გაქცევა (თავი 1)
-გაიღვიძე, ძილისგუდა! -დამიყვავა ლილემ და ფარდები გადაწია. -სულ ცოტაც- დავიწუწუნე მე და საწოლში გვერდი ვიცვალე. -არა,არა! გაგიჟდი? ისედაც გვაგვიანდება. ბარგი ჩაალაგე? -ცოტა დამაძინე ლილეჩკააა-სიტყვები გავწელე და ვცადე მეგობრის გული ასე მაინც მომეგო -ჯინა! -ვდგები-საცოდავად დავიწკმუტუნე და საბანი ზანტად გადავიძვრე.-აგათას აჭამე? -კი. ჯინსის შორტი,შავი კედები და ამავე ფერის მაისური გადავიცი, თმა მაღლა ავიწიე და ზურგჩანთა ავიღე.-ლიი ჩემი ჩემოდანი სად არის? -ჩაიტანა უკვე თორნიკემ-გამომძახა სამზარეულოდან. -მზად ვარ! -ვუთხარი და მის წინ გაბადრული დავდექი. -როგორც იქნა-ღიმილით მითხრა და ჩემს კატას დასწვდა-ამას მე წამოვიყვან შენ კარი ჩაკეტე.-დამარიგა ბრძენთაბრძენმა ლილემ და კიბბეები სწრაფად ჩაიარა. სულ რამდენიმე წუთში ხევსურეთში მივდიოდით, მე ლილე და თორნიკე,ჰო, და ჩემი კატა აგათა. მე და ლილე ბოლო ხმაზე ვმღეროდით ძველ ჰიტებს და თოკოს ნერვებს ვუშლიდით. -ხვალ ჩემი ძმაკაცები ამოვლენ, იმედია წინააღმდეგები არ ხართ გოგოებო-თქვა მან და თვალი ჩაგვიკრა -ჩვენ არა, მაგრამ აი აგათა არ მგონია დაგვთანხმდეს- სისულელე დაახეთქა ლილემ და მე გულიანად ავხარხარდი. გრძელი გზის შემდეგ, როგროც იქნა მივადექით ნანატრ სოფელს. ირგვლივ ყველაფერი ულამაზესი იყო. არც თუ შორიდან,მდინარის ხმა მესმოდა. ორსართულიანი, პატარა და ლამაზი სახლი იდგა ჩვენს წინ, ნამდვილი არდადეგები სწორედ ახლა იწყებოდა. სახლი საღამომდე დავალაგეთ, საღამოს კი მეორე სართულის სახურავზე ავედით. მე და ლილე ვლაპარაკობდით,ვიხსენებდით ერთად გატარებულ ბავშვობას. გულში კი ღმერთს მადლობას ვუხდიდი ასეთი კარგი მეგობარი რომ მყავდა ცხოვრების გზაზე მეგზურად. მეორე დღეს საშინლად ცხელოდა, ჩემდა გასაკვირად უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა. ფანჯარა გამოვაღე და სუფთა ჰაერი ხარბად შევისუნთქე. -მოგშივდა?- ვკითხე ჩემს ცისფერთვალება კატას. ხალათი მოვიცვი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. კიბეები წყნარად ჩავიარე. არ მინდოდა დაღლილი მეგობრების გაღვიძება. სამზარეულოს კარი,რომ შევაღე ჩემგან ზურგით მდგარი უცნობი დავინახე,რომელიც ნელა შემობრუნდა ხმაურზე და მე მის მწვანე თვალებში დავიკარგე... ### გამარჯობათ ყველას. ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ცოტა არ იყოს ვნერვიულობ. იმედია მოგეწონებათ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.