შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზამთარი... (სრულად)


25-06-2015, 02:34
ავტორი SaLoMe:))
ნანახია 5 299

ყველაფერს აქვს დასასრული, სანამ დასასრული იქნება ჯერ უნდა დაიწყოს, მაგრამ იშვიათად არც იწყება ისე სრულდება. არასოდეს მინდოდა ურთიერთობის უცებ დაწყება და უცებვე დასრულება. მინდოდა ყოველთვვის დიდი და მხიარული ბედნიერება მქონოდა, ხოდა ერთ დღესაც მხიარულება შემომეჭრა და მალე დასრულდა. ცუდი მხრივ არ ვამბობ. არ ვამბობ რომ ის დამშრდა და სხვა ქალი მარჩია, არც იმას ვამბობ რომ მე დავშორდი, არც იმას რომ მე მოვკვდი ან თუნდაც ის (ვიღიმი). უბრალოდ ყველაფერი იმაზე უცნაურად დაიწყო ვიდრე წარმომედგინა. მოგიყვებით არცერთ წამს არ გამოვტოვებ.გპირდებით!

2012წლის 1დეკემბერი იყო.
რაღაცნაირი დილა გათენდა, თითქოსდა მზის სხივებიც მაწუხებდა და თან არ მაწუხება, მოიცა... ამ შუა ზამთარში რა მზის სხივები ამიტყდათქო ერთი გავიფიქრე და ჩემი ფიქრებზე სულელივით ჩამეცინა. ყოველთვის მეზიზღებოდა ცივ ზამთარში თბილი ლოგინის დატოვება, მაგრამ რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ფხზე წამოვფრინდი კარგ ხასიათზე ვიყავი და სიხარულით ავირე გეზი აბაზანისკენ. დედამ გაოცებულმა შემომხედა ერთი შემათვალიერა შვილო სიცხე ხო არ გაქო და დაფეთებულმა ხელი შუბლზე მიმადო.
–კარგი რა დე, არ შეიძლება უბრალოდ ავდგე და კარგ ხასიათზე ვიყო?
–შვილო როგორ არ შეიძლება კარგ ხასიათზე გაიღვიძო მაგრამ ასე ადრე შენგან მიკვირს–გაოგნებულმა გახედა კედელზე მოწიკწიკე საათს რომელიც 9–ს უჩვენებდა.
–კარგი ჰო...–ერთი ჩავიდუდღუნე და სააბაზანოში შევედი.
ნუთუ დაავიწყდა, არა როგორ გაბედა და შვილის დაბადებისდღე დაივიწყა, არ მჯეა არ არსებობს, ან იქნებ გონებიდან ამოუვარდა მაგრამ არა! მე გონებიდა ამოსავარდნი გოგო ვარ?! გაბრაზებული ვათვალიერებდი ჩემ თავს სარკეში და თვალებს გამწარებით ვაბრიალებდი.
–კარგი ტასო დამშვიდდი, დედამ თუ არა მამა მოგილოცავს.
იმედით გავედი სამზარეულოში ვიცოდი მამაჩემი იქ დამხვდებოდა და სამსახურშ წასასვლელად ემზადებოდა.
–როგორ ხარ მა?
გვერდით მივუჯექი და ვუჩურჩულე.
–კარგად მამი შენ როგორ ხარ?
მოიცა მომესმა? მოიცა მოიცა ახლა გავაფრენთქო ერთი კი ვიფიქრე არც მამიკომ არ მომილოცა ან რაღაცას ხლართავენ ესენი ან მართლა გონებიდან ამოუვარდათ ერთადერთი ქალიშვილის დაბადებისდღეთქო. მოიცა დამტავრდეს ეს დღე! მე განახებთ როგორ უნდა დავიწყება ამ არაჩვეულებრივი დღისთქო გავიფიქრე და სკამიდან წამოვდექი
–მეც კარგად ვარ. მეჩქარება მე –უხეშად ვთქვი და ოთახში ჩასაცმელად შევედი. წავალ უნივერსიტეტში ცოტას გავერთობი ბავშვებს ვნახავ მაინცთქო.


ჩემდა გასაკვირად ჩემი 22 დაბადებისდღე პირველმა იმ იდიოტმა მომილოცა ორი წელია ფეხქვეშ რო მიდგას და რო ვერ შევაგნებინე რომ არ მიყვარს! გაბრაზებულიმასზე არ ვყოფილვარ უბრალოდ იმდენად არ მოველოდი რომ ის იქნებოდა პირველი, გული მომეწურა და ლამის ცოლობაზეც დავთანხმდი (ხუმრობით რა თქმა უნდა). მის გარდა მთელმა ჯგუფმა მომილოცა და ასევე ყველა ლექტორმა გამიხარდა და რამექნა. ტორტიც კი მაჩქეს წარწერით „პატარა ტასუნას სუნსულებისგან“. ყველას სუნსულას ვეძახდი უბრალოდ ასე გამოვხატავდი მათდამი ისყვარულს თორემ მსუქნები კი არ იყვნენ. ასე გადამიგორეს 22 დაბადების დღე უნივერსიტეტში.


საღამო იყო დაახლოებით 8საათი სახლში მივდიოდი მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა ვიფიქრე კაფეში მაინც ავალ და ოჯახმა და საუკეთესო მეგობებმა თუ არა მე მაინც მივულოცავ ჩემ თავსთქო . ავალ იმიტომ ვთქვი რომ ჩემ ძალიან კარგ ნაცნობს ერთერთ შენობაზე ქონდა გაკეთებული საახლობლოს გარდა არავინ იცოდა, ან ვინც იცოდა სხვასთან თქმა ეკრძალებოდა.
ჩემი საუკეთესო მეგობრები რომლებიც მაშინ ყველაზე უნამუსო ადამიანებად მიმაჩნდა იყვნენ და არიან ჩემი ელენიკო, კოკა და ლიკა. არ იცი მათ გარეშე რა მეშველებოდა. დროის უმეტეს ნაწილს ან უნიში ან მათთან ვატარებდი, ყველანაირი თემა გახსნილი იყო ჩვენთან და საუკეთესო მეგობრები ვიყავით. კოკას ცოტა ვჩაგრავდით სამი გოგო მაგრამ მაინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გვიყვარდა ერთმანეთი. ამ ფიქრებში ვიყავი მაშინაც ტელეფონმა რომ დამირეკა და ლიკას ნომერი გამოჩნდა.არც მათ არ მომილოცეს და ვიფიქრე გავლანძღავთქო

–ტასო–ბასო, კაფეში ვართ ნიკასთან და გელოდებით

უნდა გამელანძღათქო ვთქვი ხო? მაგრამ ისე უცბად მომაყარა ვერაფერი ვეღარ ვთქვი. ნერვები მომეშალა ისედაც ხო იქ მივდიოდი. ნერვებ მოშლიი შევედი კორპუსში რომლის თავზეც იყო ჩვენი განსაკუთრებული კაფე. ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე და მას ველოდებოდი, გვერდით უცხო, საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი რომ ამომიდგა. კარი გაიღო თუ არა შიგნით შევედი და ისიც შემომყვა. არასდროს მეშინოდა ხალხის. არც ის მიფიქრია „არიქა მანიაკია და მე დამსდევს იქნებ უნდა მომკლასთქო“ ჩვეულებრივად მედგა გვერდით. უცებ გაჟღერდა ლიფტში მისი ცივი და ჩემთვის ძალიან სასამოვნოდ მოსასმენი ხმა.
–რომელ სართულზე მიდიხართ?
–ბოლოზე. არც დავბნეულვარ მაშინვე ვუპასუხე არადა დაბნეული ვიყავი და ვნარობდი ვინმეს ავეკრიფე.
–ხო, მეც. –ცივად ჩაილაპარაკა და ღილაკს ნომრით 16 თითი მიაჭირა. როგორი უხეში ყოფილა ლიფტის პრინცი უყურე შენ. თბილი შავი მანტო ეცვა მე რო მომწონდა ისეთი, ნაღის შარვალი, ფეხზე შავი ბათინკის მაგვარი რაღაც და უსაშინლესად სასიამოვნო სუნს აფრქვევდა. ჰაჰ არც მე ვიყავი ნაკლებად გამოწყობილი. მეც მანტო მეცვა, მეც ბათინკი მეც შავი შარვალი და დამატებით კიდევ შარფი, და სუნამოც საკმარისად მივიპკურე რავიცი იქნებ მიიქციოს ყურადღებათქო ვიფიქრე. ჩვევა მაქ ეგეთი ყოველთვის მომწონდა ქალი რომ ჩამივლიდა და სუნამოს სუნს ტოვებდა ხოდა დღეში რამდენჯერ ვისხამ კაცმა არ იცის. მინდამეც ვტოვებდე სუნს ისეთს რო ყველას დავამახსოვრდეთქო.
მოკლედ ვართ მე და ეს პრინცი სადღაც მეექვსე სართულზე და ჰოპ. აბა შუქი? აბა ლიფტის მოძრაობა ? აბა ჩემი ფიქრები? შუქთან ერთად ფიქრებიც „ჩამიქვრა“. არ შემშინებია ამხელა ახმახი მიდგას გვერდით და რამეს იზავსთქო და უცებ რა მესმის
–ამის დედა@#$@$@$ ახლა მოუნდა შუქს წასვლა? რაღა ახლა როცა ლიფტში მე ვარ.
გამწარებული ქალივით მოთქვამდა ჩამეცინა, რატო რავიცი აბა გამიკვირდა მისგან არ მოველოდი არადა რა ბიჭი იყო იფფ.. აშკარად კლაუსტროფობია ჭირდა და ეშინოდა მსგავს სიტუაციაში ყოფნა. დასაცინი არ იყო მაგრამ ისე სასაცილოდ იქნევდა ხელფეხს გამეცინა თან ხმამაღლა
–გოგო რა გაცინებს ლიფტში გავიჭედეთ ვერ ხედავ?
გაოგნებულმა შევხედე
–ვაიმე ვერ ვხედავ ლიფტს აბა სადაა? მერე რა გავიჭედეთ არაუშავს ცოტახანში გავალთ.
–ცოტახანში ძალიან დამაგიანდება ახლავე უნდა წავიდე. –გამწარებული იძახდა თავისთვის რაღაცეებს, შემეშინდა ერთი ფიქრი ისი კი ვიფიქრე დალაგებული თუა საერთოდთო. მერე ჩემ თავს დავცინე „დასალაგებელი შენ უფრო ხარ ტასოთქო“
–კარგი რა, მეც მეჩქარება მაგრამ რა ვქნა.
–დაველოდოთ –თქვა მტკიცედ და იქვე კუთხეში ჩაიცუცქა.
გამეცინა
–რა გაცინებს? რაღაც კარგ ხაასიათზე გაყენებ მე შენ მგონი ხო?–ტელეფონი მომანათა
–ვა შენობითაც მომმართავ უკვე?
–რატომაც არა. ორი ნაბიჯი გვაშორებს და თქვენობით ხო არ მოგმართავ
–კაი ბიჭი ხარ? –სიცილით ვკითხე
–რას გულისხმობ? –ეს შტერია თუ თავს იშტერებს. რა უნდა მეგულისხმა ეხლა ისეთი
–აბა რას ჩამიცუცქდი აქ ვერ გავიგე ერთი –სიცილით ვუთხარი ისევ
–ფრთხილად გოგონი
–გოგონი არა რა სახელით მომმართე –ვუთხარი ცხვირააბზუებულმა
–მოიცა. ცივილიზებულად გავიცნოთ ერთმანეთი არ მიყვარს ეს უაზრო საუბრები –მითხრა ცივი ხმით და უცებ შემცივდა, ვერ მივხვდი მისი ხმის გამო შემცივდა თუ უბრალოდ ყველაფერი ზამთრის ბრალი იყო
–კარგი სერიოზულად დავიწყოთ. მე ტასო მქვია
ხელი გავუწოდე მანაც გამომიწოდა ხელი და ვიგრძენი როგორ გამითბა უცებ სხეული.
–მე პაპუნა. სასიამოვნოა ტასო. მითხრა და გაიღიმა. არა რა... ცივი ხმა კი ქონდა მაგრამ იმდენად თბილი ღიმილი იყო რომ მეც ჩამეღიმა და ხელი ვუშვი. მეტს ვეღაარ გავუძლებდი მის სიახლოვეს. არ ვიცი რა დამმართა ასე წამის მეასედში მაგრამ აშკარა იყო რომ მისი ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და მხოლოდ მის თვალებს ვუყურებდი, შიგნით ვიძირებოდი და მისი სუნამოს სუნი გონებას მიბინდავდა. „ტასო გამოფხიზლდი ასე არ შეიძლება უცხო მამაკაცია!’’
–აქ ვისთან მიდიხარ? მკითხა მოულოდნელად
დავიბენი იქნებ არ იცის კაფეზე და რატომ ვუთხრათქო
–ნათესავთან. შენ?
–მე ძმაკაცთან კაფეში. დავიბენი ანუ გამოდის რომ კაფის შესახებ იცოდა. მოვკლავ ნიკას
–რატომ თქვი?
გავბრაზდი იქნებ მე არ მცოდნოდა მის შესახებ....
–მივხვდი რომ იცოდი. თვალი ჩამიკრა, გამიღინა და შუქიც მოვიდა. ლიფტმა მუშაობა განაგრძო და პაპუნას ის ეგაუბრწყინდა თვალები, გეგონებოდათ ერთი დიდი ლოდი მოხსნეს მხრებიდანო. მალევე მივედით დანიშნულების ადგლას. კარი როგორც კი გაიღო, ლიფტის პრინცმა გზა დამითმო და წინ გამიშვა. იქ კი საოცრება დავინახე.

ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემ წინ იდგა და დაბადებისდღეს მილოცავდნენ. ყველა მეხვეოდა და მკოცნიდა. დედაჩემიც იქ იყო და მამაჩემიც, თვაი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. პაპუნას თვალი მოვკარი კოკას და ნიკას რომ მიესალმა, ჩაიცინა და ინქვე მაგიდასთან ჩამოჯდა მეც შემამჩნია, თვალებით მანიშნა გილოცავო და თავი დამიკრა, მეც გავუღიმე ეს ღიმილი კი მადლობას ნიშნავდა.


ის დღე დაუვიწრყარი იყო, არამხოლოდ იმიტომ რომ დაბადებისდღე მქონდა, არამარტო იმიტომ რომ ზამთარი იყო, ჩემი ზამთარი! არამედ იმიტომ რომ მე მაშნ ლიფტში ბედნიერი ვიყავი პაპუნას გვერდით არ ვიცი მისგან რა ემოცია წამოვიდა ასეთი მაგრამ როდესაც ჩემგან შორს იყო ის ბედნიერება წამერთვა.


ლიფტის პრინცზე რამდენიმეჯერ კიდევ გამეფიქრა. არც ბიჭებისთვის მიკითხავს და არც გოგოებისთვის მითქვამს რამე. არაფერი სერიოზული არ მომხდარა და ესე გაზვიადებულადაც ვერაფერს ვიტყოფი ამიტომცა გაჩმება ვარჩიე.

მომავალი წლის ზამთარში ისევ... ისევ ვნახე პაპუნა, ამჯერად კოკასთან სახლში. ორივეს სახე ერთიანად მოეცვა გაოცებას, გაკვირვებას და ალბათ სიხარულსაც. ყოველშემთხვევაში ჩემ სახეზე ბედნიერებას ამოიკითხავდით. ესეც ზამთრის ბრალი იყო. ზამთარია დამნაშავე იმას რომ პაპუნა ჩემთან მოვიდა იმ საღამოს და ცეკვა შემომთავაზა. ზამთარია დამნაშავე იმაში რომ შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობას გაცდა. მაგრამ არ ვახელდით –ერთმანეთში. პაპუნას ცივი ხმა ჩემთან იმდენად თბილი ხდებოდა მიჭირდა მისი რეალობის დაჯერება. შემიყვარდა თანაც როგორ. ჩემი ლიფტის პრინცი შემიყვარდა. ესეც ზამთრის ბრალი იყო.
მთელი წელი უბრალოდ დავდიოდითერთად. „უბრალოდ“ ვერთბოდით და შევციცინებდით ერთმანეთს თვალებში. „უბრალოდ“ მედგა მუდამ გვერდით და ეჭირა ჩემი ხელი. მასთან უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ესეც ზათრის ბრალი იყო.
შემდეგი ზამთარიც რომ მოვიდა, პაპუნამ სიყვარული ამიხსნა, ახლა უკვე სიტყვებით დამაჯერა ყოველივე ეს დიდი გრძნობა. უზომოდ გახარებული, ბედნიერი და ყველაზე შეყვარებული ვიყავი, ესეც ზამთრის ბრალი იყო.
შემდეგი ზამთარი კი ჩვენი ქორწილისთვის იყო. უბედნიერესი ვიყავი როცა ეკლესიაში ჯვარი დავიწერეთ და მის თვალებში მოცეკვავე ჭინკები, სიყვარულის ანგელოზი და ბედნიერების სხივი დავინახე, პაპუნამ შემომხედა მხოლოდ მაშინ გადმომვარდა ჩუმი ცრემლი. მციოდა და პაპუნა მათბობდა, ხელი ჩაეჭიდა და არ მიშვებდა, ესეც ზამთრის ბრალი იყო და მე ეს ზამთარი მიყვარდა. ჩემი ლიფტის პრინცი უეცრად გადაიქცა ჩემთვის მომაჯადადოებელ პიროვნებად, მას რომ მეორედ არ შევხვედროდი არ ვიცი, ალბათ დიდხანს ვივლიდი მეორე ნახევრის ძებნაში, სანამ ისევ მას არ ვიპოვიდი.
ახლა კი ეს ჩვენი მესამე ზამთარია. „ჩვენი მესამე“. ერთად თანაცხოვრების პირველი წელი და პატარას მოლოდინში მეცხრე თვე. ესეც ზამთრის ბრალია დამერწმუნეთ. მე და პაპუნა არაჩვეულებრივი ცოლქმარი ვართ. ალბათ ევრს შეშურდებოდა ჩვენი. როგორ ვიქებ საკუთარ თავს მაგრამ რა ვქნა მართლა ასეა. მაშინ ლიფტში ვიკამათეთ პირველად და უკანასკნელად. მის მერე არ გვიკამათია. მაგრამ ოჯახს ახლავს კამათიც და უთანხმოებაც, მისგან დაზღვეული არავინაა. დღესაც უზომოდ და უგონოდ შეყვარებული ვარ პაპუნაზე, პაპუნა–ჩემზე. თავს მევლება და მიკონტროლებს თითოეულ ნაბიჯს რომ არაფერი ვივნო დიდი მუცელი მაქვს. ტყუპებს ველოდები და ახლაც როგორ ავდექი ამ ყოველივეს დასაწერად არ ვიცი მაგრამ შევძელი , ტყუპებმა შემაძლებინეს, პაპუნას სიყვარულმა შემაძლებინა, მინდოდა ეს ყველაფერი დამეწერა და გადმომეცცა ჩემი მისდამი გრძნობა. ალბათ ესეც ზამთრის ბრალია, ასეთი მგრძნობიარე რომ ვვარ ან უფრო ოსრულობის, რავიცი გასარკვევია ჯერ და ამას პაპუნა გაარკვევს.
–ტასუნ მოვედი სად ხარ?
ქმარი მეძახის. სამსახურიდან დაბრუნდა
–ოთახში ვარ მოდი
–ტასუნა ხო გითხრაი არ ადგეთქო.! არ შეიძლება შენთვის ხო იციარა?
–კარგი დავწვები ეხლა შენ ნუ ბრაზდები ოღონდაც რა ... სიცილით ვაკოცე ლოყაზე და საწოლისკენ წავედი.
–ეს რა არის? რა დაწერე?
ინტერესით დააკვირდა ფურცლებს.
–ჩვენზე დავწერე, ჩემზე და შენზე
სიყვარულით გავუღიმე
–ჩემი მზე. მარტო ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეს ყველაფერი ზამთრის ბრალია. შენ რო დაიბადე მანადც ზათარი ურევია, შეგხვდი და ზამთარმა გინდა თუ არა მე ვითავე ეგ საქმეო და ახლა ჩვენი პატარების დაბადებასაც ეგ თაობს მგონი. სიცილით დაასრულა პაპუნამ და ლოგინზე მომიწვა.
–მამას პატარები როდის გამოძრებიან რომ დედიკოსაც და მათაც სათანადოდ მოვეფერო. მუცელზე ხელი მომკიდა და ორჯერ მაკოცა. –ეს ტყუპებსო
მერე კი შუბლზე მიმადო მისი თბილი ბაგეები.
–ეს კი ჩემ ულამაზეს ცოლს და თქვენ ულამაზეს დედას.
მიყვარხარ ტასუნა

********

ესეც ზამთრის ბრალი იყო. ზამთარი იყო მთავარი დამნაშავე ჩვენთან ოღონდ კეთილი დამნაშავე, რომელმაც უდიდესი ბედნიერებები მაჩუქა და მაჩუქეს.
პაპუნას ტქმით ჩვენ ზამთრის მოსვლა გვაბედნიერებს და როცა ზამთარი–როგორც წელიწადის დრო– ისე გაქრება და საერთდ აღარ იარსებებს მისი თვეებითო, მაშინ დასრულდება ჩვენი სიყარულიცო... ასე რომ უსასრულობის მოლოდინში ვართ ამ სამყაროშიც და სხვა სამყაროშიც.

მადლობთ ვინც წაიკითხეთ <3 <3



№1  offline მოდერი ანკა

ძალიან საყვარელი ისტორია იყო <3
მომეწონა, კარგად წერ love

 


№2  offline წევრი mxolod me

Tbilebi xart :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent