მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 10
___ანი___ ანი მთელი კვირა ნინის გამო დადიოდა მაღაზიებში და ყიდულობდა უამრავ ნივთს, ბუშტებს და ამდაგვარ რაღაცეებს რათა ბარი მოერთო და გაელამაზებინა. დაბ. დღემდე 2 დღით ადრე შეუკვეთა 2 სართულიანი შოკოლადის ტორტი. ისღა ქონდა დარჩენილი საჩუქარი ეყიდა, მაღაზიებში გაიარა და ულამაზესი საღამოს კაბა და უძვირფასესი ყელსაბამი შეარჩია ნინისთვის. (აი, დაქალიც ასეთი უნდა) ___ნინი___ დილით ვიღაც თავზე დამახტა და ისე გამაღვიძა, ვინ იქნებოდა ეს ვიღაც, თუ არა ანი. -ჩემი ცხოვრება 19-ის გახდააა, გილოცავ დაბადების დღეს ნინ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ (ანი) -მადლობა ჩემო გოგო (მე) -აუ ბოდიში რა ჯერ საჩუქარი არ მიყიდია და საღამომდე გიყიდი და გაჩუქებ, კაი? (ანი) -საერთოდ არაა საჭირო სულელო (მე) -ოჰ რა არა, ნუ ბოდიალობ (ანი) ოთახიდან გავიდა, მეც ავდექი, შხაპი მივიღე, მერე ჩავიცვი და ტელევიზორს მივუჯექი. დიტოს მოლოცვას ველოდებოდი, მაგრამ გავიდა 1, 2, 3 საათი და ის საერთოდ არ მწერდა. შუადღეს დამირეკა და სიხარულით მაშინვე ვუპასუხე, მელაპარაკა, თუმცა ჩემი დაბადების დღე საერთოდ არ უხსენებია. გულდაწყვეტილმა გავთიშე ტელეფონი, ანი უკვე წასული იყო ჩემი საჩუქრის საყიდლად. Facebook_ზე უამრავი მოლოცვა მივიღე, ახლობლებმა დამირეკეს და კეთილი სურვილები მისურვეს. ანი 5 საათამდე არ ჩანდა და ავნერვიულდი, საჩუქრის შერჩევას ამდენი საათი რათ უნდა? თუმცა 5-ზე მოვიდა სახლში, ჩემთან მოვარდა და ხელში ორი ყუთი მომცა, ერთი დიდი, მეორე პატარა. -აბა გახსენი (ანი) ჯერ დიდი ყუთი გავხსენი, შიგნით ულამაზესი კაბა იდო: ლურჯი, სიგრძით მუხლს ქვემოთ, ამოღებული ზურგით და მაქმანებით. ძალიან მომეწონა და ანის გადავეხვიე -რა საჭირო იყო გოგო, ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მომწონს, ულამაზესი კაბაა (მე) -ახლა პატარა ყუთი გახსენი (ანი) პატარა ყუთიც გავხსენი და შიგნით ულამაზესი, ძვირფასი თვლებით მორთული, დახვეწილი ყელსაბამი დამხვდა -არ ვიცი რა გითხრა, უღრმესი მადლობა ან, ზუსტად იცი როგორი გემოვნება მაქვს (მე) -ხო და თუ მოგწონს, ახლავე ჩაიცვავ, გაიკეთებ და სადმე ავღნიშნავთ შენს დაბი დუბს (ანი) მე ცოტა დავიბენი ეს რომ თქვა -რა საჭიროა სადმე წასვლა, აქ ავღნიშნოთ (მე) -ოქროს დაბადების დღის ასე უბრალოდ გადატარება არ შეიძლება, გთხოვ რა, მაინტერესებს როგორ მოგიხდება ეს კაბა, ჩემი ხათრით (ანი) ისეთი თვალებით შემომხედა, დავთანხმდი და ოთახში შევედი რომ კაბა ჩამეცვა, ვიდრე კარს დავხურავდი ანიმ მომაძახა -შესაფერისი ფეხსაცმელი ჩაიცვი, მაკიაჟს და თმასაც მიხედე, მეც წავალ და გამოვეწყობი (ანი) ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო, მაგრამ უარს ვერ ვეუბნებოდი. ___ანი___ ანიც მაშინვე შევიდა ოთახში და თავისი ახალი წითელი კაბა ჩაიცვა, გრძელი ხვეული თმა გაიშალა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, ჩაიცვა შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი და აქსესუარები, როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო, ნამდვილი ანგელოზი. მორჩა თუ არა მზადებას, ბიჭებს დაურეკა, ისინი უკვე ბარში იყვნენ და ელოდნენ გოგოების მისვლას, ყველაფერი მზად იყო. მერე ტაქსი გამოიძახა და ახლა ნინის ნახვას ელოდა. -ნი მე უკვე მზად ვარ და გამოდი ეხლა, ერთი სული მაქვს გნახო (ანი) მეც დავამთავრე მზადება და ოთახიდან გავედი, ჩემი ანი, როგორი ლამაზი იყო ვერც ავღწერ -რა ლამაზი ხარ გოგო, ფერიასავით (მე) ანიმ ნელნელა ამათვალ-ჩამათვალიერა გაფართოებული თვალებით, მერე თქვა -სიტყვები ზედმეტია (ანი) და ტაში დაუკრა -კაი ნუ აზვიადებ, შენი ნაჩუქარი კაბა მომიხდა ხო? (მე) -თან ძალიან, მემგონი შენთვისაა შექმნილი ეგ კაბა, ყელსაბამიც (ანი) -მადლობა დიდი, ახლა რა ვქნათ? (მე) -რა და... (ანი) ამ დროს გარედან სიგნალების ხმა შემოვიდა, ტაქსი მოვიდა -აი ტაქსი გამოვიძახე და მოსულა, წავედით (ანი) ჩანთები ავიღეთ, ქვევით ჩავედით და მანქანაში ჩავსხედით. მძღოლმა ჩავსხედით თუ არა კომპლიმენტები გვითხრა, ხანში შესული კაცი იყო, სანდომიანი სახით. დანიშნულების ადგილას 10 წუთში მივედით, ეს ადგილი კი დიტოს კლუბი იყო. -აი მოვედით, გაგვიჩერეთ თუ შეიძლება (ანი) ანიმ მძღოლს ფული გაუწოდა, თუმცა მას არ გამოურთმევია. შემდეგ მე ანის მივუბრუნდი და ვკითხე -კი მაგრამ ეს კლუბი რა შუაშია, აქ აპირებდი აღნიშვნას? (მე) -კარგი რა, შენ ხო დიტო აქ ნახე პირველად (ანი) დიტოს ხსენებაზე უფრო გავბრაზდი, მან საერთოდ არაფრად ჩააგდო ეს დღე. რატომღაც კლუბი ჩაბნელებული იყო და არანაირი მუსიკის ხმა არ გამოდიოდა. მე და ანიმ კარი გავაღეთ და... უცებ განათდა ყველაფერი და გაისმა შეძახილი „გილოცავ დაბადების დღეს“. ცენტში დიდი მრგვალი მაგიდა და ოთხი სკამი იდგა, ლამაზად გაწყობილი იყო, ათასგვარი გემრიელობით. მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიყავით, მე, ანი, ბექა და დიტო. იქაურობა ულამაზესი იყო, კედლები წითელი, გულის ფორმის ბუშტებით იყო სავსე, იატაკი ვარდის ფურცლებით მოფენილი. მე დაახლოებით 5 წუთი გაოცებული ვიყურებოდი და ვერ ვიჯერებდი. გონს რომ მოვედი, სამივეს სათითაოდ ჩავეხუტე. მერე კი ოთხივე მივუსხედით მაგიდას, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, ბიჭებმა კომპლიმენტებით აგვავსეს. მერე ბექამ თავის საჩუქარი მომცა -იმედი მაქ მოგეწონება (ბექა) ძალიან ძვირფასი ყელსაბამი და საყურეები მაჩუქა, ძალიან მომეწონა -ვაიმე ძაან დიდი მადლობა ბექა, რა საჭირო იყო (მე) უცებ დიტომ თქვა -ჩემი საჩუქარი ჯერ არ მიგიღია (დიტო) და თვალი ჩამიკრა -არც ველოდები, არაა საჭირო, ასეთი სიურპრიზის მერე (მე) -ეს ყველაფერი ანის გაკეთებულია, მე უბრალოდ აქაურობა ყველა და ყველაფრისგან გავათავისუფლე ამ დღის გამო, საჩუქარს მალე ნახავ, მოდი ჯერ ტორტი დავჭრათ (დიტო) დიტო მაგიდიდან ადგა, შუქი ჩააქრო და ანთებული სანთლებით გაწყობილი, დიდი შოკოლადის ტორტი მომიტანა -აბა ჩააქრე ნი (ანი) ზუსტად 19 სანთელი იყო, სურვილი ჩავიფიქრე და ყველა ჩავაქრე. მერე კი დავჭერით და მივირთვით. -უგემრიელესია, მადლობა ბავშვებო, აუ რა კარგები ხართ (მე) დესერტის ჭამა რომ დავამთავრეთ, დიტომ თქვა -ახლა ყველა თქვენს კორპუსთან მივდივართ (დიტო) -რატო? იქ რა გვინდა (მე) -საჩუქრის ნახვა არ გინდა? (დიტო) -აქ მანახე (მე) -აქ შეუძლებელია, ასე რომ წავედით (დიტო) ბექა არა, მაგრამ ანიც დაიბნა ცოტა არ იყოს. დიტოს მანქანაში ჩავსხედით, ჩემს კორპუსს ვუახლოვდებოდით, რაღაც ანათებდა და რაც უფრო ვუახლოვდებოდით იქაურობას, სინათლე მატულობდა, აი მივედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.