შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ის ორი"


21-06-2015, 13:39
ავტორი Kvaratskhelia
ნანახია 1 726

და მაინც არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები,სხვებისგან სხვა სულიერი სიმაღლე და სილამაზზე,რომ გამოჰყოფთ.ისინი თითქოს სხვები არიან,სხვა გალაქტიკიდან,სხვა სამყაროდან აქ გზა აბნეულ,შემთხვევით მოვედრილები. "ის სხვები" -ზოგჯერ ძალიან,ძალიან უყვართ,აფასებენ,პატივს სცემენ,უხარიათ.ხშირ შემთხვევაში კი ზუსტად იმ "სხვაობის" გამო მათი არსებობაც კი ეზარებათ,არაფრად აგდებენ,რიყავენ,ძირავენ. მაგრამ "ის ორი"?!......
ის ორი მართლაც სულ სხვა იყო...
ამ ამბის დასაწყისი?..
დასაწყისის დაწყებაზე ყოველთვის ბევრს ვფიქრობ,გამორჩეულად ბევრს. დასაწყისი თითქოს ბნელ ღამეში უდიდესი სინათლის გამოჩენას ჰგავს,მაშინვე თვალწარმტაცად უნდა მიიქციოს მკითხველის ყურადღება! სწორად,ჭკვიანურად აგებულ კიბეს ჰგავს,რომელიც ფინალამდეც ლოგიკურად,თავისით მიდის.
იმ ქალაქში სადაც "ის ორი" ცხოვრობდა,იმ ქალაქს სახელად-თბილისი ერქვა. ამ ქალაქში თითქოს ყველა თავისებური იყო-მხიარული,ჭკვიანი,წესიერი,პატიოსანი,მეგობრული,მოსიყვარულე,ერთგული,მოღალატე, უწესოც, უჭკუოც, კეთილიც ,ბოროტიც...ათასი ნირისა თუ წესიერების ადამიანს მოეყარათ თავი ამ ქალაქში.
ყველანაირი იყო-ჭრელი,შავი,თეთრი,მოშავოც,მოცისფროც,სწორიც,მოღუნულიც,ლამაზიც,არც ისე ლამაზიც,მაღალიც,დაბალიც და კიდევ ბევრ "ც"-ს მოვყვები,მაგრამ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ეს ქალაქი იყო,მთელი თავისი ღირსებებით.ყველას თავისებური თბილისი წარმოუდგენია,მაგრამ მე იმნაირს და იმგვარს აგიღწერთ,როგორიც ამსტერდამში წასვლამდე დავტოვე...
15-20 წლის წინ თბილისი ჩვეულებრივი ან "არაჩვეულებრივი" ქალაქი იყო.აქაც როგორც ყველგან მზე ზაფხულობით 6-ზე უკვე ამოსული იყო და ცხრა საათვისთვის ღამდებოდა.იცოდა წვიმაც,ქარიც,იშვიათად მაგრამ მაინც თოვდა და სწორედ ამ იშვიათობის გამო იყო თბილისელებს თოვლი ასე ძალიან,გამორჩეულად რომ უყვარდათ,როგორც "ის ორი".
თბილისი ყველა თბილისელის ქალაქი იყო.ყველა ჩემულობდა,ითვისებდა.
სოფელში მცხოვრებთ ეგონათ,რომ თუ თბილისში იცხოვრებდნენ 1 წელიწადში მილიონი,კარგი სამსახური და რომელიმე ფირმის დირექტორობა განაღდებული ჰქონდათ,არა მარტო სოფელშიც,თბილისშიც ასე ეგონათ-თბილისელებიც ძალიან მეოცნებენი იყვნენ და ესეც ერთ-ერთი მათი ღირსების შემადგენელი ნაწილი იყო.
თბილისში ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ,უვლიდნენ,ერთმანეთზე ზრუნავდნენ,უყვარდათ.ნუ ზოგი ასე იქცეოდა,ზოგი არა.ზოგი ქალაქსაც ისეთივე სიყვარულით უვლიდა,როგორც ადამიანებს,ცხოველებს,სამუშაოს და ა.შ.
ეს ქალაქი თავისებურად მაინც ყველას გულში ეტეოდა.თბილისი ძალიან პატარა ქალაქია და თანაც იმდენად პატარა,რომ ორ ადამიანს შეიძლება სამი ან უფრო მეტი სართო მეგობარი,თუ ნაცნობი ყავდეს.აქ თითქმის ნახევარმა ქალაქმა იცოდა,რომ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ ,მაგრამ ერთ ადამიანზე იმდენს სხვა ინფორმაციას გაიგებდით,თავად ამ ადამიანმაც რომ არ იცოდა საკუთარი თავის შესახებ-მოკლედ საინტერესო ეკოსისტემა ცხოვრობდა თბილისში.
თბილისში ლამპიონები არადროს არ ფუჭდებოდა და ამიტომ თითოეული ქუჩა,სკვერი,ბაღი თუ ჩიხი,ყოველთვის განათებული იყო...
ეს ამბავი...
მათი ამბავი მაშინ დაიწყო,როდესაც თბილისის ყველაზე ხმაურიან ქუჩაზე "დოლიძეზე"- ახალი ოჯახი გადავიდა.
მთელმა ქუჩამ ახალი მცხოვრებნი დიდი სიყვარულითა და ცბობისმოყვარეობით მიიღო და ამ სიყვარულის პირველი გამოხატულობა ის იყო,რომ ავეჯით დატვირთული სამი დიდი მანქანა უბნის ბიჭებმა,კაცებმა ძალიან მალე დაცალეს და არც მე-5 სართულზე ატანა გაჭირვებია არავის. "შები ჭირიმე" ,"შენ შემოგევლე","ჩვენს ახალ ძმას გაუმარჯოს","კარგი ოჯახია" და კიდევ ბევრი სხვა კომენტარითურთ დააბინავეს ავეჯი.უფროსები უფროსებას გაეცვნენ,ხოლო ახალი ოჯახის ყველაზე პატარა და უმშვენიერესმა არსებამ ელენემ,კი ბავშვებთან მისვლის თანავე გამონახა საერთო ენა.ყველა მისვლის თანავე რამდენიმე წუთში იცნობდა და ერთი საათიის თავზე განუყრელი მეგობრები გახდნენ.
14 აგვისტოს- ბარნოვები რომ დოლიძეზე გადავიდნენ ელენე 4 წლის იქნებოდა,ხოლო გიგა კი 9-ის.
დოლიძის ქუჩა იმ დროის თბილისში ყველაზე ხმაურიანი,ქაოსური,მხიარული ქუჩა იყო.ამ ქუჩაზე მართლაც ცხოვრობდნენ ნაღდი,ძირძველი,ხოხობის დროინდელი თბილისელები.დოლიძეზე ცხოვროდნენ პროფესორებიც,ექიმებიც,იურისტებიც,გამყიდველებიც თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი,რომელთაც ერთმანეთი მართლაც ძალიან,ძალიან უყვარდათ.
საერთო ამ ხალხს ბედნიერება და ის ღიმილი ჰქონდათ ერთმანეთში,რომ იწვევდნენ და საუბრისას,მისალმებისას,დანახვისას რომ ეხატებოდათ სახეზე.
ელენეს განუყრელი მეგობრებიც სწორად ამ ქუჩის შვილები იყვნენ.ერთად დაბადებულნი,გაზრდილნი...სწორად მათ შორის იყო გიგაც.
თბილისში სხვა ბავშვებისგან "დოლიძელებს" ყოველთვის გამოარჩევდით.ყოველთვის ყველაზე კარგად ჩაცმულები,ზრდილობიანები,თავაზიანები ეს ბავშვები იყვნენ.არ ვაჭარბებ!ჩემი მოვალეობაა,რომ ეს ამბავი სრული სიზუსტით მოგიყვეთ და ამიტომ ისე ავღწერ როგორც ეს თეთრი ფურცლის რეალობაში იყო.
ელენე,ჩვენი ამბის უმთავრესი გმირი მართლაც ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. ქერა,ცისფერთვალება ანგელოზს ქუჩაში გავლისას ყველა ეფერებოდა.დიდი ვარდისფერი ლოყებით,კულულა ქერა თმითა და ბრიალა,დიდი თვალებით-გოგონა მართლაც დოლოძის ქუჩის მშვენება იყო.ელენეს ქართული ფესვების გარდა უკრაინული გენებიც ერია,რაც გარკვეული სილამაზით მის გარეგნობაში მართლაც აისახებოდა.
მამა-ირაკლი ბარნოვი 32 წლის ახალგაზრდა გახლდათ.პროფესიით არქიტექორი იყო.მაღალი,მშვენიერი სპორტული აღნაგობის.ოჯახი 25 წლის ასაკში შექმნა და პირველი შვილი "ორი გაუხდა".ტყუპები შეეძინათ-დემეტრე და ლუკა.ორივე ძალიან გავდნენ მამას.3 წლის თავზე კი ოჯახს,კიდევ ერთი წევრი ელენეც შეემატა და მრავალწევრიანი ოჯახი ფალიაშვილზე,რომ ვერ ეტეოდნენ ამიტომ დიასახლისის დიდი თხოვნით ოჯახი დოლიძეზე,დიდ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.
ნინა-ოჯახის დიასახლისი ძალიან,ძალიან ლანაზი ქალბატონი იყო.არც ერთ VOGUE გარეკანზე გამოსახულ ლამაზმანს არ ჩამოუვარდებოდა ქართველი ლამაზმანი მშვენებით.ცისფერი თვალებით,გრძელი ქერა თმით,მუდამ მხიარული და ღიმილიანი სახით და გაბრწყინებული,სიყვარულშენამული თვალები ჰქონდა.მაღალი იყო,მაგრამ ირაკლისთან შედარებით ნაკლებად ჩანდა მისი სიმაღლე.მეგობრებისთვის,ნათესავებისთვის,ყველასთვის ქალის ეტალონი იყო ნინა.ყოველთვის საუცხოოდ გამოიყურებოდა,მუდამ ფორმაში მყოფს ვერასდროს შეამჩნევდით მოწყენას.სამსახურშიც და ოჯახშიც ძალიან მკაცრი,მომთხოვნი,მშრომელი იყო.განსაკუთრებით შვილების აღზრდისას.27 წლის დედა ყველაფერს საუკეთესოდ ასწრებდა და ამიტომაც იყო,რომ დოლიძეზე ეს ოჯახი მალევე გახდა მისაბაძი,სამაგალითო.
გიგაც დოლიძეზე ერთი ჩვეულებრივი ბავშვი იყო.პირველად რომ მაყაშვილმა ბარნოვები შეამჩნია და ტყუპებს ძალიან დაუახლოვდა გიგა 13 წლის იყო,ხოლო ლუკა და დემეტრე კი 12-ის.
დემეტრეს ეზოში ბიჭებთან კამათი მოსვლია,ჩხუბი დაიწყო და გიგა,რომელიც ამ დროისთვის თავის თავს საკმარისად ჭკვიან და გამოცდილ კაცად მიიჩნევდა,ჩხუბი საუბრით ძალიან მალე მოაგვარა.რათქმაუნდა დემეტრეც მალევე დაუმეგობრდა და იმ დღიდანვე ერთად იზრდებიან განუყრელი მეგობრები.



№1  offline წევრი Elle025

ძალიან კარგია..მომეწონა ^^ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს... love ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent