შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მოგარჯულებ(1 ნაწილი)


21-06-2015, 21:02
ავტორი ანკა
ნანახია 10 573

ყოველთვის რთულია დაიწყო ამბის მოყოლა... ამ წამს მეც ამ პრობლემის წინაშე ვდგავარ. ალბათ პირველ რიგში ჯობს კატო გაგაცნოთ. კატო ეს არის რაღაც სასწაული... ხასიათებით გიჟი და გადარეული, ძალიან ხალისიანი და ჯიუტი. დროთა განმავლობაში თქვენც კარგად გაიცნობთ მას. გარეგნობის მართლაც რომ შეგშურდებათ: გრძელი ქერა თმები, ღია ცისფერი თვალები, პატარა ცხვირი და ლამაზი ვარდისფერი ტუჩები. ტანსაც ვერ დაუწუნებ... დიდხანს რომ აღარ გამიგრძელდეს, მოდით გიჟი გოგოს დაქალი და საუკეთესო მეგობარიც გავიცნოთ. გიჟს მხოლოდ გიჟი თუ გაუგებს. მარიც არაა მთლად „დალაგებული“. გარეგნობით თავის დაქალს ნამდვილად არ ჩამოუვარდება: ყავისფერი გრძელი თმები, ღია თაფლისფერი თვალები, პატარა კურნოსა ცხვირი და წითელი ტუჩები. კატოს ძმა არ ყავს, სამაგიეროდ ყავს ბიძაშვილი - გიორგი, რომელიც მისთვის ძმაც არის და ძმაზე მეტიც.
ახლა ის და მარი სწორედ გიოსთან მიდიან მაიამიში. რა უჭირთ, ფული მაგათ არ აკლიათ და... ბიზნესმენი მამიკოს გოგო სულ განებივრებულია. მსოფლიოში ყველაფერს მოეძებნება თავისი მიზეზი, ამასაც. კატოს დედა ბავშვობაში გარდაეცვალა, მაშინ მხოლოდ 8 წლის იყო. ახლა 20 წლის გოგოა. სწავლაზე თავს არ იწუხებს, მამის კომპანიის მართვას სწავლობს და კარგადაც გამოსდის, უკვე მისი თანაშემწეა. ასე საუბარი ძალიან გაგვიგრძელდება. სათქმელი მხოლოდ ისაა, რომ მამას არ უნდოდა თავის ერთადერთ პრინცესას უდედობა ეგრძნო და მძიმედ გადაეტანა, ამიტომ ყველაფერს უსრულებდა.
ახლა კი ისევ ჩვენს დაქალებს დავუბრუნდეთ:
-აუუ მარიი, ამდენი რაღაცა ამ ჩემოდანში როგორ ჩაეტევა?(კატო) - თქვა უკმაყოფილოდ და ხელები ჩამოუშვა.
-ოჰჰ, ეგეთები ჩამიტევია(მარი) - გამოაცხადა კმაყოფილმა კისკისით და ტანსაცმელებს ხელი დაავლო. ჩატენა რაც შეეძლო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ჩაატია. თუმცა მარი რის მარია, იმასაც ხელი დაავლო და ზემოდან დააწყო. - არა, ჩაწყობილი არის ფაქტობრივად - თქვა და გაიცინა
-კაი რა მაარ, რა გაცინებს(კატო) - დაიწყო წუწუნი
-ოოო, გირჩევნია მოხვიდე და დამეხმარო(მარი) - დაქალს ჩემოდანზე ანიშნა და ერთობლივი ძალისხმევით დაიწყეს შეკვრა. ერთი ჩემოდანს დააჯდა, მეორე კი ცდილობდა ამასობაში შეეკრა. ძალიან სასაცილო სცენა იყო... ბოლოს, დაღლილები მიესვენენ საწოლზე და კმაყოფილად გადახედეს ერთმანეთს.
-ესეც ასეე... ბარგი მზადაა(მარი)
-თვითმფრინავი როდის გადის?(კატო)
-ხვალ დილის 5 საათზე(მარი)
-5 საათი რაუბედურებაა(კატო) - შეიცხადა იმწამსვე - ბეე!!!! - იღრიალა მთელ ხმაზე და ნათელას დაელოდა როდის მოვარდებოდა ოთახში გულგახეთქილი. ეს ქალი ბებიასავით უყვარდა კატოს, მის ხელში იყო გაზრდილი.
-ხოო შვილო, რახდება? - შემოაღო ოთახის კარი და ფქვილიანი ხელების წინსაფარზე წმენდა დაიწყო.
-ხვალ დილით 5 საათზე უნდა ვიყო აეროპორტში და 4 საათისთვის ხო გამაღვიძებ?
-აბა რას ვიზამ შვილო. ბებო გენაცვალოს, შენი საყვარელი ხაჭაპურები გამოგიცხვე, ჩამოდით ორივე და ჭამეთ - დაფაცურდა ფუმფულა ქალბატონი
-არ გვინდა(კატო)
-როგორ არ გინდა, არ შეიძლება ეგრე! - შეიცხადა ნათელამ - არაფერს რომ არ ჭამ მაგის გამოა ასეთი გამხდარი რომ ხარ, წამოდი ახლავე და ერთი ლუკმა მაინც შეჭამე - დატუქსა კატო და სამზარეულოსკენ წავიდა. კატოს სხვა რა გზა ჰქონდა, არ უნდოდა საყვარელი ბებიასთვის გული ეტკინა, მითუმეტეს მეორე დღეს დასასვენებლად მიდიოდა, ამიტომ ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან, მარიც წამოაგდო და ხაჭაპურის დასაგემოვნებლად გაეშურა...
...........
-კატოო! გაიღვიძე უნდა გაემზადო... - თვალები მოჭუტულად გაახილა და მოხუცის სილუეტი დალანდა.
-ოოო, მეძინება - ამოიბუზღუნა და თავი ისევ ბალიშში ჩარგო
-დაგაგვიანდება შვილო, ადექი და გაემზადე ახლა, ასე არ შეიძლება - მიუალერსა ნათელამ, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და თმებზე მოეფერა. კატომ ნასიამოვნებმა გაახილა თვალები და მოხუცს ლოყები დაუკოცნა.
-მიყვარხარ ბეე!! - წამოხტა საწოლიდან და სააბაზანოში გავარდა. ნათელამ სიხარულის ცრემლი მოიწმინდა სახიდან და თავისთვის ჩაილაპარაკა;
-რამხელა გოგოა უკვე - საწოლიდან წამოდგა და კვლავ სამზარეულოს მიაშურა.
აეროპორტისკენ მამამ წაიყვანა. გზად მარის გაუარეს და დანიშნულების ადგილზე 5 წუთით ადრე მივიდნენ.
-მა, აბა შენ იცი. ჭკვიანად მოიქეცი, ხშირად დაგირეკავ და შეგამოწმებ. - გააფრთხილა ლევანმა შვილი და შუბლზე აკოცა. მალე ჩასხდომაც იწყებოდა. დაქალები რიგში ჩადგნენ.
...........
საღამოს უკვე მაიამიში იყვნენ. კატომ მობილური ამოიღო და გიოს დაურეკა
-ალო, გიო სად ხარ?
-აეროპორტის შემოსასვლელთან, გამო და დამინახავ.
-კაი - ტელეფონი გათიშა და ბიძაშვილის ძებნა დაიწყო.
-გიოო!!!!!(კატო) - შეჰკივლა გახარებულმა მონატრებული სილუეტის დანახვისთანავე და მისკენ გაექანა.
-ჩემი გიჟი ჩამოვიდაა!! - მაგრად ჩაიკრა გულში გიომ კატო და ჰაერშიც დააბზრიალა.
-აა, გიო დამსვი!!(კატო) - გაიცანი, ეს ჩემი დაქალია მარი.
-სასიამოვნოა(გიო) - მიესალმა და ხელი გაუწოდა.
-ჩემთვისაც(მარი) - უპასუხა მხიარულად და ხელი ჩამოართვა.
იმ საღამოს სახლში დაბინავებას მოუნდნენ. გიოს სახლის ეზოში დიდი აუზი ჰქონდა. სახლის ფანჯრებიდან კი ქვიშის პლაჟი და ულამაზესი ზღვა მოჩანდა.
-ვაუუ, რამაგარი ხედია(კატო) - თქვა სასიამოვნოდ გაოცებულმა და ოთახის ფანჯრებიდან ფარდები გადასწია.
-წამოდი მარი, შენს ოთახსაც გაჩვენებ(გიო) - გაუღიმა და გვერდითა ოთახზე ანიშნა. მარიც გავიდა იქეთ ოთახში და საქმიანობას შეუდგა.
კატოს ტელეფონზე ზარი გაისმა
-ხო მა - ვინ იქნებოდა სხვა, თუ არა მამა
-რას შვებით კატო, ჩახვედით? - მამის მზრუნველ ხმაში მღელვარება იგრძნობოდა.
-კი მა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა.
-კარგი შვილო მაშინ დაისვენე, აბა შენ იცი, მერე დაგირეკავ.
-კაი, მიყვარხარ.
-მეც - ყოველი მათი საუბარი ამ სიტყვებით მთავრდებოდა. გულში სითბო ჩაეღვარა, იგრძნო, რომ საყვარელი მამიკო უკვე ენატრებოდა...
.........
დილით მზის მცხუნვარე სხივებმა გააღვიძა. ენერგიულად წამოდგა საწოლიდან და კარადა გამოაღო. მოკლე თეთრი შორტები, ცისფერი ტოპი და ამავე ფერის კეტები ჩაიცვა, თმა კოსად შეიკრა და პირველ სართულზე ჩავიდა.
-გაიღვიძე პრინცესა? - კითხა გიომ სითბოთი გაჟღენთილი ხმით.
-ჰო და ძაან მშია, საჭმელი რა გვაქვს? - პირდაპირ სამზარეულოს მიაშურა.
-ქალი შენ ხარ ოჯახში და აბა შენ იცი, რასაც გააკეთებ ის იქნება - უპასუხა უდარდელად და დივანზე გადაგორდა. ოო, აი აქ კი ცუდადაა კატოს საქმე. საჭმელი ცხოვრებაში არ გაუკეთებია... საბედნიეროდ, სწორედ იმ დროს ჩამოვიდა კიბეებზე მარი და კატომაც შვებით ამოისუნთქა:
-მარიი!!! - დაუძახა დაქალს
-ჰო!
-მოდი აქ - ხელები დაუქნია და სამზარეულოში შემოუშვა
-მოვედი, რახდება?
-მიდი რა რამე გააკეთე - შეეხვეწა და საწყალი თვალებით შეხედა
-კი გავაკეთებ, მაგრამ რა გეშველება რაა... რო გათხოვდები საჭმელი შენმა ქმარმა უნდა გიკეთოს?! - უსაყვედურა და საქმეს შეუდგა. მარი ნამდვილი მზარეული იყო. ათასნაირი საჭმლის კეთება იცოდა. ამჯერად მსუბუქი და მალე მოსამზადებელი საუზმით შემოიფარგლა, რადგან კატოს მგელივით შიოდა. მისმა კერძმა გიოს შექება დაიმსახურა. კმაყოფილმა აალაგა სუფრა და მეგობრებს შეუერთდა.
-დღეს რას ვაპირებთ?(კატო) - იკითხა ინტერესით.
-ჩემს ძმაკაცებს გაგაცნობთ და მერე სადმე წავიდეთ(გიო)
-კაია(კატო) - თქვა კმაყოფილმა და სავარძელში კომფორტულად მოკალათდა.
საღამოს კარზე ზარი იყო. გიომ მეგობრები შინ შემოიპატიჟა და მარის და კატოს წარუდგინა:
-ბიჭებო, გაიცანით, ეს არის ჩემი ბიძაშვილი კატო, და მისი დაქალი - მარი. - თქვა და სათითაოდ ანიშნა გოგოებზე. - გოგოებო, ესენი არიან დემე, ნიკა და ბექა.
-გამარჯობათ ბიჭებო!(კატო) - მკვირცხლად წამოხტა კუთვნილი ადგილიდან და ყველას მიესალმა. გადაწყვიტეს ბარში წასულიყვნენ.
მთელი საღამო ბექას მზერა აწუხებდა. ახალგაზრდა დაჟინებით უყურებდა და ყურადღებით ათვალიერებდა. უხერხულობა სასმელმა დაავიწყა. უკვე „გრადუსში“ იყო შესული და კარგადაც ერთობოდა. ბექას გვერდით ერთ წამში ვიღაც ქერა გოგო გაჩნდა. ძალიან გამომწვევად ეცვა და მამაკაცს ზედ ეტმასნებოდა. ისიც ძალიან კმაყოფილი ჩანდა, ცოტახანს იცეკვეს, შემდეგ კი სადღაც გაუჩინარდნენ.
ბექა ცნობილი მექალთანე იყო და ყველა გოგო მასზე ოცნებობდა. სადაც წავიდოდა, ყველგან მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა კუმირი ხდებოდა. გარეგნობას მართლაც ვერ დაუწუნებდით: შავი, მოკლე თმები, შავი თვალები, დიდი ტუჩები, მაღალი და დაკუნთული ტანით. მართლაც რომ იდეალური იყო.
-კატო, ბექა სადაა?(მარი) - იკითხა მარიმ და დაქალს გადახედა
-მე რავიცი(კატო) - უპასუხა უდარდელად და სასმელი მოიყუდა.
-ისე ძაან სიმპატიურია(მარი) - აგრძელებდა საუბარს და წარბებს სასაცილოდ ათამაშებდა
-კი, მაგრამ მექალთანეა(კატო) - ერთწამში უპოვა „ნაკლი“
-ეგეთი ბიჭი მექალთანე იქნება აბა რა იქნება. დარწმუნებული ვარ ყველა გოგო მაგაზე გიჟდება (მარი)
-მე არა, რა აქვს გასაგიჟებელი(კატო) - ჩაილაპარაკა თავისთვის და საცეკვაოდ გავიდა. ძალიან მაგრად გაერთნენ. შუაღამეს ბექაც გამოჩნდა. ისევ იმ გოგოსთან ერთად იყო. გოგონას თმები აჩეჩვოდა და ახლა სულ სხვანაირად ეხუტებოდა მამაკაცს. ცეკვა დაიწყეს, მაგრამ მალევე მობეზრდათ. ბექამ გოგო გააცილა და დარბაზში დაბრუნდა. კატო ამ ყველაფერს ბუნდოვნად აკვირდებოდა. შემდეგ ბექამ ცეკვა სთხოვა. ისიც უპრობლემოდ დასთანხმდა. ნელი ვალსი ჩაირთო. ბექამ კატოს წელზე ხელები მოხვია და თავის სხეულზე აიკრო. კატო უკვე მთვრალი იყო, ვერც აცნობიერებდა რა ხდებოდა. ცეკვაში აყვა და კარგადაც გაერთო. ბოლოს, ძალიან დაიღალა და ბექას გახედა
-დავჯდები რა, დავიღალე
-წამო(ბექა) - უთხრა ბოხი ხმით და წელზე ხელმოხვეულმა გამოიყვანა სცენიდან. ბარმენს ცივი წყალი შეუკვეთა. ამით თითქოს ცოტა გამოფხიზლდა. ბექას დაჟინებულ მზერას ისევ გრძნობდა და უკვე აწუხებდა ეს ყველაფერი.
-სულ მე რატო მიყურებ - შეუღრინა გაღიზიანებულმა. ბიჭმა ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და ჩაიცინა.
-კარგი აღარ შემოგხედავ - უპასუხა და გვერდზე გაიხედა. იმ საღამოს ახლოსაც კი აღარ გაკარებია. კატოს ნერვები მოეშალა. რა უშიდა ნერვებს?! ხომ უთხრა ნუ მიყურებო, მანაც აღარ შეხედა, მაგრამ მაინც გაბრაზდა... რამ გააბრაზა? არ ვიცი, ალბათ იყო რაღაც, რამაც ნერვები მოუშალა და წასვლა მოუნდა. ბავშვები გააფრთხილა და გარეთ გამოვიდა.
-გაგიყვან - მოესმა უკნიდან ბოხი ხმა. იქით მიტრიალდა და ბექა დაინახა.
-ნასვამი ხარ, არ მინდა - იუარა იმწამსვე.
-რაიყო გეშინია? ტარებას შევძლებ - კითხა გამომცდელად.
-მე არაფრის არ მეშინია - შეუბღვირა მაშინვე.
-რაიყო, რა კაპასი ხარ - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჩაიცინა. ისევ იმნაირად... კატო წყობილებიდან გამოვიდა. მაინც რა ჯანდაბა სჭირდა დღეს?! ყველა დეტალზე ნერვები ეშლებოდა.
-შენ კიდე უჟმური - უპასუხა და გაბრუნდა, რომ ტაქსი გაეჩერებინა.
-ამ შუაღამეს ტაქსი არ გამოივლის - გაიგო ისევ დაბალი ბარიტონი.
-მაშინ ფეხით წავალ! - უპასუხა ნერვებმოშლილმა და გზას გაუდგა.
-რა ჯიუტი ხარ
-ჯიუტები შენსკენ მოიკითხე!
-კაი თუ არ გინდა გაყვანა არ შეგეხვეწები - უპასუხა უდარდელად და აი, ისევ მოეშალა ნერვები...
-არც გთხოვ! - ბოლო სიტყვა მაინც კატოს უნდა ეთქვა. ისე ვერ წამოვიდოდა.
ფეხით დაუყვა გზას. დიდხანს იარა, შემდეგ კი შეატყო, რომ ძალიან დაიღალა. ფეხის გადადგმასაც ვეღარ ახერხებდა. ტროტუარზე ჩამოჯდა და მიესვენა. თავში ბექა ამოუტივტივდა. არა, მაინც რამდენი გაბედა! ჯერ კაპასიო, მერე ჯიუტიო... ამდენი მისთვის არავის გაუბედია, ეს ვიღაც კი მოდის და გაცნობის პირველივე დღეს უხეშად მიმართავს! ფიქრებში გართულმა ვერც კი შენიშნა მის წინ გაჩერებული მანქანა.
-მაინც არ გინდა სახლში წაგიყვანო? - გაიგო ნაცნობი ხმა და იმწამსვე გამოფხიზლდა. მის წინ მდგარ მამაკაცს ახედა და ბექა იცნო. არ უნდოდა, რომ სახლში მას წაეყვანა, თუმცა გზა მართლაც რთული და დამღლელი იყო. უხმოდ წამოდგა, ბიჭს მხარი გაკრა და დაბღვერილი ჩაჯდა მანქანაში. ბექას ჩაცინება მაინც გაიგო. მანქანას მოუარა, დაქოქა და დიდი სიჩქარით გაუყვა გზას...

............
ისევ მოგესალმებით ახალი ისტორიით <3
ძალიან ვღელავ და მაინტერესებს თქვენი აზრი...
გთხოვთ, ნუ დაიზარებთ 1 წუთს და თქვენი შეხედულება დამიკომენტარეთ <3 <3 <3
მიყვარხართ ყველა და ველი შეფასებას...



№1  offline წევრი KaTE:))

Kargi iyo, veli shemdegs sulmoutmenlad <3
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№2  offline წევრი lamazmani

კარგი იყო ველი ახალ თავს

 


№3  offline მოდერი ანკა

KaTE:))
Kargi iyo, veli shemdegs sulmoutmenlad <3

აუცილებლაად <3 <3 <3 დღესვე დაგიდებთ შემდეგ თავს <3
ძალიან მიყვარხართ ყველაა!!! <3

lamazmani
კარგი იყო ველი ახალ თავს

მადლობა <3 მიხარია რომ დაკომენტარება არ დაიზარე... <3 <3 <3
შემდეგ თავს მალე დავდებ, იმედია მოგეწონებათ... love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent