შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკაშიძე lll


21-06-2015, 02:36
ავტორი kusa666
ნანახია 1 982

მაისურაძე და კვიციანი გაკვირვებულები უსმენდნენ ანდრეასა და გავაშელის დიალოგს და დაელოდნენ სანამ ანდრეა საუბარს დაამთავრებდა მშვიდად ყოფილიყვნენ.როგორც კი ანდრეამ ტელეფონი გათიშა კვიციანმა ეგრევე დაუწყო ჩხუბი
-შენ ბიჭო სულ გაუბერე?რა საქმეებს ხლართავ ტო ისევ შენებურები დაიწყე?
ანდრეა ირონიულად უღიმოდა ბიჭებს
-ნაკაშიძე გისმენ ახსნას ველოდები! მოთმინება დაკარგულმა უღრიალა მაისურაძემ
-ბიჭებო დამშვიდდით,უბრალოდ ცოტას გავერთობი და ნიკუშას შევაშინებ სულ ესაა.
-ანდრეა იცოდე გაფრთხილებ შენს ბინძურ საქმეებში ნიას და ანამარიას ნუ გარევ მათ არაფერი დაუშავებიათ ეს დაიმახსოვრე!
ანდრეას არაფერი უთქვამს და გარაზებულმა გიორგიმ ბინა დატოვა
-ნუთუ სხვაზე ფიქრი არ შეგიძლია? ხმა ჩამწყდარმა კივიციანმა ჩურჩულით დაიწყო საუბარი
-ასეთი უგულო როგორ ხარ ანდრეა?ბავშვი არ გეცოდება?რა დააშავა ნიამ ან მისმა პატარამ?მშვენივრად იცი როგორ ძალიან მიყვარს ნიკუშა და მისი ოჯახი.კბილებში გამოსცრა კვიციანმა და მოთმინება დაკარგულმა მწარე სილა გაარტყა სახეში ანდრეას..იცოდე მათ რომ რამე დაუშავო არ გაცოცხლებ!
კვიციანს მართლა ძალიან უყვარდა ნიკუშა და მისი ოჯახი.პატარა ანამარია მისი ნათლული იყო და იმ ბავშვზე მზე და მთვარე ამოდიოდა,იმ ბავშვისთვის თავის სიცოცხლესაც კი დათმობდა.
რაღაცის თქმას აპირებდა ანდრეა როცა ბინის კარი გაცეცხლებულმა და სახეწაშლილმა გავაშელმა შეგლიჯა.პირდაპირ ანდრეასკენ წავიდა ყელში წვდა და კედელს მიანარცხა
-ეხლავე მითხარი სად არის ჩემი ცოლ-შვილი!ხმა ამოიღე შე ნაგავო! ბოლო ხმაზე ღრიალებდა ნიკუშა
როცა ანდრეამ სახეწაშლილ გავაშელს მოჰრა თვალი იფიქრა მართლა ზედმეტი მომივიდაო და გადაწყვიტა გაჩერებულიყო
-ხელი გამიშვი გავაშელი და ლაპარაკის საშუალება მომეცი ესეც ძლივს უთხრა ანდრეამ.ნიკუშამ ხელი გაუშვა და ზიზღით სავსე თვალებით შეხედა
-შენს ოჯახს დაგიბრუნებ.უდარდელად დაიწყო ანდრეამ.-მაგრამ ერთი პირობით
-ანდრეა! მკაცრი ბარიტიონით დასძინა კვიციანმა და ანიშნა დროზე ეთქვა სანამ არ მოკლავდნენ
-ნიკუშა ბატონი ალექსანდრე დევდარიანი უნდა მოიყვანო ჩემთან რომ პირადად გავუსწორდე.სერიოზული ტონით ჩაილაპარაკა ანდრეამ
-ხუმრობ ხო?შენ შ** ხო არ გაქ ბიჭო გინდა დამიჭირონ??ანდრეა სასწრაფოდ მითხარი სად წაიყვანე ჩემი ოჯახი
-ჯერ თანხმობა მჭირდება მაგრამ შენ თუ უარს ამბობ რა გაეწყობა.ჩათვალე შენ ოჯახს ვერ ნახავ
კვიციანმა და გავაშელმა ერთმანეთს გადახედეს და მიხვდნენ რომ ანდრეა ამის გამკეთებელი იყო ამიტომ ნიკუშა იძულებლი გახდა დასთანხმებოდა
-კარგი თანახმა ვარ ეხლა კი წამიყვანე ჩემ ოჯახთან.ოდნამ დამშვიდებულმა ჩაილაპარაკა და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში
-შენები კოჯორში არიან ჩემს სახლში უდარდელად უპასუხა ანდრეამ და როგორც ჩვევია ისე სასტიკად ჩაიღიმა
ნიკუშა თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა ბინიდან და კისრისტეხვით ჩაირბინა კიბეები,სწრაფად მიუჯდა საჭეს და კოჯორში წავიდა სადაც თავისი პატარა პრინცესა და საყვარელი ქალი ეგულებოდა.
ერთ საათში კოჯორში იყო და ნაკაშიძეების ორსართულიან სახლს უახლოვდებოდა..მანქანიდან გადმოვიდა და ეზოში შევარდა.სახლის კარს მიუახლოვდა და როცა იქედან ანამარიას განწირული კივილის ხმა გაიგონა შიგნით შეშინებული შევარდა და იქ ნანახმა ადგილზევე გააშეშა გავაშელი.

******
ველი რჩევებს და თქვენს შენიშვნებს..ვიცი პატარა თავია მაგრამ მეტი ვერ მოვახრხე ბოდიში:დდ..ველი შეფასებას ღირს კი გავაგრძელო??
შემდეგში დიდს დავდებ



№1  offline წევრი KaTE:))

Kitxva maqvs: es motxroba sauyvarulzea tu quchur garchevebze?
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent