შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი გაფრენა [5]


26-06-2015, 00:42
ავტორი ელეონორა
ნანახია 2 498

5 თავი

უთენია, სასიამოვნო ბურუსიდან სხეულის ცახცახმა და ზედ დართულმა თავის არანორმალურმა ტკივილმა გამოაღვიძა. სხეულის გაუსაძლისი წვა და შუბლზე დაწოლილი სიმძიმე არ აძლევდა საშუალებას, რომ გადაღლილი ქუთუთოები ერთმანეთისთვის დაეცილებინა და მზის სხივები მთელი სხეულით შეეგრძნო. როგორც იქნა მოავლო გარემოს ზღვისფერი თვალები, მაგრამ სხივები ნამდვილად არ მოჰფენია მის ფერმკრთალ სახეს. დღე იყო ისეთი უჟმური, გახედა თუ არა ჩაშავებულ ცას, ერთადერთი რისი სურვილიც გაუჩნდა, ძილის შებრუნება იყო. თავს იმდენად ცუდად გრძნობდა, თვალს ერთი წამითაც ვერ მოხუჭავდა. დღევანდელი მდგომარეობა გუშინდელ ვისკის დააბრალა და ძალიან მოუნდა, ბენდელიანი შუაზე გაეწიწკნა იმისთვის, რომ წინა ღამემ ასეთი შედეგი გამოიღო. სხეულის ცახცახი შეუჩერებელ კანკალში რომ გადაუვიდა, იგრძნო, ვიღაცისთვის უნდა დაეძახა. როგორც ყოველთვის, ვერც ამჯერად გადააბიჯა პრინციპებს და გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის თავად მიეხედა. გულის სიღრმეში გრძნობდა, ეს მდგომარეობა ნაბახუსევთან არანაირ კავშირში რომ არ იყო, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ გამოუტყდა და უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად, დამძიმებული თავი რამდენჯერმე გააქნია. ოდნავ გალურჯებულ ფრჩხილებს მობეზრებული გამომეტყველებით დახედა, ფილტვები მძიმე ჰაერით აივსო და წამოდგომას ეცადა, თუმცა ინერციით ისევ საწოლს დაეხეთქა. დაწოლა არც უფიქრია, პირიქით, ძალიან მოუნდა სააბაზანოში გასვა და ცივი წყლის შესხმა მიტკლისფერ სახეზე. იცოდა, დილის რიტუალი ოდნავ მაინც გამოიყვანდა მდგომარეობას. ერთადერთი რასაც ნატრობდა ის იყო, რომ გონება არ დაეკარგა და ხალხი არ შეეშინებინა. ხვდებოდა, დაუფიქრებლად რომ გააქანებდნენ ძმები თბილისში .. ახლა კი ყველაზე ნაკლებად იქ დაბრუნება უნდოდა. აცახცახებული სხეული როგორც იქნა აითრია და შეკრული მუშტი საწოლის თავს დააყრდნო. გულმა რამდენიმე დარტყმა ერთბაშად გამოტოვა და ნინამ იგრძნო, როგორ გაუძლიერდა ყრუ ტკივილი ზურგის არეში. ახალი არაფერი უგრძვნია, არც მსგავსი დილა იყო მისთვის უცხო, მაგრამ გულის სიღრმეში ჰქონდა იმედი იმისა, რომ გაუმართლებდა და აქ მაინც გაატარებდა რამდენიმე დღეს უპრობლემოდ. სწრორედ ამის შიშით არ უნდოდა წყნეთში წამოსვლა, მაგრამ საბოლოოდ, აქ აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის, იმედები ამ შემთხვევაშიც გაუცრუვდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაწოლა და დახმარების თხოვნა წამითაც არ გაუვლია გონებაში. საკუთარ თავს გაუწყრა, ასე რომ გაჯიუტდა და გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაიძრა კარისკენ. აკანკალებული კიდურები ძლივს მიათრია ოთახის ბოლომდე, ლიბრგადაკრული მზერა ხის კარს შეავლო და ძალიან ეცადა, ხელით სახელური მოეძებნა. ნატიფი თითები უმისამართოდ დაუსვა კარს და როგორც იქნა გამოაღო. მიუხედავად იმისა, რომ გაუსაძლისმა ტკივილმა გონება თითქმის გაუთიშა, მაინც ძალიან უნდოდა აბაზანამდე ისე მიეღწია, რომ ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო. უკანასკნელ წუთამდე ცდილობდა სხვების სიმშვიდის შენარჩუნებას, მათზე ზრუნვას .. მოახერხა კიდეც. პირველი სართულიდან ისეთი ჟრიამული ისმოდა, რომ აშკარად არავის ეცალა ნინას სათვალთვალოდ. აბაზანის კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა , ახლა უფრო მეტად შელურჯებული თითები მთელი ძალით მიიჭირა ფერდებზე და იგრძნო, ყველაფერი ასე უბრალოდ რომ არ დამთავრდებოდა. გონება აუცილებლად დაებინდებოდა ნაკანს და მიხვდა, კარი რომ არ გაეღო, ღმერთმა იცოდა რამდენ ხანს მოუწევდა აბაზანაში ყველასგან შეუმჩნევლად გდება. მერე, რა იქნებოდა საერთოდ რომ ვეღარ მიესწროთ მისთვის და ის დრე დამდგარიყო, რომლისაც ტკვიამდე ეშინოდა. ის იყო ჩარაზული კარის გასაღებად შებრუნდა, რომ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა, სანამ გონება საბოლოოდ დაებინდებოდა, ჯერ კიდევ ცხადად იგრძნო საფეთქლის გაუსაძლისი წვა, ხელებზე დადენილი სისხლიც დალანდა და შეაჟრჟოლა, მერე, ამ ტკივილმაც გაიარა. მთელი სხეულით შეიგრძნო გაყინული იატაკი და სასიამოვნო ბურუსში საბოლოოდ ჩაიკარგა. იქ, სადაც უბრალოდ კარგად ხარ.

888

სამზარეულოში, არხეინად ჩამომჯდარი ლენკა ღიმილით დასჩერებოდა საკუთარ ჩაის ჭიქას და დროდადრო დიალოგში ისიც ერთვებოდა. ძალიან სიამოვნებდა ანას მეგობრებთან ურთიერთობა და თავს უჩვეულოდ ხალისიანად გრძნობდა, მაგრამ ჯერ კიდევ აწუხებდა სინდისი, წინა ღამის გამო. სახლიდან რომ გაიქცა და ნინა ასე ანერვიულა. არაჩვეულებრივად იცოდა, დაუფიქრებელი საქციელებით როგორ ტკენდა გულს გოგონას, მაგრამ ლენკას რომ ვერაფერი შეცვლიდა, ამასაც მშვენივრად ხვდებოდა. თითქოს უხაროდა კიდეც, წინა ღამით სახლში რომ არ დარჩა, წვეულებაც აიცილა თავიდან და ახლა მომღმარი გამომეტყველებით ათვალიერებდა სახე შეშუპებულ მეგობრებს, ნაბეღლავის ბოთლები რომ ჩაებღუჯათ და მიბლეტილი თვალებით ცდილობდნენ ერთმანეთის გარჩევას.
-ათი წუთია სააბაზანოში შეღწევას ვცდილობ, რა წესია?! - სახე დაემანჭა ანას და ძალიან მოუნდა ცალი თვალით მაინც შეეხედა შიგნით, რას აკეთებდა ვიღაც ამდენი ხნის განმავლობაში. თუ გავითვალისწინებდით იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ ბევრს ეძინა, ვერ გაიგებდა ვინ იყო შიგნით და ვინ არა. ბევრჯერ კი დააკაკუნა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო, ესეც მეგობრების მორიგ ოინად ჩათვალა და უკმაყოფილო გამომეტყველებით მიუჯდა ლენკას.
-ვინაა შესული?! - უდარდელად გაეკრიჭა ლენკა და ცარიელი ჩაის ჭიქა მაგიდაზე გააცურა - მეც მინდა შესვლა, დავაკაკუნოთ, რა?! - ქვედა ტუჩი სასაცილოდ გადმოაბრუნა და მეგობრებს მუდარით სავსე მზერა მოავლო.
-ლენკა, იცი რამდენი ხანია ვაკაკუნებ?! - მოთმინების ფიალა აევსო ანას და ფეხზე გაუაზრებლად წამოფრინდა - უეჭველად სოფიაა შიგნით, სულ ასე იცის, რომ შევა უკან აღარ გამოდის, თან, ხმას რომ არ იღებს?! - დოინჯი დაიჭირა ლოლაძემ და გაცეცხლებული თვალები აბაზანის კარს გაუშტერა.
-აშკარად საკუთარ საწოლში წევს სოფია .. - ოთახიდან თმააბურძგნულმა ნიცამ გამოყო თავი და სახეზე ხელებაფარებული გაბანცალდა სამზარეულოსკენ. როგორ ყველა დანარჩენი, ისიც მოუთმენლად ელოდა საკუთარ რიგს, თუმცა ვიღაც აშკარად არ გეგმავდა იქიდან გამოსვლას.
-რას ნიშნავს სძინავს?! - გაუაზრებლად იკითხა ლოლაძემ და საკუთარ სისულელეზე თავად გაეღიმა.
-იმას, რომ ამ წუთებში ისე აქვს ბალიში ჩახუტებული, ძალიან რომ მოგინდეს ვერ გამოაცლი. - მხრები აიჩეჩა ნიცამ. ლენკამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა მთელი სხეული და რეალობამ ძალიან მწარედ გააწნა სილა სახეში. ეს ყველაფერი იმდენად ცხადი იყო, რომ მარჯვენა ლოყა აშკარად აეწვა. გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, ისე გაიჟღერა ოთახში ანას ახალმა შეკითხვამ და ლენკას გონებაში იმედის ნაპერწკალმა გაიელვა, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა, სულ ტყუილად რომ იიმედებდა თავს.
-ანდრია, ლუკა და საბა?! - ამოილაპარაკა კოპებშეკრულმა ლოლაძემ მაშინ, როცა მიხვდა, რომ სხვა ყველა მისაღებში გალხდათ შეკრებილი. ამიტომ, ამ სამიდან რომელიმე უნდა ყოფილიყო აბაზანაში შეკეტილი. ლენკას აღარ დაუყოვნებია, იცოდა, პასუხს სულ ტყუილად რომ ელოდა და ადგილიდან ისეთი სისწრაფით წამოხტა, ანა ოდნავ შეკრთა და უკან გახტა.
-სამივე ერთმანეთზეა გადასკვანჯული .. - გაეცინა სრულ გაურკვევლობაში მყოფ ნიცას, გაოცებულმა რომ გააყოლა თვალი არეშიძის კიბეებზე მორბენალ სხეულსა და ცარცისფერ სახეს. მიუხედავად იმისა, რომ აზრზე არ იყო რა ჯანდაბა ხდებოდა, ლენკას დაძაბულობა მასაც გადმოედო და ოდნავ გაკვირვებულმა შეათვალიერა მასზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდნილი მეგობრები.
-ნინა?! - ხმა აუკანკალდა ანას და მაშინვე ის ინციდენტი გაახსენდა, როგორ გახდა ცუდად ნაკანი პირველივე დღეს. მერე, საკუთარი თავი გაიმხნევა ლოლაძემ და იმ დღევანდელი, ნინას თქმით მგზავრობასა და დაღლილობას გადააბრალა.
-რა ნინა?! - ოთახიდან თავი თმააბურძგულმა ანდრიამ გამოყო და თმის სწორებით გადმოაბიჯა საკუთარი საძინებლის ზღურბლს. ნახევრად ბურანში მყოფმა, ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, ერთადერთი რაც დაინახა, არეშიძის ჩაწითლებული თვალები და მიტკლისფერი სახე იყო, მასზე საოცრად რომ იმოქმედა და სხეული წამიერად დაეჭიმა.
-ნინა! - სასოწარკვეთილი ხმა აღმოხდა ლენკას და რამდენიმე კიბეს ერთბაშად გადმოახტა - ნინაა, იქ, ანდრია, ნინაა! - მიაყარა ერთბაშად და აბაზანის კარს მთელი სხეულით აეკრო - ნინა, გესმის?! - მუშტები ხის მატერიას დაუშინა და იგრძნო, როგორ გამოეცალა ფეხებში ძალა - ანდრია, დროზე .. - იკივლა ბოლო ხმაზე და მოხვდა თუ არა თვალში უფროსი ნაკანის ჩამქვრალი მზერა, სხეული ორმაგად დაუმძიმდა. იცოდა, მუშტების რტყმით რომ ვერაფერს მოახერხებდა, ნინა აქამდე ისედაც გამოეპასუხებოდა, ამიტომ საკუთარი შესაძლებლობები რომ ამოწურა, რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან და ათრთოლებული თითები სახეზე აიფარა. მერე, ერთადერთი რაც დაინახა, ოთახიდან შეშლილი სახით გამოვარდნილი ლუკა იყო, უკან მოულოდნელობისგან გაფითრებული, გაურკვევლობაშ მყოფი საბა რომ მოყვებოდა გაოცებული მზერით. მერე, აღარაფერზე უფიქრია .. მხოლოდ ძლიერი დარტყმის ხმა მისწვდა მის ყურთასმენას და ერთობლივი წამოყვირებად გაიგონა სადღაც, ყრუდ. არ შეეძლო აბაზანასთან მისვლა, არ შეეძლო შიგნით შეხედვა, ვერ გაუსწორებდა მზერას ნინას, ვერ შეძლებდა ყველაფრის ხელახლა განცდას, გააზრებას .. სული იმდენად შეეხუთა, სუნთქვაც თითქოს შეწყვიტა.
-ანა, დროზე, ნიშადური! - კუთხეში ატუზული ლოლაძის ყურთასმენას, ბენდელიანის არაადამიანური ხმის ტემბრი მისწვდა და იგრძნო, ახლა არ იყო სასოწარკვეთის დრო. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ იცოდა რა გახდა ნინას გათიშვის იმედი, სიტუაციას მაინც ისე მძიმედ აღიქვამდა, როგორც იყო. ვერც ლუკას წაშლილ სახეს ეგუებოდა და ვერც ანდრიას გალურჯებულ კიდურებს. იგრძნო თუ არა უფროსმა ნაკანმა, უმცროსის ძლივს მფეთქავი პულსი, თითქოს ხელახლა დაიბადა. აღარაფერზე უფიქრია, იმდენად გაახარა საჩვენებელ თითზე ნაგრძნობმა სუსტმა დარტყმამ. თვალები ხელახლა აენთო და მიხვდა, ჯერ არ დაუკარგავს. თვალის დახამხამებაში მიაწვინა ბუმბულივით მჩატე ნინა სავარძელზე და ლოლაძეს ხელიდან ნიშადურის სპირტი გამოგლიჯა. ამ დროს ფიქრის უნარი საერთოდ გეკარგება ადამიანს, ყველაფერს ინსტიქტურად აკეთებ მანამ, სანამ რაიმე დამაიმედებელი არ გაიელვებს შენს გონებაში. მიუხედავად იმისა, რომ უმცროს ნაკანს თვალები ჯერ არ გაეხილა, ანდრიამ ცხადად იგრძნო მაჯაზე წვრილი თითების შეხება. მერე .. მერე აღარ დაუყოვნებია ნინას, ლურჯი თვალები სუსტად, მაგრამ შეძლებისდაგვარად კვლავ შეანათა მის სახეზე დაშტერებულ მეგობრებს. ბენდელიანს მოეჩვენა, რომ ნინას ზღვა აღარ იყო ისეთი მუქი. ტკივილს ვეღარ გრძნობდა ნაკანი, აღარც სხეული უცახცახებდა და აღარც ფრჩხილები ჰქონდა მკვეთრად გალურჯებული. მიხვდა, მორიგი შეტევა რომ გადაიტანა და სხვა არაფერი .. ის აქ იყო .. ჯერ კიდევ აქ იყო .. სპირტი ფრთხილად გამოაცალა ლუკას ხელიდან და გვერდით დაიდო. უფროსმა ნაკანმა კიდევ ერთხელ ცხადად შეიგრძნო ნინას დაკარგვის საფრთხე .. ბარბაცით დაიხია უკან და ფეხებში ძალა რომ ვეღარ იგრძნო, იატაკზე ჩამოჯდა.
-რა .. რა დაემართა?! - ნინას ყურთასმენას კნავილისმაგვარი ხმა მისწვდა და თვალებით აკანკალებული სოფია მოძებნა, მის ფეხებთან რომ ჩამომჯდარიყო და ისე დასჩერებოდა ნინას, თითქოს უკვე დაკრძალვისთვის უნდა მოემზადებინა.
-სერიოზული არაფერია, უბრალოდ გონება დავკარგე, ალბათ გუშინდელის ბრალია. - იმდენად მყარი იყო ნინას ხმა, რომ წეღანდელ რეალობაში ოდნავ ეჭვიც კი შეეპარათ. მოავლო თუ არა მზერა უმცროსმა ნაკანმა, ოთახში შეკრებულ საზოგადოებას და განიცადა თუ არა მათ სახეზე გამოხატული თითოეული ემოცია, გულმა კიდევ ერთხელ გამოტოვა რამდენიმე დატყმა. საკუთარი თავი წამით შესძულდა.
-სერიოზული არაფერია?! - გაოგნებულ ლოლაძეს თავისდა უნებურად აღმოხდა - სერიოზული არაფერია, ნინა?! - ხელები გაშალა და იგრძნო, ზედმეტი რომ მოსდიოდა, მაგრამ ტემბრი ვეღარ დაიმორჩილა და აყვირდა - დაახლოებით ნახევარი საათი გათიშული იყავი, ნინა .. გესმის?!
-გონება არასდროს დაგიკარგავთ?! - აშკარად გაღიზიანდა ნაკანი. იცოდა, სულ ტყუილად რომ ბრაზობდა, მაგრამ ემოციები ვეღარ გააკონტროლა და თვალები აემღვრა.
-ნინა, კარი რომ არ შემოგვემტვრია, ღმერთმა იცის კიდევ რამდენ ხანს იწვებოდი გაყინულ იატაკზე, გულწასული! - ხმა გაებზარა ანას და მიხვდა, უნდა დადუმებულიყო, თორემ ასე უარესად აღიზიანებდა გონზე ახლად მოსულ ნაკანს. ცოტა უკვირდა, როგორ საუბრობდა გოგონა ასე გამართულად. გონების ამდენი ხნით დაბინდვა უცხო არ ყოფილა ნინასთვის, მოვიდოდა თუ არა აზრზე, ცხოვრებას ყოველთვის ისეთივე ტემპით აგრძელებდა, როგორც აქამდე.
-ორი წუთით, დაგვტოვეთ . - დაძაბული ატმოსფერო ანდრიას სიმკაცრეშერეულმა, მტკიცე ბარიტონმა გაჰკვეთა და შეყოყმანება არც უცდიათ, ისე დატოვეს იქაურობა.
უფროსი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სავარძელს, დას თავთან ჩამოუჯდა და აცახცახებული ხელი შუბლზე ფრთხილად შეახო.
-თბილისში უნდა დავბრუნდეთ, ნინა.
-ეს პირველი შემთხვევა არაა ანდრია, აქ რომ მოვდიოდით, ყველამ შესანიშნავად ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო. - ძალიან ეცადა უმცროსი ნაკანი, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა და მეტნაკლებად მოახერხა კიდეც - მითხარი, ანდრო, რა გეგონა, აქ რომ ჩამოვიდოდით ყველაფერი წარსულს ჩაბარდებოდა?!
-მე არაფერი არ მეგონა ნინა, მაგრამ ახლა ვიცი, თბილისში ვბრუნდებით. - პოზიცია არ დათმო უფროსმა და იგრძნო, როგორ ატკინა გული ნინას. გოგონას ემოცია იმდენად მძაფრად განიცადა, სუნთქვა გაუხშირდა და კისერზე ნერვიულად მოისვა მარცხენა ხელი.
-ნუ ხარ შეუგნებელი, ანდრია. - თვალები მობეზრებულად გადაატრიალა და ოდნავ წამოიწია - შენც მშვენივრად იცი, შეტევა რამდენიმე კვირა რომ აღარ გამიმეორდება, ამიტომ ძალიან გთხოვ, ტყუილად ნუ გაჯიუტდები, წყნეთში ვრჩებით.
-რას ნიშნავს წყნეთში ვრჩებით, ნინა?! - ტონს საგრძნობლად აუწია ანდრიამ - ახლა შემოგისწარით, მაგრამ იქნებ .. რომ ვერ მოგვესწრო?! - საკუთარი სიტყვები ეტკინა და ჩაწითლებული თვალები იატაკს გაუშტერა.
-ამ შემთხვევაში წყნეთს და თბილისს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აფსოლიტურად შესაძლებელია, ანალოგიური თბილისშიც დამემართოს და თქვენ ვერც იქ მომისწროთ. - იმდენად უდარდელად ჩაილაპარაკა ნინამ, ლუკას წამიერად ეგონა, რომ გოგონას ფეხებზე ეკ*და საკუთარი ჯანმრთელობა. რეალობამ ძალიან მწარედ გააწნა სილა ძმებს. ანდრია მიხვდა, ნინას სიტყვები აფსოლიტურად შეესაბამებოდა სიმართლეს.
-ნინა .. იქნებ .. - კიდევ რაღაცის თქმა დააპირა უფროსმა, მაგრამ წააწყდა თუ არა დის მობეზრებულ გამომეტყველებას, ისევ დუმილი ამჯობინა. მსგავსი შეტევა უცხო არ ყოფილა, ისიც იცოდა, კარგა ხანს რომ აღარ გაუმეორდებოდა და რამდენიმე დღეს მაინც უსაფრთხოდ გაატარებდნენ. თან, ძალიან უნდოდა ნინა იქ ყოფილიყო, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდა. ამ შემთხვევაში კი ეს ადგილი წყნეთი იყო. ხელების აწევით დანებდა მომღიმარ დას, შუბლზე ფრთხილად აკოცა და მთვრალი კაცივით „რვიანების ხაზვით“ დატოვა ოთახი.
-როგორ შეგვაშინე, ნინა .. - ანდრიას გასვლა იყო და ოთახში ყველა ერთდროულად შემოლაგდა. თავადაც ვერ მიხვდა ნაკანი, ვის დაუწყო თვალებით ძებნა, მაგრამ შემოსულთა შორის ბენდელიანი რომ ვერსად შეამჩნია, სხეულში ძალიან მწარე ჩხვლეტა იგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ცდილობდა საბას ცინიზმით სავსე მზერაში ნამდვილი ბენდელიანი ამოეცნო და ეგონა კიდეც, რომ საწალდელს მიაღწია .. ახლა ყველა აქამდე განცდილი შეგრძნება ერთდროულად დაეფანტა და მიხვდა, სულ ფეხებზე რომ ეკ*და ამ ბიჭს და ნაკანი მართლა ერთ ისტერიჩკად მიაჩნდა. აი, ისეთად, მისი სიკვდილიც რომ არ შეუხრიდა წარბს . იგრძნო ნინამ, როგორ აეწვა მთელი სხეული და როგორ გაუცრუვდა წვალებით შეკოწიწებული იმედები იმასთან დაკავშირებით, რომ საბა ასეთ ცინიკოსად თავს უბრალოდ აჩვენებდა და რეალურად, არც ისეთი ცუდი იყო მას რომ ეგონა. ძალიან მოუნდა ძილი .. არაფერზე უფიქრია, არც გარშემო მოტიტინე ხმებისთვის მიუქცევია ყურადღება, არც რაიმე უთქვამს, ისე იცვალა გვერდი და უკუნით სიბნელეში გადაშვებულმა, საოცარი შვება აგრძნობინა ამდენი ემოციისგან აფეთქების პირას მისულ გონებას.

888


-ანდრია! - უფროსი ნაკანის დაგუბებულ ყურებს, ბენდელიანის საოცრად ბოხი, ოდნავ ხრინწიანი ბარიტონ მისწვდა და ისიც აუჩქარებელი მოძრაობით შებრუნდა კარში გაჩხერილი ბიჭისკენ, რომელსაც აშკარად სურდა ანდრიასთან საუბარი. საბამ მისი კეთილგანწყობა დანახვისთანავე დაიმსახურა, ამიტომ, საერთოდ არ განიცდიდა დისკომფორტს მასთან ურთიერთობისას და პირიქით, უნდოდა კიდეც ბენდელიანთან საუბარი. არაფერი უთქვამს, ისე წავიდა სამზარეულოსკენ და ემოციურად გადაღლილი, მოდუნებული სხეული ხის ტაბურეტზე დაასვენა. არც საბას დაუყოვნებია .. მეგობარს პირისპირ დაუჯდა და ისეთი საქმიანი გამომეტყველება მიიღო, ნაკანს ოდნავ გაუკვირდა. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ხვდებოდა საუბარი რაზეც წავიდოდა, საბას სერიოზულმა მზერამ დაძაბა კიდეც - წეღანდელზე მინდა, რომ დაგელაპარაკო. - ფილტვები ნახშირორჟანგისგან გაათავისუფლა ბენდელიანმა და წელში გაიმართა - დაახლოებით 25 წუთი იყო ნინა გათიშულ მდგომარეობაში ..
-საბუშ, უბრალოდ გონება დაკარგა რა, გუშინ დალია და ალბათ ამიტომ, უკვე კარგადაა! - ერთბაშად მიაყარა ნაკანმა მანამ, სანამ ბენდელიანი კიდევ გააგრძელებდა საუბარს. საბას გამომეტყველებიდან თუ ვიმსჯელებდით, ანდრიას სიტყვები ერთ ყურში შეუშვა, მეორედან გამოუშვა - წნევა დაუვარდებოდა. - პოზიცია არ დათმო ანდრიამ.
-რა წნევა, ანდრია .. - კოპები შეკრა ბენდელიანმა, ანდრო ოდნავ დაიბნა – სახლში ექიმები მყავს და გინდ დაიჯერე გინდ არა, ამ საქმის რაღაც მაინც გამეგება. როცა ტვინს ჟანგბადით სავსე სისხლი აღარ მიეწოდება, ადამიანს გონება ებინდება, მაგრამ მხოლოდ მისი წამოწვენაა საჭირო და გონს მაშინვე მოეგება. ნინა .. ნინა 25წუთის განმავლობაში იყო გათიშული ანდრია, გესმის?! ეს არანაირ საზღვრებში არ ჯდება ..
-საბა, ჩემი დის ამბავი ჩემზე კარგად არავინ იცის .. საკმარისია რაღაცაზე ინერვიულოს, მაშინვე დაებინდება გონება, მითუმეტეს, ალკოჰოლს ძალიან იშვიათად იღებს, ალბათ ესეც დაემატა და შედარებით დიდი ხნით გაითიშა. შენც ხომ დაინახე, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო, ასეთი ენთუზიაზმით სავსე ვერ მოვიდოდა გონს, უბრალო სისუსტეს მაინც იგრძნობდა, ხომ გესმის?! - ძალიან ეცადა ბიჭი საკუთარი აზრის სისწორეში დაერწმუნებინა, მაგრამ ბენდელიანის მოჭუტული თვალებით თუ ვინმსჯელებდით, აშკარად არ სჯეროდა ანდრიას წარმოთქმული არც ერთი სიტყვის -რამე სერიოზული რომ იყოს, შენი აზრით აქ დავტოვებდი?!
-ანდრუშ, 25წუთი სახუმარო საქმე არაა .. - პოზიციას არ თმობდა ბენდელიანი. წეღანდელი, განცდილი შოკი იმდენად დიდი იყო, რომ ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო აგონიიდან და ერთადერთი რაც უნდოდა ის იყო, რომ ანდრიას დისთვის ხელი მოეკიდა და ახლავე თბილისში წაეყვანა. იატაკზე გართხმულმა, ნინას მიტკლისფერმა სხეულმა კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა, უფლება რომ მიგეცათ, საკუთარი ხელით ჩაიყვანდა გოგონას თბილისამდე.
-ბენდელ, კარგად იქნება .. - თვალი დამაიმედებლად ჩაუკრა ბიჭს და კიდევ ერთხელ ეცადა, საბა როგორმე საკუთარი აზრის სისწორეში დაერწმუნებინა, თუმცა იცოდა, რამდენიც არ უნდა ელაპარაკა, ვერაფერს გახდებოდა .. ამიტომ, ისევ გაცლა ამჯობინა. მხარზე მეგობრულად დასცხო ხელი ერთ ადგილს მიშტერებულ ბენდელიანს და იქაურობა ულაპარაკოდ დატოვა.
ღმერთმა იცის, კიდევ ღამდენი ხანი გაატარა საბამ ერთსა და იმავე მდგომარეობაში.
და მაინც .. დაწყევლილი 25 წუთი ..

* * *

ბოდიში, ბავშვებო .. გასული ვიყავი ქალაქიდან და კომპიუტერთან მისვლა ვერაფრით ვერ მოვახერხე. ვინმე კითხულობს, საერთოდ?



№1  offline წევრი პირველი

საერთოდ წიგნები ფილმებზე უკეთესი იმიტომაა, რომ ნაწარმოებებში ყურადღება გამახვილებულია შეგრძნებებზე და არა იმაზე, ვინ როდის გაიჯახუნა კარი ან როდის რა ჭამა ))) ჰო და , შენში აი ეს მომწონს ყველაზე მეტად , რომ ემოციები ჩვენამდე ძალიან მძაფრად მოგაქვს . თითოეული პერსონაჟის გრძნობას ისე განვიცდი, თითქოს მეც მათთან ერთად ვიყო.
განსაკუთრებულად მომწოხარ ელენე , წარმატებები !!!!

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

მე ვკითხულობ:)
--------------------
:)

 


№3  offline წევრი EiLuL♥

ორი დღე არ შემოვსულვარ და ერთ სულზე ვიყავი როდის ვნახავდი ❤ მთელი გრძნობით გადმოსცემ ემოციებს❤ წარმატებები )))
--------------------
elene

 


№4  offline წევრი Svvaaaniii

როგორ შეიძლება ამას არ ვკითხულობდე?! ვკითხულობ და ძალიან მსიამოვნებს კიდევაც)) არა ეს უფრო სხვა რაღაცა თითოეული პერსონაჟის განცდას ისე მძაფრად გადმოცემ რომ, ასე მგონია მეც იქ ვარ და იგივეს ვგრძნობ მოუთმენლად ველი ხოლმე ახალ თთავს და რავიცი რა გითხრა ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№5  offline წევრი EiLuL♥

სად გაქრიი ?
--------------------
elene

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent