შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბრალონი ( II )


20-06-2015, 11:55
ავტორი ფსიქო.13
ნანახია 1 938

დილას ბედნიერს გამეღვიძა. არ ვიცი,რატომ,არ ვიცი საერთოდ,რატომ მიხაროდა რაც მოხდა. არა,მივხვდი-მე მეგონა,რომ ცოლად უფრო მალე მომიყვანდა. სულელი ვიყავი,ერთი იდიოტი გოგონა,რომელიც ცხოვრების აზრზე არ იყო და ყველაფერს ვარდისფერი სათვლით უყურებდა...
თვალები გავახილე,ანდრიას მკერდზე მქონდა თავი დადებული,ის კი მშვიდად სუნთქავდა და ეძინა.უფრო შემიყვარდა,მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი,რა მელოდა შემდეგ...
-ანდრია-მსუბუქად ვუჯიკე,როცა მისმა ტელეფონმა რეკა არ შეწყვიტა.
-ანდრიაააა-ამჯერად უფრო ვუჯიკე,მაგრამ რას გავაწყობდი,მაგარი ძილი ქონია. ტელეფონს მივწვდი,ავიღე და ვუპასუხე,მაშინვე იკივლა წრიპინა ხმამ
-ანდრია! შენ ვერ ხარ ხო! ამდენი ხანია რო გირეკავ,ამდენი დღეა ვნერვიულობთ და შენ თურმე ვიღაც კახპასთან ერთად ბათუმში ყოფილხარ!! ერთი ღამისთვის მანდ წაეთრიე,აქაც შეგეძლო მოგეგვარებინა,მომისმინე ახლა...-გავშეშდი,ტელეფონი ანდრამ ამაცალა,ეტყობოდა მისი ყვირილის ხმა გამოდიოდა მობილურიდან,და გაეღვიძებინა. ვერც კი გავაცნობიერე,ისე მომდიოდა თვალებიდან ცრემლები,უხმოდ ვტიროდი. არ ვიცი,რამდენი ხანი ვიყავი ასე,ანდრიამ მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა
-პატარავ,სანდრას ხასიათი ხო იცი არა...-გამიღიმა და უფრო მიმიკრო. ავხედე,დიდი ხანი ვუყურე თვალებში და მერე,რაღაც ისეთი აღმოვაჩინე იქ,რომ ტუჩებზე დავეტაკე. ნეტა რა აღმოვაჩინე,ახლა მიკვირს!...
***
ბათუმში 1 თვით გადავწყვიტეთ დარჩენა,რაც აქ ვიყავით,მხოლოდ 12 დღე სრულდებოდა,მე კი წონაში საგრძნობლად ვიმატებდი,დიეტა ცოტა ხნით რომ დავივიწყე და ყოველ საღამოს რომ რესტორნებში დავდიოდით,იმის ბრალია! ასეთი ანდრეას არ მოვეწონები-მეთქი ვფიქრობდი,მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი,ისე არ მინდოდა დიეტა...
ერთხელ,კლუბიდან გალეშილი მთვრალები გამოვდიოდით. ნიძლავი წავაგე და იმდენი სასმელი შევურიე,გამოსულებს პირდაპირ ღებინება ამიტყდა საშინელი. დიმა ექიმი იყო,ამდენი არ უნდა დაგელიაო და პირდაპირ საავადმყოფოში გამაქანა,მაინც რა იცი რა ხდებაო. სწრაფად დადიოდა და თავბრუ მეხვეოდა,ანდრიაზე მიწებებული ღრმად ვსუნთქავდი. ლევო იცინოდა,რძალიც ესეთი უნდა,ჩვენზე მეტი დალიაო,მაგრამ ჩემთვის ეკითხა,მქონდა მაშინ სასაცილოდ საქმე?
როგორც კი გამსინჯეს,დიმამ მანქანაში აგიხსნი რაც ხდებაო,რაღაც ფურცელი წამოიყოლა და ჩავჯექით.
-აუ,ჩემი ძმიშვილი ტო,ვაბშე ყველაზე მაგარი იქნება!-წამოიძახა მოულოდნელად დიმამ,ყურადღება არ მივაქციეთ,იცოდა ასეთები.
-ეე ,შვილი გეყოლება-მანქანა გააჩერა და პირდაპირ ასე,ყველანაირი შემზადების გარეშე მიახალა სახეზე ფერებგადასულ ავალიანს.
-ჰა? რა?-ნერწყვი ისე მძიმედ გადააოგორა,მე გავიგონე
-რა ჰა ბიჭო,შვილი ეეე-გადაიხარხარა ლევომ,მერე გავაცნობიერე რაც მოხდა და ვერ გეტყვით,რა დამემართა,გულში სითბო ჩამეღვარა,ვიგრძენი ჩემს სხეულში ორი გული ფეთქავდა,ისე გამიხარდა,ისე როგორც არაფერი...
-არ მინდა შვილი ჯერ...ჯერ...-ანდრიას ამ სიტყვების გაგონება და,ჩემი გაყინვა ერთი იყო,არამარტო ჩემი,არამედ ლევოსი და დიმასიც.
სულგანაბული ვუყურებდით ანდრიას,რომელიც ისე საუბრობდა რომ აბორტი გამეკეთებინა,თითქოს ჩვენ შვილზე კიარა,ვიღაც ბ*ზის შვილზე საუბრობდა,რომელმაც არ იცის ვინაა ბავშვის მამა. მანქნიდან ჩამოვხტი,მაგრამ დიმამ დამაკავა ხელით,ლევომ ანდრია გადაიყვანა და მაგარი მუშტი ხია,ერთხელ,ორჯერ,სამჯერ,ძირს დააგდო და გამწარებული ურტყამდა
-არაკაცო,შენი დედა! ესეთი ძმაკაცის ყოლას,საერთოდ არყოლა ჯობს! ფუ შენიიი!-ძლივს შეეშვა და დაჯდა,როცა მის თვალებს შევეჩეხე,მივხვდი მას ჩემზე მეტად ტკიოდა,ტკიოდა მისი ძმა,ასეთი ძმა... არანაკლებ დამძიმებული უყურებდა დიმა,მერე მანქანა დაქოქეს,უთქმელად სასტუმროში ავიდნენ,იქამდე ნომრის გასაღები გამომართვეს,მერე ბარგი ჩამოიტანეს და,ბათუმში დამაბრუნეს. მგზავრობის განმავლობაში,ჯერ ვერ ვიაზრებდი რა მოხდა,ერთ წერტილს ვუყურებდი გაშტერებული და მალე,ცრემლებმა იჩინეს თავი...
მეტკინა,მეტკინა ის,რომ ასე მომექცა. ეს დროებითი ბედნიერება ყოფილა ყველაზე საშინელი... მეგონა დამთავრდა,ბავშვს აუცილებლად გავაჩენდი,მოვუვლიდი და მორჩა,ოღონდ მის გარეშე...
მეგონა,მეგონა თორემ,ყველაფერი ჯერ არც კი დაწყებულა თურმე,თურმე არ მცოდნია,წინ რა მელოდა.
***
რთული ორსულობა მქონდა,ლიკო ჩემს ხასიათზე მოყვანას ცდილობდა სულ,ლალი კი მუდამ ცივად მიყურებდა,ლიკოს სახლში ჩემს სანახავად იშვიათად მოდიოდა და მაშინაც ამბობდა,ჩემი შვილიშვილი მაინტერესებსო. ბიძაჩემმა,არ ვიცი ეს როგორ შეძლო,მაგრამ მაპატია,ისე თბილად აღარ მექცეოდა,მაგრამ მაპატია. ნათესავებმა ბო*ი მიწოდეს,დაუფიქრებლად. უნივერსიტეტში ყველაზე მეტად მრცხვენოდა,მეხუთე თვეში უკვე გაბერილი მუცლით რომ დავდიოდი. არა,განა იმიტომ მრცხვენოდა რომ ორსულად ვიყავი? არა,იმიტომ რომ,ქმარი არ მყავდა და ყველა,ნათესავებივით ბო*ად მიმიჩნევდა.
ერთ ღამეს,ადრე გამეღვიძა,საშინლად გამიჩნდა სურვილი,რაც შეიძლება ბევრი მჟავე კიტრი მეჭამა,ძლივს წამოვდექი,მაგრამ სადღა იყო მჟავე კიტრი?! შეწუხებულმა,აღარ მინდოდა ლიკოს გაღვიძება,ამიტომ კედები ჩავიცვი და მანტო მოვისხი, ძლივს ჩავედი ქვემოთ,უკვე მეშვიდე თვეში ვიყავი და მიჭირდა სიარული,თანაც ღამე,როცა ახალგაღვიძებულს თვალები მეხუჭებოდა. სადარბაზოდან გავდიოდი,ვიღაცას რომ შევეჯახე,ავხედე და,ისევ ნაცნობი თვალები,ნაცნობი,მოღალატე თვალები...

----
აბა,როგორია?
ყველანაირად ვცდილობ,რაღაცას დავამსგავსო,მგონი მთლად საშინელება არ უნდა იყოს.
ვტვირთავ.



№1  offline წევრი Khaleesi

არა, საინტერესოა ყოცარ მალე დადე შემდეგი

 


№2  offline წევრი 11♥

მე შენ მიყვარხარ ♥
--------------------
ჟ.ძებისაშვილი

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

Khaleesi
არა, საინტერესოა ყოცარ მალე დადე შემდეგი

Immortal beauty
ყოჩაღი გოგო ხარ :დ :** კარგი ხარ <3

11♥
მე შენ მიყვარხარ ♥

Vaime madloba ♡♡
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№4  offline წევრი bar bare

Super gogo xar <3

 


№5  offline წევრი Sexy Mädchen

საშინელების ავტორები არ ამბობენ მასე და შენ რაღა გჭირს:დ ეს თავი ცოტა გაწელილი მომეჩვენა,მოვლენები დააჩქარე და შემდეგში უფრო დიდ თავს ველოდები:)
--------------------
:)

 


№6  offline წევრი tamna^^

malemale magari xar <3

 


№7  offline წევრი ფსიქო.13

Sexy Mädchen
საშინელების ავტორები არ ამბობენ მასე და შენ რაღა გჭირს:დ ეს თავი ცოტა გაწელილი მომეჩვენა,მოვლენები დააჩქარე და შემდეგში უფრო დიდ თავს ველოდები:)

Xo,mec shevnishne cota gawelilia...
mtavar satqmeltan 1 tavi damrcha ♡
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

არ ვფიქრობ რომ გაწელილი იყო. ხანდახან დეტალებიც სასიამოვნო წასაკითხია და მნიშვნელოვანიც, თუ რა თქმა უნდა ამ სტატუსით იყენებ...
ვნახოთ რა მოხდება. იმედია მართლაც არაბანალური მიზეზი აქვს ტანჯვისთვის ჩვენს მთავარ პერსონაჯს ));)

 


№9  offline წევრი ფსიქო.13

lullaby
არ ვფიქრობ რომ გაწელილი იყო. ხანდახან დეტალებიც სასიამოვნო წასაკითხია და მნიშვნელოვანიც, თუ რა თქმა უნდა ამ სტატუსით იყენებ...
ვნახოთ რა მოხდება. იმედია მართლაც არაბანალური მიზეზი აქვს ტანჯვისთვის ჩვენს მთავარ პერსონაჯს ));)

ისეთი არაბანალური,მეტი არ შეიძლება. ჯოჯოხეთური მიზეზი,მერწმუნე კიდევ ჰა-ჰა 2 თავი და,გაიგებ))
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

ფსიქო.13
lullaby
არ ვფიქრობ რომ გაწელილი იყო. ხანდახან დეტალებიც სასიამოვნო წასაკითხია და მნიშვნელოვანიც, თუ რა თქმა უნდა ამ სტატუსით იყენებ...
ვნახოთ რა მოხდება. იმედია მართლაც არაბანალური მიზეზი აქვს ტანჯვისთვის ჩვენს მთავარ პერსონაჯს ));)

ისეთი არაბანალური,მეტი არ შეიძლება. ჯოჯოხეთური მიზეზი,მერწმუნე კიდევ ჰა-ჰა 2 თავი და,გაიგებ))


არ მეჩქარება, მშვიდად ველი ;)))

 


№11  offline წევრი ფსიქო.13

<3 ნენეე,ვგიჟდები შენზე! love
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent