შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჭიქა მარტინი და ბედნიერება..."(სრულად)


23-06-2015, 14:16
ავტორი Nina))
ნანახია 7 316

***
წარმავალია ყველაფერი,
თურმე ის სიყვარულიც წარმავალი ყოფილა,რაც აქამდეც სამუდამო გეგონა..
გასაკვირი არც არის,თუ ადამიანის სიცოცხლეა წარმავალი,შესაბამისად გრძნობებიც წარმავალი იქნება..
და დავიჯერო სიყვარულია წარმავალი?!
მე მაინც არ მჯერა!
როგორ შეიძლება დღეს გიყვარდეს, დაიძინო, გაიღვიძო და ხვალ აღარ გიყვარდეს?!
სისულელეა და მეტი არაფერი..
თუ გიყვარს -გიყვარს! იქ უკვე აღარანაირი დაბრკოლება აღარ არსებობს!
სადაც სიყვარულია იქ სულ არის აბრკოლება,შური,ბოროტება,ტკივილი.
მაგრამ ბნელს ნათელი მოსდევს!

***
-თიკუნა,შვილო,აქ ვეღარ ძლებ ვხედავ,ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლებ,სულიერ ტკივილს ფიზიკური ტკივილით ვერასდროს გადაფარავ,ორი წელია აქ ხარ და საკუთარი ხუთი თითივით შეგისწავლე,ვხედავ არ გინდა იფიქრო მასზე,მაგრამ ხომ ხვდები რომ ღამით გარდაუვალია გაექცე იმ ფიქრებს,რომლებიც შენდაუნებურად ტივტივებენ შენს გონებაში!
-დედაო მარიამ,არ შემიძლია,უფალს მივეცი პირობა,რომ სულ მასთან ვიქნებოდი.
-და გგონია ის არ ხედავს?! არ ხედავს მისი შვილი,როგორ იტანჯება?! უდიდეს ცოდვას სჩადი,თიკუნა,ჩემგან არ გესწავლება ეს,შენც კარგად იცი!
-დედაო,ასე რომ ავდგე და წავიდე ვის გამოვეცხადო? ვისთან მივიდე,ვისღა ვახსოვარ-დანანებით მოავლო თვალი თეთრად გატაპენტილ არემარეს და ლოყაზე ჩამოღვრილი თბილი სითხე,თითის ბალიშებით მოიწმინდა.
-შენკარგად იცი რომ ყოვლთვის გწერდნენ შენი საუკეთესო მეგობრბეი,მაგრამ შენივე თხოვნით ყველა წერილს ვანადგურებდი
-ხო,მაგრამ,დედაო, მათ უკვე ბოლო წელია არაფერი მოუწერიათ.
-დროა,თიკუნა,დროა..
-დედაო,უფალი გაიგებს?
-ჩვენ ვილოცებთ შენთვის...-თბილად მოეხვია სამოც წლამდე მისული ცისფერთვალება ქალი და მანაც დანანებით მოავლო მთელს არემარეს თვალი...

***
-თიკუნა ონიანი ჩამოდის!-მძიმედ დაახეთქა შუშის მაგიდაზე ჩანთა და სულმოუთქმელად დალია ფორთოხლის წვენი
-არ მჯერა, არ არსებობს!-ღრენით წარმოთქვა ნატამ და დიტოს შეხედა
-აქ რა ესაქმება?! - მანაც არანაკლებ მძიმე ტონით წარმოთქვა და მაგრად მიაჭირა ერთმანეთს ტუჩები,გეგონებოდათ ტკივილის გამომცემი ბგერების გამოშვება არ უნდაო...
-კარგით რა,კარგით რა! იმის მაგივრად რომ გაგიხარდეთ იღრინებით -წყენით დაახეთქა უკვე დაცლილი ფორთოხლის ჭიქა მაგიდაზე- რა წესია ნატა?! დიტო შენ მაინც რა დაგემართა!
-არ უნდა დავეტოვებინეთ ასე! არც წერილებს გვწერდა! სანდროს რა უქნა!
-მოიცა,მოიცა,სანდრო საერთოდ რა შუაშია? ხომ ადგა და წავიდა? მას შემდეგ წავიდა თიკუნაც და საერთოდ ყველაფერი თიკუნას ბრალი კიარა სანდროს ბრალია!
-შენ რაიცი?!-არ ცხრებოდა დიტო
-არცერთმა არაფერი ვიცით! ასე რომ ამაზე კამათს აზრი არ აქვს! ჩამოდის თიკუნა,ჩამოდის სანდრო და მისი საცოლეც,რა როგორ იქნება არავინ იცის!-განაცხადა ა.წ უკვე დამშვიდებულმა ნატამ
-ღადაობთ?-პირღია შეხედა ჯერ დიტომ,შემდეგ მარიამმა.
-არა,წეღან მითხრა დათუნამ,სანდროს ძმაკაცმა.-ნერვიულად აათამაშა ერთმანეთის მიყოლებით მარცხენა ხელის თითები ნატამ,გეგონებოდათ რაღაცას უკრავსო...
-ახლა რა იქნება?
-არავინ არაფერი იცის,ან სანდრო რატომ ბრუნდება,ან კიდევ თიკუნა...
-არცერთს უნდოდა აქ გაჩერება ერთი იძახდა სუნთქვა მეკვრისო,მეორე გული მერევაო!
-ახლა ორივე ბრუნდება.
-ბედია?
-თუ ირონია!?
-ან სასწაული...
-რაღაც ხომ არის..მოკლედ თიკუნას უნდა დავხვდეთ!
-მის სახლში,ხმაური არ ეყვარება უკვე..
-არამგონია რაღაც,რადგან ბრუნდება,ე.ი ძველ ცხოვრებას უბრუნდება! ერთით მეტნი ვიქნებით კიარ უნდა ვტიროდეთ,უნდა გვიხაროდეს!
-მართალია დიტო,ნატა რას იტყვი?!
-ჩემი ვირი ბრუნდება,არ მჯერა-დამაყრუებლად წამოიყვირა ნატამ და ფეხზე წამოიჭრა,მაგრამ სწრაფადვე თავის ადგილს დაუბრუნდა,როგორცკი უამრავი წყვილი თვალი იხილა მისკენ მომართული,მერე კი ჩუმი ფხუკუნი განაგრძეს...

***
ასეც ხდება, ემშვიდობები ყველაფერს და ცდილობ ახალი ცხოვრება დაიწყო,მაგრამ ემრე აცნობიერებ რომ არც იქ არის შენი ადგილი,მერე კი ხვდები რომ ყველაფერი წარმავალია და აღარაფერზე ღირს დარდი,ხვდები რომ როდესღაც ყველაფერი დასრულება, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება,
მაგრამ ამ შემთხვევაში იცის რომ არაფერიც იქნება კარგად!
საქარე მინაზე უდევს თავი და თვალები დახუჭული აქვს,რომ შეხედო თითქოს თვალდახუჭულსაც ეტყობა რომ ზღვის ფერი აქვს თვალები...
იცის რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვს !
ისიც იცის რომ სენტიმენტალური და გატეხილი არ უნდა იყოს,
არა,არ არის,სულიერად ყველაზე მაღლა დგას,მაგრამ არ იცის რა იქნება,როდესაც სანდროს შავ თვალებს გადაეყრება..
რა იქნება მაშინ,როდესაც ანგელოზი ხელახლა შეხვდება დემონს...
არ იცის პატარა გული დაიტევს თუ არა ამდენს..
და მაინც მიდის შეუპოვარი,გამჭრიახი !
მიდის და უკან არ იხევს,გზა არ არის,მაგრამ მაინც არ ფიქრობს!

***
-წავალ!
-არ მაინტერესებს!
-წავალ და უკან არ დავბრუნდები იცოდე!
-სადაც გინდა იქ წადი,ფეხებზე მ*#კიდია რას იზამ,წადი-უღრიალა მამაკაცმა
-განანებ,ალექსანდრე არჩვაძე! განანებ!
-კარი მარცხნივ არის-მიახალა ყელზე ძარღვებ დაბერილმა
პირველი თიკუნა წავიდა,მამიდამისთან მარტვილში..
ბევრი ეძება ალექსადრე არჩვაძემ,ძალიან ბევრი,მაგრამ ვერსად მიაგნო,მერე ისიც გაუჩინარდა და აქამდის მასზე არავის არაფერი სმენია...
მერე თიკუნაც ჩამოვიდა,ვერ აიტანა და წავიდა..
სამუდამოდ ჰქონდა გადაწყვეტილი წასვლა,დედაომ დააბრუნა...

***
-ორშაბათს ცნობილი დიჯეი ჩამოდის ამერიკიდან ბალუს კლუბში,წავიდეთ?
-წავიდეთ აბა რა ვქნათ?! როდესმდე უნდა ვიყოთ ასე?!-საჩვენებელი თითი აათამაშა თიკუნამ და თამუნას დაუძახა-ოთხი კაპუჩინო და ოთხი შოკოლადის ასორტი.
-ნახე რა ტიპიააააა-ახლად შემოსულისკენ მიუთითა გოგოებს ნატამ,თიკუნამ ტუჩი მოიკვნიტა
-არარი დასაკარგი-იჩურჩულა დიტომ და მხარი გაკრა თიკუნას
-კაი ღადაობ?-გაიცინა გოგონამ,სიცილში დაქალებიც აყვნენ ...
თუმცა მერე კიდევ დიდხანს ფიქრობდა ღამისფერ თვალება ბიჭზე...

***

დაღლილი მიაბოტებს გაზაფხულის წვიმაში და რა ქნას აღარ იცის,საითკენ წავიდეს.
თითქოს ცხოვრების გზას აცდა..
თითქოს არასწორ შესახვევში შეუხვია და ახლა დაკარგვის მეტი არაფერი უნდა...
წვიმის გუბეში ჩახტა და გვერდითა მხრიდან ღრიალი გაიგო,მისკენ მიმართული
-წინ იყურე-დაიგვირგვინა ბოხმა ხმამ,წამით შეჩერდ,მერე ხმის პატრონს მიუბრუნდა და დამცინავად მიაძახა
-ისე საუბრობ,თითქოსდა არ წვიმდეს
-მოდი აქ შე პატარა ჭინკა-შეხტა გოგონა და საფრთხე როგორც-კი იგრძნო სირბილით და კისკისით დაუყვა მის ქუჩას-უცნობი კი მანამ არ გაუჩინარდა სანამ გოგონა საკუთარ სახლსა და საკუთარ ოთახში არ ავიდა,როგორც-კი თიკუნას ოთაში შუქი აინთო,უცნობის მანქან მოწყდა ქუჩას...

***
-დამისხი,მარტინი-არეული ლუღლუღებდა და თითებს ნერვოზიანივით ათამაშებდა ბარის დახლზე.
-მერამდენე ჭიქაა უკვე, იქნებ ჯობ...-სიტყვა შეაწყვეტინა ბარმენს
-რა სჯობს იმას თავად გადავწყვეტ,შენ კი რაც გევალება ის გააკეთე-შეუღრინა ბარმენს და კაბის ბოლოებს დაექაჩა.
საკმაოდ გამომწვევი კაბაა,არა, არის უბრალო,მაგრამ იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურება ამ წითელ კაბაში მოშიშვლებული მკერდი და ისეთი გამოკვეთილია უკანალიც,ყველას დაატყვევებს,დღეს რამ მოუარა არავინ იცის,ალბათ რომ არ წაიყვანა დიტომ იმის ბრალია,არადა გინდათუარა დიჯეი ჩამოდისო,იყოს ახლა იქ. გაბრაზებულია საშინელი და ისე სვამს მეტი რო არ შეიძლება,არა იცის ამას რაც მოყვება,მაგრამ სვამს...
გასაპუტია ეს გოგო! ვამბობ და არ ესმით,ხომ შეიძლება ვიღაც სულელი გადაეკიდოს?! არ ახომ შეიძლება,რატომაც არა,ქერა და ასეთი გოგო ვის არ მოეწონება,შავგრემანს არაფრით ჩამოუვარდება,
ის კიარა იმ სტერეოტიპსაც ნაკუწებად ამსხვრევს: „ქერა შავგრემანთან ყოველთვის ნული იქნებაო“ ამსხვრევს და პირიქთაც არის მე თუ მკითხავთ,ისეთი ეშხიანია თიკუნა,ისეთი ეშხიანი.. ოჰ..თუმცა იმას რომ ქერებს ჭკუა არ აქვთ მაინც ვერ უხერხებს ვერაფერს,
ჭკუა რომ ჰქონდეს ახლა აქ იჯდებოდა!?
-კიდევ დამისხი!-ალუღლუღდა და საჩვენებელი თითი აიქნია,მაგრამ წამებში დაუჭირეს,ჯერ თითს დახედა,შემდეგ ხელზე მწარედ მოჭერილ ხორბლისფერ თითებს და საბოლოოდ პატრონზე შეაჩერა მზერა
-როგორ ბედავ-მკაცრად სცადა ღრიალი,თუმცა კნავილს უფრო წააგავდა,როდესაც პატრონის ირონიული ღიმილი და მზერა დაინახა რამის თავში დღლუზა არყის ჭიქა-შენ რა მე მთვრალი გგონივარ?-სრულიად უაზრო ფრაზა დააბერტყა და ხელის განთავისუფლებას ეცადა,საიდანღაც ეცნობა,მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაშია უცნობს კიარა საკუთარ მანქანას ვერ იცნობს,რაო,მანქანასო ,და გასაღები სადღაა? ესეც მეორე საჩუქარი.
მხოლოდ ეს აკლდა ბედნიერებისთვის.
პანიკაში არ ჩავარდნილა,ფიქრებიდან უცნობის ხმამ გამოარკვია
-ნიზლავს დავდებ ერთ მეტრსაც ვერ გაივლი სწორად- ისევ ირონიულად გაიღიმა,ისე მოეშალა ნერვები განთავისუფლებული ხელი უცნობის მიმართულებით გააქანა,თუმცა ისე სწრაფად შეუჩერეს და მოუგრიხეს,რომ რამის ამოიკნავლა-მეორედ აღარ გაბედო-ყურთან უჩურჩულა უკნიდან და გოგონა ლამის ხელში ჩაადნა-წამოდი სახლში წაგიყვან,თორემ სხვა ჩემსავით კეთილი არამგონია ვინმე გამოჩნდეს-ხელის გაშვებას აპირებდა,როდესაც სიმსუბუქე იგრძნო,შემოაბრუნა თიკუნა და თვალდახუჭული რომ ნახა გაეღიმა...
ესეც ჭიქა მარტინი...

კივილით წამოხტა ფეხზე და როდესაც მამაკაცის მაისურისა და საკუთარი ტრუსის გარდა ვერაფერი დაინახა უფრო დაპანიკდა და საწოლიდან გადმოვარდა,უეცარ ხმაურზე კი ოთხში არჩვაძე შემოვიდა და ნანახით საკმაოდ გახალისდა,წამოსადგომად ხელი გაუწოდა,მაგრამ გოგონამ იუკადრისა და წამოდგომისთანავე აუსხლტა ფეხი,რომ არა ალექსანდრე და თავისი ძლიერი ხელები ისევ ძირს გაადენდა ზღართანს,
ვაი შე ფეთხუმო,გულში საკუთარ თავს ლანძღავდა ონიანი და ეუხერხულებოდა მამაკაცის ხელებს რომ გრძნობდა თეძოებზე
-ჰე ახლა,მასე იქნები თუ გამიშვებ ხელს? შენ რაღაც ძაან მოგეწონა ჩემი ნაწილები-ირონიულად ჩაიღიმა
-მასე რომ ყოფილიყო გუშინდელ საღამოს გამოვიყენებდი-შეუღრინა მამკაცმა,ესეც ჩვენი ქერა თიკუნა,აბა თქვით რომელიმემ ქერები სულელები არიანო! ეს სტერეოტიპიც წამში დაამსხვრია თიკუნამ და ეშმაკურად გამოპარა მისთვის სასურველი ინფორმაცია,როდესაც მისი კაბა დალანდა იქვე ტუმბოზე მამაკაცის გაწვალება გადაწყვიტა და წამსვე წვდა მაისურის ბოლოებს,რომელიც ლამის მუხლებამდე იყო მისული
-ღიპიანი ხარ?-სერიოზულად კითხრა მამაკაცს და მის დაღებულ პირზე უფრო ახარხარდა
-ძაან გაინტერესებს?-კისკისით დაუქნია მამაკაცს თავი და წამსვე შეწყვიტა სიცილი,როდესაც ხორბლისფერი დაკუნთული ტანი დაუდგა წინ,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და კარგად შეათვალიერა მოვლილი სხეული,ძალაუნებურად გაექცა ხელი კუნთებისკენ,ნაბახუსევის ბრალია,არარის სულელი!
ვიმეორებ არ არის სულელი!
-გუშინ რაც არ გავაკეთე ნუ მაიძულებ დღეს გავაკეთო-ძლიერად დაუსო მამაკაცს თავისი ბრჭყალები და როდესაც ბლანტი სითხე დალანდა მამაკაცის მკლავზე გასაქცევად მოემზადა,თუმცა უკვე გვიანი იყო...დაავლო ძლიერი მკლავები და საწოლზე მძიმედ მიაგდო,თვითონ კი ზევიდან მოექცა,აქ უკვე დასერიოზულდა თიკუნა და შრეკის კატის თვალებით შეხედა-არა ხომ ხარ ღირსი მიგტყიპო-ბოლო სიტყვა ხაზგასმით თქვა და თიკუნას ისევ კისკისი აუტყდა- მადლობის მაგიერია?
-პ$&%&ედოფილი ხარ?-ისევ სერიოზულობით დააბრეხვა კითხვა თიკუნამ და მამაკაცის მზერაზე გულიანად აკისკისდა,
-რა შემატყვე?-გულწრფელად იკითხა მამაკაცმა
-აბა ბავშვებთან რა გინდა ამხელა კაცს?
-რამდენი წლის ხარ?
-ოცის
-შეყვარებულს კოცნი-მოულოდნელად დაეწაფა თიკუნას ტუჩებს და ესეც ბურუსში გახვეულივით აყვა,ხელები კისერზე მოხვია და მისკენ დაექაჩა,საბოლოოდ ალექსანდრეც საწოლზე აღმოჩნდა
-მოგიგე-გახარებული წამოხტა საწოლიდან თიკუნა და მაისურის ბოლოებს წაეტანა,წამებში იატაკზე მოაქცია,მერე კაბას წვდა და სწრაფად ამოიცვა,საწოლზე გაშეშებულ მამაკაცს ტუჩის ბოლოში აკოცდა და კისკისით ჩაუყვა კიბეებს.
გზადაგზა ისწორებდა თმებს,თან ეცინებოდა,როგორ გათამამდა,უცხო და უცნობი რომ იყო სწორდ იმიტომ გათამამდა,აბა ნაცნობი ყოფილიყო,როგორ აიწურებოდა იქედან არავინ იცოდა.
უკვე თავის სადარბაზოსთან იყო,როდესაც შეამჩნია რომ ფეხზე მაღალქუსლიანების ნაცვლად მამაკაცის ბოტები ეცვა,იმ მამაკაცის რომელმაც გადაარჩინა თავი გააქნია და ხმაურიანად აირბინა კიბეები,კარები გააღო და საწოზლე დაებერტყა,ერთხელ ჩაიღიმა და ბურანში გაეხვია...
აი,შენი ჭიქა მარტინი.
***
-არ გელაპარაკები
-გთხოვ რა,შემირიგდი.
-არ გაპატიებ
-მიდი და მანქანას წამოვიყვან იმ კლუბიდან
-შენს გამო მე მარტო ვსვამდი მარტინს!-დაუღრიალა დიტოს და ფეხზე წამოიჭრა-მეხვეწოს,მთელი კვირაა ჩემი მანქანა მანდ აყენია,უსაქმური ვეგონები ხალხს
-თორემ არ ხარ,მთელი კვირაა ძილის მეტი არაფერი გიკეთებია
-ჩაოოო -უთხრა გოგოებს და კურტუმის ქნევით წავიდა გასასვლელისკენ-რო რამე და გასაღები წაიღეთ,მეორეც მაქვს-მაია ასათიანის მსგავსად დაუქნია თითები და ხმაურით გაიხურა კარები,როგორც ახსოვს კლუბი აქვეა,ადგება ახლა და ფეხით წავა,ფეხზე წინათ რო ეცვა იმდაგვარი,ოღონდ ახლა მისი ბოტები აცვია და ჭრელი ფრიალა სარაფანი, ტელეფონი უჭირავს და ყურსასმენებიაქვს გაკეთებული,ცაც რომ ჩამოიქცეს ვერაფერს გაიგებს, Ed Sheeran_ის Thinking out loud_ს უსმენს და თან მისებურად ღიღინებს
-Kiss me under the light of a thousand stars -შეხება იგრძნო,უცებ დატრიალდა და ვიღაც გაშმაგებული დაწაფა მის ტუჩებს,კიდევ კარგი ახლოს კედელი იყო,თორემ ერიანად მოადენდა ზღართანს, ოღონდ ერთი რაღაც მითხარით,გამოდიხართ ქუჩაში და მიდიხართ თქვენთვის,ვიღაც შეშლილი რომ დაგეტაკება და გაკოცებს რა უნდა უყო ახლა იმას?! ხო უნდა გლიჯო ერთი,ერთი ამოარტყა მუცლის არეში და თავადაც ტკივილი იგრძნო თეძოზე,ვიღაცამ მაგრად მოუჭირა-ოუუუუ-ამოიკნავლა და კედელს მიეყუდა,როდესაც ნაცნობი სახე დალანდა წარბები შეკრა-რა უფლებით?!
-რა უფლებით წაიღეთ ჩემი ფეხსაცმელები?! -წარბები აუწია,მერე წითელი ქუსლიანები გამოიტანა მანქანიდან -კონკიამ ფეხსაცმელი დაკარგა თუ როგორ არის საქმე
-ზედმეტად არასერიოზული ბრძანდებით-მის შესამჩნევად იკბინა ქვედა ტუჩზე და მამაკაცის სხეულზე ამოგზაურა წვილი თვალი
-ნუ მიწვევ,თორემ იმ საქმის დამთავრება აქაც შემიძლია-თვალი ჩაუკრა მამაკაცმა,თიკუნამ ერთი შეუღრინა და ქუსლიანებს ნაგვის ურნაში ჩაუძახა
-შენი ხელის მონაკიდი არაფერი მჭირდება-მეორედაც შეუღრინა და სისინით დატოვა იქაურობა,თქვენ გგონიათ უკან დაედევნა და ხვეწნა დაუწყო? ნურას უკაცრავად,ისე ჩქარა მოწყვიტა მანქანა ალექსანდრემ გეგონებოდათ ვიღაც მისდევდა,გვარიანად შაკურთხა და გამწარებულმა დატოვა იქაურობა.

***
-ნეტავ რა იქნება თიკუნა რომ ჩამოვა?-თვალები ააფხაკუნა მარიამმა
-არ ვიცით,ალექსანდრე რას იზამს ის არის საკითხავი...-აყვა ნატაც
-რატომ ფიქრობთ ხალხნო ასე,არც ერთს აღარ ეყვარება ერთმანეთი,ნახავთ!-გაბრაზდა დიტ,დაიღალა გოგონების ჭორაობით.
-როგორ გაუძლებს ვითომ თიკუნა?-არ ცხრებოა მარიამი
-გეყოოთ რააა-მობეზრებულმა აიქნია ხელი დიტომ-ის კიარა მისი ბინა იქნება დასალაგებელი წამოდით,კლუბში შეკვეთილი მაქვს უკვე და დაწყობილი მაქვს დღევანდელი დღე.

***
-ჭიქა მარტინი თუ შეიძლება-თვალი ჩაუკრა ნაცნობ ბარმენს /თიკუნამ და ტელეფონი დაღლზე აათამაშა-უცებ გაჩნდა მის წინ მარტინით სავსე ჭიქა,ესეც სწრაფად აეტანა-ერთი კვირის წინ მანქანა დავტოვე აქ და ....
-იმ ბიჭმა წაიყვანა-მიუხვდა სათქმელს ბარმენი და არჩვაძესკენ გაიშვირა თით
სიმწრით გაემართა მისკენ და სულ არ მიიქცია მის გარშემო მყოფი გოგონები
-როგორ ბედავ-აიქნია ხელი და უნდა გაერტყა,რომ ჰაერში გაუშეშეს
-ერთხელ უკვე მოგხვდა მაგისთვის!-მკაცრად და მოწყვეტით ჩამოაგდებინა ხელი
-მანქანა მომეცი
-ფეხსაცმელი დამიბრუნე
-ნაგავსაყრელზე გდია
-ჯართებში ყრია ნაკუწები
-ჯანდაბას,მე გამოგიტან,მანქანა მომეცი ოღონდ!
-ხვალ საღამოს იცოდე ჩემს სახლში ეწყოს!-დაუღრიალა და გასაღები მიაწოდა,არა არჩვაძეს ფეხსაცმელი უჭირს? უნდა რომ გოგო ისევ მის სახლში მიიყვანოს,რატომღაც სიამოვნებს თავის საწოლზე რომ ხედავს,ზეწარში გახლართულ ხორბლისფერ კანიან გოგონას,და გონება ებინდება მისი გრძელი ფეხები რომ მოჩანს,რომ სძინავს ანგელოზია.
ხმას არ იღებს,არ წუწუნებს,ჩუმად არი.
არჩვაძეს სულ ავიწყდება სახელიდ ა გვარის კითხვა,არავინ იცის,თითქოს ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზია.
ჭიქა მარტინი...
***
-აუ, ის გახსოვთ? სანდრო მოსკოვში რომ იყო და ეს გაბუტული დაბადების დღიდან რომ მოდიოდა და გზად ბიჭების გროვა რომ დახვდა,ეგონა რამეს დაუშავებდნენ და ყველამ ვარდები რომ დაკავა,მერე რომელიღაცამ უთხრა: „არჩვაძეს გოგო გქვია და იცოდე არჩვაძე გიჟდება შენზეო!“-ცრემლი მოიწმინდა მარიამმ და ნატას და თეკლას გადახედა
-აუ,გავგიჟდები,არადა ტიპს მიყვარხარ არასდროს აქვს ნათქვამი
-ხოო,აი,სულ ან ვგიჟები ან მეკეტება,ან რაიმე მაგდაგვარი,ვერ ვხვდები,ერთხელ მაინ როგორ არ დასცდა.
-არარი ბანალური ტიპი და მაგის ბრალია.
-ეჰ,რაღათ გვინდა მაგის ბანალურობა.

**
ისე რა წყვილი იყო ასეთი ,ორი წელია დაშორებულები არიან.
ის იქითაა.
ეს აქეთ.
ის აღარ არი მარტო.
ეს მარტოა.
ის ქორწინდება.
ეს ახლა ბრუნდება.
იმდენი რაღაც აიხლართა,მიიხლართა,მოიხლართა,ჩაიხლართა და მაინც მათზე საუბრობენ.
ამათი სიყვარული ასე არაა.
დავიჯერო არც ერთს არ უყვარს ერთმანეთი?
თქვენი აზრით თიკუნას არ უყვარს?!
უყვარს!-მერედა როგორ..

***
-ჰეი,მოვედიიი-იყვირა თიკუნამ და კარები ხმაურით გაიხურა,წელს ზემოთ შიშველი არჩვაძე რომ დაინახა ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი
-ბანაობისას შემომივარდითქო არ მითქვამს.
-ოოფ-ააფრიალა ხელები და ბოტები იქვე მიყარა -წავედი მე პაკააა-ისევ ააქნია ხელი და უნდა წასულიყო,როდესაც მწარედ აანარცხეს კედელს-ჰეი,ველურო,მეტკინა,გამშვი-გაუბრძოლა
-ხომ იცოდი რატომაც მოდიოდი
-არც გამიფიქრია
-იტყუები!
-არა,დედას გეფიცები-გაეცინა არჩვაძეს მის გულუბრყვილობაზე
-მაკოცე და გაგიშვებ-უეცრად აკოცა ლოყაზე და ისევ გაიბრძოლა
-აქ არა-ახლა შუბლზე აკოცა და ისევ გაიბრძოლა
-არც მანდ
-მთვარეზე რას იტყოდი?იქნებ მანდ ხოარ გაგვესეირნა?-ირონიულად ჩაიფხუკუნა ონიანმა და მიხვდა ზედმეტი რომ მოუვიდა,მაშინ მიხვდა ცხელი სუნთქვა რომ მიეფრქვა სახეზე,ცხელი და გახშირებული.მაშინ მიხვდა საერთოდ რა გააკეთა დღესაც და ერთი კვირის წინაც -კარგი ვსიო,მივდივარ
-ვინ გიშვებს?
-შენ
-არა
-რა გინდა?
-შენ!-დაიბნა,არ ელოდა
-მე არააა-გაიწელა..
-მაკოცე რა-ვნებიანად ამოიჩურჩულა მამაკაცმა,იცოდა თიკუნამ ახლა თუ აკოცებდა საშინელება მოხდებოდა,ამიტომ მხოლოდ თითებით შეეხო სახეზე,მამაკაცმა როგორცკი ხელები იგრძნო წელზე შემოისვა,და ისევ კარებს მიაყუდა,ნაზად აუყოლა გოგონამ თითები და ცხვირზე აკოცა,მერე თავი გაინთავისუფლა და წასვლა დააპირა,მაგრამ ძლიერმა მკლავებმა შეაჩერეს
-სანდრო
-თიკუნა-გაუღიმა-თიკუნა ონიანი.

***
-არა,მართლაც საოცრად გაიცნეს ერთმანეთი-იღიმოდა ნატაშკა
-ერთი ბიჭი დამისახელეთ,მთვრალ სექსუალურ გოგოს რომ დაიგულებს გონება დაბინდულს და ისიც ხელუხლებელს გამოუშვებს
-საოცრება იყო სანდრო,სრული საოცრება.-დანანებით გაიქნია თავი მარიამმა
-ისე,არც მიკვირს ცოლი რომ მოჰყავს,ბოლო ბოლო ოცდაათი წლის იქნება უკვე,სანამდე უნდა იცადოს,თიკუნაზე გაიგებდა ალბათ...
-დათუნა შემხვდა,ზამთარაძე,ჩამოდისო რომ მითხრა,მერე ყავაზეც გავიარეთ,არ მითქვამს დიტოსთან,ხოიცი ჩვენთან თორე ისე ვინმე თიკუნას რომ ამტყუნებს სულ წიხლებს ურტყამს,წინათ ერეკლესაც მასე არ გაუკეთა?
-მერე?
-მერე რა, თიკუნას ბრალიაო,შენ რა იცი-მეთქი და ვიციო,რას გაკაპასდაო,მონაზვნობა მომინდომა გოგომო,ისეთი ირონიით თქვა დედას გეფიციცები დიტო რომ ყოფილიო,დათუნა ზამთარაძე მკვდარი იქნებოდა.
-გოგო,ეგ ის დათუნა ზამთარაძე არარი კბილებით რომ იცავდა ონიანს!
-ეგ არი,მაგრამ მთელი საძმაკაცო ფეხზე დგას,არავინ ამართლებს თიკუნას,რომ ჩამოვა არ ვიცი რა იქნება..
-ამაღამ ჩამოდის.
-რით ვერ მოვიდა,გავგიჟდები ახლა..

***
-თიკუნა, ჩამოდი რაა
-აუ,საან,გვიანია უკვე.
-თიკუნა!!!
-ჩამოვდივარ..

ღამის ოთხი საათი იყო და მხოლოდ ორი სხეული დადიოდა ღამის თბილისში,ყველას ეძინა,თბილისსაც ეძინა.
არ ეძინა თიკუნას.
სანდროს.
არა,თიკუნა ბურანში იყო,
თიკუნა იმ დღიდან ბურანშია,რაც არჩვაძემ „სანდრო“ო უთხრა,მას შემდგე სანდროს სიყვარულით გადავარდა ბურანში და უცხოპლანეტელივით დაეხეტება,მხოლოდ სანდრო ახსოვს და მხოლოდ სანდროზე ფიქრობს..
-თიკუნა,ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის რაა,და იცოდე არაფერი მიქარო სანამ აქ არ ვიქნები
-კარგი რა,სანდრო,კარგი რა
-ხოიცი,ყველა მიცნობს და ყველა გიცნობს, ყველამ იცის შენ ვინ ხარ ჩემი და რამე არ მიქარო, არ გამაგონო იცოდე ჭიქა მარტინი!
-ოუ,ჭიქა რაა..
-დაიჭირე-მარტინის შეფუთვა მიაწოდა-სანამ ჩამოვალ გეყოფა.თიკუნა,იცოდე არ გავიგო.
-არა შენთავს ვფიცავარ-მოწყურებული დაეტაკა არჩვაძეს ტუჩებს..
და განა იყო რამე სიყვარულის გარდა?
არა!
არაფერი ყოფილა.
მხოლოდ სიყვარული იყო..
სიყვარულით გაერთიანებული ორი სხეული.


***
ამას წინათ ნაჩხუბრები იყვნენ ,საერთოდ ხშირად არ ჩხუბდნენ,მგონი სულ ორჯერ იჩხუბეს.
ბოლო გადამწყვეტი აღმოჩნდა...
ისევ მარტო იჯდა თიკუნა და მარტინს სვამდა.
-ერთი ჭიქა მარტინი-ბოხი,ხრიწიანი ხმით დაიჭექა არჩვაძემ და თიკუნას მიუბრუნდა-გავიცნოთ,ლამაზო?
-წადი შენიც...-მიახალა მთვრალმა თიკუნამ და სწრაფად გადაკრა ერთი ჭიქა მარტინი,ცოტა დაეღვარა,ტუჩებზე დაეღვარა მცირე ნაწილი,მოწყურებულივით დაეტაკა თიკუნას ტუჩებს.
ყველა ტაშს უკრავდა.
ყველას გაუხარდა.
ესეც,ჭიქა მარტინი.

***
-სანდრო,მთვრალი ხარ.
-შენით მთვრალი დავდივარ სულ და ერთხელ სასმელმაც რომ დამმათროს მერე რა?!
-არაფერი,მოდი დაწექი.
-შენც გვერდით მომიწექი,
-ხო მოვალ,დაიცა.
გულში ჩაიკრა და მისთვის ბუტბუტებდა
-აღარასდროს გაგიშვებ,ასე მეყოლები ჩახუტებული...
ეს ჭიქა აღარ იყო,მგონი კასრი მარტინი იყო..
სიტყვა სიტყვად დარჩა და მას მერე სულ რაღაც ერთ კვირაშიც იჩხუბეს...

***

-აქ გამიჩერეთ
-აქ გავაჩერო?
-დიახ.
-ღმერთმა დაგლოცოს,თიკა.
-გაიხარე,გურამ ძია,უფალს ებარებოდეთ..
სამოცდაათი წლის კაცმა გულში ჩაიკა შავ შარვალსა და შავ მაისურში გმოწყობილი გოგონა და გზა დაულოცა,მერე კი თავის გზას დააგდა.
შავი შარვალი ეცვა.
შავი მაისური.
ახლაც შავი ბოტები ეცვა და შავი მოსასხამი ჰქონდა მოხურული.
იანვარი იყო,თოვდა..
იფიქრა ერთი ჭიქა მარტინიო და ისევ იმ კლუბში შევიდა,
მანამ,სანამ კლუბში შევიდოდა ანგარშიდან ცოტა ფული მოხსნა.
-ჭიქა მარტინი თუ შეიძლება-ლექსო პირღია უყურებდა,ვერ დაეჯერებინა ეს ის თიკუნა ონიანი იყო თუ არა,ოღონდ ის ყოფილიყო და ერთ ჭიქას კიარა ორმოცდაათს მისცემდა
-თიკუნ?
-არა,გეშლებით-იცრუა თიკამ,არ უნდოდა ახლა.. სხვა დროს,ოღონდ ახლა არა.-თუ შეიძლება ჭიქა მარტინი-გაუმეორა ბიჭს,ბიჭმა ეჭვის თვალით ახედა,მარტინი დაუსხა და ტელეფონში ტექსტი აკრიფა.

***
-ვაა,თიკუნააა-გაიწელა სანდრო და ლამის სიხარულით ხტუნავი დაიწყო ორი თვის უნახავი ბარში რომ ნახა.
საკუთარ ბარში,ხო ეს ის ბარია სადაც თიკუნა ჭიქა მარტინს უკვეთავდა და სადაც ახლა ზის და სვამს..
არ იცოდა სანდროს ბარი რომ იყო,თორემ მივიდოდა?!
ხო რას ვამბობდი,თიკუნა ნახა და შესაჩერებლად მაჯაზე შეეხო,ორივეს დაუარა ჟრუანტელმა..
დღევანდელ დროში მხოლოდ შეხებისგან გამოწვეული ჟრუანტელი რაღაც მარადიულზე უნდა მიგვითითებდეს არა?...
ორ სხეულს ვაერთიანებთ და მარადიულს მაშინ ვერ ვგრძნობთ ვერაფერს უბრალოდ შეხებით კიარა...

***
ესეც შენი ჭიქა მარტინი..
ახლად ჩამოსულს იდეაში რამ მოუყვანა მარტინის დალევა კითხეთ,
თან ერთმა ჭიქამ დაათრო,ორი წელია უკვე ალკოჰოლს არ გაკარებია,მერე და მარტიინს?!...
ეხუმრები შენ?
შეზარხოშებული მეორე ჭიქას წრუპდა,როდესაც შემოსული დათუნა ზამთარაძე დაინახა,
მიხვდა ნაწყენი რომ იქნებოდა და სწრაფად დაცალა მეორე ჭიქაც,ლექსოს ფული დაუდო დახლზე და არც დალოდებია ხურდას ისე გაიქცა იქედან.
ნელა მიაბოტებდა თბილისის ქუჩებში და ზუსტად იმ ადგილზე შეჩერდა სადაც წინათ არჩვაძემ გაუწოდა მარტინის შეფუთვა.
ხიდის მოაჯირზე აძვრა და ხელები გაშალა..
-ის მოვიდეს ვინც ღამის საიდუმლო იცის.
ჰო,შენ მოდი,შენ იცოდი ღამის საიდუმლო.შენ..
შენ იცოდი რომ უშენოდ ვერ გავძლებდი და მაინც წახვედი..
იცოდი შეცდომას არ გაპატიებდი და მაინც დაუშვი.
იცოდი ვერ გაპატიებდი,ამგრამ მაინც მეყვარებოდი და არ გაიგონე..
იცოდი დაგემალებოდი და არც მომძებნე..
იცოდი დაგეოდებოდი და მაინც წახვედი.. წახვედი და აღარც დაბრუნდი..
ან დაბრუნდი და შვილი გყავს..
ღამისფერთვალება ანასტასია..
ჩვენი ტასიკო.
ჩვენი..
ჩვენ.
ჩვე.
ჩვ.
ჩ.
.......
ა.წ უკვე სხვისი...

***
-სიურპრიზიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი-კივილით შეეგებნენ გოგოები თიკუნას და შოკში ჩავარდნილი და ატირებული თიკუნა გულზე მიიხუტეს
-მეც დამიტოვეთ რაააა-ყვიროდა უკნიდან დიტო
-არარსებოოობს-იწელებოდა თიკუნა და მაინც ვერ იჯერებდა.
ამდენი ხანი რომ გაუძლო მათმა მეგობრობამ.
ამდენი ხანი რამდენ რამეს გაუძლო.
იყო მარტოოობა.
შური.
ბოროტება.
ტკივილი.
ცრემლი..
ბევრი უბედუება იყო,მაგრამ მეგობრობა იყო და იყო...

-როგორ მომენატრე,შე ჭინკა.
-მეც ძაან მომენატრე,დიტუნა,ხომ იცი არაა
-სად მიქროდი მერე რომ მიქროდი,ხომ იცოდი შენი ბოლო მაინც ჩვენ რომ ვიყავით?!-გაიწელა მთვრალი ნატაშკა.
-არა,შეხედეთ ერთი როგორ დათვრა-გაიბრძოლა თვითონაც მთვრალმა მარიამმა
-ამას დამიხედეთ,მე ორი წელია არ დამილევია და თქვეენ?
-კაი ღადაობ?შენ თავს ვფიცავა რაც შენ წახვედი მას შემდეგ მარტინს და საერთოდ ალკოჰოლს არცერთი გავკარებივართ-დააზუსტა მარიამმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს
-კაი ჩემთავს გაფიცებთ-გაიოცა თიკუნამ
-არ გჯერა?!
-მჯერაა-ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა...

***
თიკუნა ონიანი ჩამოვიდა..
ალექსანდრემ ძლივს აიწყო ცხოვრება და როგორცკი გაიგო რომ ჩამოდიოდა ეს აფერისტი გოგოც ჩამოვიდა,ვითომ მონაზონი..
იყო ჭორები..
უფრო სწორად ყველაფერი ჭორი იყო.
უფალია მოწმე არ იცოდა თიკუნამ რომ ბრუნდებოდა არჩვაძე,თან ოჯახის შექმნას ფრომ აპირებდა,უკვე ჰქონდა ეგონა შექმნილი თორემ თქვენც იცით არ დაბრუნდებოდა...
ააგორეს ჭორები..
ააგორეს და მეტი არა?..
არჩვაძე რომ ჩამოვიდა და გრძელფეხება რომ ჩამოიყვანა იმაზე უფრო გადაირივნენ.
ზოგი თიკუნას ლანძღავდა.
ზოგი კიდევ აქებდა და ადიდებდა,.
რას გავს ეს გრძელფეხება ცხენიო..თიკუნა უფრო ნაზიაო..
ესაო,,ისაო..
მაგრამ ხალხის ენა აქამდე არ მოქმედებდა ამათ ურთიერთობაზე და
შესაბამისად ახლაც არ იმოქმედებდა...

***
ისევ ჭიქა მარტინზე შეირბინა თიკუნამ..
სახლში უკვე პიკი იყო..
ალექსანდრე უნდოდა ენახა.
გული უგრძნობდა იქ იქნებოდა..
მათ ადგილას..
თუნდაც გრძელფეხებასთან ერთად..
ოღონდ ყოფილიყო.. წამით ენახა..
კანში ვეღარ ეტეოდა ონიანი..
ალექსანდრე იპყრობდა..
ალექსანდრეს სურნელისკენ მიილტვოდა..
დაწყებული დასრულება უნდოდა..
უნდოდა ერთადერთი მამაკაცი ყოფილიყო მის ცხოვრებაში...
ასეც იყო,უფრო სწორად იქნებოდა,, მაგრმა არ დასცალდათ..
ძლივს მოძებნა წითელი კაბა..
საგულდაგულოდ ჰქონდა შენახული..
ხო ,აი,ის კაბა იყო,წინათ თავისი ხელებით ნაზად რომ გახადა ალექსანდრემ მთვრალ თიკუნას..
სამი თუ ოთხი წლის წინათ..
ხო,გაუძლო..
გაუძლო შანელის კაბამ..სიყვარული იგემა და უკვდავებით აივსო..
სწრაფად მოირგო..
ფეხზეც ზუსტად ისეთი ქუსლიანები ჩაიცვა,წითელი ტუჩსაცხი წაისვა,ნაზი მაკიაჟი,თმები გაიშალა და ა.წ უკვე შავი დალალები უკან გადაიყარა,კლატჩი აიღო და ბრისკენ გაემართა...
უკვე გვარიანად შეზარხოშებული იჯდა ბარის დახლთან და მერამდენე ჭიქა მარტინს სვამდა,როდესაც გვერდით ნაცნობმა ხმამ დაიგვირგვინა
-მანდილოსანს ჭიქა მარტინი დაუსხი,ლექსო,თუ შეგიძლია...-ციებ-ცხელება დამეართა..ააცივა,წამოხურდა,გაწითლდა.
გამწვანდა.. გაყვითლდა..
ყველაფერს მოელოდა,მაგრამ არ ეგონა ახლა ისევ თუ აუხდებოდა წადილი.
დაკარგულს ისევ თუ იპოვიდა. არ ეგონა და არ ეგონა არჩვაძეს წლები ვერაფერს რო ვერ დააკლებდა.
იჯდა და უყურებდ ალექსანდრეს,რომელიც თმებისკენ ღრენით მიუთითებდა და ეღიმებოდა,ეღიმებოდა ბედნიერებისგან რომ სასურველი და საყვარელი მამაკაცი მის წინ იჯდა..
და მისთვის ჭიქა მარტინს უკვეთავდა.
მოწყურებულივით მოსვა მარტინი და სითხე ისევ ჩამოეღვარა ტუჩებზე..
მოწყურებულივით,გაშმაგებული და მონატრებული რომ ეცა არჩვაზე ონიანს ტუჩებზე ის უნდა გენახათ.
საოცრება ის იყო მეტი არაფერი..
ყველაფერი გადაავიწყდათ ორივეს და კოცნა წამით რომ შეწყვიტა თმებზე მოქაჩა არჩვაძემ:
-ხვალვე დამიბრუნებ ქერა დალალებს,თორემ გეფიცები ღერა-ღერა დაგაცლი,ქერა ტასიკო მინდა მე,ქერა,ცისფერთვალება.
დედას უნდა ჰგავდეს...

მერე გააგრძელეს და დაასრულეს,როგორც იქნა დაწყებული..
უხმოდ ეალერსებოდნენ ერთმანეთს და
მთვარე და ვარსკვლავები გახდა მორწმუნე,როგორ მიებარა უმწიკვლო თიკუნა მის ერთადერთ მამაკაცს!

ზოგჯერ ყველაფერი იმაზე მარტივია ვიდრე ჩვენ გვგონია!


ესეც ჭიქა მარტინი და მისი მოტანილი ბედნიერება !

***
უზომოდ მიყვარხართ ‘თქვენ!
მე და ჩემი ალკოჰოლი დავბრუნდით,
ვეცდები მალე შემოგთავაზოთ ახალი.
მიყვარხართ,
ნინუცი.

"ჭიქა მარტინი და ბედნიერება..."(სრულად)


"ჭიქა მარტინი და ბედნიერება..."(სრულად)



№2  offline წევრი Indigo

WOW!!!
ძაან მაგარი იყო!!!!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№3  offline მოდერი ^paradise^

ვისიამოვნე რომელია <3 აზრიანი ისტორიაა,ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან პოზიტიური.. გამაოცე <3 ყოჩაღ,მალე დაგვიბრუნდი რააა winked

 


№4  offline მოდერი Nina))

ჩემო საყვარლებო,მელოდეთ ამ დღეებში! ძაან საყვარლები ხართ და მიყვარხართ ძაან ! love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№5  offline წევრი monika.niqo

Great ❤❤❤ magarii iyoo

 


№6  offline წევრი tatiko.1995

Mmm agvprtovandi

 


№7  offline წევრი mariam m.k

Amasac gadavxedav rogorc sheni sxva istoriebi ?!?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent