შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი გაფრენა [1]


20-06-2015, 18:35
ავტორი ელეონორა
ნანახია 2 084

1 თავი

ქუჩის კუთხეში მდებარე პატარა, კომფოტულად მოწყობილი კაფე.
მუქი შინდისფერი ფარდები, შესანიშნავად რომ ეხამება ამავე ფერის კედლებს და ჭრელ, აქეთ-იქით დაუდევრად მიყრილ პუფებს. დაბალი, შუშის მაგიდები, რომლებზეც ნებისმიერ დროს შეამჩნევთ ვისკის ბოთლებსა და ერთ ღამეში ჩაკლულ სიგარეტის კოლოფებს, საფერფლეში ჩასრესილ უამრავ ღერს .. მაგიდაზე ჩამოდებულ, საათიან მაჯას, სიგარეტგარჭობილ, ნატიფ თითებს .. იატაკზე გაფენილი, უზარმაზარი, თბილ ფერებში გაწყობილი ხალიჩა, დანახვისთანავე რომ აგიმაღლებს განწყობას, წითელ–ყვითელი ნაქარგებით.
შინდისფერ, ნახატებით სავსე კედელზე, რომელზეც აქა-იქ სასიამოვნოდ ამოსაკითხი ფრაზები მიუწერიათ, უზარმაზარ საათსაც მოკრავთ თვალს. ეს ერთადერთი ნივთია, რომლის წიკწიკსაც შეუძლია მყუდროება დაგირღვიოს. მშვიდი მუსიკა .. მომღიმარი პერსონალი .. პოზიტივი .. ბედნიერება.
კაფის კუთხეში, კედელზე გაკეთებული უზარმაზარი ბიბლიოთეკა, ნებისმიერ სასურველ წიგნს რომ დაავლებ ხელს და იქვე მდგარ, კომფორტულ სავარძელში მოკალათდები. დრო ისე გაგეპარება, დაგათენდება კიდეც და გადაწეული ფარდებიდან იმასაც შესანიშნავად შეამჩნევ, როგორ ამობრიალდება ცაზე უზარმაზარი, წითელი ბურთი.
სული უჩვეულოდ გიმშვიდდება, უმიზეზოდ გეღიმება და გრძნობ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც რამდენიმე წუთის წინ გეგონა. ადგილი, რომელიც გაიძულებს იფიქრო .. ძალიან, ძალიან ბევრი. იფიქრო იმაზე, რომ ვიღაცას უყვარხარ, ვიღაცას სჭირდები, ვიღაცას ენატრები, ვიღაც ამ წამს ისევე უყურებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, როგორც შენ .. ვიღაც ისევე წრუპას ვისკის, ზუსტად ისე აყოლებს თავს სასიამოვნო მუსიკას, როგორც შენ. ზუსტად იმდენივე პრობლემა აქვს, რამდენიც შენ, არც მან იცის ამდენს როგორ გაუმკლავდეს, მაგრამ მაინც, აუცილებლად გადალახავ .. ყველაფერს მოაგვარდებ ..! გრძნობ, რომ აი, ამ წამს მარტო არ ხარ და სადღაც, ვიღაც ზუსტად ისე გრძნობს თავს, როგორც შენ! მერე გიხარია .. რაღაც, უმიზეზოდ გიხარია .. ალბათ ის, რომ შენ შეძლებ, შენ გააკეთებ, აუცილებლად მოაგვარებ, წინ წახვალ, არასდროს გაჩერდები, შენ .. შენ უბრალოდ უნდა გადალახო, უნდა დაძლიო, იმიტომ, რომ მზად ხარ .. ცოცხალი ხარ და შეგიძლია, ამ დედანატირებ ქვეყანაში რაღაც კარგი დატოვო, გააკეთო, გაახარო, შეაყვარო, დაეხმარო, გააღიმო, გაუღიმო .. ამ ჟანგიან დედამიწას ნათელ წერტილად მოევლინო .. შენ შეგიძლია, იმიტომ, რომ ცოცხალი ხარ და არაფრის გეშინია.
ვისკით სავსე ჭიქა ხელში შეათამაშა, ყინულები ხმაურიანად მიახეთქა ჭურჭლის კედლებს და იქვე მდგარ, დაბალ, შუშის მაგიდაზე გააცურა. სითხე დაიღვარა .. ყურადღება არ მიუქცევია. იცოდა, კიდევ ერთი ჭიქის დალევას საშინელი შედეგი რომ მოყვებოდა, ამიტომ მაგიდისკენ აღარც გაუხედავს. საოცრად ეუცხოვა საყვარელი ადგილის მუქი, შინდისფერი კედლები. იქვე ჩამოკიდებული, წიკწიკა საათის ხმამაც კი აუფეთქა ფიქრისგან გადაღლილი გონება და ყურადღების გადასატანად, მაგიდაზე დავჩამოდებულ ძმას თმაში შეუცურა თლილი, ნატიფი თითები. რას არ მისცემდა, ოღონდ დროის უკან გადაწევა შესძლებოდა, ოდნავ, სულ სულ ოდნავ ..
ბიჭმა დაბინდული მზერით ახედა მის კულელებზე მოთამაშე ნინას, ერთ ადგილას რომ ვეღარ აჩერებდა აკანკალებულ კიდურებს და გრძნობდა, როგორ უთრთოდა მთელი სხეული. წამით ინანა კიდეც, ყველაფერი რომ მოუყვა დას და უარესად აანერვიულა, თუმცა იცოდა, მასზე უკეთესად ვერასდროს ვერავინ რომ ვერ ანუგეშებდა. ისიც იცოდა, როგორ აწყენინებდა გოგონას, ეს ამბები რომ დაემალა. გაჭირვებით, თუმცა მაინც გაუღიმა ნინას და თლილი თითებით, წვრილ მაჯაზე წაეთამაშა.
-მითხარი რამე .. - ძლივს ამოუშვა პირიდან რამდენიმე ბგერა და მიხვდა, უნდა დადუმებულიყო, თორემ გოგონას სულ გადარევდა. ისედაც ინფაქტი მიაღებინა, ლამის. ნინამ ისეთი რამ იგრძნო ძმის მიმწყდარ ხმაში, რაც აქამდე არასდროს შეუმჩნევია. სხეული დაეძაბა და ლუკას საოცრად რბილ თმაში შეცურებული ხელი წამიერად დაეჭიმა. არ უნდოდა, ბიჭისთვის ტკივილი კიდევ უფრო დაემძიმებიდა და ყველანაირად ეცადა, საკუთარი დაძაბულობა ძმისთვისაც არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ლუკას ყველაზე მეტად უჭირდა მოცემულ მომენტში.
-მამამ იცის? - იკითხა ათრთოლებული ხმით და იგრძნო, პასუხის მოლოდინში როგორ გადაუვიდა ფერები. იცოდა, როგორ გაუცრუვდებოდა იმედები ზურაბს და ძალიან არ სურდა დადებითი პასუხის მოსმენა. მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმა ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევდა ლუკას და ორივე მშვენივრად ხვდებოდა, ოჯახთან საუბარი გარდაუვალი რომ იყო.
-არავისთვის მითქვამს. - ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა და სიგარეტის ასაღებად, ოდნავ წამოიწია. ძმის მიტკლისფერ სახეს რომ ჰკიდა თვალი გოგონამ, სხეული უარესად დაუმძიმდა .. უკვე მერამდენედ იგრძნო, რას ნიშნავს ორგანიზმის გაუსაძლისი წვა. ამღვრეული თვალები ლუკას გაუშტერა და ძალიან ეცადა, მის გამომეტყველებაში რაიმე იმედისმომცემი შეენიშნა. არ შეეძლო ეყურებინა, როგორ დაინატჯებოდა ბიჭი ერთი, სიმთვრალეში დაშვებული შეცდომისთვის .. როგორ დაიდანაშაულებდა საკუთარ თავს და როგორ ეტკინებოდა გული ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
-არ მინდა, რომ ასეთს გიყურებდე! - ბრძანებას უფრო ჰგავდა მისი სიტყვები, ვიდრე რაიმე გადაწყვეტლებისკენ სწრაფვას და პრობლემის ერთობლივად მოგვარებას - მოგვარდება, ხომ იცი.
-ნუ მაიმედებ ნინა, ჩემს გაფუჭებულ საქმეს აღარაფერი ეშველება! - გოგონას ყურთასმენას სასოწარკვეთილი, მიმწყდარი ხმა მისწვდა, ოდნავაც რომ არ ჰგავდა ლუკას ჩვეულ, ბოხ, ოდნავ ჩახლეჩილ, მუდმივად მტკიცე ხმის ტემბრს.
-ანდრომ თუ იცის? - გონება სწრაფად გაუნათდა გოგონას და თვალწინ მომღიმარი, მუდმივად საკუთარი თავით კმაყოფილი, უფროსი ძმა წარმოუდგა, ვერაფრით რომ ვერ დააჭკვიანეს - უკვე უთხარი?
-ჩემთან ერთად იყო, ანა რომ მომივარდა ტირილით .. - ცრემლებად დაღვრილი გოგონა წარმოიდგინა, ნერვიულობისგან, თეთრად დათენებული ღამეებისგან უპეები რომ ჩაშავებოდა და წამიერად, თვალთ დაუბნელდა - კიოდა, ნაყოფი არ მომაშორებინო გეხვეწებიო, გესმის, ნინა ?! - სიმწრით ჩაეცინა ლუკას.
-ხომ არ გადაირია?! - ოდნავ წამოიწია გოგონა და ათრთოლებული თითები ერთმანეთში ახლართა - რა მოშორებაზე ლაპარაკობს საერთოდ, ნორმალურია?! - ძალიან შეეცოდა გოგონა, რომელიც როგორც ჩანს საერთოდ არ იცნობდა ლუკას და არც მისი ხასიათის შესახებ იცოდა რაიმე.
-არ ვიცი ნინა, არაფერი არ ვიცი! - თავი დახარა ბიჭმა და ოდნავ წამოზრდილ წვერზე თითები ჩამოისვა - მე მხოლოდ იმას ვხვდები, რომ ძალიან მალე შვილი მეყოლება.
-მე ძმისშვილი! - წამოიყვირა გაუაზრებლად და წამიერად, საოცარი სითბო ჩაეღვარა სხეულში. რა ჯობია, სახლში მოტიტინე პატარა, საყვარელ არსებას, გაუჩერებლად რომ დაბობღავს და მოსვენებას ერთი წამითაც არ გაძლევს. გაეღიმა და თვალებგაფართოებულ ლუკას ახედა, გაურკვეველი გრძნობისგან გამოწვეული ღიმილი რომ დასთამაშებდა ღვინისფერ ბაგეზე - ანდროს რომ დამართნოდა ანალოგიური, გეფიცები ოდნავაც არ გამიკვირდებოდა .. მაგრამ შენ, ლუკა?! შენ?!
-მე, მე! - სიმწრით ჩაეცინა, სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი და ისევ ის პოზიცია დაიკავა, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობდა თავს. ფიქრისგან გადაღლილი თავი დის თითებზე ჩამოდო და მაჯაში ნერვიულად ჩაავლო ხელი.
-მე მაინც მგონია, რომ სახლში უნდა მოიყვანო .. - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის, ვიდრე ძმის გასაგონად - და ვფიქრობ, რომ მამობას არაჩვეულებრივად გაართმევ თავს.
-არ გამომყვება ნინა, არც მიცნობს! - ხელები გაშალა ლუკამ და გოგონას ზღვისფერი თვალები შეანათა - ხომ ხედავ, იმას მეხვეწებოდა ნაყოფი არ მომაშორებინოო, ასეთ რამეზე წამსვლელი ვგონივარ .. გესმის?! ვერ შეძლებს ჩვენთან ერთად ცხოვრებას. - საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა, რამდენჯერმე დააქნია თავი და მზერა კედელზე ჩამოკიდებულ სურათს გაუშტერა.
-ასეთი ცუდები ვართ?! - მოჩვენებით გაიკვირვა უმცროსმა ნაკანმა. ძმის სახეზე აშკარად შეამჩნია გაურკვეველი ემოციების ცვლილება, ყოყმანი, ოდნავი სიხარული, ბედნიერებაც .. - ანდროს ხელში ეგ გოგო კი არა, ვერავინ ვერ მოიწყენს. ხომ იცი, დედაც ზედ გადაყვება, მამას კიდევ გაცრუებულ იმედებს ოდნავ მაინც შეუვსებ. თან, ხომ ვიცი, შენ ყველაზე მეტად გაგიჭირდება საკუთარი შვილის შორიდან ყურება. გაიზრდება, მამა დასჭირდება და ვერც შენ შეძლებ ამ საოცარი არსების გარეშე ყოფნას. მე ხომ ვიცი არა, ლუკა?! შენ ახლა ვერ წარმოგიდგენია, როგორი მამა იქნები, თორემ მერე, ვეღარც გამოგწიწკნით ხელიდან პატარა ვაჟკაცს!
-ამ თემაზე უკვე ვიფიქრე, ნინა .. - ჩაილაპარაკა ბიჭმა და ღმერთმა იცის, მერამდენე ღერი ჩასრისა საფერფლეში - ვიცი, ყველასთვის ასე რომ იქნება უკეთესი, მაგრამ შენ .. - ოდნავ შეყოყმანდა, თვალები აეწვა და მიხვდა, უკანასკნელი წინადადება საერთოდ არ უნდა ეთქვა - შენ ..
-რა მე, ლუკა?! - თავი უკმაყოფილოდ გააქნია გოგონამ - რა მე?! - სევდაჩამდგარი თვალებით გახედა ლუკას და თავი ავტომატურად აგრძნობინა დამნაშავედ, ამ წინადადების თქვა საერთოდ რომ გაბედა - შენ გგონია, რომ საკუთარ სახლში მორბენალი ძმისშვილი, ჩემთვის შემაწუხებელი იქნება?!
-მე ეგ არ მითქვამს, ნინა! - უმიზეზოდ გაბრაზდა უფროსი ნაკანი და შეამჩნია, როგორ შეაკრთო მისმა ამაღლებულმა ტონმა გოგონა. კიდევ ერთხელ იგრძნო სინდისის არანორმალური ქენჯნა და საკუთარ თავს, უამრავჯერ შეუკურთხა გონებაში - უბრალოდ, ახალი ოჯახის წევრები .. ხომ გესმის.
-არ მესმის ლუკა, არა! - ტონს აუწია ნინამ - მე საერთოდ არაფერი მესმის! როგორ გგონია, ანას და ჩემი მომავალი ძმისშვილის საკუთარ სახლში დანახვა, დისკომფორტს შემიქმნის?! - ზღვისფერ თვალებზე ბინდი გადაეკრა და მზერა იატაკზე ამოჩემებულ, ერთ წეტილს გაუშტერა. შესანიშნავად იცოდა, სულ ტყუილად რომ ბრაზობდა და იმასაც არაჩვეულებრივად ხვდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ მისი მდგომარეობის გამო რომ ყოყმანობდა ლუკა. შეილებოდა, ანას ადგილას ნებისმიერი სხვა რომ ყოფილიყო, ნინას საოცრად უკომფორტოდ ეგრძნო თავი და შერცხვენოდა კიდეც რთული მომენტების მის თვალწინ გადატანა, ასეთი წუთები კი მის ცხოვრებაში ნამდვილად მრავლად იყო. მერე, გამოიკეტებოდა კიდეც ოთახში და აღარ დაენახვებოდა, არავის .. მაგრამ ანასთან, გოგონასთან, რომელიც ძალიან, ძალიან მალე გაიბერებოდა და სულ ციცქნა, "მინი" ლუკას ატარებდა მუცლით, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ ექნებოდა და ალბათ, თავის დროზე მასაც მოუყვებოდა სიმართლეს. იცოდა, მისი სიტყვებით არანორმალურად რომ ატკენდა ძმას, თუმცა ისიც ესმოდა, რომ ეს ერთადერთი გზა იყო ლუკას ასამოქმედებლად. მზერა იატაკიდან, ანერვიულებულ ძმაზე გადაიტანა და საკუთარი, ჯერ არ ნათქვამი სიტყვები წინასწარ ეტკინა - ჩემი გრცხვენია ხო, ლუკა?! გრცხვენია, ასეთი და რომ გყავს?! - წარმოთქვა სულ ორიოდე წინადადება და ცხადად შეიგრძნო დანაშაული, მასზე გადაყოლილი ძმის წინაშე, წამიერად რომ ჩაუქრა ყველაფრის მიუხედავად მაინც მოციმციმე, აკიაფებული ზღვისფერი ირისები . უფროსი ნაკანის სახეზე იმედგაცრუების გარდა, სხვას ვერაფერს ამოიკითხავდით. კიდევ ერთხელ ეტკინა თამთას საკუთარი სიტყვები და მიხვდა, ახლა სახე რომ არ გაეტრიალებინა, ძმის თვალწინ გულამოსკვნილი აქვითინდებოდა .. მოცემულ სიტუაციაში კი საერთოდ არ აწყობდა გადმოცვენილი, ნიანგის ცრემლები. ეს რომ არ ეთქვა, ვერაფრით გადააწყვეტინებდა სახლში ანას მოყვანას. არც ისე ადვილია, ოჯახში ლეიკემიით დაავადებული დის ყოლა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება გონება დაებინდოს, უკეთეს შემთხვევაში კი ცხვირიდან სისხლი წასკდეს. ხვდებოდა ლუკა, რამდენად მძიმე იქნებოდა ნინასთვის ახალ ოჯახის წევრთან შეგუება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ლეიკემიით დაავადებულის საერთოდ არაფერი ეტყობოდა, მის ცხოვრებაში მაინც იყო უმარავი ისეთი მომენტი, რასაც უცხოს ვერცერთ შემთხვევაში ვერ აჩვენებდა. თავქუდმოგლეჯილი მორბოდა ხოლმე ქუჩიდან იმ შემთხვევაში, თუ თავს ცუდად იგრძნობდა და სულაც არ უნდოდა მისი მდგომარეობის შესახებ ყველას გაეგო .. სახლში კი ის დახდებოდა, ვისაც ყველაზდე მეტად გაურბოდა და ვისიც არანორმალურად ერიდებოდა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილ უმცროს ნაკანს .. ანუ ანა, სრულიად უცხო გოგონა, რომელსაც მოუწევდა თამთას ფერწასული სახის ყურება, ხანდახან, გულწასულის მოსულიერება და იმ შემთხვევაში თუ დღე რთული იქნებოდა და ფეხზე ადგომას თავს ვერ გაართმევდა, ალბათ მისი ოთახისკენაც გააპარებდა თვალს, შეუმჩნევლად. მობეზრდებოდა კიდეც, სახლში ავადმყოფის ყურება და ვინ იცის, როგორ გაუჭირდებოდა ლეიკემიით დაავადებულ "მულთან" შეგუება.
-და მყავს, საამაყო .. მთელი თბილისი რომ აფრენს, აი, ისეთი! საუკეთესო რჩევებს რომ მაძლევს, ისეთი. სულ ნერვებს რომ მიშლის და უკბილოდ რომ მეხუმრება, ისეთი. მთელი ქვეყანა ფეხებზე კიდია, თან, აი, როგორია იცი?! ცოტა ვერ არის. - ისე სუაბრობდა ლუკა, თითქოს ნინას გარდა კიდევ ჰყოლოდა და - რაც მოეპრიანება იმას აკეთებს, ნებისმიერ დროს შეუძლია გაგიღიმოს, სულ ბედნიერია და იცის, რომ უამრავ ადამიანს სჭირდება! ნერვებს დაგაგლიჯავს, მერე ძალიან ოსტატურად შემოგირიგებს! - რაღაც გაახსენდა და ხმამაღლა გაეცინა - მერე, თუ მოუნდა შეიძლება სახურავიდან გისროლოს, ან ისეთი რამ გითხრას ცრემლები გადენინოს. თუ უნდა ყველაზე ტკბილია, თუ არა და ნამდვილი პარაზიტია! ისეთია, ყველასთან მინდა ვთქვა, ჩემი და რომააა და ჩემი ოთახის პირდაპირ რომ სახლობს! - თამთამ იმხელა ტკივილი იგრძნო, გული შეეკუმშა და ამღვრეული თვალების დასამალად თავი ჩახარა. თითქოს სულში ხელები ჩაუყვეს, ძალიან, ძალიან ძლიერად მოუჭირეს და შინაგანი სამყარო ამოაცალეს. ლუკას არ გამოპარვია .. სიმწრით ჩაეღიმა და აუღელვებლად განაგრძო - ზუსტად ვიცი, ჩემი დისნაირი მეორე რომ არ დადის დედამიწაზე. თან, სულ ნერვებს რომ მიშლის?! ღმერთს ახლაც მადლობას ვუხდი, დედამიწაზე რომ მოავლინა და ჩემი თავი საჯიჯგნად მიუგდო - სიცილი აუტყდა უფროს ნაკანს - ნამდვილი პარაზიტია, მაგრამ რომ არ არსებობდეს, არ ვიცი .. აღარ იქნებოდა ცხოვრება ასეთი მხიარული. ვეღარავინ დამასხავდა დილის 7 საათზე წყალს და ვერავინ დამიჭრიდა ახალთახალ შარვალს. ვერც ვერავის წავათრევდი უთენია სავარჯიშოდ, ვერც ლოყებს გავუწელავდი და ვერც შუა ქუჩაში ავაყვირებდი! - ყველა ემოცია იმდენად ცხადად შეიგრძნო, პულსაციამ 220ს გადააჭარბა - ვერც ვერავინ მომიშლიდა ნერვებს მანქანაში და ვერც ვერავინ მომახდენინებდა ავარიას. ვინ მაღრიალებდა გიჟივით შუა ქუჩაში?! - ამღვრეული თვალები თითებით მოისრისა და ღმერთმა იცის, მერამდენე ღერს მოუკიდა - იცის, ყველაზე ძლიერი რომაა და იმასაც მშვენივრად ხვდება, მის გარეშე ყველაფერი ნაცრისფრად რომ შეიღებება. იმაზე ძლიერია, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. საერთოდ ყველაფერი ფეხებზე კიდია, არც ის აინტერესებს, საშინელი დაავადება რომ შეეყარა, ღმერთმა იცის საიდან და რაღა მაინც და მაინც მას. არასდროს წუწუნებს .. ბედს არასდროს უჩივის და უფალს არასდროს საყვედურობს .. იცის, ამასაც გადაიტანს! მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საშინლად მწარეა, ნებისმიერ დროს შეუძლია იფიქროს სხვაზე! ყველაზე მეტად რომ უჭირს, მაინც არ ტირის, ცრემლებს ჩვენ ვერ დაგვანახებს .. იცის, ამით უარესად გვატკენს. ძლიერია იმიტომ, რომ ჩვენ აგვატანინოს. ჩვენ ვიტანთ იმიტომ, რომ გვაძლიერებს. - სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი და კარგა ხნის წინ მოკიდებული სიგარეტი, როგორც იქნა ტუჩებთან მიითანა - ძალიან ვუყვარვართ, მაგრამ ვერ გამოხატავს .. ჩახუტება რომ უნდა, მოდის და მაღიზიანებს. დედას არასდროს უჯერებს, ამწარებს, ხანდახან ჭკუიდან გადაყავს, მამა სულ გადარია, არც ანდრო დარჩენია ვალში. იცის, რომ აფრენს და ოჯახსაც გვაფრენინებს. ანგელოზია, რომელიც ფრთებს ოსტატურად მალავს. ზოგჯერ ისე მიყვარს, რომ შემიძლია დავახრჩო, ზოგჯერ კიდევ ისე მაბრაზებს, მაშინაც შემიძლია დავახრჩო. მოკლედ, ნებისმიერ მომენტში მიჩნდება მისი მოგუდვის სურვილი. აი ახლაც, ჩემს ნამუსზე აგდებას რომ ცდილობას და მშვენივრად იცის, ასეთი მეთოდები ამართებას. იცის, ამ სიტყვების შემდეგ "გრცხვენია ასეთი და რომ გყავს?!" მე ძალიან მატკენს გულს და ამამოქმედებს, მაგრამ ახლა, ამ საუბრის შემდეგ ხვდება, რომ ნამუსზე ვერ ამაგდო. იცის, მასზე რომ ვგიჟდები და ამას ოსტატურად იყენებს. ახლა, იმასაც ხვდება, რომ მე ავდგები და სახლში "რძალს" მოვუცუნცულებ .. იმიტომ, რომ აფრენს და ყველას გვაფრენინებს .. - სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და ნინას ისე ახედა, ავტომატურად აიძულა თვალებში ჩაეხედა. იგრძნო, რამდენი სახის ემოცია გააღვივა გოგონაში და იმ წამს ძალიან გაუხარდა, ღმერთმა ასეთი საჩუქარი რომ გაუკეთა, ნინას სახით .. მერე, ბოლომდე აღარ შეარგო და დედამიწაზე ყველაზე ლაღ გოგონას ლეიკემია დამართა. სული აუფორიაქდა ლუკას და შვება, როგორც ყოველთვის, თამთას წყლიან, ზღვისფერ თვალებში ჰპოვა, საოცრად რომ წააგავდა მისას. ახლა, ზუსტად იცოდა, ადგებოდა და მეორე დღესვე მოიყვანდა სახლში ანას. რომ არ გამოყოლოდა, მაინც მოიყვანდა! შვილი უნდა ყოლოდა, რომელიც სასაცილოდ ჩაუხტებოდა კალთაში მომღიმარ მამიდას, რომელიც ძალიან, ძალიან მალე გამოჯანმრთელდებოდა და კიდევ დიდხანს გააფერადებდა ოჯახისა და მეგობრების ცხოვრებას. გოგონას წამითაც არ უფიქრია სახლში გამოკეტვაზე, მეგობრების ჩამოშორებაზე, განმარტოვებაზე. გაიგო, ავად რომ იყო და ცხოვრებას გაორმაგებული ძალებით დაუბრუნდა. რაიმე რომ მოსვლოდა, აქედან ისე არ უნდა წასულიყო, რომ ყველაფრის გაკეთება ვერ მოეხერხებინა .. ახლობლებისთვის საკმარისი სითბოს, სიყვარულის გაცემა უნდა მოესწრო, უნდა გაეღიმა, უნდა ყვარებოდა, უნდა დახმარებოდა! შესანიშნავად ხვდებოდა, ერთი დაუფიქრებელი საქციელითაც ძალიან რომ ატკენდა გულს ადამიანებს .. არავინ ჩამოუშორებია, პირიქით, ახლა უფრო მეტ დროს ატარებდა ოჯახთან. იცოდა, საკუთარ თავში ჩაკეტვით არანორმალურად რომ ატკენდა ყველას. არაფერი შეცვლილა .. ავადმყოფობას არაფერი შეუცვლია .. ვერ ჩამორეცხა მის საოცრად ეშხიან, მიმზიველ სახეზე მუდმივად მოციმციმე ღიმილი. ის გახდა მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი, რას ნიშნავს გჯეროდეს საკუთარი თავის, უფლის, რომელმაც ამხელა განსაცდელი მოგივლინა, თუმცა ერთხელაც არ გითქვამს საყვედური .. რას ნიშნავს გიყვარდეს სიცოცხლე, გქონდეს იმედი .. მომავლის .. რომ იყავი, ხარ და იქნები კიდევ დიდხანს, იმიტომ, რომ არ გაქვს უფლება ასე უკანმოუხედავად მოწყდე სამყაროს, დატოვო ყველა ვინც გიყვარს, ზურგი აქციო მეგობრებს და ისე გაქრე, თითქოს არც არასდროს ყოფილხარ. აქედან არ წავიდოდა მანამ, სანამ არ იგრძნობდა, რომ საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა, აღასრულა უფლის ნება დედამიწაზე და მერე .. მერე წავიდოდა ალბათ, სიმშვიდით სავსე, აუღელვებელი .. წავიდოდა და დატოვებდა იმას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა .. ერთი პოზიტიური, მომღიმარი გოგოს სახელს, რომელაც უბრალოდ ნაადრევად აქცია ზურგი სააქაოს. დაავადების შესახებ უახლოესი მეგობრებისა და ოჯახის გარდა არავის სცოდნია, იმდენი მოახერხა, რომ არავის გააგებინა. ქუჩაში მოსეირნე ნინა ნაკანისთვის რომ შეგეხედათ, ერთ სიამოვნებად ღირდა. ვერც ვერასდროს წარმოიდგენდით თუ შეიძლებოდა, რომ ამ კაფანდარა გოგონას რაიმე დამართნოდა. წარმოუდგენელიც კი იყო, მისი ავადმყოფობა. არ შეიძლებოდა, უფალს ასე დაესაჯა ..
და-ძმის მყუდროება, როგორც ყოველთვის, ახლაც ლუკას მობილურზე ატეხილმა განგაშმა დაარღვია. ნინას მოუნდა, ზარის ავტორი ადგილზე დაეხვრიტა, მაგრამ ამოვარდა თუ არა ეკრანზე ანდროს დამანჭული სახე, ორივეს წამიერად აუმაღლდა განწყობა. ლუკამ "სპიკერზე" ჩართო და ძმის ზარით გამხიარულებულ, მოცინარ დას გახედა, მოთმინებით რომ ელოდა მომავალ თავდასხმას.
-სად ჯანდაბაში ხარ, ოე?! - ანდროს ოდნავ ხრინწიანმა, თუმცა მაინც სასიამოვნო ბარიტონმა დაარღვია კაფეში გამეფებული მყუდროება. ნინას ძმის შეშფოთებული გამომეტყველება წარმოუდგა თვალწინ და ხმამაღლა გაეცინა.
-რას ღრიალებ, ბიჭო?! - დაუღრინა ლუკამ და გადაბჟირებულ დას სიცილით ჩაუკრა თვალი. ძალიან უნდოდა ნინას, სახლში მისულიყო და სასაცილოდ გაბრაზებული ანდრიას ძალიან, ძალიან მაგრად ჩაკვროდა გულში.
-რას ვღრიალებ კი არა, ღრიალს გაჩვენებ თუ გაგინგრიე თავყბა! - არ ცხრებოდა მწყობრიდან გამოსული ნაკანი - ნინა შენ გყავს, ხომ?
-ხო, ხდება რამე?! - ისე გაიკვირვა ლუკამ, თითქოს საერთოდ არ ყოფილიყოს სანერვიულო ის ფაქტი, რომ თავზე დაათენდათ და სახლში მისვლა გონებაში არც-ერთს არ გაუვლია. სხვა შემთხვევებში, ანდროც მოდიოდა ხოლმე კაფეში, თუმცა იმ დღეს ფეხი არ გამოუდგამს ..
-რა ვიცი, აბა?! - სიბრაზის ნოტები ირონიამ ჩაანაცვლა - რა უნდა ხდებოდეს იმის გარდა, რომ შუაღამის 4ის 15წუთია, სახლში არც-ერთი არ ხართ, ქალბატონს ტელეფონი გათიშული აქვს, შენთან კიდევ ძლივს შემოვიდა ზარი, აზრზე არ ვართ სად დატასაობთ, კიდევ უნდა ხდებოდეს რამე?!
-მშვენივრად იცი სადაც ვართ .. - საუბარში ნინა ჩაერთო და წარმოიდგინა, როგორ გააბრაზებდა მისი სიტყვები ისედაც აპილპილებულ ანდრიას.
-შენი ხმა ნუ მესმის! - დაიგრგვინა ნაკანმა, თუმცა ტემბრში შერეული ღიმილი გოგონამ ცხადად შეიგრძნო - წამოდით ახლა!
-მოვდიოდით ისედაც..! - გაეცინა ძმის სიბრაზით გამხიარულებულ ლუკას და მანქანის გასაღები რამდენჯერმე შეათამაშა. ხელით მომსახურე პერსონალს უხმო და სანამ ანდრია კიდევ მოასწრებდა ღრიალს, ყურმილი სწრაფად დაუკიდა. სულ არ უნდოდათ ახლა სახლში მისვლა, პირიქით, აქაურობას ყოველთვის მოჰქონდა გაურკვეველი სიმშვიდე, სიამოვნება. დატვირთული დღის შემდეგ, მთელი ღამე შეეძლოთ ამ პატარა, მყუდრო კაფეში ყოფნა და დროის სასიამოვნოდ გატარება, თუმცა, რა თქმა უნდა, მყუდროებას ყოველთვის არღვევდა ანდრიას გულისგამაწვრილებელი ღრიალი!

888

-ნინა! - იღრიალა ბოლო ხმაზე და გაშლილი ხელის გული მეათასედ მიარტყა საგულდაგულოდ ჩარაზულ კარს - ნინა, გესმის?! - დაიყვირა კიდევ ერთხელ .. ნინას ვერა, მაგრამ მთელ თბილისს ნამდვილად გააგონა. ისეთი ძალით ურტყამდა ხელის გულებს, რომ სულ ცოტაც და სისხლი აუცილებლად ამოხეთქავდა აწითლებული, დაჭიმული კანიდან - ნინა, გამიღე! - მუშტები ისევ დაუშინა კარს და აზრზე მოსასვლელად, ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. უკვე მერამდენედ იგრძნო, რას ნიშნავს სხეულის გაუსაძლისი წვა, დის დაკარგვის შიში, არანორმალური ტკივილი, სულის კივილი, სხეულში დავლილი ჟრუანტელი - ნინა! - დაიგრგვინა კიდევ ერთხელ და მისმა სასოწარკვეთილმა ღმუილმა ამჯერადაც უშედეგოდ ჩაიარა. გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა მუხლებიდან. სტკიოდა სხეულის ყველა ნაწილი, ყველა უჯრედი .. - გამიღე! - ფეხი ძლიერად მისცხო კარს. ამჯერადაც არაფერი .. - ნინა მეთქი! - იღრიალა და საკუთარმა ხმამ შეაკრთო უფროსი ნაკანი.
-აქ რა ხდება?! - ოთახიდან თავი თმააბურძგნულმა, ახლადგაღვიძებულმა ანდრიამ გამოყო, ძალიან რომ შეაწუხა ლუკას არაადამიანურმა ბღავილმა. დალანდა თუ არა ნინას კართან ჩაკეცილი, ღონეგამოცლილი ძმა, სიცივემ თხემიდან ტერფამდე დაუარა. თვალები ჩაუწითლდა, უპეები წამიერად ჩაუშავდა.. სწრაფად გადათვალა ნაბიჯები დის კარამდე და თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა გოგონას ოთახის კედელთან აკრული. ვერაფრის გააზრება ვერ მოახერხა, მხოლოდ იმას მიხვდა, რომ ძალიან ძლიერად უნდა დაებრახუნებინა კარზე და იმედოვნებდა, რომ გოგონას უბრალოდ ჩაეძინა. საკუთარი ფიქრების აფსურდულობამ გააცინა, გაურკვეველი მიმართულებით ძალიან, ძალიან ხმამაღლა შეიკურთხა და კარზე მუშტების ბრახუნს მოყვა.
-ნინა, გამიღე! - იღრიალა არაადამიანური ხმით და კარს წიხლები დაუშინა - ნინა! ნინა! - მონოტორულად იმეორებდა დის სახელს .. წამიერად, მთელმა განვლილმა ცხოვრებამ გაურბინა თვალწინ. იგრძნო, რას ნიშნავს დედამიწაზე ყველაზე ძვირფასი ადამიანის დაკარგვა .. დაფიქრდა იმაზე, თუ რა მოხდებოდა მერე, ახლა კარი რომ შეემტვრია და ეგრძნო, რომ ნინა უბრალოდ აღარ ჰყავდა. გონებამ კიდევ ერთხელ შემოკრა შიშის ზარს და ბრახუნს გაორმაგებული ძალებით მოჰყვა - გამიღე! - იღრიალა ბოლო ხმაზე და კედელთან უღონოდ ჩაკეცილ, ერთ ადგილს მიშტერებულ ლუკას გახედა .. გული მტკივნეულად შეეკუმშა და ლუბრგადაკრულ თვალებზე თითები მიიჭირა - ნინა! - იყვირა კიდევ ერთხელ და ყელის არანორმალური წვა იგრძნო - ნინა მეთქი! - წიხლი ისევ უშედეგოდ მიარტყა კარს. საოცრად ცხადად იგრძნო დის თბილი სურნელი და უკვე მერამდენედ ეტკინა საკუთარი ოჯახი. წარმოუდგენელია ალბათ, იმ ტკივილის სიტყვებით გადმოცემა, რასაც იმ წამს რძნობდა. უბრალოდ, აღარაფერს ჰქონდა აზრი! ის იყო, კარის შესამტვრევად ოდნავ უკან დაიხია, რომ კარს უკან გაისმა გოგონას ნაზი, ხმის ჰარმონიული ტემბრი .. ანდროს ეგონა, რომ მოელანდა და ყურადღება არც გაუმახვილებია, ისე გადადგა უკან კიდევ რამდენიმე ნაბიჯი. კარი დანამულ სხეულზე პირსახოცშემოხვეულმა, გაფთრებულმა თამთამ გამოაღო. შეეძლო დაეფიცა, რომ მსგავსი არასდოს არაფერი უგრძვნია. სული აეწვა, ძმის ჩაშავებულ უპეებს რომ ჰკიდა თვალი და მის უკან ჩაკეცილ ლუკასაც შეავლო დანისლული მზერა. ახლა არა .. ახლა არ უნდა მიეცა ემოციებისთვის გადმოფრქვევის საშუალება. ეგონა, რომ მაჯებიდანაც წასკდებოდა თვალებიდან ვერ წადმოსული ცრემლები .. გაუსაძლისად სტკიოდა სხეულის ყველა ნაწილი, სუნთქვა გაუხშირდა , ფერები გადაუვიდა .. მათი ასეთი გამწარებისთვის, უკვე მერამდენედ გამოლანძღა საკუთარი თავი.
ბიჭებისთვის რომ გეკითხათ, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დამისახელეთო, ალბათ სწორედ ამ წუთებს მოგიყვანდნენ მაგალითად. შეიძლება, ვიღაცისთვის სასაცილოც იყოს, თუმცა მაშინ, როცა ნებისმიერ წამს შეიძლება ხელიდან და გამოგეცალოს, ყველაფერი გაცილებით რთულადაა.
ლუკა არ განძრეულა, იმის თავიც არ ჰქონდა, რომ ცოცხალი და უვნებელი ნინა გულში ჩაეკრა, კიდევ ერთხელ შეესუნთქა მისი სუფთა, გრილი სურნელი, ეთქვა, რამდენს ნიშნავდა გოგონა მისთვის, ხელები ძლიერად მოეჭირა და შეეგრძნო მისი არსებობა. იჯდა, თვალი შავი წერტილისთვის გაეშტერებინა .. გულში უკვე მერამდენედ უხდიდა უფალს მადლობას, და რომ გადაურჩინა და ამხელა ტკივილისთვის ვერავინ გაიმეტა.
ლუკამ არა, მაგრამ ანდრიამ ისე ძლიერად ჩაიკრა გულში ათრთოლებნული სხეული, რომ თითქმის ძვლები ჩაუმტვრია. საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა, გარდა იმისა, რომ ნინა არსად წასულა, რომ ნინაა ისევ მათთან ერთად იყო და საერთოდ .. საერთოდ არაფერი მომხდარა! გოგონა ისევ ისე გაიღიმებდა, ისევ შეძლებდნენ მისი თბილი სხეულის გულში ჩაკვრას და ისევ ძველებურად მოისმენდნენ მის მოყოლილ ისტორიებს, გაეცინებოდათ ნინას მოტიტინე ხმაზე და ცხოვრებას ძველებურად განაგრძობდნენ.
-მაცივარზე წერილი დაგიტოვეთ .. - ამოილუღლუღა გოგონამ და შეკავებულმა ცრემლებმა ცხვირი აუწვა - ვბანაობდი .. - სიტყვები ერთმანეთს ვეღარ გადააბა და დადუმდა. არაფერი ყოფილა ამ ოთხს სიტყვაზე სასიამოვნო მოსასმენი, იმ მომენტში. ორივე ძმამ მშვენივრად იცოდა, აბაზანაში შესვლისას საგულდაგულოდ რომ კეტავდა კარს უმცროსი ნაკანი და მუსიკას უწევდა ბოლო ხმაზე. ძალიანაც რომ ნდომოდათ, ბომბი რომ აეფეთქბინათ, ხმას ვერაფრით მიაწვდნედნენ .. მაგრამ ასეთ დროს, კარგზე არასდროს გეფიქრება, პირიქით, ყველაზე ცუდისა და აფსურდულის წარმოდგენაც კი შეგიძლია ადამიანს!
ანდრიას სევდაჩამდგარ თვალებში იმას ამჩნევდა ნინა, რაც აქამდე არასდროს დაუნახავს. ულაპარაკოდ აგრძნობინებდა ბიჭი, როგორ უყვარდა და რამდენს ნიშნავდა მისთვის. უკვე მერამდენედ ეტკინა მთელი შინაგანი სამყარო ნინას, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ამჯერად შეუმჩნევია რამე. რაიმე რომ მოსვლოდა .. თვითონ ვეღარაფერს იგრძნობდა, მაგრამ წარმოდგენაც არ უნდოდა, რა შეიძლებოდა ლუკასა და ანდრიას დამართნოდათ. საკუთარ თავზე მეტად, ახლაც მათზე დარდობდა და ძალიან არ უნდოდა, ვინმესი და მითუმეტეს საკუთარი ძმების ჩამქრალი თვალების მიზეზი თავად გამხდარიყო.
-ძალიან გთხოვთ, ასე ნუ ნერვიულობთ ხოლმე, რაა?! - ისე უსაყვედურა ძმებს, თითქოს მათი ბრალი ყოფილიყოს, კარი რომ ჩარაზა და მუსიკებს ბოლო ხმაზე აუწია. ანდრომ გაუღიმა, ლუკა არც გატოკებულა. ძალიან მოუნდა, მისი ხმა გაეგონა და თავად გაემართა კედელთან ჩაკეცილი ძმისკენ - ლუკა?! - ამოილუღლუღა ნინამ როცა მიხვდა, რომ ბიჭი წამოდგომას არც გეგმავდა. ემოციები ისევ გაუმძაფრდა .. მიუხედავად იმისა, რომ საუბრის წამოწყებას ეცადა, ხმა ვერ ამოიღო და ისევ დადუმდა.
ლუკამ იცოდა, ასე უარესად რომ დააფეთებდა ნინას, თავს ძალა დაატანა და ფეხზე ისე წამოიჭრა, თითქოს რამდენიმე წამის წინ სულაც არ ყოფილიყო იატაკზე ჩაკეცილი. აღარ უნდოდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარზე საუბარი, არც უკვე ჩავლილი ემოციების შეგრძნებას ლამობდა და უბრალოდ ძალიან უნდოდა ის ეთქვა, რისთვისაც სულ პირველად მიაკაკუნა დის კარზე.
-ანა მომყავს, მინდოდა გცოდნოდა. - გაუღიმა გოგონას და მხრებზე ჩამოყრილი, სველი თმა სასაცილოდ აუჩეჩა - 15 წუთში აქ ვიქნებით, გაემზადე, კარგი?!
-ზუსტად ვიცოდი! - ხელი ხელს შემოკრა ბედნიერებისგან თვალებაკიაფებულმა ნინამ. ცხადად წარმოიდგინა, როგორ გაიბერებოდა გოგონა ნელ-ნელა, მერე, როგორ დაიბადებოდა "მინი" ნაკანი და როგორ იბაჯბაჯებდა სახლში პატარა, მსუქანი ფეხებით. აღარაფერი გახსენებია, ისე შევარდა საკუთარ ოთახში და სულ არაფერი უთქვამს, ისე მიიჯახუნა კარი. თვალის დახამხამებაში გადაიცვა ტანსაცმელი და რამდენიმე წამში, ანას მოლოდინით გულგაწვრილებული დაერჭო მისაღებში.

* * *
გამარჯობა, ბავშვებო.
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ისტორია აგებულია რეალურ ფაქტბზე და ძალიან მინდა, ეს განცდა თქვენამდეც ისე მძაფრად მოვიტანო, როგორც მე შევიგრძენი რამდენიმე კვირის წინ და დღემდე ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან.
რადგან ნინას "ლეიკემია" აქვს, არ მინდა გეგონოთ, რომ ისტორია აუცილებლად სიკვდილით დასრულდება.
ხო, კიდევ მინდა გითხრათ, რომ ისტორია არ იქნება აგებული ლუკასა და ანას თანაცხოვრებაზე. ის, რასაც მე ვწერ,ნინასა და იმ ადამიანის ურთიერთობას ეძღვნება, რომელიც ძალიან მალე გამოჩნდება.
ძალიააააააააააან, ძალიან გამიხარდება, თუ სათქმელს თვენამდე მოვიტან და გაგრძნობინებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კონკრეტული ისტორია ჩემთვის.



№1  offline წევრი EiLuL♥

ეს შენი პირველი ისტორია არის ? მეე ძალიან მომეწონა ❤ იმედიაა არ შეწყვეტ,, ერთ შენიშვნას მოგცემ მარტო ხოლმე სახელები გერევა და "ნინა"-ს მაგივრად "თამთა"-ს წერ ❤
წარმატებებიი !
--------------------
elene

 


№2  offline წევრი Elensio

მინდა გითხრა, რომ არაჩვეულებრივი გოგონა ხარ და შესანიშნავად წერ.
ველოდები სულმოუთქმენლად.
"ნინას" და "თამთას" რაც შეეხება, ასეთები მეც გშირად დამმართნია, ალბათ მერე შეცვალე სახელები და .. ეგ არაფერი, შესანიშნავი ხარ.

 


№3  offline წევრი Svvaaaniii

არ მითხრა რომ, ეს შენი პირველი ისტორიაა თორემ გავგიჟდები.. ისე ცხადად გაქვს ემოციებბი გადმოცემული რომ, ასე მგონია ერთ-ერთი გამოჩენილი მწერალი ხარ.. ისტორიის პირველი თავი არის შესანიშნავი და წარმომიდგენია დანარჩენი ისტორია რა იქნება...))) მოუთმენლად დაველოდები მომდევნოო თავებს ჩემო კარგო ელეონორა <3 <3
წარმატებებიიი love
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№4  offline წევრი nini07

ძალან კარგი იყო❤️სასწაულო ხაარ❤️❤️ველოდები სულმოუთქმელად!

 


№5  offline წევრი elenika.13

Vaimeee ra magariaaa <3 <3 tirili kinagam davicke <3 saocrad ostaturad gadmoscem emociebs. Dzalian dzlieri istoria aris tavici emociebit <3 <3 vgijdebi shenzec da istoriazec <3 ogond erts gtxov ecade koveldge mainc dado raaa <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent