შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ცეცხლის ალში (5 ნაწილი)


23-06-2015, 17:13
ავტორი magdagoderidze
ნანახია 2 220

ამჯერად აღარ დამჭირვებია თვალებში მხედველობის დაწმენდა კარგად ვხედავდი მაკოს ცრემლებით სავსე თვალებს.

-რაიმე რომ დაგმართნოდა?რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო არვიცი რა მეშველებოდა უშენოდ _სახეზე მეფერებოდა და მკოცნიდა მაკო.ხელს ვერც კი გამოძრავებდი ისე მტკიოდა.

-მთავარია არაფერი მომივიდა_მარცხენა ხელი ძვლივს ავწიე და სახეზე მოვეფერე.
-რაიმე რომ მოგსვლოდა ნატა,რაიმე რომ მოგსვლოდა _ერთი და იგივეს იმეორებდა დედა და მეც მასთან ერთად ამეტირა.
-ადგები მანდედან და მე მოგტეხავ მაგ ფეხებს ძირში_სიცილით შემოვიდა მამა ოთახში და ჩვენი გაღიმებაც მოახერხა
_მხოლოდ ფეხი აქვს მოტეხილი და დაჟეჟილია_თავზე მაკოცა და ინფორმაცია გაგვაცნო
-თორნიკე როგორ არის?_ახლაღა გამახსენდა თოკა
-მან დარეკა სასწრაფოში , კარგად არის_მამამ მახარა და გულით გამიხარდა ისიც ცუდად რომ არ იყო და არ იტანჯებოდა ესეთი ტკივილით.მისი ნახვაც მოვახერხე გარეთ იცდიდა გონს როდის მოვიდოდი.გადარჩენა მივულოცე და წვიმის ლანძღვა დავიწყე.
ორი დღე გავატარე სავადმყოფოში,საშინელი იყო სავადმყოფოს სუნში ყოფნა.ზედ საჯავროდ დამემატა ეს ფეხიც ,რაღა ეხლა მომტყდა მაინც და მაინც .რაღა ზაფხულში ,ნეტა შარშან მაინც მომტეხოდა გამოცდები რომ მქონდა.თორნიკე ეს ორი დღე ჩემს გვერდით იყო და ყველანაირად ცდილობდა არ შემემჩნია სადაც ვიყავი.რომ გამომწერეს იმ დღეს საჩუქრად დათუნია და ტკბილეული მაჩუქა.რადგანაც ტკბილეულის მიყვარული არ ვარ მოუწია ჭამა მას.დედაქალაქში მალე დაბრუნებას და ნახვას შემპირდა თოკა.მამა ქუთაისში წასვლას ფოქრობდა მაგრამ რამდენად განახორციელებდა არ ვიცოდი.გზაში ჩამეძინა არაფერი გამიგია,უკანა სავარძელზე ისე გემრიელად მეძინა არც ის გამიგია როდის წავედით ქუთაისში,არც ის თუ როგორ ჩამოვედით.მხოლოდ მაშინ გამაღვიძეს ლიკას ბინის წინ რომ აღმოვჩნდით.ვერ დავდიოდი თაბაშიტიანი ფეხით და მიკვირდა როგორ უნდა ავსულიყავით მეხუთე სართულზე.ძვლივს გადმოვედი ესეთ მდგომარეობაში მანქანიდან.იქვე მყოფ ბირჟავიკებს გადავავლე თვალი, არავინ ნაცნობი მხოლოდ ბექა.დედას დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი. -მამა მე ლიფტით არ ამოვალ_გავჯიუტდი ვითომდა მქონდა სხვა გზა.

-ნატა წესიერად_დამტუქსა მაკომ

-ამოხვალ აბა რას იზამ _სიცილით ამიყვანა მამამ ხელში და დედას რაღაც ანიშნა_როგორ გასუქებულხარ

-რა გასუქებული მამა,ჩემი წონა ეს თაბაშირი_თმა სიცილით ავუჩეჩე და ლიფტის ღილაკს დავაჭირე.

_მამიდამ იცის რომ მივდივართ?

-არა,გაიგებს დედაშენი თუ მალე მოახწევს აქამდე.

-მაკო მალე_ჩვენსკენ მომავალს დავუძახე და ლიფტიდან გამოსულ მეზობლებს მივესალმე.უბნისა და კორპუსის ჭორიკნები ,ერთი კვირა მაინც ვეყოფი გასაჭორად.რას არ დააბრალებენ ჩემს ფეხს.დედაც მალე მოვიდა ჩვენთან და შიშით კედელთან ავიტუზე.მაკო და გიორგი სიცილით კვდებოდნენ ჩემს სახეზე,მე უფრო მეშლებოდა ნერვები და გაბრაზებული ვებღვირებოდი.კარი რომ გაიღო დიდი სიამოვნებით გავხტებოდი ფეხი რომ არ მქონოდა ისეთ მდგომარეობაში.დედა დამეხმარა გასვლაში ,მერე მამამ ისევ ხელში ამიყვანა და ისე წავედით ბინისკენ.კარი ღიათ დაგვხვდა.პირდაპირ წავიდა მამა მისაღებისკენ,ბავშვების ხმა რომ გავიგონე სიკვდილი ვინატრე,ჯერ კიდევ დამნაშავედ ვგრძნობდი თავს.კი არ ვგრძნობდი ვიყავი,ისეთი დამძიმებული ვიყავი მამაც კი ძვლივს მწევდა.გასამხიარულებლად ამაზე დავცინე მამას

-გიო ხომ არ დაიღალე?

-დავიღალე რომელია ძვლივს მივახწიეთ მისაღებამდე.ყველა იქ იყო,მამიდა ტელევიზორს უყურებდა ,ბავშვები კარტს თამაშობდნენ.უკლებლივ ყველა აქ იყო ,ლევანიც.ნიტა რომ გამახსენდა მომინდა ლევანი იქვე მომეკლა.გაკვირვებულმა გამოგვხედა ყველამ,არავინ არ ელოდა ჩემს და ჩემი მშობლებს იქ.
-გიო_გაკვირვებული წამოდგა მამიდა
-როგორ ხარ?_მოიკითხა მამამ მამიდა და უფრო კარგად დამიჭირა რომ არ გავარდნოდი
-კარგად,ნატას რა დაემართა?
_ჩემს ფეხს დახედა და ისე იკითხა.მე ბავშვების გაკვირვებულ სახეზე მეღიმებოდა.
-რა და კარგი ღიმილი ქონდა ბიჭს_დამცინა დედამ ისევ ,მე ალბათ ეხლა სირბილითაც ვირბენდი მაკო რომ დამეჭირა
-რა ღიმილი?_გაკვირვებას ვერ მალავდა მამიდა.ლევანის სახეზე სიბრაზე ყველაზე მეტად მომწობდა იმ წამს
-გრძელი ამბავია, მოგიყვები აუცილებლად_დავამშვიდე მე და მამას სავარძლისკენ ვაჩვენე.
-ბავშვებო როგორ ხართ?_ ვკითხე ყველას და თვალი მოვავლე_გიო ნელა რა_გავაფრთხილე მამა
-კარგად,შენ გეტყობა რომ კარგად ხარ_ირონიული ღიმილით მითხრა ლევანმა
-კარგად რომელია _ჩემს დაცინვას არ ეშვებოდა მაკო.
-მეც კარგად ვარ_ვუპასუხე და ოთახს თვალი მოვავლე.ისევ ისეთია როგორიც იყო.
-რა დაგემართა?_თბილად მკითხა ლიკამ
-მესტიაში ვისვენებდით,ესენი ძილსა და ერთმანეთს ვერ მორჩნენ და მარტო მომიწია გასეირნება_სიცილით მოვყევი მოკლედ ისტორია.სულ არ ვაპირებდი მომეყოლა თორნიკეზე
-ყველაზე საინტერესო რატომ გამოტოვე ?_ეშმაკურად მკითხა მაკამ და განაგრძო_თოკას სთხოვა და მასთან ერთად იყო წასული.
-შემდეგ ჩვენი წვიმის მოყვარულებს გაუწვიმდათ და _სიცილით დაამთავრა მამამ
-რა ჩემი ბრალია დებილი წვიმა თუ დაიწყო_გაბრაზებულმა ჩავიდუდღუნე.
-თოკა ვინა?_სიცილით მკითხა ლუკამ
-მეგობარია _ლევანიც ცეცხლებს გავხედე რომელიც მის თვალებში აკიაფებულიყო.
_სულ დამავიწყდა ბავშვებო,გაიცანით ესენი ჩემი მშობლები არიან მაკა და გიორგი_ჩემებზე ვანიშნე და სხვები გავაცანი მათ.დედამ ეშმაკური ღიმილით გამომხედა ლევანის ჯერი რომ დადგა და თვალი ჩამიკრა.მხოლოდ ბავშვები რომ დავრჩით ღიმილით მოვავლე თვალი მათ.
-ბოდიში,არ მინდოდა თქვენთვის იმ კვირის ჩამწარება_საშინლად გულდამძიმებულმა ამოვილუღლუ,შეუმჩნევლად ჩაეღიმათ ყველას.
-მაინც ვაპირებდით წამოსვლას_თვალი ჩამიკრა ირაკლიმ
-ეგოისტურად მოვიქეცი,ვიცი
-მოიქეცი მარტო?_სიცილით მკითხა ლიკამ
-ნუ ხო ვარ_მეც სიცილით ვუპასუხე.კიდევ ბევრი ვიცინეთ და გავიხსენეთ რაღაცეები.ამდენი სიცილისგან ყველაფერი მტკიოდა და ჩემი გვერდები და ნეკნებიც თავს მახსენებდნენ.ტკვილისგან სახე დავმანჭე აუტანელი რომ გახდა ატანა.ჩემი წამლის დალევის დრო იყო თან,ტკივილი რომ გაეყუჩებინა.
-ნატა მისმენ?_ხელი ამიფრიალა ლიკამ
-რაა,რაიმე მითხარი?_გაკვირვებულმა ვკითხე,რადგანაც არცერთი სიტყვა არ გამიგია მისი ნათქვამი.
-ნიტა და ლიტა როგორ არიან?_ბიჭებს ჩაეცინათ ლიკას ნათქვამზე.
-არვიცი_მოწყენილმა ჩავილაპარაკე.
-ეგ როგორ?_დაიბნენ გოგონები. –
ლიტა ანას ჰყავს დატოვებული და არვიცი ცოცხალია თუ არა ტატოს ხელში_სიცილით გავიხსენე ტატოს სიძულვილი კატების მიმართ.
-ნიტა?_ნანამ გაკვირვებულმა მკითხა.ნიტას გახსენებაზე კიდევ უფრო მომინდა ლევანის მოკვლა.
-ნიტა ისვენებს_შევეცადე გამეღიმა.ირონიულად მომღიმარ ლევანს დავუღრინე და გოგონებს გავხედე.
-არაჩვეულებრივად ისვენებს_თვალი ჩამიკრა ლეომ,იმ თვალებს დიდი სიამოვნრბით დავთხრიდი რომ დავდიოდე.ტკივილმა კიდევ ერთხელ შემომიტია.
-მაკო_სამზარეულოში მოლაპარაკე დედას გავძახე,რომ ვერ გავაგონე რამოდენიმეჯერ კიდევ ვცადე.
-მეძახდი ნატ ?_თავი გამოყო დედამ
-წამალი მინდა_ვანიშნე რომ მტკიოდა.წამლითა და წყლით დაბრუნდა ჩემთან.საშინელი გემო აქვს ამ წამალს,სახე სასაცილოდ დავმანჭე.
-ნატა გირეკავენ_ტელეფონი მომაწოდა ლიკამ.თორნიკე იყო,არ ვაპირებდი მეპასუხა მაგრამ ლევანს რომ გავხედე თავისით ავასრიალე ხელი ეკრანზე და ვუპასუხე.
-როგორ ხარ?
-კარგად,შენ?_მოვიკითხე ჩემი გადამრჩენი
-ესე მალე რატომ წახვედი?რომ იცოდე რამდენი სასაცილო რაღაც მოვიგონე _უკმაყოფილო ხმით მკითხა
-სულ მანდ ხომ არ ვიქნებოდი _სიცილით ვუპასუხე და ლიკას ტუჩების მოძრაობით ვაჩვენრ ვინ იყო.
-გინახულებ მალე
-ეგ როგორ?_გამიკვირდა მე
-სახლში ხომ უნდა დავბრუნდე მეც_სიცილით გამახსენა მისი საცხოვრებელი.
-სულ დამავიწყდა_შუბლზე ხელი მოვისვი და ხმით ჩავიცინე._მეგობრებთან ერთად ვარ ეხლა და მერე შეგეხმიანები,აუცილებლად უნდა მინახულო_დავარიგე და გამომშვიდობებას დაველოდე.
-დროებით_დამემშვიდობა როგორც ჩვევია.
-დროებით._ღიმილით დავემშვიდობე.გულიანად გავიცინებდი ლევანის სახეზე რომ არა ჩემი ზრდილობა.
-რაიმე ვითამაშოთ_ვთხოვე ყველას და შევეცადე უფრო კომფორტულად მოვთავსებულიყავი.
-ბრისლი მიაუ?_ნინას იდეა კი არის კარგი მაგრამ გააჩნია რა ფერი ამოვა.
-სიმართლე ან მოქმედება სჯობს ყველას_გადაჭრით თქვა ირაკლიმ.შეწინაღმდეგებას აზრი არ ქონდა და არც ვაპირებდით.სწრაფად მოიტანა ლიკამ ბოთლი და დაატრიალეს.პირველი ირაკლის და ნინას ამოუვიდა,ირაკლიმ სიმართხე აირჩია.ნინას რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა ის კითხა.ლიკა და მე,მე სიმართლე ავირჩი რადგანაც ესე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი.
-ვინმე მოგწონს?_თვალების ფახუნით მკითხა.ეს კითხვა ადრეც დაუსვამს და აინტერესებს თუ რაიმე შეიცვალა.
-მგონი კი_ეშმაკური სიცილით ვუპასუხე.ყველას გაუკვირდა ეს პასუხი და მის დასაფარავად შეეცადნენ გაეღმათ.
-რომ არა თამაში ვერც გავიგებდი ალბათ_გაბრაზება დაეტყო ლიკას
-ვაპირებდი თქმას მაგრამ შენც იცი მგონი _გაბუტვა შევახსენე,ხმა აღარ ამოუღია ისე განვაგრძეთ თამაში.ბევრი საინტერესო რაღაც გავიგე ბავშვებზე რაც არც ისე მნიშვნელოვანი იყო.ვნახე თუ როგორ ჭამა ლუკამ დაკიდებული ვაშლი,როგორ იცეკვა ირაკლიმ ნანასთან ერთად ტანგო. ცეკვას იმდენად ვერ ვუწოდებდი იმას,უფრო ფეხების დამტვრევა იყო.ნინა და ლეო იყო ამჯერად.ლევანი ყოველთვის მოქმედებას არჩევს.
-ეს ყოველთვის მოქმედებას რატომ ირჩევს?_ვიკითხე გაკვირვებულმა
-იცის რა ხილია სიმართლე და მაგიტომ _სიცილით მიპასუხა ირაკლიმ.
-რატო ესეთი რა ათქმევინეთ?_დაინტრიგებულმა ვიკითხე.
-არ გირჩევ მოსმენას_გამაფრთხილა ლუკამ
-ესეთი რა იყო ლევან?_ამჯერად მას დავუსვი კითხვა.
-მართლა არ გირჩევ მოსმენას_ღიმილით მიპასუხა და ნანას აჩვენა მალეო.
-ხო რა იყო მაცადე ერთი წუთით_მობეზრებულმა აიქნია ხელი და ჩაფიქრებულმა გადმოგვხედა.
_ხო ანუ,შენ უნდა აკოცო_კიდევ ერთხელ ჩაფიქრდა ნანა_ნატას,ოღონდ ლოყა და ის არ ვიცი მე _ეშმაკებ ათამაშებულმა ჩამიკრა თვალი.თუ არ მოვკლავდი იქვე არ მეგონა,ლევანის კოცნა როგორ არ მინდა,მინდა მაგრამ უბრალოდ ჩემი მშობლები გვერდით ოთახში არიან და მე აქ ბიჭს ვკოცნიდე ეს უბრალოდ მათ უპატივისცემლობლად მიმაჩნია.
-რაღა მე,აქ მხოლოდ მე ვარ გოგო?გვერდით ოთახში ჩემი მშობლები არიან_ვითომ ნაწყენმა ამოვიჩურჩულე.
-მე უკვე ვთქვი_ხელები ზემოთ აწია ნანამ
-თქვა უკვე და რა ჩვენი ბრალია_გამიცინა ლევანმა.მკაფიოდ დავინახე მის თვალებში აცეკვებული ჭინკები.მე ისევ ვარზე ვიყავი უცებ რომ გამაჩუმეს.აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა,გაოცებულს თვალები ღილებივით გამიხდა.ეშმაკური სიცილით მომცილდა ლევანი.ეშმაკურად იღიმოდნენ სხვებიც.
-საქონელო,არანორმალურებო,ეს რა წესია _გაბრაზებას ვერ ვმალავდი მე.გაბრაზების დამალვა ისე არ მსურდა როგორც იმ გრძნობისა და სიამოვნების რაც ლეოს კოცნამ მომანიჭა.
-რატომ პანიკიორობ?_გულუბყვილოდ იკითხა ლიკამ
-ლიკა შენ ნორმალური ხარ?ეს რა წესია,მოგეწონება შენ ეგრე რომ გაგიკეთონ_დავუსვი კითხვა ახარხარებულს.
-გააჩნია ვინ იქნება ეხლა ის_ორაზროვნად ჩაილაპარა და ბავშვებს თვალი ჩაუკრა.
-გავაგრძელოთ ხო კარგი_როგორც კი ვიგრძენი რომ გრძნობები ცოტათი ჩაცხრა დავმშვიდი და თამაშის გაგრძელებისკენ მოვუწოდე.კარგი და გემრირლი ტუჩები კი აქვს ლევანს.თან კარგი კოცნაც იცის,გუგას კი არ გავს ველურს.ისე ველურულად მაკოცა მაშინ ტუჩები თუ მქონდა აღარც კი მეგონა.მაშინ არანაირი გრძნობა არ გამჩენია გაბრაზებისა და სიძულვილის გარდა.ეხლა კი ყველა გრძნობას თავი ერთად მოეყარა და გამოსვლას ლამობდა.
გვიან დაიშალნენ ბავშვები,მე ლიკას ოთახში გადამიყვანეს და "ჩემს" ლოგინში ჩამაწვინეს.მთელი ღამის განმავლობაში ტუჩებს ვეთამაშებოდი და ლიკას ვეჭორავებოდი.ღამის სამი საათი იქნებოდა მაკამ რომ შემოყო თავი და დაძინებისკენ მოგვიწოდა.ბოლოს ისიც ჩავითრიეთ საუბარში და ავაჭორიკნეთ.მამამ წაგგვართვა შემდეგ მისი თავი. რომ გავიღვიძე თავს ვერ ვწევდი ზემოთ,აბა რა მეგონა დილის ექვსზე რომ დავიძინე.თავი მისკდებოდა და ერთ პოზაში ძილისგან ყველაფერი დაბუჟებული და ატკივებული მქონდა.ძვლის ავდექი ფეხზე ,სარაფანების გარდა ვეღარაფერს ვეღარ ვიცვამ თითქმის.წითელი სარაფანი გადავიცვი და ძვლივს გავედი სააბაზანოში.ცივმა წყალმა ცოტა გამომაფხიზლა,დიდი დროც იქნება გაპარული ამ ძილში.წვალებით მივედი სამზარეულოში და წვენი დავლიე.საათს რომ გავხედე თვალები შუბლზე ამივიდა.პირველი არის დაწყებული და მე და ლიკას ჯერ კიდევ გვძინავს.მძინავს აბა რა ,სადაცა ჩამომეძინოს ფეხზე.არავის ხმა არ ისმის სახლში,ანუ მარტოები ვართ.ლიკას ეხლა რა გააღვიძეს,გასვლა საქმე თორე ისე რა უნდა მის გაღვიძებას.ბოლოს მაინც გასვლა და გაღვიძება ვარჩიე.როგორც გავიგეთ მშობლები რაღაც საქმეზე არიან გასულნი.საჭმლის გაკეთებაზე ბევრი ვიდავეთ,არცერთს არ გვსურდა გაკეთება,რაც გაკეთებული იყო არცერთს არ გვინდოდა.ბოლოს მაინც ორივემ ერთად გავაკეთეთ .ფეხზე ადგომას ვერიდებოდი მაინც,ექიმა მირჩია სანამ მომხსნიდნენ მანამ წოლითი რეჟიმი მქონოდა მაგრამ მაგდენს რა გაძლებდა ლოგინში.თან კვერცხს ვთქვლეფდი და თან თორნიკეს ვემესიჯებოდი.
-მეც მშია მაგრამ მეზარება გაკეთება_თავს მაცოდებდა თორნიკე.
-ზარმაცო,გარეთ მაინც ჭამე_დავცინოდი მე ესეთ სიზარმაცეზე.უკვე დაბრუნდა თბილისში
-ხო ვიზამ რამეს ,მოტოციკლი მყავს პროფილაქტიკაში დატოვებული და იმედია მალე გააკეთებენ.
-ძან არის დამტვრეული?_მოვიკითხე წვიმის ნახელავი,არადა როგორ მომეწონა ,როგორი კარგი იყო და თან კარგად ატარებდა თოკა.
-თუ ვერ უშველეს მომიწევს ახლის შეძენა_სიხარულით მახარა,ახალი კარგია მაგრამ ისიც კარგია.
-ვის ემესიჯები ესეთი დებილის გამომეტყველებით?_სიცილით გამკრა მხარი ლიკამ
-თორნიკეს,მოტო თუ ვერ გავაკეთე ახალი მომიწევს ვიყიდ ო _თვალებ აცრემლებულმა ვუპასუხე და ხახვის დაჭრა განვაგრძე
-ისე კარგი იყო?
-გასეირნებაც და მოტოც_სიცილით ჩავილაპარაკე და ესემესი შევამოწმე.
-ვხედავ როგორი კარგიც იყო_სიცილით მანიშნა ფეხზე,ძალით ხომ არ გვინდოდა ეხლა ჩვენც ესე რომ მომხდარიყო.
-შენ მაინც ნუღა დამცინი_გავუჯავრდი და ავსრუტუნდი მეორე ხახვის დაჭრა რომ დავიწყე.
-ჩემს კითხვაზე კი რომ მითხარი ვინ იგულისხმე?_დიდი ხნის პაუზის შემდეგ მკითხა ლიკამ.ეხლა როგორ ვთქვა ვინც ვიგულისხმე,გუშინ გამოვუტყდი მეც თავს რომ მართლაც საშინლად მომწონს._ის მაინც მითხარი ვიცნობ თუ არა?_ხმა დაუსერიოზულდა ლიკასაც.ლიკას როგორ დავუმალო ჩემი გრძნობები და განცდები.
-ოღონდ არავის უთხრა რა,არც გოგონებს.თუ ჩავთვლი საჭიროდ მე თავად ვეტყვი_საჩვენებელი თითის ქნევით გავაფრთხილე _კი იცნობ,ლევანი_ვაჯახე გაკვირვებულს და გაოცებულს პირი ღიათ დარჩა.
-მეც ვეჭვობდი რაღაცას მაგრამ ესე შორს თუ იყავით არ ვიცოდი_ეშმაკური ღიმილით მომიჯდა გვერდით_და ისე როდის აპირებდი ჩემთვის ამის თქმას?_გაბრაზებულმა დამიღრინა ლიკამ
-არვიცი ლევანი რას გრძნობს ჩემს მიმართ_ჩავილაპარაკრ დასევდიანებულმა და ლიკას ჭინკებს თვალი მოვაცილე თვალებში რომ უთამაშებდნენ.
-მასაც უეჭველი მოსწონხარ_დამაიმედა იმედინი ღიმილით და ლოყაზე მაკოცა
-არვიცი_მეც გავუღიმე.მალევე გაისმა ზარის ხმა კარზე.ზუსტად სუფრის გაწყობას რომ ვაპირებდით მაშინ.ლიკა უკან ბავშვებთან ერთად დაბრუნდა.გაკვირვებულმა გავხედე ყველას,ვერ მივხვდი უცებ აქ საიდან გაჩნდნენ
-თქვენ აქ საიდან?_გაკვირვებულმა ვიკითხე და თვალებით ლევანს დავუწყე ძებნა.რომ ვერ ვიპოვე გულმა დანაკლისი იგრძნო.
-ერთი საათი მოუნდნენ ჩვენამდე მოსვლას_სიცილით მიმახვედრა ლიკამ
-მიდი მაცივრიდან რაც დაგვიტოვეს ისინიც გამოიღე ვინმეს ეყვარება _ვანიშნე ლიკას და ბავშვებისთვის საინები დავამატე.სუფრას რომ მივუსხედით მაშინ გაისმა კარზე ზარის ხმა.კარი ლიკამ გააღო,უკან ჭინკებ აცეკვებული შემოვიდა და ლევანიც მოყვა.სულ არ ჩანდა ლევანი დათვში.ყავისფერი დათვით ჩემსკენ წამოვიდა და გამიღიმა,ისე სასაცილომდ იჭყიტებოდა და იცინოდა ლევანი მისი შეჭმა მოგინდებოდა.


პატარა დაა ფეხმოტეხილი თავი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent