შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერეს მსხვერპლი(თავი 1)


20-06-2015, 13:54
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 004

თებერვალი იყო..გარეთ ციოდა..უბერავდა ქარი,მაგრამ ვერნისაჟში არ თბილოდა თანამედროვე გათბობის საშუალებით.კონდიციონერი ეს ხომ მშენიერი რამაა.თბილი ჰაერი და ძელი..დიდი დარბაზი და ლამაზი მასწავლებლები. ესაა სტუდია,სადაც ნატალია დადის.
დაგვიანებით შემოვიდა დღესაც გაკვეთილზე.მას ხომ ასე ახასიათებს ეს.არ უყვარს დროის მორჩილება და შესაბამისად ვერც პუნქტუალურია.ნელი ნაბიჯით შემოვიდა და ძელისჯენ წავიდა.პირველი ბალეტი აქვთ.
-ნატალია,კიდევ აგვიანებ-უკმაყოფილოდ შეხედა ბალეტის მასწავლებელმა ტერიმ ახლადშემოსულ მარიამს.
გოგონას არაფერი უპასუხია,ისე დაიკავა უკანა ადგილი.მაღალი არაა.173-174 სანტიმენტრი იქნება,მაგრამ თითქმის ყველაზე მაღალია.გამხდარი ტანი და ძელი...გოგონას სხეულის ატრიბუტი ისე,თითქოს ეს.მაღლა აწეული თმა და შავი სამოსი...ეს იქნებ ერთი რამაა.ეს იქნებ ერთად შექმნეს..
-ტერფები გაახურე-გოგონას მიაძახა და მოსაცდელისკენ ვიღაცას რაღაცს გასძახა.გოგონას მზერაც უნებურად იქითკენ წავიდა.თან ტერფებს ახურებდა და თან იქით იცქირებოდა.
„ესაა მანანას(ლათინის მასწავლებელი) საქმრო და ეს მეორე.ეს მისი ტყუპის ცალი იქნებ“-გაიფიქრა და ახლა გაახსენდა,რომ „ფეისბუქის“ გვერდზე ასე მოხიბლა იკას ტყუპის ცალმა,მაგრამ მისი სახელი უცბათ ამოუვარდა თავიდან.რამდენი ფოტო დაათვლაიერა მისი და ახლა რეალობაში უფრო უკეთესი ეჩვენა.მისი თვალებიც ისეთი მრავლისმეტყველი იყო.
არა,ბიჭი,ნუ უკვე რაღაც ბიჭი,24 წლის იყო,მართლაც,სიმპათიურად და მომხიბვლელად გამოიყურებოდა.მაღალი,დაახლოებით 187 სანტიმეტრი სიმაღლის,ათლეტური და ძლიერი სხეული,გამოკვეთილი კუნთები და გამაგიჟებელი მოძრაობა.შავი თმა,წინ ოდნავ ქოჩორი.ნუ,ნატალია ასე ეძახდა.ალბათ,თაფლისფერი თვალები ექნებოდა..საშუალო ზომის ტუჩები...წარბებიდან ისე იხედებოდა..
„იქნებ იცის როგორ მოხიბლოს ქალები მზერით“-გაიფიქრა ნატალიამ და თავის ტერფს დახედა.
გოგონას უფრო საოცრებად მოეჩვენა მისი მზერა.მის სახეს სიცოცხლე შეარქვა.როგორი ღიმილი ჰქონდა.მისი ხმაც კი რაღაც საშინლად მიმზიდველად მოეჩვენა.
დიდი ხნის ფიქრის მერე,როცა უკვე ცერებზე უნდა გაეარა,გაახსენდა,რომ ბიჭს ლუკა ერქვა.
„ქოჩორით ხომ განსხვავდება იკასგან. ალბათ,ამის ასხვავებს მანანა“-გულში გაეღიმა იმ კითხვაზე,როცა გაიგო დერეფნიდან სიცილი:
-ერთმანეთისგან როგორ ანსხვავებ?-მანანას ეკითხებოდა ვიღაც.ქალის ხმა უნდა ყოფილიყო.
მანანა ნატალიაზე ოდნავ დაბალია. 24 წლისაა,იკაზე რამდენიმე თვით დიდი.წითელი მოკლედშეკრეჭილი თმა აქვს.საკმაოდ კარგი ტანი და განსაკუთრებით ფეხები,რომლის მიმზიდველობასაც ყველას აღნიშნავს.
მუსკულებიანი და პატარა მკერდიანი ტერი დაჯღანული გავიდა დარბაზიდან და ნატალიაც ადგა შუა შპაკატიდან...არა,კარგი ფეხები კი აქვს,მაგრამ ამ შპაკატში ვერ ჩაჯდა.კუნთები საშინლად აქვს დაჭიმული.თანაც ძნელია ამ ასაკში გაწელვა...ნელა იწელება,მაგრამ იწელება.17 წლისაა და მალე,ორ თვეში 18-ისაც გახდება.
„თვრამეტი წლის გოგო უკვე ზრდას ასრულებს და რა დროს ჩემი გაწელვაა“-დასცინის ხოლმე თავს ნატალია.
მანანა შემოვიდა.მოკლე შორტი აცვია კალჰოტკის ზემოთ და შავი ჟაკეტი შემოუხვევია,ზემოთ ვიწრო ზოლიანი მაისური აცვია და ვარდისფერი ბოტასებით მიაქანავებს უკანალს.იკას გახედა,რომელიც მაგიდასთან ტელეფონს მიშტერებოდა და შემდეგ ისევ მოსწავლეებისკენ წამოიღო მზერა.
ნატალიამ გასახდელში,როგორც იქნა,ჩაიცვა ლათინის ფეხსაცმელი,სარკეში თმა გაისწორა,შორს გამოიწია,შეხედა საკუთარ თავს და მერე გამოვიდა.კედელთან ატუზული ლუკა შენიშნა.როგორ თამაშობდა მზერით.მგონი,გოგონასაც შეხედა და მერე ისევ გაიხედა.
„საშინლად მიყურებს“-გაიფიქრა გოგონამ და სხვებს გვერდით მიუდგა.
როგორც ყოველთვის,მანანამ უკანალის მოძრაობით დაიწყო.ხელები მკერდის გვერდით მოათავსა ოცდაათ გრადუსზე,მხრების სიგანეზე გაშალა ფეხები და თეძოები აამოძრავა.სხვებიც აყვნენ,მაგრამ ქალი მათ არ უყურებს.საკუთარ თავს მიშტერებია სარკეში და ამაყი მზერით დგას.
„მე მიყურებს“-გოგონამ ფანტაზიორობა დაიწყო.არადა,ბიჭს მისკენ გამოუხევს თუ არა მისკენ საერთოდ არც დაუნახავს.
არა,ეს გოგოები როგორი რომანტიკოსები ვართ და ზოგჯერ ზედმეტადაც კი.სულ როგორ გვგონია,რომელი მამაკაციც შემოგვხედავს,რომ მოვსწონვართ.იქნებ ჩავციკლულვართ იმ აზრში,რომ ყველა ქალი ლამაზია.ვინ იცის...
ხელების მოძრაობაზე გადავიდა მანანა..ახსნა დაიწყო,როცა დარბაზში ლუკა შემოვიდა,უკან დადგა:
-მეც გავაკეთებ,მანანა მას-ისევ გამოაჩინა თეთრი კბილები და ეს ნატალიას არ გამოპარვია.
ტანში ჟრუანტელმა დენივით დაუარა.რას ნიშნავს ეს? ვინ არის ეს ბიჭი,რომ ასე იზიდავს?
სასაცილო მოძრაობები დაიწყო და გოგონას მუდამ ადევნებდა თვალს,ოღონდ ისე,რომ არ შეემჩნიათ.ცოტა ხანში წინ წამოვიდა,სკამზე დასაჯდომად.ნატალიას ჩაუარა ახლოს.გოგონას ეგონა,რომ წაიქცეოდა.შვიდსანტიმეტრიანებზე წაქცევა სახუმარო ხომ არაა.საბედნიეროდ,გოგონამ შეიკავა თავი და მშვიდობიანად მიაღწია ლუკამაც სკამამდე.მუსიკის ცენტრთან დაჯდა და ღიმილით მიაჩერდა დარბაზს.
-იკა წავიდა?-ჰკითხა მანანამ.
-კი,რამდენი ხანია.
ახალი წლების მერე იკა და მანანა წყვილია და,როგორც ჩანს,ლუკას შეუერთდა ქალის ცეკვის მეგობრების „სასტავს“.
-გააჩერე მუსიკა?-მანანამ გასძახა ლუკას.
-აუუ-გააჩერა და ტელეფონს შეხედა.
„კიდევ კარგი სულ წინ არ ვდგავარ,თორემ არ ვიცი..“-ფიქრობდა ნატალია და თვითონაც ვერ გაერკვია,რა მოსწონდა მასში ასე ძლიერ.
ჰიპ-ჰოპმაც მალე ჩაირა,მერე პრესები და მალევე სახლში იყო.ნუ,რა მალევე.დაახლოებით ორსაათნახევვარი გაგრძელდა ვარჯიში,მაგრამ გოგონას ეს სულ ორ წუთადაც კი არ მოეჩვენა.ის ხომ ამ დროს სადღაც დაფრინავდა.
მოვიდა თუ არა,“ფეისბუქში“ შევიდა და უფრო მეტი გაიგო ლუკაზე.გაიგო,რომ მორიელია.დაბადების დღე 24 ოქტომბერს აქვს.გაიგო,რომ სამტრედიის გუნდში თამაშობს.ისიც შეიტყო ფოტოებიდან,რომ სულ წითელი მაისურით თამაშობს.მაგრამ დიდი ვერც ვერაფერი გაიგო მის შესახებ და რაღაც უმარისობის გრძნობამ შეიპყრო.მისი თითოეული ფოტო დაათვალიერა და შეისწავლა.
„მოვეწონე“-ამ ფიქრებში დაიძინა...მასზე ფიქრობდა,მაგრამ ლუკა განა ფიქრობდა?ამიტომ სიზმარში არ უნახავს მისი სახე,მისი გამოხედვა,მისი შავი თმა და წვერი.
კიდევ რამდენიმე წუთს მოჰკრა თვალი ბიჭს ამის მერე დარბაზში...მერე არც გამოჩენილა,მაგრამ ღამით ერთი კვირა სულ მასზე ფიქრობდა და 3-4 საათამდე თვალდახჭული უბრალოდ იწვა ხოლმე და მასთან ერთად ღრუბლებში დაბორიალობდა.ძილი როგორ დაუფრთხო.ეს თვითონაც უკვირდა.
ზედმეტად ფანტაზიორია. გოგონას,სჯეროდა,რომ ბიჭიც იგივეს გრძნობდა..იცოდა,რომ არ იყო ასე,მაგრამ მაინც სჯეროდა.
ნატალია მე-11 კლასის მოსწავლეა,მალე მე-12 კლასში გადავა.
ყველაფერი აინტერესებს და სულ რაღაცას ეძებდა,მაგრამ ეს ბოლო წერია მიხვდა,თუ რა არის მისი მოწოდება.ეს მწერლობაა.რომანებს წერს,ასე ვთქვათ..უყვარს წერა და როცა თუნდაც პატარა ჩანახატსაც კი,ის ბედნიერია...
ცოტა ხნის წინ 4ლოვეზე დარეგისტრირდა და აქ დაიწყო გამოქვეყნება.არ იცის,გახდება მწერალი თუ არა,მაგრამ ოცნებობს,რომ გახდეს გლობალური მსოფილოს „ბესტსელერის“ ავტორი.ჯერჯერრობით,უნდა ,რომ ჟურნალისტიკაზე ჩააბაროს.ქართული ლიტერატურა ძალიან უყვარს და თან სულ წიგნებს კითხულობს..ეს,მართლაც,მისი მოწოდებაა და ამისთვისაა შექმნილი..ნუ,ის თუ არაა,ეს სფერო მისთვისაა.
გიტარაზე დადის,მართალია,ფრჩხილები უშლიან ხელს,მაგრამ მაინც მაინც არ იჭრის.ისეთი გოგოა,რომ არაფერსში არასდროს ნებდება და არ იხევს უკან.
სკოლას,მოკლედ,რომ ვთქვათ შეაკვდა...მამამისი ფიზიკოსია.სრული პროფესორია თსუ-ში და ყოველთვის უნდოდა,მის შვილსაც მისნაირად მედალზე დაემთავრებინა სკოლა.სულ პირველობას აჩვევდა და სულ უნერგავდა ტვინში,რომ ყველასთვის უნდა ეჯობნა...უფრო მეტიც,სკოლაში პირველობა არაფერიააო-სულ ეს ესმოდა ნატალიას. თვითონ ვერცხლის მედალზე დაამთვარა და გოგონაზე გადაკიდებული,ოქროს მედალი უნდა ვიხილო შენზეო.
დედა ბუღალტერია და სადღაც კარგანაზღაურებადკომპანიაშია მოწყობილი.
მშობლებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს.დედისერთაა და შვილზე მზე და მთვარე ამოსდით.ზოგჯერ ზედმეტადაც კი ნერვიულობენ,მაგრამ ეს ბუნებრივია...
ათი საათი იყო საათს,რომ ახედა,მხოლოდ ახლა გაახსენდა შხაპის მიღება,ჩახურა ლეპტოპი და სააბაზანოში გავიდა.
თერთმეტი ხდებოდა,როცა გაუშლელ ლოგინზე წამოწოლილიყო და ჭერს მიშტერებოდა.
კვირა დღე იყო.წინ ორშაბათი ჰქონდა ანუ შვიდი გაკვეთილი,მაგრამ ყველაფერი ნამაცადინები ჰქონდა.
ხუთი წუთიც არ იყო,რაც ასე იწვა,რომ თამარიმ დაურეკა.თამარი მისი ყველაზე ახლო მეგობარი და დაქალია.
-ნატალა,როგორ ხარ?
-მოვიწყინე შენს გარეშე.გადმოხვალ?
-გოგო,მეზარება.
-კარგი,რა.ნუ წუწუნებ.
-კარგი,ნატალია.შენ ხომ ვერ შეგაგნებინებ ვერაფერს.
-მიდი.იცოდე,მალე მოდი,თორემ..
-თორემ რა?-გადაიხარხარა თამარიმ.
-კაი,გელოდები.
ნატალია არ ამდგვარა ლოგინიდან.
ათ წუთში წამოხტა მარტო,როცა გაიგო ზარი.
-თამარ-გააღო კარები და გოგონას გადაეხვია,თითქოს დიდი ხნის უნახავი ჰყოლოდა.
-როგორ მიდის მწერლობის საქმე?
-ძველებურად..მუზები მუდამ არიან,ჰო,იცი?-შეხედა თამარის.
-აბა,ჩემო გოგო.
-რას შვრები?-ისე ჰკითხა თითქოს გუშინ საღამოს არ ენახა.
-აუ,ჩემი გიჟი.რა ხდება ცეკვაზე?
-არაფერი.დამეჭიმე კუნთები-ფეხი თვალ წინ აუწია.
-მოდი,ვუყუროთ რამეს?-თამარიმ გააღვიძა ნატალიას ლეპტოპი და გოგონას გახედა.
-უი,დღეს „გრეის ორმოცდაათ ელფერს“ წავაწყდი,ვნახოთ?
-აი,მაგახე კონოში მინდოდა წასვლა.
-მერე არ მეცალა მაგ დღეს.ასე,რომ ნუ წუწუნებ.
-გადაყევი შენს გამოცდებსა და მასწავლებლებს-გააჯავრა თამარიმ.
თამარი სამედიცინოზე სწავლობს.უნდა ქირურგი გამოვიდეს.წელს მეორე კურსს დახურავს და საკმაოდ წარჩინებულად.
-სტიპენდია როდის უნდა აიღო?-მომენტალურად სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი ნატალიამ.
-არ მოგცემ ჩემს სტიპენდიებს.
-აჰა,მოდი ვუყუროთ.ინგლისურადაა,მაგრამ მერე რა.
-ჩემი ჭკვინია-თამარიმ გაუშვა ფილმი და გვერდით მიუწვა ნატალიას.
ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა ფილმი და გოგონები უჩუმრად ადევნებდნენ თვალს.ბოლოში ნატალიას ჩაეძინა,მაგრამ თამარის ეს არც კი შეუმჩნევია და ძველებურად გააგრძელა ყურება.ინტერესით იყო შეჭრილი ლეპტოპში.
დილას,ნატალიას შვიდზე გაეღვიძა.ფანჯრიდან გაიხედა და ჯერაც არ გათენებულიყო.
„ლუკა“-ჩუმად იმეორებდა ბიჭის სახელს.
ლეპტოპი ჩართო და იფიქრა ვნახავ,როგორ დასრულდა ფილმიო,მაგრამ სულ დაავიწყდა ის,როცა „ფეისბუქში“ შევიდა და ლუკასს სურათებს დაუწყო ყურება.პოსტების კითხვას შეუდგა და თითქოს დღიური ყოფილიყო ისე,ინტერესით ჩასციებოდა მათ.
„დავამატებ“-დამატებას დააწკაპა და მთავარ გვერდზე გადავიდა,მაგრამ რამდენიმე წუთიც კი არ იყო გასული,როცა გააუქმა ის და ლოგინში შეძვრა.
„რა კარგი ბიჭია,მაგრამ მიუწვდომები.რატომ მიზიდავს ის,რაც ჩემი ვერასროს გახდება“-გაიფიქრა და თვალები დახუჭა.
ვინ იცის რა გახდება ჩვენი.იქნებ გახდეს კიდეც როდესმე ის,რაზეც ადრე ფიქრსაც კი ვერ ვბედავდით...

მოკლედ,ესაა ახალი ისტორია,რომელიც მოუთმენლად ელის მკითხველს...



№1  offline წევრი Anuuc^.^

ესაა ისტორია რომელსაც ელოდა ერთი გოგო და ეს გოგო მოგკლავს შენ!!! არ უნდა გეთქვა რომ დაიწყე?!!
ძალიან კარგია,მაგარია და ასე შემდეგ იცი....ხოოო ეს უკვე მომწონს რაღაცეები მეცნოო,უფრო სწორად თითქმის ყველაფერი....ველოდები შემდეგს მოუთმენლად,მიყვარხარ ჩემოო გოგო❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Anuuc^.^
ესაა ისტორია რომელსაც ელოდა ერთი გოგო და ეს გოგო მოგკლავს შენ!!! არ უნდა გეთქვა რომ დაიწყე?!!
ძალიან კარგია,მაგარია და ასე შემდეგ იცი....ხოოო ეს უკვე მომწონს რაღაცეები მეცნოო,უფრო სწორად თითქმის ყველაფერი....ველოდები შემდეგს მოუთმენლად,მიყვარხარ ჩემოო გოგო❤

სიუპრიზად გიტოვებდი.. love

 


№3  offline წევრი Anuuc^.^

drunkinlove
Anuuc^.^
ესაა ისტორია რომელსაც ელოდა ერთი გოგო და ეს გოგო მოგკლავს შენ!!! არ უნდა გეთქვა რომ დაიწყე?!!
ძალიან კარგია,მაგარია და ასე შემდეგ იცი....ხოოო ეს უკვე მომწონს რაღაცეები მეცნოო,უფრო სწორად თითქმის ყველაფერი....ველოდები შემდეგს მოუთმენლად,მიყვარხარ ჩემოო გოგო❤

სიუპრიზად გიტოვებდი.. love


იიმეეე საყვარელოო შეენ❤კი გამახარე ძალიან
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent