შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მოგარჯულებ (4 ნაწილი)


24-06-2015, 13:02
ავტორი ანკა
ნანახია 6 604

გზა ძალიან გაიწელა... კატო უკვე ერთ ადგილას ვეღარ ისვენებდა.
-მალე მივალთ?(კატო) - იკითხა ინტერესით.
-კი, მოვედით ფაქტიურად - უპასუხა და მანქანა გააჩერა.
კატო მანქანიდან გადმოვიდა და გარემო დაათვალიერა. ბევრ ისტორიაში არის ხოლმე, რომ ბიჭებს გოგოები ულამაზეს ბუნებაში მიჰყავთ. ეს ადგილიც ძალიან ლამაზი იყო, თუმცა სხვანაირად. გააჩნია როგორ შეხედავდი, რა ხასიათზე იქნებოდი. ბექასთვის ეს ადგილი ძალიან ძვირფასი და ამავდროულად, მტკივნეული იყო.
-ლამაზია(კატო) - უთხრა სიჩუმის დასარღვევად, თუმცა მამაკაცი ხმას არ იღებდა. თითქოს რაღაცას იხსენებსო, თავში ალაგებსო... რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ კი ხმა ამოიღო
-14 წლის ვიყავი... მამას ხშირად დავყავდი სხვადასხვა ადგილას. ხან სანადიროდ წავიდოდით, ხანაც ფეხბურთის მატჩზე, ან უბრალოდ, სადმე პარკში სასეირნოდ. ახლაც ნათლად მახსოვს ის დღე - მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა და შორს რაღაც წერტილს ჯიუტად მისჩერებოდა - მამამ მითხრა ჩემს საყვარელ ადგილას უნდა წაგიყვანოო, როდესაც მოწყენილი ვარ ან მარტო ყოფნა მინდა, სულ აქ ამოვდივარო. როდესაც მე აღარ გეყოლები, იცოდე, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია აქ ამოხვიდე და მე შენს გვერდით ვიქნებიო. ძალიან მომეწონა ეს ადგილი და მას მერე მამას სულ აქ სეირნობას ვთხოვდი. ერთ დღესაც, სეირნობისას, ვიღაც ქურდებს გადავეყარეთ. მამაჩემი საკმაოდ მდიდარი იყო. გაგვძარცვეს და თავის დაზღვევის მიზნით, მამაჩემი მოკლეს. მე პატარა ბავშვად მიმიჩნიეს. ახლაც არ ვიცი რატომ არ მომკლეს მეც. ალბათ იფიქრეს დაავიწყდებაო. არადა ასეთი საშინელება როგორ უნდა დავივიწყო! მამა ჩემს თვალწინ მოკლეს. - ალბათ კიდევ დიდხანს ილაპარაკებდა. კატო ყურადღებით უსმენდა და გული სტკიოდა, თითქოს მასაც იგივე გამოევლოს. აღარ უნდოდა ბექას ტანჯვის ყურების გაგრძელება, უკნიდან მიუახლოვდა და ხელები მოხვია. ბიჭი ჯერ შეკრთა, შემდეგ კი კატოსკენ მობრუნდა და ძლიერად მოხვია ხელები. ჯერ კიდევ დაძაბული იყო და ისე მჭიდროდ ყავდა გოგონა მიკრული, რომ სუნთქვაც კი უჭირდა.
-ბექა, მე... ძალიან ვწუხვარ...(კატო) - უთხრა ხმადაბლა და მისთვის სასიამოვნო სურნელი ღრმად ჩაისუნთქა.
-სიმართლე გითხრა, არ ვიცი რატომ მოგიყევი. უბრალოდ ვინმესთვის გულის გადაშლა მინდოდა. მაპატიე, რომ ჩემი პრობლემები თავს მოგახვიე - ზემოდან დახედა და შეძლებისდაგვარად გაუღიმა. - წამოდი სახლში წაგიყვან - ხელი წელზე მოხვია და მანქანაში ჩასვა. გოგონაც უხმოდ დაემორჩილა და თავისი ადგილი დაიკავა. გზაში, როგორც ყოველთვის, სიჩუმე არავის დაურღვევია. ამჯერად ბექას კატოსკენ არ გამოუხედავს. ალბათ ისევ თავის ფიქრებში იყო ჩაძირული.
-ნახვამდის(კატო) - გაუღიმა მანქანიდან გადმოსვლისას და სახლის გზას დაადგა
-შეხვედრამდე - გაიგო ბოხი ხმა. ჩაეღიმა და სახლში შევიდა. უკვე გვიანი იყო და ნათელას ეძინა. თვითონაც თავის ოთახში ავიდა და საწოლზე დაწვა. ფიქრების სამყაროში გადაეშვა და ბექა დაუდგა თვალწინ. ახლა მიხვდა, თუ რატომ იბნეოდა მისი მოახლოებისას, რატომ სიამოვნებდა ასე მისი სურნელი, მისი ხელები თავის სხეულზე, რატომ ენატრებოდა გაუსაძლისად ის 1 კვირა, რაც უიმისოდ გაატარა. შეუყვარდა... დიახ, შეუყვარდა! მიხვდა, რომ ეს ის გრძნობა იყო, რომელსაც სახელს ვერ არქმევდა. ახლა კი გააცნობიერა. არასდროს ყვარებია, არ იცოდა ეს რა გრძნობა იყო, თუმცა კი ხვდებოდა, რომ საუკეთესო რამ იყო ცხოვრებაში. ის რის გამოც სიცოცხლე ღირდა. ბექაზე ფიქრებში ტკბილად ჩაეძინა.
მეორე დღეს მხიარულად წამოხტა საწოლიდან. გადაწყვიტა მამას გაყოლოდა კომპანიაში და ცოტა გამოცდილება კიდევ მიეღო, თან იქნებ ბექა ენახა. ხო... უფრო ბექას ნახვა უნდოდა, ვიდრე რამის სწავლა, თუმცა არც ეს იქნებოდა ურიგო. სამზარეულოში ჩავიდა და მამამისს უთხრა, რომ კომპანიაში გაყვებოდა. ლევანს ცოტა გაუკვირდა მისი შვილის ახირება, თუმცა სიხარულით დასთანხმდა.
ოთახში ავიდა, უბრალოდ, მაგრამ მაინც ლამაზად გამოეწყო და მამის მოლოდინში ტელევიზორი ჩართო. ტრადიციულად, აქ ხომ არაფერი საინტერესო არ გადის.

მაინც მოგარჯულებ (4 ნაწილი)


-წავედით?(ლევანი) - გაიგო მამის ხმა
-კიი, მოვდივარ(კატო)
მანქანაში ჩასხდნენ და კომპანიის გზას დაადგნენ.
-იცი, გუშინ მნიშვნელოვანი კონტრაქტი გავაფორმე
-კაია(კატო)
-ხო, გადახედე თუ გაინტერესებს - კატომ ფურცლები ამოაწყო და თვალიერება დაუწყო. როგორც ჩანდა, კომპანიის რომელიმე წარმომადგენელი ლონდონში უნდა წასულიყო რომელიღაც კომპანიის მფლობელთან ერთად 1 კვირით. საკმაოდ მომნუსხავი შემოთავაზება იყო
-ოჰოო... ჩვენგან ვინ მიდის?(კატო)
-წესით მე უნდა წავიდე, მაგრამ ამ ბოლო დროს მგზავრობას ვეღარ ვიტან და არ ვიცი ვინ გავუშვა
-თუ გინდა მე წავალ, არაა პრობლემა(კატო)
-მართლა წახვალ? - გამოხედა მამამ იმედიანად
-კი, აბა რას ვიზამ. რა უნდა გავაკეთო?
-არაფერი ისეთი. ბექა გაგარკვევს
-ვინ ბექა?(კატო) - ჰკითხა ეჭვით
-აი ის ბიჭი, შენ რომ იცნობ
-მაგას იქ რა უნდა?
-კომპანიის მფლობელია შვილო, ხომ წაიკითხე მანდ - აუხსნა მობეზრებულად
-ანუ ეგაა იმ კომპანიის მფლობელი?
-ხო
-გასაგებია - ჩაიბურტყუნა თავისთვის. ჯანდაბა!!! ოხ კატო რა... რატომ ვერ აჩერებ ხოლმე ენას! როგორ არ უნდოდა ახლა ბექასთან ერთად 1 კვირით სადმე წასვლა. როგორ უნდა მოქცეულიყო. ალბათ, აშკარად ეტყობოდა რასაც გრძნობდა მის მიმართ. მას კი ამის დამალვა სურდა, მაგრამ რამდენად გამოსდიოდა თქვენ შეაფასეთ...
კაბინეტში შევიდნენ თუ არა, მდივანი შემოვიდა
-ბატონო ლევან, ბატონი ბექა მახარაძეა, შემოვუშვა?
-კი შემოუშვი - მიმართა მდივანს და სკამზე მოკალათდა. კატო იქვე დივანზე ჩამოჯდა და შეეცადა აჩქარებული გულისცემა როგორმე შეენელებინა.
-გამარჯობათ ბატონო ლევან! - შემოაღო კაბინეტის კარი ახალგაზრდამ და თავაზიანად მიესალმა. უეცრად კატოსაც მოჰკრა თვალი და მისკენ გაიხედა - გამარჯობა კატო
-გაგიმარჯოს - უპასუხა და მზერა აარიდა. ბექამ ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა და ახლა ბატონ ლევანს მიუბრუნდა
-ლონდონში წასვლასთან დაკავშირებით რაღაცეებია მოსაგვარებელი.
-გისმენ!
-თქვენი პირადი ნომერი მინდა, ასევე ოფიციალური თანხმობა და სხვა საბუთები კიდევ
-უი, ბექა... მე არა, უფროსწორედ, ვერ მოვდივარ. კატო მოდის ჩემს მაგივრად - უპასუხა და კატოზე ანიშნა, რომლის თავშიც ამწამს ათასნაირი გეგმა ტრიალებდა, თუ როგორ დაეხსნა თავი ამ არასასურველი სიტუაციისგან, თუმცა არც ერთი არ იყო ნორმალური.
-ძალიან სასიამოვნოა - მოუბრუნდა ბექა კატოს და მომაჯადოვებლად გაუღიმა.
-ვისურვებდი იგივეს თქმა შემეძლოს(კატო) - თვალი ჩაუკრა და „ნაგლად“ გაუღიმა.
-შვილო, რანაირი საუბარია! - გაუწყრა მამა შვილს
-არაუშავს ბატონო ლევან, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ჯერ ბავშვია - არც ბექამ დააკლო სიმწარე. ნერვები მოეშალა და დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ ემოციები გაეკონტროლებინა
-მე შენ გაჩვენებ როგორი ბავშვი ვარ! - გაიფიქრა თავისთვის და კმაყოფილმა ჩაიცინა გულში.
ათასნაირი საბუთი გააფორმეს. საერთოდ რა საჭიროა ამდენი რაღაცის უაზროდ წერა. ნეტა ვინმე კითხულობს საერთოდ? საღამოს სახლში ძალიან დაღლილი დაბრუნდა. მეორე დღეს უკვე ლონდონში მიფრინავდა. ბარგი ნათელამ ჩაულაგა, ამიტომ ბევრი საწვალებელი აღარ ჰქონდა. დაძინებამდე მარის ეჭორავა, მთელი ბრაზი გადმოანთხია და კმაყოფილმა დაიძინა.
მეორე დღეს ტელეფონზე უცნობი ნომრის ზარმა გააღვიძა. უკმაყოფილოდ აიღო და ნამძინარევი ხმით უპასუხა:
-ადამიანო ძილი არ გასწავლეს რაარის? – „თავაზიანად“ უპასუხა ვიღაცას და თავი ბალიშში ჩარგო.
-კი მაგრამ ლონდონში ვინ წამოვა შენს მაგივრად? - გაიგო ნაცნობი ხმა და დენდარტყმულივით წამოჯდა საწოლზე.
-ბექა?
-ხო მე ვარ, როგორ მოხდა, თვით მძინარე მზეთუნახავმა მიცნო - გაურია ირონიის ნოტები ხმაში.
-რა გინდა ჯერ ადრე არ არის?
-7 საათია ახლა. 9ის ნახევარზე გამოგივლი და მზად იყავი
-კარგი - მობეზრებულად უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
საწოლიდან წამოდგა, სააბაზანოში შევიდა და შემდეგ ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო.

მაინც მოგარჯულებ (4 ნაწილი)


კმაყოფილმა შეისწორა ბოლო დეტალები და პირველ სართულზე ჩავიდა.
-ნათე, ყავა გამიკეთე რა - შეუკვეთა მოხუცს და მაგიდასთან დაჯდა.
-ჭამე შვილო რამე, ამ სითხეებს რომ ისხავ მუცელში... საჭმელი კი არაა ეს, მოისპობ კუჭ-ნაწლავს - დაიწყო ქოთქოთი და თან ყავის კეთებას შეუდგა.
-საუკეთესო ყავას აკეთებ! - შეაქო ყავის დაგემოვნების შემდეგ და კიდევ ერთხელ მოსვა. ტელეფონზე ბექას მესიჯი მოუვიდა, უკვე მოსული იყო და გარეთ ელოდებოდა.
-წავედი მეე! - ოთახში გაიქცა, ბარგი აიღო და მანქანაზე მიყუდებული ბექასკენ დაიძრა. არაფერი უთქვამს. ყველაფერი საბარგულში ჩაალაგეს და აეროპორტისკენ დაიძრნენ. იქ მისულები რიგის გარეშე გაატარეს. თვითმფრინავში ავიდნენ და სკამებზე მოკალათდნენ.
-იქ რა უნდა ვაკეთო?(კატო) - ჰკითხა და საუბრის წამოწყება სცადა
-არაფერი ისეთი. შენ კომპანიის სახე იქნები, ძირითად სალაპარაკოს მე ვილაპარაკებ.
-მაინც?
-ალბათ სამომავლო გეგმებს შეგეკითხებიან, ან ძველ გამოცდილებას.
-კარგი - უპასუხა და ფანჯრისკენ გაიხედა.
-იმედია წესიერად მოიქცევი - გაიგო ბექას გამაფრთხილებელი ხმა.
-იმედია - გახედა ბექას ეშმაკურად და თვალები დახუჭა.
-ასეთი ჯიუტი როგორაა - ჩაილაპარაკა თავისთვის და მგზავრებს თვალი გადაავლო.
კატოს მალევე ჩაეძინა. ბექას მისი დანახვისას უნებურად გაეღიმა. თმებზე მოეფერა და მისი სურნელით ფილტვები გაივსო. ეს 1 კვირა მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინა. როგორმე თავს შეაყვარებდა. რამეს იზამდა! შეუძლებელს შეძლებდა, მაგრამ მიზანს მიაღწევდა! დიახ, ბექა ამის გამკეთებელი იყო...
თვითმფრინავი უკვე ჯდებოდა, როდესაც გაეღვიძა. თვალები ზანტად გაახილა და ბექას გახედა
-მოვედით?
-კი. დღეს რაღაც ძაან ჩუმად ხარ(ბექა) - შენიშნა ცვლილება და კითხვისნიშნიანი თვალები მიაპყრო.
-შენი თავი არ მაქვს - უპასუხა უხასიათოდ. - რომელ სასტუმროში მივდივართ? ახლოსაა?
-სასტუმროში არ მივდივართ, არ იცი? - ჰკითხა სიცილნარევი ხმით
-აბა? - გაიკვირვა იმწამსვე
-ჩემს სახლში მივდივართ
-უიმე! - შეიცხადა და ტაქსიში ჩაჯდა. ბექა ტაქსისტს გზას კარნახობდა. დანიშნულების ადგილას მალე მივიდნენ. კატოს თვალები გაუფართოვდა სახლის დანახვისას. საშუალო ზომის ორსართულიანი სახლი იყო. დახვეწილად მოწყობილი. როგორც ეტყობოდა, ძალიან მყუდრო იყო.
-მოგწონს? - ჰკითხა გოგონას და ბარგი მოიკიდა
-კი, ლამაზია
-ეს იქნება შენი ოთახი - ანიშნა მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახზე და ჩემოდნები შეიტანა.
კატომ ოთახი მალევე მოაწყო „თავის გემოზე“ და პირველ სართულზე ჩავიდა.
-არ გშია? - ჰკითხა ბექამ და გახედა
-კი, რავი - უპასუხა დაბნეულმა.
-მიდი რა, რამე გააკეთე - ისე საყვარლად გახედა, რომ უარი ვერ უთხრა, მაგრამ რა გააკეთოს? არაფერი არ იცის!!!
-კარგი - წაიჩურჩულა თავისთვის და სამზარეულოსკენ დაიძრა.
ოთახში შევიდა და დაბნეულმა მოავლო თვალი იქაურობას. მაცივარი გამოაღო. პროდუქტებით იყო გავსებული. ნებისმიერი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ რა ვქნათ, რომ ერთისაც კი არ იცოდა!
-წყალს გადავივლებ და მალე მოვალ - შემოყო თავი სამზარეულოში ბექამ.
კატოს აღარაფერი უპასუხია, სად ჰქონდა ახლა ბექას თავი. ნეტა რა ეშველება! მაშინვე ტელეფონი აიღო და ნათელას დაურეკა.
-გისმენთ
-ბეე, როგორ ხარ?
-კარგად შვილო, შენ რას შვები? - გაუხარდა ნათელას თავისი გოგოს ხმის გაგება
-აუ, შენი დახმარება მჭირდება რა...
-რახდება?
-რამე ადვილი საჭმელი მასწავლე რა გავაკეთო, 5 წუთში რომ მზად იყოს.
-შენ რა მზარეულობა დაიწყე? - სიცილი დაიწყო ბებიამ. კატოს ნერვები მოეშალა, არა რაა... მეტის ღირსია! ხომ ეუბნებოდა სულ მე ვერ გეყოლები გვერდით და მოდი საჭმლების კეთება გასწავლოო, მაგრამ ვინ უსმენდა!
-აუ კაი რა, მეჩქარებაა! - ჩასძახა მოუთმენლად
-რისი გაკეთება გინდა? - გადავიდა პირდაპირ საქმეზე
-ყველაზე მარტივი რაც არის იმის
-ეგეთი შემწვარი კვერცხია
-ხოდა მითხარი რა გავაკეთო
-კვერცხი აიღე, გატეხე, ათქვიფე, ცოტა მარილი უქენი და ტაფაზე დაასხი.
-სულ ესაა? - გაიკვირვა კატომ
-კი, სულ ესაა - დაუდასტურა მაშინვე
-კაიი, წავედი. მადლობა მიყვარხაარ!!! - მიაყარა ყველაფერი და ტელეფონი გათიშა.
მაცივრიდან კვერცხები გამოიღო, ღრმა თეფში წინ დაიდო და დანა მოიმარჯვა. ადრე ნანახი ჰქონდა, რომ ნათელა კვერცხს დანას არტყამდა და ძალიან მარტივად ტეხდა შუაზე. ძლიერად ჩაარტყა და მთელი კვერცხი ხელებში შემოეფშვნა.
-ჯანდაბა! - წარმოთქვა თავისთვის გასაგონად და მეორე კვერცხი აიღო.
ახლა უფრო რბილად დაარტყა. კვერცხი არ გატეხილა. უფრო ძლიერად ჩაარტყა და ცოტა გაიბზარა. ფრჩხილებით მოქაჩა ბზარები, რომ შუაზე გატეხილიყო და ესეც ნაკუწებად აქცია
-ოოო, ესაა ყველაზე მარტივი? - წაიბუზღუნა თავისთვის და მესამე კვერცხს დაწვდა.
-კვერცხი უნდა შეწვა, კი არ უნდა დაფშვნა - შემოვიდა ოთახში ბექა და სიცილით მიუთითა მის ნამოქმედარზე. ისედაც ნერვებმოშლილმა წარბშეკრულმა ახედა და იფიქრა ახლა ამას გამოვლანძღავო, თუმცა ენა პირში ჩაუვარდა. ბექა ტანზემოთ შიშველი იყო, სპორტული შარვალი ეცვა და თმები ოდნავ ნამიანი ჰქონდა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თავი დახარა:
-მაცადე ვა! მშვენივრად ვიცი როგორც უნდა შევწვა, უბრალოდ ეს კვერცხი არ ვარგა! - იპოვა თავის „გასამართლებელი“ საბუთი და მეორე ხელში დანა დაიჭირა. ბექას თვალწინ მარცხს არ აპირებდა, დანა ჩაარტყა და გატეხა!!! გულში სიხარულისგან ფეიერვერკები აუფეთქდა ალბათ. გამარჯვებულად გახედა მომღიმარ ბექას და კიდევ ერთი კვერცხი აიღო.
-გიხდება დიასახლისობა(ბექა) - უთხრა კარზე აყუდებულმა და კატოს დაკვირვება განაგრძნო.
-გადი რა ხელს მიშლი! - უპასუხა მკაცრად და შეუბღვირა.
-კარგი წავალ, ოღონდ ფრთხილად იყავი სახლი არ გადაწვა - შემოსძახა დერეფნიდან და კატოს გაბრაზებაც მოახერხა.
კიდევ რამდენიმე კვერცხი გატეხა და კარგად ათქვიფა. ტაფა ცეცხლზე შემოდგა და კვერცხიც დაასხა. ერთი წამით არ იხედებოდა გვერდზე, არ დამეწვასო. ბოლოს, კმაყოფილმა გადმოდგა ტაფა ცეცხლიდან და ბექას დაუძახა:
-ოჰჰ... დააყენე საშველი? - შემოვიდა და „გაეღადავა“.
-მოდი და ჭამე თუ გინდა, თუ არადა ნერვებს ნუ მიშლი!
-მინდა აბა არ მინდა? მაინტერესებს ამდენი ხანი რომ მალოდინე რა გააკეთე ასეთი - ჩანგალი ხელში მოიმარჯვა და კვერცხი გადმოიღო. კატომაც გადმოიღო. პირველი ლუკმა ბექამ გასინჯა. ერთი-ორჯერ დაღეჭა და შემდეგ უცბად გაქვავდა
-გოგო მარილი არ უქენი? - ჰკითხა უკმაყოფილოდ
-უიი, დამავიწყდა... - გაახსენდა უცბად და თავი დამნაშავესავით ჩახარა
-ოოო - დაიწყო ბუზღუნი და წყლის დასალევად ადგა.
-საერთოდ აღარ გაგიკეთებ საჭმელს! - წამოდგა გაბრაზებული კატო და ოთახში ავარდა.
იდიოტი!!! ცოტა ზრდილობიანად მაინც ეთქვა! ღამით ბექაზე გაბრაზებულს დაეძინა.

.........
ესეც შემდეგი თავიი... ^_^
იმედი მაქვს მოგეწონებათ, დღეს ნახევარი საათით უფრო მეტი დრო მქონდა და მეც, რაც მოვასწარი ის დავწერე <3 <3 <3
იმედი მაქვს მოგეწონებათ 
ველი შეფასებას
პ.ს. ყველა ძალიან მიყვარხართ და ძალიან მახარებთ და მაბედნიერებთ თქვენი კომენტარებით!



№1  offline წევრი lamazmani

კაია მალე დადე მომწონს

 


№2  offline მოდერი ^paradise^

კარგიიია <3 ანკაააატოო :* მალე დადე <3

 


№3  offline მოდერი ანკა

lamazmani
კაია მალე დადე მომწონს

მადლობაა <3 შემდეგ თავს ხვალ დავდებ smile

^paradise^
კარგიიია <3 ანკაააატოო :* მალე დადე <3

ძალიან მიხარია თქვენი კომენტარების წაკითხვა <3 მადლობა ძალიან ძალიან ძალიააან დიდიი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent