შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''არის რა''-ს პრინციპი


22-06-2015, 00:03
ავტორი Wku
ნანახია 2 310

-როდემდე შეიძლება დედიკო იგლოვო ის მათხოჯი ბიჭი უკვე 24 წლის ხარ
-დედა არ ვგლოვობთქო ვაა,პირიქით ძალიან კარგია რომ ასე მოხდა
-აბა დედიკო,რატო დადიხარ ესე ცარიელ ტარიელივით
-დედა არავინ მიყვარდება და რა ვქნა?
-არაფერი დედიკო,ნუ ბრაზდები უბრალოდ შენთვის კარგი მინდა
დედაჩემთან გაცხარებული სატელეფონო საუბარი კარებზე გაბმულმა ზარმა შემაწყვეტინა.
-უნდა გაგითიშო ვიღაცაა კარებზე
-კარგი,ლიზა იცოდე ჭკვიანად
-კარგი,მომიკითხე მამა და გადარეული
-კარგი
საძინებლიდან სირბილით წავედი კარებისკენ.არც მიკითხავს ისე გავაღე
-ლენა დეიდა როგორ ხართ
ჩემი კარის მეზობელი უსაყვარლესი ლენა გადავკოცნე და კარებიდან გავიწიე რომ სახლში შემოსულიყო
-რავიცი შვილო,დღეს ჩემი შვილი ბრუნდება ამერიკიდან
-გილოცავთ
-ხოდა,ბაზარში მინდა გასვლა და ეს ცანცარა დაიტოვე რა თორემ,ამის ამბავი რომ ვიცი არ დამაცდის არაფერს
-არ არის პრობლემა
-ხოდა კიდევ,გასაღებს დაგიტოვებ და თუ დანიელი მოვა,გაფრთხილებული მყავს რომ გვერდით მეზობელს ექნება გასაღებითქო და თუ არ შეწუხდები..
-არა რა შეწუხებაა,პირიქით ხოიცით როგორ მიყვარხართ და მიხარია რომ გეხმარებით
-ვაიმე,ჩემო ლამაზო ხომ იცი ჩვენც ძალიან გვიყვარხარ,წავედი ეხლა და საღამოს გელოდებით
-კარგით
ლენა დეიდა როგორც კი გავაცილე,მის შვილიშვილს 4 წლის ანამარიას შემოვუბრუნდი.არა სუ მიკვირდა ვის დაემსგავსა ეს ბავშვი ასეთი ლამაზი.მამა ცუდი ბიჭი არაა მაგრამ არც კარგი ,დედაც ნორმალური გოგოა მაგრამ ეს ბავში რაღაც გასაოცრად ლამაზია.
-აბა რა ვქნათ მე და შენ?
-ვიჭორაოთ
თავისი პატარა ხელები ერთმანეთს შემოარტყა და სამზარეულოსკენ გაიქცა.სიცილით მივყევი უკან და მაცივრიდან თავისი საყვარელი ალუბლის ნამცხვარი და ფორთოხლის წვენი გამოვუღე და წინ დავუდე.
-მადლობა
საყვარლად ჩაიტიტინა და ჭამას შეუდგა.ძალიან კარგად ახზრდილი ბავშვია,ჭამის დროს არასდროს ლაპარაკობს და ჭამის წინ ყოველთვის ლოცულობს.ბაბუა,დედის მამა მამაოა და საკმაოდ ეკლესიურად ღზრდიან ბავშვს რასაც მე პირადად მივესალმები.ვუყურებდი პატრა ანამარიას და არ მჯეროდა რომ ასე უცებ გაიზარდა.4 წელია რაც ცალკე გადმოვედი საცხოვრებლად.თავიდან ბატონი გიოგრგი ანუ მამაჩემი ,გაგიჟდა,გადაირია აქ რა გაკლიაო,ყველაფერი გაქო და ცალკე რატო გადადიხარო.მაგრამ ბოლოს როცა მთავარი მიზეზი გაიგო რომელიც ჩემმა უფროსმა ძმამ მოუთხრო,რისი წინააღმდეგიც ვიყავი.მოლბა და გადმოვედი საცხოვრებლად მყუდრო უბანში.9 სართულიანი კორპუსია.მერვე სართულზე მაქ პატარა 3 ოთახიანი ბინა.კოფორტულად მოწყობილი რაც ჩემმა საყვარელმა მამიკომ და დედიკომ უზრუნველყვეს.გადმოსვლის თანავე დავუახლოვდი,ჩემს კარის მეზობლებს ლენა დეიდას და მის ოჯახს.ლენა 3 შვილი ყავს.ერთი ომში დაეღუპა.ერთი ამერიკაში ცხოვრობს თავისი ბიზნესი აქ და საკმაოდ შეძლებულია.არაფერს აკლებს ლენას და მის ძმას.ყევლაზე პატარა მახოა.26 წლისაა ანამარიაც სწორედ მისი შვილია.ყავს უსაყვარლესი ცოლი მედეა.ორივე მუშაობენ და არაფერს აკლებენ ბავშვს.ცალკე გადასვლა არც უფიქრიათ რადგან იციან ლენა არ გაუშვებს,თან ისეთი საყვარელი ქალია მისგან წასვლა საკმაოდ რთულია.არასდროს მინახავს დანიელი მაგრამ ვიცი რომ სიმპატიური მამაკაცია,29 წლისაა და საკმაოდ წარმატებული ამერიკაში.ახლა ჩემი მშობლებიც ამერიკაში არიან მამაჩემის ბიზნესის გამო,ჩემი უფროსი ძმაც მათთან ერთადაა წასული.როდესაც მამას ვკითხე ვინმე დანიელ ლიპარტელიანს ხომ არ იცნობთქო.სულ აქო და ადიდა.ეგ ისეთი კარგი ბიჭიაო,შენს უტვინო ძმას კი არ გავსო.აღმოჩნდა რომ დანიელი და ბექა ძმაკაცები ყოფილან და გამიკვირდა.ფიქრებიდან პატარა ანამარიას ხმამ დამაბრუნა
-ლიზა
-გისმენ
თან მაგიდის ალაგება დავიწყე
-მარტო რატო ცხოვრობ?
არასდროს დაუსვამს ეს კითხვა ჩემთვის
-ასე მირჩევნია
-ანუ ქმარი არ გყავს?
-რა თამაშს მეთამაშები შე პატარა მაიმუნო.არა არ მყავს
-არც შეყვარებული
-არა
გაღიმებულმა ვუპასუხე
-ძალიან,კარგი შენ უნდა გახდე ჩემი ბიცოლა
გაოგნებული ვუსმენდი 4 წლის გაწრიპულ ბავშს და ყურებს არ ვუჯერებდი ნუთუ ამან ეხლა ბიცოლაო მითხრა
-ანამარია ძალიან წახვედი შენ ოცნებებში ხოიცი,ეგ მეორედ აღარ თქვა არსად
თითქოს გაბრაზებულმა ვუთხარი,მანაც თავი დამიქნია და ცივი წვენი მოსვა.
-დღეს ცეკვა არ გაქ ქალბატონო?
-არა,მამიკომ მითხრა დღეს არ წახვიდე დანიელი რომ მოვა სახლში იყავიო
-გასაგებია,წამო რამეს ვუყუროთ
-წამოდი
ძლივს ამოირჩია ერთი ანიმაცია.ისეთი ინტერესით უყურებდა თითქოს პირველად უყურებსო.არადა მთელი ოთახი ამ ანიმაციის გმირებით ყავს მორთული.ისე ვიყავი გართული ამ ანიმაციის ყურებით რომ ზარის ხმა ძლივს გავიგონე.
-ლენა მოვიდა ეტყობა
ვუთხარი ინტერესით მოჩერებულ ბავშვს და კარებისკენ წავედი.ახლაც ისე რომ არაფერი მიკითხავს კარები გავაღე და ჩემს წინ მდგარ უუსიმპატიურეს მამაკაცს გაოგნებულმა შევხედე
-დიახ
ვკითხე და მისი სახის ნაკვების შესწავლა განვაგრძე,როგორი მოვლილი სახის ნაკვთები აქ.
-ბიძია
უცებ გავიგე პატარა ანამარიას ძახილი და დავინახე როგორი მომღიმარი სახით ააფრიალა პატარას სხეული და ძლიერ მკლავებში ჩამალა
-ჩემი კნოპკა
გახარებულმა ჩაილაპარაკა.
‘’როგორ უხდება ღიმილი’’ გავიფიქრე გულში და მათ შემხედვარე მეც გამეღიმა.ამ დროს ლენაც ხმაც გაისმა
-დანიელ
გახარებული წამოვიდა ლენა შვილისკენ
-დედა
ისიც გულში ჩაიკრა და რამსი ცრემლები წამომივიდა ასეთი თბილი დახვედრა რო ქონდათ.
-ბიძია ეს ლიზა,ლიზა ეს ჩემი ბიძია დანიელი
-სასიამოვნოა
ძლივს ამოვიღე ხმა და მის მუქ მწვანე თვალებში დავიკარგესავით
-ჩემთვისაც
უინტერესოდ ჩაილაპარა და ისევ ანამარიას მიუბრუნდა.
-ლენა დეიდა აი თქვენი გასაღები
-მადლობა,დეიდა საღამოს გელოდებით
გაღიმებულმა მივუხურე დედა შვილს კარები და სახლში შევბრუნდი.
-რა ეტყობა ეხლა ამას 29 წლისობის
ჩემთვის ჩავილაპარაკე და ოთახში შევედი.ლოგინზე მიგდებული ტელეფონი ავიღე და მარიამის ნომერი ავკრიფე
-მარუშ რას შვები?
-ვიყინები
-მერე,ირაკლი მანდ არ გყავს უთხარი და გაგათბობს
სიცილით ვუთხარი მის საქმროზე
-აუ,ლიზა რა
-გავიდეთ ჩვენს კაფეში?
-კაი, ნახევარ საათში იქ ვარ
-კარგი,გაკოცე
ვუთხარი და გავუთიშე.კარადის კარები გამოვაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.შავი ელასტიკი,თეთრი გრძელმკლავიანი მაიკა და გარედან შავ-თეთრი ბეწვის მომსასხამი.ფეხზე თბილი შავი ოდნავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი და თმები კუდად ავიწიე.სახლის კარები კმაყოფილმა გამოხურე და კიბეებს დავუყევი რომ უკნიდან მახოს ხმა მომესმა
-ლიზა
-ხო,მიშკა
-დღეს საღამოს ხომ მოხვალ
-არვიცი,ვეცდები
-იცოდე,გელოდებით
-კარგი
სანამ კიბეებს ჩავირბენდი გავიგონე როგორ უთხრა მიშკამ დანის
-კარგი გოგოა
-ნუ,არის რა
‘’არის რა’’-ო,ხოარის ღირსი დააჩიჩქნო ის თვალები.უკმაყოფილომ დავიხედე ზედ.ნუ ეხლა რა ვქნა ზოგიერთივით აირბაგები და საზამთროები არ მაქ სხეულზე მაგრამ არც ჩემს ფორმებს ვუწუნებ რამეს.სახის ნაკვთებს ხომ საერთოდ.უამრავი თაყვანისმცემელი მყავს,არ ვყეყეჩობ მართლა მასეა,სამსახურშიც და ისეც.
გაბრაზებულმა დავქოქე ჩემი პატრა მინი კუპერი და ადგილს მოვწყდი.პატარა და მუშაო ამ მანქანაზეა ნათქვამი.10 წუთში უკვე კაფის ავტოსადგომზე ვაყენებდი მანქანას.კარები დაღონებულმა შევაღე და ბარმეს ხელის აწევით მივესალმე.ეს კაფე ჩემი ნათლიისა და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქ.ჩვენს ადგილას წავედი და მარიამს წინ დავუჯექი.ყურადღება არც მოუქცევია ტელეფონში იყო ჩამფლული.აშკარა იყო რომ ირაკლის ემესიჯებოდა
-შენი სახელი მესროლე ლამასო
დაბოხებული ხმით ვუთხარი და მის რეაქციაზე სიცილი ამიტყდა.დაბნეულმა ამომხედა.
-გოგოებო როგორ ხართ
-კარგად ვატო,შენ როგორ გიკითხო
ღიმილით მოვიკითე მეგობარი
-რავიცი,აბა,იგივე?
-მე ვაფლი,ნაყინით და ბანანით და ფორთოხლის წვენი
-მე ბრაუნი და ჩაი
ღიმილით უთხრა მარიამმა-
და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა
-აუ მომისმინე ბრაუნ,მეც აქ ვარ
გაბრაზებულმა ავუქნიე ხელი
-რაღაც უნდა გითხრა
-რა?
-ნიკუშა და ლენკა
-მერე
-შვილი ეყოლათ
ხმა ვერ ამოვიღე უბრალოდ ნიკუშას ხელში აყვანილ ბავშვს ვუყურებდი.რამდენჯერ გვიოცნებია და დაგვისახავს რას დავარქმევდით ბავსვშს ან როგორ ავღზრდიდით.მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ის მოხდებოდა რაც მოხდა
-ვულოცავ
ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი და ვაფლს წვალება დავუწყე
-მაინც თავისას მიაღწია მაგ ბოზმა,რამდენი იჩალიჩა ჯერ ლოგინში ჩაუხტა და დაგაშორათ ეხა შვილი გაუჩინა და ვითომ ბედნიერი ოჯახია,არადა იმდღეს ნიკუშა ეუბნებოდა ირაკლის,ლიზა მენატრება სიკვდილამდეო
-გეყოს მარიამ,რაც იყო წარსულში დარჩა,არ მაინტერსებს,აქ ამ თემის განსახილველად არ მოვედით
-კარგი,ჩუმად ვარ
ამ დროს მარიამის ტელეფონმა დარეკა
-ხო იკა
-...
-ლიზასთან ერთად ვარ
-..
-მოგიკითხა
მითხრა
-ჩემგანაც
ჩაფიქრებულმა ვუპასუხე და ვაფლს დავაკვირდი.მთლიანად გადავეშვი წარსულში ,აღარ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ იკა და მარიამი.
...
22 წლის ვიყავი ნიკუშა რო გავიცანი.ირაკლის დაბადების დღეზე.ძალიან საყვარელი ბიჭი ,საშუალო სიმაღლის,შავგვრემანი ყავისფერი თვალებით.მისი უსაზღვრო იუმორით და მანერებით მოვიხიბლე.მაგ დღის შემდეგ იყო შემთხვევით შეხვედრები უნივერსიტეტთან.სახლშ გაცილებები და ახალი წლის ღამეს სიყვარულის ახსნა.ნიკუშა 25 წლის იყო.უბედნიერესი ვიყავი მსი გვერდით.აღმოჩნდა რომ ჩემი ძმაც იცნობდა.ჩემმა სამეგობრომაც ადვილად მიიღო.მისმა სამეგობრომაც ადვილად მიმიღო გარდა ლენკასი.იმ დღეს კაფეშივე მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე.მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.მერე გავიგე რომ ბავშვობიდან ყვარებია ლენკას ნიკუშა,ნიკუშა კიდევ როგორც დას ისე უყურებდა.ვენდობოდი ნიკუშას.ჩემმა ოჯახის წევრებმაც გაიცნეს.მისი ოჯახის წევრებიც გავიცანი.ჩემი დაბადების დღე იყო,მთელი დღე ველოდებოდი ნიკუშას ის კი არ ჩანდა,ბოლოს განერვიულებულმა კლუბი დავტოვე და სახლში ავაკითხე,ჩემი მშობლების სახლთან საკამოდ ახლო ცხოვრობდა.კარები ღია დამხვდა,სახლი ნაომარს გავდა,მის ოთახში კი ერთმანეთზე ახლართული ლენკას და ნიკუშას სხეულო იყო.არაფერი მითქვამს ჩუმად დავტოვე მისი სახლი,მეც მქონდა მისის სახლის გასაღები.ჩუმად დავდე იქვვე ჩვენს ფოტოსთან და სახლიდან გამოვედი.კლუბში მივბრუნდი,ისე ვიქცეოდი რომ ვერავინ მიხვედრილიყო რო ძალიან ცუდად ვიყავი,განადგურებული ვიყავი.ტელეფონი გავთიშე და მეორე დღეს უამრავი მესიჯი და ზარი დამხვდა.მხოლოდ ერთი მესიჯი მივწერე ‘’მშვიდობით,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა’’ და მანდ დამთავრდა ყველანაირი ჩვენი ურთიერთობა.მისი დანახვა არ მინდოდა ამიტომაც ცალკე გადავედი საცხოვრებლად და მალევე ჩემი მშობლებიც წავიდნენ ამერიკაში.მას შემდეგ იმ უბანში არ ვყოფილვარ და მასსზეც არაფერი გამიგია.
-მისმენ ლიზა
ხელი ამიქნია მარიამმა
-კი,გისმენ რა ხდება
-ტელეფონი გირეკავს
ახლაღა შევამჩნიე ჩემი ამღერებული ტელეფონი,ღიმილით გავუსვი ხელი
-ხო მიშკა
-მიშკა კიარა გოგო
-ხო
-აქ ვერ ვიშოვეთ და რო წამოხვალ თუ არ გეზარება ანამარიას ალუბლის ნამცხვარი წამოუღე თორე გადაგვდა მთელი ოჯახი და დანიელიც გააგიჟა შენ რო მომიტანე ეგეთი არ მინდა,ლიზასთან რომ ვჭამე ისეთი ნამცხვარი მინდაო
-კარგი წამოვუღებ
ღიმილით ვუპასუხე
-და ხარ რა
-აფერისტო
-გელოდებით
ტელეფონი გავთიშე და ვატოს ვანიშნე მოსულიყო
-გუშინ ალუბლის ნამცხვარი რო წავიღე,ხო გახსოვს?
-ხო
-აი ეგ მინდა კიდევ 10 ნაჭერი ხო გაქვთ
-კი,ჩაგიდებ ეხლავე
-მიდი,მადლობა
-რა ხდება?
დაინტერესებულმა იკითხა მარიამმა და შემომხედა
-არაფერი, ჩემი მეზობელი ხოიცი ლენა
-ხო
-შვილიშვილი რო ყავს ანამარია ,მაგას ვაჭამე დღეს ნაცხვარი და თურმე ეხა გადაუდგამს ოჯახი და ბიძამისი გაუგიჟებია ესეთი არ მინდა ლიზასთან რომ ვჭამე ისეთი მინდაო
-ვაიმე,მაგის ბიძა ხო დაღუპულია
-კიდე ყავს,ამერიკაში რო იყო ეგ ჩამოვიდა
-მერე
-რა მერე?
თითქოს ვერ მივხვდი რაზე უმიზნებდა ისე ვკითხე
-როგორი?
-არის რა
გაღიმებულმა ვუპასუხე
-რამდნეი წლისაა?
-29
ვეღარაფრის თქმა მოასწრო,ვატო მოვიდა და ნამცხვრის ყუთი წინ დამიდო
-მადლობა ჩემი კარგო,ჩემზე მიაწერე და ხვალ გამოვივლი კაი?
-კაი
-მარიამმ უნდა დაგტოვო
-კარგი
მხრები აიჩეჩა
-ესე ადვილად მიშვებ
გაკვირვებულმა ვკითხე
-ირაკლი მოვა ეხლა ირაკლი
-ოხ,პრინცი მობრძანდება?
-დიახ
სკამზე გასწორდა და ყელი მოიღერა
-კარგი წავედი ჯულიეტა
სიცილით გადავკოცნე და გასასვლელისკენ წავედი.მანქანა გაღიმებულმა დავქოქე და სახლისკენ წავედი.გზად ფორთოხლის წვენიც ვუყიდე და სწრაფად ავირბინე კიბეები.კარებზე დავაკაკუნე და დაველოდე როდის გააღებდნენ.
-ლიზა მოვიდა
დაიძახა მედემ და გადამკოცნა
-ვაიმე,გაგვაგიჟა, რა ნამცხვარი აჭამე ასეთი
-საიდუმლოა
სიცილით ვუთხარი და მისაღებში შევედით.
-ეს ვინ მოსულა
გაღიმებული წამოვიდა ჩემსკენ მიშკა და გადამკოცნა
-ეს გოგო ჩემო დანი არის ოქრო გოგო,ძალიან ახლობელია
-მივხვდი
-როგორ?
-მიშკას რო გეძახის და არა მახოს
გაიცინა დანიმ.’’როგორ უხდება სიცილი’’
-ლიზა ეს ჩემი ბედოვლათი ძმაა დანიელი
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთ ,არა ლიზა
გაღიმებული მიყურებდა
-დიახ
ძლივს ამოვღერღე და ჩემსკენ გამოქცეული ანამარია ხელშ ავიყვანე.მისკენ არ შემიხედავს მაგრამ ვგრძნობდი როგორ მიყურებდა.
''არის რა''-ს პრინციპი


''არის რა''-ს პრინციპი



------
მოგესა'ლ' მებით დრო ვიხელთე და დიდი ხნის შემდეგ დავდე ახალი ისტორია იმედია მოგეწონებათ,ველოდები შეფასებებს



№1  offline წევრი bar bare

Kargia, aucileblad gaagrdzele

 


№2  offline წევრი EiLuL♥

დავხედე ნიკს და უცებ გამაზსენდა რომ ეერთ დროს გადარეული ვყავდი ამ ავტორს ❤❤ ისტორია წავიკითხეე დაა მომეწონაა ❤ იმედია არ გვალოდინებ ბევრს :დ
--------------------
elene

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent