უკანასკნელი გაფრენა [4]
* * * ბავშვებო, რა მინდა რომ ვთქვა .. ე.ი წინა თავი ავტვირთე დილით, თუმცა საიტზე არ გამოქვეყნებულა, დაიდო ყველა ჩემამდე და ჩემს შემდეგ გამოქვეყნებული ისტორია, თუმცა ეს არა. მერე, არ ვიცი ზუსტად როდის, მაგრამ ძალიან გვიან, სადღაც ბოლოში აღმოჩნდა ეს თავი და შესაბამისად, ბევრმა ადამიანმა ვეღარ მოახერხა წინა თავის ნახვა იმიტომ, რომ სულ სულ ბოლოში ჩავარდა მაშინ, როცა აფსოლიტურად ყველა ისტორია თავის დროზე გამოქვეყნდა. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი აღარაფერი განმეორდება. ესეც შემდეგი თავი. იმედია, მოგეწონებათ. 4თავი -ხომ მოგწონს აქაურობა?! - ჩაის ჭიქები ნიჟარაში ჩააწყო ნინამ და გვერდით ატუზულ დაქალს გადახედა, წინა დღით რომ ვერ მოახერხა წყნეთში ჩამოსვლა და დღეს დილით დაადგა თავზე მეგობრებს - ყველა ძალიან საყვარელია, აი ნახავ, როგორ მოგეწონება! - გაბადრულმა გაუღიმა და სამზარეოლოს მაგიდაზე შემოსკუპდა. გონებაში საბა და მისი სიგარეტი ამოუტივტივდა და საკუთარი სიტყვები წამით ინანა კიდეც. -უკვე მომწონს აქაურობა! - ხელი ხელს შემოჰკრა ლენკამ - თან, ანაც როგორი სიყვარელია?! - შესცინა დაქალს, სკამი ხმაურიანად გამოსწია და მგზავრობით დაღლილი, მოურიდებლად გაიშხლართა. ლენკას კომუნიკაბელურობის ამბავი საქვეყნოდ იყო ცმობილი, ამიტომ სულაც არ გაუჭირდებოდა უცნობ საზოგადოებასთან შეგუება - ხალხი სად არი?! - სიჩუმით შეწუხებულმა მოათვალიერა გარემო და გაფართოებული თვალები, ისევ ნინას მიაპყრო. -ხალხს სძინავს, ლენკა. - გაეცინა ნაკანს და სკამებზე დალაგებული, ორ მეტრიანი ფეხები ერთმანეთზე გადააწყო. სულ რაღაც 8 საათზე დაადგა ლენკა თავზე და სძინავთო, რომ გაიგო ისეთი სახე მიიღო, ნინამ ინსტიქტურად დაიხედა მაჯის საათზე. -აუ, წამო ლუკას და ანდრიას შევუვარდეთ, რა?! - წამწამები ეშმაკურად აახამხამმა ლენკამ და ის იყო ფეხზე უნდა წამოვარდნილიყო, რომ ნინამ ერთი მარტივი მოძრაობით დააბრუნა თავის ადგილას - აუ, რა იყო, რა ჯანზე ხარ?! - შეიცხადა გოგონამ - ნუ ხარ უჟმური, გავაღვიძოთ, რაა .. -იმ ოთახში ლუკას და ანდრიას გარდა, კიდევ სამი ბიჭი წევს არეშიძე და ძალიან გთხოვ, ფეხი არ მოიცვალო! - ისე დატუქსა დაქალი, ლენკამ თავი დამნაშავედ იგრძნო. ძალიან ინანა ნაკანმა, დაქალს ბიჭების ოთახი რომ აჩვენა, რამდენიმე წამის წინ - გუშინ ისედაც გვიან დაიშალნენ. -შენ, ნინა?! - თვალები დააწვრილა არეშიძემ და მომღიმარი დაქალი ყურადღებით აათვალიერ - ჩაათვალიერა. მშვენივრად ახსოვდა, როგორ ორჭოფობდა ნინა აქ წამოსვლამდე და როგორ უნდოდა თბილისში დარჩენა .. ახლა კი, სულაც არაფერი ეტყობოდა ცუდად ყოფნის. ამ ფაქტმა საოცრად გაახარა ლენკა და ისედაც აციმციმებული თვალები, კიდევ უფრო აუკიაფდა. -რა მე, ლენკა?! - გაეღიმა ნაკანს - თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ცხოვრება მიხარია, ყველაფერი ძალიან კარგადაა, არც სანერვიულოა რამე და გთხოვ, აქ ბოლომდე გაერთე, ჩემზე საერთოდ არ იდარდო და ყველაფერი არ ჩაიმწარო .. ხომ ხედავ, არაჩვეულებრივ ფერზე ვარ! - ხელები ღიმილით გაშალა და მაგიდიდან ჩამოხტა. არეშიძის აწყლიანებული თვალები რომ შეეფეთა, ოდნავ შეკრთა, იგრძნო, რა მძაფრად განიცადა ლენკამ მისი თითოეული სიტყვა, თითოეული მიმიკა - ახლა თუ იტირებ, იცოდე როგორ ჩამობრდანდი ისე გაგაბრუნებ უკან, ხომ გაიგე?! -არ ვტირი! - შეკავებული ცრემლებისგან ამწვარ, ჩაწითლებულ თვალებს ხელი დაუნიავა და თავადაც მკვეთრი მოძრაობით წამოხტა სკამიდან. საერთოდ არ აწყობდა ახლა ტირილი, მითუმეტეს ხედავდა, როგორ ამაღლებულ განწყობაზე იყო ნინა და სულაც არ სურდა, საკუთარი ცრემლებით დაემძიმებინა ნაკანი - უი, რა უნდა მოგიყვე?! - იმხელა ხმაზე შეჰკივლა ლენკამ, სავარაუდოდ მთელი სახლი გამოაფხიზლა. ნინას სიცილი აუტყდა, ისტერიული .. ყოველთვის ეცინებოდა დაქალის მოულოდნელ გამოხტომებზე. კისკისით "გაათრია" გოგონა მინდორში და როგორც იქნა, ამბის მოსასმენად მოკალათებული, ყველაფრის მოსაყოლად პირდაღებულ ლენკას მიაჩერდა. -გუშინ ღამით ლექსო დამადგა, წარმოგიდგენია?! - სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი და ყბაჩამოვარდნილ ნაკანს გახედა - კონცერტები მომიწყო, დედაჩემი ძლივს გავაჩერე, პოლიციაში რომ არ დაერეკა. -მამაშენი?! - სიცივემ თხემიდან ტერფამდე დაუარა ნინას, ნიკოს გახსენებისას. გარკვეული მიზეზების გამო, ნიკოს ერთხელ მაინც რომ ენახა ბედოვლათი ლექსო, ზუსტად იცოდა ნაკანმა, სიცოცხლეს რომ გამოასალმებდა. -მორიგე იყო, ნინა, წარმოგიდგენია?! - როლებში შეიჭრა არეშიძე - ხვდები მაინც, როგორ გამიმართლა?! აი, უბრალოდ წარმოიდგინე .. ნიკო სახლში რომ ყოფილიყო, ახლა ლექსოს სამძიმარზე მოხვიდოდი! - ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა ლენკამ - წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. - თავი ჩახარა არეშიძემ. ნინას სიცილი აუტყდა, ისტერიული .. სული ვეღარ მოითქვა, ატკივებულ ფერდებზე იჭერდა ნატიფ თითებს და ყველანაირად ცდილობდა ემოციები მოეთოკა, ლენკას თავდასხმის ობიექტი რომ არ გამხდარიყო - რა გაცინებს?! - გადაირია არეშიძე და ნინა მიხვდა, ახლა უნდა მოეკეტა. -ისე, ლენკა, ძალიან მაგარი ბიჭია ეგ შენი ლექსო .. - ამოიკნავლა გოგონამ და სიცილისგან წამოსული ცრემლები თითით შეიმშრალა. ლენკას ძალიან მოუნდა, რომ ნინას თვალზე წამოსული ცრემლები, მთელი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სიცილის ყოფილიყო, ან .. ბედნიერების .. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ფსიხოპატი იყო ეს ბიჭი, ნაკანი მაინც დაუფარავად ამჟღავნებდა მის მიმართ სიმპათიებს. ძალიან უნდოდა ლექსო ლენკასთვის და რეალურად, ლენკასაც ძალიან უნდოდა ლექსო თავისთვის. -ხომ არ აფრენ?! - ისე შეიცხადა არეშიძემ, რომ ნინა წამიერად დასერიოზულდა. არა და, შესანიშნავად იცოდა, რასაც გულისხმობდა ნაკანი და თავადაც ძალიან სიამოვნებდა ლექსოს გამოხტომები. -კარგი რა, ლენკა?! - თვალები მობეზრებულად გადაატრიალა და ისევ გაეცინა - ნიკოს სახლში მივარდნას გამბედაობა არ უნდა?! - შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიყარა და დაქალის სიტყვებით აშკარად კკმაყოფილ არეშიძეს გახედა - ძალიან მაგარი ბიჭია, ნინ. -გიჟი თავისუფალია! - ხელები "გაოცებულმა" გაშალა ლენკამ - არ არის ნორმალური მეთქი, რომ ვამბობ, დამიჯერე რა?! გაგვაფრენინა მეც და მამაჩემსაც. -კარგი , ერთი ! - საჩვენებელი თითი გამაფრთხლებლად დაუქნია დაქალს და ჩაეღიმა - შესანიშნავად იცი, რომ ნიკო ზედმეტად ფიცხი და გაუწონასწორებელია, არც ლექსო აკლებს, მაგრამ ძალიან რომ გიყვარს, ამას რა მოვუხერხოთ?! - ქვედა ტუჩი სასაცილოდ გადმოაბრუნა და მხრები აიჩეჩა - იმასაც ჩემზე უკეთ ხვდები შენ, რომ ლექსო ამით არ დაასრულებს. -რატომ მაშინებ?! - ამოიკნავლა ლენკამ. დამამისისა და ლექსოს ორთაბრძოლის წარმოდგენინას, უსიამოვნოდ გასცრა ტანში და ამღვრეული თვალები ნინას წვრილ მაჯაზე შებმულ, წითელ სამაჯურს გაუშტერა. -არ გაშინებ ლენკა, უბრალოდ გეუბნები, რომ ლექსო ძალიან გამბედავი ბიჭია და იმაზემეტს გააკეთებს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია! - საბოლოოდ გაუხეთქა გული ისედაც ათრთოლებულ არეშიძეს და კმაყოფილს გაეღიმა. ისევ თვითონ თუ უშველიდა ამ უთავბოლო წყვილს - ნერვებს მიშლით ორივე, რა?! -აუფ, შენ რა გენაღვლება, მამაშენი კი არ ემუქრება დახვრეტით იმ ადამიანს, რომელზეც გიჟდები! - სწრაფად ჩამოარაკრაკა ლენკამ და ტუჩზე იკბინა. ნინას გაოცებულმა გამომეტყველებამ გააღიმა .. - არ დამიწყო ახლა, შენც შესანიშნავად იცი, რომ ვგიჟდები მაგ ბიჭზე. -რომ ვიცი, იმიტომაც გელაპარაკები ამდენს! - სახეგაბადრულ არეშიძეს ღიმილით აუჩეჩა თმა და ისევ სიცილით დაუბრუნდა საკუთარ ადგილს. თვალებით, ჯიბისკენ მიანიშნა გოგონას, მაგრამ ლენკა ვერ მიხვდა და დაბნებულმა შეანათა ყავისფერი თვალები. - დაურეკე, ლენ! -არა, გადაირიე?! - ხელები გაასავსავა არეშიძემ. შანსი არ იყო, ახლა მობილური ამოეღო და ლექსოს ნომერი მოეძებნა, თუმცა, მოძებნა საჭირო არც გახდებოდა, ისედაც კარგა ხნის წინ დაიზეპირა საყვარელი ციფრები. -შენ ძალიან მშიშარა ხარ, ლენკა .. - თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ისევ დაქალს მიუბრუნდა - აი, ესაა განსხვავება შენსა და ლექსოს შორის. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორმე შენთან ყოფნა შეძლოსი, მაგრამ შენ .. შენ?! საერთოდ არაფერს ცდილობ .. შენ გეშინია, ლენკა, მას არა. - ხელები დაიკრიფა და სახეაშლილ არეშიძეს მიაჩერდა. იცოდა, სუსტ წერტილზე რომ აჭერდა გოგონას, მაგრამ ძალიან უნდოდა, როგორმე წაექეზებინა არეშიძე. -ხვალ დავურეკავ! - გადაჭრით ჩაილაპარაკა გოგონამ და სახე უარესად მოექუფრა. რა ექნა, არ შეეძლო ასე უბრალოდ აეღო ტელეფონი და დაერეკა. ძალიან, ძალიან ბევრს ფიქრობდა ლენკა და სწორედ ეს აბრკოლებდა ყველაფერში. არ შეეძლო, რომ უბრალოდ გაერისკა .. მას ყველაფერი კარგად უნდა აეწონ-დაეწონა, ეფიქრა იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მოყოლოდა მის საქციელს და მხოლოდ ამის შემდეგ გადედგა ესა თუ ის ნაბიჯი. იმ წამს ძალიან უნდოდა ლენკას, რომ ნინას დამსგავსებოდა და უბრალოდ გაერისკა. აი ასე, თავისუფლად, ამდგარიყო და დაერეკა - დღეს არა, ხვალ ნამდვილად დავურეკავ! - სულ სხვა რამ იფიქრა, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც ამჯერად გაბედა. -ხვალინდელი დღე არავის გვაქვს გარანტირებული, ლენკა. - სახე აეშალა ნაკანს. შეამჩნია, როგორ დაეხორკლა არეშიძეს მთელი სხეული .. აღარაფერზე უფიქრია ლენკას, იმ წამს ძალიან, ძალიან ეტკინა რაღაც და დაუფიქრებლად ამოაძვრინა ჯიბიდან მობილური. თითქოს მიხვდა, რა იყო ნინას "რისკიანობის" რეალური მიზეზი, როგორ ბედავდა ამდენს ნაკანი, რატომ არ ფიქრობდა იმაზე, თუ რა მოყვებოდა საკუთარ საქციელს. სულ არ ადარდებდა არეშიძეს ის ფაქტი, რომ თავისუფლად შეიწირავდა მამამისი ლექსოს სიცოცხლეს. უნდოდა რომ გაერისკა, ყველაფერი ეთქვა, თავისუფლად გამოეხატა გრძნობები, ზუსტად იმიტომ, რომ ხვალინდელი დღე არც მას ჰქონდა გარანტირებული! ძალიან გაახარა იმ წამს, ნინას არსებობამ .. 888 საძინებელში, საკუთარ საწოლზე ჩამომჯდარი ნაკანი, ვეღარაფერს ამჩნევდა გარდა ლენკას გაბადრული სახისა. ძლივს თოკავდა ემოციებს, ძალიან ცდილობდა, ისტერიული სიცილი არ აეტეხა და აგონიაში გადაშვებული არეშიძე უკან არ დაებრუნებინა. იმდენად სასაცილო გამომეტყველებით იჯდა ლენკა, რომ ნაკვთების დამორჩილება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, ნამდვილად. არ იცოდა, რა უთხრა ასეთი ლექსომ, ან საერთოდ რაზე ისაუბრეს, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, უსაზღვრო ბედნიერება ასახვოდა არეშიძის გაბადრულ სახეს. შესანიშნავად იცოდა ნინამ, ამ ყველაფრის გაგების შემდეგ ნიკო ლექსოს ნაკუწებად რომ აქცევდა, თუმცა ერთი წამითაც არ უნანია საკუთარი საქციელი. იცოდა, ლენკა წაქეზების გარეშე ვერაფერს რომ ვერ მოაგვარებდა, ამიტომ აფსოლიტურად სწორად მიაჩნდა საკუთარი გადაწყვეტილება! -აუ ნინა, შენ ხარ ჩემი "სტიმულატორი", იცი?! - ფიქრებიდან ლენკას მოულოდნელმა წამოყვირებამ გამოარკვია. პოზიცია არც შეუცვლია არეშიძეს, ისევ სახეგაბადრული მისჩერებოდა კედელზე ამოჩემებულ, შავ წერტილს - და შენ საერთოდ ძალიან გაბედული გოგო ხარ, ნინ. -მადლობა ღმერთს, შენნაირი მშიშარა რომ არ ვარ! - გაეცინა ნაკანს და თავი უკმაყოფილოდ გააქნია. -არა, ნინა, შენ მაინც ზედმეტად რისკიანი ხარ .. - პოზიცია არ დათმო ლენკამ - აი, ახლა რომ შეიძლება, რომ მამაჩემმა ლექსო იმსხვერპლოს?! - ხელები გაასავსავა და როგორც იქნა, მზერა ნინაზე გადაიტანა. -რა თქმა უნდა, შეიძლება. - მხრები აიჩეჩა ნაკანმა და დაქალის გაოგნებულ მზერას რომ ჰკიდა თვალი, ისევ გაეცინა. ალბათ, დამაიმედებელ სიტყვებს ელოდა ლენკაა იმის შესახებ, რომ ყველაფერი აუცილებლად მოგვარდებოდა და საერთოდ არაფერი არ მოხდებოდა. -კაი?! - კოპები შეკრა არეშიძემ. ახლა მზად იყო, ნინას მივარდნოდა და ის ყავისფერი კულულები სულ დაეწიწკნა - აბა, რატომ დამარეკინე?! -ლენკა, ყოველთვის შედეგზე რომ იფიქრო, ვეღარაფერს გააკეთებ! - თვალები გადაატრიალა ნინამ - აი, წარმოიდგინე, აფსოლიტურად შესაძლებელია ის, რომ ნიკომ ლექსოს შუბლში ტყვია დაუფიქრებლად დაახალოს .. მაგრამ ხომ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ შეეგუოს ერთადერთი ქალიშვილის არჩევანს?! -ეგ ნაკლებად შესაძლებელია .. - ტუჩი მოიკვნიტა ლენკამ - მამაჩემის ამბავი ჩვენზე უკეთ არავინ იცის, ნინა! -კარგი რა, აბა რას აპირებ, უნდა დაიმალო მთელი ცხოვრება?! - ხელები გაოცებულმა გაშალა - გააგებინე ნიკოს, რომ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეგიძლია და როგორმე მიხვდები, ვისთან გინდა ყოფნა და ვისთან არა! - როლებში შეიჭრა ნაკანი - რატომ არ გესმის, ლენკა?! მამაშენს ისევ ორი წლის გოგო გონიხარ, შენ კიდევ არც ცდილობ, რომ რამე შეაგნებინო. -ამას როგორ მეუბნები, ნინა?! - ფეხზე წამოიჭრა არეშიძე . სახე ჰქონდა გაფითრებული, გუგები ჩაწითლებული .. - მე არ შემიძლია, ლექსოს ცხოვრება საფრთხის ქვეშ დავაყენო! – ხმა აუკანკალდა და დადუმდა. -ლექსოს მაგივრად შენ რატომ წყვეტ, ლენკა?! - ტონს აუწია ნინამ - ამ ბიჭს უნდა, რომ მიუხედავად უდიდესი საფრთხისა, შენთან ერთად იყოს და შენთან ერთად იბრძოლოს. რომ იმალები, ამით უფრო დიდ ტკივილს აყენებ ადამიანო, შეიგნე! - სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი და ძალიან ეცადა, რომ როგორმე ტემბრი დაემორჩილებინა - როცა გიყვარს, როგორმე უნდა გადაახტე მამაშენის ხუშტურებს, მიუხედავად იმისა, რომ შენ მშვენივრად იცი როგორ მიყვარს ნიკო! -ღმერთო ჩემო! - კნავილს უფრო წააგავდა ლენკას მიმწყდარი ხმა - ლექსოს რომ რამე მოუვიდეს, მერე ხომ მაინც შეიგნებ, რომ მართალი ვარ! -იცი რა, ლენკა?! არაფრით არ განსხვავდები მამაშენისგან .. ის არ გაძლევს უფლებას, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, არც შენ აძლევ ლექსოს საშუალებას, რომ თავად გადაწვიტოს უღირს თუ არა შენთან ერთად ყოფნა, ამდენი ტკივილის ფასად! - იცოდა, არეშიძეს ძალიან რომ ტკენდა გულს, თუმცა სულ არ ანაღვებდა, უბრალოდ სურდა დაქალი აზრზე მოეყვანა. ძალიან უნდოდა, რომ ლენკას საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება მიეცა. -რატომ ცდილობ, რომ "ამაგდო", ნინა?! - ხმა ვეღარ დაიმორჩილა არეშიძემ და იმხელა ხმაზე იკივლა, ნინა ადგილზე შეხტა. შეამჩნია ლენკამ, როგორი მკვეთრი რეაქცია ჰქონდა გოგონას მის წიკვინზე .. ახლა საკუთარ თავზე გაბრაზდა, ასე თუ ისე გაიაზრა ნაკანის სიტყვები, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო .. არ აძლევდა ალექსანდრეს აგადაწყვეტილების მიღების უფლებას, ასე უფრო ტანჯავდა ბიჭს .. ვერც ნიკოს მოუხერხა ვერაფერი .. საკუთარი თავი ჯანდაბაში მოისროლა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა ოთახიდან. არ შეეძლო მოესმინა ის, რომ ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ თავად გახლდათ დამნაშავე. -ლენკა, ხომ არ გადაირიე?! - ფეხდაფერ მიყვა ნინაც - ლენკა, მეთქი! - ნაბიჯს აუჩქარა და ცრემლებად დაღვრილ არეშიძეს საოცარი სისწრაფით გაეკიდა - ლენკა, ნუ ბავშვობ, გაჩერდი! - კიბეები უკვე ჩაევლო არეშიძეს, ის იყო გარეთ უნდა გავარდნილიყო, რომ შესამჩნევად შებარბაცდა. რაღაც უზარმაზარ, გახურებულ სხეულს შეეჯახა ლენკა. ბარბაცით დაიხია უკან და მის თავზე აღმართულ, ორ მეტრიან "ვიღაცას" , ცრემლიანი თვალები მიანათა:) -რა ამბავია?! - გაოცებულმა შეათვალიერა კედელთან ატუზული, მოკანკალე სხეული და კიბის ბოლოს ჩამომჯდარ, აქოშინებინებულ ნინასაც ჰკიდა თვალი. გოგონას დანახვისას, სხეულში უსიამოვნოდ გაცრა .. მოუნდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად დაეტოვებინა ეს ოთახი. არც ის აინტერესებდა, რატომ ატეხეს უთენია ერთი ამბები და არც ის, რა აკანკალებდა მის წინ ატუზულ გოგონას. ჰაერი ისე ჩაიხუთა, სუნთქვა მომენტალურად გაუხშირდა .. ძალიან არ უნდოდა, რომ ეს უჩვეულო გრძნობა ისევ სინდისის ქენჯნა ყოფილიყო. ნინა, ჯერ კიდევ ერთ "ისტერიჩკად" რჩებოდა, მის გონებაში. ყურადღების გადასატანად, მოკანკალე ლენკა კიდევ ერთხელ შეათვალიერა - რა გაყვირებთ?! - წარბები ზემოთ აზიდა და პასუხს მოთმინებით დაელოდა. -ლენკა ძალიან გთხოვ, დაბრნუდი ოთახში, ბავშვი ხომ არ ხარ, არა?! - დაქალს მიუბრუნდა ნინა ისე, რომ საბას სიტყვები არც შეუმჩნევია. ძალიან ეცადა , როგორმე ლენკა ოთახში დაებრუნებინა, თუმცა არეშიძის პოზიციიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებდით, გოგონა ჯერ კიდევ განაგრძნობდა საბას დაკვირვებით შესწავლას - ლენკა, კარგი რა! - თვალები მობეზრებულმა გადაატრიალა და მზერა მასზე მიშტერებულ საბას გაუშტერა. -ვბავშვობ, ნინა?! - ისევ აფეთქდა არეშიძე, საბას ზურგი აქცია და პირდაპირ ნინასკენ გადავიდა შეტევით - მითხარი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, რომ ლექსოს ვამწარებ .. მამაჩემს კიდევ ის ვერ შევაგნებინე, რომ ორი წლის აღარ ვარ, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ ვიღებ! ყველაფერში მე ვარ დამნაშავე .. ვბავშვობ ხო, ნინა?! - ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდა ლენკას და ათრთოლებული ხელები სახეზე აიფარა. -მშვენივრად იცი, ეს ყველაფერი იმისთვის არ მითქვამს, რომ სახლიდან გაქცეულიყავი ლენკა. მინდა, რომ როგორმე პრობლემები მოაგვარო და მთელი ცხოვრება დამალვა არ მოგიწიოს იმ ადამიანისგან, რომელზეც გიჟდები! - ხელები გაოცებულმა გაშალა და ისევ ლენკას მიუბრუნდა - მინდა, როგორმე ნიკოს შეაგნებინო, რომ თოჯინებით აღარ თამაშობ და საკუთარი აზრი გაგაჩნია! -ვცდილოვ, ნინა .. ვცდილობ .. - ხმა გაებზარა და უარესად აუთრთოლდა კიდურები. შესანიშნავად ესმოდა, რატომაც ეჩხუბებოდა ამდენს ნაკანი .. მისი სიტყვები იმდენად ახლოს მიიტანა გულთან, რომ მთელი სხეულით აკანკალდა. -ვიცი არეშიძე, ვიცი .. ახლა მობრუნდი და შედი ოთახში! -შენ ერთი პრობლემა გაქვს, ნინა! - საქმიანი იერი დაიჭირა არეშიძემ და რამდენიმე წამის წინ დადენილი ცრემლები მუჭებით სასაცილოდ მოიწმინდა. სხვა სიტუაციაში, აუცილებლად გაეცინებოდა ნაკანს - არ შეგიძლია, რომ საკუთარი თავი ჩემს ადგილას დააყენო. შენ არასდროს ფიქრობ შედეგზე და ხშირად, სწორადაც იქცევი .. თუ არ გაბედე, ვერაფერს მიაღწევ! მინდა, რომ გგავდე ნინა, ძალიან მინდა გავბედო .. მაგრამ იცი , რა?! მე ლექსო მიყვარს , ვიცი , ჩემი საქციელით უფრო რომ ვაგიჟებ, მაგრამ არ შემიძლია დავაზარალო! ვიცი, რომ ეტკინება, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მივცემ იმის ფლებას, რომ ჩემს გამო რაიმე დაუშავდეს! -რომ შეუყვარდი, უკვე დაუშავდა, ლენკა. - გაეღიმა ნაკანს და მზერა აპილპილებულ მეგობარს გაუსწორა. -რომ შეგიყვარდება, მერე გაიგებ, რომ არც ისე იოლია ადამიანის საფრთხეში ჩაგდება მხოლოდ იმიტომ, რომ გიყვარს და მასთან ერთად ყოფნა გინდა! - მონოლოგი დაასრულა ლენკამ და მხოლოდ ნინას ამღვრეულმა თვალებმა შეაგრძნობინა საკუთარი დანაშაულის სიცხადე. თითოეული სიტყვა ინანა, თითოეული ასო, ბგერა, გრძნობა, განცდა .. ძალიან მოუნდა, ბოლო ხმაზე ეყვირა და უკან მოუხედავად გაქცეულიყო. შესანიშნავად ჰქონდა ნინას გააზრებული ის ფაქტი, რომ არ უნდა შეყვარებოდა .. იმიტომ კი არა , რომ უნდოდა ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ წასულიყო, არა .. უბრალოდ იცოდა, რომ ამით უდიდეს ტკივილს მიაყენებდა „იმ კონკრეტულ ადამიანს“ და ძალიან არ სურდა, საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობით დაეზარალებინა საყვარელი ადამიანი, ლენკამ კი ყველა გადაწყვეტილება ერთი წინადადებით ჩაუყარა წყალში. საერთოდ არ ახსოვდა არეშიძეს მის უკან დაყუდებული, ორ მეტრიანი ახმახი, რომელმაც გარკვევით გაიგონა მათი თოთოეული სიტყვა, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერაფერი გაიგო. -ოთახში შემოდი, ლენკა, ისედაც ყველა გააღვიძე .. - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ნინამ და ჩაშავებული უპეების დასამალად, თავდახრილი გაემართა საკუთარი ოთახისკენ. კუთხეში აყუდებულმა, აფსოლიტურ გაურკვევლობაში მყოფმა საბამ, ბოლომდე გააყოლა მზერა მიმავალ, კაფანდარა სხეულს. უსიამოვნოდ გაცრა .. თავადაც ვერ მიხვდა, რატომ შეიგრძნო ნაკანის მიერ განცდილი ყველა ემოცია ასე მძაფრად. რატომ აწყდებოდა მის ამღვრეულ, საოცრად წმინდა, ლურჯ თვალებს ორი დღის განმავლობაში. ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა ის ფაქტი, გოგონას შეკავებული ცრემლების მიზეზი თავად რომ გახდა წინა ღამით .. წამიერად, ძალიან გაბრაზდა ლენკაზე, გამწარებული თვალებით დახედა მასზე ერთი თავით დაბალ სხეულს და მუშტები ნერვიულად შეკრა. არ იცნობდა ნინას და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახვისთანავე „ისტერიჩკად“ შერაცხა და ერთი „ჩვეულებრივი“, პანიკიორი გოგოს იარლიყი ააკრა, მაინც საშინლად მოქმედებდა მასზე ნაკანის ამღვრეული, ლურჯი თვალები. საერთოდ, ნებისმიერი ქალის ცრემლი უარყოფითად მოქმედებდა მასზე და ეს გაურკვეველი გრძნობაც, რა თქმა უნდა ამას დააბრალა. -დიდი ბოდიში, თუ გაგაღვიძე .. უბრალოდ, მე და ჩემს მეგობარს რაღაც პრობლემები გვაქვს .. და .. - კნავილისმაგვარი ხმა მისწვდა მის ყურთასმენას და ფიქრებიდან ლენკას ზლუქუნმა გამოიყვანა. ისე ტიროდა გოგონა, რომ სიტყვების დასრულებას ვეღარ ახერხებდა და სათქმელს თავსა და ბოლოს ვერაფრით უყრიდა. ძალიან მოუნდა, რაიმე ისეთი ეთქვა, რითაც გულწრფელად აქვითინებულ ლენკას, რომელმაც აშკარად ძალიან აწყენინა დაქალს, სადარდელს როგორმე შეუმსუბუქებდა .. მერე გაიაზრა, საერთოდ სად იყო, რატომ შეესწრო ორი დაქალის კამათს, რატომ დაუარა უსიამოვნო შეგრძნებებმა ნინას ამღვრეული თვალების დანახვისას, რატომ შეეცოდა ატირებული ლენკა და საკუთარ თავს გაუწყრა , ჯერ კიდევ რომ გრძნობდა სინდისის ქენჯნას .. არც ერთ გოგონას არ იცნობდა და არანაირად არ იყო ვალდებული, მათ გამო ედარდა. მით უმეტეს, „ისტერიჩკების“ სიას, ამჯერად რა თქმა უნდა, ლენკა არეშიძეც შეემატა. 888 იდგა უზარმაზარი, სამ სართულიანი, სრულიად უცხო სახლის ეზოში და ცდილობდა, თვალებით მაინც მოეძებნა უკვალოდ გადაკარგული ლენკა, რომელიც სავარაუდოდ სინდისმა შეაწუხა. საკუთარ თავზეც ბრაზობდა ნინა, ასე ახლოს რომ მიიტანა გულთან დაქალის სიტყვები და სწორედ მისი ამღვრეული თვალების შედეგი გახლდათ, ლენკას სახლიდან გავარდა. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, კარგად რომ იტირებდა არეშიძე, ემოციებისგან დაიცლებოდა და უვნებელი დაბრუნდებოდა უკან. ასე იცოდა, ბავშვობიდან. -რატომ არ შემოდიხარ, ნინა?! - მის ყურთასმენას ანას სასიამოვნო ხმის ტემბრი მისწვდა და ნელი მოძრაობით შებრუნდა გოგონასკენ - ნინ, მოხდა რამე?! - თვალები დააწვრილა ლოლაძემ და ინტერესით შეათვალიერა აშკარად აღელვებული ლაკანი. -არაფერი, უბრალოდ ვცდილობ სადმე ლენკა დავლანდო. - უპასუხა მშვიდად და გარემოს კვლავ შეავლო მზერა - დილით ვიკამათეთ და სადღაც გავარდა. -ვიცი, თქვენი ხმა მესმოდა. - დილანდელი ინციდენტი გაახსენდა ანას და ძალიან მოუნდა, როგორმე დახმარებოდა ნინას - იმედია, რაიმე სერიოზული არაა, ხომ?! -არა , არაფერია. - გაუღიმა ნაკანმა - ცოტა ვიკამათეთ, სერიოზული არაფერია. – მხრები აიჩეჩა და მათკენ მიმავალ ლუკას გახედა - ეს შენს გარეშე ვეღარ ძლებს, თუ რა ხდება?! - კითხვით ისევ ანას მიუბრუნდა და გოგონას აწითლებულმა ლოყებმა ხმამაღლა გააცინა. მერე, ისევ ლენკა გაახსენდა და უჩვეულოდ დასერიოზულდა. -ნინა, რატომ არ შემოდიხარ?! - საუბარში ლუკა ჩაერთო და ლოლაძეს გვერდით ამოუდგა - ხომ იცი არა, ლენკას ხასიათი?! ცოტას იტირებს და მობრუნდება. - უდარდელად ჩაილაპარაკა უფროსმა ნაკანმა - ხომ იცი, რამე სერიოზული რომ იყოს ასე ვერ გამაჩერებდი. - ძალიან ეცადა, რომ როგორმე დაემშვიდებინა აფორიაქებული ნინა, რომელიც წვეულებაზე იყო მისული, თუმცა სულაც არ აპირებდა სახლში შესვლას და გამხიარულებას. -რომ მოვა შემოვალ. - ჩაილაპარაკა გადაჭრით და წყვილს მზერა აარიდა - არ მაქვს ლუკა გართობის თავი და რა გავაკეთო?! - თვალები მობეზრებულმა გადაატრიალა - შედით თქვენ, იქნებ აიღოს ყურმილი იმ ბატმა! - ხელახლა აფეთქდა ნაკანი და ტელეფონს ძლიერად მოუჭირა ნატიფი თითები. იცოდა ლუკამ, ტყუილად ჭიდაობას აზრი რომ არ ჰქონდა და ანას ანიშნა სახლში შეყოლოდა. დილით მოუვიდათ მოწვევა მეზობელი სახლიდან, დამსვენებლები ჩამოსულაც და ანაც დაუპატიჟებიათ, მეგობრებთან ერთად. წვეულება მოაწყვეს, ძალიან დიდი. აუზი , კოქტეილები , ალკოჰოლი , ხმამაღალი მუსიკა და ყველაფერი ასეთი. ქუჩაში დგომა, ლენკას ლოდინი და მასზე მიშტერებული, წყვილი თვალების ატანა რომ მობეზრდა, ჩქარი ნაბიჯით შევიდა სახლში. ლოდინით ვერაფერს გახდებოდა, თან, მშვენივრად იცოდა რამდნეიმე საათში აუცილებლად დაბრუნდებოდა არეშიძე, ამიტომ გადაწყვიტა სახლში შესულიყო და მასაც დანარჩენებივით მიეღო სიამოვნება. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა, ცეკვაში ხელს არასდროს არაფერი უშლიდა. მომღიმარი გამომეტყველებით შეაბიჯა სახლში და მაშინვე სცენისკენ გაემართა. ძალიან უნდოდა, ენერგია დაეხარჯა და სულ რამდენიმე წამით მაინც ამოეგდო თავიდან იმაზე ფიქრი, რომ არეშიძის გადაკარგვაში დამნაშავე თავად იყო. სცენაზე ასულმა, მაშინვე იგრძნო უამრავი ადამიანის მზერა, თავიდან-ფეხებამდე რომ შეისწავლეს მოკლე შორტებსა და ტოპში გამოწყობილი ნინას სხეული. არ წყენია, არც დისკომფორტი უგრძვნია .. შეუძლებელიც კი იყო, დაგენახა ნაკანი და მზერა შენდაუნებრად არ გაგშტერებოდა. გრძელ, წვრილ ფეხებსა და გამოყვანილ წელს, სუსტ მკავებსა და თხელ მაჯებს, ჰარმონიულად აყოლებდა მუსიკას .. ცალ ხელში წვენი ეჭირა, მეორე კი თავისუფლად ჩამოეგდო ქვემოთ და ხმამაღალ მუსიკაში გადაკარგულს, არ ახსოვდა არავინ მის გარშემო. ძმებმა მხოლოდ ერთხელ შეავლეს მზერა მოცეკვავე ნაკანს და უჩვეულო სიხარული იგრძვნეს. ძალიან უნდოდათ, სულ ასეთი მხიარული ყოფილიყო ნინა და არასდროს შეემჩნიათ მისი დაძაბულობისგან ათრთოლებული ძარღვები, შეკავებული ცრემლისგან ჩაწითლებული, ამღვრეული „ზღვა“ მის თვალებში .. მკვეთრი მოძრაობებისგან გადაღლიმა ნაკანმა, როგორც იქნა დატოვა სცენა და აქოშინებული დაესვენა წითელ პუფზე. კიდევ ერთხელ მოავლო მზერა სახლს და არეშიძე ვერც ამჯერად დალანდა. ერთი ამოიოხრა და ატკივებული თავი ხელებში ჩარგო. -არ მესმის, ფხიზელს რა გაცეკვებს .. - ცინიკური ჩაცინება, დამცინავი ტემბრი მისწვდა ნინას ყურთასმენას და , რა თქმა უნდა , მკითხაობა არ დასჭირვებია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ზედმეტად ბოხი, თუმცა მაინც სასიამოვნო ხმის პატრონი. ცალყბა ღიმილით დასჩერებოდა ორ მეტრიანი ახმახი, ხელში ვისკის ჭიქას რომ ათამაშევდა და სიმთვრალისგან გადაგლესილ მზერას არ აშორებდა ნინას ზღვისფერ თვალებს. -არც არის საჭირო, რომ გესმოდეს. - უპასუხა უკმეხად და საკუთარმა ხმამ დაძაბა. ზოგადად, არასროს უწევდა ადამიანებთან მსგავსი ტონით საუბარი, მაგრამ ეს ბიჭი იმდენად მოქმედებდა მასზე და ისე მწარედ აჭერდა სუსტ წერტილებზე, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ ჰქონდა. ახლაც, ისეთი მთვრალი გახლდათ, თავს ძლივს იმაგრებდა, მაგრამ რატომღაც ჯერ კიდევ ჰქონდა ნინას გამწარების უნარი. -პატიოსანი გოგოს როლს ნუ თამაშობ, ნინა. - თვალი თვალში გაუყარა და ვისკის ჭიქა ხელში შეათამაშა. თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ განიცდიდა მანიაკურ სურვილს იმისას, რომ ნაკანი გაემწარებინა. ბრაზდებოდა საკუთარ თავზე, მაგრამ მაინც უნდოდა ეთქვა რაღაც ისეთი, რითაც კიდევ ერთხელ დაინახავდა ნინას ამღვრეულ „ზღვას“. -ვერ ვხვდები, რას მოითხოვ .. - მზერა გაუსწორა საბა ბენდელიანს. საერთოდ ვერ ხვდებოდა, რატომ იყო გამაღიზიანებელი მისი ქცევები საბასთვის. საერთოდ, არც არაფერს აკეთებდა, ეს ბიჭი კი ისევ ცდილობდა ისედაც დაგლეჯილ ნერვებზე თამაშს. -წვეულებაზე ხარ, აქ ყველა სვამს, არ არის საჭირო შენი სინაზე და პატიოსნება. - კბილებს შორის გამოსცრა ბენდელიანს და ნინამ შეამჩნია, როგორ შეუტოკდა ყბასთან ძარღვი. ვერ ხვდებოდა, ეს ყველაფერი სიმთვრალისგან მოსდიოდა ბიჭს თუ მართლა ასე აღიზიანებდა ნინა. სხეულში უსიამოვნოდ გაცრა ნაკანს .. -საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევ?! - სხეული წამოუხურდა ნინას. ერთადერთი, რის გამოც თავს იკავებდა ჩხუბისგან ის იყო, რომ რა თქმა უნდა, მათი კონფლიქტის მომსწრენი დანარჩენებიც გახდებოდნენ და საერთოდ არ სურდა, მის გამო ლუკასა და ანდრიას ეჩხუბათ - მგონი ვიღაცაში გეშლები საბა. -ხო?! - მეტად ცინიკური გახდა მისი ტონი - შენ ვისში უნდა ამერიო?! - გადაიხარხარა ბიჭმა და საკუთარი თავი უფრო მეტად შესძულდა. ვერ ხსნიდა საკუთარ სიტყვებს, ვერ ხვდებოდა რა უნდოდა, რის მიღებას ცდილობდა, რატომ უშლიდა ნერვებს ამ გოგოს, სულ ტყუილად. -აი, იმაში, შენს უკან რომ დგას და ისეთი თვალებით გიყურებს, მზადაა აი ამ წამსვე ჩაგიხტეს საწოლში. - თითით საბას უკან ატუზულ, ცხვირამდე ასმულ წითელპომადიან გოგონაზე მიანიშნა, ქვედა ტუჩი გამომწვევად რომ მოექცია კვილებს შორის და გახედა თუ არა ბენდელიანმა, მაშნვე ჩაუკრა თვალი. საბას გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, თვითონაც ვერ მიხვდა რატომ და მზერა მაშინვე ნაკანს გაუშტერა. -ის საკუთარ თავს არ მალავს, ნინა. - კბილებს შრის გამოსცრა და ნაკანმა გაიგონა, როგორ გააღრჭიალა კვილები - ის არის, რაც არის და არ ცდილობს იმ გოგოს სახეს ამოეფაროს, ვისაც სიგარეტის კვამლი აღიზიანებს და წვეულებაზე, იქ, სადაც ყველა მთვრალია, ჭიქა ვისკის არ ეკარება. - კმაყოფილს ჩაეცინა და იგრძნო, როგორ დაუარა მთელ სხეულში არასასიამოვნო იმპულსებმა. ნანობდა წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას, მაგრამ რაღაც უხილავი ჟინი უბიძგებდა საუბრის გაგრძელებისკენ. ძალიან უნდოდა,რომ ნინას გაელანძღა, უკანასკნელი ნაბი*ვარი ეწოდებინა მისთვის, მაზოხისტურად უნდოდა, საკუთარი სიტყვებისთვის დასჯილიყო, მაგრამ ნაკანი ჯიუტად ჩაშტერებოდა თვალებში.. ისე, თითქოს იცოდა, რომ ეს არ იყო საბა .. ეს არი იყო მისი რეალური სახე. ყველაზე მეტად ის აბრაზებდა ბენდელიანს, რომ გოგონას სახეზე ვერანაირი ემოციის ცვლილებას ვერ ამჩნევდა. ნინა იყო ისეთი, როგორც ყოველთვის .. აუღელვებელი, მშვიდი, გაწონასწორებული. -რატომ ცდილობ, რომ მატკინო .. - ისე ამოილაპარაკა ნაკანმა, რომ მზერა წამით არ მოუცილებია საბას მეტყველი თვალებისთვის, სიმთვრალის დროსაც რომ ინარჩუნებდნენ ჩვეულ ბზინვარებას - შენ მე არ მიცნობ, საბა და რომ მიცნობდე, სულ ფეხებზე შენი წარმოდგენები. -მე არაფერს ვდილობ, ნინა .. მე არაფერს ვცდილობ! - მთვრალი მზერა ესროლა გოგონას - იმას ვამბობ, რაც ფაქტია, შენ კიდევ გტკივა იმიტომ, რომ იცი, სიმართლეა ის რაც რამდენიმე წამის წინ გითხარი. -ვერ ვხვდები, რატომ იქცევი ისე, თითქოს უკანასკნელი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე .. - მხრები აიჩეჩა ნინამ. ბენდელიანმა იგრძნო ის გულწრფელობა, რაც გოგონამ ამ სიტყვებში ჩააქსოვა - ვერც იმას ვხვდები, რატომ ვდგავარ და გესაუბრები მაშინ, როცა საერთოდ არ ვარ ვალდებული. -მე კიდევ ვერ ვხვდები, რატომ მიყურებ თვალებში ისე, თითქოს ცდილობ რაღაც ამოიკითხო! - ნინას მომთხოვნმა მზერამ მთელი სხეული აუწვა და კიდევ ერთხელ ცხადად დაანახა საკუთარი დანაშაული მის წინაშე. -ვცდილობ დავინახო, რომ არც ისეთი უკანასკნელი ხარ, როგორც თავს მაჩვენებ. - გულწრფელად გაუღიმა ნაკანმა და საბამ იგრძნო, როგორ მიაღწია ნინამ ჰუმანურობის პიკს. მაზოხისტურად უნდოდა, რომ საკადრისი პასუხი მიეღო ნინასგან .. უჩვეულო სიმშვიდით აგრძნობინებდა გოგონა საკუთარ არაკაცობას. იმდენად ქენჯნიდა სინდისი, რომ მზად იყო ყველაფერი დაელეწა, რაც კი ხელში მოხვდებოდა. მუშტები დასამშვიდებლად შეკრა და ჩაწითლებული თვალები იატაკზე ამოჩემებულ, ერთ წეთილს გაუშტერა. უფრო ანერვიულდა , მთელი სხეული დაეჭიმა და მზერა ნაკანის უძიროდ ლურჯ თვალებზე გადაიტანა, რომელიც წამითაც არ მოშორებია ნინას. უჩვეულოდ დამშვიდდა .. მოზღვავებულმა ემოციებმა თითქოს გამოაფხიზლა, ამ სამყაროში დააბრუნა. ნაკანმა იგრძნო, რომ სასურველ შედეგს მიაღწია. გაკვირვებულმა ბენდელიანმა, ნინას ნატიფ თითებს გააყოლა მზერა, ვისკის ჭიქა აუღელვებლად რომ გამოართვა ხელიდან და სულმოუთქმელად დაცალა. საკუთარი თავი იმაზე არაკაცად იგრძნო, ვიდრე უდესმე .. -ეს იმისთვის, თუ ოდნავ მაინც დაგამშვიდებს. - ცარიელი ჭიქისკენ მიუთითა ნაკანმა. ცხადად იგრძნო ნინამ, როგორ შეაჟრჟოლა ბენდელიანს. სხვა შემთხვევაში, ალბათ გამარჯვებასაც იზეიმებდა, მაგრამ ახლა, არაფერი უგრძვნია ახალი და უცხო. თავადაც არ იცოდა, რის მიღწევას ცდილობდა, მაგრამ კიდევ ერთხელ აავსო ჭიქა და კიდევ ერთხელ გამოცალა ულაპარაკოდ. იცოდა, განუზომელ ზიანს რომ აყენებდა საკუთარ ჯანმრთელობას, მაგრამ დალია .. კიდევ ერთი ჭიქა რომ აევსო ნინას, საბა მზად იყო ხელიდან გამოეგლიჯა და ეთქვა, რომ ნანობდა წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას. ნაკანს აღარ დაულევია, არც რაიმე უთქვამს. მხოლოდ ერთხეულ გაუღიმა ემოციებისგან გამოფხიზლებლ ბენდელიანს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მზერა პირველად მოარიდა მის თვალებს და აუჩქარებელი ნაბიჯებით დატოვა სახლი. საბას ძალიან უნდოდა, ნინას კიდევ ეთქვა რამე .. თუნდაც უბრალოდ მდგარიყო და ეყურებინა. წივილ–კივილის, ისტერიკის გარეშე აგრძნობინა ბენდელიანს საკუთარი დანაშაული და ამან უფრო გადარია საბა. ერჩივნა ნაკანის ყვირილისთვის ესმინა, ვიდრე ასე დამცირებულად ეგრძნო თავი. იცოდა, უკანასკნელი ადამიანივით რომ მოიქცა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, სხვა შემთხვევაშიც ზუსტად იმავეს რომ ეტყოდა ნინას. თავადაც არ იცოდა, რა ძალა ერჩოდა ასე ძალიან .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.