შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმდენჯერ გამეორდი ჩემში, ტავტოლოგიად იქეცი. (სრულად)


21-06-2015, 17:54
ავტორი Eleniko❤️
ნანახია 7 739

*მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს 13 მაისია და ეთერშია კურიერი დღევანდელი ახალი ამბებით*

–თბილისში, აბაშიძის 72 ნომერში, საქართველოს ბანკის #134 სერვის ცენტრში მძარცველების შეჭრამ დიდი ალიაქოთი გამოიწვია. 3–მა ახალგაზრდა მამაკაცმა ბანკიდან საკმაო თანხა გაიტანა. ამავე დროს, ბანკში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი დავით გამყრელიძის არასრულწლოვანი ქალიშვილი ნუცა გამყრელიძე. საღამოს 5 საათზე ბანკში იმყოფებოდა 56 ადამიანი, დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 55 ადამიანი სრულიად უვნებელი დარჩა, ხოლო ის ერთი გატაცებულია ბოროტმოქმედთა მიერ. 17 წლის ნუცა გამყრელიძე 24 საათიან ძებნაშია და პოლიციელები არაფერს იშურებენ გოგონას უვნებლად დაბრუნებისთვის. აბაშიძის ქუჩიდან ამ წუთებში ჩაგვერთვება ჩვენი ერთ–ერთი ჟურნალისტი მარიამ აკობაძე.

–მოგესალმებით, მე ახლა ვიმყოფები აბაშიძის 72 ნომერში, როგორც მე გავარკვიე ნუცა გამყრელიძე საქართველოს ბანკის ფილიალში თავის ბავშვობის მეგობართან 18 წლის ანასტასია ხიდაშელთან ერთად იმყოფებოდა. ანასტასია ახლაც შოკშია, თუმცა ჩვენ მოვახერხებთ მისთვის რამდენიმე კითხვის დასმას.

[კადრში წითელ სკამზე მჯდარი ქერათმიანი გოგონა ჩნდება]

–გამარჯობა ანასტასია, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, იქნებ გვითხრათ რა და როგორ მოხდა.
–დედაჩემმა ამერიკიდან ფული გამომიგზავნა–ტირილით დაიწყო გოგონამ და წყალი მოითხოვა–ნუცა ჩემი საუკეთესო მეგობარია, მის გარდა არავინ მყავს, ფულის ასაღებად გამომყვა, რიგში ვიდექით როდესაც სროლის ხმამ ყურები დაგვიგუბა, ნუცას ასეთი რაღაცეების სულ ეშინოდა, კიდევ რამდენჯერმე გაისმა სროლის მძლავრი ხმა, იატაკზე დაეცა ნუცა, მახსოვს, თავიდან სისხლი მოსდიოდა, ბოროტმოქმედებმა ფული გამოიტანეს, წასვლა დააპირეს, შემდეგ ისე მოხდა, ერთ–ერთმა ნუცა დაინახა, რომელსაც სისხლი სდიოდა, მისკენ მივიდა, მეგონა დაეხმარებოდა, თუმცა დანარჩენ ორს შეატყობინა, რომ გამყრელიძის ქალიშვილი იყო, ხელში აიყვანეს და შენობა სწრაფად დატოვეს, ვერაფერი გავაკეთე, ჩემი ნუცა წაიყვანეს–მოთქვამს გოგონა და წყალს ყლუპ–ყლუპად სვამს.



***



–რამდენიც არ უნდა მოითხოვონ, გადაუხდი–ერთ წერტილს მიშტერებულმა ქალმა მასზე ორი თავიდ მაღალ მამაკაცს გადახედა.
–გადავიხადო და ეს ყველაფერი ასე ადვილად შევარჩინო იმ ნაბი*ვრებს? გადავიხადო და მორჩა, მეტი არაფერი?
–არ მაინტერესებს, არაფერი არ მაინტერესებს. შვილი დამიბრუნე დავით.

ქალი ფეხზე წამოდგა და მისაღები სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.



***



–თავი გტკივა?–მანქანის სარკიდან გადახედა ახალგაზრდა ბიჭმა მოღუშულ გოგონას.

გამყრელიძე კრინტს არ ძრავს.

–შეეშვი, ვერ ხედავ რო ტკივა?–ფანჯარას ჩაუწია ქერათმიანმა ბიჭმა და გვერდით მჯდომ გამყრელიძეს ზემოდან დახედა.
–სად მივდივართ?–ახლა მესამე ახალგაზრდამ ამოიღო ხმა, რომელიც მთელი გზა ჩუმად იჯდა.
–ნახავ–უხეშად უპასუხა მძღოლის ადგილას მოკალათებულმა და ისიც გაიტრუნა.
–გთხოვთ, არაფერი დამიშავოთ, მშობლებთან დამაბრუნეთ, ძალიან გთხოვთ, არაფერს ვიტყვი, არაფერი დამიშავოთ–ცრემლების თქრიალით, გამოსახულება დაბინდული გაჰყურებდა უცნობ გზას და ჩუმ–ჩუმად ოხრავდა.
–გაჩერდები თუ მაინცდამაინც უნდა გაგაჩუმო?–წინა სავარძლიდან უკან მოტრიალდა ყიფშიძე და გოგონას ავისმომასწავებელი თვალებით გადახედა.
–გეყოფა გეგა–გამწარებულმა ჩაიდუდუნა ქერათმიანმა და ჯიბიდან ამოღებული საღეჭი რეზინი პირში გადაუშვა.
–მამაჩემი არ შეგარჩენთ, არც ერთს არ გაპატიებთ, მთელი ცხოვრება ციხეში მოგიწევთ ყურყუტი და წამითაც კი არ შევეწინააღმდეგები.–ზიზღით ჩაილაპარაკა გამყრელიძემ და თვალები მილულა.



***



–არის რამე ახალი?–განყოფილებაში მისულ დავითს გარშემო ჟურნალისტები შემოეხვივნენ.

მინისტრს ხმა არ ამოუღია. კომისარის კაბინეტისკენ მძიმე ნაბიჯებით დაიძრა და კარი კარგად გადაკეტა.

–ყველაფერი უნდა გააკეთოთ–ხელი მაგიდაზე დაარტყა დავითმა და კომისარს ქვემოდან ახედა.
–ასეც ვაკეთებთ ბატონო დავით, მაგრამ მეეჭვება რაიმე შედეგს მივაღწიოთ, ნიღბებით დაფარული სახის ფოტოპორტრეტს ვერ გავაკეთებთ, კამერებიც გაუთიშავთ, მანქანა არსად ჩანს, ღმერთმა იცის სად წაიყვანეს ბავშვი.
–საზღვრები ხომ არ გადაუკვეტავთ, ხოდა იპოვეთ!
–ბატონო დავით–მშვიდად დაიწყო კომისარმა–თქვენ არ გესმით, არაფერი გვაქვს კვალის გასაყოლად, სანამ არ შეგეხმიანებიან მანამდე გოგონას ვერ ვიპოვით!
–დავუშვათ–ნერწყვი ძლივს გადაყლაპა უფროსმა გამყრელიძემ–დავუშვათ, არ შემეხმიანნენ, მერე?
–მერე... მერე არ ვიცი, ალბათ გეტყვით, რომ ძალიან ვწუხვარ თქვენი გოგონას დაკარგვის გამო...

40 წელს გადაცილებულ კაცს სახეზე ფერები გადაუვიდა, სკამზე ბორძიკით ჩამოჯდა, კომისარმა სწრაფად მიაწოდა წყლის ჭიქა და მხარზე ხელი ნაზად მიუტყაპუნა. დავითმა სახე ხელებში ჩარგო და კარგა ხანს არ ამოუღია.



***



უცხო ადგილი, უცხო სახლი, ოთახი, უცხო პირობები და უცხო ადამიანები, რომლებიც ზიზღს ანთხევენ ყოველ მზერაში. შეშინებული მიუყვებოდა გრძელ კიბეს და ჩუმ–ჩუმად აპარებდა უკან მომავალი ბიჭებისკენ თვალს.

–სად ვართ?–უკან მოუხედავად იკითხა.
–შენი საქმე არაა–პასუხი გასცა ქერათმიანმა.
–რამდენს ითხოვთ?–კვლავ იკითხა.
–არც არაფერს–გადაიხარხარა გეგა ყიფშიძემ და წინ მიმავალის უკანალი ზედმიწევნით შეათვალიერა–ანდაც, ერთ ღამეს შენთან–უკანალზე ხელი ძლიერად მიარტყა.

თვალებანთებული შემობრუნდა გამყრელიძე, ასეთი რამ მისთვის არასდროს არავის უკადრებია, ხელი მაღლა ასწია, უნდოდა მწარედ გაერტყა, თუმცა ყიფშიძემ დროულად მოახერხა მოღერებული ხელის შეკავება, მკლავი დაუჭირა და უკან მოუგრიხა.

–მტკივა–ამოიკნავლა გამყრელიძემ, რომელსაც ტკივილისგან თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა.
–უარესად გეტკინება დღეს ღამე–კბილებში გამოსცრა და შავკარიან ოთახში შეაგდო.

კარი გარედან გადაკეტა და ბიჭებს მიუბრუნდა.

–არაფერი არ დაუშავო, ბავშვია და არ მინდა რაა ეს სიკვდილიანობა–ხელები წინ გაიშვირა ქერამ.
–დემე ნუ ხარ *ირი რაა–არც ყიფშიძემ დააკლო ხელების შლა.
–დემე კი არა, შენ ხარ *ირი და უარესიც ეს ღლაპი რო გაგვიხადე საზრუნავი–გაიჭიმა შავთვალება.
–დაწყნარდი თორნიკე, ისედაც აჭრილი ვარ.–კიბეებზე დაეშვა ყიფშიძე და ტელევიზორი ჩართო ახალი ამბების მოსასმენად.



***



ფანჯრის წინ დგას და ცდილობს გაარკვიოს სადაა. მის წინ ულამაზესი ხედი იშლება, მწვანედ მოპენტილი მცენარეებით. მშვენიერი ადგილია, თუ ცოცხალი გადარჩა, ალბათ ოდესმე ამ ადგილს კვლავ ეწვევა. ზაფხული მოდის, თუმცა მაინც, ეს მწვანე ფერიც ეუფერულება, როგორ ნანობს, რომ არ იცის სადაა. მხოლოდ ერთ რამეში ტყუიან მისი მშობლები, ჯერ საქართველო დაეთვალიერებინათ და მერე გადასულიყვნენ ევრაზიაზე. საწოლზე გაწვა, ბავშვობიდან ეშინია ასეთი რამეების, სიზმარში ხშირად ესიზმრებოდა, ალბათ ახლაც ჰგონია სიზმარია და მშვიდდება. საერთოდ არ შეუძლია ისტერიკების მოწყობა, არ შეუძლია ერთ რამეზე ბევრი ნერვიულობა, ზოგადად ასეთია, ლაღი და მხიარული... სხვა დროს ასეთ რამეზე იცინებდა, მაგრამ ახლა, როცა იცის, რომ რამდენიმე საათში შეიძლება მის ოთახში შემოვიდეს უცხო ადამიანი, ვისი სახელიც კი არ იცის, შემოვიდეს და... არა, ამაზე ფიქრი არ უნდა.



***



–გეგა, მე და დემეტრე იმერეთში ჩავალთ, დემეს ბებიაა ცუდად, კვდებაო.
–წადით, ანუ ღლაპი ჩემს განკარგულებაშია.
–გთხოვ გეგა, ბავშვს არაფერი დაუშავო.
–ეგ მე ვიცი–მშვიდად ჩაილაპარაკა და არყის ბოთლი მოიყუდა.

თორნიკემ იცის, რომ ვერაფერს შეაგნებინებს, ყოველთვის ასეთი იყო, ხისთავიანი, თავის სიტყვის ერთგული, არეულ ოჯახში გაიზარდა და ალბათ ამან მოახდინა ყველაფერზე გავლენა. დედამისმა მამა სახლიდან გააგდო, ყოველ დღე მათ კართან სხვადასხვა კაცები გროვდებოდნენ, ბებიამ, დედის დედამ ვეღარ მოუთმინა და 12 წლის გეგა სახლიდან წამოიყვანა, 16 წლის ასაკში ყიფშიძეს ბებიაც გარდაეცვალა და სულ სხვა ცხოვრებაში გადაეშვა: ფული არასოდეს აკლდა, ესეც მამამისის წყალობით, ფუფუნებაში იზრდებოდა, უამრავ ადგილას ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, საკუთარი მანქანა და ძალაუფლება ყველაფერზე. თვითონაც არ ესმის რატომ მოეპრიანა ბანკის გაქურდვა, როცა თავისუფლად შეუძლია მთელი ბანკიდან გამოტანილი ფული სანაგვეზე გადაყაროს, არაფერში სჭირდება. მხოლოდ ერთი რამ: მოუნდა რაიმე უკანონოს ჩადენა, აჯანყება, მოუნდა მის ცხოვრებას აზრი მისცემოდა და აი, ყველაზე ჯოჯოხეთური რამ მოიფიქრა. უმწეო ბავშვის გამოყენება, გაწამება, მისი მშობლების დატანჯვა, მოუნდა ისიც ისე დაეტანჯა, როგორც თვითონ დაიტანჯა. დაარღვია კანონი, გადააბიჯა ყველას და ყველაფერს, საწადელს მიაღწია და ახლა, სწორედ ახლა იწყება ყველაფერი. არყის ბოთლის ბოლო ყლუპიც მოსვა და ბარბაცით აუყვა კიბეებს. გასაღები მოარგო გამყრელიძის ოთახს, საწოლზე მიძინებული, მოკუნტული გოგონას დანახვისას კიდევ უფრო გაუმძაფრდა მისი დაპატრონების სურვილი, მხარზე ხელი ჩამოუსვა, თმები სახიდან გადაუყარა და მხოლოდ ახლა დაინახა ამ არსების სილამაზე, სინაზე და სათნოება.

–მინდიხარ–ჩაიდუდუნა და გოგონა გადმოაბრუნა, თვალები სწრაფად გაახილა გამყრელიძემ, დაინახა ზემოდან მოქცეული უცხო სხეული და მისი სიტყვები გაახსენდა, კივილი დაიწყო, შიშმა აიტანა, ორივე ხელით ცდილობდა მის შეკავებას, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. თეთრი მაისური ადვილად გახადა ყიფშიძემ, რამდენიმე წამში კი სრულიად შიშველი გოგონას ზემოდან იყო მოქცეული, საბოლოოდ გაიბრძოლა ნუცამ, მერე კი... მერე საშინელი ტკივილი იგრძნო.



***



დილით როგორც ყოველთვის ადრე გაეღვიძა, თუმცა არც უძინია, გარემოს თვალი მოავლო და მის გვერდით მწოლს რომ გადახედა მთელ სხეულში ზიზღი ჩაეღვარა, თვალებზე ცრემლები მოადგა, იმის გახსენებაზე, რომ ქალწულობა კრიმინალთან დაკარგა. პლედი სხეულზე მოიხვია და ფეხზე ძლივს–ძლივობით წამოდგა, სხეულის ქვედა ნაწილში გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა, სისხლით მოთხვრილ ზეწარზე გული შეუღონდა, სწრაფად ააძრო საწოლს და სააბაზანოში გავარდა.

–ლეიბზეც გადავიდა ლამაზო–მისთვის უკვე საზიზღარი ხმის გაგონებამ გულის რევის შეგრძნება დაუუფლა. ცოტა ხანს კიდევ ესმოდა უტიფარი „კომპლიმენტები“. როცა ჩაჩუმდა, მიხვდა რომ გეგა ოთახიდან კარგა ხნის წინ გავიდა და პლედი კვლავ მოიხვია სველ სხეულზე.

ოთახს თვალი მოავლო, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არავინ იყო და ტანსაცმელი ჩაიცვა. ქვედა ნაწილში ტკივილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. ახლა აღარაფერს აქვს აზრი, აღარ აქვს მნიშვნელობა–გინდ მომკვდარა, გინდ სახლში დაბრუნებულა. უკვე ყველაფერი დამთავრდა, ამ უტიფარმა ცხოვრება დაუნგრია და 17 წლის ასაკში საერთოდ მოსპო. ცრემლები მოიწმინდა და პირქვე გააგრძელა წოლა...



***



3 დღის შემდეგ.

–მითხარი რომ გოგო კარგადაა–ტელეფონში გაბრაზებულმა ჩაჰყვირა დემეტრემ ძმაკაცს.
–კი, მშვენივრადაა, თუმცა ვფიქრობ რაღაც–რაღაცეები ტკივა–გადაიხარხარა და დივანზე აწია ფეხები.
–გეგა რა?–ტელეფონში ჩაჰყვირა დემეტრემ, თუმცა ყიფშიძემ მობილური სწრაფად გათიშა და კიბეებზე ჩამომავალი გოგონასკენ გაიხედა.
–გშია?
–კი–უკმეხად მიუგო და სამზარეულოსკენ მიაშურა.
–გააკეთე მერე რამე–წარბიც არ შეტოკებია ისე უპასუხა.
–სად ვარ?
–სვანეთი ბიძიი–კილოთი ჩაილაპარაკა და ტელევიზორის ყურება განაგრძო.

პასუხი აღარ გაუცია, საზარეულოში შევიდა და მხოლოდ თავის წილი სალათა გაამზადა.

–და მე ვერ მხედავ?–მუცელზე ხელის სმით შემოვიდა ყიფშიძე და ნუცას თეფშს დახედა.
–ჭამე–სალათით სავსე თეფში ძირს გადმოაგდო და მისაღებში გავიდა.

მისი საქციელით გამწარებულმა გეგამ მთელი ძალით მიარტყა მუშტი კედელს, შეიკურთხა და მისაღებში გავარდა.
ნუცა ტელევიზორის წინ თვალებგაფართოებული იდგა და უყურებდა როგორ აცხადებდა შავგვრემანი გოგონა მასზე ახალ ამბებს.

*პრემიერ მინისტრის არასრულწლოვანი ქალიშვილი ნუცა გამყრელიძე ამჯერად ძებნაშია, ასევე ეძებენ მის გამტაცებელ სამ ახალგაზრდა მამაკაცსაც. 17 წლის ნუცა გამყრელიძე 13 მაისს აბაშიძის ქუჩიდან გაიტაცეს, ჯერ–ჯერობით არანაირ ინფორმაციას არ იძლევიან, ბატონი დავით გამყრელიძე და ქალბატონი ქეთი მაჭავარიანი პრესასთან საუბარს ერიდებიან. ვუსურვებთ გოგონას მალე დაბრუნებას და ოჯახის იდილიის აღდგენას. ახლა კი ჩაგვერთვება კომისარი კოტე ფანჯავიძე, რომელიც ამ საქმეს უდგას სათავეში.
–ვერაფერს გეტყვით დამაიმედებელს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გოგონას გადარჩენისთვის, სამწუხაროდ ჯერ არ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე და რა ტიპის ადამიანებმა გაიტაცეს არასრულწლოვანი. კრიმინალები აუცილებლად დაისჯებიან, არამარტო ბანკიდან საკმაო ფულის გატანისთვის, არამად არასრულწლოვანის გატაცებისთვისაც. დიდი იმედი მაქვს, გოგონა საღ–სალამათი დაუბრუნდება ოჯახს.*

–ა, შენ ნუცა გქვია?–ირონიით ჩაილაპარაკა გეგამ და კვლავ სავარძელზე გაიშოტა.

ნუცამ ცრემლიანი თვალებით ახედა და კიბეებისკენ გაიქცა. საშინელი გულისტკივილი იგრძნო, რათქმაუნდა, მეტს არც ელოდა, სახელიც კი არ იცის გეგამ ნუცასი ისე იხმარა. არადა, ნუცას გულში ისეთი ქარბორბალა ტრიალებს, პირველად იგრძნო ბიჭის ასეთი მოპყრობა და ზოგადად, პირველად გრძნობს თავს ასე, არასოდეს უკოცნია ვინმესთვის, მის გულში ზიზღთან ერთად სხვა რამაა გარეული, რაღაც სითბოსავით, როდესაც გეგას ხედავს მუცელში რაღაც უბჟუის და თითქოს უნდება მოეხვის, თითქოს უნდება აპატიოს ის რაც გაუკეთა, აღარ უნდა გეგა დაიჭირონ, აღარ უნდა სახლში დაბრუნება, რადგან აქ პირველად შეიგრძნო ნამდვილი ცხოვრება ტკივილთან და ალბათ...
ალბათ დიდ სიყვარულთან ერთად...



***



–გეგა–პირველად მიმართა სახელით –რომ დაგიჭირონ, არ გეშინია?
–არა, არ მეშინია–წყალი დაასხა და ჭიქა მოიყუდა.
–ძალიან დიდ ხანს მოგისჯიან–ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
–და შენ რატო ღელავ?
–არვიცი, ალბათ იმიტომ რომ ყველაფრისდა მიუხედავად, ადამიანი ხარ–მხრები აიჩეჩა და მის გვერდით დადგა.
–არ ღირს, ნუ მეთამაშები, ვიცნობ შენნაირებს, გინდა თავი შემაცოდო, გინდა ვიფიქრო რომ ჩემზე ღელავ და უკეთილესი გოგო ხარ! არ ღირს!–კბილებში გამოსცრა და სამზარეულოში გულდაწყვეტილი ბავშვი დატოვა.

ნუთუ ფიქრობს რომ ნუცა ფარისეველია? ნუთუ არ სჯერა, რომ მართლა საშინლად გულუბრყვილოა და ყველაფერს აპატიებს გეგას თუ ოდნავ მაინც მოლბება, როგორ უნდა აგრძნობინოს რომ უყვარს, იქნებ გეგამ ცუდი რაღაცეები აღარ უთხრას? იქნებ...
შეიძლება გეგასაც უყვარს? ვითომ? შეიძლება, რატომაც არა? გამყრელიძე ხომ ასეთი ბავშვური, კეთილი, გულუბრყვილო და ძალიან, ძალიან საყვარელია?
ჰო, შეიძლება ამ ქვისგულიანს გული მოულბეს და ნუცა შეიყვაროს წრფელი სიყვარულით, რატომაც არა...



***



3 თვე გავიდა მას შემდეგ რაც გამყრელიძეების ერთადერთი ქალიშვილი გაუჩინარდა. უკვე ყველაფრის იმედი გადაეწურათ პოლიციასაც და მშობლებსაც. აი გაყრელიძე კი ყოველდღე ცდილობს ყიფშიძის გულის მოგებას და მასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას. გეგა პირიქით, ცდილობს საკუთარი თავი დააჯეროს, რომ ეს გოგო ფარისეველია და მხოლოდ მისგან გაქცევა უნდა. აი დემეტრეს და თორნიკეს კარგად გაუგო, დამეგობრდნენ და როგორც ნათქვამია–დრო ყველაფრის მკურნალიაო, გამყრელიძესაც გადაავიწყდა ყველაზე დიდი ტკივილი რაც გეგამ მიაყენა.



***



ნუცას ჩვეულებრივზე ადრე გაეღვიძა და საწოლშივე გაიზმორა, ამინდი მშვენიერია, ეს ნიშნავს, რომ ბედნიერი დღე ელის. დილა ღიმილით დაიწყო, გეგას გავსებული კარადიდან თეთრი ფერის კაბა გამოიღო, თავზე ლამაზი „კასინკა“ გაიკრო და კიბეებზე ღიმილით დაეშვა.

სახლში აშკარად არავინ დახვდა, ცოტა განაწყენდა, თუმცა ამათ საიდან ეცოდინებოდათ ნუცას მეთვრამეტე დაბადებისდღე რომ იყო, სამზარეულოში შედიოდა სიცილის და სიმღერის ხმა რომ გაიგო, უკან მობრუნდა და რას ხედავს, გეგა, დემეტრე და თორნიკე სასაცილო ქუდებით, ხელში ტორტით და დიდი ყუთებით.

–კი მაგრამ–ანერვიულებულმა დაიწყო და ბედნიერების ცრემლები გადმოსცვივდა თავლებიდან –თქვენ საიდან იცოდით?
–მაგის გაგებას რაღა უნდოდა, მოდი ჩაიფიქრე და ჩააქრე ტორტი, მშია ისედაც –გადაიხარხარა გეგამ და ტორტით ხელში დადგა მის წინ, თვალებში შეხედა, ჩაიფიქრა გეგა ყიფშიძე და სანთლებს სული შეუბერა.

კადრები დემეტრეს მიერ იქნა დაფიქსირებული ფოტოაპარატით.

–დიდი მადლობა, ძალიან გამახარეთ–მადლობებს სათითაოდ უხდიდა ბიჭებს და ეხვეოდა.
–ეს ყუთი გახსენი, თორემ დაიხრჩობა–ფეხით მოუწია გეგამ ვარდისფერი ყუთი.
–რა?–იმის გაფიქრებაზე, რომ ყუთში რაღაც სულიერი იყო ყუთს თავსახური სწრაფად გადახადა, კუთხეში მშვიდად ეძინა შპიცის ლეკვს, გაოცება ვერ დამალა, პირი დააღო, წამოხტა და გეგას კისკისით ჩამოეკიდა კისერზე. ყიფშიძე თავიდან გაშტერდა, ვერ გაიაზრა, რომ გოგონა, რომელსაც ამხელა ტკივილი მიაყენა ასე ეხვეოდა, ფრთხილად შეახო მის წელს ხელები და თვალები სიამოვნებისგან მილულა.

–მადლობა, მადლობა, ძალიან მიყვარხარ–ლეკვთან ერთად დარბოდა ოთახში და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, გეგა ამ ყველაფრით გაშტერებული პირღია უყურებდა გახარებულ გამყრელიძეს და გულში მასაც ისევე უხაროდა, როგორც ნუცას.



***



–იცოდე დაგიჭერ და მოგკლავ–წყლის თოფით გაწუწული გეგა სიცილით მისდევდა გამყრელიძეს, რომელსაც ძაღლის გაწუწვაც მოესწრო და სტაფილოსფერი თოფით მთელს სახლს წრეებს არტყავდა.
–ვერა, ვერ დამიჭერ–უკან ასხავდა წყალს და კვლავ გეგას გაწუწვას ცდილობდა.
–ვნახოთ–მაიკაში ხელი ჩაავლო, გამყრელიძე უკან გადავარდა, გეგა მის ზემოდან მოექცა, რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ სწრაფად დაეწაფა გოგონას ბაგეებს, ნუცამ სახეზე შემოხვია ხელები და კოცნაში აჰყვა.

–კარგი გამიშვი, მორჩა–ტუჩზე უკბინა გეგას და ფეხზე წამოხტა.
–კაი, ვსო მოვრჩეთ წუწაობას–სერიოზულად უთხრა გეგამ და უკან გაბრუნდა.
–კაი–მხრები აიჩეჩა და უკან აედევნა ყიფშიძეს.
–მოგატყუე–ბავშვივით დაიყვირა ნუცამ და გეგას ზურგზე წყალი შეასხა, გამწარებული გეგას დანახვისას ისარივით მოსწყდა ადგილს.



***



–გეგამ წააგო, ახლა უნდა იმღეროს–ერთდროულად აყაყანდნენ ნუცა და დემეტრე.
–არა, არ ვიმღერებ–კატეგორიულად თქვა გეგამ და ფეხზე წამოდგა.
–თუ არ იმღერებ მაგრად მიგბეგვავთ–სასაცილოთ დაემუქრა გამყრელიძე და ბიჭებს გადახედა.
–შემეშინდა–უკმაყოფილოდ დამანჭა სახე და კომპიუტერში თავის საყვარელი სიმღერა ჩართო.
–არა–მაშინვე გამორთო თორნიკემ–შენ იმღერებ "წითელ ბასანოჩკებს"!
–თქვენ სუ ხოარ გამო*ლევდით .
–გაჩუმდი და იმღერე, ჩვენს გინებას შეეშვი.
–შენ არავინ არ გაგინებს.
–ხოდა დაიწყე სიმღერა უკვე დავიქანცეთ–ქვედა ტუჩი წინ გამოწია გამყრელიძემ.
–ჯერ მაგ ტუჩებს მოგაჭამ.
–თუ ნუცაც აგყვება იმღერებ?–შესთავაზა დემემ.
–აუცილებლად–გაიჯგიმა გეგა და ნუცას გადახედა.
–არ არის პრობლემა–თავი დაუქნია ნუცამ და კომპიუტერის ეკრანზე ტექსტიც გამოჩნდა.
–ერთიიი თუმანიი–ყროყინებდა გეგა და სიცილით ჩაკეცილ ნუცას უყურებდა.
–წითელი ბასანოჩკებიიი–სიცილით ყვებოდა ნუცაც–ნუ გვიღებ –დაემუქრა თორნიკეს და თავში წამოარტყა.
–შენ ჯობია გააგრძელო–გაუბრაზდა თორნიკე და ხარხარი გააგრძელა...



***



–ბატონო დავით, რაღაცები გავარკვიეთ, მალე გოგონა უვნებელი დაგიბრუნდებათ!
–რას ამბობ კოტე, მოვდივარ, ყველაფერი მითხარი რაც გაიგეთ!



***



1 წელი იწურებოდა ყიფშიძე–გამყრელიძის თანაცხოვრებისა. ყველაფერი ბენდიერად მიდიოდა, თითქოს მოსწონდა ნუცას ეს ცხოვრება, აღარ უნდოდა თბილისში დაბრუნება, უნდოდა მთელი ცხოვრება აქ, გეგასთან ერთად გაეტარებინა.

გეგას დაბადების დღე იყო, ბევრი დალიეს ბიჭებმა და 12 საათისთვის დაიშალნენ. ყიფშიძე და გამყრელიძე გრძელ საქანელაზე იჯდნენ, ნუცას ფეხები მაღლა აეკეცა და თავი გეგას მხარზე ედო.

–ნუცა, მოდი ცოლად მოგიყვან–უეცრად წარმოთქვა გეგამ ეს სიტყვები და უდიდესი შვება იგრძნო. ნუცას სახეზე ფერები გადაუვიდა, მოესმა? ნუთუ მოესმა? არა აშკარად გეგამ უთხრა, ცოლობა შესთავაზა. გაეცინა, არასოდეს არ უთქვამს გეგას ის, რომ ნუცა უყვარს, ქორწინება კი სიყვარულს საჭიროებს, თანაც ეს მომენტი ისე სხვანაირად წარმოედგინა.. ადრე ფიქრობდა, რომ თავის მომავალი საქმრო ხელს Tiffany&Co -ს მაღაზიის წინ სთხოვდა, ძვირადღირებულ ბეჭედს მოარგებდა ხელზე და მილიონიან ქორწილს გადაუხდიდა, თუმცა ახლა არ ანაღვლებს, არ ანაღვლებს რომ პარიზში არ დგას და საქმრო ბეჭედს არ უკეთებს ხელზე, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს თორნიკე იყოს მისი მეჯვარე თუ დემეტრე?

–რა იყო? მეკაიფები არა?
–არა, არა პირიქით, ახლავე დავიწეროთ ჯვარი, ახლავე გავხდები შენი ცოლი და სამუდამოდ ასე დავრჩები.
–უკვე გითხარი, რომ მიყვარხარ და თან ისე მაგრა, რომ როცა შენ ხარ ყველა სხვა გოგო *ლეზე ?
–ჯერ არა–გაუცინა გამყრელიძემ.
–ხოდა ახლა გეუბნები.
–მეც მიყვარხარ და დაურეკე მეჯვარეებს–ზემოთ აიწია და მის ქმარს ტუჩებზე დაეწაფა.
–მაპატიე ყველაფერი რაც..
–დიდი ხნის წინ გაპატიე–სიტყვა გააწყვეტინა და ხელში ტელეფონი მიაჩეჩა.

ჯვარი ივლიტეს ტაძარში დაიწერეს. არასაქორწილო, თუმცა თეთრი ლამაზი კაბა ეცვა ნუცას, „ფატაც“ გაუკეთა თორნიკემ, მისმა მეჯვარემ. გეგას მეჯვარედ დემეტრე დაუდგა, აბა თორნიკემ მე ყიფშიძის თავი არ მაქვსო.

ისეთი ბედნიერები იყვნენ, ერთმანთის გარეშე უბრალოდ რომ ვეღარასდროს გაძლებდნენ, ისე შესციცინებდა გამყრელიძე თვალებში, თითქოს ამით ივსებოდა გეგა...



***



დილით ერთმანეთზე ჩახუტებულებს გამოეღვიძათ, ერთდროულად. კარზე გაბმულმა ზარმა, თითქოს ორივე შეაშინა, გარედან შემოსული მანათობელი შუქებით ორივესთის ყველაფერი ნათელი გახდა.

–დროზე ჩაიცვი და ბიჭებს დაურეკე, მე ჩავალ–ძილისგან დაბოხებული ხმით უთხრა და პერანგის ღილებს წვალება დაუწყო.
–არა, გეგა არ მივცემ უფლებას რამე დაგიშავონ! გეგა გთხოვ დაიმალე–ევედრებოდა და თან ტანისამოსს იცვამდა.
–არა ნუცი, ეს დღე მაინც დადგებოდა, ბიჭებს დაურეკე და ოთახიდან არ გამოხვიდე–გეგამ კარი გამოაღო და კიბეებზე დაეშვა.

უკან გაეკიდა გამყრელიძეც.

–გეგა თუ რამე მოხდება..
–არაფერი არ მოხდება–გააწყვეტინა ყიფშიძემ.
–თუ მოხდება, იცოდე, რომ მე ყველაფერი გაპატიე, იცოდე რომ მიყვარხარ და მთელი ცხოვრება მემახსოვრები.
–არაფერი არ მოხდება–კატეგორიული ტონით უთხრა მისკენ გაიწია, აწითლებულ ბაგეებზე დაეწაფა და კარისკენ წავიდა.

გამყრელიძე ოთახში შეიკეტა.

–გამარჯობა–კომისარი მიესალმა გეგას–გეგა ყიფშიძე ხართ?
–კი ვარ, რამე ხდება?
–ჩხრეკის ორდერი გვაქვს–თეთრი ფურცელი აუფრიალა კოტემ და სახლში 4 დამხმარესთან ერთად შეიჭრა.



***



მთელი სახლი გამყრელიძის კივილმა მოიცვა, პოლიციელებს ევედრებოდა გეგა არ წაეყვანათ, კომისარი კოტე გაშტერებული იყო მისი ამ ქმედებით, წამით ისიც კი გაიფიქრა ეს გოგო და ბიჭი გატაცებამდეც ერთად ხომ არ იყვნენ და ყველაფერი დადგმული ხომ არ იყოო.



***



–ნუცა–გახარებული გაიქცა ახალგაზრდა ქალი შვილისკენ და თბილად ჩაიკრა გულში.
–გამარჯობა დედა–ხელები მოხვია დედას და უკან მდგომ მომღიმარ დავითს გადახედა.
–მამა, პოლიციაში მივდივართ–მშვიდად თქვა, კაცს კი სახეზე ფერები გადაუვიდა, რას ნიშნავს პოლიციაში?
–აჰ–მალევე მიუხვდა–ჩვენება უნდა მისცე არა?
–არა–თავი გააქნია–ჩემი ქმარი უნდა ვიხსნა.
–რა თქვი?–ნიკაპი აუკანკალდა ქალს.
–მე და გეგამ ვიქორწინეთ, მე გეგას ცოლი ვარ, ის კი ჩემი ქმარია.
–გაიძულა–თითისქნევით წავიდა დავითი მისკენ-გაიძულა არა?
–არა, ჩვენს შორის სიყვარული გაჩნდა მა, მე გეგა სიგიჟემდე მიყვარს და არაფერს აზრი არ აქვს, გულიც რომ ამომაცალოთ, სულით მეყვარება. თუ არ გამომყვები მე თვითონ წავალ პოლიციაში.
–მე–აბლუყუნდა კაცი–მას მაინც დაიჭერენ, ბანკის გაქურდვისთვის.
–ამაში დამეხმარები, თუ არადა სასჯელს მაინც შეუმსუბუქებენ და იმაში არ დაადანაშაულებენ რომ პრემიერ-მინისტრის ქალიშვილი გაიტაცა.
–ჩემი შვილი გათხოვდა?–ძლივს ამოიკნავლე ქალბატონმა ქეთიმ.
–კი დე, ვერ აღგიწერ რა ბედნიერი ვარ–თვალებში ნაპერწკლები აუციმციმდა, მამას ხელი ჩაავლო და განყოფილებისკენ გასწია.



***



–ამ გოგოს ვერაფერი გავუგე–შორიდან გახედა კომისარმა და ბატონ დავითს ახედა.
–მომისმინე კოტე–თითი დაუქნია კაცს–ჩემი შვილის ჩვენებამ არაფერი არ უნდა გადაწყვიტოს, ეგ ბიჭი დაიჭირეთ და სხვები აღარ მადარდებს, ეგ ბიჭი ციხეში უნდა მოკვდეს.
–ბატონო დავით ხვდებით რას მეუბნებით? მე კანონს ვცემ პატივს და ასეთ შეურაწყოფას ნუ მაყენებთ, თორემ თქვენი საკანში გასტუმრებაც არ იქნება ძნელი. თქვენი შვილის ჩვენება იქნება მთავარი და თუ რაიმე არ მოგწონთ თვითონ დაარწმუნეთ ის!–ხელი დაარტყა მაგიდას კომისარმა და კაბინეტი დატოვა.



***



–8 წელი ბანკიდან ფულის გატანისთვის–მოსამართლემ ჩაქუჩი დაჰკრა და დარბაზშიც ალიაქოთი ატყდა.
გულამოსკვნით ტიროდა ბოლო რიგში თავჩაღუნული გამყრელიძე, იცოდა მამამისის მოსყიდული რომ იყო მოსამართლე, თორემ ამდენს არ მიუსჯიდნენ, ყველაფერი იცოდა და ვერაფერს ჩადიოდა, არ შეეძლო ქმარი დაეხსნა...

საკანში შევიდა, მის გვერდით დასკუპდა და მხარზე დაადო თავი.

–მე დაგელოდები.
–ხვალ მოიტან განქორწინების საბუთებს!
–რა?–ფეხზე წამოხტა.
–შენ შენს ცხოვრებას მიხედავ და ბედნიერი იქნები, მე 8 წელი აქ უნდა ვიჯდე და უფლებას არ მოგცემ ყოველდღე ამ ჯოჯოხეთში იარო, ამაზე აქედანაც ვიზრუნებ.
–საბუთებს არ მოვიტან–იყვირა გამყრელიძემ.
–მოიტან–ფეხზე წამოხტა ყიფშიძეც–მოიტან და თანაც ხვალვე!
–არ გიყვარვარ! შეცდომა იყო, მომატყუე, გამომიყენე–გიჟივით ყვიროდა და მუშტებს მთელი ძალით ურტყამდა ყიფშიძეს.

გეგას ხმა აღარ ამოუღია, საბუთების საქმე ციხიდანაც მოაგვარა და ცოლს გაეყარა, თვითონ ყველაზე მეტად უჭირდა, ყველაზე მეტად დარდობდა, მაგრამ არ შეეძლო მისთვის-საყვარელი ადამიანისთვის სიცოცხლის დანგრევა...
ასე და ამგვარად...
დიდი სიყვარულის ისტორია დასრულდა...
ნათქვამია, არც ერთი სიყვარული თავისით არ მომკვდარა, კლავდნენ, კლავენ და მოკლავენო...
ასეც იყო, დაინგრა, დაიშალა იმ სიყვარულის იმპერია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა.
თუმცა.....
დარჩა ბედნიერების ერთი ციდა ნაპერწკალი.


*8 წლის შემდეგ*


–ნატალი დაბრუნდი–ვარდისფერ კაბაში გამოწყობილ გოგონას დედა კისკისით მისდევდა.
–დედა, ეს ჩანთა მომწონს–გადაიკისკისა გოგონამ და ლურჯ ჩანთას ხელი დაადო.
–ახლავე, ახლავე–მაღაზიაში შევიდა და ჩანთას დასწვდა.
–დე გირეკავენ–ტელეფონი მიაწოდა ნატალიამ დედას.
–ქალბატონო ნუცა, ნატალია ყიფშიძის დედა ხართ?
–დიახ, რა ხდება?
–ნატალიას ნახატები ძალიან მოგვწონს, გვინდა ბავშვთა გამოფენაზე გავიტანოთ, თუ თანახმა ხართ..
–კი, გაიტანეთ არ არის პრობლემა–ტელეფონი ყურსა და მხარს შორის მოიქცია და გამყიდველს ფული გადაუხადა.
–მადლობა–ხელში დაიჭირა ახალი ჩანთა და დედას ლოყაზე ეამბორა–უი კიდე გირეკავენ.
–გისმენთ
–გოგო აბაშიძეზე გამომყევი საქართველოს ბანკში, მაიამ გამომიგზავნა ფული და უნდა ავიღო.
–კაი შენ კორპუსთან მოვალთ მე და ნატა 10 წუთში.
–მიდი, დროზე.



***



–გისმენთ
–ნუცა დემეტრე ვარ–მისი ხმის გაგონებისას გული შეუწუხდა, სახეზე ფერები გადაუვიდა და აქეთ–იქით მიმოიხედა.
–დემე–ძლივს დაატრიალა პირში ენა.
–ნუცა, გეგა გამოვიდა.
–რა?–წამოიყვირა.
–ხო, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა.
–კაი დემეტრე ნატალი მეძახის.
–ნატალი ვინაა?
–უი, ჩემი გოგოა.
–ვა, გათხოვილხარ, მომილოცავს
–დემე
–კაი აღარ მოგაცდენ–სიტყვა გააწყვეტინა და მობილური დაუკიდა, დემეტრეს თითქოს არ ესიამოვნა ნუცას გათხოვება.



****



ნატალია სკოლაში დატოვა და აბაშიძეზე კაფეში დაჯდა. მარტო იყო და ყველაფერზე შეეძლო ფიქრი. უკვე 27 წლისაა და 8 წლის ბავშვი გაზარდა. თითქოს არ გასჭირვებია და დიდი სიყვარული ეხმარებოდა ყველაფერში. ახლა, როცა გაიგო, რომ გეგა გამოვიდა ძალიან უნდა შეხვდეს და ნატალიაზე მოუყვეს, უნდა მოუყვეს როგორ აიდგა მათმა გოგონამ პირველი ნაბიჯები, უნდა მოუყვეს, რომ ნატალიას პირველი სიტყვა მამა იყო და ამის შემდეგ გეგას ბედნიერებისგან აკიაფებული თვალები დაინახოს..

ანგარიში მოითხოვა და ფეხით დაუყვა გზას მრგვალი ბაღისკენ.

–ნუცა–ნაცნობი ხმის გაგონებამ თავში ყველაფერი გადაუტრიალ–გადმოუტრიალა და ადგილზე შედგა.
–გეგა–ძლივს გადაყლაპა ნერწვი და უკან გატრიალდა.

ცოტაც და გული წაუვა, კი, აშკარად აქვე წაიქცევა.

–გაზრდილხარ ცოლო.
–დიდი ხანია შენი ცოლი აღარ ვარ–მტკიცედ უპასუხა და თვალებში მიაშტერდა.
–შენ სულ ჩემი ცოლი ხარ.
–გამოხვედი და დაგჭირდი?
–თითქმის
–ვაუ, გაოცებული ვარ გეგა შენით, ნუთუ ცოტა მაინც არ გიდარდია, შენ ხომ გამომაგდე, შენ ხომ გამშორდი და მიმატოვე, ახლა მოგინდა არა, ისევ შენი ცოლი რომ ვიყო?
–მე მინდა ისევ მოგიტაცო–ახლოს მიიწია და ზემოდან დახედა.
–მე კი მინდა გაქრე.
–თორემ შენი ქმარი მოგკლავს?
–მე ქმარი არ მყავს.
–აჰ, აბა ბავშვი?-უნდოდა, საშინლად უნდოდა გეგას რომ ბავშვი მისი ყოფილიყო, თუმცა ყველანაირად ცდიდა ნუცას, იქნებ ეთქვა სიმართლე.
–დემეს მოუსწრია შენთვის თქმა.
–ხო, შენ წარმოიდგინე მოასწრო–წინ გაიწია ყიფშიძე.
–გეგა მეყო რაც ეს 8 წელი ვიტანჯე, ახლა შემეშვი.
–ბო*იშვილი ვიყო შენი სიყვარული თუ ოდესმე გამნელებოდეს, *ლეზე ყველა და ყველაფერი, ჩაგსვავ მანქანაში და მოგიტაცებ, კიდევ ერთხელ მოგიტაცებ!
–გეგა ნუ სულელობ, ბავშვი აღარ ვარ, შვილი გვყ...მყავს.
–რა თქვი?
–გეგა თავი გამანებე.
–რა თქვი გაიმეორე!
–რა და, ჯანდაბა, ნატალია შენი შვილიცაა!–ხმამაღლა მოუვიდა და გეგას თვალებს მიაშტერდა.

გაგიჟდა, გადაირია, მთელი ძალით მოხვია ქალს ხელი.

–დროზე ჩაჯექი, ბავშვი უნდა ვნახო!
–სკოლაშია
–სკოლა *ლეზე, წამო დროზე.
–შენ გკიდია, მარა ჩვენ შვილს არა.
–მე რო გამიცნობს დაიკიდებს ეგეც, მამას პრინცესა.

*****************
იმედი მაქვს მოგეწონებათ! შეაფასეთ!



№1  offline წევრი დაქალები

Dzaliankargi iyoo <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ra sayvarloba iyoo gagegrdzelebia cota kidee

 


№3  offline წევრი Eleniko❤️

uchveulo
ra sayvarloba iyoo gagegrdzelebia cota kidee

აჰაჰა მადლობა <3 ხო რავიცი აღარ მინდოდა ძაან გაბანალურება და აქ გაწყვეტა ვარჩიე <3 <3

 


№4  offline წევრი Imagination

ძაან კაი იყო. :*

 


№5  offline წევრი Margvelashvili

მაგარიიყო ძალიანნნ

 


№6  offline წევრი Eleniko❤️

Margvelashvili
მაგარიიყო ძალიანნნ

მიხარია რომ მოგწონთ <3 მადლობა კიდევ ერთხელ <3 <3

 


№7  offline წევრი maxara

მაგარი იყო ძალიან love

 


№8 სტუმარი biboo

Au umagresi iyo magram pawawuna iyo ar meyooo

 


№9  offline ადმინი შამანი

თავიდან კარგად დაიწყე,მაგრამ რაღაც მომენტები იყო,რომელიც არ მომეწონა smirk თითქოს იჩქარე ნაწერში პერსონაჟებში გრძნობის გაჩენა.
ბოლოში რაღაც ისე ვერ იყო,როგორც უნდა ყოფილიყო.
მაგრამ საბოლოო ჯამში ასე თუ ისე ნორმალური იყო.
წარმატებები. kissing_heart
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent