შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა (12)


20-06-2015, 23:50
ავტორი casas
ნანახია 3 623

ყველაფერი ერჩივნა მაღვიძარას ხმის გაგონებას.ზანტად წამოდგა ფეხზე და თვალებდახუჭულმა მოძებნა სააბაზანო.თან წინა დღით მომხდარ ინციდენტზე ფიქრობდა..როგორი იმედი ქონდა,რომ ცოტა ხნით მაინც დაისვენებდა მისი უჟმური უფროსისაგან,მაგრამ ყველა გეგმა ჩაეშალა..დატოვა ასე ვნებებ აშლილი იმ ურცხვამ და უნამუსოდ მიატოვა..ოო როგორ უნდა ხოლმე ხანდახან ის ლამაზი პირ-სახე ჩამოკაწროს...თან ამდენი ხანი არის რაც ამ ქალაქში ცხოვრობს და სამსახურის გარდა არსად არ წასულა...უნდოდა ქალაქის ქუჩებში გაევლო,სანაპიროზე ჩასულიყო და სამაახსოვრო ფოტოებიც გადაეღო..ბოლოსდაბოლოს ვინ იციის კიდევ როდის ჩამოვა აქ.. .უცებ მოემზადა და ჩანთაგადაკიდებული გავიდა გარეთ და ოი საოცრებავ!რას ხედავ მისი ლამაზი თვალები.ჩვენი ზე-მსახიობი მანქანაზე მიყუდებული დგას და ჰოლივუდის ღიმილით უღიმის.თავი სიზმარში ეგონა,თვალები რამდენჯერმე დაახამხამა ხომ არ მეჩვენებაო.მაინც ვერ დაიჯერა,რომ შეიძლებოდა მისთვის მოეკითხა,ამიტომ რამდენჯერმე მოათვალიერა ტერიტორია სხვა ვინმეს ხომ არ უცინისო. საბოლოოდ დარწმუნდა იმაში,რომ მამაკაცი ნამდვილად მას ელოდებოდა.თუმცა რატომ ამას ნამდვილად ვერ მიხვდა.გაუბედავი ნაბიჯებით წავიდა მისკენ და წინ აესვეტა.

-დილა მშვიდობის-ცალყბა ღიმილით მიესალმა ჩაათაი.უცერემონიოდ მოხვია გოგონას წელზე ხელი,გულზე მიიხუტა და ლოყაზე აკოცა.

-დილა მშვიდობის-ერთიანად აწითლებულმა მიესალმა მამაკაცს და თვალი აარიდა.

_დღეს დასვენების დღე გაქვს,ძალიან ვთხოვე შენს უფროსს და ერთი დღით გაგანთავისუფლა-თავისი ჭკუით იხუმრა ბიჭმა.ჯელტმენურად გაუღო მანქანის კარები და ჩაჯდომისკენ უბიძგა.

-შენთან ერთად არსადაც არ მოვდივარ-თავი მაღლა აწია და გვერდზე გაიხედა.

-ნუ ჯიუტობ,ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა-სასაცილოდ დაეჭყანა და მანქანის კარი მიუკეტა.თვითონ საჭესთან დაჯდა და ელვის სისწრაფით მოწყვიტა მანქანა ადგილს.
მთელი გზა შებოჭილი იჯდა და თითებს იმტვრევდა.რატომღაც ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს.

-მეეჭვება თუ ძალიან დაძაბული ხარ?-ეშმაკურად გადმოხედა ბიჭმა.

-იმის ფონზე,რომ თითქმის ძალით წამომიყვანე,ცოტა დისკომფორტის შეგრძნება მაქვს-დაბღვერილმა მიახალა სიმართლე.

-შენ არ იყავი რომ გაიძახოდი დასვენება მინდაო?-გაოცებულმა გამოხედა

-დასვენება მინდოდა მარტო და არა თქვენთან ერთად-შეუბღვირა და წინ გაიხედა

-ანუ ჩემთან ერთად დასვენების წინააღმდეგი ხარ?-კუშტად შეეკრა წარბები და ისე უყურებდა

-სასტიკად წინააღმდეგი თან-მაინც არ თმობდა თავის პოზიციას

-შენი დათანხმების ერთი კარგი მეთოდი ვიცი,გინდა ვცადო?-ირონიულად გაუღიმა და მისკენ დაიხარა

-ეგ ჩემთან არ ჭრის და წადი იქნებ ის გათხიპნილი დაითანხმო-ენა გამოუყო გაბრაზებულმა...რა სულელი გოგოა..ენას პირში ვერ აჩერებს..რა საჭირო იყო იმ ქათამის ხსენება..ახლა რას იფიქრებს ჩაათაი,ეჭვიანოობსოოოოო...არა მართალი კი იქნება,მაგრაამ..რამდენი მაგრამ არის ამ ბიჭთან დაკავშირებით..როდის უნდა ჩამოყალიბდესს.ნერვები ეშლება საკუთარ თავზე

-ის გათხიპნილი,როგორც შენ უწოდებ,მაგის გარეშეც მთანხმდება ყველაფერზე..ზოგიერთივით თავს არ იფასებს-გამარჯვებულის იერით ჩაუკრა თვალი და წინ გაიხედა

- რისი თქმა გინდა,რომ მე თავს ვიფასებ?-დემონსტრაციულად მიიდო ხელი გულზე და აღშფოთებულმა შეხედა

-არ იფასებ აბა?-გამომცდელად კითხა

-არა,რა თქმა უნდა..-თვალებდაქაჩულმა უთხრა

-აბა ჩემი კოცნა რომ გინდა ხოლმე და არ მკოცნი ეგ თავის დაფასება არ არის?-ისევ იგივე ირონიული ღიმილი..

-შენი კოცნა??მე???.... არა ძვირფასო,ეგ შენ გინდა ხოლმე ჩემი კოცნა-ნაზი ღიმილით გაუღიმა

-მე როცა მინდა მოვდოვარ და გკოცნი-წარბების თამაშით შეხედა

-მაგიტომ ხარ უტაქტო-შეუღრინა ერთიანად გაწითლებულმა

-შენ კიდევ კომპლექსიანი-არც ჩაათაიმ დააკლო

-უკომპლექსო ის ქათამი გყავს-ცხვირაბზუებულმა გაიხედა ფანჯარაში

-ეჭვიანობ-ღიმილით გააქნია თავი

-შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანო?-ინტერესით კითხა..

-ეგ შენს თავთან გაარკვიე-

-უარესად გამიფუჭე ხასიათი-წარბებშეკრულმა შეუღრინა

-დარწმუნებული ვარ დღის ბოლომდე კომფორტულად გაგრძნობინებ თავს-თვალი ჩაუკრა და წინ გაიხედა.

-იდიოტი-ჩაიდუდღუნა გაბრაზებულმა

-რა თქვი?-კითხა გაოცებულმა

-ესეიგი თუ ვერ გაიგე არც იყო გასაგები-ცხვირი ააიბზუა და ფანჯარაში გაიხედა.ჩაათაიმ მხრები აიჩეჩა და გზა მშვიდად განაგრძო.

-მოვედით-ხმამაღლა ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა."კი მაგრამ როდის გახდა ეს უტაქტო ასეთი ტაქტიანი?" გაიფიქრა გულში და გაკვირვებულმა ახედა.მანქანიდან გადმოსულ წინ ულამაზესი სანახაობა გადაეშალა.ქალაქიდან ცოტა მოშორებით იყვნენ მაღლობზე,საიდანაც ხელის გულივით ჩანდა მთელი თურქეთი.მისი საყვარელი ხიდიც ისეთი ლამაზი იყოოო..ყოველთვის ოცნებობდა ამ ხიდის ნახვაზე და ჩაათაიმ თავისაუნებურად ეს სურვილიც აუსრულა.

-რა ლამაზიააა-მხიარული შეძახილები აღმოხდა.

-შენშავით-უთხრა და სხივაკიაფებული თვალებით გახედა.ტანში ცხელმა ტალღამ დაუარა და მისი პასუხი დაააიგნორა.რამდენიმე წუთის წინ ნერვები სასინლად მოუშალა ახლა კიდევ რას ეუბნება.რა უნდა ამ ბიჭს გაარკვიოს ხომ შეუძლია..შეეიწირავს მის ნერვულ სისტემას და ნახავს მერე...

-როცა ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე სულ აქ მოვდივარ,ჩემი საყვარელი ადგილია-მთელი ემოციით საუბრობდა და თან წინ იყურებოდა.

-ახლა უკვე ჩემიც-აღფრთოვანებულმა წამოიძახა-იმედია წინააღმდეგი არ იქნები-ეშმაკური ღიმილით გახედა.მხოლოდ თავი გააქნია და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა.ორივე სივრცეს გასცქეროდა და სილამაზით ტბებოდნენ.

-რატომ არ გამანთავისუფლე რომ გთხოვე?-ისევ მისთვის საინტერესო თემას მიუბრუნდა.

-ხომ გაგანთავისფულე დღეს-უემოციოდ ესაუბრებოდა და თან სივრცეს გასცქეროდა

-ასე არა,რამდენიმე დღით და თან მარტო-უთხრა და მანაც სივრცეს გაუშტერა თვალი

-მერე მე მარტო რომ ვიქნებოდი არ შეგეცოდებოდი?-საწყალი სახე მიიღო

-ნუ აფერისტობ-ღიმილი მოჰგვარა მისმა პასუხმა

-მე შენ იმისთვის აგიყვანე,რომ მჭირდებოდი...თუ დასვენება გინდა სახლში ყველანაირი პირობა აარის მაგისთვის-მკაცრად საუბრობდა

-კი მაგრამ ქალაქის დათვალიერება მინდოდა და შენს სახლში მაგის შესაძლებლობაც არის დავიჯერო?-სიბრაზისგან თავს ძლივს იკავებდა

-სწორედ მაგისთვის ვართ აქ-ისევ უემოციდო საუბრობდა

-როგორი დახვეწილი იუმორის გრძნობა გაქვს-სიმწრის ღიმილით გაუღიმა

-ამაზე უკეთეს ხედს ამ ქალაქში ვერსად ვერ ნახავ..ასე რომ ჩათვალე მთელ თურქეთს ათვალიერებ-მანაც ირონიულად გაუღიმა.გადარევს ეს კაციი..ყველაფერზე როგორ აქვს პასუხი...აქედან როგორ ნახოს კონკრეტული შენობები...

-სამახსოვრო ფოტოების მინდოდა-ტუჩებგადმობრუნებულმა ლამის ტირილი დაიწყო

-მაგასაც მოვაგვარებთ-უცებ მოკიდა ხელი და ფეხზე წამოაყენა..ცალი ხელი წელზე შეუცურა ნაზად მეორეთი კი ისე,რომ ნათაიმ გააზრებაც ვერ მოასწრო ტელეფონი ამოიღო და სელფი გადაიღო.

-ესეც სამახსოვრო ფოტო-უთხრა და ტელეფონი ცხვირწინ აუფრიალა

-გაგეფრთხილებინე მაინც რომ იღებდი-უხეშად გამოსტაცა ტელეფონი ხელიდან და ფოტოს შეხედა...შეხედა და ძალიანაც მოეწონა..ზურგით დგანან ქალაქის მხარეს და ისე ლამაზად ჩანს მთელი ტურქეთი...მართლაც რომ მოენდომებინა ასეთ კარგ ფოტოს ვერ გადაიღებდა...თანაც ჩაათაისთან ერთად..ესეც ასეე..პირველი ფოტო მის "საყვარელ" უფროსთან.

-მომიყევი შენზე-მისმა მშვიდმა ხმამ დააბრუნა რეალობას.

-არ ვიცი საიდან დავიწყო-თავიდან ცოტა იყოყმანა,თუმცა შემდეგ გაბედულად დაიწყო და ცდილობდა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი მოეყოლა მისთვის.მშვიდი გამომეტყველებით უსმენდა და ხანდახან სახე ღიმილით უნათდებოდა.

-შენზე მომიყევიმეთქი ვერ გკადრებ დიდო მსახიობო-სიცილით უთხარა

-აკი არ ვიცი ვინ ხარო?-დამცინავი სახით გამოხედა,თითქოსდა ტყუილში გამოგიჭირეო.

-აბა ფეხებში ხომ არ ჩაგივარდებოდი და ავტოგრაფს ხომ არ გთხოვდი?ჩემთვის უფრო ადვილი იყო გცოდნოდა თითქოს არ ვიცოდი ვინ იყავი-მხიარულად ჩამოურაკრაკა მიზეზი.
ერთმანეთზე ძალიან ბევრი რამე გაიგეა.მაგალითად ის,რომ არ უყვარს ხალხმრავალი ადგილები,სერიალებსი თამაშს ფილმები ურჩევნია და რომ პოპულარობა მისთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი.საოცრად ნასიამოვნები დარჩა მისი პიროვნების გაცნობით და პირველმა წარმოდგენებმა თანდათან გაუფერულება დაიწყო.სულ სხვანაირი იყო ეს ჩაათაი და ის ჩაათაი,რომელიც სახლში სისხლს უშრობდა და ყოველთვის უტაქტოდ ესაუბრებოდა..რამ შეცვალა ასე ერთ დღეში წარმოდგენა არ ქონდა..თუმცა მიზეზების ძებნასაც რა აზრი ქონდა..მთავარი იყო ეს დღე ბოლომდე კარგ მოგონებად დარჩებოდა.

-აცივდა და მგონი ჯობს წავიდეთ-წამოაყენა იდეა როცა მის აკანკალებულ ნიკაპს შეხედა., ხელი გაუწოდა და წამოდგომაში დაეხმარა.

-ძალიან ვისიამოვნე,მადლობა შენ ამისთვის-სიცილით უთხარა როცა მანქანა მის სახლთან გააჩერა.

-ძალიან კარგი თუ მოგეწონა-სერიოზული სახით უთხრა და ტუჩები ლოყაზე მიაწება. პირველი შემთხვევა იყო,როცა მისი ტუჩებისკენ არ იწევდა და თავისი ნებით კოცნიდა ლოყაზე..არა ამ ბიჭს ნამდვილად რაღაც ჭირდა.."ნეტა სიცხე ხომ არ აქვს?" ფიქრობდა თავისთვის.ერთიანად წითელმა ბოლოჯერ გაუღიმა და ნელი ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ.ბედნიერი გაიშოტა საწოლზე და მის ნაკოცნ ლოყაზე ნაზად ჩამოისვა ხელი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent