შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიუმფალური თაღი (ნაწილი I )


22-06-2015, 00:30
ავტორი ნინი-21
ნანახია 4 195

ყველაფერი ტრიუმფალური თაღიდან დაიწყო..!
იჯდა ბაია სავარძელზე და მომღიმარი სახით გასცქეროდა ტრიუმფალურ თაღს. თან თვალწინ ედგა ყველა სასიამოვნო მომენტი რაც კი საქართველოში გაეტარებინა. ამის გახსენებაზე თვალში ცრემლი ჩაუდგა. უკვე ერთი კვირაა რაც საფრანგეთს ესტუმრა.
ესტუმრა და მგონი აღარც აპირებს დიდ ხანს აქედან წასვლას. განა ბავშვობიდან ამაზე არ ოცნებობდა ?!
ეცხოვრა პარიზში, ეხეტიალა მის მისტიურ ქუჩებში და გული ეჯერა ყოველ საღამოს ტრიუმფალური თაღის ცქერით. მაშ რაღა ატირებს ?!
ალბათ იფიქრებთ სამშობლოსადმი ნოსტალგიაო.
ჰმმ... სულაც არა. არ ტიროდა ბაია ამის გამო. მას მხოლოდ მონატრება უსველებდა აღაჟღაჟებულ ლოყებს. მონატრება საყვარელი ადამიანების. მათთან განშორებას ისევ ვერ შეგუებოდა. ისედაც ეს ერთი კვირაა ასეა. მოდის, მერე რაღაც ახსენდება და ტირის.
ლოგიკურია გაგიჩნდებათ კითხვა რას იტანჯავსო თავს?!
თუ არ უნდა წავიდეს. ვინმე აძალებს აქ ყოფნას?
არა, არ არის ასე. ბაია ჩიტივით თავისუფალია. უბრალოდ სწავლის გამო ჩამოვიდა აქ. მთელი მისი ცხოვრება ოცნებების ასრულებისთვის ცხოვრობს. ერთ-ერთი ოცნება კი პარიზი იყო. უყვარს ეს ქალაქი. არა იმიტომ, რომ რომანტიკოსია ან სიყვარულზეა შეყვარებული.
არამც და არამც !
იმიტომ, რომ აქ დგას თაღი. აიი ის რომლის წინ ახლა ასე თვალებ ჩაწითლებული ზის და გასცქერის. ზოგჯერ ბაგეს ღიმილი გაუპობს კიდეც.
ბაია სიყვარულის ქალაქში სასწავლებლად ჩამოვიდა. სულ შემთხვევით მოხვდა გაცვლით პროგრამაში. და ისე რომ არავისთვის უთქვამს პარიზისკენ გამოემართა. ოჯახის წევრებს (ეს ცოტა დიდი ნათქვამია მას მხოლოდ ბებო ჰყვას ცოცხალი) შეატყობინა მისი გადაწყვეტილების შესახებ, დაწვრილებით განუმარტა რატომაც მოიქცა ასე და შესადავებელი სიტყვა არავის დაუტოვა. მეგობრებისთვის არაფერი უთქვამს. არ ჩათვალა საჭიროდ და მორჩა.
არ არიანო ღირსნი.
ჩემი მონათხრობიდან ალბათ ერთი დასკვნა გამოიტანეთ საფუძვლიანად.
ეს გოგო არ არის ჩვეულებრივი, არც დიდად დალაგებული გახლავთ. რეალისტია ამ სიტყვის სრული გაგებით. რეალისტი და საშინლად მიმნდობი. ბევრჯერ დამარცხდა ამისგამო. მაგრამ არასდროს უნანიაა მისი ქმედება. რა ფასადაც არ უნდა დაჯდომოდა ის.
მოგონებების ბურუსიდან მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა მის გვერდით გვარიანად მოკალათდა ვიღაც. გვერდით არც გაუხედავს ისევ თაღს გასცქეროდა.
-Bonjour _ ჩაესმა ყურში ხავერდოვანი ბარიტონი.
მიუხედავად ამისა არც ახლა შეუტრიალებია თავი, ამ ბარიტონის პატრონი პიროვნებისაკენ.
-bonjour _ უპასუხა და სივრცეს გაუღიმა.
კარგად ხანს იჯდა ბაიაა ასე, ხმას არ იღებდა. მხოლოდ დრო გამოშვებით გრძნობდა გვერდით მჯდომის მწველ მზერად და ეს უფრო და უფრო მატებდა სიმტკიცეს. ყელი ამაყად მოეღერებინა და ფიქრობდა.
ფიქრობდა ყვეალფერზე. თუ რა იყო მის ცხოვრებაში, რა არის და რა შეიძლება იყოს მომავალში.
მაგრამ მომავალი მისთვის ბურუსითაა მოცული. შავ ბნელი უკუნითით.
მაჯის საათზე დაიხედა, უკვე ღამის 12 საათი სრულდებოდა.
-გვიანია...
ჩაილაპარაკა ქართულად და წასასვლელად მოემზადა.
-temporairement - დროებით _ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და მხოლოდ ახლა გახედა მის გვერძე მჯდომს.
„ფეხის ფრჩხილიდან დაუწყო ათვალიერებაა“ო _ ამაზეა ზუსტად ნათქვამი. მართლაც ქვემოდან ზემოთ დეტალებით დაიწყო ათვალიერება. თვალში მოხვდა „rockport”_ის ძვირადღირებული ფეხსაცმელი, „Levis” _ის ჯინსი, შავი სპორტული ზედა. ტანისამოს არასდროს აქცევდა ყურადღებას. ალბათ იმიტომ, რომ არასდროს უნახავს საქართველოში ასე გემოვნებიანად, სადად ჩაცმული მამაკაცი. საბოლოოდ სახესთან შეჩერდა. მამაკაცი მას არ უყურებდა. მის მზერას თვალი გააყოლა და ტრიუმფალურ თაღთან შეჩერდა.
-temporairement _ მიუგო ორ წუთიანი დუმილის შემდეგ მამაკაცმა და მზერა გოგონაზე გადმოიტანა. ბაიამაც მოატრიალა თავი და თვალი თვალში გაუყარა.
შემდეგ გაუღიმა ჩანთა გადაიკიდა და წასასვლელად მოემზადა.
გასასვლელში კიდევ ერთხელ გახედა მამაკაცს. ახლა უფრო კარგად ჩანდა მისი სახის ნაკვთები. სანდომიანი ფრანგი მამაკაცი. უკვე ხუთი დღეა რაც ამ მამაკაცს აკვირდევა. რა თქმა უნდა შეპარვით. ყოველ საღამოს აქ დადის და ეს მამაკაციც აქ ხვდება. თითქოს მისი ყოველდღიური ყოფის ა განუყოფელ ტრიბუტად იქცა.
-შესანიშნავია _ ჩაილაპარაკა ორაზროვნად. კიდევ ერთხელ მოიხედა უკან და სიბნელეში გაუჩინარდა.
ყველაფერი ტრიუმფალური თაღიდან დაიწყო..!



№1  offline წევრი knuwik

ძვლივსს.. როგორ ველოდებოდი ამ ისტორიასს.. love არ მეყო პატარაა love
ძალიან კარგიაა და ველოდები შემდეგ თავს, იმედი მაქ მალე დადებ. არ გვალოდინო რაა love

 


№2  offline წევრი მარგო ♥

"ტრიუმფალური თაღი"ო და პირველად რემარკი მეგონა. გავხსენი და რა რემარკი რის რემარკი. ნინიკოს ახალი ისტორია დამხვდა. ხომ იცი როგორ მიყვარხარ ჩემო კარგო. ვიწყებ კითხვას. ვიცი კარგი იქნება. ☻ ♥

 


№3  offline წევრი teke08

Didi xania velodebi shens motxrobas da rogorc iqna dawere... dzalian magaria magram mokle da gaadide cota...yvelaze magar momrxronebs shen werr <3

 


№4  offline წევრი ნინი-21

დიდი მადლობა ჩემო კარგებო. ძალიან მახარებს თქვენი თბილი კომენტარები, მეც ძალიან მიყვარხართ ♥ ♥ ♥

 


№5 სტუმარი Rita

რამდენი თავი აქვს ამ მოთხრობას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent