"სიყვარული სიცოცხლის ფასად"14
აიი დამთავრდა ჩემი გამოცდეებიც და ისტორიასაც ვაგრძელეებ..იმედი მაქვს ჩემს მცირე მაგრამ ერთგულ მკითხველს იმედებს არ გავუცრუვებ და ისტორია მოგეწონებათ..დიდხანს გაწელვას აღარ ვაპირებ სავარაუდოდ მალე მოვრჩები..იმედი მაქვს მოგეწონებათ..ველი შეფასებებბსს.... * * * * * თვალები ზანტად გავახილე და მზერა ჭერს გავუსწორე. სამი კვირა გავიდა..სამი კვირა იმ ფაქტის შემდეგ რამაც დამარწმუნა რომ ადამიანი რომელიც მეგონა მძულდა, მთელი სულით შემყვარებოდა..მთელი ეს დრო გონებაშ მხოლოდ მისი ჩახუტება და ტუჩების შეხება მიტრიალებდა..ყოველივემ იმდენად დამაბნია რომ მთელი ღამე აღარ დამძინებია მაშინ.. გაშტერებული რაიმე დასკვნის გამოტანას ან მიზეზის მოძებნას ვფიქრობდი მაგრამ ამაოდ.."ვუყვარვარ?" ვეკითხებოდი საკუთარ თავს მაგრამ ამ შეკითხვას იმდენად სულელურად მივიჩნევდი რომ შერცხვენილი მაშნვე ვიგდებდი გონებიდან..გამორიცხული იყო ის რომ დიმიტრს ვუყვარდი, მსგავსი რამ ვერ წარმომედგინა მისი ხასიათის და პიროვნების ცოდნის გამო..უიმედოდ შეყვარებული დავხეტიალობდი მთელი ეს სამი კვირა იმის ლოდინით რომ კიდევ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაშ თუნდაც ისევე მოულოდნელად როგორც ბოლოს, თუნდაც ძალიან მცირე ხნით მაგრამ გამოჩნდებოდა..მთელი ეს დრო ამ სურვილით ვიწვოდი და ჩემი მექანიკური რეაქციებისა რეალობაში და დამოკიდებულებების გამო, შემიძლია დავიფიცო რომ არანაირი დეტალი არ მახსენდება თუ რა მოხდა ეს სამი კვირა..ზოგადაად რაას ვაკეთებდი მე..მის გარეშე.."ოჰ მის გარეშე?! ეს ისარი ხო, "მის გარეშე ცხოვრება ხალისს კარგავსო, თუ როგორც არი..კარგი რა ლენა, ასე ერთმა კოცნამ და ჩახუტებამ როგორ გადაგრია?!" ბუტბუტებდა ჩემი შინაგანი მე და მისი ცემის სურვილს მიასმაგებდა, მაგრამ ეხლა მაგის ხალისიც კი დამეკარგა..სრულიად მომწყდარი ვიყავი რეალობას და გონებაშ ჩაბეჭდილი მქონდა ის აზრი რომ დავუბრუნდებოდი ყოველივეს მხოლოდ მაშინ, როცა ისევ ვიხილავდი მის სახეს..მკაცრ მწვანე თვალებიდან მომზირალ სითბონარევ მზერას..როცა ისევ მოხვდებოდა მისი ცხელი სუნთქვა ჩემს არტერიას და გულს ამიფრთხიალებდა.. -ლენაა..ჰეიი, სად წახვედი გგოოგო?!-ყვირილით გამომაფხიზლა ჩემმა დაქალმა და ხელები ცხვირწინ ამიფრიალა. პარკში გამოვსულიყავით სასეირნოდ და თავის გართობას ვცდილობდით რომ ეროვნულების შედეგებზე ნერვიულობა აგვერიდებინა თავიდან, მაგრამ როგორც ყოველთვის ეხლაც ისე მოვწყდი რეალობას რომ ნაიას ჩემი გამოფხიზლება დასჭირდა-თუ გინდა წავიდეთ..რა გჭირს?-მკითხა ეჭვნარევი ხმით და სახეზე დამაკვირდა. -არაფერი..-უარის ნიშნად თავი გადავიქნიე. პატარა კაფეშ შევედით და სამი დიდი ნაყინი შევუკვეთეთ -აუუუ როგოორ ცხელაა..კიარაადა ერთი კვირა ხალხოო, ერთი კვირაა დაა ან მოვკვდებით ან გავიხარებთ!-სასაცილო ხმით ამოიგმინა თეკლამ და თავი გადააქნია -კაი დაწყნარდი-სიცილი ამივარდა-ყველაფერი მაგრად იქნება ნახავ აგერ გრანტები თუ არ "მივეცით"!-ამაყად ვუთხარი და ჩემს ტონზე გამეცინა -ჰო რაა, მაგას ჯობია ნაყინს შევუტიოთ-მხიარულად წამოიძახა ნაიამ ნაყინის დანახვისას და მთელი ემოციებით შეექცეოდა. -აუუ რა გამახსენდაა-წამოიძახა ნაიამ როცა ნაყინით ტკბობას მოვრჩით და უკვე გზაგასაყარს მივუახლოვდით-დღეს ერეკლემ მითხრა ამ საღამოს მოტოების რბოლააოო რაა, თვითონაც ღებულობს მონაწილეობს და მითხრა აუცილებლად მოდით გოგოებიო, მაგარი იქნებაა..თან გადავაყოლებთ ცოტას გულს რაა...დავიღალე სულ ასე სეირნობით-მოწყენილმა ჩაილაპარაკა და ჩვენს რეაქციას დაელოდა -კარგიი აზრიიაა..ნიკასაც ვეტყვი და წამოვა უეჭველი, მართლა წავხალისდებით ცოტა-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა თეკლამ და დაქალს გაუღიმა. ხმა არ ამომიღია, რაგან წასვლის ხალისი მართლა არ მქონდა, უბრალოდ ვფიქრობდი როგორ მეთქავა ეს მათთვის რომ წყენა ამერიდებინა -მეეე..ალექსანდრეს მივყვები ქალაქგარეთ დღეს დაა...-ბლუყუნს მოვყევი როცა ნაიამ გამაჩერა -რაა ვერ გაიგე რომ ეს ტყუილების თქმა შენი საქმე არაა?-შეპარვით მითხრა ნაიამ და წარბი ამიწია -ჰო კაით-დავნებდი-მეზარებაა..თან მაგრად! წადით რა თქვენ..-სხვა დროს ალბათ მსგავსს შეთავაზებაზე რბოლის შესახებ არასოდეს ვიტყოდი უარს, მაგრამ ეხლა მართლა დაკარგული მქონდა ყველაფრის ხალისი და არც იქ მინდოდა წასვლა.. -გთხოვ რა ლენაა ჩვენი ხათრიით..მიდიი რაა..ნახავ აგერ როგორ გაერთობი, წავხალისდებით ცოტას მაინც-საწყალი სახით მითხრა თეკლამ და მუდარის ნიშნად თითები ნიკაპქვეშ მოიჭირა. -ჯანდაბას..-ყოყმანის შემდეგ მაინც დავთანხმდი და მობეზრებულმა წავილუღლუღე:-წამოვაალ..ოღონდ იცოდეთ არამგონია ბოლომდე დავრჩე..მართლა არ მაქვს ხალისი..-ვუთხარი გაფრთხილების ნიშნად და ხელი ავწიე -ჰოო კაი კაიი, ცოტახანიც კაიაა-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნაიამ და თეკლას თვალი ჩაუკრა. რაღაცას ხლართავდნენ მაგრამ ჯერაც ვერ მივმხვდარიყავი რას ნიშნავდა მათი ეს ჟესტები..თვალები გაკვირვების ნიშნად მოვჭუტე მაგრამ ორივემ ხელი აიქნია და აღარ ჩავძიებულვარ, დავემშვიდობე და წამოვედი. სახლშ მხოლოდ ანა დამხვდა, გემრიელი შოკოლადის ნამცხვრის სუნმა პირი ამიწყლიანა და სამზარეულოში შევვარდი -როოგოორ მიყვარხაარ ანაა..დიდიი მადლოობააა..-სიცილით ვუთხარი და გემრიელი ნამცხვარი დავაგემოვნე -ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა-სიხარულით მითხრა დედამ და თავზე მომეფერა. ცოტახაანს ოთახში დავისვენე, საღამოს ცივი შხაპი გადავივლე, ფრიალა თხელი კაბა და კედები ჩავიცვი, თმები გავიშალე და დაქალების შესახვედრად წავედი. -ბაროო ლენაა..-მითხრა ღიმილით ერეკლემ და გამიღიმა-როგორ ხარ? -კარგად ერეკლე, შენ?-ვკითხე ასევე ღიმილით და გადავკოცნე -პრივეეტ-მომესალმა ასევე ნიკაც და ისიც მოვიკითხე, შემდეგ ერეკლეს მანქანაში მოვთავსდით და რბოლის ადგილზე გავეშურეთ -ბიჭო ლუკა იქ დაგვხვდება ხო?-ჰკითხა ნიკამ გვერდით მჯდომ ერეკლეს და სახეზე დააკვირდა -კი. იქ არის, ეგეც მონაწილეობს და ვაიი ვაიი-ჩაიცინა-ბიჭს გონია მომიგებს, ვერ მივართვი-სიცილით ჩაილაპარაკა და ნაიას თვალი ჩაუკრა, რაზეც გოგოს ლოყები შეეფაკლა. მე და თეკლამ ერთი კარგად გავიცინეთ და ნაიას მუჯლუგუნები დავაიგნორეთ. უამრავი ხალხი დაგვხვდა, უამრავი მოტოები და ტყავისკურტკიანი ბიჭები. ათასნაირი გვარის ხალხში გავერიე და მეგობრებს უკან გავყევი. ოთხივე ვიღაც ბიჭთან გაჩერდა, ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი მათ და მაღალ, შავგრემან ბიჭს წინ ავესვეტე -გაიცანი ლუკა ეს ლენაა-ღიმილით უთხრა ერეკლემ და ჩემზე ანიშნა. ბიჭმა ერთი ამათვალიერა, მერე ცალყბად ჩაიცინა და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა -სასიამოვნოაა..მე ლუკა ვარ-ღიმილით მითხრა და ზრდილობის გამო ხელი მაინც ჩამოვართვი, ისე კი ვერ ვიტყვი რომ ჩემში სიმპათიები გამოიწვია, გული უსიამოვნო გრძნობამ მოიცვა და თავი საშინლად ვიგრძენი. ყოველივე ისეთი მოულოდნელი იყო რომ თავი ყურადღების გადასატანად გადავაქნიე და შევეცადე ყურადღება რბოლაზე გადამეტანა რომელიც სადაცაა დაიწყებოდა. ათამდე მოტო ერთ რიგში დაეწყო და ფარები ყვითლად აბრიალდა -წამოო ლენაა..-დამიძახა ნაიამ, ხელი უპარდონოდ ჩამჭიდა და სადღაც გამაქანა -სად მირბიხარ ნაიაა?-გაკვირვებულმა დავუყვირე, როცა ლუკას წინ შედგა-დარწმუნებული ვარ ექნება სურვილი..-უთხრა ნაიამ ბიჭს და მე გამომხედა -მართლა ლენა?-მკითხა ღიმილით ლუკამ და თვალებში ჩამაშტერდა -რა მართლა? რა სურვილი?-გაკვირვებულმა ამოვილუღლუღე და დაბნეულმა ხელები გადავატრიალე -მზად ხარ ჩემთან ერთად მიიღო რბოლაშ მონაწილეობა და ჩემს უკან დაჯდე?-მკითხა შეპარვით და სახეზე დამაკვირდა -რააა?-გაკვირვებულმა წამოვიძახე-კი მაგრამ საიდან მოიტანეთ რომ მსგავსი სურვილები მაწუხებს?-უკმაყოფილოდ ვიკითხე და ნაიას გავხედე -კაი რა ლენა..გთხოვ ვიცი რომ მსგავსი რაღაცეები გიყვარს, მე ერეკლეს უკან დავჯდები, ყველასთან იქნება ვიღაც გოგო, ლუკა კიდე მარტოა..გთხოვ რაა..-მუდარით მითხრა ნაიამ და თვალები ამიბრიალა -მე არვიციი..-დაბნეული ვლუღლუღებდი და ვფიქრობდი რას დავაშავებდი ან რას გავაკეთებდი თუ ეხლა ამაზე დავთანხმდებოდი..არადა ეხლა მართლა მჭირდებოდა ადრენალინის მოზღვავება რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ამ საშინელი გრძნობის მოშრებაში დამეხმარებოდა რომელიც მტელს შიგნეულობას მიწვავდა..ღრმად ჩავისუნთქე და ლუკას გავხედე -კარგი წამოვალ -ავოოეე-მხიარულად წამოიძახა ნაიამ და ჩამეხუტა, მერე სწრაფად გაქრა და ერეკლესთან გაჩნდა. -დაჯექი, დროა-ღიმილით მითხრა ლუკამ და ჩაფხუტი მომაწოდა -ეგ არმინდა..-ვუთხარი უემოციოდ და ჩაფხუტზე ვანიშნე -რაა? რამე რომ მოხდეს მე ვარ შენზე პასუხისმგებელი..გაიკეთე-მკაცრად მითხრა და ხელში შემაჩეჩა -ან წამოვალ და არ დავიხურავ ან ვრჩები-მკაცრად ვუთხარი და მზერა ავარიდე -კაი ხოო..-დანებების ნიშნად წამოიძახა და გამომართვა-მაგრამ იცოდე მე გაგაფრთხილე--ხელი ამიწია და ჩაიცინა -ვიცი-მკაცრი სახით ვუთხარი და მის უკან მოვთავსდი -ხელები მომხვიე..იცოდე ეს მართლა აუცილებელია-სიცილით მითხრა და ჩემს მოქმედებას დაელოდა. მობეზრებით ამოვისუნთქე და ხელები მჭიდროდ მოვხვიე. მოკლეშორტებიანი გოგონა დიდი დროშით ჩვენს წინ დადგა და სტარტის ნიშნად დროშა ააფრიალა, სწრაფად მოსწყდა მოტო ადგილს და სახე ცივი ქარის ნაკადმა გამიპო. სიამოვნებისგან მთელი სხეული დამეძაბა და შევეცადე ჰაერი ძლიერად შემესუნთქა, უსიამოვნო გრძნობა მალევე შემსუბუქდა და როცა სიჩქარემ პიკს მიაღწია ხელები ნელა ვუშვი ლუკას და ზემოთ ავწიე, თვალები სიამოვნებისგან დავხუჭე და გავინაბე -გაბედული გოგო ყოფილხარ-მომაძახა წინიდან ლუკამ და ცალყბად ჩაიცინა არაფერი არ მიპასუხია და მთელი არსებით ვცდილობდი ადრენალინით დავმტკბარიყავი, როცა თვალები გავახილე მივხვდი რომ ჩვენ ვლიდერობდით, უკან მოვიხედე და შორიდან მოკიაფე უამრავი ფარი დავინახე -დაწინაურებულები ვართ?-ვკითხე ლუკას და თან უკან ვიხედებოდით -რათქმაუნდა, აუცილებლად მოვიგებთ-კმაყოფილმა თქვა და სიჩქარეს უფრო უმატა, გადასახვევს მიახლოვდა როცა შორიდან მანქანის ფარები შევამჩნიეთ, გზის ბოლოში საიდანღაც გაჩნდა და გზაზე ისე გაჩერდა რომ გასასვლელი აღარ დატოვა -ეს ვინარიი?!-გაკვირვებულმა წამოიძახა ლუკამ და სხვა გზა არდარჩენილმა დაატორმუზა, მოტოდან ჩამოვიდა და გეზი მანქანისკენ უნდა აეღო როცა იქედან ვირაც გადმოხტა. წამით ვიგრძენი როგორ შეწყვიტა გულმა ძგერა, მთელი სხეული გამეყინა და აზროვნების უნარი მთლად დავკარგე, როცა ფარის შუქზე მკაცრი მწვანე მზერა გავარჩიე. გამწარებული მოაბოტებდა, ლუკას მხარი გაღიზიაენებულმა ჰკრა და ჩემსკენ წამოვიდა -აქ რას აკეთებ?!-მკაცრად დამიღრიალა და თვალებში ჩამაშტერდა, როგორც ყოველთვის მოულოდნელი და დამაბნეველი აღმოჩნდა მისი გამოჩენა..თავი გადავაქნიე და შევეცადე ხმა ამომეღ -მგონი ეგ მე უნდა გკითხო-წავილუღლუღე და მისი მზერისგან დაბნეულმა სხვაგან გავიხედე -ვინარი ეს ლენა?-გაკვირვებული მომიახლოვდა ლუკა და დიმიტრს გახედა -არავინ..-წავილუღლუღე მობეზრებით -საქმრო!-მკაცრად წამოიძახა დიმიტრმა და ლუკას თვალებშ ჩააშტერდა, გაოცებისგან პირი გავაღე და დიმიტრს გაკვირვებულმა გავხედე, რაღაც უნდა მეკითხა როცა ხელი ჩამჭიდა და მანქანისკენ გამაქანა -სად მიგყავარ?! არ მინდა წამოსვლაა..-დავიწყე გაბრაზებულმა ყვირილი და თან ხელის გაშვებას ვცდილობდი მაგრამ ისე ჩამბღაუჭებოდა რომ ჩემი წვალება ამაო იყო, მანქანაშ ჩამაგდო, სწრაფად დაჯდა საჭესთან და ადგილიდან მოსწყდა -რას ნიშნავდა შენი პასუხი?-გაბრაზებულმა ვკითხე და სახეზე დავაკვირდი, უპასუხოდ მიაქროლებდა მანქანას და როცა კარგად გაცილდა იმ ადგილს სწორედ მაშინ გააჩერა მანქანა და გამომხედა. მთელი სხეული აკანკალებოდა, არტერია გამობერვოდა და ხელებს ნერვიულად მუშტავდა -რა ხდება დიმიტრი?-ვკითხე მისი მდგომარეობით დაბნეულმა და სახეზე დავაკვირდი..თვალები რამოდენიმეჯერ ააბრიალა, მერე თავი ჩახარა და ქვემოდან ამომხედა -რა გავაკეთო ღმერთოო?!-ღრიალებდა ბოლო ხმაზე და საჭეს მუშტებს ურტყამდა მთელი ძალით, მეგონა გაჩერდებოდა მაგრამ არა..გაბრაზებულმა ხელები დავავლე დაყვირილი დავუწყე-დიმიტრი გაჩერდიი! რა გჭრს?! ადამიანო მითხარი!-ვუყვიროდი და მის გაჩერებას ვცდილობდი, როგორც იქნა გაჩერდა თავი ასწია და თვალებში ჩამაშტერდა -შენს მოკვლას აპირებენ..-ცივი უემოციო პარიტონით მითხრა, თვალი ამარიდა და მზერა სივრცეს გაუშტერა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.