თქვენს ანგარიშზე დარჩენილია ჩემი სიცოცხლე 10 თავი დასასრული.
სიყვარული ენით აღუწერელი გრძნობაა. ხანდახან იმდენად დიდია ემოციების მოჭარბება,რომ გინდა მთელ მსოფლიოს გაააგებინო როგორ გიყვარს,ზღვასავით დიდი გეჩვენება,გიზიდავს,ნელ-ნელა გიტყუებს და გააზრებასაც ვერ ასწრებ ისე იძირები მასში.მაგრამ ამაზეც და კიდევ,იმ ყვეელა ტკივილზეც თანახმა ხარ, რაც შეიძლება ამ გრძნობამ მოგიტანოს,ოღონდ არასდროს განელდეს ეს შეგრძნება,ოღონდ ზღასავით დაუსრულებელი იყოს. თუმცა ყველაზე სათუთი გრძნობაა და როგორც თვალის ჩინს ვუფრთხილდებით,მასაც ასე უნდა გავუფრთხილდეთ. ეს ხომ გრძნობაა რომელსაც ყველა გრძნობს ბრმაც,ყრუც,მუნჯიც,პატარა ჩვილი ბავშვიც კი, რომელსაც ჯერ ვერ გაუაზრებია დედის მუცლიდან რატომ გამოიქცა,იქ ხომ ყველაზე კომფორტულად და დაცულად გრძნობდა თავს. ეს ხომ გრძნობაა,რომელიც ყველანაირ გრძნობას მოიცავს სითბოს,სიხარულს,ბედნიერებას,ტკივილს , ხანდახან იმედის გაცრუებასაც და კიდევ უამრავ სხვას. ხანდახან კი ვეგოიტობთ და არავისთან არ გვინდება ამ გრძნობის გაზიარება. ის ხომ ჩვენია,ჩვენ გვეკუთვნის და ისე ვერასდროს ვერავინ ვერ განიცდის ამ გრძნობას როგორც ჩვენ. *** ცხრა თვის შემდეგ დეას და ნიკას პატარა ელისაბედი ეყოლათ. დედასავით ლამაზი და თვალებ ბრიალა გოგო იყო. ყველაზე ბედნიერი ამ საოცრების მოვლენით,რა თქმა უნდა, საბა იყო. -მა ზუსტად ისეთია მე რომ მინდოდა,როგორი სათუთი და დაუცველია. -ჰო,მა, შენ უნდა დაიცვა ის ყველასგან და ყელაფრისგან-ყელში ბურთი მოაწვა ამას რომ ამბობდა,უდოდა თავი პირველ შვილს,პირველ ვაჯკაცს დიდ ხანს და ბედნიერად ეცხოვრა,მიუხედავად იმისა რომ იცოდა ეს ასე არ იქნებოდა,ამ ფაქტს ვერ ეგუობოდა,ანდაც როგორ უნდა შეეგუოს ადამიანი შვილის დაკარგვას. მშობლები არასდროს არ ანსხვავებენ შვილებს ერთმანეთისგან. ყველა შვილი ერთნაირად უყვართ ორი ჰყავთ,სამი თუ ათი,მაგრამ ვისაც დედობა და მამობა არ განუცდია ისინი ვერ მიხვდებიან იმას რომ პირველი შვილის სიყვარული სხვანაირია,რაღაც განსაკუთრებული თუმცა ვერ ვამბობთ როგორი,პირველად ხომ მან გვასწავლა რას ნიშნავს იყო დედა ან მამა,პირველად შვილის სიყვარული ხომ მან განგვაცდევინა,პირველად ხომ მან დაგვარწმუნა რომ სწორი ნაბიჯი გადავდგით მისი გაჩენა რომ გადავწყვიტეთ და პირველად ხომ მან გვატკინა ყველაზე სასიამოვნოდ,მშობიარობისას ხომ ქალები ყველაზე დიდ ტკივილს უძლებენ რომელიც ადამიანის ყველა ძვლის ერთდროულად გადატეხვას უტოლდება,რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ უძლებს,თუმცა ის გრძნობის გასაგებად ღირს გარისკო შენი ცხოვრება რასაც ის პატარა სასწაული გაგრძნობინებს. სახელი საბამ შეარჩია და მშობლებიც გახარებულები იყვნენ საბას გადაწყვეტილებით. დეეასთვი საბას დედა არასდროს დაუძახებია,ყოველთვის დეათი მიმართავდა.ამის პრეტენზია დეას არ ჰქონია მთავარია ბავშვისგან იმ სითბოს გრძნობდა რომელიც მშობლის მიმართ აქვთ ბავშვებს. პატარა ელისაბედი რომ წამოიზარდა სირბილიც რომ დაიწყო და ტიკტიკიც,კიდევ ფეხმძიმედ დაჩა დეა ახლა უკვე ტყუპებზე.სქესები რომ გაიგეს ნიკა ყველაზე ბედნიერი იყო პატარა გოგო და ბიჭი რომ ეყოლებოდა. ამასობაში საბამ უნივერსიტეტში ჩააბარა,ოთხივე საგანში უმარლეი ქულებით,არცერთ საგანში ერთი შეცდომაც არ ჰქონია,ეს ხომ საოცრებაა ასეთი რამ ხომ არასდროს მომხდარა,თუმცა მართლა ასე იყო მეგობრებო.ეს ბავშვი უჭკვიანესი იყო.რა თქმა უნდა გრანტიც აიღო და საუკეთეო უნივერიტეტშიც ჩაირიცხა.დეიკოსავით ექიმი იქნებოდა. *** საბამ რომ უთხრა ნიკას შეყვარებული მყავსო.მაში ერჩია მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა.ვერაფრით ვერ დაუშვებდა საბას შეყვარებულიც ისე დატანჯულიო როგორც წლების წინ თვითონ იტანჯებოდა. ალბათ ათი წლის სიცოცხლედ დაუჯდა ნიკას საბათვის ყველაფრის ახსნა. რა თქმა უნდა გაუჭირდა მაგრამ გაგებით მოეკიდა ყველაფერს. შეეგუა იმ ფაქტს რომ ჯობდა თავისი სიყვარული დაეთმო,თუმცა თათიამ(საბა შეყვარებულმა) არაფრით დატოვა საბა. ბევრ ეცადნენ გადაეფიქრებინათ თათიასთვის თავისი მშობლებიც,საბას მშობლებიც და მეგობრებიც მან კი ყველას განუცხადა -მე საბა ისეთი მიყვარ როგორიც არის,თუნდაც ერთი დღე მომიწიოს მასთან ბედნიერად გატარებამ მზად ვარ ამისთვის. საბას სიხარულის ნაპერწკლები ჩაუდგა თვალებში,ნიკას კი იმედი და სიამაყის შეგრძნება მომავალი სარძლოსი. თვითონაც ხომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა ნუცასთან,სწორედ ეს არგუმენტი მოუყვანა თათიამაც და ნიკამ საპასუხოდ ვეღარაფერი უთხრა. *** მერე??? მერე იყო თათიას და საბას პარიზში საცხოვრებად გადასვლა. საბა იქ თან მუშაობდა,თან მკურნალობდა. მერე თათიას პირველი ფემძიმობა მოეშალა,მეორეჯერ კი მათაც ტყუპები შეეძინათ გოგო-ბიჭი. გოგოს ნუცა,ბიჭს კი ნიკოოზი დაარქვეს. თუმმცა ბავშვები ორივე ჯანმრთელები იყვნენ და მამის დაავადება არ გადაჰყვათ,ის ხომ მხოლოდ დედიდან შვილზე გადადიოდა. მერე... მერე დაიწყო საბასთვის ყველაზე ცუდი პერიოდი. ნუცასავით მასაც დაეწყო ჯერ მოძრაობის შეზღუდვით,შემდეგ კი ისე დასრულდა როგორც ყველა ელოდა თუმცა ეს მოხდა მაშინ როცა პატარა ნუციკო და ნიკუშა მეხუთე კლასში იყვნენ. საბას დარდი გაჰყვა თავიი შვილების მუდამ იმას იძახდა რომ არ უნდოდა შვილებს ის განეცადათ რაც თვითონ გადაიტანა პატარაობაში თუმცა მუდამ მადლობელი იქნებოდა მათი რომ მამობის გრძნობა განაცდევინეს. *** არ ვიცი რამდენად შევძელი ეს ისტორია თქვენთვის გადმომეცა. ეს ხომ რეალური ისტორიაა,თუმცა სახელებია შეცვლილი. მე სულით ხორცამდე მტკივა მათი ტკივილი ყოველი ამ ისტორიი მომენისას. იმედი მაქვს თქვენც ისევე ახლოს მიიტანთ ამას გულთან როგორც მე. მადლობთ რომ დამითმეთ დრო. სულმოუთქმელად ველი თვქვენს შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.