შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მოგარჯულებ (3 ნაწილი)


23-06-2015, 09:44
ავტორი ანკა
ნანახია 6 765

მეგობრებთან ერთად გართობის შემდეგ კატოს ხასიათი გამოუკეთდა. სახლში ყველა დაღლილი და კმაყოფილი დაბრუნდა. მხოლოდ ბექა იქცეოდა უცნაურად, თითქოს თავის თავზეიყო გაბრაზებული...
......
ეს მართლაც ასე იყო. ვერ აპატია თავის თავს კატოს ცრემლები, ნერვები მოეშალა. კლუბში წავიდა, დალია და ცოტა გაერთო. უნდოდა კატო თავიდან ამოეგდო, მაგრამ არ გამოსდიოდა. ეს პატარა ჯიუტი გოგო მისთვის უკვე ძალიან ძვირფასი გამხდარიყო. ის არ გავდა სხვებს, ყველასგან გამორჩეული იყო, სწორედ ამიტომ დაისაკუთრა ბექას გული...
......
1 კვირა ბექა არ გამოჩენილა. სულ რაღაცეებს იმიზეზებდა, რომ მეგობრებთან ერთად სადმე არ წასულიყო. ხასიათი კატოსაც შეეცვალა... თითქოს უნდოდა ბექა ენახა. ვითომ, მოენატრა? თვითონაც არ იცოდა რა სჭირდა. სულ მასზე ფიქრობდა და თავიდან ვერ იშორებდა.
იმ საღამოს კლუბში იყვნენ წასულები. კატო და მარი, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულად ლამაზები იყვნენ. კატოს ვიღაც კაცმა ცეკვა შესთავაზა და ისიც დასთანხმდა. ცოტა ხანში შეატყო, რომ უცნობი ბევრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. საშინლად არ სიამოვნებდა მისი ხელები თავის სხეულზე.
-რას აკეთებთ? გამიშვით!(კატო) - შეეწინააღმდეგა უცნობ მამაკაცს და თავის დახსნა სცადა
-მოიცა რა ლამაზო, ცოტა გავერთოთ - არ უშვებდა და უფრო ძლიერად იზიდავდა თავისკენ
-უნდა წავიდე, დამანებეთ თავი!
-არსადაც არ გაგიშვებ! - კატო ისე გამწარდა, რომ მთელი ძალით მოიქნია ხელი და უცნობს სილა გააწნა. დიახ, აი ასეთი ქაჯი და ჯიუტი გვყავს კატო. უცნობი გამწარდა და ხელი მოუქნია, კატომ დარტყმის მოლოდინში თვალები დახუჭა. შემდეგ კი ნაცნობი ხმა მოესმა
-ხელებს დაგამტვრევ ნაბი****ო! - თვალები გაახილა და ბექა დაინახა. გაშმაგებული ურტყამდა უცნობს და ალბათ შემოაკვდებოდა კიდეც ბიჭებს რომ არ გაეშველებინათ. კატო ამ სანახაობით შოკში იყო. ადგილიდან ვერ იძვროდა. მის თავში უამრავი ემოცია ენაცვლებოდა ერთმანეთს: შიში, შოკი, მონატრება, სიხარული, გაბრაზება, წყენა და კიდევ რაღაც. კატომაც არ იცოდა ეს რაიყო, მაგრამ იცოდა რომ ეს ბექას აქ ყოფნის გამო იყო. უნდოდა ბექა მისულიყო ამწამს მასთან და ჩახუტებოდა, თუმცა იცოდა, რომ იგი ამას არ იზამდა. არც შემცდარა... მამაკაცი მისკენ დაიძრა და თბილად გაუღიმა:
-კარგად ხარ? - თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია.
ცოტა ხანს ბართან ისხდნენ, შემდეგ კი წყნარი მუსიკა ჩაირთო
-მეცეკვები?(ბექა) - ჰკითხა კატოს და ხელი გაუწოდა
-კი - დასთანხმდა და საცეკვაოდ გავიდნენ. ბექამ ხელები წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა, კატო არ შეწინააღმდეგებია, ხელები კისერზე მოხვია და თავი მხარზე დაადო. ძალიან უნდოდა გაეგო, თუ სად იყო ბექა ამ 1 კვირის განმავლობაში, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავდა:
-ეს 1 კვირა სად იყავი? - ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა
-მოგენატრე? - ჰკითხა ბექამ ეშმაკურად და წარბები აზიდა
-მეტი საქმე არ მაქვს შენ მომენატრო, უბრალოდ მაინტერესებს! – „მედგრად დახვდა“ ჩვენი კატო
-საქმეზე - მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა
-და ჩემი საქმე ეგ არ არის ხო? - უკვე ნაცნობი პასუხის მოლოდინში გაირინდა
-არა
-კარგი(კატო) - ნერვებმოშლილი მოშორდა ბექას და გარეთ გავარდა. სუფთა ჰაერი ესიამოვნა, ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა.
-რატომ გინდა რომ ნერვები მომიშალო?(ბექა) - ზურგს უკან ბოხი ხმა გაიგო
-შენ რატომ მიშლი ნერვებს?(კატო) - ახლა ეს მიუბრუნდა გაღიზიანებული. ბექა მიუახლოვდა, აივნის მოაჯირთან გამოიმწყვდია და სახე ძალიან ახლოს მიუტანა. კატო ძალიან დაიძაბა. გული აუჩქარდა და დაიბნა
-ჩემთან ტონს ნუ უწევ(ბექა) - გააფრთხილა მკაცრად. ხმის ამოღება ვეღარ მოახერხა. დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქეთ და ერთი სული ჰქონდა როდის დააღწევდა ბექას ტორებს თავს. მაინც რატომ აბნევდა ასე ძალიან მისი მოახლოება? მანამდე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა ყველას თავის ადგილს უჩენდა. ბექა კი უეცრად გამოჩნდა მის ცხოვრებაში და თავ-გზა აუბნია. - შენს სურნელზე ვგიჟდები - ჩასჩურჩულა მამაკაცმა ვნებამორეული ხმით და გოგონას ხელები წელზე მოხვია უფრო რომ მიეკრო. ისედაც აჩქარებული გული, კიდევ უფრო აუჩქარდა. იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი სახეზე და აფორიაქდა.
-გამიშვი, უნდა წავიდე - უპასუხა დაბნეულმა ენის ბორძიკით და ბექას მიაჩერდა. ბექამ ტუჩის კუთხე ჩატეხა. მიხვდა კატოს დაბნეულობის მიზეზს და გულში სითბო ჩაეღვარა. უფრო შეუყვარდა ეს პატარა არსება და მოუნდა ჩახუტებოდა. ძალიან ძლიერად... შემდეგ კი ლამაზი ტუჩები დაეკოცნა, თუმცა მისი წყენინება არ უნდოდა. ზანტად მოშორდა გოგონას სხეულს და გვერდზე გაიწია, რომ გასვლა შეძლებოდა.
-მაინც მოგარჯულებ - მოესმა ზურგს უკან ბოხი ხმა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. უკვე თავის თავს ვეღარ ცნობდა. ნერვებიც მოეშალა ასე რომ დაიბნა და საკადრისი პასუხი არ გასცა იმ ვაჟბატონს. კლუბიდან სახლში წამოვიდნენ და დასასვენებლად ოთახებში ავიდნენ.
ფიქრებში გართულ კატოს მამა გაახსენდა. მაშინვე მისი ნომერი აკრიფა და მონატრებული ხმის გაგების მოლოდინში გაირინდა:
-ხო შვილო, როგორ ხარ? - მოესმა მამის მზრუნველი და თბილი ხმა
-კარგად მა, შენ? ძალიან მომენატრე
-მეც მა, ძალიან მენატრები.
-რახდება მაქეთ? ნათელა როგორაა? - მოიკითხა საყვარელი მოხუცი
-როგორ იქნება, არის და საქმიანობს თავისთვის. მანდ როგორ ერთობით?
-კარგად - უპასუხა თბილად და მამის პასუხს დაელოდა. ცოტახნიანი პაუზის შემდეგ კი ლევანმა უთხრა
-კატო, მალე ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს-შეკრება იქნება. ძალიან მინდა რომ ჩამოხვიდე და დაესწრო
-როდისაა? - იკითხა ინტერესით
-2 დღეში. წამოხვალ?
-კი მა, წამოვალ
-კარგი შვილო მიყვარხარ. წავედი ახლა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი
-მეც მიყვარხარ - დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. ალბათ გაგიკვირდათ ასე ადვილად რატომ დასთანხმდა არა? უნდოდა ბექასგან შორს ყოფილიყო. ცოტა უცნაურია, მაგრამ ფაქტია - ხან მისი დანახვისთვის ყველაფერს დათმობდა, ხანაც ოღონდ მას გაშორებოდა და არაფერი ანაღვლებდა. გარდა ამისა, მამა ძალიან ენატრებოდა. აქ ისედაც ჩამოვიდოდა, მთელი ზაფხული ხომ ჯერ კიდევ წინ იყო.
მარის ოთახში შევიდა და ახალი ამბავი გამოუცხადა.
-ცუდია, როდის მივდივართ?(მარი) - იკითხა მოღუშულმა
-ხვალ იმიტომ, რომ ზეგაა ეგ ბიზნეს-შეკრება(კატო) - განუმარტა დაქალს.
-კარგი, მაშინ ბარგი ჩავალაგოთ.
წასვლის ამბავი გიოსაც უთხრეს და ბარგიც ჩაალაგეს. ამ მომენტში უკვე სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტიდან გამოვიდა და აბრაც დაინახა ერთი ტაქსისტის ხელში, სადაც მისი და მარის სახელი ეწერა. მძღოლმა გოგონები სახლებამდე მიაცილა. კატო შევიდა თუ არა სახლში, ნათელას გემრიელი კერძების სუნი ეცა. პირდაპირ სამზარეულოში შევარდა და უკნიდან მიახტა მოხუცს
-ვაიმე შვილო, გული გამიხეთქე! რაარის გოგო ეს, რაიცი ხოლმე რა... უიმე, ახლა წნევა ამიწევს - გულზე ხელი მიიბჯინა მოხუმა და სკამზე ჩამოჯდა სულის მოსათქმელად.
-არ მოგენატრე?(კატო) - ჰკითხა ნათელას და პატარა ბავშვივით გაეპრანჭა.
-მომენატრე შვილო, აბა რა... მოდი აქ ჩაგეხუტო, რამდენი ხანია არ მინახიხარ! - მოხუცმა გულში ჩაიკრა კატო და მთელი სახე დაუკოცნა. ბედნიერი კატო ოთახში აფარფატდა და ბარგის გადმოლაგებას შეუდგა. კარზე ზარი გაისმა და ისიც სინათლის სისწრაფით მივარდა გასაღებად. მამის სილუეტის დანახვისთანავე სიხარულისგან შეჰკივლა და ძლიერად ჩაეხუტა.
-ჩამოხვედი უკვე მამი?
-მომენატრე მა - ამოსძახა კისერში თავჩარგულმა.
-მეც ძალიან.
ცოტა ხანს დაისვენეს, შემდეგ კი მამის კაბინეტში ავიდა. ყველა ბიზნესმენის და მისი ცოლის სახელს იზეპირებდა სურათებთან ერთად. ძალიან მოსაბეზრებელი იყო, თუმცა რა ექნა. აუცილებელი იყო ყველ მათგანის ცნობა. მამა ცდილობდა შვილს სწავლის პროცესი გაადვილებოდა, თუმცა რას იზამდა. იმ პატარა თავში ძლივს ჩაეტია იმ სტუმართა ნახევარი რომლებიც წვეულებაზე იქნებოდნენ. მამამ მორიგი სურათი აიღო ხელში და კატოს დაანახა:
-შვილო, ეს არის ბექა მახარაძე - კატომ მობეზრებულად შეავლო სურათს თვალი და მაშინვე პირი დააღო
-ეს რა, ბიზნესმენია? - იკითხა გაკვირვებულმა და თითით სურათზე ანიშნა
-ხო, რაიყო? ძალიან ჭკვიანი და მონდომებული ახალგზარდაა. ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორია. ეგ ბევრს მიაღწევს ცხოვრებაში. რამე მოხდა?- იკითხა დაეჭვებულმა
-გიოს ძმაკაცია და ერთად ვისვენებდით მაიამიში - განუმარტა დაუყოვნებლად
-აბა, მაშინ ერთით ნაკლები სტუმარი გყოლია დასამახსოვრებელი - გაიცინა მამამ და სხვა სურათს გადასწვდა. კატო უკვე ნაკლებად უსმენდა. როგორ არ უნდა მოენდომებია ხვალამდე იმდენის მსწავლელი არ იყო. თავიდან არ ამოსდიოდა ბექა. ბიზნესმენი ყოფილა, თან ხვალ შეხვდება. ნეტა თვითონ ბექა რას იფიქრებს კატოს იქ დანახვისას? დანებებულმა მამამ შვილი დასაძინებლად გაუშვა და თვითონაც გადაწყვიტა დაესვენა.
მეორე დღეს კატო დილიდან ემზადებოდა. უნდოდა ძალიან ლამაზი ყოფილიყო. ეს ალბათ, ბექას გამო უფრო უნდოდა. მთელი დღე მაღაზიებში დადიოდა და ჯიუტად ეძებდა „განსაკუთრებულ“ კაბას. მარი უკვე ეწუწუნებოდა რაუბედურებაა ამდენი დროის კარგვა ერთი უბრალო კაბის გამოო. მორიგ მაღაზიაში შეაბიჯეს და კატოს თვალები პირდაპირ შეხვდა სანატრელს კაბას. მაშინვე თავისი ზომა იპოვა და გასახდელში შევიდა. ისეთი ლამაზი იყო... მარიმ პირი დააღო და აღიარა, რომ ამ კაბისთვის ამდენი სიარული მართლაც ღირდა.
საღამოს კმაყოფილი გამოეწყო ახალ კაბაში, შავი მაღლები ჩაიცვა მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა და კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში.
მაინც მოგარჯულებ (3 ნაწილი)

რესტორანში ფეხი შედგა თუ არა, მაშინვე ყველას ყურადღება მიიპყრო. ყველა ლევანს ეკითხებოდა ასეთი ლამაზი ქალიშვილი აქამდე სად გყავდა დამალულიო. ისევ სტუმრებს ესალმებოდა და ტვინს იმტვრევდა როგორმე მათი სახელები გაეხსენებინა, როდესაც ბექა დაინახა. ვიღაცას ელაპარაკებოდა. მანაც კატოსკენ გამოიხედა და გაოცება ვერ დამალა ისეთი ლამაზი იყო. მაშინვე მოწყდა იმ სტუმარს და კატოსკენ დაიძრა.
-გამარჯობათ ბატონო ლევან! - მიესალმა თავაზიანად კატოს მამას და ხელი გაუწოდა
-ოჰ, გაგიმარჯოს ბექა, როგორ ხარ?
-კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით?
-რავიცი შვილო, ვბერდები და ვარ - ჩაიცინა - თქვენ იცნობთ არა უკვე ერთმანეთს? - იკითხა და ორივეს გადახედა
-კი მა (კატო) - უპასუხა სწრაფად
-მაშინ მე დაგტოვებთ ცოტახნით, სხვებსაც მოვინახულებ, არ მოიწყინოთ!
ოო, აი აქ კი კატოს საქმე ცუდად იყო. მამამისი წავიდა თუ არა, კატოს მოჩვენებითი სიმშვიდეც გაიყოლა.
-ძალიან ლამაზად გამოიყურები(ბექა) - უთხრა და თვალებში დაჟინებით ჩააცქერდა
-მადლობა(კატო) - უპასუხა უხერხულად და სხვაგან გაიხედა
-ჩემი ხომ არ გერიდება ქალბატონო ეკატერინე?(ბექა) - ჰკითხა დამცინავად. ოხ, როგორ ვერ იტანდა ამ სახელს კატოო...
-მაგ სახელს ნუ მეძახი ვერ ვიტან(კატო) - უპასუხა დაბღვერილმა
-მეცოდინება(ბექა) - უპასუხა ორაზროვნად და თვალი ჩაუკრა.
მაგიდასთან დასხდნენ. ბექამ ვიღაცას ადგილი გაუცვალა და კატოს პირდაპირ დაჯდა. მთელი საღამო თვალს არ აშორებდა. მისი მზერით დაბნეულ კატოს კი ჭამის სურვილიც აღარ ჰქონდა. ანერვიულებული ატკაცუნებდა თითებს მაგიდის ქვეშ და აქედან მალე წასვლაზე ოცნებობდა.
საცეკვაო სიმღერების ჩართვისთანავე მამაკაცთა დიდი ნაწილი კატოს მივარდა. უმეტესობა უარით გაისტუმრა, თუმცა ბოლოს ერთს დასთანხმდა. დაინახა, თუ როგორ დაეჭიმა ბექას ყველა კუნთი მისი თანხმობის გაგებისას, თუმცა ყურადღება არ მიაქცია. შუა ცეკვისას კი ზურგს უკან გაიგო მისი ხმა:
-უკაცრავად, პარტნიორს წაგართმევთ - ხელის ერთი მოძრაობით შემოატრიალა კატო, ხელები წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. - უცნობებს რატომ ეცეკვები?
-რა შენი საქმეა მე ვის ვეცეკვები
-ჩემი საქმეა(ბექა) - უპასუხა მკაცრად
-რა უფლებით მელაპარაკები ეგრე!(კატო)
-ჩემთან ტონს ნუ უწევთქო! - ჩურჩულით ჩხუბობდნენ და თან ცეკვავდნენ.
-რასაც მინდა იმას ვიზამ! მეც მაქვს გარკვეული უფლებები, მარტო შენ კი არ ხარ მთავარი!
-დამელოდე(ბექა) - უეცრად მოშორდა კატოს და მამამისისკენ წავიდა. რაღაც უთხრა, შემდეგ ხელი ჩამოართვა დამშვიდობების ნიშნად და ისევ კატოსკენ დაიძრა. - წამოდი - ხელი ჩასჭიდა და ამჯერად უფრო ფრთხილად გაიყვანა გარეთ.
-სად მიგყავარ?! მამაჩემს რა ელაპარაკე! გამიშვი! - დაუყვირა უკვე როდესაც გარეთ გამოვიდნენ.
-მამაშენს ვუთხარი თქვენს ქალიშვილს მე ჩავიბარებთქო და ისიც დამთანხმდა, ხო იცი როგორ ვუყვარხარ - უპასუხა კმაყოფილმა და თვალი ჩაუკრა
-იდიოტი ხარ - შეუბღვირა უკმაყოფილომ და წარბშეკრულმა გახედა.
-რა გინდა, იმ უაზრო წვეულებას გადაგარჩინე
-ოხ, დიდი მადლობა(კატო) - უპასუხა ირონიულად და გვერდზე გაიხედა
-წამოდი, სადღაც უნდა წაგიყვანო - მანქანაში ჩასვა და ადგილს დიდი სისწრაფით მოწყდნენ.

...........
ესეც მესამე თავი...
ძალიან მახარებთ თბილი კომენტარებით <3 უზომოდ ბედნიერი ვარ!
ბავშვებო, კომენტარებშიც დაგიწერეთ და აქვე მინდა გითხრათ ასევე, რომ ეს 3 დღე ძალიან გადატვირთული მაქვს, თითქმის მთელი დღე სახლიდან ვარ გასული. რამდენიმე დღე გთხოვთ, რომ თავის ზომებით დაკმაყოფილდეთ და შემდეგ მე ვიცი როგორც გაგახარებთ! <3 <3 <3
აუცილებლად გავზრდი თავის ზომებს <3
ძალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულება და ველი შეფასებას... <3 <3 <3

პ.ს. ახლაც გავრბივარ და გადაკითხვა ვერ მოვასწარი, მომიტევეთ მექანიკური შეცდომები <3 მიყვარხაართ!!! <3 <3 <3



№1  offline წევრი anaa

ძალიან მომწონსს :* :*

 


№2  offline მოდერი ანკა

anaa
ძალიან მომწონსს :* :*

მადლობაა, მიხარია რომ მოგწონთ <3 <3 <3
და კიდევ მადლობა დაკომენტარებისთვის love

foreveryoung
მომეწონა... გააგრძელე და ვნახოთ რა იქნება!

მადლობაა <3 შევეცდები თქვენი მოლოდინი გავამართლო love

 


№3  offline წევრი sali))

Dzalian kargiaa.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent