოდიში დიდი დაგვიანებისთვის...
ესეც მხოლოდ ესე მალე ალბატ იმიტომ არის რომ სიცოცხლე მინდა...
გადავრჩიიი და პირობას რომ ასრულება უნდა ვისწავლე ...
მადლობა ყველასს ვინც კითხულობს



№1  offline წევრი პილმაუ

აფთარსა და ვეფხვს ნამდვვილად გადაურჩი, შესაბამისად მეც. იმედია მალე მაღირსებ გაგრძელებას :* :D

 


№2  offline წევრი magdagoderidze

პილმაუ
აფთარსა და ვეფხვს ნამდვვილად გადაურჩი, შესაბამისად მეც. იმედია მალე მაღირსებ გაგრძელებას :* :D

მალე თუ არ იქნა მეეჭვება გადავრჩენილიყავვიი :დდდ ვიწყებ მუშაობას უკვე (დაწყებული მაქვს და მეზარება უფრო სწორი ფორმა ხომ იცი :D)
აფთარი და ვეფხვი გაიყვანე მაკანკალებს რომ ვიხსენებ რას გადავრჩი :D :* ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent