თეთრი მთვარე [1]
ხელოუუ! ახალი ისტორიით დავბრუნდი. იმედია მოგეწონებათ ^.^ =_=_=_= ჯიბიდან "მოცეკვავე" ტელეფონი ამოიღო. გაოცდა, როდესაც ნომერს დახედა. - გისმენ. - აკანკალებული ხმით უპასუხა. - გამარჯობა. - ხმაზე ნერვიულობა ეტყობოდა. - რ-როგორ ხარ? - კარგად. რაღაცის სათქმელად დაგირეკე. - ყოყმანი დაიწყო. - ჩემს პირობას ვერ ვასრულებ, ბოდიში. ხვალ ცოლი მომყავს. გოგონა წამიერად გაქვავდა. ისედაც ჩამქვრალი, ზღვისფერი თვალები უარესად ჩაუქრა. - გილოცავ. - ხუთიოდე წამის მერე ჩამწყდარი ხმით უპასუხა. - ქორწილში არ მპატიჟებ? - ბიჭის ნახვის ბოლო იმედს ჩაეჭიდა. უნდოდა, სიკვდილამდე სურდა მისი ნახვა, ბოლოჯერ ჩაეხედა თაფლისფერ თვალებში. - არა.. მაპატიე, გთხოვ არ დამირეკო. - უთხრა და გაუთიშა. გოგონა წაბარბაცდა. სახეზე შეშლილი ღიმილი ეხატა. მის წინ მდგარ, გაკვირვებულ ხუთ პიროვნებას შეხედა. *** აივანზე იჯდა და ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდა დიდ, თეთრ მთვარეს. დროდადრო დახედავდა თლილ თითზე მოთავსებულ ბრჭყვინავ ბეჭედს. რამდენიმე საათის წინ მას ხომ ხელი თხოვა საყვარელმა მამაკაცმა. 5 წელია მაგ მომენტს ელოდა. - გისმენთ. - უცხო ნომერს უპასუხა. - ევა აბაშიძე ხარ? - წრიპინა ხმა გაისმა ყურმილიდან. გოგონას არ ესიამოვნა მისი ტონი და თავადაც მსგავსად მიუგო: - დიახ, ვინ ხარ? - მოკლედ, გიორგის შეეშვი რა. - პირდაპირ მიახალა. ევას გაეცინა. უცნობი გოგოა მსგავსი ადამიანები ყოველთვის ეცოდებოდა და მათ გამოხტომევზე ეცინებოდა. - მართლა? რატომ? - ცინიკური ტონით უპასუხა. - მე მიყვარს და არ მინდა შენნაირთან იყოს. - თავხედურად უპასუხა. - გიყვარს? - ყასისად გაიკვირვა. - კი. - ამაყად ჩაილაპარაკა. - ის თუ იცი რომ დანიშნულები ვართ? - გამომცდელად ჰკითხა. სახიდან ცინიკურ ღიმილს ვერ იშორებდა. - კი ვიცი. - ოდნავ გააკვირვა გოგონას გამბედაობამ, თუმცა არაფერი შეიმჩნია. - აჰჰ.. - ამოიხვნეშა. - მოკლედ, ვინც ხარ, გიორგისთან რომ არაფერი გამოგივა ხვდები ალბათ. იმასაც ხვდები რომ მალე ცოლ-ქმარი გავხდებით, ხოდა გირჩევდია შენით გაქრე ჩვენი ცხოვრებიდან, თუ არადა მე არ გამიჭირდება შენი აორთქლება. - დაღლილი ტონით უპასუხა. ხშირად ურეკავენ და ეუბნებიან, გიორგის შეეშვიო, რა თქმა უნდა, დაურეკავენ, გიორგი ძალიან სიმპათიური ბიჭია და ბევრ ქალს მოსწონს იგი. - მასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები შენს რომეოში. - თქვა და გაუთიშა. ევა კარგახანს გამოშტერებული იჯდა. მანამდე არავის უთქვამს მსგავი რამ, თუმცა მალევე მოეგო გონს და გოგონას სიტყვები, შეძლებისდაგვარად, უყურადღებოდ დატოვა. საათს დახედა. ოთხი ხდებოდა. წამოიზლაზნა და დასაძინებლად გაემართა. დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა. უკმაყოფილოდ აიღო ხელში და ეკრანს დახედა. - ხო გიო. - ნამძინარევი ხმით უპასუხა. - როგორ არის ჩემი ლამაზი? - თბილად ჰკითხა. - ცუდად. - ბუზღუნით უთხრა. - რატომ? - ნერვიულობის ნოტები შეეპარა ბიჭს ხმაში. - ერთმა სიმპათიურმა ბიჭმა გამაღვიძა და ახლო მომავალში შეიძლება მოკლან. - მოუგო და სიცილი მთელი ძალით შეიკავა. ბიჭს ჩაეცინა. - მიდი ადექი და გამოგივლი. ერთ საათში მოვალ და გირჩევნია მზად დამხვდე. - უთხრა და გაუთიშა. ევამ თავი ბალიშს დაახეთა დ. ერთი ამოიოხრა. შემდეგ წამოდგა, თუმცა ორიენტაცია დაკარგულს ისე შეაქანა, ლამის იატაკს ჩაეხუტა. შხაპი მიიღო და ტანზე ტანსაცნელი მოირგო. სამზარეულოში ყავის დასალევად გავიდა. შიშისა და მოულოდნელობისგან შეხტა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. მიირბინა და ღიმილით გაუხო საყვარელ მამაკაც კარი. - ჩემო ლამაზო როგორ მომენატრე! - იყვირა გიომ და გოგონა ხელში აიტაცა. - გუშინ არ მნახე? - კისკისით უთხრა. - მერე, რამდენი ხანკ გავიდა ხვდები?! - შეიცხადა ბიჭმა. - ცირკი ხარ, გიორგი, ცირკი. - სიცილით მიუგო. - სად უნდა წამიყვანო? - ინტერესით ჰკითხა და სამზარეულოში გაცუნცულდა. - ჩვენი ნიშნობა უნდა ავღნიშნოთ. უნდა წავიდეთ უკვე, გველოდებიან. - აუხსნა. გოგონაბ უცებ ჩაცალა ყავით სავსე ჭიქა და ფეხსაცმელი ამოიცვა. მალე გიორგის მანქანაში ისხდნენ და უხმოდ, ღიმილით გაჰყურებდნენ გზას. - როდის გინდა ქორწილი? - მოულოდნელად იკითხა ბიჭმა. - შემოდგომას. - უცბად უპასუხა. - ესეიგი, 2 თვეში. - ხო. - თქვა. ხმა არ ამოუღიათ, სანამ დიდ სახლს არ მიადგნენ. გოგონა გაკვირვებული გადმოვიდა. - ეს ვისი სახლია? - იკითხა. - ჩვენი. - წელზე ხელი მოხვია და სახლისკენ წავიდნენ. გოგონას გაოცებისგან ენა გადაეყლაპა. შიგნით შევიდნენ და ევა უარესად გამოშტერდა, როდესაც სუფრასთან მსხდარი მეგობრები ნახა. ანასტასია, მარიამი, ჯაბა და ლუკა. გოგონას ბავშვობის მეგობრები არიან. ისიც არ ახსოვთ ერთმანეთი როგორ გაიცნეს. თვალი უცხო მამაკაცს მოჰკრა, თუმცა იმდენად უხაროდა მათი ნახვა, სულ გადაავიწყდა ის უცნობი. - აქ რას აკეგებთ? - როგორც იქნა ხმა ამოიღო. ყველას გაეცინა. - ძროხებს ვწველით, ევა. - სერიოზული სახით უთხრა ანასტასიამ. ოთახში სიცილის ნოტები გაჟღერდა. - რომ დაინიშნე, ქალბატონო, არ უნდა აღვნიშნოთ? - "გაუწყრა" ჯაბა. - მოდი ეხლა დაჯექი და დღეს გემრიელად უნდა დავთვრეთ. - ბიჭმა გკგკს სკამისკენ უბიძგა. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა. - ეს დემეტრე დადიანია. ჩემი მეგობარი. 10 წელი საზღვარ გარეთ იმყოფებოდა და მაგიტომ არ იცნობდით. - უცნობი წარადგინა ლუკამ. - დემე ეს ევაა, ჩემი დებილი დაიკო. - სიცილით თქვა. ევამ მამის მკვლელი თვალებით გახედა და ანიშნა "მოგკლავო". - სასიამოვნოა. - ბიჭი წამოდგა და მაგიდის მეორე მხრიდან ხელი გაუწოდა. - ჩემთვისაც. - გაუღიმა. ხელი ჩამოართვეს და სუფრას დაიბრინდნენ. ყველანი მთვრალები იყვნენ. იცინოდნენ,ნღეროდნენ, ხუმრობდნენ. გიორგი ფეხზე წამოდგა ჭიქამომარჯვებული. ყველაზე ბევრი მან დალია. - მინდა ჩემს უმშვენიერეს ევას ვუთხრა, რომ მაგრად მიყვარს, მართალია ვღალატობ, მარა მიყვარს. სიყვარულს გაუმარჯოს. - დაამთავრა და ჭიქა გამოცალა. გაოგნებულნი შესცქეროდნენ. სამარისებული სიჩუმე ჯაბამ დაარღვია. - გიორგი რა კარგად ხუმრობ. - გაიცინა და ბიჭს ხელი გადახვია. ევა თვალებგაფართოებული იჯდა. არ იცოდა გიორგის ნათქვამი ხუმრობად მიეღო თუ-სიმართლედ. - ევა. - მხარი გაკრა მარიამმა. - იხუმრა. - სიცილით უთხრა. გოგონაც გამხნევდა და მხიარულად განაგრძო დროის ტარება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.