ვერეს მსხვერპლი(თავი3)
გავიდა თებერვალიც..დღეებმა იმატა და ქვეყნიერებამ პირი სინათლისკენ აბრუნა..დაიწყო მარტის დღეები..გაზაფხული ეს ხომ ის წელიწაიდს დროა,როცა ყველაფერი თავიდან იწყება,როცა ახალი რაღაც იღვიძებს...ამ დროს თითოეულ ადამამიანში,უნებურად,ხდება რაღაც გარდაქმნა.ეს არც ქიმიური პროცესია და არც ფიზიკურ კანონებში ჯდება,მაგრამ ეს არსებობს..ეს არის დაუმტკიცებელი,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ არ არსებობს.დიახ,ეს არსებობს...ნატალიაშიც მოხდა ეს რაღაც.. მარტის დღე იყო..ორი მარტი..ორშაბათი დღე იყო და გოგონა ფიზიკის გაკვეთილზე იჯდა.მისი მეგობრები არ იყვნენ.ბავშვებიც შემაჯამებლის აღდგებას წერდნენ და მასწავლებელი არ ატარებდა გაკვეთილს.გოგონა ათას რამეზე ფიქრობდა..ხელში კალამი ეჭირა,წინ კი გადაშლილი რვეული ედო,რომეოიც თითქოს იწვევდა,მიდი ჩემს ფურცლებზე დაწერე რამეო.რაღაცის ჯღაბნა დაიწყო,მაგრამ უეცრად რაღაც მოხდა.სიტყვები წამოტუვტუვდა მისი გულიდან და გონებამ სადღაც ადგილი მიუჩინა მათ...ამ დროს დაწერა პირველი ლექსი და ეს იყო თვრამეტ წელზე..2 მარტი..ეს დღე მის ცნობიერებაში ხომ მუდამ იცოცხლებს..იცოცხლებს,როგორც გაზაფხულის აყვავილება და ახლადმოსული ნათელი..ლექსი არასდროს დაეწერა...რომანები და ჩანახატები ხომ სულ სხვა რამ იყო..ამას მეორე ლექსიც მოჰყვა და ეს ლუკაზე იყო..ბიჭზე,რომელიც უბრალოდ არღვევდა მასში მიმდინარე თითოეულ რეაქციას,როგორც შინაგანს,ასევე გარეგანს...როგორც ფიზიკურს,ასევე ფსიქოლოგიურს....და რა დავარქვათ კიდევ,არ ვიცი. მეორე დღეს თამარის წააკითხა.ახლაც ახსოვს...მისი გამოხედვა და,როცა ლუკაზე უამბო,გოგო მთლად გაშრა.გაუკვირდა და გულში ჩაიკრა..უბრალოდ მაგრამ ჩაიკრა...არ უშვებდა დიდ ხანს,ბოლოს ძლივს დაუძვრა ნატალია... -ყოჩაღ..ახლა გიჟ-პოეტაც გახდები... -თამარ!..-მხოლოდ ამის თქმა-ღა მოახერხა. -მინდა,რომ მასაც უყვარდე..გესმის? მინდა,რომ უყვარდე ისე,როგორც ჩემს ლაშას...-ლაშა ის ბიჭია მაშინ,რომ გაიცნო.ზუსტად 185 სანტიმეტრი ყოფილა.ერთ დღეს,ეს ნატალიამ თვად ჰკითხა,როცა დაქალმა შეყვარებული გააცნო. მერე უფრო მოეწონა ის ნატალიას და არჩევანი შეუქო თამარის,მაგრამ ახლა მდგომარეობა უფრო რთულადაა..უფრო კი არა გაცილებით რთულად. -თამარ..შევეშვათ ამ თემას... -მუზები მოდიან,არა? -კი,მოდიან... ნატალია ამის განხილვას სულ ერიდებოდა..მხოლოდ მისი ლექსები მღეროდნენ ლუკას სიყვარულს..უბრლაოდ ეს გასაოცარი იყო..გრძნობები აწვებოდა მძაფრად,მაგრამ ეს გრძნობა მას არ ტანჯავდა..პირიქით ღიმილს გვრიდა სახეზე და ბაგეს უვარდისფერებდა მხოლოდ იმის გაფიქრებაც კი,რომ ლუკა ახლა იღიმოდა და ასხივებდა ცხოვრების სხივებს..მისი თეთრი კბილების ელვარება,ასე რომ აგჟებდა გოგონას...მას შემდეგ ის არც უნახავს..ნუ,ერთხელ ერთ წუთს თვალი მოკრა,რგორ იღიმოდა..მას შემდეგ მას მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ხედავდა..ხედავდა და ეღიმებოდა..მისი ლექსების უმეტესობა მასზე იყო და ეს აბედნიერებდა..ახსენდებოდა გალაკტიონის ნათქვამი სიტყვები:“რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები“ და ამით იიმედებდა თავს...ამგვარი ტკბობა ხომ მხოლოდ შემოქმედს შეუძლია..დიახ,ნატალიაც ასე ტკბებოდა..მას ხომ ასე სჩვეოდა ილუზიაში ცხოვრება..სამყაროსგან მოწყვეტით და სადღაც შორს..ღრუბლებს ზემოთ..ეს მას ანიჭებდა დიდ სიხარულს და ეს უბრალოდ გამაოგნებელი რამ იყო გოგონასთვის. რამდენ ხანს უფიქრია ქოხზე,სადაც განმარტოვდებოდა და ცოტა ხანს გარემოსგან მოწყვეტით იქნებოდა..მხოლოდ ის და მუზა და,რა თქმა უნდა,ბუნებაც..ახლა ეს სრულიად სისულელედ მიაჩნდა,როცა ლუკა ახსენდებოდა..თვითონაც უკვირდა,მაგრამ,რაც დრო გადიოდა,რწმუნდებოდა,რომ გრძნობა არ ნელდებოდა,პირიქით ძლიერდებოდა ის..ზოგჯერ ჯვარზე აცვამდა,მაგრამ უფრო ხშირად სახეზე ღიმილს გვრიდა.. დაწვებოდა,ზეწარს ჩაიხუტებდა და წარმოიდგენდა,რომ ეს ლუკა იყო...ბიჭის სახელის გაგონებაც კი ჟრუანტელს გვრიდა..როგორ უნდოდა სულ მისთვის ეყურებინა მაინც..თუ ვერ ესაუბრებოდა,ეცქერა მაინც..უბრალოდ ნატალია თავს კარგავდა..ეს გრძნობები ადრენალინს მაქსიმუმს უხდიდა და,ლამის იყოს.თავიდან ტვინი გადმოსდენოდა...ყოველ დღე გრძელდებოდა ეს..ყოველ მომენტში ახსენდებოდა ბიჭი.. ლუკა.ერთი სახელი..ოთხი ასო..მხოლოდ ოთხი და ნატალიასთვის ეს ყველაფრის მთქმელი გახდა..მეტი არაფერი ესმოდა და არაფერი უნდოდა გაეგო გარდა ამისა. ლუკა მისი მუზა გახდა..დიდი ხანი იყო,რაც მისი ღიმილისთვისაც კი არ ჰქონდა თავლი მოკრული,მაგრამ განა ეს ცვლიდა რამეს? ნატალიას გრძნობები უფრო და უფრო მძაფრდებოდა. „მგონი,შევიშალე“-დღე არ გავიდოდა ეს რომ არ ეფიქრა მას. -ჩემი გაგიჟებული გოგო-თამარი სიცილით შემოვიდა ოთახში და თან ხელში დიდი წითელი ვაშლი ეჭირა. -მეც მომიტანე ერთი-ნატალიამ შეხედა. -კარგი-პატარა ბავშივით გავარდა ოთახში და მალევე ნატალიას ხელში დიდი ვაშლი იყო. -შეშლილი მწერალი როგორაა?-ღიმილით ჰკითხა თამარიმ. -როგორ უნდა ვიყო? -მუზებში,ჰო? -ჰო. -ლუკა როგორ გყავს? -ილუზიაში კარგად-გაეღიმა ნატალიას. -იმედია,რეალობაშიც. -რელოაბაში ჩემგან შორსაა.მასზე რაღაცები ძლივს დავადგინე. -ძლივს? -ჰო,დღეს გავიგე,რომ მის მაისურს 4-იანი აწერია.იმდენი ფოტოსთვის მომიწია დაკვირვება ამის დასადგენად,რომ ვერც კი წარმოიდგენ. -ჰაჰჰაჰაჰჰა..ჩვენი ფეხბურთელი ლუკა..ოთხიანი მაისურით.. -ოთხი..ოთხი..-წაიღიღინა ნატალიამ. -მორიელი ყოფილა...შენ კი ვერძი ხარ..ერთმანეთს შეეწყობით? -სად მიდიხარ გოგო? -ჰაჰაჰჰა..კაი,ვჩუმდები. -შენ მითხარი ლაშა როგორ გყავს? -ლაშა?! შემიკლო ხელში.. -ჰო,ლაშა...აბა ის ისეთია-გადაიხარხარა ნატალიამ. -ისეთი საყვარელია. ოცნება ყველასთვის ფრთას ვერ ისხამს..ოცნება რთული რამაა.დიახ,რთულია...რაღაც აღმაფრთოვანებელია მასში,მაგრამ ის მტანჯავითაა...ოცნება ხომ ხშირად მხოლოდ ოცნებად რჩება.მხოლოდ და მხოლოდ ოცნებად. აპრილიც დადგა...ნატალიას გიტარის მასწავლებელი გაბედნიერდა იმით,რომ გოგონას ძლივს გაზრდილი გრძელი და ლამაზი ფრჩხილები დასტყდა.დანარჩენი მიდიოდა ჩვეულებრივ...რუტინა და ისევ რუტინა... შვიდი აპრილიც მოვიდა-ნატალიას დაბადების დღე...დღე,რომელიც ასე არ უყვარდა...ბავშვობიდან რაღაცნაირი შეგრძნება ეუფლებოდა ამ დღეს..დღეს,როცა კიდევ ერთხელ აცნობიერებდა,რომ უფრო და უფრო უახლოვდება დასასრულს...ბოლოს ხუთი წლის იყო დაბადების დღე,რომ უხაროდა..მას შემდეგ არასდროს გახარებია ეს დღეს...რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ..იკვე თვრამეტი წლისაა..სრულწლოვანია...რა მალე გადის დროს..ეს-ის იყო პირველად თქვა დედა და პირველად გაიარა ნანატრი სანტიმენტრები..ცოტა ხნის წინ არ მიდიოდა სკოლაში და ანა-ბანას სწავლობდა..ახლა კი უკვე 18-ისაა..ეს იმას ნიშნავს,რომ უკვე ცხოვერეის ასპარეზზეა..სრულუფლებიანი მოქალაქეა.. 18-ისააა.დიახ,უკვე თვრამეტის.წესით ახლა უნდა ამთავრებდეს სკოლას,მაგრამ იმის გამო,რომ რუსეთში მოუწიათ ცხოვრება,სკოლაში არ შეუყვანიათ.იქ სულ სხვა გარემო იყო.მის მშობლებს კი მისი ქართულ სკოლაში ტარება უნდოდათ. როგორ უკვირს,თუ როგორ მალე გადის დრო..მართლაც,დრონი მეფობედ ჩვენზე და არა პრეზიდენტი და არც პარლამენტი... 12 საათი იყო,როცა მეგობრები თამარის თამადობით ნატალიას კარებთან ატუზულიყვნენ...დიდი ტორტი აეფარებინათ სახეზე... როცა ნატალიამ სანთლები ჩააქრო.მართალია,ეს სისულელედ მიაჩნდა,მაგრამ თამარის დაჟინებულ თხოვას დაჰყვა და მაინც შეუბერა სული,სიუპრიზია შიგნითო,გაისმა ძახილი. გოგონა გაშრა.რა უნდა ყოფილიყო ეს? ტორტიდან ამოძვრა სურათი..ქოხის სურათი.სწორედ ისეთი,როგორზეც გოგონა ოცნებობდა..მაღალი ფეხები და ზემოთ..მარტოსული ადგილი...ბუნება ..კიბით უნდა ასულიყავი ქოხში ...და მერე ისეთი გასაოცარი ხედი გადაიშლებოდა,რომ კაცს გააგიჟებდა... -ვაიმე-ამის დანახვა და კივილი ერთი იყო.გოგონამ ხმამაღლა წაიკით „ეს შენიაა“..თავიდან არ დაიჯერა: -მართლა?აშკარად მეღადავებით.. -არა,ის შენია-გადაეხვია თამარი და დაბადების დღის სიმღერა უფრო ხმამლა შესძახა. მართალია,ნატალია ტორტს არ ჭამდა,მაგრამ მაინც დიდი სიხარულით დაჭრა და მეგობრებს დაუდო.მერე სასმელი გამოიტანა და ღამის წვეულება დაიწყო... დილას თამარისთან ერთად გაეღვიძა. -ეს ის გოგო არაა ბიჭებს გაცნობისას პირველ რიგში სიმაღლეს რომ ეკითხება?-სიცილით შემოვიდა ბექა და ნატალიას ახედა. -ეს ვინაა?-დაიჯღანა გოგონა. -ოხ.ჩემი შეყვარებულია ეს მარტრაკვეცა-დიანა შემოვიდა და კურდღლისებური კბილები გამოაჩინა სიცილისას. -და ახლა მაცნობ?-იუბილარი ფეხზე წამოდგა და თმა შეისწორა. -ჰო. -ტრადიციულად მოვიქცევი ისე.ბექა,რამდენი ხარ სიმაღლეში? -185 ვიქნები. -ოჰოჰო,დიანა ესეც უთხარი.არ იქნები.დაგენიძლავები,რომ 183-ზე მეტი არ ხარ. -იდეალური მამაკაცი-სიცილით შემოვიდა მარიამი. -ჰაჰჰაჰაჰ-რას მიტევთ...ჩემი ქოხი უნდა მოვინახულო დღეს..მოკლედ,იმხელა ხომაა,რომ დავეტიოთ და დღეს მაგარი წვეულებას ვაწყობ.აბა,რას იტყვით? -ოჰოჰო...-დიანა ლამის იყო შემხტარიყო. -არ ინერვიულო,ჩხირებიც იქნება-ფეხზე წამოხტა ნატალია-ახლა კი გადით ყველანი..უნდა გამოვიცვალო. -კარგი,არ გვცემო-ბექამ დიანას გადახვია ხელი და გავიდა. -ნატუშკ-მარიამმა ტუჩები დაპრუწა და სამზარეულოსკენ წავიდა. -კიდევ დარჩა ტორტი-დიანა ბექას უჭრიდა ტორტის დიდ ნაჭერს და თან გემრიელად ილუკმებოდა. -მეც მოვედი-მარიამი დაეხეთქა სკამზე. ნატალიამ სპორტულად ჩაიცვა.მაისური,ჟაკეტი,შარვალი და ბოტასები..მალევე მოემზადა,თმა გაისწორა და სამზარეულოში გავიდა. -რამეს შეჭამ?-თამარიმ გახედა. -მშობლები წავიდნენ,ჰო? -კი.დღეს ვაცდენ სკოლას..გამონაკლისი..ისიც მაშინ,როცა დაბადების დღე მაქვს-გადაიხარხარა...არა,თამრ,არ მშია.. -ჩვენ მზად ვართ..წავიდეთ? -კი,წავიდეთ. -ორი მანქანა ხომ გვეყოფა?-უკნიდან მოისმა ხმა. -კი,გვეყოფა. -მე და თამარი მანამდე წავალთ და ვიყიდით რამეს-ნატალიამ თამარის ხელი მოკიდა. -კარგი,მანამდე ტელევიზორს ვუყურებთ-წამოიშოტნენ დივანზე. -ფეხები არ დადოთ-ნატალიამ გასძახა მათ და გარეთ გავიდა. ერთ საათში დატვირთულები დაბრუნდნენ გოგოები და მალევე გასწიეს ქოხისკენ. -ლუდი ხომ არის?-ბექამ თვალები დაჭყიტა. -კი,არის. მანქანაში იჯდა და უყურებდა მიმავალ ხეებს....უყურებდა შენობებს,რომელიც მის თვალს შორდებოდა...უყურებდა და მხოლოდ იმ ერთზე ფიქრობდა..მხოლოდ ლუკაზე..მხოლოდ თამარის უამბო მის შესახებ..არა და უნდოდა მთელ ქვეყნიერებას სცოდნოდა ეს..როგორ უნდოდა,მაგრამ ეს სისულელე იყო..მას რეალურად მხოლოდ ის უნდოდა,რომ ლუკას სცოდნოდა ეს,მაგრამ განა ეს შეეძლო გოგონას? თითქოს რაღაც გამოქვაბულში დაკარგულიყო და გამოსასვლელს ვერ პოულობდა....თითქოს ოკეანეში იხრჩობოდა..სული ეხუთებოდა..ამ წამსაც კი,საკუთარ დაბადების დღესაც,რომ ამას გრძნობდა...ლუკასთან ყოფილიყო და მეტი არაფერი უნდოდა..ეს ხომ მისთვის ყველაზე კარგი საჩუქარი იქნებოდა.. მალე მივიდნენ დათქმულ ადგილას..ყველაფერი მწვანედ ანათებდა...მზის სხივები კი გარემოს ოქროსფრად ღებავდა..ტბა მოჩანდა... -კარგად გაგრილდებოდა კაცი-მოესმა ხმა. -აჰაჰჰაჰაჰ...ჯერ მასეც არ ცხელა-ნატალიამ ძალით გაიღიმა. -ავიდეთ?-თამარიმ შეხედა დაქალს. -რამ სიმაღლეზეა... -ალბათ,ბიჭებმა აჩუქეს სიმაღლე-გაიხუმრა გოგონამ და ცალი ფეხი კიბის საფეხერზე დადგა. -ჯერ იქნებ სხვა ვინმე ასულიყო. -პირველად მე უნდა ვნახო-ნატალია შუაში იდგა. -გასაღები ჯიბეში გაქვს-შეახსენა თამარიმ. -აჰამ...-ბოლო საფეხურზე დადგა ფეხი და კარები გააღო..მალევე ქოხში აღმოჩნდა. „აქ ლუკაც რომ ყოფილიყო“-უეცრად წამოუტივტივდა ფიქრები,მაგრამ მალევე სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება. -რა ლამაზია ყველაფერი..თამარ,ამოდი...მოდი,წვეულება დაბლა მოვაწყოთ და მერე მთვრალები ამოვიდეთ ზემოთ.. -აჰაჰჰა..ჩემი ჭკვიანი-თამარიმ ახედა გოგონას. -დავიწყეთ-ნატალიას მაშინვე ჩაესმა ყურში მაღალ ხმაზე აჟღერებული მუსიკის ხმა. -ჩამოვდივარ-სწრაფადვე ჩამოვიდა დაბლა და თამარის სასმელი გამოართვა. -ასე არ სჯობია-მეგობარმა გაუღიმა და ცეკვა დაიწყო.მას ნატალიაც აჰყვა. იმედია,არ დაგეზარენათ აზრის დაფიქსირება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.