შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი (6)


24-06-2015, 16:16
ავტორი Linna
ნანახია 2 099

ჩემით ვიღვიძებ. ჩავდივარ დაბლა. გიორგი სახლში არ არის. მომიწევს მარტო წავიდე კოლეჯში. ოღონდ ის არ მინდა რომ კალანდაძესთან ერთად მომიწიოს სიარული. სასწრაფოდ ავკრიფე ჩემი ნივთები და სახლიდან გავედი. გიოს დავურეე და ვუთხარი სკოლის მერე ჩემთვის გამოეარა. მართლა ძალიან შეშინებული ვიყავი. კლასში რომ შევედი ვაჟბატონი უკვე იქ ბრძანდებოდა. ისე იჯდა ჩემი ადგილისკენ ვერ შევიდოდი. არაფერი მითქვამს და მის უკან თავისუფალ მერხზე დავჯექი. სახეზე კმაყოფილება შეეტყო. მე ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. წიგნები ამოვიდე და უაზროდ დავიწყე მათი თვალიერება. ჯერ მაინც ადრე იყო ლექციამდე. ამასობაში კლასის კარები ხმაურიანად შემოაღო ნიკამ. აი მართლაც რომ შემაძუა ამ ბიჭმა ბოლომდე თავი! ჭორიკანა ბიჭზე უარესი რა უნდა იყოს. თორნიკემ ღიმილით შეხედა მას დ ამისალმების მიზნით ხელი ჩამოართვეს. ახლა შანსი მქონდა რომ კუთვნილ ადგილზე დავმჯდარიყავი მაგრამ მის გვერდით ჯდომას უკან ჯდომა ბევრად მერჩივდა. ამ ფიქრებიდან მისმა მზერამ გამომარკვია. ცალყბად მიღიმოდა და მეც ასევე.
- უი მოსულხარ, არ შეხვალ რომ დაჯდე? - გამიღიმა! ჯანდაბა. ლანა თავი ხელში აიყვანე.
- არა. აქაც მშვენივრად ვარ. - არც შემიხედავს მისთვის. ვაღიარებ ეს ერთი სიკვდილის ფასად დამიჯდა მაგრამ. ცოტა კარგად მაინც ტყუოდეს. ღმერთო როგორ ვერ ვიტან. იმის მერე რაც მითხრა.. ჩემი საყვარელი ადამიანის სიკვდილით დამემუქრა.. ამ ყველაფრის მერე მის გვერდითჯდომას ნამდვილად ვერ ავიტანდი. მაინტერესებდა რა იგულისხმა გუშინდელ წარსულში. რომ ახსენა, მინდოდა კითხვა მაგრამ სად მქონდა მაგდენი გამბედაობა. ბოლო ლექციაზე ფანჯრიდან გავიხედე და გიორგი რომ დავინახე სახე გამინათდა. ზარი დაირეკა თუ არა პირველი მე წამოვდექი მაგრამ თორნიკეც არ ჩამომრჩენია. ოღონდ ეს არა! ახლა არ მაწყობდა ძმაკაცების ერთსაათიანი საუბარი! არა ღმერთო გთხოვ არა! მივუახლოვდი გიორგის და მთელი ძალით ჩავეხუტე. რეფლექსებზევე დავატყე რომ გაუკვირდა მაგრამ თვითონვე მომეხვია. გამწია. არმინდოდა თორნიკესთან მიმეშვა.
- ლანა მანქანაში ჩაჯექი და მალე მოვალ კაი?
- კაი და რა ხდება?
- არაფერი სალაპარაკო მაქ თორნიკესთან. - აი სწორედ ეს არ მინდოდა ახლა. არც თუ ისე მოშორებით დადგნენ. მაინტერესებდა მათი საუბარი თანაც საქმე არ მქონდა. ფანჯარა ოსტატურად ჩავწიე და სმენა დავძაბე. ალბათ ვე რგათვალეს ცოტა მოშორებით საუბარი.
- როგორ ხარ თოკო?
- რავი მშვენივრად შენ?
- ხო რავიცი.. ლანასთან როგორი ურთიერთობა გაქ
- აჰ. ზუსტადაც ვიცოდი რომ მაგაზე გინდოდა ლაპარაკი
- კითხვაზე არ მიპასუხებ?
- ნუ.. თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ლანას ჩემს მიმართ გრძნობები აქვს..
- რათქვი ბიჭო? შენ სულ გააფრინე? შეეშვი ლანას დაივიწყე 3 წლის წინანდელი ამბავი რა.. მორჩა დამთავრდა. ლანა აქ არაფერ შუაშია!
- ეი ეი ნერვები დაიოკე ძმაო და ჩემს საქმეში არ ჩაერიო.
ტვინში სისხლი ამივარდა. ყურები რაღაც აუტანელ დონეზე მიწუოდა.ახლა იმაზე მეტად მეშინოდა ვიდრე არასდროს. სახიფათო იყო განა თორნიკე? ან რა კავშირი მაქვს 3წლის წინ მომხდარ ამბავთან რომელიც არც კი ვიცი რას ეხებოდა.სანამ ვაანალიზებდი რა ხდებოდა ამასობაში ამასობაში გორგი ისე ჩაჯდა მანქანაში ვერ გავიგე. გაშტერებული ვუყურებდი წინ ერთ წერტილს. ჯერ კიდევ მიჭირდა იმის გააზრება რომ კვლელი.. არა ალბათ იგონებს! ასეა, ნამდვილად, თითქოს ჩემს თავშია. მაგრამ არა მე ის არც კი მომწონს.. „როგორ არა“ გამოჩნდა აბეზარი მეორე ‘მე’
- ლან რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს.
- თავი მტკივა. სახლში წამიყვანე.
- კაიკაი.
სახლში მისვლისთანაე მეცადინეობა დავიწყე, მაგრამ თავში არაფერი შემდიოდა. საშინლად ვნერვიულობდი. კანკალი მქონდა ატეხილი, როგორც მანიაკს, ან ნარკომანს რომელიც წამლის გარეშე ვერ ძლებსო. გადავწყვიტე ყველაფრისთვის თავი დამენებებინა და მდელოზე გავსულიყავი. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და სახლიდან გავედი. სწრაფივე ნაბიჯებით ავედი მდელოზე. ჩემდა გასახარად იქ არავინ იყო. დავწექი ზურგზე და ვუცქერდი რღუბლიან ცას, მაკვირვებდა თუ როგორ ებრძოდა მზე ამ სქელი ‘ბამბის’ ფენას რათა დედამიწამდე მისი სითბო მოეწვდინა..
რომ ჩამობნელდა სახლში დავბრუნდი. როგორღაც მოვაბი თავი და მეცადინეობა დავიწყე/ მაგრამ ვინ მაცადა. გიორგი აფთარივით შემომივარდა ოთახში.
- შეიძლება?
- უკვე შემოხვედი და.. მოდი მოდი
- რა გჭირს? მთელი დღე უცნაური ხარ.
- არაფერია ნუ მომაქცევ ყურადღებას, გამოცდებზე ვნერვიულობ - აშკარად არ გამომდიოდა ტყუილი მაგრამ მაინც დავაჯერე.
- ხო ეხლა მისმინე. მე და თოკომ ვილაპარაკეთ და..
- ხო ვიცი
- რა იცი? გვისმენდი?
- არა
- ხოდა მათქმევინე. ხვალ სასამართლოა რა.. რაღაც ვადით ყოფილა გამოშვებული და იქ უნდა წავიდე. მთელი დღე მარტო მოგიწევს ყოფნა - ადგილზე გავშეშდი. ღმერთო თორნიკე!..
- ამმ.. მეც რომ წამოვიდე?
- არა! - ისეთი ტონით მითხრა შევხტი მაგრამ ხმა დაარბილა - არც მე მინდა მის სიახლოვეს იყო და არც შენ ძმას ასე რომ.
- ღმერთო სულ შენ და ირაკლი რატომ წყვეტთ ყველაფერს? ოდესმე მეც რომ მკითხროთ რაიმე არ გიფიქრიათ?
გიორგი ოთახიდან გავიდა, აშკარად ნაწყენი იყო. ზედმეტი მომივიდა მაგრამ გასამართლებელი მიზეზიც მქონდა. მაშინვე ლოგინში შევწექი. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. არ ვიცი რატომ ვნერვიულობდი იმ პიროვნებაზე, ვინც მძულდა. როგორც იქნა ჩამეძინა მაგრამ ნახევარი საათი ძილი უაზრობად მომეჩვენა. კოლეჯში წასვლა საშინლად არ მინდოდა. არ ვიცი რატომ მაგრამ მაინც მივედი. სასამართლო 7ზე იყო დანიშნული.. ანუ მომიწევდა კალანდაძის ატანა. ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი. ბედნიერება! დანიშნულების ადგილამდე ისე მივედი რომ მისი სახე არ მინახავს. სახეზე კმაყოფილება მეტყობოდა, მაგრამ ეს კმაყოფილება ჩემმავე ნანახმა ჩამომმრეცხა. საპირფარეშოში შევიარე და იქ სალომე ვნახე. რათქმაუნდა მარტო არ ყოფილა და თან თორნიკე ახლდა.. ორივემ მაშინვე პირი დააღო ჩემს დანახვაზე, სალომეს თვალები აემღვრა და ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ უკან მოუხედავად გავიქეცი იქიდან. არცერთის დანახვა აღარ მინდოდა. არც ბინძური კალანდაძის და აღარც ჩემი მეგობრის. გარეთ გავედი და კედელზე ჩავსრიალდი. ცრემლები თავისით მომდიოდნენ. ახლა დავფიქრდი. თორნიკეს სიტყვები გამახსენდა რომ დამემუქრა. ტანში ცივად გამაჟრიალა იმის გაფიქრებაზე რომ ახლა გიორგის და ირაკლისაც მისწვდებოდა. საბოლოოდ ლექციაზე შევედი. მიუხედავად იმისა რომ კალანდაძე გვერძე მეჯდა სრულიად ვაიგნორებდი. სალომე არ ყოფილა ლექციაზე. მუქა ქიმიაზე დავეთხოვე და საპირფარეშოსკენ გავედი. მივდიოდი და ვგრძნობდი ნელნელა გამოსახულებები როგორ მერეოდა. უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმოდა. მივტრიალდი და ისევ თორნიკე.
- რა გინდა?
- ასე ნუ მექცევი!
- კაი. ბოდიში. - ცრემლები მოვიწმინდე და რაც შემეძლო სარკაზმით შევხედე.
- შეგიძლია ეს ამბავი დაივიწყო? სალომეც ძალიან განიცდის.
- ვერ დაგპირდები. - -წამოსვლა დავაპირე მაგრამ ხელით დამიჭირა. უკვე მეორედ. ‘დეჟავუ’.
- დაიცადე ლანა. შეიძლება ვილაპარაკოთ?
- არა.
- გთხოვ - რაღა აზრი ჰქონდა თავისას მაინც გაიტანდა. ხელი მომკიდა და დერეფანში სკამებისკენ წამიყვანა.
- უბრალოდ მისმინე და არ გამაწყვეტინო. ესეთი რაღაცეები არ არი ჩემი სტილი და პირდაპირ გეტყვი. - სიტყვები ერთმანეთს მიაყარა ისე რომ ძლივს გავიგე რას ამბობდა. ბოლოს კი ღრმად ამოისუნთქა და დააბოლოვა:
- მიყვარხარ.



პაუზის მერე დაგიბრუნდით :დ



№1  offline მოდერი ანკა

დღეს წავიკითხე ექვსივე თავი და ძალიან მომეწონა <3
იმედია ახალ თავს მალე დადებ love

 


№2  offline წევრი Linna

ანკა
დღეს წავიკითხე ექვსივე თავი და ძალიან მომეწონა <3
იმედია ახალ თავს მალე დადებ love

კი მალე დავდებ <3

 


№3  offline წევრი Blind

vaime boloshi ra sasacilod utxra, :D:D rato mgonia rom atyuebs? :/ male dade veli shemdeg tavs grdznobebi aklia avtor bichis , cota emociuroba ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent