შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (18 ნაწილი-დასასრული)


20-06-2015, 20:20
ავტორი ანკა
ნანახია 5 180

დრო ძალიან სწრაფად გარბის. ისე გავიდა დარჩენილი 1 კვირაც, რომ გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. ამწამს სარკის წინ ვიდექი და ჩემს თავს, საქორწილო კაბაში გამოწყობილს, კმაყოფილი ვათვალიერებდი. ალბათ გაინტერესებთ რა გრძნობაა, როდესაც აანალიზებ, რომ იპოვე ის ადამიანი, რომელიც ყველას და ყველაფერს გირჩევნია ამქვეყნად, ახლა კი შენს ერთ საბედისწერო სიტყვას შეუძლია სამუდამოდ დაგაკავშიროს მასთან, ან პირიქით - დაკარგო. ძალიან ვღელავდი. მთელი დღე ელე და თაკო წინ და უკან დამსდევდნენ. ხან რა მავიწყდებოდა, ხან რა.
-რას შვები აბა? - შემოვარდა ოთახში განერვიულებული თაკო
-ვაუუ!!!! რა ლამაზი ხარ!(ელე) - წამოიძახა აღტაცებულმა
-მადლობა ელე(მე) - ვუთხარი და გავუღიმე
-ძაან ნერვიულობ?(ელე) - მკითხა თანაგრძნობით
-ხო(მე) -ვუპასუხე სულმოუთქმელად - რა იყო თაკო, ასე რატომ შემოვარდი
-გოგო 5 წუთში უნდა წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება(თაკო)
-კარგი. რამე ხომ არ გვავიწყდება?(მე) - ვთქვი და ოთახი მოვათვალიერე
-მგონი არა(ელე)
-ბეჭდები?(მე)
-მე მაქვს(თაკო) - გამოაცხადა ამაყად
-კარგი მაშინ წავიდეთ?!(მე) - ვკითხე გოგოებს და ღრმად ჩავისუნთქე ოდნავ დასამშვიდებლად.
-კი წამო(თაკო) - და ეგრე ნუ ნერვიულობ რა... ძალიან ლამაზი ხარ, აი ნახავ, შაკო პირს დააღებს ასეთს რომ დაგინახავს - დამაიმედა და ოთახის კარი გააღო, საიდანაც დედა დავლანდე
-დეე!!!! - ვიკივლე სიხარულისგან და პირდაპირ მისკენ გავქანდი ჩასახუტებლად
-ლიზა! - შესძახა დედაჩემმა სიხარულით - ჩემო გოგო, რა ლამაზი ხარ!
-დეე, აქ საიდან?
-თოკომ მითხრა და ჩვენც ჩამოვედით
-თქვენც?! მოიცა, მამაც აქ არის? - ვიკითხე სიხარულით
-კი, პირველ სართულზეა
-ვაიმეე, რამაგარია!!! საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში - ვთქვი და თვალებიდან სიხარულის ცრემლები წამომივიდა
-არა დეე, არ იტირო ახლა, მაკიაჟი გაგიფუჭდება - დამამშვიდა და ხელით სახეზე მომეფერა
-ვაიმეე!!! ჩემი ნაწვალები მაკიაჟი არ გააფუჭო გოგო თორემ არ გაცოცხლებ(თაკო) - დამემუქრა სასაცილოდ და მეც მაშინვე მოვიწმინდე ცრემლები.
პირველ სართულზე კიბეებთან მამა დავინახე. კიბეებიდანვე გამოვქანდი, სულ დამავიწყდა, რომ შეიძლებოდა კაბა გამხეოდა. პირდაპირ შევასკდი და მაგრად ჩავეხუტე.
-მაა, როგორ მომენატრე!!
-მეც ლიზა, რა ლამაზად გამოიყურები - მითხრა და თვალწინ დამაბზრიალა
-მაკიაჟი ხომ ლამაზია(თაკო) - იკითხა და ქების მოლოდინში გაირინდა
-საოცრებაა პირდაპირ(მამა) - არ დააკლო სითბო და გახარებულმა უპასუხა
-კარგი, წავედით?(მე) - ვიკითხე და შევეცადე დავწყნარებულიყავი
-კი, კი თორემ ვიგვიანებთ(თაკო)
-აუ არ დაიღალე მთელი დღე ქოთქოთით?(მე) - ვკითხე მობეზრებულმა
-რა ვქნა დაქალი მითხოვდება და მეჯვარე ვაარ!!!! - იკივლა სიცილით და გარეთ გავარდა.
მეც სიცილ-ხარხარით გამოვედი სახლიდან და თეთრ ლიმუზინში ჩავჯექი. ლიმუზინში მე და თაკო ვისხედით, დანარჩენები სხვა მანქანებში გადანაწილდნენ. გზაში ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ვხლართავდი
-ყველაფერი კარგად იქნება(თაკო) - ხელი ხელზე მომკიდა და გამამხნევებლად გამიღიმა
-ვნერვიულობ(მე) - ვუპასუხე და აჩქარებული გულისცემა ვიგრძენი
-მომისმინე, ახლა უნდა დაწყნარდე. ეს დღე შენს ცხოვრებაში საუკეთესოთა შორის საუკეთესოა და ნერვიულობას არ უნდა მისცე საშუალება, რომ მთლიანად ვერ განიცადო ის სიხარული და ბედნიერება, რასაც მოგიტანს. - თვალებში ჩამხედა და სერიოზულად მითხრა. სიმართლე გითხრათ მართლა დავმშვიდდი.
-მადლობა თააკ, ძააან მიყვარხარ(მე) - ვუპასუხე და მთელი ძალით ჩავეხუტე
-მეც ჩემო გოგო - თქვა და ხელები მომხვია - აი მოვედით, აბა შემომხედე მაკიაჟი როგორ გაქვს... მშვენიერია, შეგიძლია გადახვიდე - მახარა ბედნიერმა და თავისი ღიმილი მომანათა.
ქორწილს სამებაში ვიხდიდით. მოგეხსენებათ, უზარმაზარია. ამან ისევ ამაფორიაქა. მამა ღიმილით მომიახლოვდა, ხელკავი გამოვდე და ეკლესიისკენ დავიძარით. ბევრი ხალხი შეკრებილიყო, ყველა ჩვენი ნათესავი, ნაცნობი, თუ მეგობარი დაპატიჟებული იყო. მეგონა ძირს დავეცემოდი. ნაბიჯების გადადგმა მიჭირდა თუმცა თავი მაინც კარგად მეჭირა. ეკლესიაში ფეხის შედგმისთანავე შაკოს ძებნა დავიწყე თვალებით. ძალიან სიმპატიური იყო შავ შარვალ-კოსტიუმში. უნდა ვაღიარო, რომ კლასიკური სტილი ძალიან უხდებოდა. მანაც გაოცება ვერ დამალა სახეზე, როდესაც დამინახა. ახლა უკვე თავში მარტო შაკო მიტრიალებდა, თითქოს ყველაფერი დამავიწყდა. ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი მასთან და მის გვერდზე დავდგებოდი. მამამ ჩემი ხელი შაკოს „გადაულოცა“ და გვერდით დადგა.
-ულამაზესი ხარ(შაკო) - ჩამჩურჩულა ყურში და კისერში მაკოცა. რა იცის რა ეს სახალხო კოცნები რაა.... ასე არასდროს შემრცხვენია, იმდენი ხალხი მხოლოდ ჩვენ გვიყურებდა და გველოდებოდა როდის დავიწერდით ჯვარს. - სიმორცხვეც გიხდება - ჩაიცინა შაკომ და ხელი წელზე მომხვია.
ამაზე ხომ უფრო შემრცხვა და მის გვერდით ავიწურე. ცერემონიაც დაიწყო. ერთმანეთს სამუდამოდ ერთად ყოფნა შევფიცეთ და ბეჭდები გავუკეთეთ, ხოლო როდესაც მღვდელმა თქვა, შეგიძიათ პატარძალს აკოცოთო, სულმოუთქმელად დამეწაფა ბაგეებზე. მგონი მოშორებასაც არ აპირებდა. მე კი გავითიშე ისე მესიამოვნა, მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მხოლოდ ახლა მოვახერხე მოდუნება. ტაშის ხმამ გამომაფხიზლა, შაკოს იმწამსვე მოვშორდი და დამნაშავე ბავშვივით დავიხარე თავი ძირს.
შემდეგ ხელის მოსაწერად წავედით, და ბოლოს, სულ სიგნალებით ავიკელით ქუჩები სანამ რესტორანში მივიდოდით. შაკო გვერდიდან არ მიცილებდა და სულ ხელი ჰქონდა ჩემს წელზე მოხვეული. მოლოცვების დროსაც კი არ გამიშვა. არც მე მინდოდა მისგან შორს ყოფნა, თითქოს ასე უფრო მშვიდად ვიყავი. დარბაზი მართლაც რომ საუცხოო იყო. ნეფე-პატარძლის მაგიდასთან მოვკალათდით და ქეიფიც დაიწყო. ამას მოყვა უსასრულო სადღეგრძელოები და „ბოლომდე დალევები“, ნუ მოკლედ როგორც არის ქართულ სუფრაზე.
-წამო გავიდეთ ერთწამს(შაკო) - ჩამჩურჩულა ყურში და კარისკენ მანიშნა. ამ ყაყანიდან გასვლა მეც ძალიან მინდოდა, თუმცა სტუმრების შემრცხვა
-ასე საჯაროდ გავიდეთ?!
-ხო რა, ნახე მაინც მთვრალია ნახევარი დარბაზი, ვერ გაიგებენ ვერაფერს - დამამშვიდა და დარბაზს თვალი მოავლო.
გარეთ გამოვედით. უკვე საღამო იყო და გრილი სიო ძალიან მესიამოვნა
-უმშვენიერესი ხარ ლიზუუ - მითხრა და ტუჩებზე დამეწაფა.
-ამისთვის გამოვედით? - ვკითხე სიცილით.
-არა, მანქანაში ჩაჯექი - დასერიოზულდა უცბად და მანქანისკენ წავიდა.
-საკუთარი ქორწილიდან გარბიხარ? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-არსად არ გავრბივარ, მივდივარ. არაა საჭირო ქეიფის ბოლომდე იქ იყო, თანაც საქმეები გვაქვს - მითხრა გამომწვევად და წარბები აათამაშა. ახლა გამახსენა პირველი ღამე. მთელი დღე იმაზე ვნერვიულობდი, როგორმე საკურთხევლამდე მიმეღწია და თურმე მთავარი არც კი გამხსენებია. უეცარი აღელვებისგან ფეხის გადადგმაც კი ვერ მოვახერხე. ალბათ შაკომ ჩემს სახეზე შიში ამოიკითხა, მაშინვე მოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა
-ნუ გეშინია ჩემო პატარა(შაკო) - ჩამჩურჩულა და შუბლზე მაკოცა - წამოდი ჯერ სიურპრიზი მაქვს შენთვის.
-რა სიურპრიზი?! - ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
-მივალთ და ნახავ - გამიღიმა, ხელი წელზე მომხვია და მანქანაში ჩამსვა. მთელი გზა ცალი ხელით ჩემი ხელი ეჭირა, მეორეთი კი საჭეს მართავდა.
-შაკო, სახლში არ მივდივართ? - ვიკითხე, როდესაც შევატყვე, რომ სახლისკენ აშკარად არ მივდიოდით.
-სახლში მივდივართ ცქნაფუუ, აბა სად წავალთ - გამომხედა და გამიღიმა.
ვერ გავიგე... სახლში მივდივართო, არადა აშკარად სხვაგან მიდის. ლაპარაკს ისევ მოცდა ვარჩიე. რამდენიმე წუთში მანქანა დიდი ღობის წინ გააჩერა, თუმცა ალბათ უფრო გალავანი იყო. მეც გადმომიყვანა და ჩემი თავის მის ტანზე აკრობაც არ დავიწყებია. ჭიშკარი შეაღო და დიდ ბაღში შევედით. ცენტრში უზარმაზარი სამსართულიანი სახლი იდგა. სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი ლამაზი იყო.
-შაკო, ეს...(მე) - ამოვილუღლუღე პირდაღებულმა
-მოგწონს? - მკითხა და კისერში მაკოცა
-კი ძალიან
-დღეიდან ჩვენი სახლი ესაა - მითხრა, ხელში ამიტაცა და სახლში შემიყვანა. პირდაპირ ოთახისკენ მიაშურა.
საწოლზე დამაწვინა, თვითონ ზემოდან მომექცა. გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო. ხელი წელს ქვემოთ შემიცურა. კისერში მაკოცა, ნელ-ნელა ზემოთ ამოუყვა და ტუჩებამდეც მოაღწია. კოცნაში მეც ავყევი. თითქოს ის შიში გამიქრა, რაც აქამდე მტანჯავდა. ბუნდოვნად გავიგე კაბის შესაკრავის გახსნის ხმა, შემდეგ კი შაკოს ცხელი ხელები ვიგრძენი ჩემს სხეულზე. ძალიან ვნებიანი იყო, ასეთი არასდროს ყოფილა. მოვდუნდი და მთლიანად შაკოს მივენდე....
დილით შაკოს მკერდზე თავდადებულს გამეღვიძა. ცოტა გავიზმორე და მაშინვე მწველი ტკივილი ვიგრძენი. ყურადღება არ მივაქციე და თავი შაკოს კისერში ჩავრგე. ფილტვები მისი სურნელით გავივსე და სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე.
ნუთუ უკვე შაკოს ცოლი ვიყავი?! რატომღაც არარეალურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ფაქტი სახეზეა - ის ჩემს გვერდით წევს და ძინავს. მისი მშვიდი სახის დანახვისას ღიმილი ვერ შევიკავე. თვალწინ ამომიტივტივდა ყველა მოგონება...
ბავშვობა, ჩვენი ბუტიაობა... სიყვარულის ახსნა... შემდეგ მისი წასვლა და უიმისოდ გატარებული 5 წელი... მისი ჩამოსვლა და ჩვენი შერიგება... ჩემი მოტაცება... ხელის თხოვნა... და ბოლოს, ქორწილი და გუშინდელი ღამე. უბედნიერესი ჩემს ცხოვრებაში...
ცოტა ზემოთ ავჩოჩდი და შაკოს ტუჩებზე ნაზად ვაკოცე. მანაც გაიღვიძა, თვალები გაახილა და თვითონაც მაკოცა.
-გაიღვიძე ჩემო პატარა?! - მკითხა და ბედნიერი თვალები მომანათა, რომლებიც აშკარად შეცვლილად ციმციმებდნენ. საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და ხელები კისერზე მოვხვიე.
-შაკო(მე)
-ხო(შაკო)
-მიყვარხარ
-მე უფრო
-მე-მეთქი და მორჩა
-არა მეე
-გოგო, მომისმინე ერთწამს. მეც მიყვარხარ და შენც გიყვარვარ, უბრალოდ მე უფრო მეტად - „ამიხსნა“, თითი ცხვირზე დამკრა და გამიცინა.
-არა, მე უფრო-თქო - გავჯიუტდი და ენა გამოვუყავი.
-ნუ მეწინააღმდეგები - მითხრა გამაფრთხილებლად და ზემოდან მომექცა. ჯერ კისერი დამიკოცნა, შემდეგ კი ტუჩები. - რა ტკბილი მყავხარ. მეშინია არ შემომეჭამო - ჩამჩურჩულა ყურში ვნებამორეულმა და მეც ტანში ჟრუანტელმა დამიარა...

*********
-აუუ დეე!!! უთხარი რა გიორგის რამეე!!! სათამაშო დამიმალა და არ მაძლევს! - მოირბინა ჩემთან პატარა მარიამმა და გიოზე მანიშნა
-გიო, ასე არ შეიძლება. შენს პატარა დაიკოს უნდა გაუფრთხილდე. მიდი მიეცი თავისი სათამაშო თორემ დაგვაგვიანდება ახლა.
გიორგიმ მორჩლად მისცა დაიკოს სათამაშო და გამომხედა ხომ კარგი ბიჭი ვარო. სწრაფად ავიყვანე ხელში 4 წლის გიორგი, ლოყები დავუკოცნე და შაკოს დავუძახე:
-შაკოო!!!
-ხო რაიყო? - შემოვიდა ოთახში უკვე წასასვლელად გამზადებული
-აჰაა აიყვანე რა გიორგი და მანქანაში წადი, მე მარის ჩავაცმევ მალე და ჩამოვალთ
-კარგი დედიკო - მიპასუხა ღიმილით და ტუჩებში მაკოცა. ტანში ძველებურად სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა...

..........
ესეც დასასრული...
ძალიან მიყვარხართ და ვაფასებ იმას, რომ კომენტარებს არ იშურებდით, რითიც ძალიან მაბედნიერებდით <3 <3 <3
როგორც ყოველთვის, ველი შეფასებას...
ახალ ისტორიას ალბათ ხვალ ან ზეგ დავიწყებ. სათაური იქნება „მაინც მოგარჯულებ“ (სავარაუდოდ)...
იმედია მოგეწონათ საბოლოო ჯამში ეს ისტორია და ასევე დიდი სურვილი მაქვს მომდევნოც კარგი გამომივიდეს.
მიყვარხაართ <3 <3 <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent