შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბანდიტი და მე ( Part I)


25-06-2015, 03:28
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 4 439

ჩვენი პირველი გაცნობა ბენზინ გასამართ სადგურზე მოხდა. ჩემს ძმაზე გაბრაზებულმა სახლიდან გამოქცევა გადავწყვიტე, არაკომფორტული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებითა და წითელი კაბით ზაფხულის გრილ ღამეში უმისამართოდ ვბოდიალობდი, ხანდახან უკან ვიხედებოდი, ვამოწმები ვინმე მომყვებოდა თუ არა, მაგრამ ჰორიზონტზე არავინ ჩანდა, ვიწრო და პატარა ქუჩებზე დავდიოდი, არადა ვიცოდი, რომ საშიში იყო შუა ღამეს ასეთი ვოიაჟები. საათის შემდეგ უკვე დავიღალე, მივხვდი, რომ ნაცნობ ტერიტორიაზე არ ვიყავი, წინ რამოდენიმე ლომბარდის მაღაზია იყო ღია, ყველაზე ნათლად კი ბენზინ გასამართ სადგური ანათებდა, ინერციით სინათლეს გავყევი. მკლავები მხერბზე შემოვიხვიე, არც მობილური მქონდა, არც შემოსაცმელი, ასე გიჟივით ვიყავი გამოსული. შავი თმები წინ გადმოვიყარე, რატომღაც მეგონა რომ გავთბებოდი. სადგურის მოშორებით დავდექი, თავი ამაყად მეჭირა, გეგონებადა ვინმეს ველოდებოდი, ღამის სამ საათზე, სადგურთან, ქუსლებით... რამოდენიმე მანქანამ ნელა ჩაიარა, მაგრამ ცხვირს ისე ვბუზავდი, არავინ ბედავდა გაჩერებას. ჩემი ძმა, გეგა ალბათ კედლებზე გადის ნერვიულობით, არაუშავს, ღირსია, არავინ არასდროს მოწონდა ჩემი შეყვარებულებიდან. ქუსლებს უკმაყოფილოდ სათითაოდ ვაქნევდი ჰაერში, სისხლისფერი კაბით ბეტონის კედელთან ავიტუზე და ვცდილობდი ჩრდილში შევმალულიყავი, ზედმეტი ყურადღება რომ არ მიმექცია. უეცრად მანქანამ სწრაფად დაამუხრუჭა ჩემს ფეხებთან, შეცბუნებულმა ხელები გადავიჯვარედინე და გაკვირვებული ვცდილობდი დამაბრმავებელი ფარების სინათლეში რაიმე გამერკვია. მანქანიდან თეთრ მაიკაში და მუქ ჯინსებში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, ჩემზე დიდი იყო, შესამჩნევად. შავი თმები თითქმის ბოლომდე გადაეპარსა და წვერიც რამდენიმე დღის გაუპარსავი ჰქონდა. სიმპათიური იყო, მაგრამ საშინელი შიშის გრძნობით მავსებდა. ხელი მექანიკურად დედაჩემის ნაქონ გულის ფორმის კულონისკენ წავიღე, პატარა ოქროსფერ გულს ხელში ვათამაშებდი და ველოდებოდი, რომ რამე საშინელებას მეტყოდა საინტერესო გარეგნობის უცნობი.
- ვის დაეკარგე ამ შუა ღამეს?
მომღიმარი სახით მკითხა, მანქანის წინ დადგა, მიეყუდა და თვალს არ მაცილებდა. შემრცვხვა, თმებში ჩავმალე სახე და ჩემთვის, მოჩვენებითი სითამამით მოვიტყუე, რომ ველოდებოდი ჩემს ძმას. ტუჩის კუთხე აეპრიხა, სიგარეტი ამოიღო და წყნარად მოუკიდა, ხელი შეაშველა, არადა ქარი არ ყოფილა. ჩვევა აქვს ალბათ ასეთი. საშინლად მიმზიდველი იყო, გარეგნობით არ გამოირჩეოდა, უბრალოდ რაღაც საშიში იყო, უცხო, უნიკალური. გეგონება მეფეაო, ხელშეუხებელის შთაბეჭდილებას ქმნიდა. წარბზე ნაკაწრი ჰქონდა, ტუჩზეც, მაგრამ არ წარმომედგინა, ასეთი აღნაგობის, ძლიერი მკლავების პატრონს ვინ უნდა მორეოდა?
- შენი ძმა ვიცი ვინცაა და გეგა მაგის დებილი არარი, ესეთ ვიდზე აქ გალოდინოს.
სიგარეტიანი ხელი ზემოდან ქვემოთ აამოძრავა, ხაზს უსვამდა ჩემს ჩაცმულობას. ღმერთო ახლა შევამჩნიე, თვალები სულ თეთრი ჰქონდა, არა. ცისფერი. მაგრამ ასეთი?! რატომღაც მისგან არ ვგრძნობდი არანაირ საფრთხეს, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. სიგარეტის მოწევას რომ მორჩა მანქანასთან გაბრუნდა, რატომღაც ერთი მხრივ მინდოდა წასულიყო და მომშორებოდა, მეორემხრივ რაღაც ელექტრო მუხტივით მიზიდავდა მისკენ.
- ვიცი სადაც ცხოვრობ და მიგიყვან, ჩაჯექი.
თავის თავში ისე დარწმუნებული იყო,არც კი უკითხავს, მჭირდებოდა თუ არა მისი მიყვანა სახლამდე. არა როგორ არ მინდოდა სახლში დაბრუნება, მივხვდი, ჩემი პატარა აფეთქებებთან შედარებით სახლიდან გამოქცევა ღამე სულ სხვა სახის სიგიჟე იყო, მაგრამ უცხო სიმპათიურ მამაკაცს სპორტული შავი მანქანით სახლში ვერ გავყვებოდი.
- არ მინდა, მადლობთ!
მობეზრებული სახით ამომხედა, ტელეფონი აიღო და სადღაც რეკავდა. აშკარად არავინ იღებდა.
- გეგას თუ ურეკავ..
- არა.
მოკლედ მომიჭრა. აბა ვის ურეკავს? მის ძმაკაცებს? რამეს მიპირებს? ახლა უკვე მართლა შეშინებული ვიყავი, ანდა რა უნდა მექნა, კედელზე ვიყავი აკრობილი, წინ პირდაპირ მანქანა მედგა, ჩვენს შორის სულ 2 მეტრი იყო მანძილი...
- რატო არ იღებ რო გირეკავ?! გალფთან მოდი, შენს სახლთან, მანქანით და მალე ქენი.
ტელეფონი გათიშა, თვითონ მანქანაში ჩაჯდა და ფანჯრიდან თავი გადმოყო.
- მე თუ არ მენდობი, ჩემი მეგობარი მოვა, გოგოა, მიგიყვანს სახლში.
ჩემთან ახლოს მოვიდა და მხრებზე ხელი დამადო, არ ვიცი რატომ მაგრამ უცბად დავიხიე უკან, მას გაეღიმა, მანქანა დაძრა და წასვლას აპირებდა, როდესაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ გავაჩერე.
- ერთი წუთით! და რატომ გინდათ სახლში წავიდე ასე ძალიან?
მას გაეღიმა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და დაუფიქრებლად მიპასუხა.
- შენს ძმას, გეგას, არ ვიცნობ ახლოს, მაგრამ ვნახე რო მისი საყვარელი დაიკო ბოდიალობდა ჩემს ქუჩაზე, თან მარტო, ხოდა მერე შენი ავარდნილობა და უპასუხისმგებლობა მე რო არ დამბრალდეს, მაგიტო მინდა სახლში მიბრძანდეთ, კაცური ბაზარია, ვერ მიხვდებით ქალბატონო ქეთუშა. აქ არავინ არ ცემს ფულს პატივს, ხოდა შენნაირების ადგილი აქ არ არის, მალე დაბრუნდით ცენტრალურ უბანში და ჩემს ქუჩას მოცილდით!
გაოგნებულმა არ ვიცოდი რა მეპასუხა, მანაც დრო იხელთა და ადგილს ხმაურიანად მოწყდა, ზუსტად რამოდენიმე წამში მეორე მანქანამ მომიყენა ფეხებთან, ზუსტად იგივე იყო თითქმის, სხვა ნომრით და წითელი, შავი ორი დიდი ზოლით. კარები ხმაურიანად გამოგლიჯა მძღოლმა და ჩემდა გასაკვირად მაღალწელიან შორტებსა და სპორტულ ტოპში გამოწყობილი გოგონა გადმობაჯბაჯდა მანქანიდან, ძალიან წვრილი წელი ჰქონდა, მაგრამ ბარძაყები შედარებით ავსებდა შორტებს. თმა უაზროდ ჰქონდა ცალი პანქრით დამაგრებული, პირში სიგარეტი გაეჩხირა და უაზროდ ცქმუტავდა, თან თვალებს მანჭავდა, ბოლი აწუხებდა. მე რომ დამინახა, ჯერ კარგად შემათვალიერა და შემდეგ თვალები დაჭყიტა.
- აუუ გაბრო შენიიი....
გოგონამ ხელები თავში იტაცა და ზურგი მაქცია, ასე იდგა ცოტახანი. მე გაკვირვებული და სრულიად გაუგებარ სიტუაციაში მყოფი, ვცდილობდი რაიმე გამერკვია,რა ხდებოდა!?
- უკაცრავად?
მხოლოდ ამ კითხვის დასვა შევძელი, გოგონამ კი მაშინვე ხელები ჩამოუშვა და შემობრუნდა, ცალყბად გამიღიმა.
- დაჯექი, წაგიყვან.
მასაც იგივე გამომეტყველება ჰქონდა, რაც იმ უხეშ ახალგაზრდას, მობეზრებული... ამჯერად დავჯექი მანქანაში და უსიტყვოდ ვკარნახობდი სახლის გზას, როდესაც მან მანქანა დაძრა და საშუალო სისწრაფით სახლის გზას დავადექით.
- რა გქვია?
ვცადე უცნობი გოგონას გაცნობა, რომელიც აშკარა იყო, რომ ახალგაღვიძებული გამოვარდა სახლიდან. მანქანაში კვამლის სუნს მენთოლის სუნი ერწყმოდა და ანეიტრალებდა მას, სავარძელი არც ისე კომფორტული იყო, მაგრამ ახლა ამაზე არ ვდარდობდი.
- კატო.
ველოდებოდი კითხვას როდის შემომიბრუნებდა, მაგრამ გზაზე იყო კონცენტრირებული და მე სულ არ მისმენდა. ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, რაღაც უცნაური სტვენა ეყენა ტელეფონის ზარად, ცოტა შემაწუხებელი იყო, მაგრამ მალევე აიღო.
- ჰო გაბრო. კი თითქმის, 5 წუთში...
კატოს გაეღიმა, უკან ერთი წამით გაიხედა და მაშინვე უპასუხა.
- შენი ტრ**ის ყურებას არ ვაპირებ!
მანქანამ საშინელი ხმა გამოუშვა, გოგონამ ტელეფონი დააგდო და გულის გამაწყალებელი სისწრაფით გავქანდი ჩემი სახლისკენ, უკან გავიხედე, მართალია ფარები მკრთალად ანათებდნენ, შორიდან, მაგრამ ნაცნობი შავი მანქანის სილუეტს მოვკარი თვალი, რომელიც ცდილობდა თან დაგვწეოდა, მაგრამ გადასწრების მრავალი მცდელობა არ გამოუყენებია. სახლთან რომ მივედი, მანქანა ოდნავ უფრო მოშორებით გააჩერა და ფარები ჩააქრო
- ჰოპ. სუეგავართ, ეხა შევარდი სახლში მალე.
გადმოიწია ჩემსკენ და კარები გამიღო კატომ
- გადასკუპტი მალე.
- მადლობთ....
დაბნეული და თან შეურაცხყოფილი ვიყავი უცნობი კატოს ქცევით,სიცივით და დამოკიდებულებით, მაგრამ მაინც მადლობელი ვიყავი. ამაზე ოდნავ გაეღიმა, შევამჩნიე რო გულწრფელად.
- კიდე თუ გადაწყვეტ თბილისის ყველაზე საშიშ უბანში ბანკეტის კაბით გასეირნებას, ჯერ მე დამირეკე.
ხუმრობით ხელი მხარზე დამადო და გამიცინა. მეც გავუღიმე და მანქანიდან გადავედი. ის იყო კარი რომ უნდა მომეკეტა, მანქანა უკვე დაძრა კატომ, მე კი ხელით დავიჭირე კარები, დავიხარე და ვთხოვე, მართლა დაეტოვებინა თავისი ნომერი. უკმაყოფილოდ ჩამოწერა სიგარეტის ცარიელ კოლოფზე ნომერი და გამომიწოდა
- რაში გინდა რო ?
- ვალში არ მიყვარს ყოფნა არავისთან.
მანქანის კარები თამამად მივხურე, კატო გადმოვიდა და უცებ ჩამეხუტა, ძალიან მაგრად ვეჭირე. მერე გამიღიმა, მანქანაში დაბრუნდა. გაკვირვებული სახლის კარისკენ გავეშურე. ორი მანქანა მელოდებოდა, მანამ კარი არ გავაღე და არ შევედი. ფარდა ოდნავ გადავწიე, წითელი და შავი მანქანა ნელ-ნელა უკან უხვევდნენ, ბიჭის ცისფერი, შიშისმომგვრელი თვალები კი სიბნელეშიც ნათლად ჩანდა. კატოს მანქანასთან მივიდა, გოგონას თავზე ხელი გადაუსვა და საკუთარ მანქანაში ზანტი ნაბიჯებით დაბრუნდა...

** *** ** *
გეგასგან ძალიან ბევრი შენიშვნა და გაბრაზებული ტონით ნათქვამი ერთი და იგივე წინადადებები მოვისმინე, შემდეგ ცოტა დაწყნარდა, შავ თმაში ხელი გადაიტარა და კუპრივით თვალები მე მომაპყრო, მომიყევი სად იყავი მთელი დღეო. იმ ვიღაც გაბროზე გადავწყვიტე არაფერი მეთქვა, ასე სჯობს, ახლა კიდევ რომ გაიგოს, უცხო ბიჭით დავინტერესტი ან პირიქით, გაგიჟდება. მე და გეგას ძალიან ახლო და ამავდროულად სრულიად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს. ჩემზე 5 წლით დიდია, უკვე თავისი ბიზნესი აქვს, ცოლი არ ჰყავს და მხოლოდ მე და ის ვცხოვრობთ ერთ დიდ კერძო ბინაში, რომელიც მამამ დაგვიტოვა, მანამ მოსკოვში წავიდოდა თავის საყვარელთან. მასთან კონტაქტი საერთოდ არ გვაქვს. დედა რომ გარდაიცვალა, დასაფლავებაზეც კი არ მოვიდა. დედას მე უფრო ვუყვარდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ გეგას ყოველთვის უფრო მკაცრად ექცეოდა, ერთხელ აღნიშნა, რომ კაცის გაზრდა თუ გინდა, მთელი ბავშვობა სულ ‘სმირნაზე’ უნდა გყავდესო. ჩემი ძმა კი სულ სხვანაირად ხსნის დედას ცივ დამოკიდებულებას. მამას ვგავარ ხასიათითაც და გარეგნობითაც, ამიტომ ვერ შემიყვარა ბოლომდეო. არადა დედას ჩვენზე მეტად არაფერი უყვარდა, უნდა ვაღიარო რომ გეგა მართლაც კაცად გაზარდა, უბრალოდ მე ის მაწუხებს, 20 წლის გოგო რომ ძმის ხარჯზე ვცხოვრობ და საკუთარ ბინაში გადასვლის საშუალებაც არ მაქვს. საკუთარი სივრცე მჭირდება, თორე ისე სახლში ძალიან დიდი კომფორტი მაქვს შექმნილი, არაფერი არასდროს მაკლია, მაგრამ სიმარტოვე ხანდახან სანუკვარ ოცნებად მეჩვენება, რადგან გეგას ძალიან ბევრი მტერი და კონკურენტი ჰყავს, დაცვაში ოჯახის იდილიის ნაცვლად დაცვის რაციების ხმა ისმის გამუდმებით, ერთი კუთხე მაქვს მარტო, ჩემი ოთახი, სადაც არავინ მაწუხებს, რა თქმა უნდა, გეგას გარდა, რომელიც ახლაც ჩემი საწოლის კიდეზე ზის და ელოდება როდის მუვუყვები ჩემი ვოიაჟის ამბავს.
სახლიდან გამოქცევის მიზეზი ის გახდა, რომ ჩემი შეყვარებული, სანდრო, სახლში სადილზე დავპატიჟე, გეგა კი ისე აგდებით და გამომწვევად ელაპარაკებოდა, ბიჭი გაიქცა სახლიდან და ასე დამიბარა, მე თვითონ დაგირეკავო. ამაზე გეგას ხარხარი აუტყდა და მეც გაბრაზებულმა სულ ქუსლებით შემოვიარე ნახევარი თბილისი, მანამ ვიღაც ‘გაბროს’ არ გადავეყარე.
- ხოდა ესე, ვიღაც გოგომ მომიყვანა სახლში, შემომთავაზა წაგიყვანო და მეც უსაფრთხოდ მოვედი, ახლა ნუღა ღელავ, გთხოვ.
გეგამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ჩემი ნერვების გამოცდა აღარ სურდა, ამიტომ დადუმდა. ხელი სიგარეტის კოლოფისკენ წაიღო და უკმაყოფილოდ შემომხედა.
- ეხა არმითხრა ვეწევიო თორე მე თვითონ გაგაგდებ სახლიდან!
- არა! მანდ ნომერი წერია ჩემი... ახალი მეგობრის!
გეგამ კოლოფი დიდი ინტერესით დაატრიალა და ნომერს რომ დახედა სახე შეეცვალა, უცებ მის თვალებში იმდენმა ემოციამ გაირბინა ერთად, ვერც კი აღვწერ, რა გრძნობა დამეუფლა, მელანქოლიამ, ნოსტალგიამ, სევდამ, სინანულმა და პატარა ღიმილმა ერთად გაიარა გეგას ნაკვთებში წამიერად. სახე უცბადვე გამოუსწორდა, გეყინა, აღარ ეღმებოდა და კოლოფი ფრთხილად დააბრუნა საწოლის თავთან მდგარ პატარა მაგიდაზე.
- მომიყევი რა გითხრა.
გეგას მოვუყევი მხოლოდ კატოს და ჩემი შეხვედრის ამბავი,არც ის დამვიწყნია რა ცივად მელაპარაკა, ფულიან მდიდარ გოგონებს რომ ელაპარაკებიან, აი ეგრე. ისიც მოვყევი, რა სწრაფად დააქროლებდა მანქანას. ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ ფრჩხილები სულ ბოლომდე თითქმის გადატყავებული ჰქონდა, ხელის გულები კი შავი ფერის მაზუთივს მაგვარი ნივთიერებით დაესვარა.
- ხო ეგრე იცის.. უფრო სწორად იციან, ეგ უბანი ცნობილია არაკანონიერი რბოლებით და დაგჯუფებებით. პატარა ბავშვებივით არიან, ფილმებში ჰგონიათ თავი.
- ჰაჰა, მართლა?
უცებ გამეცინა, არც წარმომედგინა, რომ ეს ვიღაც გაბრო არა საშიში ქუჩის ბიჭი, არამედ ერთი პოზიორი ილუზიებში ჩაძირული უსაქმური იყო, მაგრამ გეგამ თითის ქნევით გამაფრთხილა. სახე ისევ დაუსერიოზულდა და მთელი გულისყურით ვისმენდი მის მონაყოლს.
- შენ იცინე და გავლენა კი აქვთ, ადრენალინის მონები არიან და ნაციხრებითაა ეგ უბანი სავსე, სიბინძურის მეტი არაფერია... იარაღით დარბიან აქეთ-იქით და ყველას ვინც ზედმეტს გაუბედავს რამეს, ჩაგრავენ და ხანდახან სიკვდილამდე სცემენ. ცუდი ხალხია ქეთ, შენი შესაფერისი გოგო არ არის სამეგობროდ...
მე გაფაციცებით ვისმენდი ამ ისტორიებს და ვერც კი ვიჯერებდი, რომ ასეთ ადამიანს სახლში წავაყვანინე თავი, ან რა უბედურებაა, ქალი რომ კაცივით იქცევა, იარაღებიო, რბოლებიო.... ანდა სიკვდილამდე როგორ უნდა ცემო ადამიანი? მე ღრმა მორწმუნე ვარ იმაში, რომ რასაც დათეს იმას მოიმკი, არ არის საჭირო შენით იძიო შური, ბედისწერა იზამს ყველაფერს, რაც საჭიროა. გეგას ასეთი ჩახედულობა ამ საკითხში კი ძალიან მაკვირვებდა. სიმართლე გითხრათ გეგას სამსახურის გათვალისწინებით,არ იყო მოულოდნელი მისი ასეთი ღრმა ცოდნა იმ უბნის შესახებ. გეგას ჩამოჰყავს სპორტული მანქანები, თავისი ავტოფარეხი აქვს და იქ ამ მანქანებს კიდევ უფრო აუმჯობესებენ და ინტერნაციონალურ რბოლებში გამოჰყავთ.
- შენ საიდან იცი ეს ყველაფერი გეგა?
- მქონდა მეც შეხება, მაგრამ იცოდე, აკრძალვას აზრი ვიცი არ აქვს, მაგრამ უმორჩილესად გთხოვ, არ გაეკარო იმ ხალხს. ცუდის მეტი არაფერი არავისთვის მოუტანიათ!
გეგამ შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. შუა ღამე იყო, ძილი არმომკარებია, მანამ მზემ არ დაიწყო ამოსვლა, ვერ შევძელი საკუთარი მახსოვრობიდან სულ ცოტა ხნით მაინც წამეშალა ყინულისფერი თვალები. მილიონი კითხვა მიტრიალებდა თავში. ნეტა ვინ იყო კატო ამ ვიღაც გაბროსთვის და საერთოდ რატომ მეფიქრებოდა მასზე? ძირითადად ყოველთვის მომწონდა წყნარი, წიგნის ჭია, ჭკვიანი და მოწესრიგებული ბიჭები. არ ვიცი მასში რა მომეწონა? ყინულივით თვალები და ცივი ატიტუდი? საათს გავხედე, უკვე 9 საათი იყო, ამიტომ ავდექი და დასაბანად შევედი, ჩემი წითელი კაბა გასარეცხად შევაგდე, უცნობის სუნამოს სუნი დაჰყვებოდა კაბას მხრებთან... მე კი უცნობის ყინულისმაგვარი ალით ვიწვოდი. ოთახში პირსახოცშემოხვეული დავბრუნდი, გამახსენდა, როგორ მომიჩერა მანქანა და ის ადრენალინი რომელიც სხეულის ყველა კუთხეს სისხლის დიდი ნაკადით ავსებდა, ხელი ისევ ოქროსფერი კულონისკენ წავიღე, გულის დანცქალი ვიგრძენი,როდესაც ყელზე დედაჩემის გულის ფორმის საკიდი აღარ დამხვდა. რატომღაც პირველი ის ვიფიქრე, რომ იმ გაბრომ ხომ არ მომხსნა მაშინ, როდესაც მხრებზე დამადო ხელი? თუ ასეთი ქურდები და დაბალი მორალის ადამიანები არიან მართლა,არც ეს გამიკვირდებოდა. სიგარეტის კოლოფი ავიღე და ზემოდან საშინლად არეული ნაწერით მოთითხნილ რიცხვებში კატოს ნომერი ძლივს გავარჩიე. დიდი ხანი ვრეკე, მაგრამ არავინ აიღო. მეორეჯერ გადარეკვა არ მომინდა, თანაც წესიერად არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, უბრალოდ ვკითხავდი ხომ არ დამივარდა ჩემი კულონი მის მანქანაში. ტელეფონი საწოლზე დავაგდე, გავმშრალდი და საჭმელად ჩავედი, გეგა სახლში არ დამხვდა, საჭმელი მარინამ, ჩვენმა მზარეულმა დამახვედრა, მეც დიდი სიამოვნებით მივირთვი ომლეტი სალათთან ერთად და გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად სადმე კაფეში გასვლა.
- სალომე, რას შვები,წამო ჩვენს კაფეში რა, თან რაღაც მაქვს მოსაყოლი, მარიამსაც დაურეკე!
მალე ჩვენ სამნი ერთმანეთს შევხვდით, დამჯდრები არ ვიყავით სალომემ სიგარეტს რომ გაუკიდა,მე და შეწუხებული მარიამი კი შესამჩნევად შევიჭმუხნეთ და ხელს სახის წინ ვიფრიალებდით.
- გაივგე რო გაწუხებთ ეს ბოლი, მარა რავქნა ვა. ვნერვიულობ ქეთაზე, რა უბედურებაა, ამიხსენი, მერამდენეჯერ უნდა გააგიჟოს ბიჭები გეგამ?!
ამის გახსენებაზე შევიჭმუხნე და თავი გავაქნიე, მარიამმა ყავა მოსვა და ორივე მეგობარი ჩემს რეაქციას ელოდა.
- ალბათ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ვიღაც გავიცანი გუშინ.
ორივე გოგონა წინ წამოიწია, ერთდროულად დამისვეს მილიონი კითხვა.
- მოკლედ, იმ უბანში გავიცანი, სადაც ვბოდიალობდი გუშინ, საშინელი ხალხი დადის ღამღამობით ქუჩაში, ვიღაც ბანდიტია, მრბოლელი თუ რაღაც, ქურდი, ცუდი ტიპიაო, გეგამ,მაგრამ იცით რა თვალები აქვს?!
უცებ აღმომხდა ყველაფერი ერთად და სალომე კინაღამ სკამიდან გადაყირავდა, პირველად მომეწონა ბიჭი რომელიც გავიცანი ქუჩაში და იყო „ცუდი ბიჭი“ ადრე ძირითადად უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ან ლიტერატურულ კაფეში თუ გავიცნობდი ვინმეს, მარიამს არ მოეწონა ეს ამბავი, ჩვენს სამეგობროში ის იყო ყველაზე პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული ადამიანი, მშვიდი, გაწონასწორებული, სალომე კი მოშვებული, ცოტა არანორმალური და არაადეკვატური ადამიანი იყო, ორ უკიდურესობას შორის, მე სადღაც შუაში ვიყავი, ხან მშვიდი და ჭკვიანი, ხან უპასუხისმგებლო და თავქარიანი. ამ დროს ტელეფონზე ზარი გაისმა, მშვიდად ვუპასუხე უცხო ნომერს.
- რომელი ხარ?!
კატოს მკაცრი ხმა გამოვიდა მეორე ბოლოდან. მე ხმას არ ვიღებდი.
- არა ვის გაუგია დილით 9 საათზე დარეკვა?? ნორმალური თუხარ შენ?
გაკვირვებუსგენ ხმა არ ამომიღია და ჩუმად ვიყავი, როდესაც ფონზე ნაცნობი ხმა მომესმა.
- დაანებე თავი მაგ დედ**ნულ ტელეფონს და დამეხმარე ზეთის ჩასხმაში!
- ეგეთი ტონით ელაპარაკე ბებიაშენს, გაბრო.
ტელეფონი გათიშა, მე გაკვირვებული ვიჯექი და არ ვიცოდი, უნდა გადამერეკა თუ არა.
** ***
სახლში ფეხით გადავწყვიტე გასეირნება, შორი გზით წავედი, ინსტიქტურად ისევ იმ ქუჩაზე მოვხვდი, ამჯერად დახეული ჯინსები მეცვა და კეტები, მზადყოფნაში გაქცევისთვის, თუ ვინმე გიჟი შემხვდებოდა.
- მალე მზე ჩავა ლამაზო, ჩემთან დარჩი.
გაკვირვებულმა მოვიხედე უკან, ბაიკერმა ჩამიარა, თავსაბურავში ვერ დავინახე მისი სახე, მაგრამ თავი ჩავხარე და გზა გავაგრძელე, აღარც გამომკიდებია. ფეხის ნაბიჯს ვუმატე, გულისცემასთან ერთად.
- სასახლე იქითაა პრინცესა!!
რამოდენიმე გოგონამ ყვირილით ჩამიარეს, მათ სახეებში კატოს ვეძებდი, ვინმე ნაცნობს, მაგრამ არავინ მენახა აქამდე. ნელ-ნელა ჩემი სეირნობა სირბილად გადაიქცა და ვინანე რომ საერთოდ მოვხვდი ამ ქუჩაზე. მუხლებთან მანქანამ რესკად დამიმუხრუჭა და შიშისგან შევხტი.
- ახირებული პრინცესა შარს ეძებს ისევ?
ყინულისთვალება გადმოვიდა თეთრი მანქანიდან, წინად სხვა მანქანაში იჯდა. მე ხმა არ გამიცია. გულაჩქარებულს უეცრად შიშისგან ცრემლები წამსკდა, სახეზე ხელები ავიფარე, მალე ჩემი სხეული ვიღაც კუნთიანის ხელებში აღმოჩნდა და ხელს ზურგზე მზრუნველად მისვამდა. ამ დროს ჩემში რაღაც მოხდა, გავიყინე, მივხვდი რომ რაღაც იწყებოდა, არაფერი არ იქნებოდა ისე, როგორც ადრე, ჩემი და გაბროს გზები გადაიკვეთა, არ ვიცი როგორ აღვწერ ამ გრძნობას, მაგრამ უბრალოდ ემოციაა, საშიში და ამავდროულად სასიამოვნო გრძნობა იყო. არ ვიცოდი თუ ადამიანს შეეძლო უსაფრთხოდ ეგრძნო თავი უცხო კაცის ხელებში ჩაფლულს და ეტირა გულჩვილად. ხელები არ მეშვებოდნენ, მომოტონურად მისვამდე ზურგზე ხელს და მე ვტიროდი, შიშისგან, მოულოდნელობისგან, ადრენალისგან და .... ტკივილისგან. პირველად მომეწონა ადამიანი ერთი დანახვით, არც ერთი წამით არ მიფიქრია სხვაზე, იმ ღამის შემდეგ რაც გაბროს თვალებში ჩავიხედე.
- ვინ შეგაშინა ეგრე, რო მოვაძრო ის ხელები...
- არ უნდა მოვსულიყავი.
- რატო მოხვედი მერე?
პასუხი ამ კითხვაზე არ მქონდა, შეიძლება სადღაც გულის სიღრმეში იმიტომ მოვედი, რომ კიდევ ერთხელ მენახა მისი თვალები, ამას არასდროს გავუმხელდი.
- ჩემი გულსაკიდი... დავკარგე და...
- ეს?
ჯიბიდან დედაჩემის გულსაკიდი ამოიღო, მე თვალები გამინათდა და მაშინვე ხელი დავტაცე, ყელზე მოვირგე და ცოტა დამშვიდდი.
- შენ საიდან...
გაბროს გაეცინა და ხელი გადამხვია.
- ცუდ ხასიათზე მეჩვენები, ქეთუშ, წამო, ცოტა გავერთოთ, აქვე პატარა წვეულებაა.
საათს დავხედე, მას გაეღიმა, 8 საათი იყო, გეგას დავუმესიჯე და ვუთხარი სალომესთან ვარ კაფეშითქო. გაბრო ჩუმად მელოდებოდა, მე კი ველოდებოდი ძმისგან დასტურს. მალევე მივიღე ისიც და კმაყოფილმა გავუღიმე ყინულის თვალებას.
- სათანადოდ რომ არ მაცვია, წვეულებისთვის...
თვალები ძირს დავხარე, გაბრომ გამიღიმა, ხელი ისევ გადამხვია და თავისთვის ჩაილაპარაკა.
- ვერც კი წარმოიდგენ...
მანქანაში ჩავჯექი და გულის ცემა გამიათმაგდა, ცხოვრებაში ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია და მაშინათვე ვიგრძენი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. თეთრი მანქანა სწრაფად გაქანდა წინ.
- მალე მივალთ. მუსიკაა,სასმელი, გართობა და ჩემი მეგობრებიც იქ არიან. კატოს იცნობ უკვე.
- შენი მეგობარია?
საშინლად გამიწითლდა ლოყები, როდესაც მივხვდი, გაბროს ღიმილის მიზეზს, მეც რა სულელი ვარ, მეტი პირდაპირ ვერ ვკითხე ერთად ხართთქო?!
- დასავით მყავს, 15 წლიდან მე ვზრდი, თითქმის 5 წელია ანუ. 20 წლის ვიყავი მანქანა რომ მომპარა, ლაწირაკმა, და ზუსტად 20 მეტრში დაამტვრია. პატარა ბავშვი იყო, რას ვუზამდი, ხოდა მანქანის გაკეთება მოვთხოვე, წავიყვანე ფარეხში, აქვე და ვასწავლე რა როგორ უნდა გაეკეთებინა. მანქანის გაკეთება რომ დაასრულა, მეორე დღეს მაინც მოვიდა ფარეხში, დაგეხმარებიო. მეც შევეჩვიე მას და აღარ ვუთხარი უარი. ფულს არ იღებდა, არც ახლა და არც მაშინ. იმის მერე სულ დადის და ვართ ასე. თავი რბოლებით, მანქანის გაკეთებით და სხვადასხვა აფიორებით გააქვს, ჩემს გარდა ყველას ცინცლავს ფულს. ეგ ყელსაბამიც მაგან მოგხსნა ყელიდან,მაშინვე მივხვდი,გადასვლის წინ რომ ჩაგეხუტა. ყელიდან ისე მოგხსნა რომ არ დაზიანებულიყო. დღეს ვიღაც გოგოს უნდოდა ყიდვა, როგორც კი კატომ ანახა ეს ყელსაბამი. მე ეგრევე ვიცანი...ესეთი რა ეფექტი გაქვს ჩემზე ამდენს რომ მალაპარაკებ?!
მე გამეცინა და ინტერესიანი თვალებით ვისმენდი არაორდინარულ ისტორიას ორი ადამიანის შესახებ. 25 წლის გაბრო, ყინულისფერი თვალები კი აქვს, მაგრამ აშკარად მზრუნველიდა თბილი ადამიანია. სადღაც სულის სიღრმეში დიდი და თბილი გული უცემს.
მანქანით მალევე მივადექით გზას, რომელზეც ორ ხეს შუა გაბმული იყო პოლიციის ბანერი, ვერ გადავლახავდით, მაგრამ გაბრომ ფრთხილად გაიარა პირდაპირ, ბანერმა მანქანის მინაზე გადაისრიალა და გავძვერით. ნელ-ნელა ხმამაღალი მუსიკა ჩვენამდეც მოვიდა, უფრო სწორად ჩვენ მივქანდით, გაბრომ მანქანა დააყენა და კარები გამიღო, გადმომიყვანა. პირველი რაც შევამჩნიე იყო კატო, რომელიც მანქანის სახურავზე ლუდის ბოთლით ხელში ცეკვავდა და ბიჭები, რომლებიც ხმაურიანად უსტვენდნენ, უცებ კატომ თვალი პირდაპირ გაბროს თეთრი მანქანისკენ წაიღო და ელვისებური სისწრაფით ჩამოხდა სახურავიდან.
- ერთობით კამანდა?
გაბროს აგრესიული ხმის გაგონებაზე და მის დანახვაზე ყველა ბიჭი საოცარი სისწრაფით გაიფანტა და სასმლისკენ წავიდნენ, ლუდის ბოთლები, ზოგი გახსნილი, ზოგიც გაუხსნელი მიმოფანტული იყო გიგანტურ ავტოსადგომზე, რომელიც ‘წვეულების დარბაზად’ გადაექციათ. დაბნეული კატო მანქანას მიეყუდა და სიგარეტს მოუკიდა.
- ვერთობოდით, მანამ მოხვედი.... ამას აქ რაუნდა?
თითი ჩემსკენ გამოიშვირა და ცინიკურად ჩაიღიმა კატომ. რატომღაც მისი ტონი ზედმეტად დამცინავად და შეურაცხმყოფელად მომეჩვენა, გაბროს შევხედე, რომელიც გაყინული თვალებით უმზერდა კატოს, აშკარად გაბრაზებული იყო. მე კი მივხვდი, რომ აქ ჩემი ადგილი არ იყო.
- ჩემთან ერთადაა.
- ბრაძიაგებთან ყოფნა თუ არ აწუხებს მის უდიდებულესობას, იყოს მერე.
- არა კატო ვერ გამიგე. ჩემთან. ერთად. არის.
სიგარეტი პირიდან უმალვე გამოიღო კატომ და პირდაპირ ფეხებთან დაუგდო გაბროს, გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოწყდა.
- ნუ მიაქცევ ყურადღებას, ეჭვიანია ძალიან.
- რა აქვს საეჭვიანო, თუ ძმასავით გიყურებს.
- მე ვყავარ მარტო, დედა, მამა ოჯახი, ნათესავები,არავინ. მეც მარტო ის მყავს. ხოდა პატარა გოგოა თან, უტვინო, ეჭვიანობს, ეშინია რომ დავტოვებ.
- 20 წლის თუა რა პატარაა.
ჩემთვის ჩავილაპარაკე, გაბროს კი გაეცინა და ისევ გულში მიმიკრა.
- შენც 20 წლის ხარ, პატარა გოგო ხო?
ხელი მაგრად მომიჭირა და ასე ჩახუტებულები სადღაც ბრბოში ავირიეთ, თავდავიწყებით ვცეკვავდი და ვეხვეოდი, თავი სიზმარში მეგონა, რაც არ უნდა ბანდიტი იყოს, დღეს მე ყველაზე სიმპათიურ ბანდიტს ვეცეკვებოდი.



მითხარით აბა, რას ფიქრობთ და გაინთალისწინეთ რომ ამ ისტორიას უეჭველად დავამთარებ!!!!!! ნეტა კიდე თუ კითხულობს ხალხი ჩემს საწყალ მოთხრობებს!? დიდი ხანიარ ვიყავი მაგრამ... აი ემ ბექ, ლავერზ.



№1  offline წევრი konkia007

Vkitxuloooo!! Dadasturebulia opicialurad :D

 


№2  offline წევრი marisa

კი, კითხულობენ, მაგრამ ახალი არაფერი დაგიდია და.. შენ როგორ გიყვარს ასეთი ისტორიები, კრიმინალზე, ბანდიტობებზე და ა.შ. მეც ძალიან მომწონს და მიხარია, თუ ამას დაასრულებ..არ ვიცი, ეს ბანდიტი რას შვრება ხოლმე, მაგრამ ამ თავში მომეწონა, მერე დავფიქრდები. შეიძლება, კატოს უყვარს, როგორც ბიჭი, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, როგორც ძმა ისე უყვარდეს. ჰოდა, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ქეთუშა ძალიან სექსისტი ვინმეა და ასე სქესის მიხედვით პრიორიტეტების დაყოფა ძალიან არ მომწონს ხოლმე. კარგი გოგო იქნები, თუ ხშირად დადებ ხოლმე.. ♡ ძალიან კარგად წერ

 


№3  offline წევრი Beatrixkiddo

konkia007
Vkitxuloooo!! Dadasturebulia opicialurad :D

ჯიგარი ხარ შენ ვიღაცა ხარ !! :)))))))))

marisa
კი, კითხულობენ, მაგრამ ახალი არაფერი დაგიდია და.. შენ როგორ გიყვარს ასეთი ისტორიები, კრიმინალზე, ბანდიტობებზე და ა.შ. მეც ძალიან მომწონს და მიხარია, თუ ამას დაასრულებ..არ ვიცი, ეს ბანდიტი რას შვრება ხოლმე, მაგრამ ამ თავში მომეწონა, მერე დავფიქრდები. შეიძლება, კატოს უყვარს, როგორც ბიჭი, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, როგორც ძმა ისე უყვარდეს. ჰოდა, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ქეთუშა ძალიან სექსისტი ვინმეა და ასე სქესის მიხედვით პრიორიტეტების დაყოფა ძალიან არ მომწონს ხოლმე. კარგი გოგო იქნები, თუ ხშირად დადებ ხოლმე.. ♡ ძალიან კარგად წერ

მადლობთ კომენტარისთვის, ვიღებ კრიტიკას, მაგრამ მინდა იფიქრო, რომ ჩემი ყველა გმირი მოთხრობისა, ისეთია, როგორიც უნდა იყოს, უნაკლოები არ მიყვარს, მაგიტომ ვწერ ბანდიტებზე, ცუდებზე და კარგებზეც :))))) <3

 


№4  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent