შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიროსმანიც ხომ ვარდებს ჩუქნიდა...! (თავი 1)


21-06-2015, 03:41
ავტორი llella
ნანახია 3 926

წვიმს...
შემოდგომაა და აბა როგორ იქნება...
თითქოს წვიმაც მიმხვდარიყოს მის დარდს, ტკივილს და მასთან ერთად ატირებულიყო!
არადა რა ლამაზად ეჩვენებოდა ყველაფერი... ზედმეტადაც კი... ხომ ეუბნებოდა საკუთარ თავს, ფრთხილად იყავი, არ შეგიყვარდესო, მეგობარზე მეტად არ შეხედოო, მაგრამ მოუსმინე გულმა?! გაიგონა?! შეისმინა?! აჰა... შედეგი სახეზეა...
წავიდა... ირაკლი ყიფიანი წავიდა... წავიდა დასთან ერთად, მშობლებთან რუსეთში.
ამან კიდე რო გაიგო ყიფიანი წავიდაო, ნახევარი საათი გონზე ვერ მოდიოდა, ეგონა მომეჩვენა, მომესმაო, მაგრამ რომ მიხვდა ეს არც მოჩვენება, არც სიზმარი არ იყო და სინამდვილეში ხდებოდა ყველაფერი, ცრემლებმა ერთი მეორეს მიყოლებით იწყეს დაგორება აღაჟღაჟებულ ლოყებზე... ჯერ ერთი, მერე მეორე, მეორეს მესამე მოყვა, მესამეს-მეოთხე და ა.შ.
რა ქნას... ვითო მისი ბრალია ასე რომ მიეჩვია იმ უგულო ბიჭს?! მისი ბრალია ყიფიანის გარეშე სიცოცხლე რომ არ შეუძლია?! არ უნდა მიეშვა გულთან ასე ახლოს... არა!!!
ნიკამ უთხრა ყიფიანი წავიდაო, ჰო მასთან იტირა, გული გადაუშალა ბავშვობის მეგობარს... მაგრამ ამანაც ვერ უშველა, მაინც გაუსაძლისად ტკიოდა... ბიჭს გაუკვირდა, დაიბნა, ვერ მიხვდა რა ჭირდა ანეტას, მასზე აკრულ გოგონას მაგრად მოხვია მკლავები და გულზე მიიხუტა.
-შეგიყვარდა ხო?!-ჩუმად უჩურჩულა.
-არა!-მკაცრად გასცა პასუხი, ნუ მას ეგონა რომ მკაცრად გასცა თორე, ეგ „არა“ კატის კნავილს უფრო გავდა.
-აბა რატომ ტირი მაშინ?!-სიცილნარევი ხმით ჰკითხა.
-არ ვიცი...
-ანეტა შემომხედე-გოგონას თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩახედა-დაწყნარდი... დაბრუნდება ეგ შენი ყიფიანი სად წავა.
-სადაც უნდა იქ წავიდეს, რაც უნდა ის უქნია და ხო კიდე არაა ჩემი!
-შენია, შენი აბა ვისია?!!!
-ვისიც გინდა იმის იყოს და ჩემი არაა.
-კიდე კაი გაძლო ირკლიმ...-ჩაიჩურჩულა ნიკამ ისე რომ ანეტას არ გაეგონა.
გოგონაც დაწყნარდა მეგობრის მკლავებში, ნიკამ სახლში დატოვა და თვითონ ბიჭებთან წავიდა.
ახლა ეცინება კიდევაც... ვერ გაეგო რა უნდა ექნა, ან რატომ არ უნდა ექნა, ტვინი გათიშვოდა და მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა „წავიდა“ ხო წავიდა საქართველოდან და წავიდა ანეტას ცხოვრებიდანაც.
საკუთარ თავსაც უბრაზდება... „რაიყო შე ქალო... დაგპირდა შეგიყვარებ, ცოლად მოგიყვან და ერთად დავბერდებით თუ რაა?! არაფერი არ უთქვამს ამის მსგავსი, თქვენ უბრალოდ კარგი მეგობრები ხართ, ნუ ხართ რაა იყავით... უბრალოდ თბილად გექცეოდა, ალბათ ზედმეტადაც კი... უბრალოდ გჩუქნიდა ყოველ პარასკევს ღამის 11 საათზე 3 ცალ ვარდს... უბრალოდ მოვიდა შენთან ღამის 4 საათზე მთვრალმა ძმაკაცის ქორწილიდან, ნუ სადაც შენ იყავი იქ იყო ისიც, გაბრაზდა ვაჟბატონი, როცა დაინახა სხვას რომ ვეცეკვებოდი და გაჭედა... უბრალოდ... უბრალოდ... ჯანდაბა ანეტა ბოლქვაძე გიყვარს ყიფიანი, ხო სიგიჟემდე გიყვარს, ჯანდაბა შენ თავს, მეტის ღირსიც ხარ!“ თავის თავს ლექციები ჩაუტარა და დაიძინა.
გაუძლო?! გაუძლო!
შეეჩვია „უყიფიანობას“?! შეეჩვია!
გადაიტანა?! გადაიტანა!
მანაც არ იცის როგორ მაგრამ გადაიტანა... ხან უნივერსიტეტი, ხან მეგობრები და იმის დრო და ძალაც არ ქინდა რომ ვინმეზე „დამატებით“ ეფიქრა. უხაროდა კიდეც რომ ვერ ახერხებდა მასზე ფიქრს.
ხო ეხლა გაგაცნოთ ჩვენი ანეტა და ირაკლი ოჯახითურთ.
ანეტა ჯაფარიძე 19 წლის, მაღალი, გამხდარი გოგონა, მწვანე თვალებით და შავი წელადე ხვეული თმებით. გაწონასწორებული და ჭკვიანი. სკოლა დაამთავრა და შოთაში ჩაირიცხა, ყავს 2 ძმა გეგა და რატი, ყავს ასევე არაბიოლოგიური და ნუცა, ამბობენ „კიდე კაი ერთი დედა არ გვყავს თორე ჩვენ ორივეს ერთად რომელი ნორმალური გაგვიძლებდაო“
ნუცა აბაშიძე 19 წლის, მაღალი, აი შოკი გოგოა, ბიჭები ჭკუას კარგავენო რო ამბობენ აი ეგეთი გოგოა, მისი ღია ყავისფერი თმები, ცისფერი თვალები, დიდი ტუჩები და ლამაზი ფორმები, არცერთი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს არ ტოვებს გულგრილს, შეყვარებული არ ყავს, ნუ უფრო ვერ ყავს, ვისთანაც მოინდომა ყოფნა და დაახლოება, ყველა გეგამ გააქრო, ერთი სიტყვით „ომია!“ მარა უზამ რამეს იმ გადარეულ ბიჭს?! ვერც ვერაფერს!
გეგა ჯაფარიძე 22 წლის, მაღალი, ძალიან სიმპატიური ბიჭია, აი გოგოები რო ეცემიან მასზეო აი ეგეთია, ცანცარაა და ღადავისტი, მუქი შავი მოკლედ შეჭრილი თმით და ყავისფერი თვალებით.
რატი ჯაფარიძე 25 წლის კოპიო ანეტაა, ნუ ანეტაა კოპიო რატი, რატი დიდია და მაგიტო, „ვაიმე რამდენს ვბოდიალობ... ხოდა“ ეს მაგარი დასტოინი ტიპია, გაწონასწორებული და აი დაკაცებულიაო რომ იტყვიან მაგაზეა ნათქვამი.
ცოლი არცერთს არ ყავს, არ ფიქრობენო რომ ვთქვა არასწორი იქნება, უბრალოდ როგორც თვითონ ამბობენ „ჩვენი ბედი არ გამოჩენილა ჯერ და რომ გამოჩნდება ეგრევეო!“ ხოდა ჩვენც ველოდებით მაგ ბედის გამოჩენას და ეგრევეს.
ირაკლი ყიფიანი 24 წლის მაღალი ახოვანი, ნავარჯიშები სხეულით, კუპრივით შავი თვალებით და ასეთივე დაბალზე დაყენებული თმებით, მამაკაცური სახის ნაკვთებით, წარბთან შრამით და ხელზე ნაიარევით, მუდამ გაწონასწორებული, იშვიათად შეიძლება ნახოს ადამიანმა წყობიდან გამოსული, ესეც კრიტიკულ შემთხვევებში, არ უყვარს ზედმეტი ბოდიალი, თუ აქვს რამე სათქმელი პირდაპირ ამბობს „არადა ეს გოგო რო უყვარს ამდენი ხანია, ვერ მოაბა თავი რომ მივიდეს და უთხრას მიყვარხარო და რავიცი აბა...“ ჩაცმის არაჩვეულებრივი სტილით, მუდამ გაუცინარი სახით და კეთილი გულით. ჩვენი გადარეული გეგას და გაწონასწორებული რატის ძმაკაცი.
სალომე ყიფიანი ასევე 19 წლის, ირაკლის და და ანეტას კარგი მეგობარი, გამხდარი, ყავისფერ თმიანი, ცისფერთვალება საყვარელი გოგო, ესეც ანეტას დღეშია, არავის არ აკარებს უმცროს და ერთადერთ დას ირაკლი.
გეგას, რატის და ანეტას მშობლები ადრე გარდაეცვალათ, ანეტა მაშინ 9 წლის იყო, ამიტომ 9 წლის მერე ბიჭები ზრდიან, უვლიან და ანებივრებენ, ნუ როგორც საერთოდ ხდება, ესენიც კაი ციხესიმაგრესავით არტყიათ ამ საცოდავ გოგონას და არავის არ აკარებენ, ან ვინ მივა ახლოს ანეტა ჯაფარიძესთან და ვინ გაუბედავს ზედმეტს როცა იციან ვინც დგას მის უკან, კი არადა წინა პლანზე, იციან მისი ძმები რომ შეალამაზებენ და ისინიც შორს იჭერენ მისგან თავს.
ზუსტად 3 წელი გავიდა მას შემდეგ...
ახლა?! ახლა თითქოს შეიცვალა ყველაფერი, არც ის 3 ცალი ვარდი აღარ ხვდება ღამის 11 საათზე პარასკეობით, არც მთვრალი „სხეული“ არ ადგება ღამის 3 ან 4 საათზე თავზე, ჩვეულებრივადაა ყველაფერი, ამას თუ ჩვეულებრივი ქვია...
გაიზარდა ანეტაც, გაიზარდნენ ბიჭებიც, ნეტა იმ გრძნობს რა დაემართა?!
საკუთარ თავს უბრაზდება იმის გამო რომ თვითონ ბრაზობს ყიფიანზე, ვერ გაეგო რატომ იყო მასზე ასე ნაწყენი, არაფერი არ დაუშავებია იმ ბიჭს მისთვის და რატომ იმეტებს ფიქრებში სასიკვდილოდ ახლაც ვერ გაეგო.

ანეტას ნაამბობი:

აი რა საშინელი გრძნობაა როცა შენი იდიოტი ძმა დილის 8 საათზე ცივ წყალს გადაგასხამს თავზე, თანაც ისეთ სიცივეში... მეტი რაღა უნდა ვთქვა...
-გეგაააააააა!-დავიყვირე და ფეხზე წამოვვარდი.
-რაო ცუნცულ ხო არ დასველდი?!-ნაზი ხმით დაიწყო ღლაბუცობა და ახარხარდა.
-მოგკლავ!-დავუღრინე და გაქცეულს უკან ავედევნე, სახლი როგორც იტყვიან დავქსელეთ.
-გეყოფა გოგო, მე ამდენი კი არ შემიძლია-ამოიოხრა საცოდავად და დივანზე დაეხეთქა.
-დილაობით კი ხარ კაი ხოშზე და რავიცი-მეც გავიცინე და დაღლილმა მის მოპირდაპირე პუფში ჩავესვენე.
-ვაიმე რა გაღრიალებთ ხალხო!-გაისმა გეგას ნამძინარევი ხმა, ორივემ მას გავხედეთ და სიცილი აგვიტყდა.
-ვაიმე მუცელი-ამოიოხრა გეგამ და დივანზე აქეთ-იქეთ ქანავი დაიწყო.
-რა გაცინებს ბიჭო?! დებილია ეს!-დადო განაჩენი და ძმას გვერდით მიუჯდა.
-ვაიმე მართლა ცუდად ვარ!-ავხარხარდი ბოლო ხმაზე მეც და „გალამაზებულ“ რატის გავხედე.
-დედააა რაზე იცინით გოგო?!-სახეზე ხელის ფათური დაიწყო და იმის შიშით რომ რამე არ მქონდესო, შესამოწმებლად შემოსასვლელში მყოფ სარკეში ჩაიხედა.
-გეგააააააააა!-დაიღრიალა ბოლო ხმაზე.
-შეგიძლია შენით მოკვდე-სიცილით დავაიმედე ახარხარებული ძმა და მეორე გადარეულს გავხედე.
-რა იყო ბუნჩულ?!
-ბიჭო შენ ნორმალური ხარ?! ამხელა კაცი რას მაიმუნობ! რაარის ეს მეტი გასართობი ვერ ნახე?!-საჩვენებელი თითი სახეზე მიიდო და საყვარლად დახატულ ულვაშებზე და რქებზე მიუთითა.
-არადა რო გშვენის!-კაი ბრძენივით დაასკვნა „მასხარამ“ და მე გამომხედა-დაი შენ რას იტყვი?!
-აააამ...-მინოდა გამომეთქვ ჩემი მოსაზრება ძმის მოხატულობასთან დაკავშირებით მაგრამ ვინ დამაცადა რო?! ეეხ, არც არავინ!
-მე გეტყვი! კი არადა გაჩვენებ!-დაიგვირგვინა რატიმ დაძმისკენ „მამისმკვლელი“ თვალებით წავიდა.
-ოეოეოეოე დაწყნარდი ბუნჩულ-გადაიხარხარა და ადგილს მოსწყდა-მასე არ შეიძლება, შენ 28 წლის ასაკში ამდენი სირბილი და მაიმუნობა კი არ შეილება!-კაი მზრუნველი მშობელივით ჩამოუყალიბა ბრძნული აზრი და თითი დაუქნია.
-გაჩვენებ მე შენ რა შეიძლება და რა არა!-დააიმედა „გადარეულმა ხარმა“ „მასხარა“ და მისკენ გაიქცა.
-ვაიმე გეყოფათ ახლა-გავიცინე და მოჭიდავე ძმებს გავხედე.
-მაცა დაი ერთი წუთი, მივბრეგვავ ამ ხარს და მოვალ-გამიცინა გეგამ და ძმასთან ჯაჯგუნი გააგრძელა.
-აუ მშია მე-დავიწუწუნე.
-მიდი და ჭამე-მზრუნველი ხმით მითხრა უკვე დამშვიდებულმა რატიმ.
-თქვენ არ გინდათ?!-ვკითხე და თან ფეხზე წამოვდექი.
-კი კაცო, აბა არ გვინდა?!
-ხო კაი, გავამზადებ მე 2 წუთში ყველაფერს და დაგიძახებთ-გავძახე ბიჭებს და სამზარეულოში ფუსფუსი დავიწყე.
ისევ მათ საყვარელ „ყიყლიყოებზე“ შევაჩერე არჩევანი, ჩაიც დავადგი, სალათიც გავამზადე და ბიჭებს დავუძახე.
-აე, გადარეულებო შემოლაგდით.
-მოვდივართ დიადო ანეტა-სიცილით გამომძახა გეგამ და სამზარეულოში შემოვარდა.
-ნელა ჭამე, გადაგცდება ბიჭო-გავიცინე და ჩაი მოვსვი.
-ოოჰ, ეჩქარება ბიჭს და...-გიცინა რატიმ.
-და სად?!-ინეტერესით გავხედე პირგამოტენილ ძმას, რომელიც „მოგკლავჯაფარიძებევრიტლიკინისათვის“ სახით უყურებდა რატის.
-სადღაც!
-მაინც?!
-ნუ ყოფ მაგ პატარა ცხვირს ყველგან-გაიცინა და მისაღებში გავიდა.
-ხო კაი, კაი...
-მე წავედი სამსახურში-გამოაცხადა რატიმ, საბუთებს, ტელეფონს, საფულეს და მანქნის გასაღებს ხელი დავლო და გასასვლელისკენ წავიდა.
-მალე მოხვალ?!-ვკითხე დ უკან გავყევი.
-არ ვიცი, ვნახოთ რა-გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა-რამე გინდოდა?!
-არა... ნუცასთან უნდა გადავიდე მერე და იცოდეთ-გავაფრთხილე და მეც გავუღიმე.
-კაი ჭკვიანად იცოდე.
-კარგად-ხელი დავუქნიე და კარები დავხურე.
გეგაც მალევე წავიდა, მე კიდევ დავრჩი სახლში მარტო, დავურეკე ნუცას და მანაც დათქმულივით პირველივე ზარზე მიპასუხა.
-ოოხ აბაშიძე მელოდებოდი?!-გავიცინე და ტანსაცმლის კარადაში ქექვა გავაგრძელე.
-მე ვაპირებდი დარეკვას და...-მასაც გაეცინა.
-გოგო სახლში ხარ?!
-კი, გამო!
-ხო მოვდივარ.
-კაი გელოდები იცოდე.
მალევე მოვემზადე, თეთრი კედები, დახეული ჯინსის შარვალი და შავი მაისური ჩავიცვი, ტელეფონს და მოსაცმელს ხელი დავავლე და გარეთ გამოვედი.
მიყვარს წვიმა... საშინლად მიყვარს... ძალიან არ წვიმდა ამიტომაც ჩემი სახლიდან ნუცასთან მისვლა ფეხით გადავწყვიტე, მართალია ნახევარი საათი მჭირდებოდა ფეხით, მაგრამ მინც მოვისურვე გამესეირნა ამ წვიმიან მინდში, ზუსტად ნახევარ საათში მისი სახლის წინ ვიდექი.
-ოოოხ გეღირსა?! სად ხარ გოგო ამდენ ხანს ?!-მომაყარა კარებში მდგომმა, მიკიმაუსის პიჟამაში გამოწყობილმა ნუცამ.
-ფეხით მოვდიოდი-გავიცინე და სახლში შევედი.
-ამ წვიმაში?!
-ხო...-ყავა გამოვართი და ფანჯარასთან დავჯექი.
-გოგო 3 დღეში დაბადების დღე აქ ჩემ ძმას და ხო გამყვები საყიდლებე?!
-კი, მეც უნდა ვუყიდო-ეხლაღა გამახსენდა რომ ალექსანდრეს (ნუცას ძმას) 3 დღეში დაბადების დღ ქონდა. გავიცინე და ნუცას გავხედე.
წვიმის სიყვარულთან ერთად, სიძულვილსაც ვგრძნობდი... ყოველთვის ყველანერს სისულელეს წვიმაში ჩადიოდა, წვიმა მახსენებდა მას, ხო... ალბათ ამიტომაც მიყვარს ასე წვიმა...
ნუცასთან დიდხანს დავრჩი, ღამის 11 საათი იქნებოდა სახლში წასვლა რომ გადავწყვიტე.
-გაგიჟდი გოგო შენ?! რა გგონია ამ ღამეს სადმე გაგიშვებ?!-გაგიჟდა ნუცა და მუქარის ნიშნად თითს სასაცილოდ მიქნევდა.
-ვაიმე ნუცა გეყოფა, რას მშობლობ გოგო, არავინ არ მიპირებს მოკვლას და ამიტო ნუ გეშინია ეგრე.
-არა მეთქი! აქ რჩები!
-წავედი მე-გავიცინე და გასასვლელისაკენ წავედი.
-ნახე რა უნამუსოა-ცხვირი აიბზუა და წარბები კუშტად შეკრა.
-მეც მიყვარხარ გადარეულო-მივედი და მაგრად ჩავეხუტე-მართლა უნდა წავიდე, ცოდოები არიან ბიჭები.
-კაი, მარა დამირეკე კაი სახლში რო მიხვალ ეგრევე!
-კაი ბებო-დავეჯღანე და სახლიდან გამოვედი.
-21 წლის ხარ ანეტა და არაფერი არ გეშველა!-დაასკვნა და მანაც იგივე გაიმეორა.
-აბაშიძე შენ ვისზე რას ამბობ-გავიცინე და საბოლოოდ გავხედე კიბეებთან მდგარ დაქალს.
ეზოში ჩასულმა წამით გავიფიქრე წვიმის სიყვარული ხომ არ შევწყვიტო თქო.
-აუუუუ, რაარი რაა, ესეთი წვიმა ვის გაუგონია, ინგრევა ქვეყანა-ერთი ამოვიოხრე და გაჩერებასთან დავდექი. ჩემდა საუბედუროდ არ გამოჩნდა არც ტაქსი და არც სამარშრუტო ტაქსი რომ სახლამდე სრულიად გაწუწული არ მივსულიყავი, ზუსტად 20 წუთი ველოდე მაგრამ არაფერმა არ გამოიარა. უკვე ისე ვიყავი გაბრაზებული, რომც გამოევლო ტაქსს გამოვლანძღავდი და არ წავყვებოდი.
წამით ფეხით წასვლა დავაპირე როცა პირდაპირ ფეხებთან მანქანა გამიჩერდა, შავი BMW, ვიღაცამ გადმოყო ხელი და მანიშნა ჩაჯექიო, მე ჯინიანივით არ ვინძრეოდი ადგილიდან, მივბრუნდი და ზურგი ვაქციე ორ მბჟუტავ ფარს, წუთი არ იქნებოდა გასული, როცა ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი წელზე, პირდაპირი გაგებით „მხარზე მომიგდო“ ვიღაცამ და მანქნისაკენ გამაქანა.
-გამიშვით! რამდენს ბედავთ!
-.............-მას ხმა არ ამოუღია.
ისე ანეტა რა გაკივლებს რა მესმის, ისეთი აღნაგობა აქვს ისიამოვნე ადამიანო, რაარი, თანაც მისი „BOSS”-ის სუნამო და სიგარეტის სუნი ისე ერწყმიან ერთმანეთს რომ... რომ რავიცი...
-დამსვით მეთქი თქვე ველურო! რაარის ეს რა საქციელია!-არ ვჩრდებოდი.
-...............-ისევ სიჩუმე.
-დამ.......-კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა მაგრამ... მხრიდან ჩამომსვა და პირდაპპირ თვალებში ჩამხედა.
-გაჩუმდები?!-გავიგე ზედმეტად ბოხი, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო ხმა, თანაც ნაცნობი...



- - - - - - -

გამარჯობა ხალხო... ჯერ არ წავსულვარ და უკვე მოვედი, ვერ გავძელი, რომ არ დამეწერა ეს ისტორია და არ ამეტვირთა.
არ ვიცი როგორია, ღირს გაგრძელებას?! მითხარით რომ ვიცოდე
ველოდები კომენტარებს და შეფასებას
P.S. წინა ისტორიის კომენტარების წაკითხვის შემდეგ აი არ ვიცი რა დამემართა, მართლაც რომ ემოციებით ვიყავი სავსე დ ეს ემოციები სად წამეღო ვერ გამეგო, მადლობა ყველას ვინც კი კითხულობდით ჩემს ისტორიას.



№1  offline წევრი lamazmani

პირველი ვარ კაია მომწონს მალე გააგრძელე მაგარი გოგო ხარ love

 


№2  offline წევრი Geek Girl

სანამ ამ მოთხრობას წავიკითხავდი კომპმა გაჭედა და გაბრაზებული აქეთ-იქით ვაწკაპუნებდი მაუსს, ხოდა შემთხვევით დამეჭირა ამ მოთხრობაზე.რომ გახსნა სურათი მომეწონა და დაკვირვება დავუწყე მერე გასვლა დავაპირე როცა შენი ნიკი ვნახე. ისე გამოიხარდა რომ რავიცი.... წინა მოთხრობის კომენტარებშიც მითქვამს და ახლაც გეუბნები ძალიან ნიჭიერი და კარგი ხარ ლელ... აი უკვე არ ვიცი როგორ შეგაფასო. ძალიან კარგია წინა მოთხრობასგან განსხვავებული... წარმატებები. <3

 


№3  offline წევრი llella

Geek Girl
სანამ ამ მოთხრობას წავიკითხავდი კომპმა გაჭედა და გაბრაზებული აქეთ-იქით ვაწკაპუნებდი მაუსს, ხოდა შემთხვევით დამეჭირა ამ მოთხრობაზე.რომ გახსნა სურათი მომეწონა და დაკვირვება დავუწყე მერე გასვლა დავაპირე როცა შენი ნიკი ვნახე. ისე გამოიხარდა რომ რავიცი.... წინა მოთხრობის კომენტარებშიც მითქვამს და ახლაც გეუბნები ძალიან ნიჭიერი და კარგი ხარ ლელ... აი უკვე არ ვიცი როგორ შეგაფასო. ძალიან კარგია წინა მოთხრობასგან განსხვავებული... წარმატებები. <3

მადლობა დიდი <3 ჯერ არ მინდოდა არაფრის დაწერა მაგრამ ვერ გავუძელი რონ არ ამეტვირთა... <3 :*

 


№4  offline წევრი -tiko))

Auu... leluu... ai dzaan magari xar daa... kargat daiwyo... imedia kargatve gagrdzeldeba... dzaan momewonda da aba shen ici ar daagviano xolme ... mikaqaloooo
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent