შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი გაფრენა [2]


21-06-2015, 13:01
ავტორი ელეონორა
ნანახია 2 046

2 თავი

მისაღებში, სავარძელთან დაყუდებული ნინა ღიმილით მისჩერებოდა ახლად შემოღებულ კარს და შესასვლელში სასაცილოდ გაჩხერილ, ქერა გოგონას, დაბნეული რომ აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ და აშკარად, სულაც არ ელოდა ოთახში ჩამწკრივებულ „მულსა და მაზლს“. ანას გარეგნობით მეტად ნასიამოვნები ანდრია, შემფასებლური მზერით მიშტერებოდა გოგონას, წამიერად რომ ამოეფარა ლუკას მხარბეჭს და თითები სასაცილოდ ჩაავლო მაისურზე. ნინას, ჯერ „სარძლოს“ გარეგნობაზე დაკვირვება ვერ მოეხერხებინა, თვალები ანას მუცლისთვის მიეპყრო, იქ პატარა ჭინკას არსებობის ჯერ რომ არაფერი ეტყობოდა. ბედნიერებით აივსო .. თვალები აემღვრა და სიხარულის ვერ წამოსული ცრემლები, ისევ შეუმჩნევლად გადაუშვა ყელში. შეუძლებელი იყო, ანას არანორმალურად ნაზ, სიფრიფანა სხეულს ადამიანი გაოცებაში არ მოეყვანა. კაფანდარა სხეულს თეთრი სარაფანი უმშვენებდა .. ქერა კულულები წელამდე ჩამოეყარა და დაბნეული აცეცებდა თაფლისფერ თვალებს. გაუხარდა, ასეთი სინაზის განსახიერება რომ შეემატებოდა მის არც ისე პატარა ოჯახს. ძალიან მოუნდა, მშობლები მალე მოსულიყვნენ სამსახურიდან, რომ ეს კაფანდარა გაეცნოთ, მიუხედავად იმისა, რომ გადაირეოდა ორივე. 1–2 წლით უფროსი თუ იქნებოდა ნინაზე, მეტით ვერა ..
-შემოხვალთ, თუ კიდევ დიდხანს იდგებით მანდ?! - ანდრიამ გამამხნევებლად გაუღიმა კართან ატუზულ, ოდნავ შეშინებულ გოგონას და სახლში შემოეთრიეო, თვალებით მიანიშნა ერთ ადგილას გაშეშებულ ლუკას, რომელიც ღმერთმა იცის, რამ დააბნია ასე ძალიან .. მის ბეჭებს ამოფარებულმა ანამ, თუ და–ძმის ბედნიერებისგან ამღვრეულმა თვალებმა.
-მოდით! - გაიღიმა ნინამაც და მზერა გონზე მოსულ, აშკარად კმაყოფილ ძმაზე გადაიტანა, ანას რომ ჩაავლო ხელი ათრთოლებულ მაჯაში და როგორც იქნა მისაღებში შემოიყვანა. რა თქმა უნდა, ნინას ვერავინ ვერაფერი დაასწრო, ისე წავიდა გოგონასკენ და ნატიფი თითები მისკენ გაიშვირა - მე ნინა.
-ანა .. - ამოილუღლუღა გოგონამ და აკანკალებული თითები ნინას გამოწვდილ ხელს ჩაჰკიდა. ცხადად შეიგრძნო უმცროსმა ნაკანმა მომავალი "სარძლოს" მღელვარება და როგორც ყოველთვის, მასაც გადმოედო. სუნთქვა გაუხშირდა და მიხვდა, როგორმე თავი უნდა დაემშვიდებინა, თორემ ორივე ძმას გადაიყვანდა ჭკუიდან. ძალიან უნდოდა, ანასთვის დაძაბულობა მოეხსნა და ეთქვა, რომ მათთან ყოფნა სულაც არ იყო საშიში, არც სანერვიულო .. იცოდა, ცხვენოდა ანას, საკუთარი დაუფიქრებელი საქციელის გამო რომ აღმოჩნდა ნაკანების "სამფლობელოში" და ეგონა, რომ მასზე ყველას საშინელი შთაბეჭდილება ჰქონდა შექმნილი.
-ძალიან სასიამოვნოა! - კიდევ ერთხელ შესცინა ანას და ოდნავ ჩამოშორდა, ანდრიასაც რომ ჰქონოდა მასთან მისვლის საშუალება. უმცროს ნაკანს იმედი ჰქონდა, რომ ეს ახმახი კიდევ უფრო მეტად არ დააფრთხობდა ისედაც წიწილასავით ათრთოლებულ გოგონას.
-ჩემთვისაც ძალიან .. - "მულის" კეთილგანწყობამ ოდნავ იმოქმედა არანორმალურად აღელვებულ ანაზე და ძალიან ეცადა, როგორმე გაეღიმა. მიუხედავად იმისა, რომ ნინას პირველად ხედავდა, ერთი შეხედვით დარწმუნდა, რომ მისი არანაირი რიდი არ უნდა ჰქონოდა, პირიქით, ალბათ არაჩვეულებრივ მეგობრობასაც გაუწევდა ოჯახში ახლად შემობრძანებულ ანა ლოლაძეს. არ ეგონა გოგონას, მსგავს ოჯახში თუ ამოყოფდა თავს .. საოცრად ლაღად უღიმოდა ორ მეტრიანი ანდრია, ერთი შეხედვით რომ გაახალისებს ნებისმიერ ადამიანს. განწყობა გადამდებია .. სულაც არ იყო ანა სიცილის ხასიათზე, მაგრამ მათი ღიმილის შემყურეს, თავადაც გაეცინა და საკუთარი საქციელის აფსურდულობამ ისევ დაასერიოზულა. მისთვის რომ გეკითხათ, სულაც არ ჰქონდა საქმე სასაცილოდ. პირიქით, დაუდევრობის გამო ნაკანების ოჯახში აღმოჩნდა, მალე ალბათ მყუდროებასაც დაურღვევდა და სულაც არ იქნებოდა მათთვის სასიამოვნო ოჯახში მოფუსფუსე სრულიად უცხო ადამიანის ყურება, ანას სახით.
-ნუ ხარ დაძაბული, მოდი, აი აქ დაჯექი .. - გაუცინა ანდრომ და ხელით სავარძლისკენ მიანიშნა. ისე უკანკალებდა გოგონას მუხლები, რომ ავტომატურად აცოდებდა თავს კანაკებს. ბატონი ანდრიაც, ნებისმიერ დროს რომ ლაზღანდარაობდა და ხუმრობდა, უჩვეულოდ დასერიოზულდა. ატყობდა, ძალიან რომ დარდობდა ანა და არ სურდა კიდევ უფრო შეებოჭა ისედაც საშინლად დაძაბული ლოლაძე.
ლუკამაც ღიმილით მიანიშნა გოგონას სავარძლისკენ, თავად კი შესასვლელში დაყრილ ჩემოდნებს დაავლო ხელი. წავიდა თუ არა მეორე სართულისკენ, ანამ მუდარის თვალები გააყოლა და და-ძმა ნაკანებს კიდევ ერთხელ ჩაეწვათ გული. როგორმე უნდა მოეხერხებინათ და ეს გოგო რამენაირად გაეხსნათ. საკუთარი თავი რომ წარმოიდგინა ნინამ მის ადგილას, გული მტკივნეულად შეეკუმშა და გაორმაგებული ძალებით შეუდგა ანასთან კონტაქტში შესვლას.
-ან, ყავა გინდა თუ ჩაი? - სავარძელზე ჩამოსკუპებულ ლოლაძეს, ღიმილით აესვეტა წინ ნინა. ანას ერთი ნახვით შეექმნა შთაბეჭდილება ამ არანორმალურად პოზიტიურ გოგონაზე და შესანიშნავად ხვდებოდა, მასთან ცხოვრება ძალიან ხალისიანი რომ იქნებოდა. გარაგნობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ღიმილი ჰქონდა იმდენად ლაღი და ხალასი, რომ თავს ავტომატურად შეაყვარებდა ყველას. ჩაცმულობაც ძალიან სადა და უბრალო, მიუხედავად იმისა, რომ სახლი იყო ზედმეტად პომპეზური და სავარაუდოდ, შეძლებულადაც ცხოვრობდნენ ნაკანები. ყველაზე მეტად, ნინას უბრალოებამ მიიქცია ანას ყურადღება. გრძელ, წვრილ ფეხებზე შემოხეული ჯინსი, ჩვეულებრივი, შავი კედი და ამავე ფერის მაისური. მხოლოდ ეს ატრიბუტები იყო საჭირო იმისთვის, რომ უმცროსი ნაკანის მომხიბვლელ გარეგნობას კიდევ უფრო მეტი ეშხი მისცემოდა. "სილამაზე უბრალოებაშია", ამოუტივტივდა გონებაში საყვარელი ფრაზა და თავისდაუნებურად გაუღიმა პასუხის მოლოდინში განაბულ ნინას.
-ჩაი, თუ შეიძლება .. – მორიდებულად გაიღიმა და აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა. იცოდა, ზედმეტი რომ მოსდიოდა და ასეთი სანერვიულო მართლაც არაფერი ყოფილა, მაგრამ რა ექნა, ძალიან არ ნდოდა ამ შეხმატკბილებული ოჯახისთვის მყუდროება დაეღვია და პარაზიტივით შემოსახლებულიყო. სხეულში უსიამოვნო შეგრძნებები უვლიდა .. მზად იყო, ამდგარიყო და გაქცეულიყო, მაშინაც კი, თუ საკუთარი შვილის უმამოდ გაზრდა მოუწევდა.
-რა ლაპარაკია, ანა?! - იწყინა უმცროსმა ნაკანმა - ჩაი კი არა, რაც მოგინდება აფსოლიტურად ყველაფერი ჩეიძლება! - კვლავ გაუცინა და სხეულის ჰარმონიული რხევით შევიდა სამზარეულოში. გრძნობდა ნინა, რომ ოდნავ მოეხსნა დაძაბულობა ნაკაშიძეს. ამ ფაქტმა ძალიან გაახარა, ცალი თვალი გააპარა მისაღებში მოსაუბრე ძმისა და რძლისკენ და კვლავ გაეღიმა. როგორც ჩანს, არც ანდრიას შეუშინებია გოგონა, როგორც იქნა მოუხმო გონებას და ადამიანი ჭკუიდან არ გადაიყვანა. ძალიან ეცოდებოდა ნაკანს ანა .. თავიდანვე ხომ ასე ინერვიულა, მაგრამ დედამთილ-მამამთილის დანახვა სულ გააგიჟებდა, ალბათ.
ყავა ღიმილით დაუდო მაგიდაზე .. ხმა არ ამოუღია, არ უნდოდა, როლებში შეჭრილი ძმისთვის მყუდროება დაერღვია, გაფაციცებით რომ უხსნიდა გოგონას რაღაცას. ანას დამაიმედებლად ჩაუკრა თვალი და მეორე სართულისკენ ამავალი კიბეები სირბილით აირბინა. ყველაზე მეტად ელოდა მშობლების სახლში დაბრუნებას. არც ის იცოდნენ, ლუკა „ცოლის“ მოყვანას რომ აპირებდა, ნუ, ეს არც ლუკამ იცოდა, მაგრამ მაინც. შეუძლებელია, ასეთი „სარძლოთი“ უკმაყოფილო დარჩე. არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ლუკა არ იყო კმაყოფილი ანას შესანიშნავი გარეგნობით და როგორც ერთი შეხედვით შეატყო, არაჩვეულებრივი შინაგანი სამყაროთი.
-მორჩი რა, თვითგვემას! - შესძახა მაშინვე, დალანდა თუ არა აივანზე დაყუდებული ძმა, ნერვიულად რომ ქაჩავდა სიგარეტს და ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობდა - შეცდომას ყველა ვუშვებთ ლუკა, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ გამოუსწორებელი არაფერი არსებობს და ძალიან გთხოვ, ამ გოგოს მიხედე.
-შენ რაღაც ძალიან მოგეწონა .. - გაეცინა ნაკანს და ჩამწვარი სიგარეტი მოაჯირზე დასრისა - მასაც მოსწონხარ, პირველად შენ გაგიღიმა! - ისევ გაეცინა ლუკას და კმაყოფილი გამომეტყველებით მომზირალ ნინას თვალი თვალში გაუყარა. ხვდებოდა, არაჩვეულებრივად რომ შეეწყობოდა გოგონა ანას .. საერთოდ, ნინა თუ მოისურვებდა, ყველასთან შეძლებდა საერთო ენის გამონახვას, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ხშირ შემთხვევაში ეს სულაც არ სურდა.
-როგორი შეშინებულია, ძალიან მეცოდება .. - ხმაში სევდის ნოტები შეეპარა უმცროს ნაკანს და თვალწინ რამდენიმე წამის წინ , დივანზე ჩამოსუკუპებული მოკანკალე, სიფრიფანა სხეული წარმოუდგა - მთვრალსაც შესანიშნავი გემოვნება გქონია, იცი?! - სასაცილოდ დაუკრა ტაში და ძმის გამხიარულებას შეეცადა. ლუკას პოზიცია აფსოლიტურად გასაგები გახლდათ, ანას არც იცნობდა და შესაბამისად საოცრად რთული იყო ცოლ-ქმრული ურთიერთობის დამყარება. არ იცოდა რა უყვარდა გოგონას, რა არ მოსწონდა, როგორი ხასიათი ჰქონდა, რა აღიზიანებდა .. შესაბამისად, მათ ურთიერთობაში კამათი გასაკვირი სულაც არ იქნებოდა, თუმცა პატარა „ვაჟკაცის“ გამო, გაძლება ორივეს მოუწევდა. ვაჟკაცად ნინამ მონათლა, თორემ ..
-ჩავიდეთ, ანდრომ არ გააგიჟოს. - მშვიდად ამოილაპარაკა ლუკამ და კიბეებისკენ დაიძრა. ვერ იყო ბოლომდე მყარი, აშკარად ღელავდა ანაზე და ზოგადად, ყველაფერზე. ნამდვილად არ არის მარტივი, ერთ დღეში ამდენ სიახლეს შეეგუო. დაუშვა შეცდომა, რომლის გამოსწორებაც ფაქტიურად შეუძლებელია, მოემზადო მამობისთვის მაშინ, როცა თავადაც 21 წლის „ქარაფშუტა“ ბიჭი ხარ და ცხოვრება სულ ფეხებზე გკ*დია. ამ ასაკში არანორმალურად რთულია, საკუთარ თავზე ის პასუხისმგებლობა აიღო, რასაც ოჯახი ჰქვია. შესანიშნავად გრძნობდა ნინა, ძმისგან წამოსულ, დაძაბულობის იმპულსებს და ძალიან უნდოდა, რამით დახმარებოდა. არ იცოდა რატომ, მაგრამ გული ცუდს არ უგრძნობდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ზღაპარს უფრო წააგავდა, მაინც ჰქონდა იმედი იმისა, რომ ანასა და ლუკას მხოლოდ „ვაჟკაცი“ კი არა, კიდევ სხვა რამ დააკავშირებდათ.
-ლუკა, მე ცოტა ხანში ჩამოვალ ..! - მიაძახა უკვე კიბის ბოლოში ჩასულ ძმას და სანამ მის პროტესტს მოისმენდა, მანამ შეიკეტა საკუთარი ოთახის კარი. რატომღაც, არ სურდა წყვილს შორის მურმანის ეკალივით ამოსულიყო. ძალიან უნდოდა, ლუკასა და ანას შორის ერთი ნორმალური დიალოგი მაინც შემდგარიყო ისე, რომ იქ არც თავად ნინა ჩარეულიყო და არც ოფიციალური მასხარა ანდრია. მიუხედავად იმისა, რომ ლუკას ძალიან აწუხებდა სიმთვრალეში დაშვებული შეცდომა, ნინა მაინც ამჩნევდა მის თვალებში აკიაფებულ, რაღაც ახალ, უჩვეული სხივს .. შეუძლებელია, ადამიანს შვილის დაბადებია არ გაგიხარდეს .. შესანიშნავად ხვდებოდა უმცროსი ნაკანი, ძმის ცხოვრებაში ახალი, უფრო ჩამოყალიბებული და ბედნიერი პერიოდი რომ დაიწყებოდა, ძალიან, ძალიან მალე. ლუკას თითოეულ ემოციას ისე მძაფრად განიცდიდა, გული მტკივნეულად ეკუმშებოდა და ყველანაირად ცდილობდა, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, რომ კიდევ 9 თვე უნდა ეცადა პატარა ჭინკასთვის, უკვე საკუთარ თავზე მეტად რომ უყვარდა.

888

-დედა, ძალიან გთხოვ რა?! - ეკას ისტერიკების ყურებით გადაღლილი დაესვენა საკუთარ საწოლზე და თვალები მობეზრებულად გადაატრიალა. დედამისი შესანიშნავად შეხვდა „რძალს“, თუ რათქმაუნდა მის გაყინულ მზერასა და იმედგაცრუებულ თვალებს არ ჩავთვლით, თუმცა მოშორდა თუ არა ანას, რაღათქმაუნდა, ვაჟის ლანძღვა-გინებას დაუზარელად მოყვა - ასეთი არაფერი მომხდარა, აი ნახავ, ძალიან მალე შეეგუები. - მხარზე ხელი გამამხნევებლად დაუსვა და დამაიმედებლად გაუღმა. მიუხედავად იმისა, რომ ეკას წივილ-კივილმა ტვინი აუდუღა, მაინც შესანიშნავად ესმოდა ახალი ამბით გაოცებული ქალის.
-რას შევეგუები გოგო, რას?! - ისე გაიკვირვა ეკამ, რომ უმცროსმა ნაკანმა თავი ავტომატურად იგრძნო დამნაშავედ - საწყალი გოგო, სულ პატარაა! - მთელი სხეული აეწვა და შეკავებული ცრემლებისგან აწითლებულ თვალებს, ხელი დაუნიავა. ცხადად გრძნობდა, სულ რაღაც 19 წლის ანას ემოციებს .. გული სიბრალულით ევსებოდა მიუხედავად იმისა, რომ გოგონა უფალმა დააჯილდოვა და პატარა ნაკანი აჩუქა. ანას ადგილას საკუთარ ქალიშვილს რომ წარმოიდგენდა, ორმაგად უნდოდა ლოლაძეს თავი ისე ეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში.
-მერე, რა?! - მხრები აიჩეჩა ნინამ - ხომ ხედავ, როგორი ნაზი და კეთილია, ძალიან შეეჩვევი .. - როგორც ყოველთვის, ამჯერადაც არ უღალატია საკუთარი, მუდმივად პოზიტიური განწყობისთვის, ეკას ისე გაუღიმა, ქალმა წამიერად ისიც იფიქრა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო, როგორც თავად ეგონა - ნუ მაფიქრებინებ, რომ შვილიშვილის დაბადება არ გიხარია. - მიუხედავად ყველაფრისა, დედის თვალებში ნათლად ამჩნევდა ბედნიერების სხივებს, დრო და დრო რომ უნათებდა ქალს ყავისფერ, წყლიან ირისებს.
-რას მეუბნები, ნინა?! - იწყინა ეკამ. როგორ ცუდადად არ უნდა ყოფილიყო ყველაფერი, „მინი“ ნაკანი უჩვეულოდ უხარებდა გულს, რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა ყოფილიყო - შვილიშვილი .. - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის, ვიდრე გოგონას გასაგონად. ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჯერ კიდევ ვერ ჩაილაგა თითოეულ უჯრედში და ვერ აღიქვა .. უმცორი ქალიშვილი, სულ რაღაც 18 წლის ჰყავდა, ახლა კი, ძალიან მალე ბებია უნდა გამხდარიყო. იმეაზე მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა ეკა, ვიდრე საჭირო იყო.
-ძალიან მიხარია, დე .. წარმოიდგინე, ლუკას კოპირება რომ ირბენს სახლში. - სულში სითბო ჩაეღვარა ნინას. ხვდებოდა, როგორ მოქმედებდა მისი სიტყვები ეკაზე და ცდილობდა, დედისთვის კიდევ უფრო მოელბო გული - მერე, ანაც შეგვეჩვევა, ჯერ ძალიან შებოჭილია. ანდრიას ხელში მოწყენისთვის დრო არ დარჩება, ზუსტად ვიცი, შენც ძალიან შეგიყვარდება .. მამას უკვე უყვარს!
-მეგონა გადაირეოდა ზურა, - ხელები გაოცებულმა გაშალა - რომ ნახო როგორ ეხუტება. - გაეღიმა ქალს და სხეულში სასიამოვნო იმპულსებმა დაუარა. ცოტა გასაკვირიც კი იყო, დილანდელი იმედგაცრუების მიუხედავად, კიდევ რომ შეეძლო ლაღად ღიმილი.
-მიხარია! - გაუღიმა ოდნავ დამშვიდებულ დედას და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა - ასეთ საჩუქარზე ჯერ ვერც ვიოცნებებდი. - ყოველთვის ეგონა, რომ კიდევ კარგა ხანს არ ეღირსებოდა საყვარელი ძმისშვილები, იმიტომ, რომ ანდრიას ვერასდროს დააჭკვიანებდნენ, ლუკა კიდევ სულ სხვა სტიქიაში გახლდათ, ყოვეთვის.
-ბებია ვხდები დე, წარმოგიდგენია?! მამაშენი ბაბუა .. - თვალები აემღვრა ქალს და მზერა ნინას გაუშტერა - ლუკა მამა ხდება, შენ მამიდა, ანდრია ბიძა .. ღმერთო ! - ხმა გაებზარა და სახეზე ნერვიულად მოისვა ათრთოლებული თითები. მუცლის არეშე უცნაური, სასიამოვნო შეგრძნებები უვლიდა ქალს , გული უჩვეულოდ უფრიალებდა და ძალიან უნდოდა, მოზღვავებული ემოციები საკუთარ თავში ჩაეკლა.
-იცი, დე, არ მეგონა ამ ყველაფერს ასე მშვიდად თუ მიიღებდით .. - გულწრფელად გაუმხილა ქალს საკუთარი მოლოდინი - მეგონა, რომ მამა გადავიდოდა ჭკუიდან, თან, ხომ იცი, ლუკაზე ყოველთვის განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდა .. აბა, ანდრიას რომ არაფერი ეშველება ეს ისედაც ყველამ ვიცით.
-ლუკამ შეცდომა დაუშვა, ახლა ცდილობს, რომ გამოასწოროს და ძალიან კარგად იქცევა! - ხმა წამიერად დაუთბა ქალს - ანას ასე ვერ დატოვებდა .. მიუხედავად იმისა, რომ კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა, მაინც .. - წინადადება ვეღარ დაასრულა, შესაბამისი სიტყვა ვერ იპოვა ეკამ და საკუთარ თავზე გაეცინა - მაინც ..
-მაინც საამაყო ძმა მყავს! - დააბოლოვა ნინამ და ეკას გამომეტყველებაზე შეატყო, როგორ ესიამოვნა ქალს მისი სიტყვები.. თქმით კი არაფერი უთქვამს, საწოლზე მიწოლილი, აშკარად გადაღლილი შვილი გულზე მიიხუტა და თავზე თბილად აკოცა. დამღლელმა, ემოციურად დატვირთულმა დღემ მასზეც იმოქმედა, თვალები სასაცილოდ მიებლიტა.
-მაინც ვერ ვიჯერებ, რომ წინასწარ არაფერი მითხარით! - ისევ გაახსენდა რამდენიმე საათის წინ მიღებული შოკი ეკას და ქალიშვილს სწრაფად შეუშვა ხელი. ნინას გაეცინა, ქალმა კოპები შეკრა – ინფაქტი რომ მიმეღო, რას იზამდით მერე, ბედოვლათებო?!
-ფაქტია, ცოცხალი ხარ! - ისევ გაეცინა გოგონას და უკვე საღამურებში გამოწყობილი, სწრაფად შეძვრა საბნის ქვეშ - აღარ ინერვიულო დე, ხომ იცი, ყველაფერი მოგვარდება!
-ნუ, შვილიც ასეთი უნდა! - უკმაყოფილოდ გააქნია ქალმა თავი და ფეხზე წამოდგა. იცოდა, ემოციურად მძიმე დღეები როგორ მოქმედებდა ნინაზე და მერე განსაკუთრებით სჭირდებოდა ხოლმე დასვენება. ამიტომ, დიდხანს აღარ დაუყოვნებია, კიდევ ერთხელ შეავლო თბილი მზერა გოგონას და ულაპარაკოდ ჩაუქრო შუქი. მიუხედავად იმისა, რომ წყინდა ყოველთვის ყველაზე ბოლოს რომ იგებდა ახალ ამბებს, მაინც უსაზღვროდ ბედნიერი ქალი იყო, ასეთი ურთიერთობა რომ ჰქონდათ მის შვილებს. ნებისმიერ დროს შეეძლო გაეღიმა, ერთმანეთზე გადასკვანჯულ, „სამ მუშკეტერს“ რომ მოკრავდა თვალს. ნინას, ლუკასა და ანდრიას შემხედვარე, ძალიან ნანობდა საკუთარი ნახევარძმის გარეშე გატარებულ ბავშვობას. იმას, რომ ვერ შეიგრძნო და-ძმური სიყვარული, სითბო ..
მართლაც რომ რთული დღე ჰქონდათ .. ნინას არ ეგონა, ანას ცოცხალს თუ გადაარჩენდნენ, იმდენად ინერვიულა მომავალი დედამთილ-მამათილის დანახვისას. თავადაც ძალიან განიცადა უმცროსმა ნაკანმა, მშობლების იმედგაცრუებულ თვალებს რომ შეავლო მზერა .. აკიაფებული ირისები წამიერად ჩაუქრათ, სახეები მოეღუშათ .. მერე, ანა რომ გაიცნეს, ოდნავ დამშვიდნენ, თითქოს .. არ უნდოდათ, გოგონა კიდევ უფრო შეეშინებინათ. ზურა მაშინვე გადაეხვია ანას და მიუხედავად იმისა, რომ ლუკას თვალს არაფრით უსწორებდა, მზერაში შეამჩნევდით, ბედნიერებისგან ტირილის პირას რომ იყო მისული. საოცრად უხაროდა, ოჯახის წევრების სახეზე გამოხატული, უჩვეულო, უცხო ემოციების დანახვა, ფარული ბედნიერებით რომ იყო გამოწვეული და სასიამოვნო იმპულსებს აგზავნიდა ნინა ნაკანის სიხარულისგან ათრთოლებულ სხეულში.

888

ღამის 5 საათი სრულდებოდა, კედელზე მოწიკწიკე მექანიზმს რომ გახედა და უძილობისგან გადაღლილი ფეხზე წამოიზლაზნა. ბოლო დროს დასჩემდა ასე, თორემ აქამდე, ღამით გაგუდულს ეძინა. ახლა კიდევ, იძინებდა 3 საათამდე და მერე ბუსავით ჭყიტავდა ზღვისფერ თვალებს. ამ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტად ყოველთვის ერთი ფინჯანი ჩაი ეჩვენებოდა. მარტო ჯდომა კი საოცრად ეზარებოდა, მაგრამ ახლა ვინმე რომ გაეღვიძებინა, იცოდა ოჯახს ინფაქტს ვერ ააცილებდა თავიდან. რამდენიმე თვის წინ, ლუკას ორმოც გრადუსამდე აუვიდა სიცხე შუა ღამისას, მშობლები შვებულებით სარგებლობდნენ და სახლში და-მების გარდა სხვა არავინ ყოფილა. ანდრიას, რა თქმა უნდა, გაგუდულს ეძინა .. ნინამ ფრთხილად შეაღვიძა, მაგრამ რად გინდა, მოკრა თუ არა ბიჭმა დის გაფითრებულ სახეს თვალი, ეგონა თვითონ ვერ არის კარგადო და ისე დაფეთდა, გოგონამ ინანა კიდეც, საერთოდ რომ გააღვიძა.
ხალათი შემოიცვა და კიბეებს ძალიან ფრთხილად დაუყვა. საერთოდ არ უნდოდა, ვინმე გაეღვიძებინა და მაშინდელივით დაეფეთებინა ოჯახი. ლუკასა და ანას ოთახს გაბადრულმა ჩაუარა და „მინი“ ნაკანის გახსენებისას, ისევ აუმაღლდა უძილობისგან გაფუჭებული განწყობა. სამზარეულოში შესულს, მაგიდასთან ჩამომჯდარი ანა რომ დახვდა, ოჯახი კი არა, თავად ჩავარდა პანიკაში. როგორია, სახლში იმ დღის შემოსული გოგონა, ღამის 5 საათზე სამზარეულოში, ჩაის ჭიქით ხელში რომ გხვდება .. ღმერთმა იცის რა უჭირს, რა სჭირდება, რა აწუხებს .. სანამ ანამდე მიაღწია, ყველაფერზე იფიქრა, რაც კი საერთოდ შესაძლებელი იყო. არა და, ხომ შეიძლებოდა გოგონაც ისეთ დღეში ყოფილიყო, როგორშიც თავად, უბრალოდ უძილობას შეეწუხებინა და სამზარეულოში ჩამოსულიყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ყოვეთვის ცუდზე ფიქრობს ადამიანი.
-ანა, ხომ კარგად ხარ?! - მხარზე ხელი შეახო ფიქრებში წასულ „სარძლოს“ და ისე შეაკრთო, მისი სხეულის მოძრაობაზე თავადაც შეხტა. პირველი რაც გააკეთა, გოგონას აღაჟღაღებული ლოყების დათვალიერება იყო. როცა დარწმუნდა, რომ ანას შესანიშნავი ფერი ედო სახეზე და ერთი შეხედვით არაფერი აწუხებდა, ოდნავ დამშვიდებულმა ამოუსინთქა. სული რომ მოითქვა ლოლაძემ და გაანალიზა, რომ უმცროსი ნაკანის გარდა ოთახში სხვა არავინ იყო, გაჭირვებით გაუღმა მისი რეაქციის შეშინებულ ნინას და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.
-ძალიან შემაშინე .. - გაეცინა ანას და ჩაის ჭიქას თითები შემოაჭდო. გულის სიღრმეში გაუხარდა კიდეც ნინას დანახვა. ერთი შეხედვისთანავე მიხვდა, რომ საოცრად საინტერესო ადამიანი იქნებოდა ნაკანი, მითუმეტეს, ღამით ხომ ყველაფერი სხვანაირადაა .. მეტად გულახდილები და ემოციურები ვხდებით, თუმცა, ეს უკანასკნელი ნინას არც დღისით აკლდა.
-შენც ძალიან შემაშინე. - გაუღიმა ნაკანმაც და გოგონა დაკვირვებით შეათვალიერა. არა, ცუდად ყოფნის აშკარად არაფერი ეტყობოდა, პირიქით, აშკარა ენთუზიაზმით მიირთმევდა ჩაის. თავადაც გადმოიღო ამოჩემებული, გვირილებიანი ჭიქა და ანას პირისპირ დაუჯდა.
შესანიშნავად შეამჩნია ლოლაძემ, როგორ გადმოალაგა ნინამ ათიოდე ჭიქა იმისთვის, რომ მაინც და მაინც გვირილებიანს მიწვდომოდა, მის ბავშვურობაზე გაეღიმა და მზერა ლამაზად მოხატულ ჭიქას გაუშტერა.
-რატომ მაინც და მაინც გვირილები?! - ღიმილნარევი ტონით ამოილაპარაკა ანამ და მზერა ჭიქიდან, ოდნავ გაკვირვებულ ნაკანზე გადაიტანა, რომელიც აშკარად გააოცა ერთი შეხედვით მორცხვი ანას ოდნავმა წინსვლამ. ძალიან უნდოდა ლოლაძეს, უმცროს ნაკანთან მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა და , რა თქმა უნდა , ყვენალაირად ეცდებოდა სურვილების სისრულეში მოყავანას. ძალიან „თავისიანად“ მიაჩნდა ეს გოგო და უნდოდა, უკეთ გაეცნო.
-არ ვიცი, უბრალოდ ამოვიჩემე .. - გაეცინა მოულოდნელი კითხვით დაბნეულ ნაკანს და მხრები სასაცილოდ აიჩეჩა. უბრალოდ ამოჩემებისთვის არ გადმოულაგებია ათიოდე ჭიქა, იმიტომ, რომ „ამ“ გვირილებს მისწვდომოდა .. თუმცა, ანასთან ვერ დაიწყებდა იმ თემაზე საუბარს, რაც მისთვის საოცრად მტკივნეული იყო. სიმწრით ჩაეღიმა და თითები ისე მოუჭირა ჭურჭელს, რომ ლამის ხელში შემოატყდა.
-მე მაინც მგონია, რომ შენ გვირილებში რაღაც მაგიურს ხედავ. - გაეცინა ანას და გაყინული თითები ერთმანეთში ახლარდა - აი, მაგალითად, მე იასამანში ვხედავ .. არ ვიცი, როგორ გითხრა .. რაღაც .. რაღაც მისტიურს. - მხრები აიჩეჩა და იგრძნო, ეს დიალოგი უშედეგოდ რომ არ დასრულდებოდა.
-იასამნებთან ცუდი მოგონებები მაკავშირებს! - ბავშვობის ინცინდენტი გაახსენდა ნაკანს და სახე სასაცილოდ დაემანჭა. საერთოდ არ უნდოდა, რომ ახლა მტკივნეულ თემებზე ესაუბრა და ისედაც უძილო ღამე სულ თეთრად გაეთენებინა .. მიუხედავად ამისა, ანას ყურადღებამ სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა.
-კარგი, მაშინ ის მითხარი, რატომ მაინც და მაინც გვირილები .. - არ მოეშვა ლოლაძე. რა ექნა, ძალიან უნდოდა ნინა აელაპარაკებინა და მასზე რაიმე ახალი გაეგო. ასე უბრალოდ არ იცოდა ადამიანების ამოჩემება, მაგრამ ამ გოგონაში რაღაც ისეთს ხედავდა, რაც სხვაში არასდროს შეუმჩნევია.
-არ ვიცი, მგონია, რომ სიკეთის სიმბოლოა .. - მხრები აიჩეჩა ნინამ - ალბათ, ყველა ადამიანში აღვიძებს მომავლის იმედს. - სულ მცირედი რამ გაუხილა ანას და სარძლოს შეკრული კოპების დანახვისთანავე ინანა ის, რაც თქვა. იცოდა, გაურკვეველი დიალოგით უამრავ ეჭვს რომ აღუძრავდა ლოლაძეს და საერთოდ არ სურდა, საკუთარი მდგომარეობის შესახებ მოეყოლა. ყოველ შემთხვევაში, უახლოს მომავალში ამას ნამდვილად არ გეგმავდა.
-მე მგონია, რომ შენ ამ გვირილების გარეშეც გაქვს მომავლის იმედი! - ხმამაღლა გაეცინა ანას. არ შეიძლებოდა, ასეთი ლაღი ღიმილის მქონე გოგონას, რაღაც „სტიმულატორი“ დასჭირვებოდა მომავლის იმედის გასაღვიძებლად, იმიტომ, რომ აშკარად არაფერი აწუხებდა ნინას, ლოლაძის გადმოსახედიდან. პრობლემები რომ ჰქონოდა, წარმოუდგენელიც კი იქნებოდა, რომ ნებისმიერ მომენტში შესძლებოდა საკუთარი სუფთა ღიმილით, გარშემო მყოფების განწყობის ამაღლება.
-მართალი ხარ! - გაუღიმა ნინამ - ცხოვრება ძალიან მიყვარს და ვცდილობ, მაქსიმალურად მივიღო სიამოვნება. - ჩაი მოსვა და მზერა ისევ ანას გაუშტერა. ცოტა აკვირვებდა, გოგონას ასეთი ინტერესი მის მიმართ .. აი, ახლაც, ისე დაჟინებით ჩაშტერებოდა თვალებში, თითქოს რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა. რაღაც ისეთის, რასაც მხოლოდ მზერიდან თუ ამოიკითხავდა, თორემ ნინას, რა თქმა უნდა, ვერაფერს ათქმევინებდა .
-თვალებში ზღვა გაქვს. - სიტუაცია სწრაფად აუხსნა ანამ როცა მიხვდა, რომ მისმა ინტერესმა ოდნავ გააკვირვა ნაკანი - შენც და შენს ძმებსაც. - თვალწინ ლუკას ამღვრეული მზერა წარმოუდგა და სხეულში უჩვეულო შეგრძნებებმა დაუარეს. რაც არ უნდა ყოფილიყო, ამ ბიჭის უსაზღვრო მადლიერი გახლდათ.
-ლუკა ძალიან კარგი ადამიანია, ანა .. აი, ნახავ, შესანიშნავად გაუგებთ ერთმანეთს. იმიტომ არ გეუბნები, რომ ჩემი ძმაა და მიყვარს, უბრალოდ, მართლა ძალიან მაგარი ვინმეა. - შუბლზე ჩამოყრილი კულულები უკან გადაიწია და უფრო კომფორტულად მოთავსდა - მე რომ ასეთი ბიჭი შემხვდეს, დამიჯერე, ხელიდან არ გავუშვებ! - საკუთარი სიტყვების აფსურდულობამ გააცინა და თავი დახარა. ანას უცრაურად შეაჟრჟოლა და თითები მხრებზე მოიჭირა.
-ძალიან გიყვარს შენი ძმები. - ხმა უჩვეულოდ დაუთბა და წამით ინატრა, მასაც ჰყოლოდა დედმამიშვილი,რომ შესძლებოდა მათზე ისეთი სითბოთი ესაუბრა, როგორც ამას ნინა აკეთებდა. ხვდებოდა, არაჩვეულებრივ ოჯახში რომ აღმოჩნდა და უფალს მადლობა გადაუხადა, სიმთვრალის არჩევანი ლუკა ნაკანი რომ აღმოჩნდა და არა ვინმე სხვა.
-ძალიან აფრენენ, მაგრამ მათთან არასდროს მოიწყენ. - თავლწინ ოფიციალური მასხარა, ანდრია წარმოუდგა და უნებურად გაეღიმა. სულ რომ არაფერი ეთქვა ამ ბიჭს, მაინც ნებისმიერ დროს შეეძლო ოჯახის წევრების სახეებზე ღიმილი გამოეწვია. ძალიან ესიამოვნა ანას, ასეთი ჰარმონია რომ სუფევდა ნაკანების ოჯახში და წამიერად, მათ ერთ-ერთ სრულფასოვან წევრად იგრძნო თავი.
-არავინ გიყვანს, ნინა?! - დაუსვა კითხვა, რომელიც გოგონას დანახვისთანავე დაებადა გონებაში. ძალიან ბედნიერი იქნებოდა ალბათ ის ადამიანი, ვისაც ამ კაფანდარა გოგონასთან ყოფნის ბედნიერებას არგუნებდა ცხოვრება. იცოდა, შესანიშნავი „ცოლი“ რომ იქნებოდა მომავალში ნინა და თავადაც ძალიან უნდოდა, ასეთი „კარგი“ ყოფილიყო ლუკასთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოვალეობების გარდა საერთოდ არაფერი აკავშირებდათ ერთმანეთთან.
-არა .. მე .. მე არავინ მიყვარს .. - საოცრად დაიბნა გოგონა და ამღვრეული თვალების დასამალად, მზერა მაგიდას გაუშტერა. ანა ვერ მიხვდა, რატომ ანერვიულდა ასე ნაკანი და საკუთარ თავს გაუწყრა, ეს კითხვა საერთოდ რომ დასვა. ოთახში ჩამოწოლილი დაძაბულობა მასაც გადედო და რამდნეიმე წამის წინ მომღიმარი ანა, უჩველოდ დასერიოზულდა - მე .. მე ვერავის გავუწევ სათანადო პარტნიორობას. - კბილებს შორის გამოსცრა ნინას და თავი უკან გადასწია.
-ამას როგორ ამბობ?! - გადაირია ლოლაძე - ისეთი გოგო ხარ, ნებისმიერი ბიჭი რომ გინატრებს. - შეშფოთება ვერაფრით დამალა და გაურკვევლობის ნოტები შეეპარა ანას სასიამოვნო, ჰარმონიულ ხმის ტემბრს. ამ სიტყვების შემდეგ, კიდევ უფრო ამოუცნობი გახდა მისთვის კაფანდარა ნინა.
-არ მინდა ვინმეს ტკივილი მივაყენო! - ისე მტკიცედ ჩაილაპარაკა, ლოლაძე უარესად დააბნია. იცოდა ნინამ, რომ „რძლისთვის“ ზედმეტად გაუგებრად საუბრობდა. ანამ არ იცოდა, რომ ავად იყო, არც ის იცოდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა ცუდად გამხდარიყო. ან, ყველაზე უარეს შემთხვევაში ყველაფრისთვის ზურგი ექცია და უკვალოდ გამქრალიყო. არ შეეძლო, ვინმესთვის თავი შეეყვარებინა და მერე ასე დაეტოვებინა .. იმიტომ, რომ თავად სულ ამბობდა, სიყვარული ერთხელ მოდისო. რომ შეყვარებოდა ვინმე, მერე, იმ „ვინმესაც“ რომ შეჰყვარებოდა ნინა, მერე, ნაკანს რამე მოსვლოდა .. ამის წარმოდგენაც კი ზარავდა ნინას! ერჩივნა აქაურობა უსიყვარულოდ დაეტოვებინა, თუ კი ამით არავის დაუმძიმებდა ცხოვრებას .. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ამ თემაზე არასდროს უფიქრია და არც იფიქრებდა მანამ, სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდებოდა. თუმცა, გამოჯანმრთელდებოდა თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავი იყო. თავყავნისმცემლები არასდროს აკლდა, თუმცა საკუთარი მეთოდებით ახერხებდა მათთვის თავის არიდებას:)
-ვერ ვხვდები .. - ისე დაიბნა გოგონა, რომ იმ წამს ნინას ძალიან შეებრალა გაურკვევლობაში ჩავარდნილი ლოლაძე - შენ ბედნიერების მეტს ვერავის ვერაფერს მოუტან .. რა ტკივილზე ლაპარაკობ, ნინა?! - ფილტვები ჰაერით აივსო ანამ და ბეჭებში დავლილი ტკივილის გასანეიტრალებლად, ოდნავ მოიხარა.
-იცი, რა?! - ძალიან ეცადა ნაკანი, ხმისთვის მხიარული ნოტები შეემატებინა და მოახერხა კიდეც - შენ რომ გყავს, ისეთი ბიჭი მეც რომ შემხვდება, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიქნები!
-ასე ნუ ამბობ, ნინა .. ლუკას არც კი ვიცნობ! - სახე წამოუხურდა ანას და ლოყები ოდნავ შეეფაკლა - ხომ იცი, რომ სრულ გაურკვევლობაში მოვხვდი და აქაც ისე აღმოვჩნდი, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი .. მე ჯერ კიდევ ძალიან მრცხვენია თქვენი! - ხელები გაასავსავა და კიდევ ერთხელ იგრძნო თავი ბედნიერად, ნინა ნაკანი რომ გაიცნო.
-არაუშავს, მალე შეგვეჩვევი. - გაუღიმა ანას, თვალი ორაზროვნად ჩაუკრა, ცარიელი, გვირილებიანი ჭიქა ნიჟარაში ჩააგდო, გოგონას ტკბილი ძილი უსურვა და სხეულის ნარნარი რხევით აუყვა უზარმაზარ, დახვეულ კიბეებს. ანას გაეცინა, მზერა ბოლომდე ააყოლა ეშმაკურად მომღიმარ ნინას და თვალს რომ მიეფარა, დანისლული თვალები კედელს გაუსწორა. მაინც რატომ იყო ეს ადამიანი, ასეთი საინტერესო და უცნაურად ახლობელი მისთვის. რატომ ამჩნევდა ნინას თვალებში რაღაც უცნაურს, მოციმციმეს, კაშკაშას .. სიცოცხლით სავსეს და პოზიტიურს. რატომ უნდოდა, რომ საკუთარი სამეგობროსთვის წარედგინა ნაკანი და ნინას მეგორებიც გაეცნო. რატომ უნდოდა, რომ უფრო მეტი გაეგო ერთი შეხედვით პოზიტიურ, სიცოცხლით სავსე გოგონაზე, ხანდახან მაინც რომ დაჰყვებოდა ოდნავ ამღვრეული, სევდიანი, საოცრად ღრმა და მრავლისმთქველი მზერა. საკუთარმა ფიქრებმა გააცინა ლოლაძე .. თავის უკმაყოფილო ქნევით წამოიზლაზნა სკამიდან, ნიჟარას მიუახლოვდა და ნინას გვირილებს ღიმილიანი მზერა შეავლო.
რატომ მაინც და მაინც გვირილები . . .

* * *

გამარჯობა, ბავშვებო.
ესეც მეორე თავი, ჩემო კარგებო .. არ მინდა, რომ მოვლენები დავაჩქარო, არ არის პატარა ისტორია და მგონი, საკმაოდ დიდიც გამოვა.
უღრმესი მადლობა მინდა , რომ გადაგიხადოთ თბილი სიტყვებისთვის და საოცრად სასიამოვნო კომენტარებისთვის.
უკვე ვგიჟდები თქვენზე:)



№1  offline წევრი nini07

ეს რა იყოო❤️საოცრად წერ!ძალიან კარგი ხარ❤️

 


№2  offline წევრი პირველი

shesanishnavia . . .

 


№3  offline წევრი Elensio

up , ra magari gogo xar :)) pavoriti xar chemi

 


№4  offline წევრი Sexy Mädchen

მომეწონა,მარა ცოტა გაწელილია..განაგრძეე:)
--------------------
:)

 


№5  offline წევრი Svvaaaniii

ჩემთვის გაწელილი სულაც არ არის))) სასიამოვნოდ მოგაქვს ემოციები ჩვენნთან და ეს ძალიან მახარებს მე)) ამიტომაც როგორც ჩაფიქრებული გაქვს ისე გააგრძელე წერა <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№6  offline წევრი EiLuL♥

შენი წერის სტილი გაქვს და გაწელილი სილაც არ არისს :დდ მთელი დღე ველოდიიი ამმ თავს ვერ მოვახერხე მალე შემოსვლა)) ძალიან ძალიან მომწონს ❤
არ დააჩქაროო და წერე ისე როგორრც შენ გინდა ,,
გადასარევი გოგო ხარ ❤
--------------------
elene

 


№7  offline წევრი Sexy Mädchen

ვინმე სხვას რომ ეთქვა,გაწელილიაო,მაშინ ხო არ გამოიდებდით ასე თავს:დ კაი რა ხალხო:დდდდ
--------------------
:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent