შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ აგირჩიე, პატარა ქალბატონო! 14


25-06-2015, 12:27
ავტორი Nini13
ნანახია 3 875

მეორე დღეს ძალიან ადრე გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე, აივანზე გავედი, სუსტი ქარი ქროდა და მსიამოვნებდა. ტელეფონი ავიღე, ყურსასმენები გავიკეთე და ჩავრთე Ed Sheeran – Thinking Out Loud. ვფიქრობდი ყველაფერზე, ჩემზე და დიტოზე, ცხოვრებამ რამხელა საჩუქარი გამიკეთა რომ მას შემახვედრა, ის რომ არა ალბათ ყველაფერი ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
მალე გვერდით ანი მომიჯდა, ისე რომ ვერც შევამჩნიე
-დილამშვიდობისა (ანი)
-დილამშვიდობისთქო (ანი) რომ არ ვუპასუხე ყურსასმენი გამომაძრო და მაშინ მოვედი აზრზე
-რაზე ფიქრობ გოგონი? დიტოზე ხო? (ანი)
-ოჰ, შენ ბექას მიხედე (მე) სახე დავუმანჭე
-აუ გოგო წამო დღეს ყველა ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ ეგვიპტე, პირამიდები ვნახოთ, ფოტოაპარატი წავიღოთ და ფოტოებიც გადავიღოთ (ანი) თქვა და წარბები აათამაშა
-აუ როგორ მომინდა, კი წავიდეთ ყველა (მე)
-წამო მოვემზადოთ და ესენიც გაიღვიძებენ მანამდე (ანი) თქვა თუ არა ავდექით და მომზადებას შევუდექით. არჩევანი შევაჩერე - თეთრი, არც ისე მოკლე შორტები, შავი თავისუფალი მაისური, კონვერსები, თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟიც და მზად ვარ. ანიც მზად იყო, მაგრამ გვანცას ისევ ეძინა, ამიტომ ძალით გავაღვიძეთ და ვაიძულეთ 10 წუთში მზად ყოფილიყო. მერე დიტოს მესიჯი გავუგზავნე „პირამიდების სანახავად გვინდა წასვლა და გელოდებით“ პასუხი მალე მომწერა „5 წუთში მოვალთ“, მართლაც 5 წუთში დააკაკუნა კარზე, გავაღეთ, ერთმანეთი მოვიკითხეთ და გზას გავუდექით. თითქმის მთელი დღე დავდიოდით და ვათვალიერებდით იქაურობას, ჯერ მაღაზიებში ვიარეთ და რასაც ხელს ვადებდით ბიჭები ყველაფერს გვყიდულობდნენ ^^ საჭმელად ორჯერ გავჩერდით პატარა კაფეებში. მერე კი პირამიდები ვნახეთ და ერთად უამრავი ფოტო გადავიღეთ. ამასობაში გვანცამ და ლუკამ ქორწილის თარიღი დათქვეს, უნდოდათ საქართველოში ჩასვლიდან უკვე 1 თვეში გადაეხადათ ^^ როცა დავიღალეთ უკან დავბრუნდით. ჩვენს ნომრებში შევედით და მაშინვე დავიძინეთ.
ეგვიპტეში კიდევ 1 კვირა ვიყავით, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, ხშირად ვსეირნობდით სასტუმროს გარეთ, ყოველდღე ვირუჯებოდით მზეზე, რაც ჩვენს კანის ფერს ძალიან დაეტყო. უამრავი რამე ვიყიდეთ და ფოტოებიც უამრავი გადავიღეთ. მაგრამ საქართველო მოგვენატრა და ძალიან მოგვინდა ყველას უკან დაბრუნება, ვიყიდეთ ბილეთები და მეორე დღეს უკვე ვაპირებდით წასვლას.
ეს დღეც დადგა. სამივემ ჩავალაგეთ ჩემოდნები და ბიჭებს ველოდებოდით, მათაც არ დააყოვნეს. როცა ყველა მზად ვიყავით წასასვლელად, სასტუმროს მომსახურე პერსონალს დავემშვიდობეთ და აეროპორტში წავედით. თვითმფრინავში რომ ვჯდებოდით დიტოს ჩავკიდე ხელი, მან კი შემომხედა და თბილად გამიღიმა. ისევ ერთად დავჯექით. მთელი საათები ვუსმენდი მუსიკას და ფანჯარაში ვიყურებოდი, ერთი სული მქონდა თვიმფრინავი საქართელოს მიწაზე როდის დაჯდებოდა.
როგორც იქნა, საქართველოში ვიყავით, ჩვენს საყვარელ სამშობლოში. გახარებული ჩამოვედი თვითმფრინავიდან და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე, როგორ მომნატრებია აქაურობა. არა რა, აქ ყოფნას არაფერი ჯობია. პირველ რიგში მინდოდა ჩემი მშობლები მენახა რომლებიც ძალიან მენატრებოდნენ, მართალია ეგვიპტეში მათ ყოველდღე ველაპარაკებოდი მაგრამ ნახვა მინდოდა და ჩემი ბარგიანად მშობლების სახლში წავედი.
-ნინი ჩამოხვედი? რატო არ მითხარი? (დედა) მითხრა დედამ და თან ჩამეხუტა
-რავი აბა, ჯერ არ ვაპირებდით მაგრამ აქაურობა ისე მოგვენატრა, რა შვები როგორ ხარ? მამა არაა სახლში? (მე) ვთქვი მოწყენით
-არა, სამსახურის გადამკიდე მთელი დღე ერთხელ შემორბენასაც ვერ ახერხებს (დედა)
-არაუშავს დაველოდები, აქ ვიქნები დე კაი? (მე) და გავუღიმე
-შენი სახლია ეს და კარგს იზავ, წამოდი მოგშივდებოდა და გაჭმევ (დედა)
მე და დედა დიდი ხანი ვლაპარაკობდით, მინდოდა დიტოზე მეთქვა მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. მან ისიც კი არ იცოდა რომ ეგვიპტეში დიტოსთან ერთად ვიყავი, ეგონა რომ მე, კიდევ რამდენიმე გოგო და ერთი ბიჭი წავედით. ვიცოდი ახლა რომ მეთქვა ძალიან გაბრაზდებოდა და გავჩუმდი.
კარზე ზარი
-მამა იქნება, გავაღებ (მე) მივედი, გავაღე და მაშინვე ჩავეხუტე მამას
-მა როგორ ხარ? მომენატრე (მე)
-მეც მომენატრე, მაგრამ შენ საერთოდ აღარ გინდა მშობლები ხო? (მამა) თქვა და წარბი აწია
-კაი რა, ხო იცით როგორ მიყვარხართ (მე) დედა მომღიმარი სახით გვიყურებდა.
-ჩემი მეორე შვილი არ მოვიდა? (მამა) თქვა მამამ, მეორე შვილად ანის მოიხსენიებდა. რადგან ის ბავშვობიდან სულ ჩემთან იყო, ან მე ვიყავი მასთან, ერთი სიტყვით დებივით ვიყავით და ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ, ასევე ვუყვარდი მე მის მშობლებს. სულ დამავიწყდა, ანის უფროსი ძმა ყავს, სანდრო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საზღვარგარეთ სწავლობს.
სუფრასთან ვიჯექით როცა დიტომ მესიჯი მომწერა „რას შვები? მომენატრე“ ჩემდა უნებურად გამეღიმა, რაც დედას და მამას არ გამოპარვიათ, როცა შევხედე მე მიყურებდნენ, მიმიკა მაშინვე შევცვალე და ვუთხარი რომ ანიმ მომწერა.
იმ დღეს მშობლებთან დავრჩი და მეორე დღეს, დილით ადრე წავედი სახლში. კარი დაკეტილი იყო, მეგონა ანი არ იყო სახლში. მაინც გადავამოწმე მისი ოთახი, სახლში იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ეძინა. ამიტომ ჩუმად შევედი. ჩემი ოთახი როგორ მომენატრა ^^ კარადები გამოვაღე და ტანსაცმელი ჩემოდნებიდან თავის ადგილას დავაბრუნე. მერე სამზარეულოში ყავა ავადუღე და აივანზე დავჯექი. ანი მალევე შემომიერთდა
-რას შვები (ანი)
-რავი არაფერს, გოგო გუშინ შენ მშობლებთან არ იყავი? (მე) გაკვირვებით ვკითხე
-კი როგორ არა, მაგრამ მალევე წამოვედი, მოგიკითხეს (ანი) თქვა და გამიღიმა
-ჩემებმაც მოგიკითხეს, აუ გოგო დიტოზე რო არაფერს ვეუბნები ეს მაწუხებს (მე)
-მოვა დრო და ეტყვი, ეგრე არც ჩემებმა იციან ბექაზე, მარა როცა გაიგებენ ვიტყვით რომ ახლახანს გავიცანით (ანი) თქვა და გაეცინა, მეც ავყევი
-გოგო გვანცა დაგვპატიჟებს ქორწილში შენი აზრით? (მე)
-რატო არა? (ანი)
-რავი სულ ახლახანს გავიცანით და (მე)
-მერე რა, ძაან დაგვიახლოვდა და დაგვპატიჟებს აბა რა, მალე წავიდეთ ჩვენ კაბებზე (ანი)
-ერთი თვეა წინ, რა დროს ეგაა (მე) თან გამეცინა. ჩემი მობილური აწკრიალდა
-გირეკავს შენი პრინცი (ანი) ამასობაში ტელეფონი ავიღე, დიტო იყო მართლაც და ვუპასუხე
-როგორაა ჩემი პატარა ქალბატონი? (დიტო)
-ძაან კარგად, შენ? (მე)
-რავი მომენატრე (დიტო)
-მეც მომენატრე (მე) ვუთხარი და გამეღიმა
-როდის გნახავ, დღეს საღამოს სადმე წავიდეთ რა (დიტო)
-კაი, რომელზე? (მე)
-მერე მოგწერ (დიტო)
-კაი დროებით, მიყვარხარ (მე)
-მეც მიყვარხარ (დიტო) და ტელეფონი გავთიშე.
მაშინვე შევედი ოთახში და კარადა გამოვაღე რომ ტანსაცმელი შემერჩია საღამოსთვის. არჩევანი შევაჩერე ვარდისფერ, მთლიან კაბაზე, რომელიც სიგრძით მუხლს წვდებოდა, ძალიან ნაზი იყო. და ბალეტკები.
საღამოს მოუთმენლად ველოდი, დიტომ მომწერა რომ 6_ზე მომაკითხავდა. 5_ზე დავიწყე მომზადება და ზუსტად 1 საათი მოვანდომე. დიტოც მოვიდა. კარი გავაღე და დიტომ შემომხედა თუ არა კომპლიმენტებით ამავსო. სასეირნოდ წავედით.
პარკში ვსეირნობდით როცა მითხრა
-იცი რა ლამაზი ხარ? (დიტო) გავწითლდი
-აუ რა საყვარელი ხარ რო წითლდები ხოლმე, ჩემი პატარა ქალბატონი (დიტო) და შუბლზე მაკოცა
-ეგრე რატო მეძახი? (მე) ვკითხე მომღიმარი სახით
-იმიტომ რომ ასეთი ხარ, პირველად რომ გნახე, გამოიყურებოდი როგორც დახვეწილი, ლამაზი ქალბატონი, მაგრამ რომ დამელაპარაკე ისეთი წვრილი, ნაზი ხმა გქონდა, ისეთი, ბავშვივით საყვარელი იყავი რომ, მაშინ დაგარქვი ესე, და დაგარქვი ჩემი. მიყვარხარ (დიტო) მისმა სიტყვებმა გამაბედნიერა. თბილად გავუღიმე და ვუპასუხე
-შენ კიდე თავიდან ჩემზე თვითკმაყოფილი იდიოტის შთაბეჭდილება დატოვე, მაგრამ უფრო ახლოს რომ გაგიცანი მივხვდი რო არ ხარ ეგეთი, არ გავხარ სხვებს. მეც მიყვარხარ დიტო (მე) ჯერ გაეცინა და მერე ძალიან მაგრად ჩამეხუტა.



№1  offline მოდერი ანკა

როგორც ყოველთვის, ძალიან მაგარი იყო და ველი შემდეგ თავს love
მიყვარხაარ! <3 <3 <3

 


№2  offline წევრი Nini13

ანკა
როგორც ყოველთვის, ძალიან მაგარი იყო და ველი შემდეგ თავს love
მიყვარხაარ! <3 <3 <3

დიდი მადლობა ჩემო კარგო love

 


№3  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს მაგარია ველი ახლა თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent