შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი გაფრენა [3]


22-06-2015, 15:51
ავტორი ელეონორა
ნანახია 1 759

3 თავი

ზურაბი და ეკა ჭკუიდან გადავიდნენ, ქორწილი თუ არა, ჯვარი მაინც უნდა დაიწეროთ, რომ ბავშვი ღვთისგან დალოცვილ ოჯახში დაიბადოსო და წინააღმდეგობა არც არავის გაუწევია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი ფარსი იყო, მომავალი ნაკანის გულისთვის მაინც უნდა ექორწინათ. ლუკა გადაირია, რა ქორწილი, რის ქორწილიო და მხოლოდ ჯვრისწერაზე დათანხმდა. ანას არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი გამომეტყველებიდან თუ ვისმჯელებდით, ქორწილის თავი სულაც არ ჰქონდა. ჯერ კიდევ გრძნობდა თავს დამნაშავედ ნაკანების წინაშე, ასე მოულოდნელად რომ შემოსახლდა და „თავისი ჭკუით“ ოჯახური იდილია დაურღვია. არა და, ზუსტად 5 დღეში ერთმანეთს ისე შეეჩვიენ, რომ გეხვეწათ სახლში გაუშვითო, კარს გადაუკეტავდნენ ლოლაძეს.
ყველაფერი დაგეგმეს, ჯვრისწერის დღეც დათქვეს და მოძღვარსაც ესაუბრნენ .. მხოლოდ და მხოლოდ კაბა დარჩათ შესარჩევი. ნინა ისეთი აჟიტირებული დადიოდა ოთახიდან ოთახში, ანდრია დასცინოდა შენ ხომ არ თხოვდებიო.
ანა გადაირია, თეთრი ფარფატა კაბა არ მინდა, რაც მაქვს იმით დავიწერ ჯვარსო, მაგრამ ნინამ იმდენი ეჩიჩინა, გადააფიქრებინა და სულ ძალით წაათრია კაბის საყიდლად. ძირითადად, ძალიან სადა კაბებს არჩევდა ორივე, ანას უბრალო ხასიათიდან გამომდინარე. ძალიან მოსწონდა უმცროს ნაკანს გოგონა, შესანიშნავადაც უგებდა.. ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ საუბარი. თურმე, ანასაც ეღვიძებოდა ხოლმე ღამ-ღამობით და ზუსტად 5 საათზე, ერთმანეთს სამზარეულოში ხვდებოდნენ:) სულ რამდენიმე დღეში იმდენ რამეზე მოასწრეს საუბარი, რომ ერთმანეთზე საკმარისი წარმოდგენა შეექმენათ.
-ნინა, ნახე მენეჯერი როგორ გიყურებს?! - მხარი ისე ძლიერად გაკრა ანამ, რომ ნაკანი აშკარად დაალურჯა - ნახე, რა მაგარი ბიჭია. - ქერა, ეშმაკურად მომღიმარი მამაკაცისკენ მიანიშნა, თვალს რომ არ აშორებდა ნაკანს, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ.. ნინას ყურადღება ვერავინ დაიმსახურა. ძალიან ეშლებოდა ნერვები ლოლაძეს .. შანსი არ იყო, მაღაზიებში ერთ ადამიანს მაინც არ გამოეყოლებინა თვალი ნინასთვის, მათ შორის იყვნენ შესანიშნავი ბიჭებიც, ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა .. თუმცა გოგონა ისე ოსტატურად არიდებდა თავს ყველას, რომ ანა კინაღამ გააგიჟა - ნინა, შენ გადახრები ხომ არ გჭირს?! - იკითხა სრულიად გულწრფელად და ხმამაღლა აკისკისდა. არ სურდა ნინას, რომ მისი მდგომარეობის შესახებ კიდევ ვინმეს გაეგო, ამიტომ აფსოლიტურად ესმოდა გაურკვევლობაში ჩავარდნილი რძლის, სულ ძალით რომ ცდილობდა ნინას პირიდან სიტყვების ამოგლეჯვას.
-შენ კაბებს უყურე, თორემ დავურეკე ახლა ლუკას! - სუსტი წერტილი უპოვა ანას და , რა თქმა უნდა , ისარგებლა. უხსენებდა თუ არა ლუკასთან ურთიერთობას, გოგონას მაშინვე ედებოდა წიწაკისფერი. ვერ ხვდებოდა, რა აღელვებდა ასე ძალიან, რა თქმა უნდა, მოსწონდა მომავალი მეუღლე .. შეუძლებელიც კი იყო ადამიანს ლუკა ნაკანი არ მოსწონებოდა, თუმცა ანას აფაკლული ლოყები ყოველგვარ ზღვას გასცდა - აი, ნახე, ეს ლამაზია! - ნინამ ხელში შეათამაშა გრძელი, სიფრიფანა, ძალიან ნაზი ნაჭრისგან შეკერილი, რძისფერი კაბა და კმაყოფილს გაეღიმა.
-მომეცი, გავისინჯო! - სწრაფად გამოგლიჯა ხელიდან და გასახდელში ისე შევარდა ანა, უკან არ მოუხედავს. ხმამაღალი სიცილი აუტყდა ნინას სარძლოს გაუაზრებელ ქცევაზე. როგორ ცდილობდა გოგონა აწითლებული ლოყების დამალვას .. და მაინც, ძალიან უხაროდა ნაკანს, ძმის სიმთვრალის არჩევანი ლოლაძე რომ აღმოჩნდა. საოცრად კომუნიკაბელური გახლდათ ანა და ისე გაიხსნა, სულ რამდენიმე დღეში შეძლეს დამეგობრება - რას შვრები ამდენ ხანს?! – თვალები გადაღლილმა გადაატრიალა და გასახდელის წინ დაგდებულ, წითელ პუფზე ჩამოჯდა.
როგორც იქნა ეღირსა თეთრ კაბაში გამოწყობილი ლოლაძის დანახვა. არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ლუკას, თუმცა თავად ნამდვილად გაუშტერდა თვალი. ეს გოგო არ იყო ნორმალური ..
-ყველაზე ლამაზი ხარ საერთოდ, ხომ იცი?! - აღფრთოვანებულმა წამოიძახა და სიცილით გადაეხვია აშკარად კმაყოფილ ლოლაძეს, ღიმილით რომ დასცქეროდა კაბას და ყურადღებით ათვალიერებდა საკუთარ გაბადრულ გამომეტყველებას სარკეში - ხომ მოგწონს?!
-ამას ვყიდულობ! - ხელები ერთმანეთს შემოკრა ანამ და ისევ თავქუდმოგლეჯილი შევარდა გასახდელში. ნინას გაეცინა, ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა და ფეხები ზემოთ აკეცა .. და მაინც, რა ბავშვური რძალი ჰყავდა, გადარია ოჯახი.

888

-აუ , ძაან მაგარი რძალი გყავს, რა?! - კიდევ ერთხელ შეათვალიერა დადამ სამზარეულოში ჩამოსკუპებული ლოლაძე , მზერა კედლისთვის რომ გაეშტერებინა და საერთოდ ვერ ამჩნევდა მისკენ მომზირალ ბიჭს. ცერა თითის აწევით უჩვენა დადამ ნინას, შესანიშნავი გოგო რომ „შეუვიდა“ ოჯახში - გამაცანი ეხლა, რომ მიღიმი მანდედან!
-გამოდი აქეთ დადა, არ შეაშინო, ისედაც დაფეთებულია .. - გაეცინა ნაკანს და ხელის კვრით შეტენა მეგობარი საკუთარ ოთახში - იცი, რა საყვარელი გოგოა?! - აღფრთოვანებულმა გაშალა ხელები და კმაყოფილი გამომეტყველებით მომზირალ დადას პუფისკენ მიუთითა. მითითება სულ არ დასჭირვებია ბიჭს, ისე ჩახტა სავარძელში და ფეხები სასაცილოდ გადააჯვარედინა.
-ყოჩაღ, ლუკას!
-წარმოიდგინე, ვინმე ანჩხლი ბაიაგა რომ შემომსვლოდა სახლში, ჩემი ბედოვლათი ძმის წყალობით .. - წამიერად წარმოუდგა თვალწინ, რა დღეში იქნებოდა ანას მაგივრად ვინმე სხვა რომ ყოფილიყო ლუკას სიმთვრალის არჩევანი და შეაჟრჟოლა - დათვერი დადუშკი, იქნებ გაგიმართლოს შენც?!
-მე ფხიზელზეც არაჩვეულებრივი გემოვნება მაქვს! - ამაყად გაიჯგიმა დადა. როგორც ჩანს, სულ არ ახსოვდა რამდენიმე თვის წინანდელი რომანი, რომელიც მისგან განსხვავებით, მაშინვე ამოუტივტივდა გონებაში ნინას და სიცილი აუტყდა, ისტერიული - რა გაცინებს?! - გადაირია ბიჭი.
-ვაი .. ვაიმე .. - მუცელზე ხელებს იჭერდა გოგონა და ძლივს ძლივობით ცდილობდა სულის მოთქმას. დადას განცვიფრებული გამომეტყველების დანახვისას, კიდევ უფრო აკისკისდა - არა, უბრალოდ .. ვიღაც გამახსენდა და .. - როგორც იქნა დააბოლოვა წინადადება და სიცილისგან წამოსული ცრემლები თითებით ამოიშრო. დადა უსიამოვნოდ შეიშმუშნა, მერე, თავადაც გაახსენდა „ვიღაც“ და ისე გაეცინა, სამად მოიკეცა ორ მეტრიანი ახმახი.
ოფიციალური „ეშმაკი“ მოსწონდა „გემოვნებიან“ დადას. ნუ, გარეგნობაზე ყურადღებას არც ერთ შემთხვევაშ არ გაამახვილებდა ნინა, გოგონას კარგი ხასიათი რომ ჰქონდა, მაგრამ ისეთი ანჩხლი იყო, ჭკუიდან გადაიყვანა სამეგობრო .. ქაჯი .. მერე, როგორც იქნა მიხვდა დადა, ვისთან ჰქონდა საქმე და მეგობრებს ტრაგიკული ამბავი „ახარა“.
-ნინ, რაღაც მინდა რომ გითხრა?! - აწ უკვე დასერიოზულებული დადა საქმიანი გამომეტყველებით დაუბრუნდა საკუთარ ადგილს და მისი მზერით ოდნავ გაკვირვებულ მეგობარს, თვალი თვალში გაუყარა.
-მოხდა რამე?! - აშკარად დაიბნა გოგონა და ხმაზეც შეეტყო. სერთოდ, დადას მსგავსი მასხარა ადამიანისგან, ასეთი სერიოზული საუბარი ცოტა მოულოდნელი იყო, ამიტომ, სიმართლე რომ ვთქვათ, ცოტა შეეშინდა კიდეც.
-ლუკას ველაპარაკე დილით .. - ოდნავ შეყოყმანდა ბიჭი, რამაც ნინა კიდევ უფრო დააბნია - ანას უთქვამს, ჯვრისწერის მერე წყნეთში მინდა რომ წავიდეთო, აგარაკი ჰქონია იქ და .. თან, ლექციებიც არ გვაქვს ჯერ და დასვენებებით ვისარგებლებთო. ყველაფრის მიუხედავად, მე და შენ ერთად მოგვიწევს ცხოვრება და მინდა ოდნავ უკეთ გაგიცნო, გავიგო რა გიყვარს, რა გაღიზიანებსო და საერთოდ , ხომ ხვდები, რა .. ლუკას არ უნდოდა კიდევ უფრო შეეშინებინა გოგონა და კარგიო, დათანხმებულა, პირველად სთხოვა რაღაც და უარს ხომ არ ეტყოდა. ანას უთქვამს, მინდა ჩემი მეგობრები გაგაცნოთ და შენ შენები წამოიყავენო. ამას მაგრად ევასება ეს ჩვენი ანა .. ხო და, მეტი რა უნდოდა, ბაზარი არააო და დათანხმებულა უპრობლემოდ. ანა თურმე გიჟდება შენზე, მინდა ჩემს მეგობრებს გავაცნოო და , რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნინა მოდის წყნეთშიო, განუცხადებია.. - ნაკანს წამით ეგონა, რომ მოესმა .. სიცივემ თხემიდან ტერფამდე დაუარა - ლუკა ხომ არ ეტყოდა, ჩემს დას ლეიკემია აქვს და რთულ მომენტებს ამდენი უცხოს წინაშე ვერ გადაიტანსო, ამიტომ, ვერაფერი მოუფიქრფებია! ასე რომ, ანას გონია შენ პირველი მირბიხარ წყნეთში. - საუბარი დაასრულა და გოგონას ემოციების ცვლილებას ყურადღებით დააკვირდა. ნაკანი ჯერ გაყვითლდა, მერე გაწითლდა, მერე გალურჯდა და საბოლოოდ გაფითრდა.
-ვერსად ვერ წავალ! - ფეხზე სწრაფად წამოიჭრა მოულოდნელი ამბით პირდაფჩენილი გოგონა და ოთახში უმისამართოდ სიარულს მოყვა - ხომ იცი დადა, რომ ვერ წავალ?! აი, ახლა რა ვუთხრა მე ამ გოგოს?! ხომ არ ვეტყვი, არ მინდა შენი მეგობრების წინაშე დავიბრიდო მეთქი?!
-რას ბოდავ, ნინა! - სხეული აეწვა დადას - რომ უთხრა, ვინმეს დაბადების დღეა თქო?! - სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი და მომლოდინე თვალები ნაკანს მიაპყრო.
-ეგენი ერთი დღით ხომ არ მიდიან, რამდენიმე კვირა დარჩებიან, ალბათ .. ერთი კვირა ხომ არ ექნება ვინმეს დაბადების დღე?! - გამოსავალი ვერ იპოვა გოგონამ და ღონეგამოცლილი მიესვენა საწოლზე - აუ, რა ვქნა?!
-რომ წამოხვიდე, არა?! - ფრთხილად შეაპარა ნინას და სანამ აყვირდებოდა, სიტყვები კიდევ ჩააკვეხა - ჩვენც იქ ვიქნებით, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობ იწექი, ჩვენ მოვაგვარებთ ისე, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს.
-რა აზრი აქვს, დადა?! - თვალები აემღვრა ნაკანს - წყნეთში წამოვიდე და ვიწვე?! - საკუთარი მდგომარეობა ძალიან მძაფრად განიცადა ნინამ და მიხვდა, ახლა რომ ეტირა, დადას სულ გადარევდა. როგორც ყოველთვის, ყელში გაჩხერილი ბურთი წვალებით გადააგორა უკან და ძალიანე ეცადა, როგორმე გონება დაეძაბა.
-უნივერსიტეტი მაინც იყოს დაწყებული, ლექციებს მოვიმიზეზებდი .. თან, გუშინ ვუთხარი, რა კარგია ეს კვირა თავისუფალი რომ გაქვს მეთქი! - იმედი ბოლომდე გადაეწურა ნაკანს და იმ ფაქტს შეეგუა, რომ აშკარად მოუწევდა წყნეთში წაბანცალება.
-სხვა გზა არ გრჩება ნინა, უნდა წამოხვიდე .. - ხმაჩამწყდარმა ამოილაპარაკა და კედელს რამდენჯერმე , მსუბუქად მიატყა კეფა. ძალიან ეტკინა იმ წამს თავისი წილი ნინა .. რატომ უნდა ყოფილიყო ცხოვრება ასეთი უსამართლო, რატომ უნდა დამართნოდა ასეთი რამ გოგონას, რომელსაც არასდროს, არავისთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია - ჩვენ იქ ვიქნებით .. ლუკაც იქ იქნება, ანდრიაც, მეც, დანარჩენებიც .. ლენკასაც წამოვიყვანთ, შენ არ ინერვიულო, კარგი?! - იცოდა, სულ ტყუილად რომ ლაპარაკობდა, თუმცა ფაქტი ერთი იყო, ნინა ვერანაირი მიზეზის მოფიქრებას ვერ მოახერხებდა.
-შარში ვარ, დადა! - სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი და ნიკაპი მუხლებზე ჩამოდო. იცოდა, ვერაფერს ვერ მოიტყებოდა .. იმიტომ, რომ გუშინ თავად გამოხატავდა ბედნიერებას თავისუფალ კვირასთან დაკავშირებით. ღმერთმა იცის, რამდენ მეგობარს წაიყვანდა ანა აგარაკზე .. რამდენ უცხო ადამიანს .. ის ფაქტი, რომ ნაკანის მეგობრებიც იქ იქნებოდნენ, ოდნავ უმსუბუქებდა გოგონას სადარდებელს. იცოდა, ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ არავის არაფერი შეემჩნია. რაც არ უნდა ყოფილიყო, ნამდვილად არ გახლდათ სასიამოვნო, წყნეთში გართობის მაგივრად წოლა და ძილი .. ეს უკანასკნელი კი ყველაზე მეტად სჭირდებოდა ნინას ორგანიზმს. არ შეეძლო ყველასთვის ენახებინა, რომ ცუდად იყო, სწრაფად იღლებოდა, ხანდახან გონებაც ებინდებოდა და ყველაფერი ასეთი. საერთოდ არ სურდა, ვინმესგან შეცოდება ეგრძნო, ვინმეს შებრალებოდა .. ძალიან უნდოდა ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო, ჩვეულებრივი გოგონა, ბედნიერი ღიმილითა და ჯანსაღი ცხოვრებით. იცოდა, ამ ყველაფერს კარგა ხანს რომ ვერ ეღირსებოდა, ან, საერთოდ ვერ ეღირსებოდა ...
უყურებდა დადა საწოლზე მიწოლილ, განაბულ გოგონას და ახლა ისე სტკიოდა, როგორც არასდროს. დაუფიქრებლად შეეძლო საკუთარი ჯანმრთელობის გაღება, თუ კი ამით ნინას წაადგებოდა, რამეში! არ შეეძლო ეყურებინა, როგორ ტკიოდა უდანაშაულო გოგონას , როგორ მალავდა საკუთარ ემოციებს, როგორ ცდილობდა არასდროს ეტირა, რომ ამით ახლობლები უფრო მეტად არ გაენერვიულებინა, როგორ უნდოდა, საზოგადობის ჩვეულებრივი ნაწილი ყოფილიყო, მასაც ისე შეძლებოდა დილიდან-საღამომდე გართობა, როგორც ყველა სხვას. იცოდა დადამ, ნინა ვერასდროს გახდებოდა საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი, იმიტომ კი არა, რომ ავად გახლდათ, არამედ იმიტომ , რომ ნინა სულ სხვა განზომილება იყო, სულ სხვა გონებით, ფიქრებით, ხასიათით. ძალიან ცდილობდა დაავადებაზე არ ეფიქრა და ყურადღება როგორმე სხვა რამეზე გადატანა, თუმცა ფაქტი ერთი იყო, ლეიკემიის გახსენებაზეც კი აყრიდა ტაო, უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა სხეულში და გრძნობდა, როგორ უთრთოდა ყველა ორგანო, ყველა უჯრედი .. საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე, სიკვდილზე ხშირად უფიქრა. ყოველ ღამით, დაწოლის წინ , ცხადად გრძნობდა .. სიბნელეს .. უკუნითს .. ტკივილს .. ჩაესმოდა ტირილი .. კივილი .. და მისი სახელის შეუჩერებელი ძახილი. სიზმარში, გაუჩერებლად ანჯღრევდა ვიღაც, მერე ეღვიძებოდა, დაფეთებული გამოერკვეოდა ხოლმე უკუნითიდან და იმის გააზრება, რომ ის არსად წასულა, ის ისევ აქ იყო, საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახთან .. ბედნიერებისგან უმღვრევდა ზღვისფერი თვალებს. ტანჯავდა დადას, გოგონას თითოელი მოძრაობა, შესამჩნევად ათრთოლებული კიდურები, მღელვარებისგან გაბზარული ხმა, სხეულში დავლილი უსიამოვნო ჟრუანტელი. ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო ყველაფერი ასეთი უსამართლო, სად იყო უფალი, სად იყო სამართალი, რა სჭირდა ადამიანს, რომელზე წმინდაც დედამიწის ზურგზე არავინ ეგულებოდა. ძალიან უნდოდა, გოგონას ეტირა , ემოციებისგან დაცლილიყო, ოდნავ მაინც დაესვენა .. ნინა ჯიუტად იკლავდა გულში ყველა ემოციას, განცდას .. მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი უარესად არ დაეძაბა, ისედაც ჰყოფნიდა ის ტკივილი, რასაც მათ აყენებდა , ლ ე ი კ ე მ ი ი თ.
საწოლზე მიძინებულ, ემოციურად გადაღლილ გოგონას ხვნეშით მიუახლოვდა. ზემოდან დააჩერდა, სახეზე ჩამოყრილი, ყავისფერი, სურნელოვანი თმა ფრთხილად გადაუწია .. და მაინც, როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი ლაღი, საოცრად წმინდა, კეთილი ! ლუკამ ხომ უთხრა, ფრთებს ოსტატურად მალავო .. ამ სიტყვებში დადაც დიდი ხნის წინ დარწმუნდა.
-ტკბილი ძილი, ჩემო პატარა! - შუბლზე ძალიან, ძალიან ფრთხილად აკოცა ბავშვობის მეგობარს და სხეულში სითბო ჩაეღვარა - ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა! - ჩაიჩურჩულა თავისთვის, ცხვირი ოდნავ გაუხახუნა გოგონას გლუვ კანს, თმაზე წაეთამაშა და იქაურობა უხმაუროდ დატოვა.

უმცროსი ნაკანი, სახეზე შემოფრქვეულმა, თვილმა ჰაერმა გამოაღვიძა, სასიამოვნოდ რომ მოელამუნა სახეზე და მთელი დღის დაძაბულობა უკვალოდ გაუქრო. თვალების გახელა არც დასჭირვებია ისე მიხვდა, რომ მასზე „გადაფსკვნილი“ ანდრია უნდა ყოფილიყო. ისე ეძინა ბიჭს, რომ თავისდა უნებურად ნინაც მიებლიტა თვალები. სულაც არ აწუხებდა უფროს ნაკანს ის ფაქტი, რომ ნინასთან კი არა, ნინაზე იწვა. გაეცინა გოგონას .. ბავშვობიდან ასეთი ჩვევა ჰქონდა უფროსს , ხედავდა თუ არა დას , წამიერად ერეოდა ძილი. ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ მომენტში შეეძლო, ნინაზე „გადასკვანჯულს“ დაეძინა. ასე, გოგონაც ზედმეტად კომფორტულად გრძნობდა თავს, თუმცა გრძნობდა, მასზე წამოწოლილი მძიმე სხეულის გამო როგორ უჭირდა სუნთქვა.
-ანდრო .. - ოდნავ შეანჯღრია ბიჭი და ძალიან ეცადა მისი მკვალებიდან თავის დაღწევას - ანდრია! - ტონს ოდნავ აუწია და ძმას შეუღიტინა. ანდრო ისე წამოფრინდა, ნინას ლამის იატაკზე გაადენინა ზღართანი. ახარხარებული ბიჭი კიდევ უფრო კომფორტულად მოთავსა „ნინაზე“ და კმაყოფილმა შესცინა თვალებში.
-ნინ, ხომ არ ნერვიულობ?! - ცხვირზე წაეთამაშა გოგონას და მუცელზე ოდნავ მოუღიტინა. ოდნავ კი არა, ნაკანი ისტერიკაში ჩავარდა , ისე ახარხარდა, გადაბჟირდაო, ანდროს ეგონა და დაფეთებულმა დაიხია უკან.
-ცოცხალი ვარ, ნუ გაფითრდი! - კვლავ ახარხარდა გოგონა და ახლა თავად გადაწვა „ძმაზე“ - დადამ გითხრა, ხო?! - რამდენიმე საათის წინანდელი დიალოგი გაახსენდა ნაკანს და გამომეტყველება უჩვეულოდ დაუსერიოზულდა. ორი წამის წინ ყველაფერი ისე კარგად იყო, სულ არ გახსენებია წყნეთში რომ მიათრევდნენ, ძალით. მთელი დღე შეეძლო გაეტარებინა ასეთ სიცილ-კისკისში. ისეთი პოზიტივი მოდიოდა ანდროსგან, რომ საერთოდ არ ეფიქრებოდა არაფერ ცუდზე.
-ხო .. და არ მინდა, რომ ამაზე იდარდო! - ისე მკაცრად ჩაილაპარაკ ანდრიამ, ნინა ლამის იძულებული გახადა, აღარაფერზე აღარ ეფიქრა - მე იქ ვიქნები!
-ხო, შენ თუ იქ იქნები დიდი შეღავათი! - სასაცილოდ გაეკრიჭა ძმას და ენა პატარა ბავშვივით გამოუყო. ამ ჩვევას ბავშვობიდან ვერ გადაეჩვია, კი ტოვებდა 5წლის გოგოს შთაბეჭდილებას ..
-სერიოზულად ნინა, არ ინერვიულო, კარგი?! - ისეთი „საქმიანი“ ეჩვენა ძმის ტონი, რომ თავადაც ავტომატურად დაიყენა სერიოზული გამომეტყველება - ხომ იცი, წყნეთი აქვეა, ისე ჩამოგიყვან, სულ ფეხებზე ანას მეგორები .. - წინადადება დაასრულა ანდრიამ და საწოლზე წამოჯდა. ძალიან გაახარა ამ ბიჭის არსებობამ ნინა, იმ მომენტში.
-თქვენ კიდევ, იქ თუ გაერთობით და დროს ჩემს დევაში არ გაატარებთ, ძალიან გამახარებთ! - სიტყვა დააწია კარში გაჩხერილ, უკმაყოფილო გამომეტყველებით მომზირალ ანდრიას, უღიმღამოდ რომ ჩაუკრა თვალი და პირდაპირ ჰოლში გაიჭრა.

888

ლუკას მანქანაში „ჩაკუჭულს“, წყნეთის გზაზე მიმავალს, საერთოდ არ ახსოვდა გუშინდელი ფიქრები.შუბლი საქარე მინაზე მიეჭყლიტა, სასიამოვნო, გრილი სიო ელამუნებოდა სახეზე და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ისე აყოლებდა მუსიკას სხეულს .. აიკლო მანქანა, გადადგა ხალხი. მიდიოდა იმ განწყობით, რომ იქნებოდა ძალიან მაგრად, გაერთობოდა არაჩვეულებრივად და გაატარებდა საუკეთესო დროს. „თუ გულში ცუდი არაფერი გიდევს, მოლოდინიც მხოლოდ კარგის გაქვს „ ..
საქარე მინები ბოლომდე ჩაეწიათ, ნინა მანქანაზე „გადაკიდებულიყო“ და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა საყვარელი სიმღერის ტექსტს. ეს მას ეგონა რომ გაჰკიოდა, თორემ ხმა ჰქონდა არაჩვეულებრივი. ანა მონუსხულივით უსმენდა ნაკანს და იმ წამს ძალიან გაუხარდა, საერთოდ რომ გაიცნო.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკა და ანდრია დიდად ვერ ხალისობდნენ, საბოლოოდ უმცროსი ნაკანის პოზიტივი მათაც გადაედოთ. წინა სავარძლებზე მოკალათებულები, სარკიდან აპარებდნენ თვალს მოცეკვავე დისკენ და სიხარულის ნაცვლად, გაუსაძლისად სტკიოდათ.
-რა მუდო მები მყავს, თქვით რა?! - უფროსი ნაკანების მოღუშული სახის ყურებით გადაღლილი ნინა, უკმაყოფილოდ დაესვენა საკუთარ ადილას და შუბლი მინას მიაჭყლიტა.
-ენერგია დაზოგე, რომ იქაც იგულავო .. - გაეცინა ლუკას, დას გვერდულად გადმოხედა და თვალი ეშკამურად ჩაუკრა. ისეთი ენერგიით მიდიოდა ნინა წყნეთში, რომ შანსი არ იყო რაიმე დამართნოდა. თუ გადაიღლებოდა, საწოლზე მიწვებოდა და დაიძინებდა, ამაში გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო, თანაც, მარტო ხომ არ იქნებოდა, მთელი სამეგობრო თან მიჰყავდათ .. ანას მეგობრებსაც გაიცნობდა და ძალიან, ძალიან მაგრად გაერთობოდა.
-ანდრუშ, შენ მაინც რა დაგემართა?! - მხარი მიკრა ძმას და ლოყები სასაცილოდ გაუწელა - ასეთ სერიოზულს პირველად გხედავ .. ანას არ აფიქრებინოთ, რომ წასვლა არ გინდათ .. - ხმა დაისერიოზულა და ძმებისგან შეუმჩნევლად ჩაუკრა თვალი მის გვერდით მოთავსებულ ლოლაძეს.
-აი, ჩემებსაც რომ გაიცნობენ, მერე ძალიან მაგრად გაერთობიან. - ხმა უჩვეულად დაუთბა ანას - ცოტა აკლიათ, მაგრამ ეგ არაფერი.
-თუ არ გაკლია, ეგეც ნაკლია, ანული! - შესცინა უმცროსმა ნაკანმა და ფეხები „სიდენიაზე“ კომფორტულად აკეცა - რამდენნი არიან?!
-შვიდნი! - ისეთი სიამაყით ჩაილაპარაკა გოგონამ, ნინას გაეღიმა .. - ხუთი ბიჭი, ორი გოგო. - ტონზე შეატყობდით, რას გრძნობდა ლოლაძე მეგობრების მიმართ .
-ძალიან კარგი, რაც ბევრი მით უკეთესი. - საუბარში ანდრია ჩაერთო და ჩუმად ჯდომისგან გადაღლილმა, თავი საქარე მინას მიაჭყლიტა.
-ანდრუშ, შენ დღეს რეკორდი მოხსენი, იცი?! - ისე სერიოზულად წარმოთქვა უმცროსმა ნაკანმა, რომ ანდრიამ საკუთარი თავი ლამის წითელ წიგნში შეიყვანა - აი .. - საათს დახედა გოგონამ - ზუსტად ნახევარი საათია მუდოსავით ზიხარ.
-სამაგიეროდ მე წყნეთს დავიმხობ! - გოგონებს თვალი ჩაუკრა უფროსმა ნაკანმა და ისევ საკუთარ ადგილს დუაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ „უდარდელი“ კვირის იმედი ნამდვილად არავის ჰქონია, პოზიტივი არც ერთი წამით არ დაუკარგავთ.
-ნინა, შენ ხარ ყველაზე პოზიტიური, იცი?! - აღფრთოვანებულმა , თვალებგაბრწყინებულმა ანამ , მომღიმარ ნაკანს გახედა უზომოდ კმაყოფილი გამომეტყველებით - ზუსტად ვიცი, ჩემებს ძალიან მაგრად გაუგებ. - გაბადრულმა ჩაილაპარაკა და სახე ნინას მხარზე ჩამოდო. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა , ადამიანზე ასეთი შთაბეჭდილება ერთი ნახვით შექმნოდა და მერე .. მერე იმედები ბოლომდე გაემართლებინა ნინას. ძალიან ხალისიანი გოგო რომ იყო, ეს ჯერ კიდევ გადმოცემებით იცოდა, მაგრამ ნაკანმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. შეუძლებელიც კი იყო, ამ ადამიანის გვერდით მოგეწყინა, ან თავი უხერხულად გეგრძნო. უამრავი მეგობარი ჰყავდა ლოლაძეს და თითოეულ მათგანზე ეკეტებოდა ჭკუა, მაგრამ ნინა ვერც ერთ განზომილებაში რომ ვერ ჩააჯინა, იმიტომაც გადაირია მასზე. ადამიანი, რომელთანაც ნებისმიერ თემაზე გახსნილად შეძლებდით საუბარს, გაუმხელდით თავის განცდებს და ისიც ისე მიიღებდა, როგორც საკუთარს.
-მოვედით! - ფიქრებიდან საკუთარი სახლის დანახვამ გამოარკვია ლოლაძე. იმხელა იყვირა, ლუკა ლამის პირველივე ხეს შეასკდა. მანქანა ბოლომდე გაჩერებული არც იყო, ისე ისკუპა ანამ და წამიერად, ღია ჭიშკარში ამოყო თავი. როგორც გაირკვა, მეგობრისთვის მიუცია სახლის გასაღები .. ესენი კიდევ ისე დაფეთდნენ ღია ჭიშკრის დანახვისას, რომ ეგონათ სახლი გატანილი დავხდებოდათ. ღიმილით დატოვეს მანქანა და ხედით აღფრთოვანებულები, ცხვებივით აედევნენ ლოლაძეს.

888

თავისთვის განკუთვნილი, მხიარულ ფერებში გაწყობილი ოთახის აივანზე იჯდა ნინა. მეორე სართულის მოაჯირზე კომფორტულად შესკუპებული დაღლილობას საერთოდ ვერ გრძნობდა, არც ძილი უნდოდა და არც გულისრევის შეგრძნება აწუხებდა, დიდად. სახლით აღფრთოვანებული დარჩა, ხედმაც გადარია, დროებითი ოთახიც ძალიან მოეწონა, აივანზე ხომ საერთოდ გადაირია. ანას მეგობრების გაცნობა ვერ მოახერხეს, გზაზე ავარია მომხდარა და ღმერთმა იცოდა, როდის ჩამოაღწევდნენ წყნეთამდე. ჩვენ-ჩვენ ოთახებში დავისვენოთ სანამ ყველა ჩამოვაო, შეთანხმდნენ და დაიშალნენ. საკუთარი მდგომარეობა ზედმეტად ახარებდა ნინას, თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში საშიში არაფერი ელოდა წინ. საბედნიეროდ, ლუკასა და ანას შორისაც დაიდო ზავი და გაუთავებელ კინკლაობას ბოლო მოეღო. საერთოდ არ უნდოდა ახლა ნინას, თბილისში ყოფნა და იქ ამოხუთვა. აქაურობა ძალიან მოსწონდა და დარწმუნებული იყო, ანას მეგობრებსაც შესანიშნავად შეეგუებოდა.
ფიქრებიდან, ეზოში არანორმალური სიჩქარით შემოგრიალებულმა მანქანებმა გამოიყვანა. სამი, ზუსტად ერთი და იფივე ფირმის, ერთი ფერის ჯიპი .. გაეცინა და სახეზე ჩამოყრილი თმა სწრაფად გადაიყარა უკან. აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო, ეზოში ისეთი ხმაური ატყდა. ანა გიჟივით გამოვარდა გარეთ და მანქანებიდან ახლად გადმოლაგებულ საზოგადოებას სათითაოდ ჩამოეკიდა კისერზე. ერთმანეთს ისეთი თბილი თვალებით შესცქეროდნენ, ნაკანს ცოტა გაუკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მეგობრებზე მეტად არავინ ყვარებია, არასდროს შეუხედავს მათთვის სითბოთი სავსე თვალებით, ნუ, ისეთ „რამეებს“ სჩადიოდნენ, ემოციების გამომჟღავნების დრო სულ არ რჩებოდათ .. ზოგადად, თბილები არც არასდრო ყოფილან.
ანას სამეგობრო დაკვირვებით შეათვალიერა და რამდენჯერმე ჩასვლაც დააპირა, თუმცა მალევე გადაიფიქრა, ჯერ ყველა მოისიყვარულოს და იდილიას მერე დავურღვევო, გადაწყვიტა. მართლაც, ისე ეხვეოდა ლოლაძე სტუმრებს, რომ იქ უცხო ადამიანი ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა. ანას აშკარად კალათბურთელებთან ჰქონდა საქმე. ბიჭები შემოლაგდნენ ერთმანეთზე უფრო გრძელები და სპორტულები ..
ნინა ოთახში შებრუნდა და საწოლზე მხიარულად დაეხედთქა. სახლი წამიერად ახმაურდა .. ძალიან უყვარდა მხიარული, პოზიტიური ადამიანები, მეგობრული, მყუდრო გარემო და ახმაურებული მიდამო. თავი უჩვეულოდ კომფორტულად იგრძნო, გაეღიმა და სახე ბალიშში ჩარგო. ძალიან მალე, უცხო ხმებში საკუთარი მეგობრების საუბარიც გაარჩია, მისთვის არ დაუძახიათ, ალბათ ეგონათ, რომ ეძინა. საერთოდ, მგზავრობა ყოვეთვის ძალიან ღლიდა, თუნდაც 10 წუთიანი. ტრანსპორტში ჩაჯდომას მუდმივად არიდებდა თავს. თუმცა, ისეთი განწყობით წამოვიდა წყნეთში, რომ დაღლილობა ერთი წამითაც არ უგრძვნია. ის იყო, ფეხზე უნდა წამომხტარიყო და ქვემოთ ჩაერბინა, რომ კარი აჭრაჭუნდა .. ოთახში თავი ანამ შემოყო და ისე ფრთხილად შემოიხედა შიგნით, ნინამ სიცილი ვეღარ შეიკავა.
-თაგვი ხარ! - გადაიკისკისდა და საწოლზე წამოჯდა. მოულოდნელმა ხარხარმა ანა ისე დააფრთხო, ცოტაც და თავქუდმოგლეჯილი ჩაბრუნდებოდა თქვემოთ.
-ეძინებაო, მითხრეს .. ვერ არიან ესენი ცოტა, ხო?! - საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა გოგონამ და ღიმილით გაემართა საწოლზე გაშხლართული ნინასკენ - ხომ ჩამოხვალ?!
-მოვდიოდი უკვე, ანული! - მხიარულად წამოიძახა და მკვეთრი მოძრაობით წამოხტა ადგილიდან. სხეული ვერ შეიმაგრა, თავბრუ დაეხვა და ისევ საწოლზე დაემხო. რამდენიმე წამის წინ შესანისნავად იყო. თავი დაუმძიმდა, ვეღარ წამოსწია და ბალისამდე გაჭირვებით მიბობღდა. მსგავსი მდგომარეობა უცხო არ ყოფილა, არც საშიში იყო რამე .. სულ ცოტა ძილი, ისევ აღუდგენდა ფორმას და დაუბრუნებდა მუდმივად პოზიტიურ განწყობას, მაგრამ როგორ გინდოდა, ეს ყველაფერი შიშისგან ფერდაკარგული ანასთვის აგეხსნათ?!
-ნინა?! - ისეთი შეშფოტებული ხმა ჰქონდა ლოლაძეს, რომ ნინას გულით შეეცოდა - ცუდად ხარ?! - გაფითრებულ სახეზე ხელი მოუსვა ნაკანს და იგრძნო, როგორ მოეკვეთა მუხლები. სახე უჩვეულოდ გაჰყინვოდა გოგონას, ზღვისფერი თვალებიც აღარ იყო ისეთი კაშკაშა .. - ნინა, ხმა გამეცი, რა?! - ტემბრი ვეღარ დაიმორჩილა და ხმა გაებზარა.
-არაფერია, ანული, ნუ ნერვიულობ! - გაჭირვებით, თუმცა მაინც გამამხნევებლად ამოილაპარაკა ძილმორეულმა ნაკანმა და მიტკლისფერ ანას დამაიმედებლად გაუღიმა - მგზავრობა საშინლად მთენთავს ხოლმე .. - საუბარი აღარ შეეძლო, ძალიან უნდოდა დაეძინა და მერე, ისევ ღიმილიანს გაეღვიძა:)
-გინდა ბიჭებს დავუძახო?! - შიშის ნოტები ვერაფრით მოიშორა ლოლაძემ. ისე წამიერად შეიცვალა მის წინ მდგარი, მუდმივად მომღმარი ნინა, რომ საშინლად შეეშინდა, სულ ცოტაც და თავადაც ღონეგამოცლილი მიუწვებოდა ნაკანს. ნინას ხორბლისფერი, გლუვი კანი უჩვეულოდ გაფითრებოდა, ხელებიც არანორმალურად უთრთოდა გოგონას .. არა და, ანა რომ შემოვიდა, თავს არაჩვეულებრივად გრძნოდა.
-არა, არა! - ისტერიულად შეიცხადა ნაკანმა და სახე საბანში ჩამალა - ანა, უბრალოდ დავისვენებ და ჩამოვალ! - ტემბრში სიმკაცრე შეერია და ძალიან ეცადა, აკანკალებული ლოლაძე ოდნავ მაინც დაემშვიდებინა.
-ხო, მაგრამ .. - საშინლად დაიბნა გოგონა – იქნებ ლუკასთვის მეთქვა?! - ვერ წაროედგინა, როგორ შეიძლებოდა აკანკალებული ხელები და მიტკლისფერი სახე უბრალოდ დაღლილობის ბრალი ყოფილიყო, აშკარად ვერ იყო კარგად ნინა.
-ძალიან მაწყენინებ, იცოდე. - წყენის ნოტები შეეპარა ნაკანის ხმას და ანა მიხვდა,რომ არავისთვის არაფერი არ უნდა ეთქვა. ესმოდა კიდეც ნინასი .. ბიჭები ყველაფერს უფრო მეტად გაართულებდნენ , მას კი არ უნდოდა, სხვისი ნერვიულობის მიზეზი თავად გამხდარიყო.
-კარგი .. არავის არაფერს ვეტყვი, ოღონდ დაისვენე და მალე ჩამოდი, ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო. - საბანი გვერდევბზე ჩაუკეცა ნაკანს და საწოლზე ღიმილით ჩამოუჯდა - ძალიან შემაშინე .. - ამოიკნავლა ჯერ კიდევ გვარიანად დაფეთებულმა და ფაქტიურად ჩაძინებულ გოგონას, ყავისფერ კულულზე წაეთამაშა. იმედოვნებდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დაღლილობის ბრალი აღმოჩნდებოდა და ძალიან მალე, გოგონა ჩვეული ფორმით დაუბრუნდებოდა სამეგობროს.

888

გაახილა თუ არა თვალები ნინამ, ისეთი სასიამოვნო ხმები ჩაესმა, სხეული ერთიანად გაუთბა. მაინც ვის შეეძლო, პირიდან ასეთი საოცარი ჰანგები ამოეშვა. გაღიმებული წამოიზლაზნა საწოლიდან .. დაახლოებით 7 საათი ეძინა, ისეთ დროს გამოეღვიძა, წესით ახლა რომ უნდა დაწოლილიყო და დილამდე თვალი აღარ გაეხილა. ანას უზარმაზარ ეზოს, ლამპიონები ანათებდნენ .. მინდვრის შუაგულში კოცონი აეგიზგიზებინათ, გარშემო შემოსხდომოდნენ ჩაის ჭიქებით ხელში, საუბრობდნენ, იცინოდნენ , მღეროდნენ ..
საოცარი მეგობრული გარემო, მყუდროება, ბუნება, სუფთა ჰაერი, პოზიტივი, ბედნიერება.
საგრძნობლად გრილოდა წყნეთში, საოცრად ესიამოვნა დახუთული ქალაქის შემდეგ, საღამოს გრილი სიოს შეგრძნება სხეულზე.
ღიმილით მოიფარა პლედი და სახეგაცისკროვნებულო დაეშვა კიბეებზე. მსგავს სიტუაციაზე ოცნებობდა, ყოველთვის .. რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმაზე სასიამოვნო, ვიდრე მეგობრული გარემო, სიგრილე და ბედნიერება.
-ნინ! - ფეხი არ ჰქონდა გადგმული, ანას კივილი რომ შემოესმა, გოგონა საოცარი სისწრაფით დაიძრა ახლად გამოღვიზებული ნაკანისკენ, ჯერ კიდევ რომ ვერ გამორკვეულიყო სიზმრებიდან და დასიცხულივით დაბარბაცებდა აქეთ იქით - მძინარე მზეთუნახავი რომ ხარ, იცი?! - გაეცინა ლოლაძეს, მაჯაში ჩაავლო ხელი გოგონას და პირდაპირ ცეცხლისკენ გააქანა - ზუსტად 7 საათია გძინავს, მეგონა, რომ მოკვდი ..
-ხო, მგზავრობამ გადამღალა. - დამაიმედებლად გაუღიმა ანას და მზერა ანდრიაზე გადაიტანა, მონდომებით რომ უქნევდა ხელს დას და სავარაუდოდ, მასთან დაჯდომას სთხოვდა გოგონას - ძალიან მაგარი სიტუაციაა! - ჩაილაპარაკა გაბადრულმა და მოცინარი ანდროსკენ დაიძრა, გამწარებული რომ უხსნიდა ვიღაცას რაღაცას.
-ეს ნინაა, ჩემი უსაყვარლესი მული! - საკუთარ სიტყვებზე გაეცინა ლოლაძეს, დაჯექიო, ერთადერთი ცარიელი ადგილისკენ მიანიშნა ნინას და თავადაც დაესვენა პლედზე.
ყველას სახელი ჩამოუთვალეს ნაკანს .. ძალიან ეცადა თითოეული მათგანი დაემახსოვრებინა, მაგრამ იმდენნი იყვნენ, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხა. სავარაუდოდ საბასა და ანდრიას გვერდით ჩასკუპდა. თავი უჩვეულოდ კომფორტულად იგრძნო , სახე ძმის მხარზე ჩამოდო და გაინაბა.
-არ მითხრა, რომ გეძინება .. - ყურში ჩასჩურჩულა ანდრიამ და ცხვირზე პატარა ბავშვივით წაეთამაშა - იმდენი ხანი გეძინა, ანა ძლივს შევაკავეთ, ოთახში რომ არ შემოგვარდნოდა. - ჩაილაპარაკა დამთბარი ხმით და ხელი ჭიქას დაავლო. ნინამ უბრალოდ გაუღიმა, თქმით კი არაფერი უთქვამს.
-მოკლედ, ნინა .. - ნაკანს მის წინ მოკალათებულმა, შავგვრემანმა გოგონამ მიმართა, ანას გვერდით რომ ჩამოსკუპებულიყო და და-ძმებს ინტერესით ათვალიერებდა - არ ვიცი ანას რა გაუკეთე, მაგრამ ფაქტია, მულზე ასე შეყვარებული ადამიანი არასდროს მინახავს! - თავი გააქნია გოგონამ და აკისკისებულ ანას გახედა. ნინას გული გაუთბა, ჩაიღიმა და ძალიან, ძალიან შეუმჩნევლად ჩაუკრა თვალი ლოლაძეს. ანა თავადაც ძალიან მოსწონდა, ამიტომ, მისგან წამოსული დადებითი აურაც არანორმალურად ახარებდა. საერთოდ, არაფერია იმაზე კარგი, როცა ადამიანების კეთილგანწყობას იმსახურებ, თანაც, თავადაც არ იცი რას აკეთებ ისეთს, რომ ხალხს თავს ასე ძალიან აყვარებ ..
-ნინ, ჩაი დაგისხა?! - ფიქრებიდან ლოლაძის სასიამოვნო ხმის ტემბრმა გამოიყვანა. ხელში თერმოსს ათამაშებდა გოგონა და პასუხის მოლოდინში, განაბული მისჩერებოდა ნაკანს. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ნინამ და პლედზე უფრო კომფორტულად მოეწყო. ძალიან მოსწონდა ანას მეგობრები, უჩვეულოდ ლაღი, გულახდილი ადამიანები გახლდნენ. მის წრესაც ისე გაუგეს, თითქოს კარგა ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ - აიღე, ნინ! - შესძახა ლოლაძემ და ჭიქა გაუწოდა. საკუთარ გვირილებს რომ მოკრა თვალი ნაკანმა, გული აუფრთხიალდა, სუნთქვა გაუხშირდა , ამ გოგოს არსებობან საოცრად გაახარა და იგრძნო, რა ბედნიერებაა, როცა ვიღაცას უსიტყვოდ ესმის შენი. როგორც ჩანს, ანას ჭიქა თბილისიდან წამოუღია, სერიოზული ხომ არაფერი, მაგრამ უბრალო ყურადღებაა ..
-ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ! - გაბადრულმა ჩაილაპარაკა, წამოდგა და მომღიმარი ლოლაძისკენ დაიძრა. არანორმალურად უნდოდა, ანას ჩახუტებოდა და ეგრძნობინებინა, რომ მისი უსაზღვროდ მადლიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა, ბედნიერება წვრილმანებშია ..
-ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდა. - გადაუჩურჩულა გოგონას და ხელში ჩაი შეაჩეჩა - მე ვიცი, რატომ მაინც და მაინც გვირილები .. - ამოილაპარაკა უფრო თავისთვის, ვიდრე ნინას გასაგონად. ნაკანს არაფერი გაუგონია, ისე დაუბრუნდა საკუთარ ადგილს , ძმას მარცხენა მხრიდან აეკრო და გაინაბა. ძალიან სიამოვნებდა იმ შესანიშნავი ბგერების მოსმენა, ეს საოცრად სასიამოვნო ადამიანები რომ უშვებდნენ პირიდან.
-ხომ მოგწონს?! - გადმოუჩურჩულა ანდრიამ და კმაყოფილს გაეღიმა - ძალიან მაგარი ხალხია, აი, ნახავ როგორ გაერთობი ..
-ანდრუშ, ნუ ნერვიულობ, კარგი?! - კოპები შეკრა გოგონამ - თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.
უფროსს ნაკანს აღარაფერი უთქვამს, მიხვდა, ზედმეტი ყურადღებით გოგონასაც რომ გააღიზიანებდა და თავადაც სულ ტყუილად დაიტანჯავდა თავს. შესანიშნავ ფერზე იყო ნინა, თანაბრად სუნთქავდა და სახეგაბადრული ათვალიერებდა გარესმო , ასე რომ , ცუდად ყოფნის სულ არაფერი ეტყობოდა და რეალურად, თავის უაზროდ დათრგუნვა არც ღირდა.
-ისე, ნინაც მღერის! - სასიამოვნო მყუდროება ანას შეძახილმა დაარღვია .. ყველა თვალი ძმის მხარზე აკრულ , უმცროს ნაკანს მიაშტერდა. გოგონამ ისე დაუბრიალა თვალები ლოლაძეს, რომ ანა მიხვდა, უნდა გაჩუმებულიყო.
-იმღერე რა, ნინა?! - მშვიდად გადმოულაპარაკა ანდრიამ. ნაკანს ხმა არ ამოუღია .. საერთოდ არაფერი უთქვამს .. წინააღმდეგობა არ გამოუხეტავას და არც უარი განუცხადებია სიმღერაზე. ანდრიამ, რა თქმა უნდა, დუმილი თანხმობად მიიღო - საბა დაუკარი და იმედია ეს ქალბატონი იმღერებს! - უფროსმა ნაკანმა ნინას გვერდით მჯდომ, შავგვრემან ბიჭს მიმართა, ერთმანეთზე რომ გადაეჯვარედინებინა ორ მეტრიანი ფეხები და თვალი შეუმჩნევლად ჩაუუკრა.
-არ არსებობს, ვერ მამღერებთ .. - გონს სწრაფად მოეგო გოგონა და წამოდგომა დააპირა, ძმამ ერთი ხელის მოძრაობით რომ დააბრუნა თავის ადგილას - ნუ მეჭიდავები ანდრო, ხომ იცი, არ მიყვარს ხალხში სიმღერა. - განაცხადა უკმაყოფილოდ და თავი ჩახარა. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა და მისი პირიდან ამოშვებული ნოტები ერთ სიამოვნებად ღირდა, მაინც არ მღეროდა არსად, გარდა საკუთარი სამეგობრო წრისა. ანას მეგობრები ძალიან კი მოსწონდა, მაგრამ ნამდვილად არ აპირებდა ახლა და ამ სიტუაციაში სიმღერას. ანდრიამ მშვენივრად იცოდა დის სიჯიუტის ამბავი და , რა თქმა უნდა, არაფერი დაუძალებია. თავი ძლივს შესამჩნევად დაუქნია და ძველებურად განაგრძო გვერდით მჯდომთან ბაასი.
საბამაც გადადო გვერდით მომარჯვებული გიტარა და ნინა უკმაყოფილოდ აათვალიერ–ჩაათვალიერა. გოგონამ, რა თქმა უნდა, იგრძნო გვერდით მჯდომის დაჟინებული მზერა .. სიმართლე რომ ვთქვათ, საერთოდ არ ესიამოვნა .. თავი ასწია და პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა იმ მიზნით, რომ ბიჭი მიმხვდარიყო და როგორმე სახე გაეტრიალებინა. სამწუხაროდ, საბა ვერაფერსაც ვერ მიხვდა, პირიქით, უფრო ღრმად შეცურა ნინას ზღვისფერ თვალებში. მიხვდა ნაკანი, ასე ყურებას აზრი რომ არ ჰქონდა, ბიჭს წამითაც არ დაუპირები თავის გატრიალება, პირიქით, საკმაოდ კომფორტულად დათარეშობდა გოგონას სახეზე და დაკვირვებით ისწავლიდა თითოეულ ნაკვთს. ხო, გასაგებია, არ მოეწონა, ნაკანმა რომ არ იმღერა და მომარჯვებული გიტარის უკან დაბრუნება მოუწია, მაგრამ ასეთი დაჟინებული მზერა საერთოდ არ ყოფილა სასიამოვნო. ისე მისჩერებოდა, ნინამ წამით ისიც გაიფიქრა, რომ აქედან წაათრევდა ბიჭი და შამფურზე ააცამდა. საკუთარი ფიქრების აფსურდულობამ გააღიმა და ზღვისფერი თვალები გვერდით მჯდომიდან ისევ ცეცხლზე გადაიტანა. თავადაც ვერ მიხვდა, რამდენ ხანს უყურა ასე გაშტერებული, მაგრამ აზრზე საოცრად უსიამოვნო სუნმა მოიყვანა.
ჯანდაბა, სიგარეტი!
სახე უნებურად დაემანჭა, თავი შეატრიალა და პლედზე კომფორტულად გაშხლართულ, ნატიფ თითებში სიგარეტგარჭობილ საბას შეეფეთა. საშინლად მოქმედება ნაკანზე ნიკოტინი .. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ეწეოდა, კვამლიც კი უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა მასში, ოღონდ ხანდახან.. ხშირად, ძმებიც ეწეოდნენ მასთან ერთად და გოგონას ოდნავაც არ რეაგირებდა. ამ ფაქტს ახსნა ვერავინ მოუძებნა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ამ შემთხვევაში კინაღამ გაიგუდა. „უსიამოვნო შეგრძნებები“ რბილი ნათქვამია .. სუნთქვა გაუხშირდა და თვალები აემღვრა. იცოდა, მოწევას რომ ვერ დაუშლიდა და ვერც იმას აუხსნიდა, რატომ არ უნდა მოეწია საბას მისი თანდასწრებით. ძალიან აბრკოლებდა ის ფაქტი, რომ აქ არავინ იყო გარკვეული მისი მდგომარეობის სიმძიმეში.
ხმა არ ამოუღია, ბიჭს მზერა აარიდა და ულაპარაკოდ წამოდგა. სულ ცოტა ხანიც რომ გაჩერებულიყო იმ სიტუაციაში, შეიძლებოდა იქვე დაეკარგა გონება. არც უთხოვია საბასთვის, რომ სიგარეტი ჩაექრო .. საერთოდ არ მოსწონდა ეს ბიჭი და ოდნავი სურვილიც არ ჰქონდ იმისა, რომ მისთვის ოდესმე რაიმე ეთხოვა. საბედნიეროდ, ანდრია იმდენად გახლდათ საუბარში გართული, რომ დის წამოდგომა არც შეუმჩნევია, თორემ რა გაუზლებდა უამრავ კითხვას.
სუფთა ჰაერმა სწრაფად იმოქმედა, ლიბრგადაკრული მზერაც გადაეწმინდა და განწყობაც უჩვეულოდ აუმაღლდა. რამდენიმე წუთი დაჰყო აივანზე, მისი აზრით ეს დრო სრულიად საკმარისი იქნებოდა ერთი ღერის ჩასამთავრებლად. არც შემცდარა, მშვიდად დაუბრუნდა საკუთარ ადგილს და გრილი, სუფთა ჰაერი ხარბად შეისუნთქა. ისევ იგივე პოზაში იჯდა საბა .. პლედზე დაწოლილს, ორ მეტრიანი ფეხები ერთმანეთზე გადაეჯვარედინებინა, გვერდით გიტარა მოედო და სახეგაბადრული ესაუბრებოდა ძმაკაცს, გაურკვეველ თემაზე. იმ ფაქტმა, რომ ბიჭს სიგარეტი უკვე ჩაექრო, ნინას უზარმაზარი ლოდი მოხსნა გულიდან. ის იყო, ჩაის დასასხმელად თერმოსისკენ უნდა გადახრილიყო, რომ უსიამოვნო სუნმა ცხვირი კვლავ აუწვა. გაოცებულმა მიატრიალა თავი საბასკენ და მის თითებში სიგარეტი რომ დალანდა, წამიერად თვალთ დაუბნელდა. ჯანაბა, ყოველ წამს ხომ არ ირბენდა, აქეთ-იქით?! მაინც რა სიჩქარით ეწეოდა ეს ბიჭი .. ასე თავსაც მოიკლავდა, მანამდე კი კანაკსაც გააფრთხობინებდა სულს. გვირილებიან ჭიქას ხელი შეუშვა , საბასკენ მთელი სხეულით შებრუნდა და ეცადა რაც შეიძლება დაბალ ხმაზე ეთქვა.
-ჩააქრე რა, სიგარეტი?! - ისე ჩაილაპარაკა, რომ მხოლოდ მის გვერდით მჯდომს გაეგო და მოახერხა კიდეც. დარწმუნებული იყო, საბა უპასუხოდ რომ არ ატოვებდა და საერთოდ არ უნდოდა, მათი დიალოგი ანდრიას მოესმინა. შესანიშნავად შეამჩნია, როგორ გაუფართოვდა თვალები საბას და როგორ აათვალიერა ნაკანი კიდევ ერთხელ. ესმოდა ნინას, მისი გამოსვლა ძალიან გასაკვირი რომ იყო, ალბათ, ამ ბიჭისთვის მოწევა არც არავის დაუშლია, იმიტომ, რომ ლეიკემიით დაავადებული გვერდით არავინ ყოლია:)
-რა შენი საქმა, მე რას ვიზამ?! - გაიკვირვა ბიჭმა, კიდევ ერთხელ დაარტყა ნაფაზი და ღრმა, მეტყველი ყავისფერი თვალები გოგონას შეანათა. მსგავსი პასუხის მოსმენას, ნინა ოდნავაც არ გაუოცებია. რეალურად, საერთოდ არ იყო მისი გასარკვევი ვინ მოწევდა სიგარეტს და ვინ არა, მაგრამ საქმე მის ჯანმრთელობას ეხებოდა. იცოდა ნაკანმა, საბას მისი მდგომარეობის შესახებ რომ გაეგო, დაუფიქრებლად ჩააქრობდა იმ დაწყევლილ სიგარეტს, იმიტომ, რომ ბოროტ ადამიანს სულაც არ ჰგავდა .. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას ვერავის ეტყოდა. ამიტომ, ჩხუბს და აყალმაყალს ისევ ადგომა და იქაურობის დატოვება ამჯობინა. ძალიან ეცადა ძმისგან შეუმჩნევლად წამომდგარიყო, თუმცა ანდრიას მზერა მაინც დაიჭირა ..
-წყალს დავლევ ანდრუშ და მოვალ .. - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და იქაურობა დატოვა. სანამ თვალს არ მიეფარა, მანამ აუწვა ზურგი საბას დაჟინებულმა მზერამ. ისეთი გაოცებული მისჩერებოდა ბიჭი, რომ სხვა შემთხვევაში, ალბათ სიცილიც აუტყდებოდა ნინას. ლოგიკურიც იყო, საბას ადგილას, ალბათ თავადაც ასე მოიქცეოდა, თუმცა მისმა ცინიკურმა ტონმა და დამცინავმა მზერამ მაინც მოუშალა ნერვები.
ეცადა, რაც შეიძლებოდა დიდხანს გაჩერებულიყო საკუთარ ოთახში. აღარ ჩავალო, რამდენჯერმე ისიც გაიფიქრა, მაგრამ საერთოდ არ უნდოდა აგონიაში გადაშვებული ძმების დაფრთხობა და ანერვიულება, ამიტომ ისევ ჩასვლა ამჯობინა. საბა ისეთი სისწრაფით ეწეოდა, 15 წუთში 7 ღერ სიგარეტს მაინც ჩაკლავდა, ამიტომ, ზუსტად 15 წუთი გაატარა საკუთარ საწოლზე ჩამოსკუპებულმა, შემდეგ კი ისევ აუჩქარებელი ნაბიჯებით გაუყვა გზას მეგობრებისკენ.
თავის ადგილას დაბრუნებულმა, გვერდით მჯდომის ხელში სიგარეტი ვერ შეამჩნია, თუმცა იცოდა, როცა მოესურვებოდა, მაშინ ამოაძვრენდა ჯივიდან ერთ ღერს. საკუთარ ადგილას დაბრუნებულ ნაკანს, ცინიკური მზერა შეავლო ბიჭმა და ქვემოდან ისე ახედა, აიძულა ზღვისფერი თვალები მისთვის გაესწორებინა. რა თქმა უნდა, არ დააყოვნა ბიჭმა და სპეციალურად გოგონას ნერვების მოსაშლელად გაირჭო პირში ერთი ღერი. ნინას ჩაეცინა .. საკუთარმა უსუსურობამ გააცინა და იგრძნო, როგორ დაუარა ორგანიზმში ცხელმა ტალღამ. ძალიან უნდოდა, ახლა ეს ბიჭი დაეჭირა და ის ყავისფერი თვალები ამოეთხარა. მსგავსი არასდროს არაფერი მოსვლია, მაგრამ საბამ მოახერხა და განწყობა სასწაულად მოუშხამა.
-არ შეგიძლია თხოვნა გაითვალისწინო?! - კბილებს შორის გამოსცრა ნაკანს , გვერდით მჯდომ, ცინიკურად მომზირალ საბას პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა და ბრაზი კიდევ უფრო მოერია.
-არა! - საოცრად ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა ბიჭმა , ნაკანს ცალყბად გაუღიმა და კვამლი პირდაპირ სახეში შეაფრქვია - თუ არ გსიამოვნებს, შეგიძლია გადაჯდე! - არაჩვეულებრივად გაიგონა გოგონამ, როგორ გააღრჭიალა კბილები მის გვერდით მდჯომმა, აშკარად მასზე უფრო მეტად გაღიზიანებულმა საბამ. ოხ, ჭკვიანი! გადაჯდომა რომ შეძლებოდა, აქამდე ათასჯერ გადაჯდებოდა .. ახლა რომ ამდგარიყო, ლუკას და ანას ხომ არ ჩაუხტებოდა შუაში, არა?! სხვაგან კიდევ, რა თქმა უნდა, ვერ გადავიდოდა, იმიტომ, რომ ანდრია აუცილებლად ჰკითხავდა მიზეზს, მას კი სულაც არ უნდოდა ვინმეს შორის კონფლიქტის მიზეზი თავად გამხდარიყო.
იგრძნო ნაკანმა, როგორ შეეკუმშა ფილტვები და მუცელი გაუსაძლისად აეწვა. გოგონას გაფითრებული სახის ნაკვთები, არც საბას გამოპარვია მხედველბოდან, მაგრამ , რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნინას სიბრაზეს მიაწერა და გულში გამარჯვება იზეიმა. საერთოდ, ასეთი ცინიკოსი არასდროს ყოფილა, პირიქით, ძალიან მხიარული და პოზიტიური ადამიანი გახლდათ, თუმცა თავადაც ვერ მიხვდა, რამ გაახსნევინა პირი და რამ ათქმევინა შემდეგ სიტყვები ..
-რა იყო, ავადმყოფი ხარ?! - გაეცინა ბიჭს და კიდევ ერთხელ დაარტყა ღრმა ნაფაზი. ნაკანმა იგრძნო, როგორ დაემატა ნიკოტინის სუნისგან ჩამწვარ სხეულს, კიდევ სხვა რამ, რომლის ტკივილის სიძლიერესთანაც წამით ვერ მოაღწევდა კვამლისგან გამოწვეული სხეულის წვა. სუნთქვა გაუჭირდა და შესუნთქვა-ამოსუნთქვა იმდენად გაახშირა, რომ ირონიულად მომზირალი საბაც ოდნავ გააკვირვა. არ უნდოდა იმ წამს არაფერი, არც იქ ჯდომა, არც მეგობრები, არც პოზიტივი, არც ბედნიერება .. სახლში უნდოდა, ძალიან ..! ამღვრეული თვალები ცეცხლს გაუშტერა და შეკავებული ცრემლებისგან შეფერადებულ ცხვირს თითები დაუნიავა. არ ულაპარაკია, არც შეწინააღმდეგებია ბიჭს, არც ერთი ამბები აუტეხავს და ანდრიაც კი არ გაუფრთხილებია, ისე წამოდგა და ნელი მოძრაობით გაემართა სახლისკენ.
პულსაცია ისე აუჩქარდა საბას, რომ 220საც გადააჭარბებდა, სავარუდოდ .. წამით შესძულდა საკუთარი თავი და თითებში გაჩრილი სიგარეტი ძლიერად მოისროლა მინდვრისკენ. საერთოდ ვერ ხვდებოდა, რამ აუჩუყა გოგონას გული, მაგრამ ერთი რამ იცოდა, მიზეზი საკუთარი დაუფიქრებელი სიტყვები იყო. ნინას „ავადმყოფობა“ წამითაც არ გავულია გონებაში .. უბრალოდ ეგონა, რომ ნაკანი მისმა სიგარეტმა გააღიზიანა ასე ძალიან. დანაშაულის შეგრძნება სწრაფად მოიცილა და საკუთარ თავს გაუწყრა, ვიღაც ნინას გამო , სულ ტყულად რომ ანერვიულდა. ნაკანი ერთ ჩვეულებრივ „ისტერიჩკად“ შერაცხა, ყურადღების მისაქცევად რომ მართავს სცენებს და „ნიანგის“ ცრემლებს ღვრის ..
კიბის ბოლოში ასულ ნინას ცინიკური მზერა შეავლო და გვერდით მიგდებული გიტარა, კმაყოფილმა მოიმარჯვა ხელში.

* * *

5,000 ზე მეტი სიტყვაა, ეს თავი წესით მესამე და მეოთხე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ მინდოდა ძალიან გამეწელა და ერთ თავში ჩავატიე. თან, შეიძლება ხვალ ვერ დავდო და არ მინდოდა დღევანდელი პატარა გამოსულიყო.
ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მოგწონთ და გსიამოვნებთ.



№1  offline წევრი Sexy Mädchen

კითხვა მაქვს. ბაიაგა რა არის?;დდ
--------------------
:)

 


№2  offline წევრი ელეონორა

ბეჭდვაში რომ მაქვს შეცდომა, ამას დიდი მიხვედრა სჭირდება? :)
Sexy Mädchen
კითხვა მაქვს. ბაიაგა რა არის?;დდ

 


№3  offline წევრი Elensio

ძალიან მეცინება ამ ადამიანზე, სიტყვებში რომ უსაფრთება ყველას))
ხო, ახლა რაც შეგეხება შენ .. ხარ ძალიან მაგარი, საოცრად ნიჭიერი და ყველანაირად დახვეწილი. მოვლენბს ნუ დააჩქარებ, წერე ისე როგორც შენ მოგწონს და გსიამოვნებს

 


№4  offline წევრი Sexy Mädchen

კი არ ვუსაფრდები,ჩემო კარგო,თვალს ხვდება თავისით:დ
--------------------
:)

 


№5  offline წევრი Svvaaaniii

ამხელა თავში "ბაიგაზე" მნიშვნელოვანი ვერაფერი შეამჩნიეთ? :))
ელეონორა შესანიშნავად წერ, ძალიან მომწონს შენი წერის სტილი.. არ მინდა რომ, მოვლენები დააჩქაროო გადმოეცი ისე როგორც გსურს რომ, დაწერო! ნინა ძალიან, მომწონს აი ძალიან.. შენ კიდე ისე გადმოცემ რომ, ასე მგონია მეც იქ ვარ და ვუყურებ მიმდინარე მოვლენებს love წარმატეები ჩემო კარგო
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№6  offline წევრი Sexy Mädchen

წინა თავშიც ბეჭდვისას დაშვებული შეცდომა იყო?:დდ რაღაც არა მგონია:დდ არც ახლა და არც წინაზე:)):დდ
--------------------
:)

 


№7  offline წევრი ელეონორა

Sexy Mädchen
წინა თავშიც ბეჭდვისას დაშვებული შეცდომა იყო?:დდ რაღაც არა მგონია:დდ არც ახლა და არც წინაზე:)):დდ

ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ, რაღაც არ მახსოვს წინა თავში მსგავსი რამ დამეწეროს. დამიჯერე, ბეჭდური შეცდომაა, მაგრამ არც ესაა პრობლემა ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent