იდეალური აზროვნება 22
დემეტრეს უაზროდ ეჩვენებოდა, რომ გონებაც თეთრი ჰქონდა ამ წუთას. რატომ ფიქრობდა ფერზე ან კონკრეტულად თეთრზე არ იცოდა... ადრე უყვრდა თეთრი ფერი, ნინა უყვარდა თეთრ ფერში, ლამაზი ფრიალა კაბა და მათი ქორწილი უყვარდა, ადრე ნინას სახის კანის სითეთრე უყვარდა, რადგან ასეთ დროს აწითლებული ლოყები უფრო ეკვეთებოდა ხოლმე, გამობურცული ატმისფერი ტუჩებიც უფრო ლამაზად აჩნდა და მწვანე თვალების ტრიალიც უფრო მხიარულად გამოსდიოდა. მაგრამ ბოლოს ნანახი სითეთრე არ მოეწონა. არ მოეწონა თეთრ სახის კანზე ასევე თეთრი ტუჩების ნახვა, არ მოეწონა სიწითლე დაკარგული ღაწვები, არ მოეწონა წამწამებით დამალული მწვანე თვალები. სევდისფერი თეთრი აღარ მოეწონა ნინას სახეზე. არადა, ყველა მისი პაციენტი ოპერაციის შემდეგ ისევე გამოიყურებდა. დაღლილი, უემოციო და გაფითრებული იყვნენ ნაოპერაციები ადამიანები. შემდეგ ნელ-ნელა ფერიც მოდიოდათ სახეზე, მხიარული ჭინკებიც უჩნდებოდათ თვალებში და ხალისიანები მიიწევდნენ სახლისკენ. დემეტრე თითქოს ახლა მიხვდა, რომ ნინას მუცელი აღარ გაიზრდებოდა, აღარ იქნებოდა ძილისგუდა მისი ცოლი, აღარ ექნებოდა მიზეზი რომ სწრაფად მოძრაობებზე გაბრაზებულიყო, უკვე აღარც კლასიკური მუსიკის მოსმენა და ვიტამინებით სავსე ხილის ყიდვა იყო გარდაუვალი აუცილებლობა. აღარ იყო მათ უახლოეს მომავალში ბავშვის ტირილში გათენებული ღამეები, აღარც პატარა პრინცესებიანი ან მანქანებიანი ოთახის მოწყობა იყო ჯერ საჭირო. აღარ შეიცვლებოდა იმ ოთახის ფერი ლამაზი სიჭრელით, აღარ იქნებოდა ფერადი კარს იქითა რეალობა და ისევ დარჩებოდა თეთრი ფერი კედლებს. ყელში წაუჭირა სითეთრემ და ფილტვებს ჟანგბადის შეწოვაც აუკრძალა წამით. მწველმა რეალობამ თხემიდან ტერფამდე დაუარა და თვალები აუწვა. იგრძნო როგორ გამოებერა კისრის ძარღვები და მთელი სხეული ჯერ ერთიანად დაეჭიმა კაპილარების დაწყდომამდე, რამდენიმე წამში კი სრულიად მოეშვა, თითქოს ერთიანად გამოაცალეს საყრდენი სისტემა სხეულიდან და ახლა ნელ-ნელა დაკლაკნილად უნდა დაშვებულიყო მიწაზე... მაგრამ მისდა გასაკვირად არ იძვროდა ადგილიდან, კიდევ რამდენიმე წუთი და თვალი მოაშორა მანქანების სადგომებით დამახინჯებულ პატარა სკვერის ხედს და უკან, საავადმყოფოში შებრუნდა. მალე ნინა გონს მოვიდოდა... ^^^ დემეტრეს ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ისევ რაღაც ხედს უყურებდა. ისევ იყო რაღაც ზედმეტი... ნინა იყო ზედმეტი ამ ოთახში, ამ შენობაშიც და ამ სიტუაციაშიც. ხო, ნინა აქ არ უნდა ყოფილიყო, თვალებ დახუჭული ოდნავ შეკრული წარბებით. დემეტრემ წამი გააჩერა, თვალები დაძაბა და გაუაზრებლად გადაიხარა ოდნავ წინ, როცა მიხვდა, რომ ნინა იღვიძებდა. დაინახა როგორ ფრთხილად დააშორა წამწამები ერთმანეთს გოგონამ, დემეტრემ წამით შეავლო ცოლის თვალებს მზერა და გაუფერულებული ეჩვენა სიმწვანე, მკერდში პირველი ჩხვლეტა იგრძნო ამ დროს. მერე ნინამ თავი გაარხია და ჭერს დაძაბული მზერა გაუშტერა, ძალიან ნელა დახარა სახე ძირს და თავის სხეულს დახედა. დემეტრემ მეორე ჩხვლეტა იგრძნო მკერდში. შემთხვევით ძილის დროს ნინას მარჯვენა ხელი მუცელზე ჰქონდა შემოხვეული, მუშტი შეკრა გოგონამ და ჯერ ზემოთ ასწია მკლავი მერე კი ნელა გადაატარა მუცელს, ისევ დააკვირდა. აღარ იყო შეცვლილი ფორმები და ამობუშტული მუცელი. ნინამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. დემეტრემ მესამე დარტყმა იგრძნო მკერდში. ნინამ ნელა მოაგროვა ძალა და გვერდზე გადაბრუნდა, ემბრიონის ფორმაში თითქოს კომფორტულად მოეწყო და მთელი თავისი ყურადღება სხეულში გამეფებულ ყრუ ტკივილს მიაპყრო. დემეტრემ გულის სუსტი ცემაც ვეღარ იგრძნო მკერდში. მოეჩვენა, რომ ნინამ ვერ დიანახა. ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და მის გვერდით ჩამოჯდა. როგორც იქნა გამოხედა გოგონამ, დემეტრეს უნდოდა გაეღიმა, მართლა ძალიან უნდოდა, მაგრამ უზარისხო იყო მისი ტუჩის კუნთის მოძრაობა. ნინამ ცალი ხელი გამოაძვრინა ლოყიდან და დემეტრეს ხელის ზურგს ნაზად დაუსვა. ახლა მათ ხელებს უყურებდა გოგონა, თითქოს სხვა საფიქრალი არც აქვს ამ წუთშიო ისე დაშტერებოდა. დემეტრემ მარტივად შეამჩნია როგორ დაძაბულად ჰქონდა შეკრული წარბები, გაცრეცილი ჰქონდა კანი. ისიც მოეჩვენა თითქოს ნაცრისფერი შუქი ანათებდა მათ ირგვლივ და ფანჯარას გახედა. წამში გამოაფხიზლა მზის სხივმა, გაახსენდა, რომ არ ჰქონდა ახლა მელანქოლიის უფლება, არც გრძნობების მომატების და მათი გამომჟღავნების, არც სუსტად ყოფნის და დაძაბული მზერის. ახლა მხოლოდ მხნედ ყოფნის უფლება ჰქონდა, მერე შეიძლებოდა... ცოტა დრო რომ გავიდოდა და თეთრი ისევ მხოლოდ ფერთა გამას უბრალო ნაწილი გახდებოდა ისევ, მერე მართლა შეიძლებოდა ნინასთვის თქმა, რომ ელოდა ამ ბავშვს, რომ თავიდან გადააწყო თავისი მომავალი ცხოვრების გეგმები და ახალი გაცილებით უფრო მოსწონდა, მერე შეეძლო ეღიარებინა, რომ მშვიდად იყო უკვე. ოღონდ ახლა არა, მარაზმი იქნებოდა მისი პირიდან წამოსული სიტყვები „იცი, ნინა, როგორც იქნა, მომწონს ჩემი ცხოვრება“. იმიტომ რომ ამ მომენტში არ მოსწონდა, არ იყო ეს სიტუაცია წარმოსადგენი რეალობა, არც შესაგუებელი ჰქონდა რამე. ასეთ დროს უბრალოდ ღრმად უნდა ჩაისუნთქო, ფეხზე წამოდგე და სვლა გააგრძელო. სხვანაირად არ შეიძლება. თვალების წვა იგრძნო, მიხვდა, დიდხანს უყურებდა ფანჯარაში შემომავალ მზის სხივებს ოქროსფერი რომ დაეკარგათ, ნინას გადახედა, ღრმად ჩაისუნთქა, თავისაში მოაქცია მისი მარჯვენა და ამოჩემებულ ადგილას აკოცა. ოდნავ დაამშვიდა მისი კანის შეგრძნებამ, ეგონა შეხებისასაც იგრძნობდა გაცრეცილ რეალობას, მაგრამ შეცდა. ისევ ისეთი ნაზი და უსაზღვროდ სასაიმოვნო იყო. ნინა შეეცადა წამომჯდარიყო, ყრუ ტკივილმა უცებ ხმამაღლა იკივლა სხეულში, იმდენად არ ელოდა, ოდნავ წამოიყვირა. დემეტრეს შიში გაუჩნდა ნინას თვალებს სიწითლე რომ შეეპარათ. თეძოებზე მაგრად ჩასჭიდა ხელები, ბალიშიც გაუსწორა უკან და წამოაჯინა. ახლა მთლიანად მის სახეს შეავლო თვალი, ხელი გადაუსვა თმაზე და კიდევ უფრო ახლოს მიიწია მასთან, მერე ლოყებზეც შეახო ჯერ თითები, მერე ტუჩები. ნინა მზერას არ აშორებდა მის თვალებს. მალე იგრძნო როგორ ძლიერად და თან ფრთხილად ჩაიხუტა დემეტრემ და ქუთუთოები ერთმანეთს მიაწება. -მალე წავალთ სახლში, ჩუმად უჩურჩულა საფეთქელთან და ნინას ტუჩები იგრძნო მფეთქავ არტერიასთან. სწორად მიხვდა, ნინას ახლა მხოლოდ სახლში ყოფნა უნდოდა, მეტი არაფერი. ^^^ სულმოუთქმელად დალია ერთი ჭიქა ცივი წყალი, არ უყვარდა ივნისი თბილისში, სული ეხუთებოდა ამ დროს. კარიდან ოდნავ ღიმილით გახედა მისაღებ ოთახს და ტუჩები თვითონ გაეწია განზე. დაჩიმ გაბრაზებულმა დაყარა ბანქო მაგიდაზე და ფეხზე წამოდგა, ალექსანდრეს ხმამაღალმა სიცილმა სახლი შეძრა. ისევ გაეცინა ნინას ანდრეამ თავში რომ წამოარტყა ხელი მეგობარს. დაჩი ახლა ნიაკოს უმტკიცებდა, რომ ალექსანდრე იტყუებოდა, ანდრეასაც იმოწმებდა და თავის სიმართლეს არ თმობდა. ჯერ კიდევ ხმამაღალი სიცილი უგუგუნებდა ყურებში, მთელი სხეული დაეჭიმა და ისევ გადახედა ოთახს. ჭიქას ისე მოუჭირა ხელი, რომ სახსრები გაუთეთრდა. ვერც გაიაზრა, რომ ღიმილი ჯერ კიდევ ეტყობოდა ტუჩებზე. ისევე სწრაფად მოეშვა როგორც დაიძაბა. ახლა დაჟინებული მზერაც იგრძნო და ინსტინქტურად გაიხედა მარჯვნივ. დემეტრე ოდნავ წარბშეკრული მიშტერებოდა ცოლს. ნინას ჩამოერეცხა ტუჩებიდან ცრუ ღიმილი, დემეტრეს მზერა აარიდა და ნიკასკენ წავიდა. ჭიქა უსიტყვოდ გაუწოდა უფროსს და თან გაუღიმა. მერე ლიზიკოს გვერდით დაჯდა და მის მობილურში რაღაცაზე ხმამაღლა გაიცინა. დემეტრემ მძიმედ გაარხია თავი, ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში და ინატრა, რომ მასაც შეძლებოდა ახლა გაღიმება. რა მარტივია იცინო მაშინ, როცა მარტო ტუჩის კი არა მთელი სხეულის კუნთები უარს ამბობენ მორჩილებაზე. სერიოზულად ჩაფიქრდა დემეტრე, რომ მარტივი იყო გაღიმება, როცა იცი არავინ დაინახავს ღიმილის იქეთ წყენას. როცა არავის აწვება ტვირთად შენი უღიმღამო ტუჩები, როცა უბრალოდ იცილებ მთელ სამყაროს და მარტო რჩები საკუთარ თავთან. კომფორტულია, ძალიან კომფორტულია... არ გიწევს ახსნა, გრძნობების გამომჟღავნება, არ გიწევს დანაშაულის გრძნობის ატანა ვერ გაღიმების გამო. უბრალოდ ხარ შენს გაუღიმებელ ცხოვრებასთან მარტო და არავის აბარებ ანგარიშს. მაგრამ დემეტრე გრძნობდა ნინას უემოციო ღიმილის, მხოლოდ კუნთების უაზრო მოძრაობა რომ იყო. უკვე ინსტინქტის დონეზე რომ ჰქონდა ნინას გამომუშავებული და არაფრით იშორებდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. ჯერ სიმღერა დაივიწყა, აი, ასე უბრალოდ აღარ მღეროდა, მერე მხოლოდ სამსახურში დადიოდა და არსად სხვაგან. საღამოები თითქოს იგივენაირი იყო, ღამეებიც. მაგრამ ნინა არ იყო ნამდვილი, დემეტრე მთელი სხეულით გრძნობდა ხოლმე როგორ ძალიან შორს დადიოდა, უკაცრიელ ადგილებში დაეხეტებოდა ნინას გონება და არ უშვებდა დემეტრეს რომ ხელი ჩაეკიდა მისთვის, წამოეყვანა სიცარიელიდან და თან თავლებიც აეხვია გზაში რომ ნინას ვეღარასდროს მიეგნო მარტოს იმ ადგილისთვის. იმიტომ, რომ ნინასნაირები იმ ადგილებში იკარგებიან, იკარგებიან და სამუდამოდ რჩებიან. ისევ ხმამაღლა გაიცინა გოგონამ. დემეტრეს მთელ სხეულში დაუარა დაუოკებელმა სურვილმა ფეხზე ამდგარიყო და ცოლის სახიდან აეგლიჯა ყალბი რეალობა. ის საღამოც თითქოს ჩვეულებრივი იყო, იმ ღამითაც ნინას თითქოს ჩვეულებრივად ეძინა და დილითაც ღიმილიანი დახვდა სამზარეულოში ქმარს. დემეტრეს უკვე ყელში უჭერდა ნინას განზე გაწეული ტუჩები. გაღიზიანებულმა გასწია საუზმე განზე, ცოლს თვალებში ჩააშტერდა. -ნინა, შვილი მინდა გვყავდეს, გრძნობებისგან დაცლილი იყო დევდარიანის ხმა. თვალები გაუშტერდა მაგიდაზე, მერე გაკვირვებულმა ამოხედა ქმარს. დემეტრემ მის თვალებში ბრაზი შეამჩნია, ცოტა წყენაც, ალბათ იმედგაცრუებაც ბზინავდა სადღაც. -ექიმმა ხომ თქვა, რომ ჯერ... ჯერ საშიშია. -უკვე აღარ, საკმაო დრო გავიდა, მხრები აიჩეჩა დემეტრემ და წვენი მოსვა ჭიქიდან. -რისთვის გავიდა საკმაო დრო? გაღიზიანებულმა სიწითლემ გადაკრა გოგონას თვალებს. -იმისთვის რომ უკვე შეგიძლია დაფეხმძიმდე, საფრთხე აღარ არსებობს. ნინას სუნთქვა გაუხშირდა, დემეტრეს თვალები იმდენად უტეხი იყო, იმდენად უემოციო, რომ მოუნდა სახეში შეესხა ცივი წყალი. იქნებ რაღაც გაჩენილიყო მის სახეზე. -რატომ ლაპარაკობ მასე? ნინას ხმა ჩურჩულივით გაისმა. -იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი უკვე ვცადე, ისევ ჩახედა თვალებში ცოლს, მაგრამ ახლა უკვე ნინამ ემოციებიდან ერთი ვერ ამოარჩია იმდენი ირეოდა ერთმანეთში. ვეღარ ამოარჩია და ძებნა შეწყვიტა. -გთხოვ... -არა, გამორიცხულია. ახლა მე და შენ ვილაპარაკებთ. -სამსახურში გაგვიანდება, წარბი აუწია გოგონამ. -ნინა! მკაცრი გახდა დემეტრეს ხმა. რამდენიმე წუთი ითმინა, დაუცადა, მერე მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა ცდას. ნინა ლაპარაკს არ დაიწყებდა. -საშიში აზროვნება გაქვს. საინტერესოა, განსხვავებული, ეგზოტიკური ხილივით მიმზიდველია. შენი სამყარო ერთი შეხედვით ისეთი ფერადია, ბრჭყვიალა. სიმღერა, ცეკვა, მახვილი გონება, ოდნავ ირონიული მზერა, ლამაზი მწვანე თვალები და ატმისფერი ტუჩები. საშიში ხარ ამ ყველაფრით. შენ ჩემი ცოლი ხარ ნინა. არ გაქვს უფლება ქურდივით მალო გრძნობები, ემოციები. არ გაქვს იმიტომ, რომ ჩვენ საერთო დავკარგეთ. არც მარტო მე და არც შენ, საერთო. ჩვენი იყო და ჩემს ნაწილს უჩემოდ ვერ ამოავსებ. მე არ დავიღლები ლოდინით და დავუცდი დროს, როცა შენი ტუჩები მართლა გაიღიმებენ, მაგრამ შენ არ დაიღალო ძალიან და არ დაგავიწყდეს რომ ნამდვილი ცხოვრებაც შეგიძლია. ჩვენ ვიყავით ბედნიერები, ახლა არ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ ვიქნებით. -სხვანაირად უნდა იყოს, დრო არ გადის, მერე კი სწრაფად გადის. ორი თვის წინ... ექიმმა მითხრა და მხოლოდ იმას მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, რეალურად ოპერაციამდე ვერ გავიაზრე, რომ გაღვიძებისას ყველაფერი შეიცვლებოდა. სწრაფად შეიცვლა და ბევრჯერ... ნინას თავი დახრილი ჰქონდა, დემეტრე ხვდებოდა რომ ახლა ასე საუბარს თუ გააგრძელებდა ნინა ზოგად ჭეშმარიტებამდე მივიდოდა, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისე დარჩებოდა როგორც იყო. უკვე იცოდა მისი ცოლი, ისიც იცოდა, რომ ნინამ საჭიროება უნდა იგრძნოს რაღაცის თქმის, თუნდაც ტკივილს აყენებდეს ხმამაღლა თქმა. დემეტრემ იცოდა, წარსული ყოველთვის წარსულში რომ უნდა დარჩეს. -შენს ცხოვრებას ირთულებ და რაც კიდევ უფრო უარესია ეს ძალიან მოგწონს. მარტივ ჭეშმარიტებას რაღაც ფილოსოფიური დავის საგნად აქცევ და ეს ილუზიას გიქმნის, რომ რეალობა მართლაც შეუფასებლად რთულია. ხანდახან ძალიან მიკვირს რატომა არ ხატავ აბსტრაქციონიზმს, ან მწერალი და მომღერალი რატომ არ ხარ. შეიძლებოდა კიდევ არ ვიცი პოლიტიკოსი, იურისტი, ექიმიც... მთელი დღე შენობების ნახაზებს აკეთებ და ეს არ გბეზრდება. ვერასდროს გავიგებ როგორ ხარ ასეთი პრაგმატული, ორგანიზებული და ასეთი აბურდული შენს თავში ერთდროულად. -ჩემი გაგება მარტივი არასდროს ყოფილა... -შენ არავის აძლევ უფლებას გაგიგოს, ნინა, ზომაზე ხმამაღლა მოივიდა დემეტრეს. -ან კი რა გაგება უნდა ამას, რომ ისე განიცდი აბორტს თითქოს დიდი ხნის ნაზარდი შვილი ხელიდან გამოგგლიჯეს და სამუდამოდ მოგაშორეს. იმიტომ რომ შენ ყველა სავარაუდო სცენარი განხილული გქონდა მისი ცხოვრების, ყველაფერი წარმოდგენილი და დაწყობილი გქონდა. ახლა კი არც ერთი ამათგანი აღარ არის, მესმის ეს. და მაინც არ გაქვს უფლება კედელი აიშენო ირგვლივ და დამემალო. -მაინც თუ გესმის ვერ ვხვდები რა საჭიროა ეს ლაპარაკი. -იმისთვის, რომ ჯერ კიდევ მარტო მე ვლაპარაკობ. მე მინდა შენთვის შესაფერისი ადამიანი ვიყო, მინდა იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემთვის. მინდა, ეს დაიჯერო. ნინა, რატომ იმალები? რომ ნიკამ, დაჩიმ, მშობლებმა და ახლობლებმა არ გაიგონ რომ განიცდი? რომ იმათმაც არ ინერვიულონ შენზე? მე შემიძლია თავის მოჩვენება თითქოს ყველაფერი კარგადაა. ასე შენზე დიდხანს ვცხოვრობდი, მერე კი გაწუწული შემოდი ოთახში და თავდაყირა დამაყენე. მეც მინდა თავდაყირა დაგაყენო და სწორედ ამას ვცდილობ ახლა. ვიმეორებ, შემიძლია აღარ შეგბოჭო მზერით, როცა შენზე ყალბ ღიმილს შევამჩნევ, შემიძლია მეც გავიცინო ძალით. მაგრამ ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ვიცი რა ცუდია როცა ოჯახის წევრს ძალით ბედნიერებას ამჩნევ, არ გავაკეთებ და ამით კიდევ უფრო არ დაგამძიმებ. ნინას ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ძალიან მაგრად გააწნა დემეტრემ სილა სახეში, აეწვა კიდეც ცალი ლოყა ილუზია იმდენად რეალური იყო. ნერვიულობისგან თვალები აუწყლიანდა და ხელების ცახ-ცახი იგრძნო. დემეტრეს თვალებში ისევ გრძნობების ქაოსი იყო, ისევ ვერ ამოარჩია ერთი, მერე კი ადგა და კართან მივიდა. ნინამ ვერ დაიჯერა რომ ასე მარტივად წავიდოდა. -აგვისტო მოვა, ბარბარე ბავშვს გააჩენს, შენ - არა. დაინახავ წუხილს და სევდას მის თვალებში როცა მის შვილს ხელში აიყვან, ისეთს, როგორსაც ხედავ დაჩისაში და ვიცი, რომ ხედავ. ასეთია რეალობა. მოვა აგვისტო და ჩვენს სახლში არაფერი შეიცვლება, არც იმ ოთახის კედლების ფერი. ამიტომ ნუ ითვლი, ნინა, კიდევ დიდხანს მიშტერებოდა იმ კარს დემეტრემ რომ გაიხურა. ცოტა მოგვიანებით მიხვდა, რომ დაძაბული ჯდომისგან ზურგი ეტკინა. ხელებთან ერთად მთელი სხეულის ცახ-ცახი იგრძნო. მიხვდა, დემეტრე კიდევ უფრო ახლოს იყო მასთან, ვიდრე ეგონა. ვიდრე ოდესმე წამოიდგენდა რომ ვინმე მოიახლოვდებოდა. ახლა მხოლოდ გონების გათიშვა უნდოდა, ძალიან უნდოდა, რომ დაეძინა. სწრაფად გავიდა საძინებელში, დემეტრეს აუცილებლად ექნებოდა საძილე აბები სახლში. ნინა იდეამ შეიპყრო, მშვიდი, უშფოთველი ძილის იდეამ და ახლა კომოდს მიადგა. თითქმის გადმოყარა მთელი უჯრა, მაგრამ აბების მსგავსი ვერაფერი იპოვა. სწრაფად გახსნა მომდევნო, ხელით მოსინჯა და არც იქ იყო.უცნაური იყო ვარდისფერი დემეტრესთვის, ნინა გაოცებული დააშტერდა ტანსაცმელს და ხელით მოსინჯა. ფაფუკმა მატერიამ გააკვირვა, მაღლა ასწია და გულმა რამდენიმე დარტყმა ერთდორულად გამოტოვა. პატარა, ვარდისფერი კომბინიზონის ქვეშ ზუსტად ისეთივე ცისფერი იდო. გაუზრებლად აღმოხდა კვნესა და იქვე დაჯდა საწოლთან. თვალდაუხამხამებლად დააშტერდა ცეროდენა ტანსაცმელს. სუნთქვა სერიოზულად უჭირდა, მერე გამოსახულებაც დაიკარგა ცრემლების გამო. საკუთარი ტირილის ხმა პირველად ესმოდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს არ არსებულს ეხებოდა ხელებით. სწრაფად ჩააწყო ნივთები უჯრაში და მიკეტა. ახლა უკვე ლოგინზე წამოწვა, დემეტრეც ელოდა... მანაც შეცვალა თავისი ცხოვრება და დააწყო ახალი გეგმები, არც დემეტრეს სახლში იქნებოდა აგვისტოში ახალი არაფერი. ისიც ითვლიდა, მაგრამ მან იცოდა რომ ეს ქმედება მოკლებული იყო რაციონალურ აზრს. დიდი ძალა აქვს ადამიანის რწმენას, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა რწმენა კი არ აძლიერებს ანგრევს, ამიტომაც არ შეიძლება უბრალოდ არარეალურის გწამდეს. ^^^ ნინამ თვალები რომ გაახილა უკვე საღამო იყო. თვალები აეწვა, პირი საშინლად გამშრალი ჰქონდა. წარმოდეგნაც არ უნდოდა ახლა როგორი შესიებული ექნებოდა მთელი სახე ტირილისგან. უცნაურად ჩამუქებული იყო ცა. უცნაურად და ძალიან ჩამუქებული. სააბაზანოში შესვლისას სარკეს განგებ აარიდა თვალი, მხოლოდ შხაპის მერე შეხედა საკუთარ ანარეკლს. თმა გაიშრო, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან. საავადმყოფოს ლიფტში ეგონა გული წაუვიდოდა ჩაუხითულობისგან, როგორც იქნა მისი გამოსვლის ჯერიც დადგა და ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა საოპერაციოში არ ყოფილიყო დემეტრე. კაბინეტის კარზე ჯერ დააკაკუნა, მერე შეაღო და არავინ იყო. გული დასწყდა ახლა ლოდინი ყველაზე ნაკლებად შეეძლო. რეალურად არც იცოდა რას გააკეთებდა, უბრალოდ დემეტრეს ნახვა უნდოდა. დაღლილი იყო და ძალიან მოენატრა მის მკლავებში მშვიდი ძილი. ექთნის მოსაძებნად წამოვიდა ნინა, მეორე დერეფანშში დემეტრე რომ დალანდა. აჩქარებული ნაბიჯით წავიდა მისკენ და ჰაერი უცებ გაჰკვეთა საშინელმა კივილის ხმამ. ნინა თითქოს თავის ადგილას დაეჭედა. დემეტრეს სახეს მიაშტერდა და მიხვდა, ოპერაცია სასურველი შედეგით არ დასრულდა. ახლა უკვე ნელა წავიდა მისკენ, გოგონა დაახლოებით ოცი წლის თუ იქნებოდა, თვალები გაშტერებული ჰქონდა და ტუჩები შესამჩნევად უკანკალებდა, ნინას სუნთქვა შეუწყდა. ყელში მაგრად წაუჭირა რაღაცამ და სერიოზულად გაუკვირდა ფეხზე როგორ იდგა, საერთოდ ვერ გრძნობდა ფეხებს. გოგონას ხმა სხეულში უარყოფით იმპულსებს აგზავნიდა და შინაგან კრუნჩხვებს იწვევდა. ნინას დემეტრეს თვალები ეტკინა, ოდნავ ჩაწითლებული რომ ჰქონდა. გოგონას გარს ხალხია ეხვია, ერთი კაცი განსაკუთრებით მაგრად იკრავდა გულში, გაუკვირდა ნინას როგორ ვერავის ამჩნევდა გოგონას თვალები. მერე თითქოს საავადმყოფომ რწევა დაიწყო, გაშლილი ხელით დაეყრდნო კედელს და თვალები დახუჭა, შეეცადა თანაბრად ესუნთქა. ოდნავ მოიხარა წელში, ეგინა ასე ტრიალს ვეღარ იგრძნობდა. -ნინა? ნინა! გონებამ წამში აღიქვა დემეტრეს ხმა და დაძაბულობა გაუქრა, ჯერ კიდევ ყურებში უგუგუნებდა ყვირილის ხმა. -რა მოხდა?! ცალი ხელი ძლიერად მოხვია წელზე და გაასწორა, მეორეთი სახე ააწევინა და გაფითრებულ ნაკვთებზე დააკვირდა. გოგონამ ინსტინქტურად გაახილა თვალები და თანდათან გამოსახულება დაეწმინდა. თავი დამნაშავედ იგრძნო დემეტრეს დაღლილ სახეზე კიდევ უფრო დიდი შიში რომ ეწერა და ხლები მხრებზე დაადო. -კარგად ვარ, მართლა, ოდნავ გაიღიმა ნინამ და დემეტრეს მოეჩვენა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ნინას ყველაზე ნამდვილი ემოცია იყო. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მკერდზე მიიკრა ცოლი. ^^^ -მართლა კარგად ხარ? დემეტრემ დივანზე დასვა გოგონა და წყალი მიაწოდა. -კი, კი, უბრალოდ ის... ნინას ისევ გააჟრიალა მოგონებაზე. -ვწუხვარ, რომ მოისმინე. ნინა, დღეს რამე ჭამე? თვალები დაუწვრილა დემეტრემ. -დამავიწყდა, დამნაშავის ხმით ამოილაპარაკა გოგონამ. -ოხხხ... წამოდი სახლში, თავი მძიმედ გააქნია დემეტრემ და ხელი მაგრად ჩაკიდა ცოლს. -ნუ ბრაზდები სულ, საყვარლად ამოიბურტყუნა ნინამ. -ძალიან დასუსტებული ხარ, ისევ თავისას აგრძელებდა დემეტრე, მაგრამ ნინას თვალების დანახვისას გაეღიმა. -ასე მოგენატრე რომ ჩემს მოსვლამდე ვერ გაძელი? თვალებში ჭინკები აუთამაშდა და თან თეთრი ხალათი სწრაფად გაიხადა. ნინამ თავი გააქნია და კარისკენ წავიდა. თავი ძირს დახარა, რომ შემთხვევით კიდევ არ დაენახა ის უცნობი გოგონა. აღარ უნდოდა იმ შიშის განცდა მაშინ რომ იგრძნო. ^^^ სიტყვებს ვერაფრით მოუყარა თავი. სააბაზანოდან გამომავალი წყლის შხუილი უკვე მის ნერვებზე მოქმედებდა. კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და დამშვიდებას შეეცადა, თან თავის თავს ამხნევებდა. მერე წყლის ხმა შეწყდა და დემეტრე სააბაზანოდან წელს ზევით შიშველი გამოვიდა. ნინას უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა შრამების დანახვისას. ფეხზე წამოდგა და კარადასთან მდგარ ქმარს ზურგზე შუბლით მიეყრდნო. დემეტრე ოდნავ შეცბა. ნინამ ფრთხილად შეახო ტუჩები ერთ-ერთ ნაიარევზე და ამობურცული ზედაპირის შეხებისას სხეულში ყრუ ტკივილი იგრძნო. -მეტი აღარ დაეტევა, ადგილი აღარ არის, ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა ნინამ და დემეტრეს სხეულის გახევება იგრძნო. თვითონაც არ იცოდა ამას თუ იტყოდა, სიტყვებმა თვითონ დაიწყეს ფორმირება, ტუჩებიც თვითონ ამოძრავდა... დევდარიანს ჭიანჭველები შეესია სხეულზე, ცოლისკენ მოტრიალდა და მისი სახე ხელებში მოაქცია. -ნინა, არსად არ მივდივარ, სიმკაცრე შეპარული იყო დემეტრეს ხმა. -შენ თქვი, რომ აგვისტოს ომი იყო, შრამებზე მითხარი რომ აგვისტოს ომშიო, მაგრამ ასე არაა, რატომ... -მე, ალექსი და ანდრეა რომ წავედით... მერე მივხვდით, რომ მზად არ ვიყავით. ადამიანების სასაკლაოსთან ასე ახლოს მისასვლელად არ ვიყავით მზად. გაუკვეველი სიტუაციები, პანიკაში ჩავარდნილი ხალხი, უბრალოდ შენს ენაზე როცა ლაპრაკობენ და ასეთი შენს ქვეყანაში ხდება ... გამოგვფიტა უსუსურობის შეგრძნებამ, იქ ვიყავით და მაინც იყო ეს საშინელი ემოცია, იმიტომ, რომ იქ ყველას შეგვეძო მოგვეკლა, ყველას გვინდოდა მოგვეკლა. არ ვიცი როგორ აგიხსნა ზუსტად. უზღვავ ენერგიას გრძნობ ერთ წამში და მერე პატარა ბავშვს მოიყვანენ, უკვე ცალი ფეხი რომ აღარ აქვს და სისხლისგან თითქმის დაცლილია. ენერგია ერთიანად ქრება და სიცარიელე რჩება, მეტი არაფერი. რამდენიმე დღეში იმდენი სიცარიელ დაგროვდა ამოვსება რომ სჭორდებოდა. იმ სიცარიელის ბრალია ეს შრამები, ისე ავღანეთში არ წავიდოდი. -ახლა? -დავიკარგე, ჩემს თავში დავიკარგე მაშინ. მეგონა ვერ შევძლებდი ნახევარი კაცივით სიცოცხლეს და ისევ ამიტომ წავედი. მაგრამ პარადოქსია, სიმშვიდის საძბნელად ომში წასვლა არის სულელური, გაუმართლებელი პარადოქსი. შენ რომ შეგიძლია ჩემი გაშვება ესეც პარადოქსია, მაგრამ მე არ შემიძლია შენი დატოვება. ახლა არ ვარ მშვიდად, არანაირად არ ვარ... -ვიცი რომ შენც ითვლი, მე... მე ვნახე უჯრაში, ნინამ თავი დახარა, დემეტრემ მისი ტუჩების კანკალი დაინახა. -მე არ მეშინია, არ მეშინია იმიტომ, რომ მივხვდი სადაა სიმშვიდე. შენც მიხვდები, ჩემო ლამაზო. ჩვენ გვეყოლება შვილები, ისევ იქნება დრო, როცა თავიდან ვისაუბრებთ იმ თეთრი კედლების ფერზე, უნდა გაუშვა, სხვა გაზა არ არის, ნინა. -არ მინდა ძალით ბედნიერება შეგამჩნიო, არც ის მინდა შენ შემამჩნიო, მაგრამ ასე ვერ ვიზამ. არ შემიძლია ყველაჯერზე როცა ტირილი მომინდება ცრემლებს წამოსვლის უფელბა მივცე, ის ღიმილიც... შენ ხარ შესაფერისი ადამიანი ჩემთვის. ნიკა, დაჩ, ლიზიკო, ბარბარე და ყველა... მათთან რომ... ზრუნვას დაიწყებენ, შეეცდებიან შემიმსუბუქონ, აღარ იქნებიან ბუნებრივები, ორი ვარიანტია, ან სულ იმაზე დამალაპარაკებიან რომ არ უნდა ვიფიქრო, ან პირიქით ხმას არ ამოიღებენ ამ თემაზე. შენ მართლა შესაფერისი ადამიანი ხარ, როგორ... -ვიცი, მე ვიცი. ახლა შენ დაიჯერე და მოეშვი მიზეზების ძებნას, დმეტრემ ორივე ხელი მოხვია ცოლს მხრებზე და ჩაიხუტა, -უნდა მოეშვა. საფეთქელზე ნაზი კოცნის კვალი დაუტოვა. და ახლა უკვე იგრძნო, რომ შესაფერის ადამიანებს უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, ნინას სიყვარული ფიზიკურად იგრძნო. მთელი არსებით გაუხარდა, რომ მისი ცოლის გრძნობდა მისგან. და დაიჯერა, დაიჯერა, რომ ნინა ძალიან მალე ისევ გაიღიმებდა ნამდვილი ღიმილით. კიდევ ერთხე... ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის... იმედია ისიამოვნებთ <3 გამახარებთ, პერსონაჟების შესახებ თქვენს შეხედულებას თუ მეტყვით :)))** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.