შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტეორი


26-06-2015, 16:12
ავტორი მირზა
ნანახია 1 629

****
მანქანიდან გადავედით და ნელი ნაბიჯებით დავდიოდით ტროტუარზე. ჩემზე იყო მოფხატებული და ხელს ძლიერად მიჭერდა.. არ მჯერა.. მასთან მივდივარ სახლში.. ელენესთან მივდივარ ! უჰუუ ! ასეთ სიტუაციაზე ხომ მთელი ჩემი ცხოვრება ვვოცნებობდი..რა კარგია თან რომ მარტო ცხოვრობს..ხელს არავინ არ შეგვიშლის..ვგიჟდები მასზე.. ვგიჟდები..მეშინია კონტროლი არ დავკარგო და ტუჩებზე არ ჩავებღაუჭო..ცოტაც და ალბათ თავს ვეღარ შევიკავებ..
ბილიკს გავუყევით და მაღალ ბინასთან გავჩერდით.
-აი, ხომ ხედავ. მანქანებით სავსეა ჩემი პატარა ეზო და ჩემი მანქნის გასაჩერებლად ადგილი არ მრჩება.
-კი ვხედავ.. - იმდენად აღმაგზნო იმ ფაქტმა, მასთან სახლში რომ მივდივარ, რომ საერთოდ აღარაფერზე აღარ მეფიქრება.
ნათურებით გადაჭედილ სადარბაზოში შევედით და ლიფტთან ახლოს გავჩერდით. პირველივე დაჭერაზე გაიხსა, თითქოს ჩვენ გველოდებოდა. რა კარგია ლიფტი რომ მუშაობს..იმდენი ხანი არ ყოფილა ჩემთან ლიფტი, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს საოცრებას ვუყურებდე..
შევედით უზარმაზარ, სარკეებით გადაჭედილ სივრცეში. ელენეც ეგრევე მიბრუნდა მათკენ და თავის მოწესრიგებას შეუდგა. მე ვიღიმოდი.. ვიღიმოდი და ვხვდებოდი, რომ უფრო და უფრო მიყვარდებოდა. მისი ყოველი მიხვრა მოხვრა თავიდან აღვიძებს ჩემს გრძნობებს..მას რომ ვუყურებ, ყოველი ახალი უჯრედი, სხვა უჯრედის სიკვდილის გარეშე მემატება..ყველა მათგანს უყვარს ჩემს წინ მდგომი არსება.. ჩემი ელენე.. ისე უყვართ, რომ უკვე უკვდავებადაც კი იქცნენ..
სარკიდან მიყურებდა ელენე და მიღიმოდა. მომიბრუნდა და მკითხა:
-რატომ იღიმი?
-იცი ეგ მეც ძალიან მაინტერესებს - ვუპასუხე ჩუმი ხმით.
-როგორ? გეღიმება და არ იცი რატომ? - და თან იღიმოდა.
-ჰო, ასეა.
-გიჟი ყოფილხარ მაშინ.
ორი წამის მერე ვკითხე:
-გიჟი რატომ? უაზაროდ რომ მეღიმება?
-ჰო, სწორედ მაგიტომ.
თვალები ძირს დავხარე, გამეღიმა. მერე ისევ ვკითხე:
-გიჟებს უყვარდებათ ელენე?
მომიბრუნდა.
-გიჟებს?
-ჰო.. გიჟებს.
-არ ვიცი.. რატომ მკითხე? - თითქოს ვერაფერს ვერ ხვდებოდეს.
-არაფერი.. დაივიწყე - ვუპასუხე და თვალი თვალში გავუყარე, ეგება მზერით მაინც მიხვდეს, რასაც ვგულისხმობდი.
თვალებში შევციცინებდით ერთმანეთს და ვერც კი შევამჩნიეთ რომ ლიფტი შეჩერდა, გარეთ ხალხი გველოდებოდა.
-ჰე, გვრიტებო? არ აპირებთ გარეთ გამოსვლას? - კითხულობდა ღიმილით ჩვენს წინ მდგომი, ირგვლივ ბავშვებით გარშემორტყმული ქალი, რომელიც ლიფტში შემოსვლას ლამობდა. ელენეს შევხედე, ორივეს გაგვეღიმა. ბოდიში მოვიხადეთ და გარეთ გამოვედით.
სადარბაზოში ხმის ამოუღებლად მივაბიჯებდით ორივე, სანამ ელენემ არ დაარღვია დუმილი.
-აი აქ ვცხოვრობ - მითხრა და თან კარისკენ მიმითითა. გასაღები ამოიღო და კარი გახსნა.
კარი გაიხსნა და როგორც ჩანს კარიდორში შევედით. შუქი არ ენთო და არაფერი არ ჩანდა. ელენე კუთხეში თითებს აფაცუნებდა, შუქის ჩამრთველს ეძებს ალბათ. მიაგნო კიდეც, შუქები აინთო და ირგვლივ ყველაფერი გადანათდა.
არაჩვეულებრივ გარემოში მოვხვდი. მუქი იისფერი ფერებით შეღებილ კედლებზე, თითო-თითო თეთრი ნათურა ეკიდა, რომელიც კედლის ფერებს უფრო მკვეთრს ხდიდა. უზარმაზარი ჭაღი, რომელიც ზუსტად ოთახის ცენტრში იდგა, სამოთხის სინათლივით ანათებდა, თვალსაც ვერ ვუსწორებდი. ხის მასალისგან მოპირკეთებული კარადა, თავმომწონედ იდგა კუთხეში, მასთან ახლოს კი ტყავის შავი დივანი იდო. ძირს ფერადი ხალიჩა იყო დაფენილი და ჭაღის ცივ სხივებს ისე ირეკლავდა, როგორც ცვრიანი მინდორი ალიონზე. ფიქრი ელენემ შემაწყვეტინა:
-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში - თქვა და დივანზე დაეგდო.
-ამხელა ბინაში მართლა მხოლოდ შენ ცხოვრობ?
-შენ რა მართლა დაიჯერე?
-მომატყუე ხომ?
-ჰო.. აბა ამხელა ბინაში მხოლოდ მე ხომ არ ვიცხოვრებბ? ჩემები აქით არ არიან, თბილისში არიან წასულები რაღაც საქმეზე, ასე რო ბინა ჩემს განკარგულებაშია. კიდევ ორი კვირა ასე ვიქნები, მერე კი ჩამოვლენ. მოგწონს აქაურობა?
-ძალიან ლამაზია..თან დიდი.
-ჰო, დიდი. აქ დიდი ხნით არ ვჩერდები, ძირითადად ჩემს ოთახში ვარ. წამოდი გაჩვენებ - დივანიდან წამოხტა, ხელი ჩამჭიდა და ოთახისკენ მიმაქანებდა.
მისი ოთახის კარი გააღო და შიგნით შევედით. მართალი თქვა, მართლაც რომ მისი ნახატებით იყო გადაჭედილი იქაურობა. ფანჯარა ნახევრად ღია იყო, რის გამოც იქაურობა სიცივეს მოეცვა. ოთახი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც იდეალური იყო..ყველაზე მეტად, რაც ამ გარემოში მომწონდა, მოლბერტი იყო, რომლის მარჯვნივაც საღებავებით სავსე და გათხუპნული თეთრი მაგიდა იდგა. ყველა კუთხეში ულამაზესი ნახატი ეკიდა, პორტრეტები, ნატურმორტები.. მაგრამ მათგან უმეტესზე, რათქმაუნდა გალაკტიკა იყო დახატული. ელენე ძალიან შეპყრობილი ჩანს ამ ყველაფრით. ნეტავ რატომ უნდა ასე, ამ სამყაროდან შორს გასვლა? შორს, უსასრულოდ?.. საინტერესო ვინმეა. წინ, როგორც ჩანს საოცარი ამბები მელოდება.
ფიქრის საშუალებას არ მაძლევს. მკითხა:
-აბა.. მოგწონს ნახატები? - თან კედლებისკენ მიმითითებდა.
-შორიდან კარგი ჩანს.. ახლოს მივალ ცოტა და უფრო უკეთესად გადმოგცემ ჩემს შთაბეჭდილებებს - ვუთხარი და გავუღიმე.
-ჰაჰა.. კარგი მოდი და გაჩვენებ ყველაფერს - ხელი ჩამჭიდა ფრთხილად და ნახატებისკენ მიმიყვანა - აი ეს მამაჩემია, მეათე კლასში დავხატე და მას მერე აქ კიდია. კვირები დამჭირდა ამ ნახატის დასახატად, დაბადების დღე ჰქონდა და თან ვაჩუქე.
-მამაშენი სიმპატიური კაცი ყოფილა.
-კი, სიმპატიურია. აი ახლა დედაჩემი ნახე შენ - მეორე კედლისკენ მივირბინეთ და თითით მაჩვენა - ეს დედაჩემია, ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც ამ გალაკტიკაში ვრჩები. ყველა ადამიანზე მეტად მიყვარს.. სულ სულ ყველაზე მეტად..
-ძალიან ლამაზია დედაშენი.. შენ გგავს.
-არა არა.. დედაჩემი ძალიან ლამაზია..მე არ ვგევარ.
-ელენე.. შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ ვინც კი ოდესმე შემხვედრია.. ასე რომ გთხოვ, ეგ სიტყვები ჩემთან აღარ გაიმეორო..
-კომპლიმენტიც ამას ჰქვია.. გმადლობ ნიკა.. - მითხრა და თან გამიღიმა - მაგრამ ცოტას აზვიადებ..
-არანაირად.. მართლა ძალიან ლამაზი ხარ..არავის არ გავხარ, უცხო ხარ, უცხო სამყაროდან.
-ოო.. კარგი რა..
-მიწა გამისკდეს თუ ვტყუოდე.
-მაინც აზვიადებ.. ხომ არ გშია? რამეს მოგიმზადებ..
მუცელი კი მიბუყბუყებდა, მაგრამ მაინც ვუთხარი:
-არა ელენე, ნუ შეწუხდები. არ მშია..
-მოიცა.. ჩემს ნახელავს არ შეჭამ? - ჩემსკენ წამოიწია.
-შენს ნახელავს?
-ჰო ჩემსას. წინასწარ გეუბნები, რომ არ მოიწამლები, სხვა რა გითხრა.
-ვიცი რომ არ მოვიწამლები.. კარგი, შევჭამ შენს ნახელავს.. - ვუთხარი და ლოყაზე ხელი მოვუთათუნე.
-ამ ოთახში ძალიან ცივა, შენ კი მაინც თბილი გაქვს კანი..
მართლაც რომ ასე იყო.. ვდუღდი და სულაც ვერ ვგრძნობდი სიცივეს.
-არ ვიცი.. სულ ასე ვარ.
გამიღიმა.
-კარგი.. მე რამეს მოვამზადებ, შენ თუ გინდა აქ იყავი და ნახატები დაათვალიერე. მალე მოვალ, ან თუ გინდა წამოდი შენც სამზარეულოში რავიცი.
-ცოტა ხანს ვიქნები აქ.. მერე შემოვალ.
-კარგი როგორც გინდა.
გამიღიმა და ოთახიდან ნელი ნაბიჯებით გავიდა..
ნახატები არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ, მაგრამ განა ნახატებისთვის დავრჩი აქ? ცოტახანს ჰაერზე უნდა გავჩერდე, თორემ რომ ვუყურებ, ლამის გონება დავკარგო..როგორ გამომხედავს ხოლმე.. უცბად, მაგრამ ძალიან ვნებიანად..ან არ ვიცი , იქნებ მე მეჩვენება ასე?.. მაგრამ ჩემთვის სულ ერთია, მთავარია მისი თვალები ჩემსას უყურებდნენ და ასე გაგრძელდეს უსასრულოდ, სანამ გული არ წამივა. ცოტაც კიდევ უნდა გავძლო როგორმე, თორემ ჩავებღაუჭები, როგორც სურო პატარა ლოდს. ღმერთო, ნეტავ მომეცემა ოდესმე იმისი შანსი, რომ ერთხელ მაინც მოვეხვიო ძლიერად მის პატარა ტანს?..რომ ვუყურებ მიჭირს თავის შეკავება, ძალიან მიჭირს..თან არ მინდა, უნახავივით რომ ვიქცეოდე, მაგრამ რომ ვუყურებ..ვენებში დენი მივლის და საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ცოტაც უნდა გავძლო როგორმე..დროა მასთან მივიდე, ვნახოთ ერთი რას მიმზადებს..
კარი გავაღე და გარეთ გამოვედი. საბედნიეროდ სამზარეულოს ძებნა არ დამჭირვებია, ეგრევე მივაგენი.
შიგნით შევიხედე, ელენე ჩემგან ზურგით იდგა მაგიდასთან. ქურთუკი გაეხადა და თმებიც შეკრული ჰქონდა..ყოველი ცვლილება თითქოს უფრო ალამაზებს მას.. მგონი რაღაცას ჭრიდა, მაგრამ თან ვერ ახერხებდა.
მივუახლოვდი.
-რას აკეთებ ელენე?
გაფითრებული სახით შემომხედა და მითხრა.
-სალათს ვაკეთებ..აბა მე მეტი რა შემიძლია - თან მწვანილს ჭრიდა - ყველაფერი მარტივია, მაგრამ ეს მწვანილის დაჭრა ცოტა მერთულა რატომღაც.
გავუღიმე და ვკითხე.
-ნებას მომცემ რომ დაგეხმარო?
შემომხედა, ისევ გამიღიმა თბილად და მითხრა:
-თუ არ შეგეზარება.. კი..
-კარგი მოიცა.
მანტო გავიხადე და სკამზე ფრთხილად გადავდე. პერანგის სახელოები ავიწიე, რადგან ეჭვი მაქვს რომ დავისვრები. ცელოფნიდან ფრთხილად ამოვიღე შოკოლადი და ელენეს მივაწოდე.
-შენ მანამდე შოკოლადი ჭამე.. მე დავჭრი და მიყურე.
შოკოლადი გამომართვა, გემრიელად ჩაკბიჩა და დანა მომაწოდა.
ფრთხილად გამოვართვი და მაგისდასთან მყარად დავდექი. ფრთხილად ვამოძრავებდი დანის პირს მწვანილის გასწვრივ, ისეთი მჭრელი იყო, მიკვირს როგორ ვერ მოახერხა ელენემ ამის დაჭრა. დედა მასწავლის ხოლმე რაღაცეებს სახლში, მეც დამჯერი მოსწავლე ვარ. ყოველთვის მეუბნება, რომ საჭმლის მომზადება, ნებისმიერ სიტუაციაში დამეხმარება და როგორც ჩანს, აბსოლუტურად მართალი ყოფილა.
-აი შეხედე, სულ მარტივია - მიყურებდა და თან შოკოლადს კბეჩდა - რაც უფრო მეტ ძალას აყოლებ, მით უფრო მალე იღლები და არაფერი არ გამოგივა.. ინგრედიენტებს ნაზად უნდა მოეპყრო, თუ გინდა რომ ყველაფერი იდეალურად გამოგივიდეს - თან ფრთხილად ვჭრიდი - მთავარია არ იჩქარო, ყველაფერი გამოგივა.
-მოიცა, ახლა მე ვცდი - თქვა და შოკოლადი მაგიდაზე დადო.
-მოდი. - ვუთხარი და დანა მივაწოდე.
მაგიდას ისე მიეყუდა, როგორც მე. დანა დააჭირა გაყინულ მწვანილს, მაგრამ პირი გვერდზე უსხლტებოდა და ბრაზობდა. თავიდან სცადა, მაგრამ ისევ იმავე შედეგს იღებდა. დანა მაგიდაზე დააგდო და თქვა:
-არაფერი არ გამომდის.. - თან თვალები ძირს დახარა.
-მოიცა..ყველაფერი გამოგივა. ერთჯერ ცდი, ორჯერ, სამჯერ, ბოლოს კი გამოგივა მერწმუნე.
-არა ნიკა არ გამომდის. საერთოდ არაფერი არ გამომდის !
თავში გენიალურმა აზრმა გამიელვა...
-მოდი, ჩემს წინ დადექი და ერთად დავჭრათ.
გამიღიმა.. გამიღიმა ზუსტად ისე, როცა ადამიანები იღიმიან ჩანაფიქრის ასრულებისას.
-მოდი, ჩემს წინ დადექი.
ჩემს წინ დადგა და ორივემ მაგიდას მივეყუდეთ. ვცადე სიტუაცია გამეკონტროლებინა და ყველაფერი ნეგატიური თავიდან ამოვიგდე. მარჯვენა ხელი აუჩქარებლად წავიღე მისი გაყინული მაჯისკენ..ალერსიანად, თითქმის სრიალით ჩავეჭიდე მის ნაზ თითებს და ფრთხილად მოვუჭირე..თვითონაც, ცერა თითით ჩემს საჩვენებელ თითს ჩაებღაუჭა..ზუსტად სუროსავით, წეღან რომ ვახსენებდი..მისი ხელის მტევანი ნაზად წამოვწიე და მაგიდაზე დადებული დანა ხელში აიღო. ახლა მარცხენა ხელი ავამოძრავე, ისევ შევეხე მის ნაზ თითებს და დანამული მწვანილი ხელის გულით დავაჭერინე. ბოლოს კი ნაზი, აუჩქარებელი მოძრაობით გაყინული მწვანილი დაჭრა დავიწყეთ..ძალიან ახლოს ვიდექი მის უკან. კისერი დახრილი მქოდნა და მის ცივ ლოყას ვეხებოდი..ვამჩნევდი, დროგამოშვებით თვალებს რომ გამოაპარებდა ხოლმე ჩემსკენ, მაგრამ მე არ ვიმჩნევდი, ვითომ მწვანილის დაჭრით ვიყავი გართული, მაგრამ მეღიმებოდა.. ჩემი ხელები ათბობდნენ მისსას და ორივეს გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელებულიყო.. ზუსტად ვიცი.. ვიცი, რომ ისიც იმავეს გრძნობს ამ წუთებში, რასაც მე..ისე აუწითლდა ლოყები, ძნელია არ შეამჩნიო..აჰა.. ჩემს მკლავებში აღმოჩნდა მისი პატარა ტანი..ვერც გაინძრევა, ჩემი ნებართვის გარეშე. ფრთხილად ვამოძრავებდი მის უკვე გამთბარ ხელის მტევანს და ამასობაში მწვანილიც დაიჭრა..
-ხომ ხედავ.. სულ ადვილია.. - ვუთხარი თითქმის ჩურჩულით. ხმა არ ამოუღია.. ისევ მიყურებდა - მთავარია არ იჩქარო.. მერე ყველაფერი გამოგივა.
ბოლოს შეწყვიტა ჩემს თვალებზე ყურება და გამთბარი ლოყა გულთან დამადო..საოცრება ვიგრძენი ამ წუთებში.. გულმა ისევ დაიწყო გაუთავებლად ბრაგა-ბრუგი..შევწყვიტე მწვანილის დაჭრა, ღრმად ამოვისუნთქე და მარჯვენა ხელით, რომლითაც ორივეს დანა გვეჭირა, მის პატარა თითებს ალერსი დავუწყე..დრო გაგვიჩერდა ისევ, დროც და სრულიად ყველაფერიც, გარდა ჩემი მოუსვენარი გულისა.
თვალები დაეხუჭა და თქვა.
-რა თბილი ხარ..
მეც ხმა ამოვიღე.. ძლივს..
-არ მინდა ჩემს გოჭს შეცივდეს.. და იმიტომ..- თავს ჩემი გულიდან არ იღებდა - ასე რომ სულ გაგათბობ.. გპირდები ჩემო გოჭო..
-დღეს ხომ დარჩები ჩემთან?..
-დავრჩე? - ცოტა არ იყოს ტეხავს მასთან რომ დავრჩე.
-ჰო..დარჩი - თავს ჩემი გულიდან არ იღებდა.
-არ ვიცი ელენე, ხო არ ტეხავს?
-არა არა, არანაირად არ ტეხავს.. დარჩი რა .. გთხოვ. თან გარეთ გაიხედე, ელავს.. ძალიან მეშინია ქუხილის.
-კი მაგრამ აქამდე როგორ ძლებდი?
-ჩემი დაქალები ამოდიოდნენ ხოლმე, ახლა არავინ არაა სახლში. დარჩი რა.. მარტო ხომ არ დამტოვებ?..
ვალდებულს მხდის რომ დავრჩე.. განა მეც ვკვდები ისე მინდა მასთან დარჩენა.
-მართლა გეშინია?
-ჰო ნიკა მეშინია.. ხომ დარჩები? - თან თავს უფრო მაჭერდა..
-კარგი.. იყოს ასე.. ახლა სალათი გავაკეთოთ და გემრიელად მიირთვი, მშიერი კუჭით არ დაიძინო..
-არ მშია.. მადა გამიქრა.. თან ღამით არ ვჭამ მე, გავსუქდები.
-მეც არ მშია ისე..
-კარგი დატოვე ეგ მანდ..მართლა ხომ დარჩები ჩემთან?
-კი კი ელენე.. მართლა დავრჩები.
ისევ ჩამებღაუჭა და მეც მოვხვიე ხელები.
ღმერთო ჩემო.. ჯერ მასთან ამომიყვანა სახლში, ახლა კი დარჩენას მთხოვს.. გავაფრენ, მართლა გავაფრენ ! დაე იყოს ასე.. მეც ზუსტად ეს მინდა.. მის გარეშე გასული ყოველი წამი ჯოჯოხეთს ემსგავსება, მე კი მირჩევნია ვუყურო მას და თავს სამოთხეში ვგრძნობდე..
თავი ფრთხილად გაითავისუფლა ჩემგან და მითხრა:
-შოკოლადი მინდა..
ფრთხილად ავიღე მაგიდაზე დადებული შოკოლადი და მივაწოდე.
-აჰამ.. მიირთვი - ჩაკბიჩა და თავი ისევ დამადო.. ვამჩნევდი, რომ ეძინებოდა - ხომ არ მოგეძინა?
-ცოტა კი..
-კარგი, წამოდი მაშინ და დაიძინე.
-შენც.. თუ გინდა ჩემების ოთახში შედი და იქ დაიძინე, ან მისაღებში დივანზე, ოღონდ ახლოს იყავი, როცა შემეშინდება დაგიძახებ..
-კარგი კარგი, ნუ გეშინია.
თავი ფრთხილად გაითავისუფლა ჩემგან და ორივემ კარისკენ წავედით. მის ოთახში შევედით ისევ და საწოლს მივუახლოვდით ორივემ.
-კარგი, დავიძინებ მე..კარადიდან საბანი აიღე და სადაც გინდა იქ მოკალათდი..ტკბილ ძილს ჯერ არ გისურვებ, იმიტომ, რომ ვიცი დაძახება დამჭირდება.
-კარგი მე გავალ. ტკბილად იძინე - ვუთხარი და გარეთ გამოვედი.
გადავწყვიტე, მისაღებში რომ ტყავის დივანი იდო, იქ დამეძინა. ისეთი რბილია, რომ თავი ღრუბლებში მგონია. კარადიდან გამოღებული ადიალი ფრთხილად გადავაფარე და ზედ დავწექი..
თავი მართლაც რომ სამოთხეში მგონია.. ელენეს, რომელიც ჩემი ოცნების ქალად იქცა, წინა ოთახში სძინავს და დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მეც მალე შევუერთდე მას..ახლა მთავარია ძლიერად დაიქუხოს და ცა გადათეთრდეს, რომ მასთან შევიდე.. შანსი როგორც კი მომეცემა, აუცილებლად მოვეფერები..მეც მეტი აღარ შემიძლია.
უცებ ზანზარი გაისმა და ძლიერად იქუხა.. ისე გადანათდა არემარე, რომ მეც კი შემეშინა კი არა ელენეს. აჰამ, როგორც იქნა..ახლა სადაცაა დაიძახებს.
-ნიკაა !!!
მომესმა ყვირილი ელენეს ოთახიდან..გავიღიმე, ჩემთან ახლოს მაგიდაზე დადებული შოკოლადი ავიღე და მისი ოთახისკენ შევვარდი.
კარი გავაღე.. ფანჯარასთან იდგა შეშინებული..თეთრ პიჟამაში იყო გამოწყობილი და მოშიშვლებული მარჯვენა ფეხი წინ ჰქონდა გამოწეული.. ,,ყველაფრიანად’’ ლამაზია ჩემი ელენე.. ფეხებიც როგორ შხვართი აქვს..შორიდანაც ძალიან კარგად ჩანს, როგორ უბზუის კანი სიცივისგან..თანაც ეშინია.. მისი სრიალა კანი თავბრუს მიხვევს.. ისე დავიბენი, იმის მაგივრად რომ ვამშვიდებდე, ფეხებზე ყურება დავუწყე..რა სულელი ვარ. რომ დამინახა, მაშინვე გამოიქცა ჩემსკენ.
-ეს რა იყო, დაინახე?! რამხელა იქუხა ! - ამბობდა კანკალ-შეპარული ხმით.
-კარგი მორჩა, ნუ გეშინია.. აღარ ქუხს, ხომ ხედავ - თან თითით ფანჯრისკენ ვუთითებდი.
-კიდევ რომ დაიქუხოს?! აუ ვიცი რა, ამაღამ ვერ დავიძინებ!
-ნუ გეშინია, აქ არ ვარ მე? - ვამბობდი სუპერმენივით - სასაცილოა ისე, ქუხილის რატომ გეშინია. თავზე კი არ დაგეცემა კაცო?
-ოო, ნუ დამცინი რა ! მართლა ძალიან მეშინია.
-კარგი კარგი - თან ვიღიმოდი - ნუღარ გეშინია. აი, შოკოლადი ჭამე და გადაგივლის, ცოტას დამშვიდდები.
-კარგი, აქ დარჩი შენც.
-მოიცა, ადიალს მოვიტან, ძირში დავაგებ და შენთან დავიძინებ.
სახე გაუბრწყინდა
-კარგი მალე მიდი, თან წამოიღე შოკოლადები.
ჯერ სამზარეულოში გავედი და ტკბილელულით სავსე ცელოფანი ავიღე, მერე კი მისაღებში, სადაც დაძინებას ვაპირებდი. ადიალი ავიღე და დატვირთული შევვარდი ელენეს ოთახში.
ახლოს მოვიდა და ცელოფანი გამომართვა. ადიალი ძირს დავაგე და დასაწოლად გავემზადე. მითხრა:
-იცოდე, კიდევ რომ დაიქუხოს, ეგრევე ჩემთან წვები..
მასთან დავწვე? ეს ხომ ნამდვილი სიგიჟეა! ასე ხომ მართლა გავაფრენ ! როგორ შეიძლება ვუყურო მის მიმზიდველ სხეულს და ალერსისგან თავი შევიკავო ! ეს ხომ შეუძლებელია?!
-შენთან დავწვე?
-ჰო ჩემთან. ნიკა ვიცი გეცინება, მაგრამ მე მართლა მეშინია ქუხილის.
ხმა ძლივს ამოვიღე:
-კარგი შენ შოკოლადი ჭამე და თან ვილაპარაკოთ რაღაცეებზე.. დროც მალე გავა - თან დაიღლება და დაეძინება.
-კარგი, ოღონდ არსად არ გამეპარო.
-არა ელენე, ნუ გეშინია.
-შუქს ანთებულს დავოვებ რა.. ხელს ხომ არ შეგიშლის?
-არა არა, როგორც გინდა ისე იყოს..
-ძალიან კარგი.
გაყინულ იატაკზე ვიწექი და ქვემოდან ვუყურებდი მას. ლოგინისკენ მივიდა და ხალათი გაიხადა. ძალიან მოკლე პიჟამა ეცვა, ძალიან მიმზდიველი.. ისე მართლა, როგორ შეიძლება ადამიანს ამხელა ქარიზმა და ეშხი გააჩნდეს?.. მართლა ასეა, თვალს ვერ ვაშორებ ისე ანათებს..



№1  offline მოდერი ლილიანა

კარგად წერ.ასე ნაზად მამაკაცის გრძნობები აქ არავის დაუხატავს.გააჰრძელე,უბრალოდ გრამატიკულად დახვეცე,ბევრი შეცდომა იყო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი მირზა

ძალიან დიდი მადლობა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent