მინდა გიყვარდე სამუდამოდ (6) დასასრული
მთელი ღამე მოსვენება დაკარგული იყო ნინი.. ბოლოს და ბოლოს ხვალ მისი ცხოვრების გადამწყვეტი მომენტი იყო.. დგამდა ნაბიჯს რომელიც გაანადგურებდა ყველას. მაგრამ მაინც თავის სიტყვას არ ღალატობდა.. გოგოებმა ბევრი ეხვეწეს არ წახვიდეო მაგრამ ვერაფერს გახდნენ.. მოკლედ ახლა იჯდა ცარიელ სახლში,ცარიელ ოთახში და გაჰყურებდა სივრცეს.. ნუთუ შეეძლო ეს გაეკეთებინა,ეყოფოდა კი იმისთვის ძალა რომ დამშვიდობებოდა ყველას და წასულიყო შორს.. ძალიან შორს.. აქ კი თავის სულს და გულს ტოვებდა..იცოდა ვერ გაუძლებდა მაგრამ რა ექნა.. არ შეეძლო სხვა გვარად.. მოკლედ ფიქრში გაათენა მთელი ღამე.. ფიქრობდა ყველაფერზე,ყველაზე.. ბავშვებზე,მშობლებზე ნათესავებზე და ყველაზე მეტს კი გიგიზე.. მის ერთადერთ ნამდვილ სიყვარულზე.. მას ხომ ასე ბავშვური მაგრამ წრფელი გულით უყვარდა გიგი.. უბრალოდ ასე იყო საჭირო.. ხვალ გაფრინდებოდა და დაივიწყებდა ყველაფერს რაც კი იყო წარსულში.. მაგრან შეძლებდა? ვერა! დილით მაღვიძარის ხმამ შეახსენა რომ აეროპორტში იყო წასასვლელი.. -კმარაა!! კმარაა გთხოვვ!! გაჩერდი--იღრიალა ბოლო ხმაზე ნინიმ და მაღვიძარას მთელი ძალით დაარტყა.. ფეხზე ზანტად წამოდგა.. სააბაზანოში შევიდა წყალი გადაივლო და მოწესრიგდა.. უბრალოდ შავი ჯინსი, შავი მაისური და შავი vans-ები ჩაიცვა.. თმა გაიშალა და ბარგს დასწვდა.. მალევე ტელეფონი აზუზუნდა -ჰო გისმენ ნიკა -ნინ იქნებ არ ღირს?(გაიგონა ნიკას ხმა -გთხოვ რა ნიკა გთხოვ! უბრალოდ მოდი და წამიყვანე! (ეს უპასუხა და ტელეფონი გათიშა) ნახევარ საათში ნიკაც მოვიდა და მალევე აეროპორტისაკენ აიღეს გეზი.. ორივე დუმდა.. არ იცოდათ რა უნდა ეთქვათ.. ორი ბავშვობის მეგობარი რომელთაც ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ.. ახლა თითქოს რადიკალურად სხვა ადამიანები იყვნენ.. ნიკამ უკვე ვეღარ მოითმინა და გაზს მთელი ძალით დაადგა ფეხი.. -ნიკა გთხოვ შეანელე..-- ..გთხოოვვ! ნიკამ მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა და გააჩერა.. ასე იჯდნენ თითქმის 5 წუთი.. თუმცა ნიკამ ვეღარ მოითმინა და ბოლო ხმაზე დაიწყო ღრიალი.. -ფუ ამის დედაცც... ნინი რა დაგემართაა! რატოო რატოო მიდიხარ.. რატო გინდა რომ ყველა გაგვანადგუროო.. ნუთუ ვერ ხვდები ამით რამხელა ზიანს აყენებ ყველას.. ჩევნ ბავშვებს რომლებსაც ადრე ყველაფერს უთანხმებდი.. ახლაა.. ახლაა აღარაფერ გვეკითხები!! შენი იღებ გადაწყვეტილებას.. ნუთუ შეგიძლია ახლა ასე უბრალოდ ადგე და წახვიდე.. ყველანაირი პასუხის გარეშე.. გაქვს პასუხი კითხვაზე-რატომ??? გააქვს?? შეგიძლია გამცე პასუხი..რატომ მიდიხარ.. შენც მშვენივრად.,ძალიან კარგად იცი რომ ამით ყველას გაგვანადგურებ..იცი და მაინც ამხელა ნაბიჯს დგამ.. ხვდები ამას რაც მოჰყვება? მაგრამ არა შენ მთავარზე არ ფიქრობ.. სიყვარული.. სიყვარული ოღონდ არა ჩვენი..არა რათქმაუნდა ჩვენს და-ძმურ სიყვარულს ხო უბრალოდ... გაანადგურებ ეხლა თუ წახვალ.. და გიგის სიყვარული? ვაბშე ფეხებზე რა რეაქცია ექნება გიგის?? არ გაინტერესებს რა მოჰყვება შენს დაუფიქრებელ საქციელს? გამეციი პასუხიი.. ნუხარ ჩუმად.. ამოიღე ხმა..-- ბოლო ხმაზე ყვიროდა ნიკუშა და თან ხელებს უმისამართოდ იქნევდა.. არასდროს არავის არა ენახა ასეთი ნიკა ბურდული.. ყოველთვის ჭკუა მხიარული იყო.. ახლა კი.. ახლა უბრლაოდ თქვა ის რაც უნდოდა ყველას ეთქვა.. თქვა ერთდროულად ყველას სათქმელი.. ნინის ობოლი ცრემლი ჩამოუვარდა და მხოლოდ ერთი რაღაცის თქმა მოახერხა.. -წავედით... ხმა აღარცერთს აღარ ამოუღია.. მხოლოდ ერთი ორჯერ გახედა ნიკამ გოგონას.. მთელი გზა ფიქრობდა ნინი.. საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მიიღო.. იქნებ ჯობდა დარჩენილიყო თავის სამშობლოში.. თავის ბაბშვობის მეგობრებთან და თავის ერთადერთ სიყვარულთან.. ან იქნებ წასულიყო ამერიკაში მშობლებთან და დაეწყო ახალი ცხოვრება.. თვითონაც ვერაფერი გააეგო..წავა.. წავა და უპსს... გაქრება ყველაფერი მისთვის.. მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ.. აეროპორტში მისულებს "მთელი" თბილისი იქ დახვდათ.. მეგობრები,ნათესავები მოკლედ ყველა ვისაც კი იცნობდა.. -ნამდვილად იცი?--ჰკითხა თათამ.. -კი თათ.. ნამდვილად! -კარგი მაშინ მეტი რაღა დაგვრჩენია.. კეთილი მგზავრობა--კბილებში გამოსცრა ნიკუშას და მხოლოდ ეს თქვა.. -თუ დაგჭირდით ხომ იცი..--უთხრა ლევანმა და გულზზე მიიხუტა სიფრიფანა გოგონა.. -კიკი ლევან ვიცი.. მოკლედ წავედი მიყვარხართ ყველა.. ეს თქვა გოგონამ, ჩემოდანს ხელი დასტაცა და წასასვლელად მოემზადა როცა ნაცნობი ბარიტონი გაისმა.. -ვერსად წახვალ..!! ვერ წარმოიდგენთ რა გრძნობა დაეუფლა ნინის.. უბრალოდ გაოგნებული იყო ამ ყველააფრით.. უკან შებრუნდა და გიგი რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა. ეგონა ეჩვენებოდა თუმცა როდესაც ბიჭი მიუახლოვდა და ლოყაზე ხელი დაუსვა რეალობაში დაბრუნდა.. -ჩემი გოგო ჩემთან უნდა იყოს.. არსად არ წახვალ პატარავ! არ გაგიშვებ.. ხომ მხედავ აქ ვარ შენს წინ ვდგავარ და იმაზე ძლიერ მიყვარხარ ვიდრე ოდესმე მიყვარდი.. -ვერვიჯერებ.. ძლივს ამოილუღლუღა ნინიმ და ბიჭს სხეულზე აეკრო.. ეს იყო რაღაც ზღაპრული.. კიდევ ვერ იჯერებდა ნინი რომ ახლა მის საყვარელ მამაკაცს ეს უმწეო არსება თავის მკლავებში მოექცია.. -მიყვარხარ პატარავ.. -მეც მეც სასწაულად მიყვარხარ გიგი ! -ნინ რაღაცას გკითხავ.. --თვალებდაწვრილებულმა ჰკითხა გოგონას.. -მკითხე. -ცოლად გამომყვები? გოგონა უბრალოდ ვერ იაზრებდა ახლა რა კითხვა დაუსვეს.. -მე..მეე.მმე არვიცი.. კი.. კი.. გამოგყვები! --სიცილით უთხრა ნინიმ.. ეს თქვაა ნინის სიფრიფანა სხეული ჰაერში აღმოჩნდა. :) <3 აკოცა.. პირველი კოცნა.. ეს წამი მათი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისად ჩაითვალა.. დიახ! ისინი იწყებდნენ ახალ ცხოვრებას.. აარამცთუ ცალ-ცალკე არამედ ერთად.. ამ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა.. იყო ულამაზესი ქორწილი.. ულამაზესი ნეფე-დედოფლით. იყო ბევრი გართობა.. და რაც მთავარია ისინი იყვნენ უბრალოდ ბედნიერები.. მათ მეგობრებთან ერთად.. უბრალოდ ცდილობდნენ ყოველ დღე მოეძებნათ დრო იმისთვის რომ ეთქვათ -ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ.. ამით უკვე ყველაფერი ნათელი იყო. მათ უბრალოდ უყვარდათ ერთმანეთი სამუდამოდ.. ----------6 წლის შემდეგ------------- -დეე დეე.. მოგვიყევი ზღაპარი შენზე და მამიკოზე რა..(ელენე) -არა დე..ახლა დაიძინეთ ზღაპარი ხვალ იქნება--თბილად გაუღიმა შვილებს ნინიმ -დე თქვენს ზღაპარს როგორი დასასრული აქვს?..(იკითხა ცნობისმოყვარე გაბრიელმა) -ჩემო პატარავ ჩემი და დედიკოს ზღაპარს დასასრული არ აქვს..--ოთახში შემოვიდა გიგი -ეგ როგორ?--იკითხა გაოცებულმა ელენემ -ასე უბრალოდ მა.. ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი სამუდამოდ და ჩვენი ისტორიაც არ დამთავრდება.. "ნამდვილ სიყვარულს არ აქვს ბედნიერი დასასრული, ის არ სრულდება.", რომ გაიზრდები გაიხსენებ ამ სიტყვებს და მიხვდები ჩემო ანგელოზო.. ---------------------------------------------------- დასასრული... მოკლედ ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის ვერ მოვახერხე დადება.. და კიდევ თუ ვინმე წაიკითხავთ გთხოვთ კომენტარებში თქვენი აზრი გამოხატოთ <3 .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.