საბრალონი ( I )
გამარჯობათ,ახლა მე იმ ამბავს გიყვებით,რომელიც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია,და მერწმუნეთ,ეს არ იქნება ბანალური ლავსთორი,თუ ამას ელოდებით,ეს იქნება ჩემი ამბავი,ამბავი,რომელიც 6 წლის წინ,სკოლაში დაიწყო,მაშინ,როცა 18-ის ვიყავი... სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი,ოთხი ოქლოსმედალოსანი იყო კლასში,ერთ-ერთი მე ვიყავი. მასწავლებლებსაც ძალიან ვუყვარდი და მოსწავლეების უმეტესობასაც. იქ გავიცანი ანდრია ავალიანი... ჩემთან ერთად უტარდებოდა კვირაში 3-ჯერ ინგლისური,მერხზე ერთმანეთის გვერდიგვერდ გვიწევდა ჯდომა და,თანდათან ვეგუებოდით ერთმანეთს. საუკეთესო მეგობარი მყავდა,ლიკო,მეუბნებოდა,არ დაუახლოვდე,ცუდი ბიჭიაო. რამდენჯერმე მოხდა ისეთი შემთხვევა,ლიკო ანდრიას ჩემს თანდასწრებით ეჩხუბა,თავი დაანებე ჩემს მეგობარს,თორემ განანებო. არ ვიცოდი,რა ხდებოდა მასსა და ავალიანს შორის ისეთი,ერთმანეთს გამუდმებით რომ გლეჯდნენ. რამდენიმე კვირაში ზემოთ ხსენებულმა ანდრია ავალიანმა,საკმაოდ ბანალურად ამიხსნა სიყვარული,მეცხრე ცაზე ვიყავი,თუ მეათეზე არა. ყველას თანდასწრებით გავექანე და მაგრად მოვეხვიე. -მიყვარხარ-ჩამჩურჩულა და ყელში ხმაურიანად მაკოცა,ყველაზე ბედნიერი ვიყავი,მართლა... -მეც მიყვარხარ,ცამდე,და ცის იქით,ღმერთამდე-ცრემლები გადმომცვივდა და თავი მის ყელში ჩავმალე. არ გამომრჩენია ლიკოს ტკივილიანი და ბრაზიანი მზერა,იმ დღის მერე ჩემთვის ხმა არ გაუცია. ანდრიას და,სანდრა,საშინელი ვიღაც იყო,ვულგარულად იცვამდა და სწავლითაც კარგად ვერ სწავლობდა. მაშინ ის დრო არ იყო,ყველაფერს ასე იოლად რომ იღებდნენ,და ევროპას აბრალებდნენ,პირდაპირ კახპად შერაცხეს. ანდრიას მისი და არ ანღვლებდა,მე კი ვდარდობდი მასზე. რამდენჯერმე ვცადე დახმარება,მაგრამ სულ ცივად მიშორებდა და მეუბნებოდა,ჩემ დას მე მივხედავო. ჩემი შეყვარებულის დედაზე,არაფერი ვიცოდი,და გაგება არც მსურდა,რადგან მისი მეშინოდა. *** სკოლა დავამთავრე და,იმ ზაფხულს,მე და ანდრეამ,ბათუმში გადავწყვიტეთ წასვლა. სიხარულით დავეთანხმე და დედაჩემს დაველაპარაკე,რომელმაც აქამდე არაფერი იცოდა ანდრეას შესახებ. -დედა,არ გამიბრაზდე რა,მიყვარს-თავი ჩავხარე,ამოვილუღლუღე და ტუჩზე ვიკბინე,რომ არ ავთრთოლებულიყავი. -რას ამბობ გესმის შენ?!! ჯერ სწავლა,სწავლა და სწავლა,შეუშვი მაგ გამოტვინებულ თავში!!-ყვიროდა ლალი. -დედა,გთხოვ...-ამჯერად ობოლი ცრემლი გადმომიგორდა თვალიდან -რას მთხოვ ქეთათო,რას!!! -გამიშვი ბათუმში...-თავი ავწიე და თვალებში ჩავაშტერდი,ხელი მაგრად გამარტყა სახეში,მეორეჯერაც იგივე გააკეთა -თუ მაგ ანდრიასთან ერთად გინდა წადი,მე აარ მჭირდები!-შებრუნდა და ოთახში შევიდა. მომესმა კარის დაკეტვის ხმა. ძირს ტირილით დავემხე და მუშტს იატაკს ვურტყამდი,თან ხმადაბლა ცრემლისღვრით ვამბობდი -ალე,ალე სად ხარ... მჭირდები ალე,გეხვეწები რაა,მოდი რა... რატო დამტოვე ალე? გეხვეწები ალე...მჭირდები მაა... იმ დღეს სახლიდან წამოვედი,პატარა ჩანთაში რამდენიც შემეძლო იმდენი ტანსაცმელი ჩავატიე,მამაჩემის დატოვებული ანაბრიდან მთლიანი ფული ავიღე და კასაც გავტეხე,ანდრიას დავურეკე,სკვერში შეხვედრაზე შევუთანხმდი და მომავალზე ფიქრი დავიწყე. რა მოხდებოდა,რა მოხდებოდა შემდეგ? ლიკო რომ გაიგებდა,რას იტყოდა? თუმცა რა უნდა ეთქვა,არც მელაპარაკებოდა... ბიძაჩემი? როგორ ვუყვარდი,მამას სიკვდილის შემდეგ,საკუთარი შვილივით მზრდიდა. მაგრამ ფიქრი შევწყვუტე,მე მაშინ ანდრიას სიყვარულის მჯეროდა,ყველაფერზე მეტად მჯეროდა და მეგონა,ყველაფერს გავუმკლავდებოდით,ერთად... -ანდრია-დავლანდე თუ არა მისი სხეული,ცრემლები მოვიწმინდე და მოვეხვიე -რა მოხდა პატარავ? რა დაგემართა? ტირი ჩემო ლამაზო?-თვალები დამიკოცნა და სკამზე ჩამოჯდა,მე კი კალთაში ჩამისვა -წამოვედი...-თავი დავხარე და ჩემს მუხლებს მივაშტერდი -საიდან? ამიხსენი რაა...-თავი ამაწევინა და გამიღიმა,მისმა ღიმილმა თითქოს ძალა მომცა მებრძოლა. -სახლიდან... -აჰა-თქვა ხმადაბლა-მოდი,ახლა ბათუმში წავიდეთ,მერე როცა თბილისში დავბრუნდებით,დავინიშნოთ,და სულ ერთად ვიყოთ-თქვა და თვალი ჩამიკრა,მთელი სხეულით ავეკარი,მერე ოდნავ მოვშორდი და ფრთხილად შევეხე მის ტუჩებს. მალე ერთმანეთს ვნებიანად ვკოცნიდით და ჩვენზე მოშტერებულ ხალხს ყურადღებას არ ვაქცევდით... *** ბათუმში ორი დღე მხოლოდ დასალაგებლად დაგვჭირდა,მესამე დღეს კი ზღვაზე წავედით,ანდრიამ მითხრა,ჩემი 2 მეგობარი უნდა გაგაცნოო,მეგობრის ხსენებაზე ლიკო გამახსენდა და დავნაღვლიანდი,სააბაზანოში შევედი,წყალი მოვუშვი,იქვე ხელით დავეყრდენი და სარკეში ჩამიხედე,მერე კი ტელეფონი მოვიმარჯვე -დაა-რამდენიმე ზარის შემდეგ,ძლივს მიპასუხა -ლიკო,როგორ მომენატრე-ისედაც მგრძნობიარეს ცრემლები გადმომცვივდა მე -რომელი ხართ?-ხმა გაბზარვოდა ლიკოსაც,მივხვდი კვლავ გაბრაზებული იყო. -კარგი რა ლიკო,დობას გაფიცებ-გამეცინა ჩვენი ძველი "შუტკის" გახსენებაზე -ქეთათო,მანერვიულე...-თქვა და,დავიფიცებ,იმ წამსვე ვიგრძენი,რომ ტიროდა -როგორ ხარ ლიკო-მეც უფრო ავტირდი -მე კარგად,შენ და..-დასრულება აღარ უნდოდა მას -დედაჩემი ნახე? კარგადაა?-თემა შევცვალე,მაგრამ უფრო მტკივნეულს მივადექი -არაა კარგად ქეთათო,ასე არ შეიძლება! ერთი ყვირილის გამო,ისეთი საქციელი არ უნდა ჩაიდინო,რასაც დარწმუნებული ვარ,ახლო მომავალში ინანებ! დაბრუნდი ქეთათო რა,დედაშენს პატიება თხოვე და ეგ არამზადა დაივიწყე! -როგორ ლაპარაკობ,კარგი რა ლიკო! არ გაქვს მასზე ცუდის თქმის უფლება,წესიერად არც კი იცნობ! -აჰ,მე არ ვიცნობ ხომ?! მე არ ვიცნობ?!-ყკვე ყვიროდა ის -ახლა წავალ,მეჩქარება მე,დაგირეკავ საღამოს,სკაიპში შემოდი!-ცივად მოვუჭერი და გავუთიშე... *** ლევო და დიმა კარგი ბიჭები აღმოჩდნენ,ისეთ სასაცილო ამბებს ყვებოდნენ,სიცილით ვიგუდებოდით ოთხივე და მე ანდრიაზე დაყრდნობილი მუცლის ტკივილამდე ვხარხარებდი,მერე წყალში შევედით,ძალიან ცივი იყო,ამიტომ მალევე ამოვვარდი,მაგრამ ანდრია დამედევნა,ხელში ამიტაცა და რამდენჯერმე მაყვინთავა... საღამოს ძლივს მივლასლასდი ჩემს ოთახამდე,გამიკვირდა ისიც რომ შემომყვა -ანდრია...-თვალებში ჩავაშტერდი მე -ჩშ,არაფერი თქვა-ვნებიანას ჩამჩურჩულა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა,კოცნაში ავყევი და ხელი ყელზე შემოვხვიე,გამოწვევა მიიღო,ხელში ამიტაცა,ლოგინზე დამაწვინა და ზემოდან მომექცა. ყელში მკოცნიდა,მერე მკერდზე,სიამოვნების ამოძახილები აღმომხდა და ტუჩზე ვიკბინე,მალე ბრეტელებიანი მაისური ერთი ხელის მოსმით დავარდა იატაკზე,მის მაისურსაც იგივე ბედი ეწია და ტუჩებზე დამეტაკა... იმ ღამეს,დაწყევლილ ღამეს,მჯეროდა მისი,მთლიანად მივენდე და მისი სიყვარულის ამარა,არაფერზე დავიხიე უკან... --- --- რაც არის არის,რამდენიმე კვირის წინ დაწერილია,რატომღაც,ძალიან მომინდა დამედო,აჰა,ვაჭერ "დამატება"-ს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.